forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (71) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფრანც კაფკა, და მისი სამყარო
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11803
წევრი No.: 23274
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2008, 22:59  #8220159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
მოდერნისტული პროზის გიგანტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ავტორი, ადამიანი, რომლის შემოქმედებაც წითელ ზოლად გასდევდა მთელს მეოცე საუკუნეს _ ფრანც კაფკა .

გენიალური ტრილოგია:

'პროცესი'(1925)_ http://lib.ru/KAFKA/process.txt

'კოშკი' (1926) _ http://lib.ru/KAFKA/zamok.txt

'ამერიკა' (1927)_http://lib.ru/KAFKA/amerika.txt

(სამწუხაროდ, 'კოშკი' წაკითხული არ მაქვს)

დანარჩენი იხილეთ იმავე ლიბ.რუ-ზე:

http://lib.ru/KAFKA/

ალბათ ბევრს გაუგია ვლადიმირ ნაბოკოვის ცნობილი ლექცია კაფკას 'მეტამორფოზებზე':

http://victorian.fortunecity.com/vermeer/2...tamorphosis.htm

კაფკას გაცნობა სწორედ 'მეტამორფოზებით' დავიწყე .

This post has been edited by მოდუსი on 20 Jan 2008, 23:11


--------------------
http://ediscourse.wordpress.com/

UPDATED!!!
the_lizard_king
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31290
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 20 Jan 2008, 23:03  #8220211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
მოდუსი
აქამდე არ იყო ეს თემა? spy.gif

"პროცესი" მაქვს წაკითხული და კიდევ მოთხრობები

უკვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია


მაქვს და გათხოვებ თუ გინდა, უძლიერესია, ოღონდ ქართულად მაქვს


--------------------
Flowerz In My Brain

მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11803
წევრი No.: 23274
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2008, 23:11  #8220307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
the_lizard_king
QUOTE
"პროცესი"

წაკითხული მაქვს. 'კოშკი' არ მაქვს წაკითხული.


მოკლედ, ამ თემაში გამოვთქვათ ჩვენი აზრი ბატონ ფრანცზე.

This post has been edited by მოდუსი on 20 Jan 2008, 23:12
esmevari
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 66
წევრი No.: 49516
რეგისტრ.: 18-December 07

გამოგზავნილია: 20 Jan 2008, 23:21  #8220439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაფკაზე საუბრისას ალბათ არ ვიქნებით სამართლიანები თუ არ აღვნიშნავთ იმ გენიალურ ქართველის დამსახურებას , ვინც კაფკა პირველად გააცნო ქართულ საზოგადოებას ქართულ ენაზე, ვგულისხმობ ზურაბ კაკაბაძეს . მე როგორც მახსოვს პირველად ქართულად სწორედ მან თარგმნა კაფკა


--------------------
"When I recognize a brother in my neighbour, I am only then man."
makartkela
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1194
წევრი No.: 25545
რეგისტრ.: 12-November 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2008, 23:24  #8220476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · aim · yim
მოთხრობები მაქვს წაკითხული... love.gif
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11803
წევრი No.: 23274
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2008, 23:29  #8220537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
ერთ რამეს აუცილებლად დააკვირდებოდით: კაფკა არსად არ საუბრობს რეალობის ავტორისეულ, ფსევდო-ობიექტურ ხედვაზე. აბსულუტურად ყველა შემთხვევაში იგი იყურება პერსონაჟის თვალებით. ამიტომ, ისტორია ხდება დაუჯერებელი. ალბათ ასევე დაუჯერებელი იქნებოდა, ჩვენ რომ ანტიკური ეპოქის ადამიანის სულში ჩავსახლებულიყავით და მისი წარმოდგენებით გვევლო . მოდერნული ხანა თავისი გაურკვევლობით, ლაბირინთებით და გარდაქმნებით კაფკას სამყაროს სარკეა.
esmevari
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 66
წევრი No.: 49516
რეგისტრ.: 18-December 07

გამოგზავნილია: 20 Jan 2008, 23:36  #8220634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაფკას ნაწარმოებებს მიაწერენ რომ მასში კრიზისია ნაჩვენები მაგრამ არ ჩანსო გამოსავალი , შეიძლება ითქვას ეს მართლაც ასეა და ეს ჩემი აზრით ცუდია რადგან მე-20 საუკუნის ადამიანს შეშინებაღა უნდა. თუმცა ისეც თავისებური მეთოდი იყო კაფკას მხრიდან ადამიანების გამოფხიზლებისა
Tikooooo
French Girl


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1394
წევრი No.: 44841
რეგისტრ.: 25-October 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2008, 12:48  #8250230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვგიჟდებიიიი smile.gif

"პროცესი", "მეტამორფოზა" ძალიან მაგარი ნაწარმოებებია !!!

ზოგისთვის ეგ მიუღებელია...

მე კი მომწონს კაფკასეული სამყარო და ...


--------------------
"If you are lucky enough to have lived in Paris as a young man, then wherever you go for the rest of your life, it stays with you, for Paris is a moveable feast"
nakash
ოლიუნიდიზ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7132
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05

გამოგზავნილია: 23 Jan 2008, 18:22  #8254999      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (esmevari @ 20 Jan 2008, 22:36 )
კაფკას  ნაწარმოებებს  მიაწერენ რომ მასში  კრიზისია ნაჩვენები მაგრამ არ ჩანსო გამოსავალი , შეიძლება ითქვას ეს მართლაც ასეა  და ეს  ჩემი აზრით ცუდია რადგან მე-20 საუკუნის ადამიანს  შეშინებაღა უნდა. თუმცა ისეც თავისებური მეთოდი იყო კაფკას მხრიდან ადამიანების გამოფხიზლებისა

არადა მაქს ბროდის მოგონებით როდესაც კაფკა მეგობრებს თავის ნაწარმოებს უკითხავდა ხანდახან ჩერდებოდა რადგანაც სიცილისაგან კითხვის გაგრძელების თავი აღარ ჰქონდაო ....
ცოტა სხვა მიდგომა უნდა კაფკას იმჰო... ძაან ასე ბნელი და "გოწიკური" სულისკვეთებით არასწორად მიმაჩნია მისი განხილვა... კაფკა გაცილებით დიდია საამისოდ

This post has been edited by nakash on 23 Jan 2008, 18:23


--------------------
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო! © ვაჟა ფშაველა
Mina
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2479
წევრი No.: 24958
რეგისტრ.: 28-October 06

გამოგზავნილია: 23 Jan 2008, 19:01  #8255473      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წაკითხული მაქვს "კოშკი", "პროცესი" და "დღიურები 1910-1912"..


up.gif

This post has been edited by Mina on 23 Jan 2008, 19:02
esmevari
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 66
წევრი No.: 49516
რეგისტრ.: 18-December 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2008, 19:17  #8255579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (nakash )

ცოტა სხვა მიდგომა უნდა კაფკას იმჰო... ძაან ასე ბნელი და "გოწიკური" სულისკვეთებით არასწორად მიმაჩნია მისი განხილვა... კაფკა გაცილებით დიდია საამისოდ

მეგობარო, ის რომ რომ კაფკა მართლაც დიდია უდავოა და ამის საწინააღმდეგო არავის უთქვამს. მე უბრალოდ ვთქვი ის, რომ თუ ადამიანს აჩვენებ რომ მისი გარეგნულად თითქოსდა არაფრით გამორჩეული ცხოვრებისა და პიროვნების მიღმა რაღაც საზარელი პრობლემები იმალება (მაგალითად : გრეგორ ზამზა- ჩვეულებრივი კაცი და უცბად საშინელი ხოჭო) ამ პრობლემიდან გამოსვლის გზაც უნდა აჩვენო და თუ არ აჩვენებ ეს ცუდია , რადგან ადამიანს აბნევს და აშინებს მეთქი. იმედია გასაგებია. რაც შეეხება შენს ინფორმაციას კაფკას სიცილზე ესმევარს ეს კარგად მოეხსენება ( და არამარტო ეს ). ასე რომ ასეთი გამონათქვამებით - ,, ბნელი" , "გოწიკური" სულისკვეთებით და ა.შ. , სხვისი აზრების შეფასებისაგან, გთხოვ თავი შეიკავე ხოლმე .
შევთანხმდით?

This post has been edited by esmevari on 23 Jan 2008, 19:31
nakash
ოლიუნიდიზ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7132
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05

გამოგზავნილია: 24 Jan 2008, 03:02  #8261573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
esmevari

ესმევარს რა მოეხსენება არ ვიცი და გულახდილად რომ გითხრა არც ვაპირებ მაგ თემაზე სერიოზულად ფიქრს. საერთოდ მგონი სჯობს რომ კაფკაზე ვისაუბროთ და ვიდრე ფორუმში ურთიერთობის წესებსა და სპეციფიკას გავითავისებთ საკუთარი ეგოს კონტროლი ვცადოთ, იმიტომ რომ ფორუმის არსი სწორედაც სხვის მიერ გამოთქმული აზრების შეფასებასა და მათში დასმულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში მდგომარეობს იმჰო.. მეტი არაფერი
მე რაც ვთქვი არავის მიმართ არ იყო კონკრეტულად მიმართული და მითუმეტეს ესშენხართან...
უბრალოდ კაფკას ტრაქტირება ხშირად საკმაოდ ცალმხრივად და ტრაფარეტულად ხდება.. ჰოდა მისი პიროვნების ეს მომენტი რომ აღმოვაჩინე მისი უახლოესი მეგობრის მემუარებში ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე და უფრო მეტი სიახლოვე ვიგრძენი მის ნაწარმოებებთან და გმირებთან, რადგანაც თუ ამ მომენტებს გავითვალისწინებთ და მის სიკვდილისწინა თხოვნას (რომელიც ალბათ ასევე კარგად მოეხსენება ჩემს პატივცემულ ოპონენტს) ალბათ მივალთ იმ დასკვნამდე რომ ფრანტიშეკ კაფკა თავისი ნაწერებით არავის "გამოფხიზლებას" არ აპირებდა... თუმცა ეს დებულებაც რა თქმა უნდა სადავოა და აი ამ თემაზე თუ გნებავთ ვიკამათოთ smile.gif

რაც შეეხება გამოსავლის ჩვენებას...
იხილეთ ვლადიმერ მაიაკოვსკი
"ჩტო ტაკოე ხოროშო ი ჩტო ტაკოე პლოხო"
აი მაქ წერია ყველაფერი

აბა ჰე შალომ 2kiss.gif

This post has been edited by nakash on 24 Jan 2008, 03:21
საბუნია
Down Is The New Up


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 24 Jan 2008, 12:16  #8263555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · yim · msn
უნიჭოა! gigi.gif


--------------------
Hello I am Simon, the smart one!
nakash
ოლიუნიდიზ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7132
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05

გამოგზავნილია: 24 Jan 2008, 12:23  #8263633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (საბუნია @ 24 Jan 2008, 11:16 )
უნიჭოა! gigi.gif

ხო ხო გრერჩიხაა ნიჭიერი და პადოშა და დელფინა © პოლიტიკის განყოფილების ზონდერკომანდა

biggrin.gif 2kiss.gif

აღარ წახვედი კაცო ამერიკაში?
საბუნია
Down Is The New Up


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 24 Jan 2008, 12:25  #8263667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · yim · msn
nakash

OFFTOPIC:
biggrin.gif ჰო, ეგენი არიან ნიჭიერები biggrin.gif

5 თებერვალს მივფრინავ smile.gif



ერთი ჩემი ძველი ტოპიკი უნდა ვიპოვო "კაფკამოძულეთა" კლუბი biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (71) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0248 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]