ჭადრაკისგან განსხვავებით ძალიან ცოტა თუ იცნობს
გო-ს. ეგ გენიალური თამაში გამოიგონეს ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2000 წლით ადრე. თამაშის წესები ძალიან მარტივია, სულ 3-4 მთავარი წესია. მაგრამ თამაშის სირთულე შესაძლო პოზიციების რაოდენობა გაცილებით აღემატება ჭადრაკისას.
ჭადრაკი: დაახლოებით 10^120
გო: მინიმუმ 10^174 !!!
შესაძლო პირველი სვლების რაოდენობა:
ჭადრაკი: 400
გო: 32,490 !!!
ამიტომაცაა რომ გო-სთვის არ არსებობს დღეისათვის ძლიერი კომპიუტერული პროგრამები. არსებულნი საშუალო დონეზე მეტს ვერ ქაჩავენ.
ჭადრაკი ინდივიდუალისტური თამაშია, ბრძოლა მიმდინარეობს მოწინააღმდეგის მეფის მოსაკლავად, გო-ს მიზანი კი დაფაზე მოწინააღმდეგეზე მეტი ტერიტორიის დაპყრობაა.
გარდა ამისა, თუ ჭადრაკში პარტიის დაწყებისას ძლიერი და სუსტი მოთამაშე არათანასწორ პირობებში არიან, გო–ში სუსტს საშუალება აქვს მიიღოს სხვადასხვა ფორა და ფაქტიურად შანსები თანაბრდება, რაც თამაშს უფრო საინტერესოს ხდის.
ორივეს აქვს თავისი ეშხი, მაგრამ ფაქტია რომ გო ბევრად უფრო რთულია მისი წესების სიმარტივის მიუხედავად.
მოკლედ ყველას გირჩევთ გაეცნოთ ამ მშვენიერ თამაშს
აი რამოდენიმე ლინკი:
ჭადრაკის და გო–ს შედარება:
http://users.eniinternet.com/bradleym/Compare.htmlგო–ს ძალიან კარგი და მარტივი ტუტორიალი ონლაინ:
http://www.playgo.to/interactive/russian/აი კიდევ საინტერესო ლინკები:
http://go-hobby.ru/http://goama.upstream.ru/არსებობს უფასო კომპიუტერული პროგრამები გო–სთვის. სუსტიაო ასე ამბობენ ერთ–ერთზე რომელიც დავაყენე და ყველაზე სუსტი დონეც ულმობლად მაფარჩაკებს
გო–ს თამაში შეგიძლიათ იაჰუუს სათამაშო სერვერზეც, სადაც ბევრი დამწყებია ასე რომ არ გაგაფარჩაკებენ
This post has been edited by აჩრდილი on 24 Apr 2005, 15:53
მიმაგრებული სურათი