Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ღუდუშაურის კლინიკა


Posted by: iako24 2 Nov 2009, 16:54
მოკლედ ეხლა რა ხდება! 2 კვირის წინ ჩემს პატარა დას გაუსკდა კისტა და სასწრაფოდ წავიყვანეთ ღუდუშაურში, სადაც ვერ დაადგინეს კერძოდ რა ჰქონდა გახეთქილი და გაჭრეს რაიმეს პოვნის იმედით. აღმოჩნდა 12 მილიმეტრიანი კისტა. ღვთის მადლით, ყველაფერმა ნორმალურად ჩაირა, გაჭრეს სიგრძეზე და დაადეს მიჩხლართული ნაკერები, გვითხრეს რომ შრამები დარჩებაო. მაგრამ საქმე ამაში არ არის, საქმე შემდგომ რეაბილიტაციის დღეებშია, როდესაც როგორც პაციენტმა, ისე მისმა თავსმდგომმა ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს.
* პალატის ექიმი იყო ლალი მელია, ცინიკური ქალი, რომელმაც ჰიპოკრატეს ფიცის ნაცვლად ალბათ რაიმე ,,ნაცისტური ფიცი" დადო პაციენტებთან არაკორექტულად მოპყრობისა და გულცივობის შესახებ. პირდაპირ ჩემი პატარა დის თანდასწრებით დაიწყო იმის ლაპარაკი, თუ რა უბედურება სჭირდა ამ ბავშვს და როგორ გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან, თან ეხლა დაითესება ყველაფერი და ვნახოთ საერთოდ რა აღმოაჩნდება ამასო, მოიცა მოვიდეს პასუხი, მერე ნახავო დედაჩემს უთხრა eek.gif ბავშვს დეპრესია დამართა, გამუდმებით ტიროდა, ეს კიდევ უარესებს და უარესებს ლაპარაკობდა, გააფრენინა დედაჩემს.
* გარდა ამისა, დააგვიანეს დრენაჟის ამოღება მუცლიდან, შაბათ-კვირა დაემთხვა ის დღეები და მაგიტომ ჩავუტოვეთ ამდენი ხანიო, თურმე მალევე უნდა ამოეღოთ. ამას კიდევ სტკივა და ითმენს, სხვა რა გზა აქვს.
* ღამეებს დედაჩემი უთენებდა, რომელსაც სკამიც კი არ მიცსეს რომ დამჯდარიყო ღამე, ამ სკამებს ჩვენ ვყიდულობთო ექთნებმა უთხრეს, სახელმწიფო კი არ გვაძლევსო. ბოლოს მოათრიეს რაღაც მიგლეჯილი სკამი.
* ბალიშები არ აქვთ პაციენტებისთვის და ერთმანეთს ართმევენ პალატებიდან.
* ერთი ბეწო პალატაში 3 კაცი იწვა, როცა სხვა პალატები დაკეტილი ჰქონდათ (ჩემი თვალით ვნახე) და დედაჩემმა რომ უთხრა აქ სასუნთქი აღარ არისო, ეხლა გააჩუმე ენა, აქ ღუდუშაურია ის კი არაო, თუ საჭიროა მეოთხესაც დავაწვენთო ერთმა ექიმმა უწივლა, ჩვენ აგვისტოდან ხელფასებს არ გვაძლევენ, ამათ კიდე მოუნდათ მარტო წოლაო.
* მნახველებს ვითომ საშვის გარეშე არ უშვებდნენ, არადა გვიან ღამემდე მნახველები ისხდნენ სხვებთან და ყაყანებდნენ, იყო ერთი რია-რია.
* ბოლოს ისე გამოგვწერეს, რომ ექიმი ლალი მელია არც შემოვიდა თავის პაციენტთან და ტელეფონიც კი არ მოგვცა, თუ რამე მოხდეს დამირეკეთო, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე.
ნუ მოკლედ რა vik.gif

Posted by: MAIN KAMPF 2 Nov 2009, 17:03
[quote]ჩვენ აგვისტოდან ხელფასებს არ გვაძლევენ.
ეგაა მიზეზი, თუმცა გამიკვირდა ეგ სავადმყოფო ასე როგორ გაბანძდა, ცუდია ასეთი მოპყრობა.
ფარა გადაიხადეთ თუ პოლისი გქონდათ
boli.gif

Posted by: iako24 2 Nov 2009, 17:04
პირდაპირ შევიტანეთ თანხა ყოველგვარი პოლისებისა და დაზღვევის გარეშე.

Posted by: MAIN KAMPF 2 Nov 2009, 17:12
QUOTE
პირდაპირ ჩემი პატარა დის თანდასწრებით დაიწყო იმის ლაპარაკი, თუ რა უბედურება სჭირდა ამ ბავშვს და როგორ გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან, თან ეხლა დაითესება ყველაფერი და ვნახოთ საერთოდ რა აღმოაჩნდება ამასო, მოიცა მოვიდეს პასუხი, მერე ნახავო დედაჩემს უთხრა  ბავშვს დეპრესია დამართა

ეს ექიმის დაბალი დონის მაჩვენებელია, ეთიკური ნორმების დარღვევა.
ისე სად იწვა გინეკოლოგიაში თუ ქირურგიაში, ვინ გაუკეთა ოპერაცია

Posted by: iako24 2 Nov 2009, 17:21
გინეკოლოგიაში იწვა და ნოდარ ზალდასტანიშვილმა გააკეთა ოპერაცია. გქონია შეხება მაგ კლინიკასთან?

Posted by: MAIN KAMPF 2 Nov 2009, 18:52
გინეკოლოგებთან არა ზოგი ქირურგი კი ვიცი

Posted by: POXUIST 2 Nov 2009, 20:59
iako24
მხოლოდ შენ და დედაშენი იყავით ? კაცი არ გყავდათ არავინ ?

აუ რას ჩავქოთავდი იქვე მაგ ქალს mad.gif

Posted by: lgogokhia 3 Nov 2009, 02:54
iako24 თქვენი ბრალია.. აქ რო იწერებით მაგას ჯობდა რომ ადმინისტრაციისთვის, ან მას ზემოთ მყოფი ხალხისთვის მოგეთხოვათ ან ექიმი გამოგეცვალათ საერთოდ.. ვინ უნდა დამაძალოს იმ ექიმთან მკურნალობა რომელსაც ვთვლი რომ აშკარად დეგენერატია.. არ მითხრათ ვინ მომისმენდაო, იმიტომ რომ არ დავიჯერებ.. ჯერ ერთი თქვენ უნდა ილაპარაკოთ ისე რომ მოგისმინონ და მერე თუ არ მოგისმინეს უნდა გაასაჩივროთ. ამიტომ იმედია ცუდად არ გამიგებთ მაგრამ მე პირადად არ თანავუგრძნობ არცერთ ექიმისგან განაწყენებულ პაციენტს მსგავს სიტუაციაში.. მე ფულს ვიხდი მომსახურეობაში, ეს იქნება პოლისი თუ ქეში რომელსაც ექიმს ვუტენი ჯიბეში.. თუ არ მივიღე შესაბამისი მომსახურეობა რათქმაუნდა თავზე დავახევ იმ ფულსაც, სკამსაც და თავის დიპლომსაც.. გულწრფელად გელაპარაკები..

Posted by: Cousteau 3 Nov 2009, 03:46
QUOTE
გრამ მე პირადად არ თანავუგრძნობ არცერთ ექიმისგან განაწყენებულ პაციენტს მსგავს სიტუაციაში..


იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილხარ მათ ადგილზე და ემპათიასთანაც არ მეგობრობ მაინცდამაიც : )

QUOTE
თუ არ მივიღე შესაბამისი მომსახურეობა რათქმაუნდა თავზე დავახევ იმ ფულსაც, სკამსაც და თავის დიპლომსაც..


თუ ვინმე ნაცნობი გყავს (სერიოზული) დაახევ yes.gif ნუ ან დაახევ, თუ არავინ არ გყავს ვერაფერს ვერ იზავ 100% გარანტიით გეუბნები მაგას yes.gif მეც ეგრე მეგონა, აქამდე სულ ხალათში და ფორმაში დავდიოდი და 2 კვირის წინ პირველად მოვხვდი საავადმყოფოში ''ფორმის'' გარეშე, ელემენტარულ კითხვებზე არ მპასუხობდნენ, ისე რო...

iako24

ტეხავს yes.gif მაგის მოგვარების ერთი მეთოდია $$$ და მეორე მეთოდია ''ნაცნობობა''

Posted by: Solveig 3 Nov 2009, 04:32
lgogokhia
QUOTE
აქ რო იწერებით მაგას ჯობდა რომ ადმინისტრაციისთვის, ან მას ზემოთ მყოფი ხალხისთვის მოგეთხოვათ ან ექიმი გამოგეცვალათ საერთოდ.. ვინ უნდა დამაძალოს იმ ექიმთან მკურნალობა რომელსაც ვთვლი რომ აშკარად დეგენერატია.. არ მითხრათ ვინ მომისმენდაო, იმიტომ რომ არ დავიჯერებ.. ჯერ ერთი თქვენ უნდა ილაპარაკოთ ისე რომ მოგისმინონ და მერე თუ არ მოგისმინეს უნდა გაასაჩივროთ.

ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ მაგით...მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს შანსი, თუ ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა ცუდი მოპყრობის გამო... ჰოდა, რა თქმა უნდა, კუსტოს პარამეტრებსაც უნდა აკმაყოფილებდე..

მაშინ შეგიძლია, იჩივლო, დაანიშნინო ექსპერტიზა და როდის-როდის, შეისწავლიან ავამდყოფის მდგომარეობას, სამედიცინო დოკუმენტაციას და მერე ან დაისჯება ექიმი, ან არა. ამგრამ ეს მოხდება-ვიმეორებ-თუ ფიზიკური ზიანი მიადგა პაციენტს, მორალური ყველას ფეხებზე ჰკიდია.

ტეხავს მაგრად sad.gif საწყალი ბავშვი...ეტყობა, ზედმეტი ფული უნდოდა მისი პატრონისგან და იმიტომ მოიქცა ეგრე საქონელივით..

vik.gif mad.gif

Posted by: lgogokhia 3 Nov 2009, 05:38
Cousteau
QUOTE
იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილხარ მათ ადგილზე და ემპათიასთანაც არ მეგობრობ მაინცდამაიც : )

ვყოფილვარ როგორც ავადმყოფი, მაგრამ მსგავსი სიტუაციაში არა.. სიმპათიას რაც შეეხბეა, რათქმაუნდა ბავშვს თანავუგრძნობ, რაზეა ლაპარაკი, პირიქით.. მაგრამ მაინც ვერ დამარწმუნებს ვინმე რომ ექიმის გამოცვლა არ შემიძლია.. ვის ვკითხავ მე თუ ვინ მიმკურნალებს.. ყველაზე ცუდ ვარიანტში მაგას ვიზამდი რომ იმ ექიმს გამოვცვლიდი..

Posted by: algulga 3 Nov 2009, 09:34
iako24
ნოდარ ზალდასტანიშვილმა გააკეთა ოპერაცია.


ვაიმე მე მაგასთან მინდა მშობიარობა და მაგრად შემეშინდა ახლა

Posted by: iako24 3 Nov 2009, 10:18
QUOTE (POXUIST @ 2 Nov 2009, 20:59 )
iako24
მხოლოდ შენ და დედაშენი იყავით ? კაცი არ გყავდათ არავინ ?

აუ რას ჩავქოთავდი იქვე მაგ ქალს mad.gif

კაცი კი არა კაცები, მამა და ნათესავები. მაგრამ მაგ სიტუაციაში, როდესაც ბავშვზეა ლაპარაკი და იმის იმედად ხარ რომ ვინმემ რამე სამაგიერო მას არ გადაუხადოს (და დამიჯერე რომ ამის გამკეთებლები ის ქალები იყვნენ), მოითმენ რა....
ტერორს არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა იქ მყოფ პაციენტს უტარებდნენ, ლალი მელია მაგ პალატის ექიმი იყო და რომც მოგვეთხოვა სხვა მის მაგივრად ვერ გაბედავდა შემოსვლას და პაციენტის აყვანას. სამაგიეროდ მერე დააწვინეს ერთი ექიმის ახლობელი იგივე დიაგნოზითა და ოპერაციით რაც ჩემი და იმას თან გადაყვნენ, თავისი წამლებით მკურნალობდნენ, სხვებს წადი იყიდეო აგზავნიდნენ, იმას ქვეშ გაეგნენ რასაც ჰკვია, თან ერთმანეთს ეუბნებოდნენ ეს ხომ იცი იმის ეს არისო.


vik.gif ლალი მელია vik.gif

Posted by: Tak 3 Nov 2009, 11:35
მაგათი დედაც, მომეშალა ნერვები ეხლა ეს რო ვნახე.
მოსაკლავები არიან.

ასე როგორ მიუშვით, ბავშვი ცოდო არ იყო, დავამხობდი თქვენს ადგილას თავზე ყველაფერს და გავაგებინებდი რო ჩემი პრობლემა არაა მაგას ხელფასი როდის მისცეს, მათხოვარი ეგ.

Posted by: Princess 3 Nov 2009, 11:42
უფ ზალდასტანიშვილი. ვითომ ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ჩანდა, რამოდენიმეჯერ გამსინჯა, თან დაურეკეს მიაქციე ყურადღებაო. მაგრამ ბოლო მომენტში, როცა უკვე მშობიარობა მეწყებოდა მიმატოვა და გაქრა. ექთნებმა თუ სანიტრებმა მამშობიარეს, მერე დაუძახეს სხვა ექიმს. გამაყუჩებელი, წამალი, ყურადღება და ადამიანური მოქცევა ღუდუშაურის გინეკოლოგიის განყოფილებისგან ძალიან შორსაა. დებილი ექთნები და პრაქტიკანტეები რამდენიც გინდა..

Posted by: iako24 3 Nov 2009, 13:58
QUOTE (Princess @ 3 Nov 2009, 11:42 )
უფ ზალდასტანიშვილი. ვითომ ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ჩანდა, რამოდენიმეჯერ გამსინჯა, თან დაურეკეს მიაქციე ყურადღებაო. მაგრამ ბოლო მომენტში, როცა უკვე მშობიარობა მეწყებოდა მიმატოვა და გაქრა. ექთნებმა თუ სანიტრებმა მამშობიარეს, მერე დაუძახეს სხვა ექიმს. გამაყუჩებელი, წამალი, ყურადღება და ადამიანური მოქცევა ღუდუშაურის გინეკოლოგიის განყოფილებისგან ძალიან შორსაა. დებილი ექთნები და პრაქტიკანტეები რამდენიც გინდა..

ეხლა რომ გითხრა, ზალდასტანიშვილმა თავისი საქმე გააკეთა და მორჩა მაგით, მაგასთან არ მაქვს პრობლემა.
საქმე პალატის ექიმშია (ლალი მელია), რომელიც არის იქაური ქირურგის, ვინმე სულუხიას ცოლი და ხმას ვერ სცემენ, კაცური ქალია, იმენნა შეგეშინდება ხელით რომ არ შეგეხოს ან ღამე ბალიშით არ გაგგუდოს. ძალიან აგრესიული, ცინიკური და აბსოლიტურად არაა ექიმის ტიპი, კი არ დაგამშვიდებს, გაგაგიჟებს და ფსიქიატრიულში დასაწვენს გაგხდის. ვითომ მუშაობაში რომ ჩაეთვალოს მაგიტომ აწვენენ მაგის პალატაში ავადმყოფებს და სხვა პალატები ცარიელია ან დაკეტილი. ნუ ალბათ ეგეც ქმრის დამსახურებაა.

Posted by: Solveig 3 Nov 2009, 14:20
QUOTE
გამაყუჩებელი, წამალი, ყურადღება და ადამიანური მოქცევა ღუდუშაურის გინეკოლოგიის განყოფილებისგან ძალიან შორსაა.

გავგიჟდი, მოკლედ.

არადა, არიქა, პრეზიდენტის ცოლმა მანდ იმშობიარაო, ესაო, ისაო.....

როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდან კარგად დაიწყეს და მერე დაისხეს თავსლაფი...როგორც საერთოდ, საქართველოში ხდება. mad.gif

QUOTE
ლალი მელია), რომელიც არის იქაური ქირურგის, ვინმე სულუხიას ცოლი და ხმას ვერ სცემენ

აააა..ახლა გასაგებია, რამაც გააყოყოჩა თურმე.
არადა, ქმარზე ბევრისგან გამიგია-კარგი ექიმიაო...

Posted by: Blind_Torture_Kill 3 Nov 2009, 16:04
QUOTE
თან ეხლა დაითესება ყველაფერი და ვნახოთ საერთოდ რა აღმოაჩნდება ამასო,


იმენა ესე თქვა უნდა დავთესოთო ???







Posted by: iako24 3 Nov 2009, 17:17
QUOTE (Blind_Torture_Kill @ 3 Nov 2009, 16:04 )
QUOTE
თან ეხლა დაითესება ყველაფერი და ვნახოთ საერთოდ რა აღმოაჩნდება ამასო,


იმენა ესე თქვა უნდა დავთესოთო ???

კი, ეგრე თქვა და დედაჩემი ჩაამანდრაჟა, ონკოლოგიური სჭირს რამეო ჰკითხა. იმან კიდე არა კაცო, რა ონკოლოგიური, საიდან მოიტანეთო eek.gif სპეციალურად უთხრა, გასამწარებლად თუ რა ვიცი მე რა მიზნით.

Posted by: Blind_Torture_Kill 3 Nov 2009, 23:31
iako24

ამ ერთი წინადადებით აიხსნება მისი მაღალკვალიფიციურობა

Posted by: iako24 4 Nov 2009, 11:15
რა ვქნათ აბა, კვალიფიციურია თუ არა, აჩერებენ სამსახურში და ჩვენ გარდა კიდევ რამდენ პაციენტს გაამწარებს ღმერთმა იცის.


ყველაზე მაგარი ისაა, დედაჩემმა რომ იკითხა ნაკერების ასახსნელად როდის მოვიყვანო ბავშვიო, იმათ უთხრეს სადაც გნებავთ იქ აახსნევინეთ ნაკერები, მაგას ყველგან აკეთებენ, ნებისმიერ პოლიკლინიკაშიო.

წამოსვლის წინ კი ექთანმა ყავა და შაქარი გვთხოვა, ჩვენ არ გვაქვს და ,,გვაჩუქეთო" tongue.gif aba.gif

Posted by: algulga 4 Nov 2009, 12:47
QUOTE
ყველაზე მაგარი ისაა, დედაჩემმა რომ იკითხა ნაკერების ასახსნელად როდის მოვიყვანო ბავშვიო, იმათ უთხრეს სადაც გნებავთ იქ აახსნევინეთ ნაკერები, მაგას ყველგან აკეთებენ, ნებისმიერ პოლიკლინიკაშიო.

წამოსვლის წინ კი ექთანმა ყავა და შაქარი გვთხოვა, ჩვენ არ გვაქვს და ,,გვაჩუქეთო"




wow.gif

გადავირიეეეეეე.
არადა ჩაციკლული მაქვს რომ ღუდუშაურში უნდა გავაჩინო თქო და ვერ წარმომიდგენია სხვაგან გაჩენა.
სერიოზული სამკურნალო ვარ მგონი.
მგონი დრო ვინმემ კარგი ფსიკოლოგი შემირჩიოს. მარა მაინც მანდ მინდა გაჩენა და რა ვქნა?
rolleyes.gif

Posted by: LUKA-BRAZI 4 Nov 2009, 13:12
Blind_Torture_Kill
როგორც ჩანს შენ მომავალში ბევრი საქმე გექნება პროფესიული თვალსაზრისით user.gif

Posted by: Blind_Torture_Kill 4 Nov 2009, 21:25
LUKA-BRAZI

კი
მართალი ხარ

ჯერ იგულაონ ცოტაც

Posted by: GOLLUM 6 Nov 2009, 00:32
iako24
QUOTE
ვინმე სულუხიას ცოლი

რეზო ქვია მის ქმარს და სხვათაშორის იცის თავის საქმე.

QUOTE
ძალიან აგრესიული, ცინიკური

QUOTE
კაცური ქალია, იმენნა შეგეშინდება ხელით რომ არ შეგეხოს ან ღამე ბალიშით არ გაგგუდოს.

ტყუილი.

Blind_Torture_Kill
QUOTE
ამ ერთი წინადადებით აიხსნება მისი მაღალკვალიფიციურობა

ნწ ნწ ნწ აბაა.

Posted by: Patient 2 May 2011, 22:27
QUOTE
გამაყუჩებელი, წამალი, ყურადღება და ადამიანური მოქცევა ღუდუშაურის გინეკოლოგიის განყოფილებისგან ძალიან შორსაა. დებილი ექთნები და პრაქტიკანტეები რამდენიც გინდა..

ძალიან მიკვირს, ოპერაცია მეც იქ გავიკეთე და ძალიან მაგრები არიან, ოპერაცია ლალი მელიამ გამიკეთა , ,აგარი ქალია ძალიან, დღეში 10 შემოდიოდა და ყურადღებას მაქცევდა, ღამით სხვები შემოდიოდნენ. პროფესორი სულუხიაა განყოფილების გამგე და უბრალო ექიმივით, უამბიციოდ და დიდი ყურადღებით ისმენდა ჩემს წუწუნს, არადა არც ისე უპრეტენზიო ვარ rolleyes.gif

Posted by: T-E-0 3 May 2011, 13:22
რა საშინელება მოყვა ამ ამ გოგომ, გავგიჟდი. ღუდუშაურის ექიმების უყურადღებობას და ინერტულობას მეც შევსწრებივარ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ყველაფერი ნაცნობობით ხდება. თუ "ვიღაცის ეს ან ის ხარ", მაშინ შეიძლება ყურადღება მოგაქციონ და თუ უცხო ხარ, ასე ხდება ყველგან. სანდრას იქ კი არა, ყველაზე უკანასკნელი კლინიკა რომ აერჩია სამშობაიროდ, გადაყვებოდნენ თან აბა რა იქნებოდა ....

Posted by: Patient 4 May 2011, 23:56
რატომ აირჩევდა სანდრა ცუდ კლინიკას? აირჩია ის, სადაც პროფესიონალებია. არავინ ნაცნობი არ მყოლია, გადამყვა ყველა. ასე იყო მე სადაც ვიწექი და სამშობიარო რატომ უნდა იყოს ცუდი? ქალბატონ ლალის მიმართ რაგაც პირადული აქვს ალბათ, თორემ მისი ყველა მადლიერია, იმდენჯერ მიმიღო გაწერის შემდეგ, გამიწია კონსულტაცია. და აი, უკვე ორსულად ვარ და მივალ ალბათ ისევ იქ...დიდი დიდი 1 -2 შვილი გავაჩინო და რატომ დავდო თავი რისკის ქვეშ? ავირჩიო სამშობიარო, სადაც ჯაკუზია და ექიმები ცოტა დაბალი დონის ?

Posted by: blblbl 5 May 2011, 00:18
Patient
Patient
QUOTE
ავირჩიო სამშობიარო, სადაც ჯაკუზია და ექიმები ცოტა დაბალი დონის ?

ჩაჩავაში არცერთი ექიმი არ არის დაბალი დონის ! არც სხვა სამშობიაროებშია რაინ ცუდები.არც ამ გოგოს სწირს რომელი ექიმის რამე პირადული,შენ კი გამიზნულად რომ ამის დასარეკლამებლად რდარეგისტრირდი ფაქტია!
QUOTE
თორემ მისი ყველა მადლიერია

შენ ყველა ხარ?გადახედე ერთი ტემს სად ნახე ყველა .

Posted by: Patient 7 May 2011, 17:55
QUOTE
არც ამ გოგოს სწირს რომელი ექიმის რამე პირადული


და შენ რა იცი რომ არ სჭირს რაიმე პირადული? სხვა ექიმების ქება არ არის რეკლამა, და მე რატომღაც ამიტომ დავრეგისტრირდი თურმე...არ ვიყავი დარეგისტრირბული ვკიტხულობდი ხოლმე ფორუმზე რაგაცეებს, ოგონდ სხვა თემებში, ამ ბოლოს დამაინტერესა ჯანმრთელობის საკითხებმა. რომ წავიკითხე ნერვები მომეშალა. რატომ არ შეიძლება მე მომწონდეს ლალი მელია და ვთვლიდე. რომ მაგარი ექიმია.

რაც შეეხება ჩათესვას, ამას პათოჰისტოლოგიური კვლევა ქვია, თუ რაგაც მსგავსი და კარგი ექიმი ცდილობს, მარტივად და პაციენტისათვის გასაგებად ისაუბროს, ამიტომაც იყენებენ იმ ტერმინებს, რაც ხალხშია გავრცელებული.

Posted by: Voila 7 May 2011, 19:06
Patient
QUOTE
სადაც ჯაკუზია და ექიმები ცოტა დაბალი დონის ?

ოჰ biggrin.gif
ღუდუშაურში რომ არც ჯაკუზია და არც ნორმალური პერსონალი? biggrin.gif


Posted by: Patient 8 May 2011, 12:19
QUOTE
ღუდუშაურში რომ არც ჯაკუზია და არც ნორმალური პერსონალი? biggrin.gif



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რას ამბობ, არ გადამრიო, იმიტომაც გადიან იქ დახელოვნების კურსებს არა? იმიტომაც არის სამთავრობო კლინიკა და იმიტომაც მიყავთ დიდი თანამდებობის პაციენტები...თუნდაც, ამ რამდენიმე დღის წინანდელი გაიხსენე, მართალია ორსული არ იყო, მაგრამ უძლიერესი ოპერაცია გაუკეთდა.
მართლა აღარ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, ისედაც ვიცით რომ პერსონალის და აპარატურის მხრივ უკონკურენტოა ღუდუშაური.
და საერთოდ, კარგია თუ გადახედავ უცხოურ ფორუმებს, იქ ლანძღვა-გინება არ მიდის, უბრალოდ თავიანთ ისტორიებს უზიარებენ ერთმანეთს. და თუ რამე კონკტეტული იცი დაწერე და განვიხილოთ, ზოგადად რომ წერ.

Posted by: E_ko 8 May 2011, 15:21
QUOTE
იმიტომაც არის სამთავრობო კლინიკა და იმიტომაც მიყავთ დიდი თანამდებობის პაციენტები...


თანამდეობის პირებს ნამდვილად გადაყვებიან, ეჭვი არ მეპარება. პერსონალი დატკბება და დადნება.
არა მარტო თანამდეობის პირების მიმართ იქნებიან დამტკბარ-დამდნარები, ნებისმიერი ცნობადი პირის მიმართ.


QUOTE
აპარატურის მხრივ უკონკურენტოა ღუდუშაური.


აპარაურა მართლა კარგი აქვთ.

მაგრამ საქმე იმაშია რომ რიგითი პაციენტის მიმართ არ არიან მთლად კარგად განწყობილნი. მედპერსონალმა პაციენტთან ურთიერთობა უნდა იცოდეს.

Posted by: Solveig 8 May 2011, 17:27
Patient
QUOTE
რატომ აირჩევდა სანდრა ცუდ კლინიკას?

საქარტველოში ყველაფერი შერჩევითია smile.gif

ანუ, გააჩნია-ვინ ხარ. თუ პრეზიდენტის, რომელიმე მინისტრის, მმარტველი პარტიის დეპუტატის ცოლი ან რამე ასეთი ხარ, ზედ გადაგყვებიან კი არა, ლამის შენს მაგიერ იმშობიარებენ biggrin.gif

ისე, სანდრას რომ ვახსენებთ-ის ბავშვი მგონი სკოლაში დადის უკვე biggrin.gif და მაგ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.


QUOTE
კარგია თუ გადახედავ უცხოურ ფორუმებს, იქ ლანძღვა-გინება არ მიდის,

ნეტავ ჩვენთან ისე იყოს ყველაფერი სამედიცინო სფეროში, როგორც უცხოეთის ზოგ ქვეყანაშია: ექიმსაც თავისი ადგილი რომ აქვს, პაციენტსაც, დაზღვევასაც....

Posted by: Patient 8 May 2011, 18:30
QUOTE
ნეტავ ჩვენთან ისე იყოს ყველაფერი სამედიცინო სფეროში, როგორც უცხოეთის ზოგ ქვეყანაშია: ექიმსაც თავისი ადგილი რომ აქვს, პაციენტსაც, დაზღვევასაც....


კი, ამაში გეთანხმები, მაგრამ ეს არ არის რომელიმე საავადმყოფოს ბრალი, ეს ცოტა უფრო გლობალური პრობლემაა..


* * *
QUOTE
მაგრამ საქმე იმაშია რომ რიგითი პაციენტის მიმართ არ არიან მთლად კარგად განწყობილნი



QUOTE
ღუდუშაურში რომ არც ჯაკუზია და არც ნორმალური პერსონალი

მე ამ ციტატის საპასუხოდ მოვიტანე ის ფაქტი, რომ ცუდი სპეციალისტები რომ იყვნენ ნამდვილად არ მივიდოდნენ იქ ის ადამიანები, რომელთათვისაც ყველაფერი ხელმისაწვდომია საქართველოში.

რაც შეეხება ყურადღებას და ექიმების დამოკიდებულებას-მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ და აბა რა გითხრათ, ნამდვილად არა ვარ მინისტრის ახლობელი smile.gif

ვიღაც იქნება უკმაყოფილო, ასეა ყველა სფეროში, მაგალითად ბანკში ყველა ერთნაირად გემსახურება, ან სალონში, ან სკოლაში მასწავლებელი? ზოგჯერ ჩვენც ვითხოვთ ხოლმე მეტისმეტს..

* * *
არ ვუწევ ნაღდად რეკლამას, მომწონს და ყველას ვურჩევ რომ იქ მივიდეს, იმიტომ რომ მე კმაყოფილი ვარ, დედაჩემმაც შარშან იქ გაიკეთა ქოლეცისტექტომია, ექიმი რომ დავასახელო დაიწყებთ ისევ მაგიტომ დარეგისტრირდიო და არ ვიტყვი no.gif no.gif smile.gif

Posted by: Voila 10 May 2011, 04:20
Patient
QUOTE
და საერთოდ, კარგია თუ გადახედავ უცხოურ ფორუმებს, იქ ლანძღვა-გინება არ მიდის, უბრალოდ თავიანთ ისტორიებს უზიარებენ ერთმანეთს

შენ თვითონ ლანძღავ ყველა სხვას და ადიდებ ღუდუშაურს biggrin.gif
სულ მკიდია უცხოური ფორუმებიც და ისიც, იქ რას ლაპარაკობენ, ეგენი მაკითხე ეხლა კიდევ იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოვთქვა.

QUOTE
თუ რამე კონკტეტული იცი დაწერე და განვიხილოთ, ზოგადად რომ წერ.

მშობლების კლუბში მეტი რომ წაგეკითხა გოგონების გამოცდილებაზე, ამ კითხვას არ დამისვამდი.
ყველა ახალშობილს სეფსისი როგორ ემართება მაინცდამაინც მაგ კლინიკაში, საოცარია.
მათ შორის ჩემს მეზობელს, დედას დამართეს სეფსისი და ექთნებს კიდევ, ფულს თუ არ ჩაუკუჭავ ჯიბეში, პალატას არ გამოგიხვეტავენ. არ მითხრა რომ ასე არაა, ყურმოკრულს არ გეუბნები არაფერს.
QUOTE
სამთავრობო კლინიკა და იმიტომაც მიყავთ დიდი თანამდებობის პაციენტები.

ერთი სანდრამ მიქარა, და მაგასაც გადაყვებოდნენ, აბა რას იზამდნენ.
ისე, მერაბიშვილის ცოლმა ჩაჩავაში იმშობიარა რომ იცოდე biggrin.gif ეს ისე,თუ მაინცდამაინც მთავრობას დავერევით smile.gif

QUOTE
ბანკში ყველა ერთნაირად გემსახურება, ან სალონში, ან სკოლაში მასწავლებელი?

და მერე ეს კარგია და მისაღებია? არ უნდა აკეთებდეს ყველა თავის საქმეს ისე, როგორც საჭიროა?
მდა...

Posted by: Natuka NGN 10 May 2011, 05:09
Voila
QUOTE
ყველა ახალშობილს სეფსისი როგორ ემართება მაინცდამაინც მაგ კლინიკაში, საოცარია.

მგონი აჭარბებ. არ ვიცი მშობელთან კლუბში არასოდეს შემოვსულვარ, მაგრამ ჩემმა სამმა მეგობრამა იმშობიარა მანდ ყოველგვარი გართულების გარეშე. საინტერესოა ის, რომ ერთ-ერთი თავად 3 სამშობიაროს პედიატრია და ახალშობილებს იღებს და ისიც მანდ წავიდა. საკეისრო გაუკეთეს.
მაგრამ არის ერთი მაგრამ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია - როგორც წესი, მანდ მიჰყავთ რთული მშობიარენის უმეტესობა /ადრე მსგავსი ხდებოდა ჩაჩავაში/, შესაბამისად შემდომი გართულებები და პრობლემები მანდ მეტი იქნება პროცენტულად ვიდრე სხვა სამშობიაროში. თან რაოდეობრივად ყველაზე მეტს იღებენ ამის გამო, როგორც მითხრეს.
მე უშუალოდ არანაირი შეხება არა მქონია საავადმყოფოსთან და სხვას ვერაფერს დავამატებ.

Posted by: Voila 10 May 2011, 11:47
Natuka NGN
QUOTE
მგონი აჭარბებ

ვერ დავიჩემებ, მე ვამბობ იმას, რასაც ვისმენდი უმეტესობისგან. ჩემს ახლობელს ნამდვილად უპრობლემო ორსულობა ჰქონდა მთელი 9 თვე, ექიმის გამო იმშობიარა მანდ. ნამდვილად დააინფიცირეს.
უბრალოდ, იცი რა მაღიზიანებს, კაი იყოს ღუდუშაური სუპერ კლინიკა, ჯობდეს ჩაჩავას, მეც გამიხარდება და ყველას, არც ჩაჩავას პიარშიკი ვარ და არც არანაირი ინტერესი არ მაქვს მაგ კლინიკის მიმართ, რა სისულელეა, მაგრამ რომ ამბობს - ჯაკუზი სადაცაა (და ამ დროს მგონი მარტო ჩაჩავაშია) იქ უფრო დაბალი დონის სპეციალისტები არიანო, მინიმუმ არ იცი ჩაჩავას მეანების დონე.
არც ერთი სამედიცინო დაწესებულება არ გამილანძღავს, ჟორდანიას გარდა. მაგათთან ურთიერთობა საკუთარ ნერვებზე და ჯიბეზე ცუდად ვიწვნიე.
არც ერთი ექიმი არ გამილანძღავს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმა გინეკოლოგმა საპატრიარქოს სამშობიაროში (საკმაოდ პატივსაცემმა ქალბატონმა) ჯანმრთელს სრულიად უმიზეზოდ მასვა ჰორმონალური წამლები, მე იმ ქალის მადლიერ პაციენტებს ვიცნობ უამრავს.
რა მოდაშია ეს სხვების ლანძღვით საკუთარის აფიშირება, თათიასი არ იყოს, ვისაც არ ეზარება თათიას ლანძღავს და მისნაირი შედეგები მართლა მაინტერესებს ბევრს აქვს?...

Posted by: Patient 10 May 2011, 23:02
არავის არ ვლანძღავ კონკრეტულად, ჯაკუზიც ვიღასამ ახსენა და ის დავაციტირე, თუ გინდა გადახედე, მე პირადად არანაირი პრობლემა არა მაქვს არც ჩაჩავასთან, არც მქონია შეხება და არც მექნება სავარაუდოდ, თუმცა ჩემი დაქალი სამუდამოდ ინვალიდი დატოვეს, ეპიზიოტომიის შემდეგ და საკმაოდ ცნობილმა ექიმმა...
რაც შეეხება თათიას, ბევრი შრდეგიც აქვს და ბევრი უშედეგოც მსმენია...
QUOTE
Natuka NGN
აბსოლუტურად გეთანხმები. იგივე მინდოდა მეთქვა, ყველა პათოლოგიური ორსული იქ მიყავთ (ღუდუშაურში) და ამიტომ, არც ის არის გასაკვირი რომ მეტი გართულება იყოს.
ჩაჩავაზე არა მაქვს საუბარი, მაგრამ პატარ-პატარა კერძო კლინიკები მართლა არ იღებენ ფიზიოლოგიური მშობიარეების გარდა არავის.
და იმაში, რომ უცხოეთსში რა ხდება იკითხო, ან უცხოური ლიტერატურა იკითხო , მგონი ცუდი არაფერია და გასაღიზიანებელიც არაფერია.

Posted by: teo-n@ 11 May 2011, 12:15
Patient
რომელ ჯაკუზზეა ლაპარაკი, რომ მშობიარობ მერე ელემენტარული თავის მოწესრიგება რომ გინდა ეგ ხომ ფაქტია.
ღუდუშაურში მთელ კორიდორში ერთი საცოდავი საშხაპე იყო, ისიც წყალი ცხელი არ იყო, ბოთლებით დავრბოდით.
საკეისრო გავიკეთე, საშინელი ნაკერი, მატყუარა ექიმი თამრიკო მაჩიტიძე, ჩემი შვილი მკვდარი იყო და სტაბილურადააო მეუბნებოდა.
საშინელი სიტუაცია პათოლოგიების განყოფილებაში და საერთოდ რაა, არ ღირს ღუდუშაურისკენ გახედვა.
კონვეირის სისტემაა, ყველას ერთნაირად მკურნალობენ შენარჩუნებაზე. ღმერთმა არაფერი არ დაგაჭირვოთ თორემ
მანდ ისეთი მონოპოლიაა რომ სხვა სამშობიაროებში აღარ გიღებენ თუ ნაადრევი მშობიარობა გაქვს.

Posted by: Voila 11 May 2011, 15:15
Patient
QUOTE
და იმაში, რომ უცხოეთსში რა ხდება იკითხო, ან უცხოური ლიტერატურა იკითხო , მგონი ცუდი არაფერია და გასაღიზიანებელიც არაფერია.

მე თვითონ გადავწყვეტ, რა ვიკითხო, რა დავპოსტო და როდის.
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ღუდუშაური ყველას, ვისაც ასე გიყვართ smile.gif შანსი რამდენად დიდია ამის არ ვიცი, მაგრამ მე მაინც გისურვებთ smile.gif
ადიოს smile.gif

Posted by: yvavili 15 25 Nov 2011, 08:24
მე კი პირიქით ვიტყოდი. ზუსტად მაგ განყოფილებაში ამ ერთი თვის წინ გავიკეთე ოპერაცია.ქალბ.ლალი მელიაზე ვიტყოდი რომ არის უაღრესად კარგი სპეციალისტი და ძალზედ ყურადღებიანი ექიმი. გარდა მაგისა სადაც საჭიროა იქ პრეტენზიები არ გამოთქვა და აქ იჭორავო მდაბიობაა. თანაც რაზე გამოთქვავს ეს გოგო უკმაყოფილებას თუ დააკვირდებით,რატომ უთხრა სიმართლე ექიმმა. ანუ ეს ისევ ძველი აზროვნებით ცხოვრობს.ექიმმა დეტალურად მოახსენა ოპერაციის მსვლელობა და მისი შედეგები და თანაც მისი და გადაარჩინეს. ეს კიდე მოდის და რაგაცეებს მიედმოედება.სირცხვილია უბრალოდ.




Posted by: giordalen 26 Nov 2011, 01:22
yvavili 15
გეთანხმები!!!

Posted by: Woman No Cry 5 Dec 2011, 23:07
ძალიან დაბალი დონის მომსახურების კლინიკაა!.. უყურადღებო და უგულო ექიმები, კომუნისტური იდეოლოგიის პრინციპებზე დაფუძნებული!

Posted by: HE-HE 3 Aug 2012, 13:44
Patient
yvavili 15
giordalen

პოსტებზე გეტყობათ საპიაროდ რომ დარეგისტრირდით.

პირადად მე ვიწექი ღუდუშაურში 1 კვირა შენარჩუნებაზე, ნაადრევი დამეწყო და ჩაჩავაში რომ მივედი მირჩიეს ბავშვის პონტში ჯობია ღუდუშაურში წახვიდეო. ჩვენც კი მივხედავთო მაგრამ იქ უფრო მაგარი აპარატურა აქვთო.
დავუჯერე და მთელი კვირა თავბედს ვიწყევლიდი რომ წამოვედი და იქ არ დავრჩი. ჯერ ხო საშინელი ფასები და მერე სრულიად უყურადღებო მომსახურება აქვთ, უჟმური და მაჩხუბარა ექთნები ყავთ და ზოგადად მომუშავე პერსონალი, შეკითხვის დასმა შეგეშინდება. მე ძალიან უკმაყოფილო წამოვედი პირადად. ექიმებზე ვერაფერს ვიტყვი(ჩემი ექიმი ნინო ზიმლიცკი იყო და მომწონდა) და სხვებზე ვერაფერს ვიტყვი. მნახველებს რომ უშვებენ ელემენტარულად სკამი არარის პალატაში რომ დაჯდეს ვინმე და კარებებს სახელურები არ აქვს, დასაბანადაც მთელ სართულზე ერთადერთი საშხაპეა, არც სამზარეულოა რომ რამე გაიმზადო საკვები, ერთადერთი პატარა მაცივარია საერთო და იმასაც ვერ გამოიყენებ. მართალია იმ მომუშავე პერსონალს ხელფასებს არ უხდიან და რასაც უხდიან მიზერულს მაგრამ ეს ხო ჩემი (პაციენტის ) ბრალი არარის არა? მე ხო ვიხდი თანხას რაც მეკუთვნის? რატომ უნდა მიბღვიროს ვიბნმემ და მეჯიჯღინოს ჩემი გასაჭირი არ მეყოფა იქ რომ ვწევარ? მოკლედ რააა. იმედია გვეშველება რამე ოდესმე sad.gif

Posted by: giorgisforumi 24 Feb 2013, 16:44
გთხოვთ დამიწეროთ ღუდუშაურის კლინიკის სამეანო განყოფილების Emailი. ძალიან მჭირდება

Posted by: nina-nina88 24 Feb 2013, 16:47
უჩივლეთ ღირსი იქნება უნდა ჩაგეწერათ ტელეფონში ეგ საუბრები, ასევე ის რომ ელემენტალური პირობები არ იყო და ეჩივლათ, ან საბჭოშI გაუსაჩივრეთ

Posted by: taktakuna 26 Feb 2013, 17:04
ღუდუშაურის კლინიკაზე ქებას რომ ვისმენ, ვგიჟდები, სადმე სხვაგან ვარ ნამყოფი და ნამშობიარები, თუ რა ხდება...
საშIნელი ანტისანიტარია, უზრდელი და უხეში ექთნები და უმრავლესობა ექიმების, ცხელ წყალზე ზედმეტია ლაპარაკი, ცივიც კი საკმაოდ ხშირად წყდებოდა. გათბობა იყო დღისით გამორთული, შარშან თებერვალი ვისაც ახსოვს რა ამინდები იყო, მაგ პერიოდში ვიმშობიარე და პლიტები გვენთო სახლიდან მოტანილი. არანაირი ყურადღება თუ არ დაემუქრებოდი, დედას არ აგინებდი და საცემრეად არ გაიწევდი. კინაღამ მომკლეს, სანამ არ შეეშIნდათ ინფექციონისტი არ მაღირსეს. ზიმლიცკი იყო პალატის ექიმი, უტაქტო, ძველი ბიჭივით ელაპარაკებოდა დედას, გადარია ქალი, არც მაქცევდნენ ყურადღებას და ვერ დავდიოდი და ვდგებოდი და ბავშვი ეგრევე მომიყვანეს, ჩვენო ვერ მივხედავთო, სანამ არ გაუარესდა ჩემი მდგომარეობა თავმდგომის საშვი არ დაუშვეს, რომ დედას მაინც მოეხედა. ქალმა ორი კვირა გაატარა და სკამსაც არ აძლევდნენ, ჩემს საწოლზე იჯდა და ისე ისვენებდა ღამე.
მანამდე 27 კვირის ვიწექი თერაპიულში და იქაც იგივე მდგომარეობა, აბაზანაშI შუქი არ იყო, ნათურა არ გვაღირსეს, კინაღამ ავილეწე სისტემიანად მივდიოდი ტუალეტში და იმ სიბნელეში კარებს ღიას ვტოვებდი რომ არ წავქცეულიყავი. არც იქ იყო არანაირი პირობა, მაგრამ ექიმი მყავდა კარგი მაღლაკელიძე მერაბი.
ინტენსიურში ვიყავი ორი მორიგეობის ექიმი შემხვდა და ორივე კარგები იყვნენ, ექთნებიც. უბრალოდ ერთს ექიმმა უთხრა კათეტერი არ უნდა, აწუხებს და დისკომფორტს უქმნისო და არ მომხსნა, ეზარებოდათ სუდნოს მოტანა და ამ ექიმმა მეორე დღეს რომ ნახა, ეჩხუბა მაგრად.
მიმღებშიც ვიყავი ორსულობის გამო ოთხჯერ, შეტევები მეწყებოდა და მთელი ზურგი და გულ-მკერდის არე მტკიოდა და დიაგნოზი ვერ დამისვეს ვერც ერთხელ, მკითხაობდნენ და დღესაც არ ვიცი რის გამო მქონდა აუტანელი ტკივილები.

Posted by: პროფაზა 14 Mar 2013, 20:06
შეგიძლიათ საკონტაქტო ნომერი მომცეთ?


-----------------------------------------------------------

Posted by: georgian1961 14 Mar 2016, 02:33
რა მდგომარეობაა ახალ ღუდუშაურის სამშობიაროში რახდება იცით ვინმემ ?

Posted by: Solveig 14 Mar 2016, 03:10
georgian1961
მშობლების კლუბში არის სამშობიაროების თემა და იქ იკითხე, უფრო კვალიფიციურად გიპასუხებენ.

Posted by: ayeti 23 Jul 2016, 19:24
თუ გიყვართ თქვენი ოჯახის წევრები,ახლობლები,მეგობრები და ვინმეს დაჭირდა საავადმყოფოში დაწვენა უბრალოდ იცოდეთ :მხოლოდ მტერი წაიყვანეთ ღუდუშაურის კლინიკაში.ახლობელს ნუ მიიყვანთ!!!

Posted by: darkvision 5 Oct 2016, 19:46
მეზიზღება ეგ კლინიკა! დასანგრევია, დასახურია, გასაუქმებლია, აურაცხელი შენიშვნა და პრეტენზია მაქვს, ანტისანიტარიის ბუდეა, რა ზეწრები, ობობის ქსელები, არანაერი ვინტილაცია პალატებში, საწოლს რომლზეც ვიწექი ტორმუზი ქონდა მოშლილი, ახალნაკისრალი წვალებით წამოვდექი და რომ დავჯექი ლოგინი გაგორდა, კინაღავ ძირს დავეცი. წყალი არათუ ცხელი ცივიც არ მოდიოდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ფანჯარა არ იღებოდა, რომელ ტელევიორზე და კონდიციონერზეა საუბარი და პალატა ღირდა ასოთმოცი ლარი, ჩარჩენილები არიან წინა საუკუნეში, ყურადღებას თუ არ მოითხოვ არ მოგაქცევენ. მადლობა ღმერთს მშვიობით გმოვაღწიეთ

Posted by: blblbl 5 Oct 2016, 20:38
darkvision
სამშობიაროების თემაში დაპოსტე ეს რა

Posted by: aninatania 1 Dec 2016, 22:14
მინდა გამოვეხმაურო იმათ ვინც ღუდუშაურის საავადმყოფოს აძაგებს. კომფორტი და ფუფუნება არ აქვთ ნამდვილად მეც გამოვცადე.იქ მხოლოდ პროფესიონალი ექიმებისთვის დავდივართ.იქ სადაც თბილი წყალი და ტელევიზორია სხვა ყველაფერი მოსაწონია? მე გინეკოლოგიური საკითხზე ვამახვილებ ყურადღებას. ნამდვილად არ არის ექიმი ლალი მელია ასეთი ადამიანი და მით უმეტეს ექიმი ისეთი როგორსაც აქ გვიწერენ. ძალიან ხუმარა და კარგი სპეციალისტია, ადამიანურ მოპყრობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ან როგორ შეიძლება ასეთი იყოს უძლიერესი ქირურგის რეზო სულუხიას მეუღლე.რაღაც გეშლებათ ან არ ვიცი..... ძალიან მომწონს ექიმი ლალი მელიას მიმართვა ჩერჩეტო....ეს მომფერება მგონია და არა სხვა რამე....18 წლის გავთხოვდი და სამი შვილი მყავს..მეოთხის გაჩენას ვაპირებ ..სერიოზული ვენების პრობლემა მაქვს და მათი იმედი მაქვს..თვალდახუჭული ვენდობი რეზოს და ლალის...

Posted by: khatunia 2 Dec 2016, 10:54
მეც დავწერ ჩემს გამოცდილებას მელიას პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. პირველი ფეხმძიმობა შემიწყდა ადრეულ ვადაზე. მივედი მელიასთან. ამაღებინა მილიონი ანალიზი, მერე დაგვინიშნა მეც და მეუღლესაც დაახლოებით 1000 ლარის წამლები (10 წლის წინანდელ ამბავს ვყვები, როცა 1000 ლარი საკმაოდ დიდი თანხა იყო). გავიჭყიპეთ წამლებით, პროცედურებით(მანდ გვიკეთეს რა თქმა უნდა) და ნემსებით მეც და მეუღლეც. დავხარჯეთ უამრავი თანხა და ნერვები. მერე მივხვდით რომ მარტო მასზე ნდობა არ შეიძლებოდა. მივედით სხვა ექიმთან, რომელიც ხსვათაშორის მანდვე მუშაობს ახლა, ადრე სხვაგან იყო. პირველი რაც გვითხრა გადაყარეთ ეს წამლებიო, იმუნიტეტი და ორგანიზმი დაინგრიეთო ორივემო, ნერვებზე არაფერი რო არ ვთქვაო.
ავიყვანე ის ექიმი, ორივე ბავშვზე ფეხმძიმობის პატრონაჟს ის აკეთებდა, მყავს ორი ჯანმრთელი შვილი, ისე რომ ფეხმძიმობისას ერთი აბი არ დაუნიშნია ფოლიუმის მჟავის გარდა. ვიმშობიარე ორივეზე ღუდუშაურში, რადგან ის ექიმი უკვე მანდ მუშაობდა. ახლა მგონი განყოფილების გამგეცაა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)