ამ რეჟისორს შემთხვევით წავაწყდი gol.ge -ზე ერთი წლის წინ და სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი. ჯერ იმიტომ რომ ფილმი მომეწონა. მერე იმიტომ რომ ფილმის რეჟისორიც, ავტორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც თვითონაა და სამივე საქმეს კარგად ართმევს თავს.
დაიბადა თურქეთში, სტამბულში. 15 წლიდან ეუფლება ფოტოგრაფიას. შემდეგ ამთავრებს უნივერსიტეტს ელექტრო ინჟინერის სპეციალობით, მისი დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ეუფლება კინოხელოვნებას.
სულ გადაღებული აქვს 6 ფილმი და ყველაზე საოცარი ის არის რომ აქედან 4 ფილმი კანის კინოფესტივალზე მოხვდა, მათ შორის მის პირველი ფილმიც კი, ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
1. Koza (1995)
Cannes Film Festival - Nominated - Best Short Film.
2.Kasaba (1997)
4 wins & 2 nominations (მათ შორის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი)
3.Mayis sikintisi (1999)
12 wins & 3 nominations
4.Uzak (2002)
18 wins & 3 nominations (მათ შორის კანის კინოფესტივალის სამი პრიზი და ერთი ნომინაცია)
5.Iklimler (2006)
7 wins & 2 nominations (მათ შორის კანის კინოფესტივალის ერთი პრიზი, ერთი ნომინაცია)
6.Üç maymun (2008)
2 wins & 1 nomination (მათ შორის კანის კინოფესტივალის პრიზი-საუკეთესო რეჟისორი)
ჩვენ რესურსებზე ორი ფილმი დევს:
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&det...search=Iklimlerდა ბუდეზე შესრულებულ თხოვნებში პირველივე გვერდზე "დაშორება"
დანარჩენ ოთხს თუ ნახავთ დადეთ, განსაკუთრებით ბოლო ფილმი მაინტერესებს "სამი მაიმუნი"