JustADudeპირველ რიგში გეტყვი, რომ სანუკვარ ოცნებაზე უარი არ უნდა თქვა!
ძალიან იშვიათია, რომ პროფესიის არჩევის ასაკში ადამიანს ასე გამოკვეთილად სურდეს, რომელიმე პროფესიის დაუფლება,
უმეტესობა, მშობლების ან მოდის გავლენით ირჩევს ფაკულტეტებს...
ამიტომ, შენი ასეთი სწრაფვა ნამდვილად დასაფასებელია!
ახლა, დანარჩენს რაც შეეხება,
ყველა რომ იძახის, არ ნიშნავს, რომ ასეა...
მე მგონია, რომ ჯერ აქ უნდა მიიღო განათლება, საბაკალავრო მაინც...
მითუმეტეს, რომ აქ კარგი სკოლაა მაგ სფეროში...
ამასობაში უცხო ენის ცოდნის სრულყოფაც უნდა მოასწრო,
ამასობაში სხვა დანარჩენიც გაირკვევა
როცა ასეთი მონდომებულია ადამიანი და ასე ზუსტად იცის რა უნდა, ის ყველაფერს შეძლება და მიაღწევს!
წარმატებები შენ!