Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > რა შეიძლება მოვამზადოთ


Posted by: siml11 8 Jun 2019, 06:44
მოკლედ პიტნის ჩაი შემიყვარდა არანრმალურად, რაც სიგარეტი გადავაგდე მაგის მერე ვსვავ ძალიან ბევრს და კარგად მოქმედებს, მეხმარება სიგარეტის დაკიდებაში და მოკლედ მაგრად მივეჩვიე, მაგრამ ძალიან დამღლელია სულ ჩაის დუღება და მერე სმა, მითუმეტეს ამ სიცხეში და რამე საკვების პონტში რომ მომზადდეს პიტნისგან ეგეთი არაფერი კერძი არ არსებობს? აი დავუშვათ როგორც ფხალი კეთდება რამე ეგეთ პონტში არაფერი მზადდება?
* * *
მარტო ამ ვარიანტს გადავაწყდი იუთუბზე, დავტესტავ აბა რა გამოვა. ეს ხახვები და ნივრები როა შემადგენლობაში ეგ ტეხავს პროსტა spy.gif



Posted by: <<Innamorata>> 8 Jun 2019, 10:11
რიავიცი ძაანაც ნუ მიეატანები პიტნას: ))

ძაან დამშვიდება იცის...



ისე კი შეგიძლია ნადუღში აურიო და ჭამო..
ან მაწვნის კერძი მოამზადო ბევრი პიტნით.

მე მზესუმზირასთან ერთად მიყვარს..

გარჩეული უნდა ჩაყარო პიტნის ჩაიში და ისე მიირთვა.

Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 15:54
QUOTE (<<Innamorata>> @ 8 Jun 2019, 10:11 )
ძაანაც ნუ მიეატანები პიტნას: ))

up.gif

გულზე ცუდად იმოქმედებს და თირკმელებზეც yes.gif

ისე რაღაც ლიმონათისმაგვარიც კეთდება პიტნისგან, ერთხელ მაქვს გასინჯული, მშვენიერია სიცხეში.

Posted by: <<Innamorata>> 8 Jun 2019, 18:07
ლუდოვიკო
ყველაზე მეტად პოტენციაზე მოქმედებს: ))

ლიმონათები კი, მე სულ სახლსი ვაკეთებ პიტნით ლაიმით დალიმონით..ზოგჯერ ცოტა ჯინჯერს ვუმატებ ან ცოტა დარიჩინს ან კენკრას..

Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 18:22
QUOTE (<<Innamorata>> @ 8 Jun 2019, 18:07 )
ყველაზე მეტად პოტენციაზე მოქმედებს

არ არის გამორიცხული.
დასამშვიდებლად და ძილისმომგვრელად კარგია ხანდახან yes.gif

გადასარევია სახლში თუ აკეთებ ხოლმე სასმელებს, კოლას და მსგავს შარლატანობებს არ უნდა გაეკარო ადამიანი up.gif

Posted by: max-14 11 Jun 2019, 21:20
QUOTE
რა შეიძლება მოვამზადოთ, პიტნისგან

პიტნის არაყიც შეიძლება,პიტნას დაასხით და გააჩერეთ გარკვეული დრო,ცუდი არაა smile.gif))

Posted by: pigpig 11 Jun 2019, 22:20
ბიჭზე არ ვარგა, ჰორმონალურ ბალანსს ურევს.

მოჰიტოა გემრიელი ის, და ნადუღი პიტნით.

https://www.youtube.com/watch?v=Dio-bbiy5tk

Posted by: lilu777 12 Jun 2019, 15:21
<<Innamorata>>

მეც ვაკეთებ. პიტნა ლიმონი ლაიმი ცოტა ფორთოხალი და ჯინჯერი კარგად ჩააციე ზაფხულში და ეგ არის smile.gif იმუნიტეტისთვის არის მისწრება

Posted by: <<Innamorata>> 13 Jun 2019, 16:07
lilu777
რეჰანი დაგიმატებია?? ძაან უხდება და ძაან ცოტა პილპილი.smile.gif

ფორთოხალს და გრეიფრუტს ცალკე ვაკეთებ რომელიმე კენკრასთან ერთად ...






Posted by: lilu777 14 Jun 2019, 06:37
<<Innamorata>>

პილპილს ვცდი საინტერესოა და რეჰანი აქ არაა sad.gif თუ ვიშოვე გავამრავალფეროვნებ smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 14 Jun 2019, 19:45
lilu777
ბაზილიკით შეცვალეsmile.gif
ტარხუნაც შეგიძლია..


პილპილზე მითხარი მოგეწონება თუ არა,ოღონდ ბევრი არ მოგივივიდეს.smile.gif

Posted by: vasovaso92 14 Jun 2019, 22:37
ლიმონათსაც აკეთებენ ლიმონით და პიტნით ოღონდ მე არ გამიკეთებია და მაინტერესებს კაი გამოდის?

Posted by: ალბატროსი 15 Jun 2019, 21:32
siml11
პიტნის სოუსის მომზადება ბევრნაირად შეიძლება.აუცილებელი არ არის ნიორი და ხახვი ჰქონდეს.ძალიან უხდება ცხვრის ხორცს.ასევე მაწვინს სოუსიც გადასარევია. კერძოდ რისი მომზადებისთვის გინდა?მაწვნის წვნიანი შეგიძლია მოამზადო,ყველის წვნიანი.ირივეს ძალიან უხდება.სალათებშიც შეგიძლია ,ძალიან უხდება კიტრის და ისპანახის სალათას.კიტრის და პომიდვრის სალათსაც უხდება,ფეტა ყველით და ბოლოკით. ასევე დრესინგები შეგიძლია გააკეთო .ყველა შემთხვევაში დაიმახსოვრე მარტო ფოთლები უნდა გამოიყენო.მე მახსოვს ბავშობაში ქორფა თუ იყო ,გეროსაც აყოლებდნენ.არ არის სწორი,მარტო ფოთლები გამოიყენე.ლიმონათიც ასწორებს ,განააკუთრებით ზაფხულში smile.gif

Posted by: NikeNik 15 Jun 2019, 21:55
QUOTE
ნადუღი პიტნით.



ვაფანატებ


yes.gif

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 22:05
კაცებს გეხებათ: პიტნა პიტნის ჩაი და ეგეთი რამე არ სვათ სისტემატურად... უარყოფითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანრთელობაზე

ქალებისთვის პირიქით სასარგებლოა.

შინაარსი ის არის რო პიტნა შეიცავს ქალურ ჰორმონებს შესაბამისად სისტემატური მოხმარება კაცისთვის მავნებელია , ქალისთვის პირიქით

Posted by: miracle_of_love 15 Jun 2019, 23:56
გადაზელილი ყველი ანუ გებჟალია smile.gif

Posted by: ალბატროსი 16 Jun 2019, 01:44
lilu777

Purple basil ჰქვია.ჩემთან არის.ესეეგი შენთანაც იქნება. მწვანესაც იგივე გემო აქვს ზუსტად,ფერშია მარტო განსხვავება.

Posted by: And.san 5 Aug 2019, 21:13
უკუჩვენებები არ გააჩნია.. პიტნის და ატმის კომპოტი ძალიანაც არომატულია თან სეზონური

Posted by: FDA 14 Sep 2019, 23:17
siml11
მე ვიცი რომ კარგია მარა ეს ამბობს არ ვარგაო
mint in various forms has some pretty negative effects on the body from anti reproductive effects to liver damage
https://www.youtube.com/watch?v=no22Ktqwq8U

Posted by: max-14 15 Sep 2019, 15:26
QUOTE
კაცებს გეხებათ: პიტნა პიტნის ჩაი და ეგეთი რამე არ სვათ სისტემატურად... უარყოფითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანრთელობაზე

საშიში მცენარე ყოფილაsmile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)