Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პინგვინები და ეშმაკუნები > Gentoo Install guide


Posted by: gentoo 28 Jun 2008, 07:50
Gentoo




სისტემური მოთხოვნილებები:
1.5გბ თავისულფალი ადგილი სისტემისთვის.
მინიმუმ 256მბ თავისუფალი ადგილი სვაპისთვის.
სპავი უნდა იყოს ოპერატიული მეხსიერება x1.5 ანუ თუ 1გბ ოპერატიული
გაქვთ, აყენებთ 1.5გბ სვაპს. თუ ორი-3გბ-ს და ა.შ

იწერთ knopix-ს ან ubuntu live-cd-ს და ჩატვირთეთ სისტემა დისკიდან.

იმედია იცით ეს როგორც კეთდება. ჩატვირთვისას აჭერთ F11 ან F12 და ირჩევთ Boot
from CD/DVD, დანარჩენი ძალიან ადვილია. თუ უკვე ლინუქსი გიყენიათ, მაშინ
ლაივი არ დაგჭირდებათ.

ubuntu-ს იმიჯი შეგიძლიათ გადმოწეროთ
http://ubuntu.eriders.ge/releases/hardy/ubuntu-8.04-desktop-i386.iso

i386.iso

იტვირთებით ლინუქსში. ხსნით
Applications-Accessories-Terminal-ს და წერთ:

CODE
sudo passwd



შეიყვანეთ რამე პაროლი, მაგალითად f-ი და აჭერთ enter-ს.

CODE
su

წერთ პაროლს და enter.


დისკის მომზადება


პარტიციები იყოფა 3 ტიპად. primary, extended, logical.
primary პარტიციებზე ინფორმაცია ინახება MBR-ში (Master Boot Record),
რომლის ზომაა 512 ბაიტი. მისი მცირე ზომის გამო 4 პარტიციაზე
მეტ ინფოს ვერ ინახავს, ამიტომ 4 primary დანაყოფზე მეტის შექმნა არ
შეიძლება. /dev/sda1, /dev/sda2, /dev/sda3, /dev/sda4.

extended partion ნიშნავს სპეციალურ primary partion-ში მოთავსებულ
დამატებით დანაყოფს. logiac partion-ი კი, extended partition-ში
მდებარეობს და მასზე არანაირი ინფორმაცია არ ინახება MBR-ში. მისი
დეკლარირება ხდება extended-ში.

პარტიციების სქემა

თუ თვენი ვინჩესტერი ცარეილია, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს
სქემა:
/dev/sda1 Boot partition
/dev/sda2 Swap partition
/dev/sda3 Root partition

/home, /var და /opt პარტიციები შეგიძლიათ ცალკე გააკეთოთ. თუ mail
server-ის შექმნა გსურთ, მაშინ /var ცალკე გამოყავით, რადგანაც მასსზე
ინახება ყველა წერილები. თუ counter-strike-ის server-ს აკეთებთ,
/opt ცალკე გააკეთეთ. ინფორმაციის უდიდესი ნაწილი /usr -ში ინახება.
user-ში არ აგერიოთ, user-ის ფაილები /home/user-ში ინახება.
UNIX System Resource, /usr-ში მდებარეობს ყველა დაყენებული
პროგრამა და მათი source code-ები. თუ ბევრი პროგრამის
დაყენება გსურთ root-ისთვის გამოყავით 5gb ან მეტი ადგილი .

ტერმინალში წერთ:
CODE
fdisk /dev/sda


Command (m for help): დაააჭირეთ P-ს და დაინახავთ თქვენ მიმდინარე
დანაყოფების კონფიგურაციას. ჩემთან ასეა :

/dev/sda1 * 1 5633 45247041 7 HPFS/NTFS
/dev/sda2 * 5634 5640 56227+ 83 Linux
/dev/sda3 5641 7301 13341982+ 83 Linux

პირველ პარტიციაზე 45გბ NTFS-ზე ვინდოუსი წერია.

primary პარტიციების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა 4 . რადგან ამ
პარტიციების შესახებ ინფორმაციას MBR-ი ინახავს (Master Boot Record).
რომლის ზომა მხოლოდ 512 მეგა ბაიტია, ამიტომაც მას 4 პარტიციაზე მეტი
ინფოს შენახვა არ შეუძლია. primary პარტიციები
ყოველთვის /dev/sda1 /dev/sda2 /dev/sda3 /dev/sda4 არის.

ვინდოუსი თუ
გიყენიათ, მაშინ ერთი primary პარტიცია უკვე შექმნილია და
დანარჩენი 3 თავისუფალი.

თუ რომელიმე პარტიცია არ გჭირდებათ შეგიძლიათ წაშალოთ. ამისათვის
კრიფავთ d-ს, ირჩევთ პარტიციის ნომერს და აჭერთ enters. კრიფავთ p-ს და
ბრუნდებით საწყის მენიუში. თუ გაქვთ თავისუფალი ადგილი
გადავიდეთ boot პარტიციის შექმნაზე. აკრიფეთ n-ი, შედეგ p, რათა
primary ტიპის პარტიცია შექმნათ და აირჩიეთ პარტიციის ნომერი, 1-დან 4-მდე,
რომელიც თავისუფალი იქნება. პირველი ცილინდრის მითეთბისას, დააჭირეთ
enter, შემდეგ აკრიფეთ +32M enter და p მენიუში დასაბრუნებლად.
იმისათვის, რომ boot პარტიცია bootable-ად ვაქციოთ. კრიფავთ a-ს და
შეგყავთ პარტიციის ნომერი, რომელიც წეღან შეიყვანეთ ბუტისთვის.
დასაბრუნებლად p. ბუტის პარტიციაზე * უნდა ეხატოს.

Device Boot Start End Blocks Id System
/dev/sda1 * 1 14 105808+ 83 Linux

swap-ის შესაქმნელად აკრიფეთ n-ი, შემდეგ p აირჩეით primary პარტიციის
ნომერი. პირველ ცილინდრი-enter მეორეზე +512M ან იმდენი მეგაიბაიტი,
რამდენიც გინთდათ და enter. ამას რომ მორჩებით არკრიფეთ t,
აირჩიეთ სპავის პარტიციის ნომერი, რომელიც წეღან შეიყვანეთ, აკრიფეთ 82
და enter. თქვენ შექმენით linux swap. ისევ p-ს რომ დააჭერთ,
ესეთ რამეს ნახავთ.

Command (m for help): p

Disk /dev/sda: XX.X GB, XXXXXXXXXX bytes
240 heads, 63 sectors/track, 3876 cylinders
Units = cylinders of 15120 * 512 = 7741440 bytes

Device Boot Start End Blocks Id System
/dev/sda1 * 1 14 105808+ 83 Linux
/dev/sda2 15 81 506520 82 Linux swap


ბოლოს ქმნიმთ root-ს. აჭერთ n-ს, შემდეგ p, პირველი ცილინდრი-enter,
მეორე ცილინდრზე enter იმისათვის, რომ დანაღჩენი თავისუფალი
ადგილი /root-მა აიღოს. p-ბრუნდებით საწყის მენიუში.

Command (m for help): p

Disk /dev/sda: 30.0 GB, 30005821440 bytes
240 heads, 63 sectors/track, 3876 cylinders
Units = cylinders of 15120 * 512 = 7741440 bytes

Device Boot Start End Blocks Id System
/dev/sda1 * 1 14 105808+ 83 Linux
/dev/sda2 15 81 506520 82 Linux swap
/dev/sda3 82 3876 28690200 83 Linux
ამახსოვრებთ ცვლილებებს w-თი. თუ რაიმე შეგეშალათ და
გინდათ ყველაფერი გააუქმოთ, კრიფავთ q-ს. ანუ quit და გამოდიხართ.


ფაილური სისტემების შექმნა

აირჩევთ ფაილურ სისტემას :
Filesystem Creation Command
ext2 mke2fs
ext3 mke2fs -j
reiserfs mkreiserfs
xfs mkfs.xfs
jfs mkfs.jfs
მე reiserfs ვხმარობ. მის შესაქმნელად წერთ:

CODE
mkreiserfs /dev/sda1



/dev/sda1-ის მაგივრად მიუთითეთ თქვენი /boot-ის დისკს. თუ იგივენაირად
გაქვთ დაყოფილი დისკი, მაშინ ეს ბრძანება შეიყვანეთ. /root-ის
დასაფორმატებლად:

CODE
mkreiserfs /dev/sda3



sda3-ის მაგივრად თქვენი /root-ის დისკის ნომერი აქაც.

სვაპის გააქტიურება:

CODE
mkswap /dev/sda2




CODE
swapon /dev/sda2



აქ თქვენი დისკის ნომერი უნდა მიუთითოთ*

ეხლა შეგვიძლია სისტემები დავამაუნტოთ:

CODE
mkdir /mnt/gentoo



CODE
mount /dev/sda3 /mnt/gentoo



CODE
mkdir /mnt/gentoo/boot


CODE
mount /dev/sda1 /mnt/gentoo/boot



(/boot და /root-ის დისკი მიუთითეთ შესაბამისად, რომელიც
აირჩიეთ)



ჯენტუს საინსტალაციო ფაილების დაყენება.

შეამოწმეთ თარიღი, ამან
შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ მოგვიანებით.

CODE
date



# date
Thu Jun 19 16:38:00 GET 2008

თუ თარიღი არ ემთხვევა რეალურ დროს, განაახლეთ იგი.
date MMDDhhmmYYYY სიტაქსი (თვე, დღე, საათი, წუთი და წელი).

შედიხართ firefox-ში და იწერთ ამ ორ ფაილს /home/ubuntu-ში
ქართული ლინკები:
http://bin.ge/file/180369/stage3-i686-2007-0-tar.bz2.html
http://bin.ge/file/180371/portage-latest-tar.bz2.html

ჯენტუს საიტის ლინკები:
http://gentoo.ynet.sk/pub/snapshots/portage-

latest.tar.bz2
http://gentoo.ynet.sk/pub/releases/x86/cur...-

2007.0.tar.bz2


ამ 2 ფაილს აკოპირებთ /mnt/gentoo საქაღალდეში

CODE
cp /home/ubuntu/stage3* /mnt/gentoo



და

CODE
cp /home/ubuntu/portage* /mnt/gentoo



ამოვაგვაქს არქივიდან.


CODE
cd /mnt/gentoo
tar xvjpf stage3-*.tar.bz2



CODE
tar xvjf /mnt/gentoo/portage-latest.tar.bz2 -C /mnt/gentoo/usr






კომპილაციის ოპციების დაკონფიგურირება.

ჯენტუს ოპტიმიზაციისთვის უნდა შეცვალოთ რამოდენიმე ცვლადი, რომელიც
გავლენას ახდენს პორტაჟის მოქმედებაზე. ეს ცვლადები შეგვიძლია
export ბრძანებითან მიუთითოთ, მაგრამ პერმანენტული არ იქნება,
ამისათვის პორტაჟს აქვს /etc/make.conf ფაილი, რომელშიც ჩაწერთ
ცვლადებს.

CODE

nano -w /mnt/gentoo/etc/make.conf



CHOST

ეს ცვლადი დეკლარირებას აკეთებს target build host-ის მისი შეცვლა არ

შეიძლება.

CFLAGS and CXXFLAGS

ეს ცვლადი ადგენს gcc C-ს და C++ compiler-ის ოპტიმიზაციიის
დროშებს. ეს დროშები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს
წარმადობაზე.

ამიტომ, თქვენი პროცესორის დროშებს უწერთ აქ.
იმისათვის, რომ გავიგოთ რა პროცესორი გვაქ ვწერთ
CODE
cat /proc/cpuinfo




მაგალითს დავწერ:

Intel Core 2 Duo/Quad / Xeon 51xx/53xx, Pentium Dual-Core

Exxxx

vendor_id : GenuineIntel
cpu family : 6
model : 15
model name : Intel® Core™2 CPU XXXX @ XXXGHz

32 bit profile (x86)

თუ ამ ტიპის პროცესორი გაქვთ მაშინ ამას წერთ CFLAGS-ში:


CFLAGS="-march=prescott -O2 -pipe -fomit-frame-pointer"


-O2 flag <<<< ეს არის O-ასოშ 0 არ შეგეშალოთ.

თუ სხვა პროცესორი გაქვთ შედით


http://gentoo-wiki.com/Safe_Cflags#Safe_CF..._use_for_Gentoo და პროცესორის შესაბამისი
დროშები მოძებნეთ და ჩაწერეთ CFLAGS-ში.


MAKEOPTS="-j2"
ეს დროშა ადგენს რამდენი პარალელური კომპილაცია შეიძლება, როცა
პროგრამებს აყენებთ. თუ ორბირთვიანი პროცესორი გაქვთ,
MAKEOPTS="-j3" წერთ, თუ ოთხბირვიანი-MAKEOPTS="-j5" თუ
ერთბირთვიანი დატოვეთ როგორც არის.
დაამახსოვრეთ ფაილი Ctrl-X დააჭერით, მერე Y და enter.


Chrooting

დააკოპირეთ dns-ინფო
CODE
cp -L /etc/resolv.conf /mnt/gentoo/etc/



ვამოუნტებთ ვირტუალურ ფაილურ სისტემას /proc
CODE
mount -t proc none /mnt/gentoo/proc


შემდეგ
CODE
mount -o bind /dev /mnt/gentoo/dev



გადავდივართ უბუნტუს გარემოდან ჯენტუს გარემოში.
გადავდივართ ჯენტუს root-ზე chroot ბრძანებით.

CODE
chroot /mnt/gentoo /bin/bash


ვქმნით ახალ გარემოს
CODE
env-update


და ვტვირავთ მეხსიერებაში
CODE
source /etc/profile


export PS1="(chroot) $PS1"



ვუალა. თქვენ ჯენტუს გარემოში ხართ :-)

portage-ის განახლება

CODE
emerge --sync
emerge -1 =app-shells/bash-3.2_p17-r1
etc-update
-3
y

enter

რაიმე პაკეტის დაყენების შემდეგ, თუ პორტაჯი დაწერს "there is a new configuration file in /etc that needs to be updated", იყენებთ etc-update ბრძანებას. ირჩევთ შესაბამის ნომერს, რათა განაახლოთ კონფგიგურაციის ფაილ(ი)ები. ავტომატური განახლებისვის ირჩევთ -3, y და enter.


CODE
emerge portage
etc-update
-3
y

enter


CODE
emerge pciutils



პროფილის არჩევა.

შეგიძლიათ აირჩიოთ პროფილი, რომელიც განსაზღვრავს ნაგულისხმევ CHOST და სხვა მნიშვნელოვან flag-ებს.
შეგიძლიათ ნახოთ რომელ პროფილს იყენებთ ახლა;
CODE
ls -FGg /etc/make.profile



რა პროფილები არსებობს
CODE
emerge eselect
eselect profile list

პროფილის შეცვლა
CODE
eselect profile set <number>[

მე პირადად მინიმალურ default პროფილს ვიყენებ. შეგიძლიათ სერვერის პრიფლი აიღოთ ან hardened პროფილი, რომელიც უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზეა გათვლილი, მათაც ძირითადად სასერვეროდ იყენებენ ხოლმე.


შედეგ:
CODE
env-update && source /etc/profile


მე მარტო default და desktop პროფილებზე გავსინჯე გაიდი. თუ სხვა პროფილს იღებთ გაეცანით მის დაყენების ინსტრუქციას.



USE ცვლადის დაკონფიგურირება


USE ერთერთი ყველაზე ძლიერი ცვლადია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა პროგრამები დააკომპილიროთ ამათუიმ მოდულის მხრადაჭერით ან პირიქით. მაგალითად
თუ არ გსურთ, რომ პროგრამა დაყენდეს Gnome-ს ან KDE-ს მხარდაჭერით, უწერთ -gnome ან -kde შესაბამისად. დისტრიბუტივების უმეტესობაში პროგრამები დაკომპილირებულია თითქმის ყველაფრის მრხარდაჭერით, რაც ამძიმებს ამ პრორამებს, ზრდის მათ ზომას და ანელებს სისტემას.თუ გნებავთ, რომ თქვენი სისტემა ოპტიმიზერებული იყოს Gnome-სთვის, მაშინ USE ცვლადში წერთ: USE="gnome branding gtk -kde -qt3 -qt4" ან პრიქით. თუ KDE წერთ: USE="-gnome -gtk kde qt3 qt4" USE flag-ების ახსნა შეგიძლიათ ნახოთ http://www.gentoo.org/dyn/use-index.xml საიტზე. ან ამ ბრძანებით

less /usr/portage/profiles/use.desc q -ზე დაჭერით გამოდიხართ.

USE ცვლადში დაამატეთ:

USE="hal alsa unicode userlocales bash-completion X dbus nls -arts -ipv6 -doc"

VIDEO_CARDS="xxxxxxxx" აქ ჩაწერეთ nvidia ან fglrx-ატისთვის.
LINGUAS="us ka ru"
INPUT_DEVICES="keyboard mouse evdev" synaptic-იც ჩაწერეთ თუ ლეპტოპია.
ALSA_CARDS="hda-intel" <--- amas im shemtxvevashi cert tu intelis xmis karta gavt!!!

ხმის დაფის შემოწმება.

CODE
lspci | grep Audio

00:1b.0 Audio device: Intel Corporation 82801H (ICH8

Family) HD Audio Controller (rev 03)

თუ Intel Corporation წერია, მაშინ წერთ

ALSA_CARDS="hda-intel" თუ რომელიმე სხვა ხმის დაფა გაქვთ მაშინ გუგლში მოძებნეთ ჯენტუს დრაივერის სახელი და ჩაწერეთ.

დახურეთ Ctrl+x-ით, შემდეგ y და enter-ით გამოდით.

ლოკალიზაცია

CODE
nano -w /etc/locale.gen


ჩასვით ეს სამი ხაზი
en_US ISO-8859-1
en_US.UTF-8 UTF-8
ka_GE.UTF-8 UTF-8
Ctrl+X შემდეგ Y და enter
გაუშვით locale-gen




ვაყენებთ კერნელს.



CODE
cp /usr/share/zoneinfo/Asia/Tbilisi /etc/localtime



CODE
emerge gentoo-sources



CODE
ls -l /usr/src/linux



lrwxrwxrwx 1 root root 12 Oct 13 11:04 /usr/src/linux ->

linux-*.**.*.*




CODE
cd /usr/src/linux


CODE
make menuconfig




ირჩევთ CPU-ს
Processor type and features --->
Processor family (Core 2/newer Xeon) --->
(Change according to your system) ირჩევთ პროცესორის ტიპს.
[*] Enable loadable module support --->
[*] Tickless System (Dynamic Ticks)
[*] High Resolution Timer Support
Preemption Model (Preemptible Kernel (Low-Latency

Desktop)) ---> ირჩევთ low latency desktop-s
[*] Preempt The Big Kernel Lock
Timer frequency (1000 HZ) ---> ირჩევთ 1000-mhz
General Setup ---> [*] Initial RAM filesystem and RAM

disk (initramfs/initrd) support
Power management options ---> [*] Power Management

support
[*] Suspend to RAM and standby
< > APM (Advanced Power Management) BIOS support --->
CPU Frequency scaling ---> "diable"

Generic Driver Options --->
<*> Connector - unified userspace <-> kernelspace linker

--->
[ ] Macintosh device drivers ---> "disable"
<>ISDNsupport
< > Telephony support ---> "disable"
< > Hardware Monitoring support --->
< > Dallas's 1-wire support --->
[ ] SPI support
< > I2C support --->
თუ გსურთ თქვენ სისტემას ვებკამერის მხარდაჭერა ქონდეს, ჩართეთ ეს მოდულები და კერნელის დაყენებას რო მოვრჩებით შედით http://gentoo-wiki.com/HOWTO_Install_a_webcam და დააყენეთ ვებკამერის დრაივერებიც.
-->

Multimedia devices ---> <*> Video For Linux

თუ თქვენი ვიდეო AGP-ზეა. (თუ pci express გაქვთ, ეს ერთი ნაბიჯი გამოტოვეთ...)
ჩართეთ --->> Graphics support ---> < > /dev/agpgart (AGP Support) --->



<*> Support for frame buffer devices --->
<*> Userspace VESA VGA graphics support
[ ] VESA VGA graphics support გათიშეთ ყველამ.
Sound --->
<M> Sound card support

<M>AdvancedLinuxSoundArchitecture
<M> Sequencer support
<M> Sequencer dummy client
<M> OSS Mixer API
<M> OSS PCM (digital audio) API
PCI devices --->
<M> Intel HD Audio თუ ინტელის სოუნდ დაფა გაქვთ ჩართეთ ეს. თუ სხვა კარტა გაქვთ დაგუგლეთ alsa + თქვენი ხმის დაფის სახელი და მონიშნეტ შესაბამისი მოდული აქ...

File systems --->
<*> Reiserfs support
<*> Ext3 journalling file syste
< > JFSm s
< > OCFS2 file system support
< > Minix fs support
< > ROM file system support
<M> Filesystem in Userspace support

DOS/FAT/NT Filesystems --->
<*> NTFS file system support
[*] NTFS write support

-*- Native language support --->
<*> NLS UTF-8
exit-->Save kernel configuration-->YES.



CODE
make && make modules_install



CODE
cp arch/i386/boot/bzImage /boot/Gentoo-kernel



კერნელიც დავაყენეთ :=)

სისტემის დაკონფიგურირება.


fstab



CODE
nano -w /etc/fstab


თუ თქვენი /boot/ swap და /root სხვა /dev/sda-ებზეა აქ უნდა

მიუთითოთ სწორი დისკი ანუ პირველ ხაზზე წერთ ნამდვილი boot-ის /dev/sda* ნომერს. ასევე თუ სხვა ტიპის ფაილურ სისტემას იყენებთ reiserfs-ის ადგილზე უნდა ჩაწეროთ იგი. მე reiserfs-სს ვიყენებ. ყურადღებით იყავით, აქ რამე რომ შეგეშალოთ სისტემა არ ჩაიტვირთება!

/dev/sda1 /boot reiserfs <-თქვენი ფაილურ სისტემა noauto,noatime 1 2
/dev/sda2 none swap sw 0 0
/dev/sda3 / reiserfs noatime 0 1




ჰოსტი & დომენი
CODE
nano -w /etc/conf.d/hostname


HOSTNAME="tux" #შეგიზლიათ tux-ის მაგივრად თქვენი სახელი ჩაწეროთ.


CODE
nano -w /etc/conf.d/net


dns_domain_lo="homenetwork"


CODE
rc-update add net.eth0 default



CODE
nano -w /etc/hosts



127.0.0.1 tux.homenetwork tux localhost


პაროლის შექმნა

CODE
passwd



დრიოს პარამეტრები
CODE
nano -w /etc/conf.d/clock




TIMEZONE="Asia/Tbilisi"
CLOCK="local"

საჭირო პროგრამები:
CODE
emerge reiserfsprogs


CODE
emerge dhcpcd



Bootloader-ის დაკონფიგურირება

CODE
emerge grub



CODE
nano -w /boot/grub/grub.conf



აქ ხელით უნდა ჩაწეროთ grub-ი. გრუბი 0-დან იწყებს დისკების ათვლას. თუ
იგივე სქემა გამოიყენეთ რაც ზემოთ წერია, მაშინ შეგიძლიათ ეს დააკოპიროთ:


# Which listing to boot as default. 0 is the first, 1 the second etc.
default 0
# How many seconds to wait before the default listing is booted.
timeout 30
# Nice, fat splash-image to spice things up smile.gif
# Comment out if you don't have a graphics card installed
#splashimage=(hd0,0)/boot/grub/splash.xpm.gz

title Gentoo Linux #თაითლი რაც გინდატ ის დაარქვით. ჩემსას ეს ქვია.
# Partition where the kernel image (or operating system) is located
root (hd0,0) # თუ თქვენი /boot-ი არის /dev/sda2 ჩაწერთ (hd0,1)...etc...
kernel /boot/Gentoo-kernel root=/dev/sda3 # აქ ნამდვილ /root -ს უთითებთ. ჩემი /დევ/სდა3-ია

title Gentoo Linux 2.6.24-r5 (rescue)
# Partition where the kernel image (or operating system) is located
root (hd0,0)# ესენი თუ არ გინდათ Rescue კერნელი შეგიძლიათ გამოტოვოთ საერთოდ.
kernel /boot/kernel-2.6.24-gentoo-r5 root=/dev/sda3

init=/bin/bb


#თუ თქვენ კომპზე ვინდოუსიც აყენია , მაშინ ამასაც ამატებთ:

# The next four lines are only if you dualboot with a


Windows system.
# In this case, Windows is hosted on /dev/sda6.
title Windows XP
rootnoverify (hd0,5) # თუ ვინდოუსი /dev/sda6-ზე გიყენიათ წერთ (hd0,5)-ს. 7-ზე-(hd0.6) etc...
makeactive
chainloader +1


დაამახსოვრეთ და გამოდით. Ctlr + x-ი და enter.


grub install

CODE
grep -v rootfs /proc/mounts > /etc/mtab


აყენებთ გრუბს იმ დისკზე, რომელზეც /boot არის. ჩემთან /dev/sda1-ზეა...


CODE
grub-install --no-floppy /dev/sda


"Installation finished. No error reported" ესეთი რაღაც უნდა დაწეროს.



user-ის დამატება:

CODE
useradd -m -G users,wheel,audio,video -s /bin/bash  სახელი



პაროლის შექმნა
CODE
passwd <სახელი >

ისრების გარეშე <>.






სისტემის გადატვირთვა

CODE

exit
cd
umount /mnt/gentoo/boot /mnt/gentoo/dev /mnt/gentoo/proc /mnt/gentoo
reboot



შეიყვანთ სახელს და პაროლს. შემდეგ su და root-ის პაროლი.


CODE
emerge ccache
emerge eix  && update-eix
env-update && source /etc/profile
emerge -C sys-apps/mktemp
emerge -u util-linux
etc-update
-3
y
enter
emerge gentoolkit
revdep-rebuild
echo "COLLISION_IGNORE = /usr/sbin/python-updater" >> /etc/make.conf
emerge -uvDN world

(ამ ბრძანებას რო  გაუშვებთ დააკვირდით თუ რამე შეცდომა გამოიტანა  
FEATURES=-unmerge-orphans emerge cracklib ბრძანება გაუშვით და ხელახლა ცადეთ
emerge -uvDN world)

emerge -uvDN world
emerge xorg-x11
etc-update
-3
y
enter
env-update && source /etc/profile
Xorg -configure


Nvidia Drivers


CODE
USE="gtk" emerge nvidia-drivers
lsmod | grep nvidia && rmmod nvidia
modprobe nvidia
echo "nvidia" >> /etc/modules.autoload.d/kernel-2.6


თუ AGP ვიდეო გაქვთ
CODE
echo "agpgart" >> /etc/modules.autoload.d/kernel-2.6
update-modules



X Server-ის დაკონფიგურირება Nvidia-სთვის.

CODE
nano -w /root/xorg.conf.new

მოძებნეთ ეს ადგილი
Section "Device"
Identifier "nVidia Inc. GeForce2"
Driver "nvidia"
VideoRam 65536
EndSection

Driver-ში nv-ის მაგივრად ჩაწერთ nvidia-ს, როგორც ზემოთ არის.

შემდეგ მოძებნეთ
Section "Module"

# Load "dri"
Load "glx"

EndSection

Load "dri"-ს წინ დაუწერეთ ჰეში --> #, როგორც ზემოთ.


და ბოლოს Screen სექციაში ჩაწერეთ DefaultDepth 24.

Section "Screen"
(...)
DefaultDepth 16
Subsection "Display"
(...)
EndSection



CODE
eselect opengl set nvidia


დაამატეთ მომხმარებელი ვიდეოს ჯგუფში იმისათვის, რომ შეგეძლოთ ვიდეოს

გამოყენება.
CODE
gpasswd -a სახელი video

X -config /root/xorg.conf.new


თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაშინ შავ ფონზე თქვენი მაუსი უნდა დაინახოთ.

თუ ასეა: Ctrl+Alt+Backspace
CODE
cp /root/xorg.conf.new /etc/X11/xorg.conf





ATi
ატის ვიდეო კარტა არმაქვს, ამიტომ ზუსტად არვიცი როგორ ყენდება, მაგრამ

შეგიძლიათ
http://www.gentoo.org/doc/en/ati-faq.xml გაიდის მიხედვით დააყენოთ ატის დრაივერები ან საერთოდ გამოტოვოთ ეს ადგილი, რადგანაც X server-ი თვითონ დაგიყენებთ საჭირო დრაივერებს, თუ /etc/make.conf-ში fglrx გიწერიათ, როგორც ზემოთ გავაკეთეთ.
მაგრამ ჯობია თქვენით გაიდის მიხედვით დააყენოთ, თორე X server-ი ნელ დრავიერებს დაგიყენებთ, რომელიც compiz ვერ ამუშავებს კარგად...


X server-ის დრაივერების ჩართვა:

CODE
eselect opengl set ati

დაამატეთ მომხმარებელი ვიდეოს ჯგუფში იმისათვის, რომ შეგეძლოთ ვიდეოს

გამოყენება.
CODE
gpasswd -a სახელი video

X -config /root/xorg.conf.new


თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაშინ შავ ფონზე თქვენი მაუსი უნდა დაინახოთ.

(თუ არ იმუშავა, მაშინ ზემოთ მოცემული ლინკიდან დააყენეთ დრაივერები, ატი გაიდის მიხედვით.)


თუ ასეა: Ctrl+Alt+Backspace
CODE
cp /root/xorg.conf.new /etc/X11/xorg.conf



Gnome-ის დაყენება

CODE
echo "gnome-base/gnome-session branding" >> /etc/portage/package.use
emerge gnome
env-update && source /etc/profile
emerge gamin
rc-update del famd
emerge --unmerge app-admin/fam
/etc/init.d/hald start
rc-update add hald default
/etc/init.d/dbus start
rc-update add dbus default
/etc/init.d/avahi-dnsconfd start
rc-update add avahi-dnsconfd default
rc-update add xdm default
nano -w /etc/conf.d/xdm



DISPLAYMANAGER="gdm"


ALSA (Advance linux sound architecture)
ხსმის დაყენება.

თუ ინტელის კარტა გაქვთ ზემოთ უკვე დავწერე კერნელის დაკომპილირებისას რა მოდულებიც უნდა ჩართოთ .

თუ სხვა დაფა გაქვთ, მაშინ გუგლში მოძებნეთ

მისი დაყენების ინსტრუქცია ან კერნელში იპოვეთ შესაბამისი მოდული. მაგალითად თუ X-fi

გაქვთ შესაბამისი კერნელის მოდულის მოძებნაც არუნდა იყოს ძნელი. ზემოთ კერნელის დაკომპილირების ინსტრუქცია იხილეთ.


CODE
emerge alsa-utils
alsaconf

ეს ბრძანება ავტომატურად იპოვის ხმის კარტას და დააკონფიგურირებს მას.
ყველა დიალოგზე უპასუხეთ yes.

CODE
update-modules
/etc/init.d/alsasound start
rc-update add alsasound boot


შეიყვანეთ მომხმარებელი ადუიო ჯგუფში რათა შეგეძლოთ ხმის გამოყენება.
gpasswd -a სახელი audio

CODE
alsamixer

აუწიეთ ხმას. თუ რომელიმეზე დაინახავთ M ეს იმას ნიშნავს რომ ხმა აქვს

გათიშული ანუ მუტეზე აყენია. დააჭირეთ "მ"-ს შემდეგ აუწიეთ ხმას.

ეხლა შეგიძლიათ გადატვირთოთ სისტემა და Gnome-ი უნდა ჩაირთოს თუ ყველაფერი სწორად გვაქვს გაკეტებული..

აუცილებლად გაეცანით ჯენტუს http://www.gentoo.org/doc/en/handbook/handbook-x86.xml?part=1&chap=12#doc_chap1

მორჩა. თუ ვინმე გასინჯავთ გაიდს მითხარით. თუ რაიმე შენიშვნა გექნებათ მითხარით.
დაწერეთ კომენტარები... თქვენი აზრები მნიშვნელოვანია ჩემთვის... გმადლობთ ყურადღებისთვის smile.gif




gentoo


Posted by: Vazovski2007 2 Jul 2008, 01:13
მაგარი თემაა ჩემნაერი ჩაინიკისათვის ცოტა რთული გასაგები მაგრამ იმედი მაქვს თემის ავტორის რო ხვალ დამეხმარება და დავაყენებ ჩემს ჭრელაზე ჯენტოს smile.gif თან მაგარი კარგი კონფიგი მაქვს უფრო ესიამოვნება პინგვინებს smile.gif

Posted by: gentoo 2 Jul 2008, 11:21
ბოდიში ლინკები არმუშაობს sad.gif აქედან გადმოწერე: http://allshares.ge/download.php?id=C4DBB0C515

http://allshares.ge/download.php?id=6B16443215

* * *
QUOTE
თან მაგარი კარგი კონფიგი მაქვს უფრო ესიამოვნება პინგვინებს smile.gif

ნამდვილად ეხლა შევამოწმე და ყველაფერი მაგრად მუშაობს. 4 ბირთვიანი პროცი მაგრად ესიამოვნება ჯენტუს მართლაც. მაგ კონფიგზე იფრენს. ძალიან სწრაფი იქნება მართლა up.gif

Posted by: Irakly 2 Jul 2008, 22:29
საღოლ, მაგრა გიმუშავია, Gentoo ყველას იხევს biggrin.gif

მე დავაყენე დღეს 2008.0_beta2 ოღონდ თავისი ლაივ დისკიდან, ყველაფერი ხუთიანზე დადგა, ბოლო portage-ზეც არანაირი პრობლემა არ მქონია.

Posted by: gentoo 3 Jul 2008, 08:29
QUOTE
საღოლ, მაგრა გიმუშავია, Gentoo ყველას იხევს

Thanks biggrin.gif

ეგ ჩემზე უკეთ გესმით გესმით ვიცი smile.gif

ჩემ სიაში ჩაგწერეთ უკვე ;-)

Irakly, ჰერალდო, აბნორმაილია, თელფინუ, მე. არ მაცალეს თორე კიდევ ერთი ადამიანი დაემატებოდა ამ სიას gigi.gif

ნუ არაუშავს ხოო : PP
QUOTE
მე დავაყენე დღეს 2008.0_beta2 ოღონდ თავისი ლაივ დისკიდან, ყველაფერი ხუთიანზე დადგა, ბოლო portage-ზეც არანაირი პრობლემა არ მქონია.


ისe მეც შევცვალე პროფილი გუშინ, 2008-ზე დავაყენე და სისტემა განვაახლე uvDN world-ით. ჰოდა მშვენივრად მუშაობს ყველაფერი ;-)
აი GCC-ის განახლება მეშინია 4.1.X მაქვს... 4.2-იც არის პორტაჟში და 4.3-იც, მაგრამ ხალხი წერს, ზოგი პროგრამა არ კომპილირდებაო და არვაყენებ ამიტომ ჯერ.
CFLAGS-შიც შეიცვლა ახლა შეგიძლიაო native ჩაწერო პროციკასთვის ან Core2 და უფრო კარგად აკეთებს ოპტიმიეზაცებს.

ძველი ლაივები არმუშაობდა დაბუგული იყო საშინლად. Xები არ იტვირთებოდა ზოგ კონფიგზე. აი ახალი თუ გამოასწორეს კარგია. 2007-ზე კიდევ პორტაჟის განახლებისას იყო პრობლემა და ეგეც რო გამოასწორეს კარგია. coreutils და mktemp-იც კონფლიქში იყვნენ და ერთმანეთს ბლოკავდნენ.
რაღაც ძაან დააგვინეს 2008-ის გამოშვება ეტყობა გატესტილი არააქვთ ბოლომდე და იმიტომ არ უშვენებ. ისე handbook-იც განაახლეს მემგონი უკვე :-)

მოკლედ კარგია რო ცოცხლობს ეს დისტრო. იმედია არ შეწყვეტენ მასსზე მუშაობას :S
* * *
ისე ჯენტუში უამრავიიიიი მეცნიერული პროგრამა არის. აი ძალიან დიდ რაოდენობით არის მართლა.

Posted by: Irakly 4 Jul 2008, 12:53
მე 2008 დავაყენე ძველი handbook-ის მიხედვით, ინსტალატორების გარეშე, ეგრე მირჩევნია, რასაც მინდა იმას ვაყენებ, ხოლო ინსტალატორით ახალი არც მიცდია, 2007-ს პრობლემები ქონდა და ეს თან ბეტა რომ არის არ გავრისკე.

კარგი იქნებოდა gentoo-ს მირორი რომ გვქონდეს.

Posted by: gentoo 5 Jul 2008, 20:15
QUOTE
კარგი იქნებოდა gentoo-ს მირორი რომ გვქონდეს.

ლოკალური ქსელისთვის ვიცი როგორც კეთდება სარკე, მაგრამ გლობალურზე წარმოდგენა არმაქვს ალბათ სერვერი უნდა ააწყო-გენტუს გეითვეი და ჰოსტინში ცალკე ფული უნდა გადაიხადო?
თუ რამენაირად შესაძლებელია რომ ჩემ კომპზე გაკეთდეს-გავაკეთებ. ოღონდ რათქმაუნდა Full mirror-ი არიქნება. ყველა ფაკეტი 4500+ რო ჩავწერო მაგისთვის ვინდტი არმეყოფა უბრალოდ.

Posted by: Irakly 6 Jul 2008, 14:35
QUOTE (gentoo @ 5 Jul 2008, 21:15 )
QUOTE
კარგი იქნებოდა gentoo-ს მირორი რომ გვქონდეს.

ლოკალური ქსელისთვის ვიცი როგორც კეთდება სარკე, მაგრამ გლობალურზე წარმოდგენა არმაქვს ალბათ სერვერი უნდა ააწყო-გენტუს გეითვეი და ჰოსტინში ცალკე ფული უნდა გადაიხადო?
თუ რამენაირად შესაძლებელია რომ ჩემ კომპზე გაკეთდეს-გავაკეთებ. ოღონდ რათქმაუნდა Full mirror-ი არიქნება. ყველა ფაკეტი 4500+ რო ჩავწერო მაგისთვის ვინდტი არმეყოფა უბრალოდ.

ადგილი მაინტერესებს ზუსტად რამდენი დასჭირდება, მაგალითად ტერაბაიტიანი ვინტი რომ ვიყიდო ეყოფა?

საიტსაც გავაკეთებდი ფორუმს gentoo-ზე...

მართალია მოთხოვნა ჯერ არ არის, მაგრამ რომ დავიწყოთ რამე ნელნელა ცუდი მაინც არ იქნება, centos-მირორიც კაი იქნებოდა.

Posted by: poltergeisti 16 Jul 2008, 17:38
gentoo საიდან გადმოვწეროო?.......................

Posted by: gentoo 16 Jul 2008, 17:44
poltergeisti
ზემოთ ლინკები წერია უკვე. თუ არ მუშაობს, მაშინ ეს გამოიყენე ან ის რომელიც პმ-ში მოგწერე.

შედი ამ საიტზე და ეს ფაილი გადმოწერე:
portage.latest.tar.bz2

ftp://de-mirror.org/distro/gentoo/snapshots/

შემდეგ შედი ქვედა ბმულზე და ეს ფაილი გადმოწერე.
stage3-x86-2008.0.tar.bz2

ftp://de-mirror.org/distro/gentoo/releases/x86/2008.0/stages/

ორი სხვადასხვა ფაილია. ორივე საჭიროა ინსტალაციისთვის

Posted by: STAM 22 Jul 2008, 18:00
gentoo

აი მალდეც აი ეს ადამიანი ერის განვითარებაზე ზრუნავს smile.gif

QUOTE
პარტიციების სქემა

თუ თვენი ვინჩესტერი ცარეილია, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს
სქემა:
/dev/sda1 Boot partition
/dev/sda2 Swap partition
/dev/sda3 Root partition


ეს პატრიციების სქემა სხვა დისტროზეც ვრცელდება ? მაგალითად redhat - ზე და ubuntu -ზე და ეს ვერ გავიგე boot - თუ 512 ტია 4 ზე მეტი რატო არ იქმნება ?

Posted by: Daniel 22 Jul 2008, 19:13
საღოლ კარგი თემა წამოჭიმე..Respect )

Posted by: gentoo 22 Jul 2008, 19:47
STAM

QUOTE
ეს პატრიციების სქემა სხვა დისტროზეც ვრცელდება ? მაგალითად redhat - ზე და ubuntu -ზე და ეს ვერ გავიგე boot - თუ 512 ტია 4 ზე მეტი რატო არ იქმნება ?


კი ყველა სისტემაზე ვრცელდება ეგ. windows-შიც ვერ დააყენებ 4 Primary partition-ზე მეტს.

master boot record-ში მეტი ინფო არ ეტევა ფიზიკურად..


QUOTE
საღოლ კარგი თემა წამოჭიმე..Respect )


მადლობა.

Posted by: STAM 22 Jul 2008, 20:26
gentoo

ვახ აი ეგ არ ვიცოდი სირცხვილი მე smile.gif მადლობა ინფოსთვის

Posted by: gearge 22 Jul 2008, 20:28
QUOTE
კი ყველა სისტემაზე ვრცელდება ეგ. windows-შიც ვერ დააყენებ 4 Primary partition-ზე მეტს.

master boot record-ში მეტი ინფო არ ეტევა ფიზიკურად..


მაგრამ არ შეგეშინდეთ, მარტო ოთხი პარტიციის ამარა არ დარჩებით smile.gif შეგიძლიათ შექმნათ საჭირო 3 Primary Partition

QUOTE
/dev/sda1 Boot partition
/dev/sda2 Swap partition
/dev/sda3 Root partition


მეოთხე დაშვებული პარტიციცა კი გახადეთ Extended Partition, რომლის შიგნით უკვე რამდენიმე ათეული Logical Drive-ის (ლოგიკური განყოფილების) შექმნას შეძლებთ smile.gif

ფედორას დაყენებისას ცოტა უფრო შორს წავედი ვიდრე ზემოთ ხსენებული დაყოფა (sda1 Boot, sda2 Swap, sda3 Root) და შემდეგნაირად მოვიქეცი:

/dev/sda4 - extended
/dev/sda5 - /
/dev/sda6 - /home
/dev/sda7 - /tmp
/dev/sda8 - swap

ეს განლაგება შედარებით განტვირთავს ფაილურ სისტემას და ამარტივებს ოპერაციული სისტემის "გადაყენების" პროცესს, საჭირო მონაცემების დაკარგვის გარეშე!

განახლებული გადასახედიდან სწორი იქნებოდა /boot-ის განცალკევებაც, ამიტომ იდეალური განლაგება იქნება:

/dev/sda4 - extended
/dev/sda5 - /boot
/dev/sda6 - /
/dev/sda7 - /home
/dev/sda8 - /tmp
/dev/sda9 - swap

Posted by: gentoo 22 Jul 2008, 20:36
gearge
გეთანხმები ყველაფერში. მადლობა, რომ დაწერე ეს აქ. ჩემ გაიდის სუსტი წერტილი ზუსტად ესაა.

უბრალოდ არმინდოდა ისედაც რთული პროცესის უფრო გართულება და დისკის განლაგებას ჩავღრმავებოდი.

ისე Grub-ი შეიძლება /boot პარტიციაზე დააყენო და გადაყენებისას არავითარი პრობლემა არ იქნება. თუ გინდა ვინდოუსი ჩაწერე ზევიდან მაინც არაფერი მოუვა.

რაც ეხება ექსტენდედზე სისემის დაყეენბას. ეგეც კარგი აზრია ვინაიდან ლინუქსი მშვენივრად გრძობს მასზე თავს. დამიყენებია მასეც, მაგრამ ბუტი აუცილებლად უნდა იყოს Primary პარტიციაზე სხვანაირად არ ჩაიტვირთება ჯენტუ სხვა სისტემები არვიცი როგორაა ნამდვილად. სხვა სისტემებზე აქ არაფერი არ დამიწერია, ამიტომ ყველაფერი სწორად წერია. ხო თუ მარტო boot-ს აკეთებ primary-ში მაშინ გრუბიც მანდ უნდა ჩაწერო იასნად.

Posted by: gearge 22 Jul 2008, 20:43
gentoo
QUOTE
ისე Grub-ი შეიძლება /boot პარტიციაზე დააყენო და გადაყენებისას არავითარი პრობლემა არ იქნება. თუ გინდა ვინდოუსი ჩაწერე ზევიდან მაინც არაფერი მოუვა.

აუცილებლად გავტესტავ ვირტუალზე!

QUOTE
ბუტი აუცილებლად უნდა იყოს Primary პარტიციაზე სხვანაირად არ ჩაიტვირთება

მადლობა, ეს არ ვიცოდი, შევისწავლი!

Posted by: gentoo 22 Jul 2008, 20:48
QUOTE
ამაში ეჭვი მეპარება, აუცილებლად გავტესტავ ვირტუალზე!

ის ვიგულისხმე რომ grub-ი ცალკე იქნება ვიგულისხმე რომ MBR-ში არ იქნება გრუბი.
ცალკე პარტიციაზე დგება. მერე Windows XP-ს რომ დაყენებ რამე სხვა პარტიციაზე
MBR-ს წაშლის და თავისას გადააწერს, /boot პარტიაზე მყოფი grub-ი კი დარჩება და სისტემა მაინც გრუბიდან ჩაიტვირთება.
QUOTE
მადლობა, ეს არ ვიცოდი, შევისწავლი!

ოკ გატესტე მაინც. შეილება რაღაც ვურევდე მეც.
მაგრამ ჯენტუს რაც ეხება ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც უნდა იყოს!
* * *
პ.ს ყველაფერი გატესტილი მაქვს ვირტუალშიც და რეალშიც smile.gif

Posted by: STAM 22 Jul 2008, 21:00
gentoo

და ერთი ეგ მითხარით 2 OS როგორ დვაყენო 1 -თ ვინტზე windows და linux -ის რამე OS არა ეგ დამიყენებია და ვიცი როგორც ხდება. აი მგალითად fedora და ubuntu ვინტი როგორ დავყო ? 2 ცალი root შეიქმნება ? ნუ swap - ს რათქმაუნდა 1 ცალს 2 ვე გამოიყენებს

Posted by: gentoo 22 Jul 2008, 21:11
STAM
ტექნიკურად შესაძლებელია ერთი root და home გქონდეს ორივე სისტემისთვის,
მაგრამ /home-ში პროგრამების კონფიგურაციის ფაილებში საშინელი ბარდაგი გექნება. შეიძლება, რომ არ იმუშავოს ზოგიერთმა პროგრამამ. მაგალითად თუ ერთ სისტემაზე გიყენია KDE 3.5 და მეორეზე KDE 4.2 ისენი ერთ კონფიგ ფაილს გამოიყენებენ და რომელიღაცა არ იმუშავებს. ამიტომ, ჯერ 2 root შექმენი, შემდეგ 2 სხვადასხვა /home და ამის შემდეგ დააყენე რაც გინდა. ორივე სისტემა გრუბიდან ჩაიტვირთება .
primary logical-ს რაც ეხება, რომელიც გინდა ის გამოიყენე. არ აქვს პრინციპული მნიშვლენობა როგორ დააფორმატებ.

ჯენტუში შეგიძლია KDE 3.5 KDE 4 ერთად დააყენო. ორივე ცალკე Slot-ში იქნება და ერთმანეთს არ შეუშლიან ხელს. სხვა სისემებზე შეუძლებელია ერთი პროგრამის 2 ვერსიის დაყენება, ამიტომ საჭიროა ცალცაკე /home საქაღალდეები.

Posted by: STAM 22 Jul 2008, 21:16
gentoo

კი მეც ასე ვცადე ubuntu მეყენა და fedora 9 მინდოდა დამეყენებინა პახოდუ და grub -ით გადავალ მეთქი რომელშიც მომინდება მარა 2 root - ს ვერ ვაკეთებდი მეუბნებოდა root უკვე გამოყენებულიაო. ეხლა ისევ დავტესტავ ვირტუალზე იქნება გამოვიდეს

Posted by: gentoo 22 Jul 2008, 21:18
STAM
არ ვიცი. შემიძლია გავტესტო ეხლა. SuSe 11 disk-ს ჩავდებ ეხლა და ვნახოთ რას იზავს.
* * *
STAM
არააქვს მნიშვნელობა რა დისტროს აყენებ. თუ გინდა 2 უბუნტუს დააყენებ სიტყვაზე ერთ ვინჩესტერზე. უბუნტუ სუსე ვინდოუსი ერთად მეყენა ადრე, ასერომ არავითარი პრობლემა არ გენქნება დააყენე რა სისტემაც გინდა ის.

ეხლა ჯენტუ osx და xp მიყენია.

Posted by: gearge 22 Jul 2008, 21:40
STAM
იდეალური კთხვაა!

ჯერ ერთი მაინტერესებს, swap სუფთავდება (flush) ოპერაციული სისტემის გამორთვა ან ჩართვისას? ეხლა ვგუგლავ smile.gif

იმისთვის რომ ორმა unix ოპერაციულმა სისტემამ გამოიყენოს ერთი და იგივე სვაპ პარტიცია, ეს პარტიცია ერთი და იგივე label-ით (მაგალითად sda8-SWAP) უნდა იყოს გაწერილი ორივე სისტემაში. ძნელი რამ არის smile.gif ... ეხლა ვფიქრობ როგორ შეიძლება ამის მიჭწევა biggrin.gif

Posted by: gentoo 22 Jul 2008, 21:43
gearge
არაფერი არუნდა linux/solaris swaps რომ ქმნი ის თავისით უკეთებს lable-საც და ყველაფერ დანარჩენს. მარტო სისტემის დაყენებაღა გრჩება. არ არის ძნელი იმჰო.
QUOTE
ჯერ ერთი მაინტერესებს, swap სუფთავდება (flush) ოპერაციული სისტემის გამორთვა ან ჩართვისას? ეხლა ვგუგლავ

კი სვაპი ფაილია იგივე, თუ გინდა რამე საქაღალდეს შექმნი და სვაპად გამოიყენებ. მე ეგრე მაქვს გაკეთებული. primary პარტიცია რომ არ დამეხარჯა მაგისთვის.

თუ გიდნა გასწავლი როგორ კეთდება.

Posted by: STAM 22 Jul 2008, 22:41
gentoo

გატესტე 2 Linux - ის OS ერთად ? xp და fedora9 მეც მიყენია და მშვენივრად მუშაობენ smile.gif
* * *
QUOTE
კი სვაპი ფაილია იგივე, თუ გინდა რამე საქაღალდეს შექმნი და სვაპად გამოიყენებ. მე ეგრე მაქვს გაკეთებული. primary პარტიცია რომ არ დამეხარჯა მაგისთვის.

თუ გიდნა გასწავლი როგორ კეთდება


მოიცა ეგ რო გაქ გაკეთებული არანაირი პრობლემა არ იქმნება ? მე წავიკითხე რო დისკის დაყოფისას დიდი მნიშვნელობა აქ swap - ის სწორედ შექმნას და მერე მისი ზომის გაზდაც შესაძლებელიაო მარა თავიდან აუცილებლად უნდა შეიქმნასო smile.gif ჩემი მოგონილი არარი დებიანის წიგნში იყო ახსნილი smile.gif

Posted by: gentoo 22 Jul 2008, 22:53
QUOTE
გატესტე 2 Linux - ის OS ერთად ? xp და fedora9 მეც მიყენია და მშვენივრად მუშაობენ

კი. დავწრე უკვე ზეომთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენ და რა სისტემას ჩაწერ. მქონია ორი ლინუქსი ერთ დისკზე.
QUOTE
მოიცა ეგ რო გაქ გაკეთებული არანაირი პრობლემა არ იქმნება ? მე წავიკითხე რო დისკის დაყოფისას დიდი მნიშვნელობა აქ swap - ის სწორედ შექმნას და მერე მისი ზომის გაზდაც შესაძლებელიაო მარა თავიდან აუჩილებლად უნდა შეიქმნასოჩემი მოგონილი არარი დებიანის წიგნში იყო ახსნილი


სვაპი იმისთვის გჭირდება, რომ ოპერატიული მეხსიერება, რომ გადაივსოს სხვაპზე გადავა სისტემა.
თუ 4 გბ გაქვს სისტემაში, მაშინ RAM ბოლომდე გავსების შანსი არ არის პრაქტიკულად. ის კიარა 2 გბ რამი მაქვს და ერთხელაც არ ასულა 800-ზე ზევით.
სვაპი რომ გამოურთო საერთოდ არავითარი პრობლემა არ გექნება. ნუ თუ რამი გაგევსება გაჭედავს უბრალოდ smile.gif მეტი არაფერი.

სპავპის შექმნა სასურველია სისტემის დაყენებისას. ხელით შექმინილი სვაპი უფრო ნელა მუშაობს, მაგრამ სპავს თითქმის არასდროს ვიყენებ, ამიტომ მის სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.


ხო, ისე ჯენტუში შესაძლოა ვიდეო კარტის მეხსიერება გამოიყენო როგორც RAM ან SWAP smile.gif

http://gentoo-wiki.com/TIP_Use_memory_on_video_card_as_swap

Posted by: STAM 22 Jul 2008, 22:59
gentoo

გასაგებია smile.gif ეხლა მეც უნდა ვცადო 2 linux - os დაყენება თუ გავიჭედე დავწერ და დამეხმარეთ smile.gif

ვახ ეს ჯენტუ მაგრა გაქ დამხეცებული რა up.gif მეც გადმოვალ მერე ვნახო ერთი რაარი ასეთი smile.gif

Posted by: gentoo 22 Jul 2008, 23:08
QUOTE
ვახ ეს ჯენტუ მაგრა გაქ დამხეცებული რამეც გადმოვალ მერე ვნახო ერთი რაარი ასეთი

მადლობა. ყველანაირად დაგეხმარები ჯენტუში, რაც გინდა მკითხე. smile.gif yes.gif

Posted by: lovejoi4 24 Jul 2008, 22:57
gamardjobat!! shegidzliat linky ganaahlot ver vicer!!!

Posted by: gentoo 24 Jul 2008, 23:13
lovejoi4
QUOTE
gamardjobat!! shegidzliat linky ganaahlot ver vicer!!!

სამწუხაროდ არ შემიძლია პოსტის ჩასწორება თორე აქამდე ჩავასწორებდი.

ეს სამი ფაილი დაგჭირდებათ.

1.ubuntu hardy 8.04
http://ubuntu.eriders.ge/releases/hardy/ubuntu-8.04.1-desktop-i386.iso
2.portage-latest.tar.bz2
http://mirror.yandex.ru/gentoo-distfiles/snapshots/portage-latest.tar.bz2
3.stage3-i686-2008.0.tar.bz2
http://mirror.yandex.ru/gentoo-distfiles/releases/x86/2008.0/stages/stage3-i686-2008.0.tar.bz2

* * *
თუ რომელიმე ლინკი არ იმუშავებს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ საიტზე და თავად გადმოწეროთ:
http://www.gentoo.org/main/en/mirrors2.xml
>>>აირჩიეთ სასურველი ქვენის მირორი<<<
ქვეყანას რომ აირჩევთ:
შედით ამ საქაღალდეში >>Snapshots<<
და გადმოწერეთ portage-latest.tar.bz2
შემდეგ ადით ერთი დირექტორიით მაღლა და გახსენით ეს საქაღალდე >>/releases/x86/2008.0/stages/<< და გადმოწერეთ: >>stage3-i686-2008.0.tar.bz2<<

Posted by: classical 10 Jul 2010, 21:46
რატომ უნდა დავაყენო Gentoo ? ანუ რა უპირატესობები აქვს სხვა დისტროსგან განსხვავებით ? Xubuntu რატომღაც ძალიან მძიმე მეჩვენება ჩემი პ4 ისთვის და დისტროს ვეძებ ადრეც მინდოდა მეცადა Gentoo მარა რატომღაც თავი შევიკავე smile.gif

აპლიკაციებს შენ თვითონ არჩევ ინსტალაციის დროს ? მონსტრი რაღაც ჩანს მარა ინსტალაცია მეზარება sad.gif

Posted by: EMOziko 10 Jul 2010, 21:52
classical
ცადე მართლა გეუბნები მაგარი რამაა. მე ადრე რომ ვცადე, თითქმის biggrin.gif დავაინსტალირე, ერთი შეცდომა დავუშვი და არ ირთვებოდა სისტემა, თავიდან გაკეთების თავი კი აღარ მქონდა. ისედაც რაღაც კონფიგურაციები მესიზმებოდა იმ დღეს biggrin.gif
დაითრიე gentoo handbook და მიყევი smile.gif

Posted by: classical 10 Jul 2010, 21:56
QUOTE (EMOziko @ 10 Jul 2010, 21:52 )
classical
ცადე მართლა გეუბნები მაგარი რამაა. მე ადრე რომ ვცადე, თითქმის biggrin.gif დავაინსტალირე, ერთი შეცდომა დავუშვი და არ ირთვებოდა სისტემა, თავიდან გაკეთების თავი კი აღარ მქონდა. ისედაც რაღაც კონფიგურაციები მესიზმებოდა იმ დღეს biggrin.gif
დაითრიე gentoo handbook და მიყევი smile.gif

რა ქენი დააყენე მერე ? biggrin.gif

ცარიელი დისკი არ მაქ თორე ეხლავე დავაყენებდი პ4 ის მაზერი მაქ და usb დან არ ბუთავს :|

რატომღაც უბნთუ ამ ბოლო დროს ძალიან დამძიმდასავით ბევრი პაკეტი აქ ძაან დაჯე ლაით desktop environment ებზეც იმასშვება


შენ ფედორაზე ხარ ხო ?


Posted by: N1x 10 Jul 2010, 21:58
classical
დეფორჩიკა დაითრიე გელა + ლადო =გელადო

Posted by: EMOziko 10 Jul 2010, 21:59
classical
მაშინ ახალი გადმოსული ვიყავი ლინუქსზე და მახსოვს chroot არ ვიცოდი რა იყო და ყველაფერს ზეპირად ჰენდბუკით ვაკეთებდი biggrin.gif მერე კი აღარ მიცდია დაყენება. ჰო მართლაც უბუნტუ დაამძიმეს.
კი მე ფედორაზე ვარ და საწყალი უკვე რამდენი რამ მაქ ზედ გამართული არ ვიცი biggrin.gif

Posted by: classical 10 Jul 2010, 22:03
QUOTE (EMOziko @ 10 Jul 2010, 21:59 )
classical
მაშინ ახალი გადმოსული ვიყავი ლინუქსზე და მახსოვს chroot არ ვიცოდი რა იყო და ყველაფერს ზეპირად ჰენდბუკით ვაკეთებდი biggrin.gif მერე კი აღარ მიცდია დაყენება. ჰო მართლაც უბუნტუ დაამძიმეს.
კი მე ფედორაზე ვარ და საწყალი უკვე რამდენი რამ მაქ ზედ გამართული არ ვიცი biggrin.gif

აუ მეც ეგე ვიყავი ტო ვაკოპირებდი ხოლმე ტერმინალში ბრძანებებს თავიდან biggrin.gif

ფედორა მეყენა სადღაც 1 წლის წინ მგონი 9 ვერსია იყო და რატომღაც არ მომეწონა ეგეც გაბერილია ძაან
ubuntu საკაიფოდ მუშაობს თუ ინტელის 775 სოკეტზე ხარ 1 გბ რამი გაქ ან ამდ ს am2 ზე კაროჩე ძველი Pc ებისთვის სატანჯველია

Posted by: N1x 10 Jul 2010, 22:05
classical
ცენტოსი შჩ დესკტოპად იცი რამდენი ხანი მეყენა? ვირივით მუშაობდა აი ვირივით givi.gif

Posted by: xokaido 10 Jul 2010, 22:08
1GB RAM,
CPU Intel Pentium 4 (HT) 3.0GHz

make.conf = j2
ბოლო ვერსიის გენტუ ისე ჭედავდა რომ უბუნტუ მერჩია, უბუნტუს თავის მხრივ დებიანმა აჯობა და დარჩა კიდეც ამ ჰარდზე დებიანი.. :-)
გენტუ არ არის ნაგავი, მაგრამ მე ის სანაგვეზე გადავუშვი... ;-)

Posted by: EMOziko 10 Jul 2010, 22:08
classical
რავი აბა დესკტოპ ტუნინგები ხო მიყენია კომპიზ ემერალდიანად და თან რავი apache, mysql, ftp, dns, dhcp, aterisk და კიდე რაღაცეები მიყენია მონიტორინგისთვის და სისტემა ჩვეულებრივად მუშაობს biggrin.gif
მარა centos მართლა უფრო მჩატეა smile.gif

Posted by: classical 10 Jul 2010, 22:13
QUOTE (xokaido @ 10 Jul 2010, 22:08 )
1GB RAM,
CPU Intel Pentium 4 (HT) 3.0GHz

make.conf = j2
ბოლო ვერსიის გენტუ ისე ჭედავდა რომ უბუნტუ მერჩია, უბუნტუს თავის მხრივ დებიანმა აჯობა და დარჩა კიდეც ამ ჰარდზე დებიანი.. :-)
გენტუ არ არის ნაგავი, მაგრამ მე ის სანაგვეზე გადავუშვი... ;-)

მდაა რომელი ვერსია კაცო ? რავიცი მაგათი ის წავიკითხე და ძალიან სწრაფიო მონსტრიო და დორბლებ ყარეს საპორტმა იმენა biggrin.gif

აბა რას მირჩევ რა დავაყენო ? sad.gif

QUOTE
რავი აბა დესკტოპ ტუნინგები ხო მიყენია კომპიზ ემერალდიანად და თან რავი apache, mysql, ftp, dns, dhcp, aterisk და კიდე რაღაცეები მიყენია მონიტორინგისთვის და სისტემა ჩვეულებრივად მუშაობს


აუ მე არ მევასება ეგ ეფექტები და ზიზილ პიპილოები ნერვებს მიშლის biggrin.gif

Posted by: rachka 13 Jul 2010, 20:33
გამარჯობა!
დავაპირე და ვცადე ჯენტუს დაყენება. რამოდენიმე თვის წინანდელი კერნელის ხელით უშედეგოდ დაკონფიგურირების(გამართულად) გამოცდილეაბ გადამაწყვეტინა ამ ეტაპზე ზემოთხსენებული საქმე genkernels-სათვის მიმენდო, მაგრამ, მაგრამ...
თითქოს ყველაფერი ნორმალურად წარიმართა და როცა საქმე დაყენებული სისტემის ჩართვამდე მივიდა ჩატვირთვის მცდელობას ასრულებს გზავნილით - "Could not find the root block device in .", თუ გრაბს root მივუთითე მეუბნება ეგ არ მომწონსო და შემდეგ იგივეს მიწერს. მოკლედ რაღაცეებს ვეძებდი გუგლი დეიდას დახმარებით, მაგრამ იქნებ თქვენ დამეხმაროთ და კიდევ ერთხელ არ გადავდო ჯენტუზე ჩალიჩი, თავიდან დაწყება სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დამეზარება tongue.gif

Posted by: rachka 15 Jul 2010, 09:04
არავინ? არაფერი? fingal.gif

Posted by: gentoo 15 Jul 2010, 12:07
/etc/fstab გაქვს არასწორად შევსებული.

fdisk -l და fstab გვანახე აბა.
სისტემა რომელ დანაყოფზე დააყენე ეგეც გვითხარი ბარემ და რომელი ფაილური სისტემა აირჩიე?

Posted by: rachka 15 Jul 2010, 20:19
ესტეიგი 2 ვინჩო მაქ სატა(160გბ) და პატა(40გბ), უბუნტუ ორივეს მიჩვენებს როგორც sd*, ჯენტუ აიდეს(თუ იდეს) მიჩვენებდა როგორც hdb, ჭკვიანი ბიჭია უფრო და სწორედ მის მე-2 დანაყოფზე არის დაბრძანებული ეს ოსი. სვაპად მქონდა მითითებული სატაზე მდებარე უბუნტუს სვაპი თუმცა ისიც დავუკომენტარე პრობლემების წარმოქმნის შემდეგ. ფაილური სისტემა ბარემ იყოს ext4თქო და რა ვიცი აბა smile.gif ესეც /etc/fstab:
/dev/hdb2 / ext4 errors=remount-ro 0 1
#/dev/sda6 none swap sw 0 0
/dev/cdrom /mnt/cdrom auto noauto,ro 0 0
#/dev/fd0 /mnt/floppy auto noauto 0 0

ჰო ესეც უბუნტუს მოწოდებული fdisk -l:

Disk /dev/sda: 40.0 GB, 40027029504 bytes
Device Boot Start End Blocks Id System
/dev/sda1 1 2873 23077341 7 HPFS/NTFS
/dev/sda2 2874 3918 8393962+ 83 Linux
/dev/sda3 * 3919 4866 7614810 83 Linux

Disk /dev/sdb: 160.0 GB, 160041885696 bytes
Device Boot Start End Blocks Id System
/dev/sdb1 * 1 3271 26274276 7 HPFS/NTFS
/dev/sdb2 3272 5227 15711570 7 HPFS/NTFS
/dev/sdb3 5228 6564 10739452+ 83 Linux
/dev/sdb4 6565 19457 103563022+ 5 Extended
/dev/sdb5 6565 19249 101892231 83 Linux
/dev/sdb6 19250 19457 1670728+ 82 Linux swap / Solaris

Posted by: JrGong-Marley 18 Jul 2010, 16:59
rachka
ბუთაბლე ფლაგი არ გაქვს იმ პარტიციაზე რომელზეც გრუბი გიყენია
QUOTE
/dev/sdb1 * 1 3271 26274276 7 HPFS/NTFS

აი ამაზე * გაქვს ე.ი ბუტაბლ არის. იგივე ფლაგი უნდა დასვა fdisk-ით - google is your friend!

Posted by: rachka 18 Jul 2010, 17:02
JrGong-Marley
QUOTE
rachka
ბუთაბლე ფლაგი არ გაქვს იმ პარტიციაზე რომელზეც გრუბი გიყენია
QUOTE
/dev/sdb1 * 1 3271 26274276 7 HPFS/NTFS

აი ამაზე * გაქვს ე.ი ბუტაბლ არის. იგივე ფლაგი უნდა დასვა fdisk-ით - google is your friend!


ხო ეგ მეც შევამჩნიე აქ რო დავწერე და გამოვასწორე მარა ჩემი ფეხები, ისე მაგაზე კი არა მეორე ვინჩოზე მიყენია(უნდა მეყენოს) ჯენტუ.
თუ შეამჩნიე მეწერა
QUOTE
მოკლედ რაღაცეებს ვეძებდი გუგლი დეიდას დახმარებით, მაგრამ იქნებ თქვენ დამეხმაროთ

Posted by: gentoo 18 Jul 2010, 23:22
rachka
fstab-ში გიწერია რომ რუტი sdb2 -ზე არის -ეგ არ იმუშავებს, მანდ HPFS/NTFS ფს-ი აყენია.

QUOTE
/dev/hdb2 / ext4 errors=remount-ro 0 1

ჰოდა მანდ hd2-ის მაგივრად უნდა იყოს - /dev/sdb3 / ext4 errors=remount-ro 0 1

ეგეც იმ შემთხვევაში თუ sdb3 ჩაწერე რუტი და მაგას bootable ფლაგი უნდა მიანიჭო smile.gif

Posted by: rachka 19 Jul 2010, 01:05
მემგონი ვერ გამიგეთ smile.gif
აქ(უბუნტუში საიდანაც ამოვწერე fdisk) რომ არის დისკი sda, genoo-ში ეგ ჩანს როგორც hdb და მიაქციეთ ყურადღება ეგ არის 40GBიანი.
ასევე უბუნტუში რომ არის sdb(160იანი) ეგ gentoo-ში არის sda და მანდ სულ არ მიყენია ჯენტუ თქვენ კი ამ ვინჩოზე მელაპარაკებით.
QUOTE
ჰოდა მანდ hd2-ის მაგივრად უნდა იყოს - /dev/sdb3 / ext4 errors=remount-ro 0 1

ჯენტუ სულ ვერ ხედავს რაიმე მოწყობილობას როგორც sdbX და fstab-ში რა სინდისით ჩავუწერო sdb3, მაგ sdb3-ზე აყენია უბუნტუ ალბათ მაგან დაგაბნიათ და ეგეც ჯენტუსათვის sda3 არის. ჯენტუ დავაყენე hdb2-ზე(ჯენტუ მასე ხედავდა იმ დისკს რომელზეც დავაყენე) და უბუნტუში იცვლება და ეგ დისკი ჩანს როგორც sda2.

QUOTE
fstab-ში გიწერია რომ რუტი sdb2 -ზე არის -ეგ არ იმუშავებს, მანდ HPFS/NTFS ფს-ი აყენია.

QUOTE
ჰოდა მანდ hd2-ის მაგივრად უნდა იყოს - /dev/sdb3 / ext4 errors=remount-ro 0 1

აქ ცოტა აგერია smile.gif
რავცი თითქოს fstab ნორმალურადაა გაწერილი ჯენტუსათვის გასაგებ ენაზე და smile.gif

Posted by: gentoo 19 Jul 2010, 05:49
rachka
აჰა smile.gif

ხოოო ცოტა არ იყოს და მართლაც დავიბენი biggrin.gif


მოდი გენაცვალე მაშინ უბუნტუდან chroot http://en.gentoo-wiki.com/wiki/Chroot_from_a_livecd
და ზემოტხსენებული ფაილები ვსტუდიუ...




და კიდევ 1.

ეგ უბუნტუ საიდანაც იგრუზებით არის დინოზავრი, ჰოდა ან ახალი უბუნტუდან დაიგრუზეთ (რომელმაც წესით და რიგით ყველა დრაივი სწორად უნდა დაინახოს - აღარც mtab/fstab იქნება არეული, შესაბამისად გრუბიც აღარ აირევა და არ ჩავარდება პანიკაში, კერნელი) ან კიდევ knoppix. wink.gif

გრაბიც გადასაყენებელი გექნებათ

Posted by: rachka 19 Jul 2010, 12:31
gentoo
ესეიგი პირველ რიგში მადლობა რომ დახმარებას ცდილობ.

რაც შეეხება უბუნტუს სიძველეს, მიყენია უახლესი უბუნტუ მაგრამ უბუნტუც და ყველა დისტრო სლაკის ჩათვლით რაც მომისინჯავს ორივე ვინტს მიჩვენებს sd*, განსხვავებით ჭკვიანი ჯენტისაგან რომელმაც IDE ვინტი hdb მაჩვენა. ჯენტუსადმი სიმპატიები აშკარად მაქვს გაჩენილი.

თავიდან რომ ამეცილებიმა გაუგებრობები ჩავიტვირთე ჯენტუს instal-minimal...cd-დან საიდანაც დავაყენე სისტემა და იქ დავიჩრუტე, ჰოდა აგერაა ის ფაილი სადაც გავაგზავნე ბრძანებების შედეგები.

Posted by: JrGong-Marley 20 Jul 2010, 14:49
rachka
არაფერს პირველ რიგში.

მეორე: ყველა ლინუქსა, ვგულისხმობ 2.6.19+ იყენებს ახალ libdata დრაივერს instead old legacy IDE drivers.
ჯენტუც (მხოლოდ LIVE-CD იმიტომ იყენებს ამ ლეგასის რომ არის უფრო სანდო, ჰოდა შენგ გინდა უბრალოდ etc/fstab-ში:
(ამ შემთხვევაში ჯეტუ მართლა ჭვკიანია, იმიტომ რომ ზოგ კერნელს პრობლემა აქვს როცა IDE ვინტებს ლიბდატაზე ამუშავებს (sda))

HDB-ის მაგივრად - sdbჩაუწერო ყველაგან.


უკვე დაინსტალირებული ჯენტუ იყენებს libdata-ს ამიტომ წესით პრობლემა არ უნდა ქონდეს. ბოდიში კარგად ვერ დავაკვირდი შენს ნაწერებს.

Posted by: rachka 20 Jul 2010, 21:08
JrGong-Marley
მოკლედ გრაბით დაწყებული ფსტაბით დამტავრებული ხან ასტე მივუთითე ხან ისტე, ყველა შესაძლო შემთხვევა მივუთითე მგონი მარა შედეგი 0. ზოგიერთ ფირუმზე იმასაც იწერებოდნენ 1ზე მეტ ვინჩოსთან პრობლემებს ამჟღავნებს genkernelიო, არ ვიცი. ეხლა ხელით ვცდი კერნელის კონფიგურაციას და ვნახოთ რა გამოვა.

ისე შენ და gentoo ერთნი ხართ? smile.gif მადლობა ორივეს 2kiss.gif

Posted by: EMOziko 20 Jul 2010, 22:04
მეც ზუსტად ეს პრობლემა მქონდა რომ ვცადე ჯენტუს დაყენება და ამის მერე აღარ მიცდია user.gif

Posted by: alexandrius 20 Jul 2010, 22:06
ჯენტუს დაყენება ნამდვილად მეზარება, იმდენ კომპილაციებს ჩემი ნერვები ვერ გავუძლებს, აი Arch ლინუქსის დაყენება კი ძალიან მინდა

Posted by: JrGong-Marley 21 Jul 2010, 00:54
rachka
როგორც გითხარი ეგრე არის. libdata-ს ბრალია, ლიბდატა ნიშნავს რომ hda-საც და sda-საც ორივეს დაინახავს როგორც sdX

მთელი პრობლემა იმაშია, რომ ლინუქსი თუ ხედავს (livecd/genkernel) სისტემას ძველი IDE დრაივერებით (არა libdata)-თი მაშინ დისკი იქნება hda და რომ გადატვირთავ ლინუქს, ახალს კერნელში, დაინახავს libdata-თი. fstab-ის ჩასწორება არ უშველის მაგ საქმეს, იმიტომ რომ livecd-დან დაყენებისას grub-ი იყენებს IDE დრაივერებს დისკების ამოსაცნობად, /etc/mtab ეს ფაილი დაგუგლე და ნახე რას ნიშნავს და რა როლს ასრულებს გრუბის ინსტალისას და ყველაფერს მიხვდები.


კი ჯენტუ ვარ აქაც და ისე საერთოდაც ჯენტუ ვარ :-)

Posted by: rachka 21 Jul 2010, 12:17
JrGong-Marley
ხო გასაგებია და გამოსავალი რა არის?
ან საერთოდ რათ უნდოდათ ერთგან თუ ისე ხედავს და მეორეგან ასე, IDEსთან რომ პრობლემები გაჩნდებოდა ხო მოსალოდნელი იყო.
ხელახლა დავაყენე სისტემა მარა ეხლა კერნელი ვარდება პანიკაში და გულის პრანჭვები ეწყება.

Posted by: gentoo 22 Jul 2010, 00:55
rachka
QUOTE
ხო გასაგებია და გამოსავალი რა არის?

ძალიან კარგია ეგ შეკითხვა რომ დასვლი smile.gif

გამოსავალი არის ის, რომ გამოიყენო ისეთი ლაივ სიდი, რომელიც შენ იდეს დაინახავს როგორც sda-ს და იქიდან დააყენო ჯენტუს genkernel-ი ჩემი მოკრძალებული აზრით ეს არის ყველაზე ოპტიმალური გასაფალი.

Posted by: rachka 22 Jul 2010, 09:36
gentoo
ხო მეც მაგ დასკვნავდე მივედი ოღონდ იმ განსხვავებით რომ გადავწყვიტე ლაივ სიდის მაგივრად მზა(დაყენებული) სისტემა გამოვიყენო.
ერთი კითხვაც ამ ეტაპზე, 32 ბიტიანი ოსიდან amd64 stage3-ს რო ვეჩალიჩო რა შედეგს მივიღებ? შედეგს მივიღებ? biggrin.gif 32იანის კომპილატორები მოახერხებენ 64ებთან საქმის გაწყობას? 3 კითხვა გამოვიდა.

P.S. ფორუმ.გე Reported Attack Page! ესღა ეკლდა ფორუმს.

Posted by: gentoo 23 Jul 2010, 00:48
smile.gif





no.gif


p.s good luck smile.gif))

Posted by: X11 5 Oct 2011, 13:42
smile.gif
QUOTE
23 Jul 2010

ეს თემა ჩასაძირი არაა

QUOTE
ფორუმს gentoo-ზე..

ამას ვაპირებ დომეინიც აღებული მაქვს smile.gif
gentoo
კარგად გიმუშაია თავის დროზე არ მინდა ეს თემა ჩაიძიროს და მინდა ხალხმა უფრო მეტი გაიგოს ამ დისტროს შესახებ
კარგად მაწამებს უკვე 2 კვირაა ელემენტარული ვერ დავაყენე მაგრამ მომწონს ამ დისტროსთან ჭიდილი biggrin.gif

ყველაზე მეტად ეს მომეწონა biggrin.gif
QUOTE
Многие пришли в мир Linux, живут там, используют OpenSource, но не знают и малой толики того, что дает открытый исходный код. Это-то и показывает gentoo: хочешь - построй себе плот, хочешь - построй крейсер, а хочешь - плавай сам. И все - без особых трудностей wink.gif

* * *
P.S. გუშინ დაბადების დღე ქონია gentoo-ს smile.gif

Posted by: jonny 5 Oct 2011, 15:37
X11
არა ვირტუალზე არ მიცდია არასდროს, ვერაფერს გეტყვი, პირდაპირ ლაპტოპზე დავაყენე, უკვე 2ზე smile.gif და კმაყოფილიც ვარ, მშვენივრად მუშაობს.

Posted by: X11 5 Oct 2011, 16:17
jonny
http://forum.ge/?f=24&showtopic=33808587&st=195 ამ თემას ვკითხულობ და ეგრე მგონია წარსულში ვმოგზაურობ smile.gif ძაან მაგარია როგორც gentoo ს გაუხარდა თავის დროზე დაყენება იმედია მეც მაგრე გამიხარდება უახლოეს მომავალში biggrin.gif შეშვებას არ ვაპირებ პირიქით უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის gentoo smile.gif

QUOTE
არა ვირტუალზე არ მიცდია არასდროს, ვერაფერს გეტყვი,

დედას ვუტირებ მაინც დავაყენებ მითუმეტეს აგერ ბიჭებს დაუყენებიათ ავილად smile.gif ბევრი რაღაც ვისწავლე რაც მაგ თემის კითხვას მივადექი ჯერ "ბაგაჟს" ვივსებ და მერე კიდე დავიწყებ დაყენების მცდელობებს biggrin.gif
კაკრაზ შენ პრობლემას ვკითხულობ ეხლა biggrin.gif http://forum.ge/?showtopic=33808587&view=findpost&p=17412976

Posted by: X11 7 Oct 2011, 19:09
რატო ამომიყარა შეცდომები ?
http://pix.ge/

genkernel all ის მერე ესეა sad.gif
* * *




http://pix.ge/


http://pix.ge/



http://pix.ge/



http://pix.ge/



რას არ ვაკეთებ სწორად რა ჯანდაბა უნდა ? sad.gif

Posted by: Replica 7 Oct 2011, 21:07
X11
მემგონი კერნელი არ კომპილდება
ls -al /boot
ეს ნახე აბა ან უფრო სწორად:
ls -al /boot |grep kernel

Posted by: X11 7 Oct 2011, 21:39
Replica
ეხლა ფორუმზე წავაწყდი ეგეთ შემთხვევას და თავიდან მაქვს კერნელის კომპილაცია გაშვებული
http://forums.gentoo.org/viewtopic-t-883627-start-0.html

რო მორჩება ვნახავ და დავდებ სურათს









გავაკეთე ყველაფერი ამუშავდა genkernel all ის ბრალი იყო ამას http://forums.gentoo.org/viewtopic-t-883627-start-0.html მივყევი და დააკომპილირა კერნელი 5 იანზე smile.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif ეხლა ნეტი არ მუშაობს X მინდა ავაწყო გნომით და ამგენს მემგონი რაღაცას მოვუხერხებ 3 კვირა ვაყენებდი biggrin.gif biggrin.gif მაგარია ბევრი რაღაც ვისწავლე ამ ყენება ყენებაში და ფორუმების ქექვაში biggrin.gif

Posted by: SNOW CAT 24 Dec 2012, 00:37
ლაივ დვდ-დან მინდა ინსტალაციის გაკეთება
ამის მიხედვით ვაკეთებ
http://en.gentoo-wiki.com/wiki/Install_LiveDVD_12.1_to_hard_disk_drive

მაგრამ ბოლოში გრაბ ინსტალზე როცა მივდივარ ვაედიტებ გრაბ კონფიგს
მერე ვწერ grub და მიწერს

bash: grub: command not found

ვინმეს თუ შეიძლება დახმარება დამეხმარეთ

Posted by: jonny 24 Dec 2012, 09:55
SNOW CAT
სავარაუდოდ grub არ დაგიყენებია. emerge grub ნახე აბა.

Posted by: SNOW CAT 24 Dec 2012, 12:15
jonny
დამავიწყდა დამეწერა, ვცადე ეგეც, მაგრამ გრუბი აყენია და არ აყენებს არაფერს იძახის რო no new package found

Posted by: jonny 24 Dec 2012, 12:29
იქნებ path პრობლემაა. which grub ნახე აბა და სრული path მიუთითე მერე, სავარაუდოდ /usr/sbin/grub იქნება

Posted by: SNOW CAT 24 Dec 2012, 23:59
jonny

Gentoo-20121221 / # which grub
which: no grub in (/usr/local/sbin:/usr/local/bin:/usr/sbin:/usr/bin:/sbin:/bin:/opt/bin:/usr/i686-pc-linux-gnu/gcc-bin/4.6.3)
Gentoo-20121221 / # whereis grub
grub: /etc/grub.d /usr/lib/grub /usr/share/grub
Gentoo-20121221 / # cd /usr/lib/grub/
Gentoo-20121221 grub # ls
i386-pc
Gentoo-20121221 grub # cd i386-pc/
Gentoo-20121221 i386-pc # ls
acpi.mod gdb.module part_sunpc.module
acpi.module geli.mod parttool.lst
adler32.mod geli.module parttool.mod
adler32.module gettext.mod parttool.module
affs.mod gettext.module password.mo


აბა გადაავლე თვალი, ვერ გავიგე სად არის

Posted by: jonny 26 Dec 2012, 00:32
SNOW CAT
ვაა ჩემთან /sbin/grub არის. ყველაფერი ზუსტად გააკეთე როგორც წერია სახელმძღვანელოში? დვდ-იდან არ დამიყენებია არასდროს, net-install-ს ვაკეთებ ხოლმე და არასროს მქონია ეგეთი შემთხვევა. აბა eix grub-იც ნახე.

Posted by: SNOW CAT 26 Dec 2012, 07:14
jonny
კი ზუსტად ეგრე ვაკეთებ

ეხლა minimal cd გადმოვწერე და მაგით დავაყენე ყველაფერი დაყენდა მაგრამ რო დავარესტარტე დამატებით სოფტებს ვერ ვაყენებ ყველაფერზე ამას მიწერს

fetch failed
ლოგში ამას წერს

unable to resolve hostname distfiles.gentoo.org

failed: name or service not known

რა უნდა რა ხო არ იცი?

Posted by: gentoo 26 Dec 2012, 10:17
/etc/resolv.conf-ში რა გაქვს nameserver-ად გაწერილი?

Posted by: VADA 16 Feb 2014, 16:56
უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპ

Posted by: LTC100 17 Dec 2018, 19:10
ლაივ სიდით როგორ დავაყენო? ფლეშკიდან? არის აქ ვინმე ვინც იცის კარგად?

Posted by: NinjaRacer 17 Dec 2018, 20:15
LTC100
ლაივ სიდით არასდროს დამიყენებია.

მარტო stage 3 tarball-ით.

არ ვიცი ჯენტუს დოკუმენტაციას გადახედე მანდ ეწერება.

არ დაიყენებია შესაბამისად ვერ დაგეხმარები.

Posted by: LTC100 17 Dec 2018, 20:46
NinjaRacer
დავიწყე და მივყვები დოკუმენტაციას არ ვიცი რა გამომივა
ძველი ნოუთბუქი მაქვს და ვერაფერი ავტვირტე ზე.
ვინჩესტერს მოვაჭერი დაზიანებული სექტორები. ვინჩესტერის დასაწყისდი კარგია. და იქნებ ეს დავაყენოთქო

Posted by: NinjaRacer 17 Dec 2018, 21:00
LTC100
ძლიერი პროცესორი ჭირდება ერთი 2 დღე დაგჭირდება კომპილაციაზე მარტო.
იმედია აცნობიერებ მაგას.

და თუ ეგეთი დაღლილი ვიჩესტერი აქვს რომ სექტორების მოჭრა დაგჭირდა შეიძლება სულაც გადაყვეს ამ ინსტალს.

ჯენტუ რატომ გადაწყვიტე? arch -ი არის ჯენტუს ლაით ვარიანტი კომპილაცია არ ჭირდება არაფერს.

Posted by: LTC100 17 Dec 2018, 21:03
NinjaRacer
ვერაფერი ვერ გავუშვი ეგრევ ითიშებოდა.
დამილინკე აბა ეგ. თუ არ შეწუხდები.

Posted by: NinjaRacer 17 Dec 2018, 21:15
ჩვენში ყველაზე პოპულარული ეს იყო
http://puppylinux.com/

ძაააააააალიან მსუბუქია.

Posted by: LTC100 17 Dec 2018, 21:17
მე მგონი ჯობს საერთოდ მოვისროლო ეს.
ეგენი ყველა ცადე ინსტალაცია არ იწყება საერთოდ. მარტო ამ ჯენტუზე დაიწყო და დავირალე უკვე, ძალიან მიჭირს facepalm.gif
და მგონი ტყუილად ვწვალობ.

Posted by: NinjaRacer 17 Dec 2018, 21:34
ჯენტუზე ეგ ლაივსიდი არასდროს მუშაობდა ისოტრუილად :დ

რავი სცადე მაინც თუ გინდა თუ სადმე გაიჭედები აქ დაწერე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)