ტეტანუსით დაავადებულთა 35-40 პროცენტი გარანტირებულად იღუპება. --------
ესაა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემი.
მე 6 დღის წინ მიკბინა თაგვმა, უფრო სწორად ვირთაგვის შვილმა.
ნაკბენი იყო უწვრილესი მაგრამ ღრმა. სისხლი გამოვიდინე, დავიბანე და მიუხედავად ახლობლების მოთხოვნისა არავითარ აცრაზე არ წავედი.
გუშინ საღამოს ანუ ნაკბენიდან მეხუთე დღეს მკლავის კუნთმა დამიწყო პერიოდული კონვულსიური სპაზმი-თამაში, ცახცახი, და ეს მეორდებოდა პერიოდულად.
უცნაურად მეჩვენა რადგან მსგავსი არასოდეს მქონია.
ესეც დავივიწყე მაგრამ ამ დილას რომ გავიღვიძე კუნთის უცნაური ცახცახი უფრო გამიზლიერდა და გამიხშირდა.
ინტერნეტში თვალის ზერელე გადავლებით მივხვდი რომ ეს არის ტეტანუსის სიმპტომი.
წავედი ინფექციურში საბურთალოზე სადაც გამიშვეს ანტირაბიული ვაქცინაციის განყოფილებაში.
იქ დამარწმუნეს რომ აუცილებლად ცოფზეც უნდა ავცრილიყავი თუმცა თაგვიდან ადამიანზე ცოფის გადასვლა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ამცრეს ცოფზე და რა თქმა უნდა ტეტანუსის საწინაარმდეგოდ ორმაგი დოზა ადამიანის იმუნოგლობულინი გამიკეთეს და აგრეთვე ტეტანუსის ანატოქსინი.
აცრიდან დაახლოებით 10 წუთში სპაზმები გაქრა.
ველოდები მოვლენების განვითარებას.