აცკეტების უძველესმა მიწამ სამყაროს ყველაზე პატარა ძაღლი_
ჩიხუახუა (ესპ. Chihuahua) აჩუქა. მას სახელი მექსიკის იმ შტატის საპატივცემულოდ უწოდეს, სადაც ის 1850 წელს აღმოაჩინეს.
წარმოშობის ისტორია:ჯიშის წარმოშობის ისტორია საკმაოდ ბუნდოვანია და ძირითადად თეურიებსა და ვარაუდებზეა დაფუძვნებული. ადგილობრივ ფოლკლორთან ერთად არქეოლოგების მიერ მოპოვებული მასალებიც მოწმობენ, რომ ამ ჯიშის წინაპრები მექსიკის ტერიტორიაზე კოლუბამდეც ბინადრობდნენ. აქედან გამომდინარე ჩიხუახუა უძველესია ამერიკულ ჯიშთა შორის.
ყველაზე საოცარია ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ჩიხუახუა შორეული კოსმოსიდან გამოაგზავნეს და მის თავის ქალაში დაგროვებული დადებითი ენერგია პატრონს ღია ყიფლიბანდის საშუალებით გადაეცემა.
მეორე ეგზოტიკური ვერსიით ჩიხუახუას წინაპრები ველურად ცხოვრობდნენ ტყეში და პატარა მაიმუნების მსგავსად ხეებზე დაძვრებოდნენ. სწორედ ამის გამო აქვთ ამ ძაღლებს ასეთი განვითარებული თათები.
ყველაზე პოპულარული და რეალური ვერსია ჯიშის წარმოშობას ინდიელების ტომ ტოლტეკებს, აცკეტებსა და მაიას უკავშირებს. მაიას კულტურის გამოჩენამდე ჯიშის შესახებ ძალიან მცირე რამაა ცნობილი, მაგრამ დადგენილია, რომ IX ს.-ში თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე არსებობდა ძაღლის ჯიში_ტე-ჩი-ჩი. ისინი გრძელბეწვიანები, მცირე ზომისანი და მუნჯები იყვნენ. ტოლტეკების მიერ დახატული ამ ძაღლების გამოსახულებები აღმოაჩინეს ფრანცისკანული მონასტრის ქვებზე (მონასტრის მშენებლობისთვის ძველი პირამიდის ქვების გამოიყენეს). სურათებზე ჩანს პატარა ძაღლი, რომელშიც ადვილად შეიცნობთ თანამედროვე ჩიხუახუას. სხვა წყაროების მიხედვით ტე-ჩი-ჩი კონკისტადორების მიერ ამერიკაში ჩაყვანილ ჩინურ უბეწვო ძაღლებს შეაჯვარეს და ასე შეიცმნა ჩიხუახუა.
როგორც ცნობილია,ტოლტეკები აცკეტებს ემორჩილებოდნენ და მალე პატარა ძაღლი მდიდარი ადამიანების თილისმა გახდა. როცა პატრონი კვდებოდა ძაღლს მასთან ერთად მარხავდნენ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ პატრონის ცოდვები მასზე გადავიდოდა და ამით ადამიანს ღმერთების რისხვა ასცდებოდა. გარდა ამისა, ჩიხუახუა პატრონის სულის მეგზური უნდა გამხდარიყო საიქიოში და უსაფრთხოდ მიეყვანა მარადიულ სამყოფელამდე.
აცკეტების ცივილიზაციამ 500 წელი იარსება. XVI ს.-ში კი ამერიკაში ესპანელები ჩავიდნენ. ამ დროიდან ინფორმაცია ჩიხუახუაზე პრაქტიკულად აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ ჩანაწერები, რომლის თანახმადაც ეს ნამცეცა ძაღლები გადაშენების პირას აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ მათი საკვებად გამოყენება დაიწყეს. არსებობს ჩანაწერები, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა კუბაში ნახა პატარა ძაღლები. უკვე XVIII ს.-ის ბოლოს რამდენიმე ჩიხუახუა აღმოაჩინეს გლეხებთან, რომლებიც აცკეტების უკანასკნელი იმპერატორის-მონტესუმას სასახლის ახლოს ცხოვრობდნენ.
ევროპაში ჯიში პოპულარული ცნობილი მომღერლის-ადელინა პატის წყალობით გახდა: 1890 წელს მექსიკის პრეზიდენტმა მას ყვავილების უზარმაზარი თაიგული აჩუქა, რომელშიც ჩიხუახუა იყო ჩამალული.
ტემპერამენტი:ჩიხუახუას საკმაოდ მყარი ფსიქიკა აქვს და მინიატურული ძაღლებისათვის ჩვეული ისტერიულობა მათ არ ახასიათებთ. მიიჩნევა, რომ გრძელბეწვიანი ჩიხუახუა უფრო დამყოლი ხასიათით გამოირჩევა, მოკლებეწვიანი კი_უფრო აქტიური და ტემპერამენტიანია.
ნამდვილიჩიხუახუა ანტიკურ ღმერთებს არა მხოლოდ სილამაზით, არამედ სიამაყითაც ჰგავს. ის სულაც არ მიიჩნევს, რომ ჩვენზე პატარაა და ყველას და ყველაფერს ზემოდან უყურებს.
ჩიხუახუას თავდავიწყებით უყვარს პატრონი. ეჭვიანობს არა მარტო სხვა ძაღლებზე, არამედ ადამიანებზეც. სიამოვნებისგან დნება, როცა გრძნობს, რომ მას ანიჭებენ უპირატესობას. იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს ჩიხუახუას შეუძლია იყეფოს საცოდავი ხმით, თავს დაესხას თქვენი ყურადღები ობიექტს და ა.შ. თუ შედეგს ვერ მიაღწია განაწყენებული მოძებნის განმარტოებულ კუთხეს და იქ დაგელოდებათ მწუხარე სახით, სანამ არ მიაკითხავთ და ისიც მაშინვე ყველაფერს გაპატიებთ.
არიან ძალიან ცნობისმოყვარეები, ძალიან დაკვირვებულები. თქვენი ტანსაცმლის მიხედვით ადვილად ხვდებიან სასეირნოდ მიდიხართ, საყიდლებზე თუ სტუმრად. ისინი თითქოს თქვენს აზრებს კითხულობენ. შეუცდომლად ხვდებიან როდის არის სასურველი მისი გამოჩენა და როდის_არა. სწრაფად პოულობენ პატრონის სუსტ მხარეებს და ამ აღმოჩენით მოხერხებულად სარგებლობენ.
სამართლიანი კრიტიკა პატრონისაგან არასდროს წყინთ, მაგრამ საშინლად ნაწყენდებიან, როცა მხოლოდ იმისთვის სჯით, რომ თქვენ ხართ ცუდ ხასიათზე. ის მოძებნის თავშესაფარს და იქ იჯდება მთელი დღე. ვთქვენი ვერანაირი მცდელობა გული მოულბოთ შედეგს ვერ გამოიღებს, სანამ ამაყი ჩიხუახუა თავად არ გადაწყვეტს, რომ გაპატიოთ.
საინტორესოა დაკვირვება იმაზე, თუ როგორ თამაშობენ ჩიხუახუები. მათ შეუძლიათ შეუსვენებლად ირბინონ თუნდაც მთელი დღე, გააკეთონ დაუჯერებელი ტრიუკები და თან სრულიად ჩუმად. არიან ამტენები. არ აშინებთ არც ყინვა და არც სიცხე, თუმცა მზეზე დიდხანს ყოფნა მათთვის არასასურველია.
არიან კარგი გუშაგები_უცხოს შემოსვლას აუცილებლად გამოცნობთ ხმამაღალი ყეფით. ის ყოველთვის მეგობრულია ყველა იმ ცხოველთან, რომელიც საფრთხეს არ უქმნის. არიან ძალიან სუფთები, პრაქტიკულად არ აქვთ სუნი, შეგიძლიათ მიაჩვიოთ ტუალეტს სახლშიც.
გარეგნობა:არსებობს ჩიხუახუას ორი სახესხვაობა: გლუვბეწვიანი და მოკლებეწვიანი. ბლუვბეწვიანს "სამეფო მინიატურას" ეძახიან, გრძელბეწვიანებს კი_"მზის ძაღლებს".
სიმაღლე მინდაოში: 15-25 სმ; წონა_1,5-3 კგ.
აქვს კვადრატული ფორმატი, თუმცა ძუებში დასაშვებია ოდნავ გაწელილი ფორმატიც. თავს აქვს დამახასიათებელი, ვეშლის ფორმა. დრუნჩი მოკლეა, ცხვირისკენ ზომიერად შევიზროვებული. აქვს დიდი, მრგვალი, მუქი ფერის თვალები და აცქვეტილი ყურები. კუდი გრჩელია, ნამგალივით მოხრილი.
ბეწვის შეფერილობაში დასაშვებია ნებისმიერი ფერი და ელფერი. ყველაზე იშვიათია ცისფერი, ვეფხვისებრი და შოკოლადისფერი შეფერილობა.
ჯანმრთელობის პრობლემები:უკანა კიდურების სახსრების პრობლემები. ხშირია მოტეხილობა, ყბის ამოვარდნა, რევმატიზმი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, მხედველობისა და კბილებისა და ღრძილების პრობლემები.
ჯიშის თავისებურებაა ის, რომ ლეკვები ხშირად იბადებიან ღია ყიფლიბანდით, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ბოლომდე არ იხურება.
ცოცხლობენ საშუალოდ 13-15 წელი.
ძალიან მაგარი ტიპები არიან, დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი..
ხომ არ იცით დაახლოებით რა ღირს ლეკვი?
This post has been edited by MITIATO on 23 Mar 2012, 15:22