მთხოვეს შენ გაგვიხსენიო და
ჩემი ცეცხლოვანი ბავშვები და ჩემი მთვარე
გილოცავთ ახალ თემას
ქალი მშვილდოსანი მისი ნაუბარი ყოველთვის არ მოგეწონებათ. ხანდახან ისეთ რამესაც კი წამოროშავს, შეიძლება თმები ყალყზეც კი დაგიდგეთ. თუმცა თქვენს რეაქციას რომ დაინახავს, შეცდომის მხიარული ხუმრობით ან კოცნით გამოსწორებას შეეცდება.
მართალია ექსტრავაგანტურია და შესაძლოა, მწვანე პეპლებით მორთული ვარდისფერი სათვალით გამოგეცხადოთ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით სულაც არ უყურებს.
მშვილდოსანი ქალი იმდენად გულმართალი არსებაა, რომ ხანდახან სურვილიც კი გიჩნდებათ, რომ რაღაც მაინც მოგატყუოთ, იმდენად მომაბეზრებელია მისი უსაშველო პირდაპირობა.
იგი ძალზე დამოუკიდებელი არსებაა, არ უყვარს ნათესაური კავშირები და უპირეტესობას განმარტოებით ცხოვრებას ანიჭებს. ეს შესაძლოა, მისი მოგზაურობისა და ხეტიალისადმი გადამეტებული სიყვარულით და სახლში არყოფნის სურვილითაც აიხსნას.
თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, კი არ უბრძანოთ, სთხოვეთ. ბავშვობაშიც კი, დედას მასზე მბრძანებლობის უფლებას არ აძლევდა და თქვენ გინდათ თქვენს ბრძანებებს დაუქვემდებაროთ? ამის იმედი ნუ გექნებათ, მშვილდოსანი თავისუფლებას, ინდივიდუალიზმსა და დამოუკიდებლობას, არავის და არაფრის გულისთვის არ შეელევა.
სულის სიღრმეში იგი მიმნდობი ბავშვია, მისი მსოფლმხედველობა და შეხედულებები იმდენად სუფთაა, რომ აქედან გამომდინარე, ძალზე ხშირად და ადვილად ტყუვდება.
მართალია არც უჭკუოა და არც ლოგიკურად აზროვნება უჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, გონებაზე კი არა გულზე გვაქვს. გული და გონება კი, მოგეხსენებათ სრულიად სახვადასხვა რამაა.
მშვილდოსან ქალს, ნებისმიერი რთული პრობლემის გადაჭრის ძალა შესწევს, თუმცა ამ დროს, მისი გული აბსოლუტურად დაუცველია და ამის გამო ხშირად იტანჯება.
ამას გარდა, თავისი გულწრფელობითა და სიალალით, მშვილდოსანი ქალი ხშირად ყველაზე მეტად, საკუთარ თავს აყენებს ზიანს. ხანდახან შესაძლოა გული დარდით უკვდებოდეს, მაგრამ სხვა ამას ვერასოდეს შეამჩნევს. პირიქით, ასეთ დროს მშვილდოსანი, განსაკუთრებით ბევრს ხუმრობს და მხიარულობს. სამაგიეროდ ღამ-ღამობით ბალიშს ცემლებით დაასველებს. თუმცა ამას ვერავინ დაინახავს და ყველა იფიქრებს, რომ მას არაფერი უჭირს.
მშვილდოსანი ქალები, ისევე როგორც ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლები, ქორწინებისკენ მიდრეკილინი ნაკლებად არიან და მათ ბადეში გასაბმელად, არა ერთი მახის დაგება დაგჭირდებათ.
ჯერ ერთი, იგი არავის გამო არ იტყვის უარს, პროფესიული კარიერის გაგრძელებაზე, სამსახურის სულ მიტოვებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ და აჯობებს ამ საკითხში მისი შეზღუდვა არც სცადოთ.
ზოგჯერ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ იგი ცოტა არ იყოს პირქუშია. მაგარამ ასე არ არის. პირიქით, თქვენი მშვილდოსანი ცოლი ძალზე სენტიმენტალური ნატურაა, იგი მელოდრამებზე იტირებს, საგულდაგულოდ ექნება შენახული ოდესღაც თქვენი მიწერილი სასიყვარულო ბარათები, ნიშნობის დღეს ნაყიდი თაიგულიდან გადარჩენილი, დამჭკნარი ვარდი, იმ სპექტაკლის ბილეთი რომელზეც ერთმანეთი გაიცანით და ა.შ. მისი დიასახლისობის ნიჭს რაც შეეხება, ამ მხრივ საქმე გაცილებით რთულადაა. რეცხვა, დალაგება და სხვა მოსაწყენი, საოჯახო საქმეები მშვილდოსანს გულზე მაინც და მაინც არ ეხატება.
მართალია სახლის სისუფთავესა და კომფორტულად მოწყობაზე, მაინც ზრუნავენ. მაგრამ საშუალება თუ აქვს, სიამოვნებით იყოლიებს სახლში მოსამსახურეს.
მშვილდოსანი ქალი ცუდ ხასიათზე იშვიათადაა. თუ გაანაწყენეთ გესლიანობას დაიწყებს, მაგრამ ბოღმის გულში ჩახვევა არ ახასიათებს და წყენას მალევე ივიწყებს. მელანქოლიური ბუნების მამაკაცები მშვილდოსანს არ შეეფერება, დარდს და პესიმიზმს, მისი დაავადმყოფება შეუძლია.
რაკი მათი სახლი ცირკს უფრო წააგავს, შვილები მშვილდოსან დედას აღმერთებენ. მხიარულება, სიცილი და ოპტიმიზმი ბავშვების აღსაზრდელად მართლაც, რომ საუკეთესო გარემოა. ერთადერთი ნაკლი რაც მშვილდოსანი დედის შვილებს გააჩნიათ, დისციპლინის არქონაა.
მშვილდოსან დიასახლისს ძალიან უყვარს სტუმრების მიღება და გართობა. ამას იგი ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშნის წარმომადგენელ ქალბატონზე უკეთ ახერხებს. მისი გულითადი მასპინძლობისა და კეთილგანწყობის ფონზე.
მამაკაცი მშვილდოსანი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი, ძალზე ძნელად მოსახელთებელი პიროვნებაა ამ სიტყვის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.
დავიწყოთ იქედან, რომ იგი ყოველთვის რაღაც საქმით არის დაკავებული. ვინმეს შველის გაჭირვებაში, ან სადღაც გადაუდებელ მოლაპარაკებაზე ეჩქარება, ხოლო თუ ერთ ადგილას მდგომი მოიხელთეთ, უთუოდ უამრავი ხალხითაა გარემოცული და რაღაც მხიარულ ამბავს ყვება. ამიტომ ან სწრაფი სირბილი უნდა იცოდეთ, ან იდაყვებით მუშაობა, რომ მშვილდოსნამდე როგორმე მიაღწიოთ.
ბედი ხშირად ანებივრებს, იუპიტერის მფარველობაში მყოფ ამ ადამიანებს და მათი ძირითადი ღირსებაც, რომელიც უჩვეულო ოპტიმიზმში მდგომარეობს, სწორედ აქედან იღებს სათავეს. მშვილდოსანს გარს ყოველთვის უამრავი მეგობარი ახვევია, მტერი კი თითქმის არ ჰყავს. მის მხიარულ და ბედნიერ პიროვნებას ცხადია, ესეც განაპირობებს.
აი სიყვარულის პრობლემებს რაც შეეხება, აქ საქმე უფრო რთულადაა. ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ქალები ხშირად მშვილდოსანი მამაკაცის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ვერ გებულობენ და რაიმე უფრო სერიოზული გონიათ.
არადა თავქარიანმა მშვილდოსანმა, შესაძლოა ადვილად შეიყვაროს ვინმე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი კუბოს კარამდე ეყვარება. ხშირად მისი მხრიდან ეს უბრალო გატაცებაა და თუ გატაცების ობიექტმა მას, ჭეშმარიტი ზრახვები ვერ გაუგო და საქმისთვის უფრო სერიოზული მსვლელობის მიცემა სცადა, მშვილდოსანი ან ყოველივეს ხუმრობაში გაატარებს, ან მოულოდნელად და ისე სწრაფად გაქრება, რომ ”სატრფო” თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს.
მაგრამ თუ თქვენ გონიერი ქალიშვილი ხართ, რომელსაც თავი მხოლოდ ლამაზი ვარცხნილობის გასაკეთებლად არ აბია, შეძლებთ ეს მოუხელთებელი არსება თქვენს ბადეში, ძალზე ოსტატურად გააბათ.
ნუ იქნებით ეჭვიანი. ნუ შეზღუდავთ, არასოდეს ჰკითხოთ სად იყო, ნუ დაემუქრებით რომ მიატოვებთ, ნურასოდეს მოუწყობთ ისტერიკებს და საშუალება მიეცით, თავის ნებაზე მოიქცეს ხოლმე. საერთოდაც, ეცადეთ ცხოვრებას მისი თვალებით უყუროთ და მისი თამაშის წესებით იხელმძღვანელოთ. იყავით ისეთი, როგორიც მას უნდა რომ იყოთ. მოძრავი, სპორტული, აქტიური... იარეთ მასთან ერთად ლაშქრობებზე, იყოლიეთ ძაღლი (სასურველია დიდი), იყავით გულუხვი და უშუალო. აგრძნობინეთ რომ თქვენშიც ისევე ცოცხლობს თავისუფლების სული, როგორც მასში. ყოველთვის დაუფიქსირეთ ის, რომ მის გარდა ცხოვრებაში უამრავი სხვა ინტერესიც გაგაჩნიათ. ნუ იქნებით მასზე ზედმეტად დამოკიდებული და ნუ შეზღუდავთ ვალდებულებებით.
თუ მშვილდოსანთან ურთიერთობისას, თამაშის ამგვარი წესებით იხელმძღვანელებთ, თქვენი ერთი შეხედვით, მოუხელთებელი სატრფო, ერთ მშვენიერ დღესაც გამოგიცხადებთ: სწორედ შენისთანა ქალი მჭირდებოდა ცხოვრების თანამგზავრადო.
ამ ეტაპზე, ცოტა კიდევ უნდა შეაგულიანოთ. გადაჭრით უარს ნუ ეტყვით, მაგრამ თქვენი პირობებიც წამოუყენეთ. ცოტა რომ წააეჭვიანოთ, არც ეს იქნება ურიგო, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და მერწმუნეთ, თქვენი ურთიერთობა მალე მენდელსონის მარშით დასრულდება.
გაითვალისწინეთ, რომ მშვილდოსანი ნათესაური კავშირების დიდი მოყვარული და პატივისმცმელი არ გახლავთ, თავისი ნათესავებით თავს არ მოგაბეზრებთ და თქვენც, შესაბამისად ეცადეთ, თქვენიანებით არ შეაწუხოთ.
მისი მეუღლე რომ გახდებით, იგივე პოლიტიკას მიმართეთ, რამაც ქორწინებამდე მიგიყვანათ. საშუალება მიეცით სადაც უნდა იქ იაროს. ნუ გამოკითხავთ სად იყო, თუ ხანდახან გაფიცხდება, გულის მოოხების საშუალება მიეცით. ნუ აჰყვებით ჭორებს და გჯეროდეთ მისი. მამაკაცი მშვილდოსანი, ბუნებით ძალზე აზარტული ნატურაა, ამიტომ მასთან ერთად, ტელევიზორში სპორტული გადაცემების ყურება ხშირად მოგიწევთ. რაიმე ნიჭის დემონსტრირება, თქვენს ქმართან თამამდ შეგიძლით, მას ეს ძალიან მოეწონება. მისი ცოლი რომ გახდებით, წიგნების კითხვას არ შეეშვათ, მშვილდოსანს უინტელექტო ქალები არ უყვარს.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი ხშირად გაგაკრიტიკებთ და ხანდახან არც თუ მთლად ტაქტიანად. გაიხსენეთ, რომ დიპლომატიის არ ქონა, მშვილდოსნების მთავარი ნაკლია.
პატარა ბავშვები მშვილდოსან მამაკაცს თითქმის არ აინტერესებს. სამაგიეროდ რაც უფრო წამოიზრდებიან ისინი, გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს. მისთვის ბიჭები უფრო ახლობლები არიან, მაგრამ გოგონებთან განსაკუთრებული, ნაზი დამოკიდებულება ექნება.
მშვილდოსანი მამა, სიამოვნებით გაერთობა ბავშვებთან ერთად სპორტით და ხშირად მოაწყობს ხოლმე მათთვის მხიარულ პიკნიკებს. მშვილდოსნები საერთოდ ძალზე ლიბერალური მშობლები არიან და შვილებთან სიმკაცრეს, მხოლოდ ტყუილის შემთხვევაში იჩენენ.
მშვილდოსანი არის ცეცხლი ტრანსფორმაციის ზონაში, ანუ ეს ცეცხლი ძირითადად ვლინდება არა ქცევაში, არამედ იდეებში, აზრებში...
განვითარებული მშვილდოსანი არის სულიერი ლიდერი, რელიგიური ლიდერი, რომლის იდეებს და სიტყვებს შეუძლიათ აანთოს ადამიანები და წაიყვანოს ისინი მშვილდოსნის მიერ მითითებულ გზაზე...
მის მიერ ნასროლი ისრების სიზუსტე განსაცვიფრებელია, იმიტომ რომ ეს ისრები არ კლავენ ადამიანების გულებს, არამედ უმორჩილებენ მშვილდოსნურ იდეებს.
მიწის სტიქიის ფონი მშვილდოსანში ვლინდება იმით, რომ მისი იდეები პრაქტიკულ საფუძველს ეყრდნობა, და რეალურად მიმზიდველია.
საკუთარი თავისთვის მშვილდოსანი სრული პრაქტიკოსია, მას აინტერესებს პრაქტიკული და მიწიერი პრობლემები, მაგრამ ხშირად დეტალებს ვერ ამჩნევს(მაგალითად თანამოსაუბრის განწყობას)...
მშვილდოსანს არასოდეს არა აქვს ერთი ვიწრო იდეა... მას ან აქვს ძალიან ბევრი იდეა, ან ერთი, მაგრამ საკმარისად ფართო, რომელიც ერგება ყველაზე მრავალფეროვან სიტუაციებს...
თუ მშვილდოსანმა დაიანახა რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ის შეიცვლის მიდგომას, ან წავა... მაგრამ არცერთ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ტრამვამდე არ მიიყვანს საქმეს.
მისი ოპტიმიზმი და მხიარულება ულევია, და თუ მოხვდება ის გამოუვალ სიტუაციაში, თუ მოხვდება ენერგოვამპირების გარემოცვაში, მაშინ მის ფეხებს და სიჩქარეს ვერ დათვლი...მშვილდოსანი ყველაზე სწრაფი ნიშანია (მე კი 2მაგად ყველაზე სწრაფი როგორც რაჭველი )
მშვილდოსანს არ აქვს მოვალეობის გრძნობა ცალკეული ინდივიდების მიმართ, ის ხომ მთლიან კაცობრიობაზე და მთელ სამყაროზე ფიქრობს. მას აწუხებს გლობალური პრობლემები, მაგალითად პლანეტის წყლის რესურსების დაზოგვა, მაგრამ გაფუჭებულ ონკანს ყურადღებას არ მიაქცევს და მან შეიძლება წლობით იწვეთოს.
მშვილდოსანი უყურადღებოა დეტალებისადმი , ვერ ამჩნევს ნიუანსებს და არ ცნობს მათ. ის ხშირად ზუსტად აფასებს გარშემომყოფებს, მაგრამ თავისი თავის შეფასებაში სულ ცდება. ამიტომ ის ცუდი ფსიქოლოგია, მაგრამ კარგი დემაგოგია. დამაწყნარებელი და გმირობების შთამაგონებელი.
კიდევ მშვილდოსანი შესანიშნავად გრძნობს თავის და სხვების სხეულის მოთხოვნილებებს. "იყავი მარტივი და ხალხი შენსკენ გამოიწევს", "პრობლემა არაა", "სხეულთან ახლოს"- ეს ყველაფერი მასზეა ნათქვამი. მშვილდოსანი გამოუსწორებელი ოპტიმისტია და სჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ იცვლება. რომ ცხოვრება მშვენიერი და განსაცვიფრებელია, რომ წარუმატებლობებზე დარდი არ ღირს. ის თვითონაც ამ პრინციპს ატარებს- არ დარდობს.
მშვილდოსანი გატაცებების ადამიანია. მიდის იქით , სადაც ყველა. მაგრამ თუ მეგობრული თაბუნი კურსა არ შეიცვლის, მშვილდოსანი წინააღმდეგობრივი სულის გამო ახალი გზის, მიზნის და ლურჯი ფრინველის საპოვნელად გაემართება. გათელილი გზები და განაწესის მიხედვით ცხოვრება საიმისო არაა. როცა სიტუაცია გაურკვეველია, მშვილოდოსანი მზადაა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. მაგრამ როგორც კი ყველაფერი გაირკვევა, ის მიდის თითქოს არც არაფერი ყოფილა. მშვილდოსანი ხვდება, რომ მისი მისია შესრულებულია და დანკო თავისი ანთებული გულით მანამ არის საჭირო, სანამ ბნელა და ცივა.
მშვილდოსანი ხშირად ცდება, მაგრამ გულწრფელია თავის ცდომილებაში. ეს გასაგებიცაა - როგორ უნდა დაიცვას ობიექტურობა, როცა სულში ამდენი რამ ხდება! მისი გამონათქვამები არამდგრადია, საუბარი ურთიერთსაწინააღმდეგო, მტკიცებულებები ცვალებადი. მშვილდოსანი ფიქრს რომ ასწრებდეს, სანამ რაიმეს გააკეთებდა, ის ფასდაუდებელი იქნებოდა.! მას უნდა რომ ყველა კარგად იყოს. და შედეგები როგორც წესი მისი მოლოდინის საწინააღმდეგოა.
დავსვათ კითხვა, არიან კი მშვილდოსნები მასხარები, ცანცარები?! კარგად დავუკვირდეთ ამ შეკითხვას, იქნებ სჯობს უფრო ღმად ჩავხედოთ მათ თვალებში?! ისინი მართლაც რომ უზარმაზარი ენერგიის აკუმლიატორები არიან, გასცემენ, გასცემენ ოპტიმიზმს, ენერგიას, სიმხიარულეს, სულს, გულს, მაგრამ ამავ დროს მეოცნებე ბავშვებად რჩებიან, ბავშვებად, რომლებიც მუდამ ვარკსვლავებთან თამშობენ... მისდევენ ჰორიზონტს და ეს დევნა უსასრულობამდე გრძელდება... რა აქვთ მათ ასეთი, რაც ე.წ. შარმად აღიქმება?! იქნებ, უაზროდ გადამეტებული ოპტიმისტობა? ოღონდაც, არასდროს დააბრალოთ მშვილდოსანს, რომ ის ვარდისფერი სათვალით იყურება... ნუ ეცდებით ამ სათვალის მოხსნას მათთვის. ზუსტად ამ ავანტიურიზმით, ვარდისფერი სათვალით და სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულით გხიბლავთ ყველას შეგვიყვარეთ და მიგვიღეთ ისეთნი, როგორნიც ვართ, ნუ ეცდებით ჩვენს შეცვლას, მიგვიღეთ და ისიამოვნეთ იმით, რაც ჩვენ გვაქვს და რასაც მართლა უანგაროდ ვაძლევთ სხვებს
ესეც ბარემ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სამაგიდო წიგნი "გაიცანით მშვილდოსანი"ზოგადი დახასიათებამშვილდოსნების სიმბოლომშვილდოსნის თანავარსკვლავედიმშვილდოსანი-დახასიათებამშვილდოსნის ორი ტიპი-ჰარმონიული და არაჰარმონიული (დაზიანებული)მშვილდოსნის დახასიათება (2)მშვილდოსნის დახასიათება (3)მშვილდოსანი -დახასიათება (4)ცალკეული გრადუსების მნიშნელობახარბი და გულუხვი ზოდიაქოს ნიშნებში-მშვილდოსანისაჩუქრების ჰოროსკოპი-მშვილდოსანიმშვილდოსანი და სტილიროგორ მივხვდეთ გვატყუებს თუ არა მშვილდოსანიმშვილდოსნის სიზმრებიმშვილდოსნების ფერიმშვილდოსანი და მეგობრული ურთიერთობები სხვა ნიშნებთან სხვადასხვა ჰოროსკოპები-რას წერენ მშვილდოსნებზესლავური ჰოროსკოპი-მშვილდოსანი (22-30 ნოემბერი)სლავური ჰოროსკოპი-მშვილდოსანი 1-10 დეკემბერისლავური ჰოროსკოპი-მშვილდოსანი 11-21 დეკემბერიფინური ჰოროსკოპი-მშვილდოსანიინდიელთა ჰოროსკოპის მიხედვით მშვილდოსნების დახასიათებამშვილდოსანი-ეგვიპტური ჰოროსკოპი (23-26 ნოემბერი)მშილდოსანი-ეგვიპტური ჰოროსკოპი (27 ნოემბერი-18 დეკემბერი)მშვილდოსანი- ეგვიპტური ჰოროსკოპი (19-21 დეკემბერი)მშვილდოსანი დაბადებული თხის წელშიღორის წელში დაბადებული მშვილდოსანივირთხის წელში დაბადებული მშვილდოსანიხარის წელში დაბადებული მშვილდოსანივეფხვის წელში დაბადებული მშვილდოსანიკატის (კურდღლის) წელში დაბადებული მშვილდოსანიდრაკონის წელში დაბადებული მშვილდოსანიგველის წელში დაბადებული მშვილდოსანისიყვარული/სექსიმშვილდოსანი და სიყვარულისიყვარულის ჰოროსკოპი მშვილდოსნებისთვისმშვილდოსნის სექსუალურობაეროგენული ზონებიმშვილდოსნის საკურორტო რომანივინ არ უნდა შეიყვაროს მშვილდოსანმაროგორ დავიპყროთ მამაკაცი მშვილდოსანიმშვილდოსნების შეწყობა სხვა ნიშნებთან-იღბლიანი და უიღბლო შეთავსებალესბი ჰოროსკოპიგეი ჰოროსკოპი პლანეტებიმზე მშვილდოსანშიკვირის რომელ დღეს დაიბადა მშვილდოსანი?ორშაბათისამშაბათიოთხშაბათიხუთშაბათიპარასკევიშაბათიკვირადახასიათება დაბადების რიცხვისა და თვის მიხედვით24 ნოემბერიმშვილდოსნების დახასიათება ასცენდენტის მიხედვითასც. ვერძიასც. კუროასც. ტყუპებიასც. კირჩხიბიასც. ლომიასც. ქალწულიასც. სასწორიასც. მორიელიასც. მშვილდოსანიასც. თხის რქაასც. მერწყულიასც. თევზებიმორიელსა და მშვილდოსანს შორის დაბადებულნი-გველისმჭერნი
შეთავსებებიკაცი მშვილდოსნისა და ქალი ვერძის შეთავსებაქალი მშვილდოსნისა და კაცი ლომის შეთავსებაქალი მშვილდოსანი-კაცი ქალწული/ კაცი მშვილდოსანი-ქალი ქალწულიქალი მშვილდოსნისა და კაცი მორიელის/ კაცი მშვილდოსნისა და ქალი მორიელის შეთავსებაქალი მშვილდოსნისა და კაცი მერწყულის შეთავსებადობასიყვარულში წარმატების გასაღებიტიპიური 7 პრობლემა-სიყვარულში მისაღწევი ბედნიერების 7 გასაღებიტიპიური 7 პრობლემა-სიყვარულში მისაღწევი ბედნიერების 7 გასაღები (გაგრძელება)ტიპიური 7 პრობლემა-სიყვარულში მისაღწევი ბედნიერების 7 გასაღები გაგრძელება