Redemption*
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1529
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18
|
#54298212 · 1 Mar 2019, 12:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა არის გენიოსობა? გენიოსი არის გამორჩეულად წარმატებული შემოქმედი. დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანები, ვისაც გენიოსებს ვეძახით, გამოირჩევიან სამი უბრალო რამით. ესაა ნიჭი, შრომისმოყვარეობა (სისტემატიურობა, რეჟიმი) და გარემო. ამ სამის გაერთიანება ძალიან იშვიათად ხდება, სწორედ გენიოსებთან. მესამე, გარემო, მეტნაკლებად ცხადია, მაინცდამაინც გერმანიაში დაიბადა ნოიმანი და აინშტაინი, მიუხედავად იმისა, რომ იგივე გენეტიკის ებრაელები სხვა ქვეყნებშიც იყვნენ. უბრალოდ, გერმანული კულტურა იმ დროს ხელს უწყობდა მსგავს ადამიანებს. ღარიბ პოლონეთში, საქართველოში, ან მით უმეტეს აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში, ფიზიკა-მათემატიკისთვის დიდად არ ცხელოდათ რომ მათი წინსვლა წაეხალისებინათ ან ხელი შეეწყოთ. ადრე, როცა სხვა ქვეყნებზე ინფორმაცია ნაკლები იყო და გადაადგილება ჭირდა, მაკროგარემოს შეცვლა არ იყო შესაძლებელი, დღეს ეს პრობლემა ბევრად უფრო დაძლევადია. ერთიდაიგივე ქალაქში სწორ გარემოში მოხვედრაც უმნიშვნელოვანესია. ცოტა ხნის წინ ვუსმენდი ამერიკის ცოცხალი ეკონომისტებიდან ყველაზე გავლენიანს - თომას სოველს, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ მის ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბავშვობაში მეგობარმა მოახდინა, რომელმაც თავის სკოლაში გადასვლა შესთავაზა. მანამდე ისეთ სკოლაში დადიოდა, სადაც სწავლა ტეხავდა, „ნიგერული“ სიტუაცია იყო. ახალ სკოლაში არ ტეხავდა ბიბლიოთეკაში შესვლა. - იქ რომ არ გადავსულიყავი, დავიკარგებოდიო. ეს გარემოზე. ნიჭზე საუბარი ალბათ ზედმეტია, ისედაც ყველასთვის ნათელია. ჩვენზე შრომისმოყვარეობა და გარემოა დამოკიდებული. ამ ორის შეცვლა შეგვიძლია. ცოტა ნიჭი მაინც თუ გვაქვს და ამ ორს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, შევძლებთ მინიმუმ წარმატებული ადამიანები ვიყოთ, შემოსავალიც გვქონდეს და რამე სასარგებლოც გავაკეთოთ. იდეალურ შემთხვევაში გენიოსიც დაგვარქვან. რა იგულისხმება შრომისმოყვარეობაში, სისტემატიურობასა და რეჟიმში? ესაა რეალურად ყველაზე საკამთო პუნქტი, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ გენიოსობა მხოლოდ ნიჭია. ამ თემის აქცენტი სწორედ შრომისმოყვარეობა მინდა რომ იყოს. ბევრ წარმატებულ ან გენიოს ადამიანზე მომისმენია, რომ დღეში 12 საათს მუშაობ(დნ)ენ, ოღონდ არა ისე, სახელმწიფო სამსახურებში რომ მეოთხედი დღე ყავის სმას ხმარდება, ნახევარი დღე ჭორაობას და 1/10 უსარგებლო საქმეს. არამედ უპირობოდ მუშაობ(დნ)ენ. სამწუხაროდ, კონკრეტული ადამიანების ცხოვრების გრაფიკი არ დამიმახსოვრებია, არამედ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა შემექმნა და ახლა ვაპირებ, რომ აღიარებული გენიოსების ცხოვრების სტილი ამ წარმოდგენასთან შევადარო ხოლმე და დავადგინო, რამდენი აკმაყოფილებს ამ სამ პუნქტს და რამდენი - არა.
სამ მაგალითს მოვიყვან: ბოლო წვეთი, რის შემდეგაც თემას ვხსნი, არის გია ყანჩელთან ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მთელი ცხოვრება, დღეში 8, 10, 12 საათი დაუღალავად მუშაობს და მხოლოდ ამ შრომისმოყვარეობის შედეგია რომ რამეს მიაღწია. შეიძლება ყანჩელი გენიოსად არ მივიჩნიოთ და უბრალოდ კომპოზიტორი ვუწოდოთ, მაგრამ ვიტყოდი, რომ ამდენი ინსტრუმენტის ცოდნა და მათთვის პარტიების დაწერა უკვე არის გენიოსობასთან ახლოს. არამხოლოდ კლასიკური კომპოზიტორები, ცნობილი როკერებიც დღის უმეტეს ნაწილს თავიანთ საქმეს უთმობდნენ. ნიჭზე არ ვჩერდები, ისედაც ცხადია რომ მის გარეშე არ გამოვიდოდა, რადგან ზოგი ადამიანი უბრალოდ ვერ ხვდება, როცა ნოტი „მის“ მაგივრად იღებს „მი ბემოლს“. აინშტაინი, სახელის მოხვეჭამდე, წლობით, დღეში 8 საათი სამსახურში მიდიოდა და შემდეგ რამდენიმე საათს საკუთარ კვლევებს უთმობდა. დღეისათვის საუკეთესო მოჭადრაკეს - მაგნუს კარლსენს დაუსვეს შეკითხვა, დღეში რამდენ ხანს ფიქრობ ჭადრაკზეო? უპასუხა, რომ როცა მძინავს, მაშინაცო. ახლაც, როცა გესაუბრებით, გონებაში ჭადრაკის პარტიებს ვათამაშებო. გასაგებია, რომ “prolific” გენიოსები, რომლებმაც დიდი მოცულობის შრომა დატოვეს, ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ შრომისმოყვარეობისა და სისტემატიურად უამრავი საათი მუშაობის გარეშე. მაგრამ მაინც,
ვინმეზე თუ არსებობს და გაქვთ ზუსტი ცნობები, აქ მოვაგროვოთ მათი სამუშაო ჩვევების შესახებ ინფორმაცია და ვნახოთ, რომელიმე თუ იქნება წესიდან ამოვარდნილი.
--------------------
"I play in a metal band." "Oh cool, what instrument?" "The violin."
|