Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > საკუთრების უფლება ფართზე


Posted by: kolia84 22 May 2020, 20:26
გამარჯობათ. მაქვს ფართი სოლოლაკში, ძველ აშენებულ სახლში. არის საცხოვრებელი ოთახი, ცალკე სამზარეულო. თავის დროზე დეიდაჩემმა (რომელიც ახლო ნათესავი იყო და ჩვენი სამზარეულოთი სარგებლობდა ჩვეულებრივ) გაყიდა იმავე სახლში, ჩემი ბინის გვერდით პატარა ოთახი.

ახალი მფლობელები იყვნენ 4 ნი ძალიან პატარა ოთახში და კეთილი ნებით მივეცით სამზარეულოთი სარგებლობის უფლებაც. (იმის მერე გავიდა დრო, კიდევ იყიდეს გვერდითა ფართი და ახლა ჩემზე მეტი აქვთ კვადრატულობით)

დიდი ხანია ბინაში აღარ ვცხოვრობ და იყო გაქირავებული. (მდგმურიც ამ გვერდითა მეზობლების ახლობელი გამოდგა) ახლა მდგმური წავიდა და რომ მივედი, კუხნა მთლიანად გატენილია მეზობლების ავეჯით, ჭურჭლით, მაცივრით და ა.შ. აქვთ მთლიანად დაკავებული და როგორც უნდა ისე სარგებლობენ.

ეს კუხნა ახალ საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული არც ჩემზე, არც იმათზე, მაგრამ მაქვს პრივატიზაციის საბუთი, სადაც პირდაპირ წერია რო სამზარეულო თავის ზუსტი კვადრატულობით არის ჩემი. სამზარეულოში გაზი და დენიც არის ჩემ სახელზე გაფორმებული და ქვითარი მოდის ჩემზე.

მაქვს ასევე მათ მიერ იმ პატარა ოთახის ყიდვის ხელშეკრულების ასლი, სადაც საერთოდ ნახსენები არაა სამზარეულო და არც ახლა უწერიათ სადმე ოფიციალურ დოკუმენტებში.

მაინტერესებს, მე შემიძლია ამ სამზარეულოს საკუთრებაზე მთლიანად პრეტენზიის ქონა? და საერთოდ მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ?

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

Posted by: Alfred Shnobel 23 May 2020, 10:43
kolia84
დაირეგისტრირე საჯარო რეესტრში. შემდეგ ნებით თუ არ დაცლიან, მიმართე სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე და შემდგომ გამოსახლება. ყველაფერი დამოკიდებულია საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირებაზე.

Posted by: kolia84 23 May 2020, 13:13
Alfred Shnobel

და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას ამხანაგობის კრების ოქმები და ეგეთი რაღაცეები არ ჭირდება? სადაც სამეზობლო თანახმაა, რომ ეს ფართი შენია. და ამ ხალხმა რო თქვას არ ვართ თანახმაო, როგორ მოვიქცე მაგ შემთხვევაში? თუ სხვანაირად კეთდება?

Posted by: Alfred Shnobel 23 May 2020, 23:05
kolia84
თუ პრივატიზების საბუთები გაქვს წესით არ უნდა დაჭირდეს. რა დოკუმენტებიც გაქვს ის წარუდგინე საჯარო რეესტრს და უკეთ დაგაკვალიანებენ. ასე ზეპირად ვერ გეტყვი. თუ ამხანაგობის საკუთრებაა, მაშინ ჭირდება კრება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)