Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > პოს-ტერმინალები


Posted by: დისკუსია 7 Apr 2008, 23:09
გამარჯობათ
ერთ ერთ მაღაზიას უნდა რო POS ტერმინალები დაიდგას
თან უნდა რო მაქსიმალურად ყველა ბანკის ბარათებს მოემსახუროს
სანამ ბანკებს ჩამოივლის,მანამდე დეტალების დაზუსტება გვინდა
ეს პოსები უნდა ვიყიდოთ?
რა პროცედურები უნდა გავიაროთ?
რამე პროცენტს ჩამოგვაკლებს?
რამდენიმე ბანკის ბარათების მხარდაჭერა რო გვქონდეს ყველა მხარდაჭერილ ბანკში ანგარიში უნდა გვქონდეს?
გთხოვთ მიპასუხოთ ამ კითხვებზე ვინც იცით
მადლობა ყველას

Posted by: Camel 7 Apr 2008, 23:14
დისკუსია


QUOTE
თან უნდა რო მაქსიმალურად ყველა ბანკის ბარათებს მოემსახუროს


შესაძლებელია.


QUOTE
ეს პოსები უნდა ვიყიდოთ?


არ არის აუცილებელი.

QUOTE
რა პროცედურები უნდა გავიაროთ?


უნდა მიმართო შენთვის სასურველ ბანკს.


QUOTE
რამე პროცენტს ჩამოგვაკლებს?


ჩამოგაკლებს გადახდილი თანხის 1,5% დან 2,5% (უხეშად)

QUOTE
რამდენიმე ბანკის ბარათების მხარდაჭერა რო გვქონდეს ყველა მხარდაჭერილ ბანკში ანგარიში უნდა გვქონდეს?


არანაირად. შენ როდესაც დააყენებ პოს-ტერმინალს, ბანკი თვითონ გასწორდება სხვა ბანკებთან და შენ გაგისწორდება შენს ანგარიშზე.


Posted by: Mr-President 7 Apr 2008, 23:16
დისკუსია

http://tbc.ge/ge/corporate/deposit_and_payment_solutions/merchant_solutions/

Posted by: დისკუსია 7 Apr 2008, 23:21
რა კაი ხალხი ყოფილხართ
რა მალე მიპასუხეთ
გაიხარეთ

ტიბისის 2.5% აქ
და სხვებს როგორ აქვთ?
ტბსის პირობები გავიგე და სხვებისაც ანალოგიურია თუ რამე განსხვავებულია?

ბანკებთან ამ საკითხზე მისვლისას რამე არის ისეთი დეტალი რაც უნდა გავითვალისწინოთ?

ეს ტბსის პოსი მიიღებს საქართველოს ბანკის(ან ნებისმიერი სხვა ბანკისას) ბარათს?
რო ყველა ბანკის პოსის დადგმა არ მოგვიწიოს და ერთმა ბანკის პოსმა მიიღოს სხვა დანარჩენების ბარათები

Posted by: Mr-President 7 Apr 2008, 23:25
დისკუსია
QUOTE
ეს ტბსის პოსი მიიღებს საქართველოს ბანკის(ან ნებისმიერი სხვა ბანკისას) ბარათს?


yes.gif

ნებისმიერი POS იღებს ნებისმიერი ბანკის ბარათს, თუ სპეც. შეზღუდვა არ არის.

ერთ პოს-ს დადგავ და ყველა ბარათი გატარდება.

Posted by: დისკუსია 7 Apr 2008, 23:31
Mr-President
კიდე უფრო კაი კაცი ხარ

მაგალითად თუ ტბისის პოსს ავიღებ,ის ხო მომაჭრის 2.5% თუ თავის ბარათით მოხდება ტრანზაქცია
მარა თუ ტბისის პოსზე კლიენტი საქ.ბანკის ბარათით გადაიხდის ცალკე ტბს 2.5% მომაკლებს და ცალკე საქ.ბანკი?

ეს პროცენტები გაყიდული პროდუქტის ღირებულებას აკლდება ხო?

Posted by: Camel 7 Apr 2008, 23:37
QUOTE
ეს პროცენტები გაყიდული პროდუქტის ღირებულებას აკლდება ხო?



კი ან უკვე ჩამოკლებული დაგერიცხება ანგარიშზე , ან ორიგინალი განაღდება ჩაგერიცხება და საკომისიო ცალკე მოგეჭრება გააჩნია ბანკს.

Posted by: დისკუსია 7 Apr 2008, 23:45
Camel
მადლობთ პასუხისთვის

და თუ ბარათით იყიდის კლიენტი მაშინაც დაგვჭირდება სალაროს ქვითრის ამორტყმა ხო?



და ეს ჯორჯიან ქარდი რამდენ პროცენტს ითხოვს?
აი საიტზეც რო დავამატოთ პლასტიკურით ყიდვა?
რამე სკრიპტი აქვთ თავიანთი,რომელიც საიტზე უნდა დავაყენოთ?
თუ რა ხდება?
http://www.gc.com.ge/

Posted by: Mr-President 7 Apr 2008, 23:48
დისკუსია
QUOTE
მარა თუ ტბისის პოსზე კლიენტი საქ.ბანკის ბარათით გადაიხდის ცალკე ტბს 2.5% მომაკლებს და ცალკე საქ.ბანკი?


%-ს გაკლებს მომსახურე ბანკი, ანუ TBC ამ შემთხვევაში! yes.gif

საქართველოს ბანკი რა შუაშია. biggrin.gif

QUOTE
ეს პროცენტები გაყიდული პროდუქტის ღირებულებას აკლდება ხო?


2.5% რომ იყოს და ვიღაცამ 100 ლარის საქონელი იყიდოს, შენ ჩაგერიცხება ანგარიშზე 97.50 ლარი. POS-დან ამოსული ჩეკები უნდა შეინახო ხოლმე და თან ხელი მოაწერო შენც და კლიენტმაც.


მერე ჩარიცხული თანხა უნდა გაანაღდო, ამას ცალკე საკომისიო აქვს, თუმცა შეთანხმება შეიძლება მიაღწიო უფრო დაბალ ტარიფზე.

Posted by: Camel 7 Apr 2008, 23:50
QUOTE
და თუ ბარათით იყიდის კლიენტი მაშინაც დაგვჭირდება სალაროს ქვითრის ამორტყმა ხო?



რამდენადაც მახსოვს ერთი პოსის ჩეკი ყოფნის.

Posted by: დისკუსია 8 Apr 2008, 00:06
Mr-President
ვა,განაღდებასაც საკომისიო აქვს?
რამდენი % ხო არ იცით სავარაუდოდ?

მაშინ პროდუქტს ფასი უნდა მოუმატო რო ეს %-ები დაფარო
მე არაფერში მჭირდება პოსი და ესეთი გადახდის სისტემა
უბრალოდ,კლიენტმა რო მოითხოვოს და არ იყოს ეს უკვე არასერიოზულია

Posted by: Mr-President 8 Apr 2008, 00:11
დისკუსია
QUOTE
ვა,განაღდებასაც საკომისიო აქვს? რამდენი % ხო არ იცით სავარაუდოდ?


0.2%

100 ლარზე 20 თეთრი.

Posted by: Gamge 8 Apr 2008, 09:05
QUOTE
მაშინ პროდუქტს ფასი უნდა მოუმატო რო ეს %-ები დაფარო მე არაფერში მჭირდება პოსი და ესეთი გადახდის სისტემა უბრალოდ,კლიენტმა რო მოითხოვოს და არ იყოს ეს უკვე არასერიოზულია

შენ თუ გინდა მოუმატე თუ გინდა დააკელი , ბანკს მაგასთან შეხება არ აქვს, მაგრამ დამიჯერე კლიენტს რომ ეტყვი თუ ნაღდზე გადაიხდი 100 ლარია და თუ პოსით 102.3 ლარიო, ეგ უფრო არასერიოზული იქნება, მაგას ჯობია საერთოდ არ დადგა... საქართველოს ბანკში სტანდარტული როგორც მახსოვს 2%-ია. და თუ არ გამოიტან და მაგ ფულს გადარიცხავ, მაგალითად საგადასახადოში, კომუნალურებზე და ა.შ. მაშინ უფრო ნაკლები საკომისიო გექნება, თუ ვისაც ურიცხავ, იმასაც საქართველოს ბანკში აქვს ანგარიში, მაშინ საერთოდ არაფერს ჩამოგაჭრის პოს-ის მომსახურების გარდა.
POS-ი პრინციპში მომგებიანი არ არის, მაგრამ ცოტა სოლიდურ მაღაზიაში უნდა გედოს. თორემ კაცს რომ ფული არ აქვს ჯიბეზე და ბარათით იხდის, წავა და სხვაგან იყიდის სადაც პოსი აქვთ და შენთან აღარც შემოვა. ერთი სიტყვით პრესტიჟის ამბავია..

Posted by: Camel 8 Apr 2008, 10:27
QUOTE
შენ თუ გინდა მოუმატე თუ გინდა დააკელი , ბანკს მაგასთან შეხება არ აქვს, მაგრამ დამიჯერე კლიენტს რომ ეტყვი თუ ნაღდზე გადაიხდი 100 ლარია და თუ პოსით 102.3 ლარიო



ამის შესახებ ხელშეკრულებაში წერია . მოეხსნება პოს-ტერმინალი.

QUOTE
POS-ი პრინციპში მომგებიანი არ არის, მაგრამ ცოტა სოლიდურ მაღაზიაში უნდა გედოს. თორემ კაცს რომ ფული არ აქვს ჯიბეზე და ბარათით იხდის, წავა და სხვაგან იყიდის სადაც პოსი აქვთ და შენთან აღარც შემოვა. ერთი სიტყვით პრესტიჟის ამბავია..


არა მარტო პრესტიჟის ამბავია. ეს საქართველოშია "პაჩკა-პაჩკები" , რომ უყვართ, თორემ გამართულად მუშაობდეს რა ჯობია? მაღაზიისთვისაც მოქნილია , პირდაპირ ბანკში უჯდება ანგარიშზე და უფრო ადვილია აწარმოოს ბუღალტერია (თუ შავს არ მისდევს)
მოკლედ კაი რამეა და მალე ძალიან დაიხვეწება და გაიზრდება ეგ ბიზნესი.

Posted by: NeoZ 8 Apr 2008, 13:33
დისკუსია

ქართუ ბანკის პოს ტერმინალები ამუშავებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას გამოშვებულ ვიზა, მასტერკარდ, ამექს და დაინერს კლაბ ბარათებს.

Posted by: Gamge 8 Apr 2008, 14:33
Camel
QUOTE
არა მარტო პრესტიჟის ამბავია. ეს საქართველოშია "პაჩკა-პაჩკები" , რომ უყვართ, თორემ გამართულად მუშაობდეს რა ჯობია? მაღაზიისთვისაც მოქნილია , პირდაპირ ბანკში უჯდება ანგარიშზე და უფრო ადვილია აწარმოოს ბუღალტერია (თუ შავს არ მისდევს)

მოქნილი კი არის, მაგრამ ხარჯიანია smile.gif თან აქ ძირითადად ნაღდზე ყიდულობს ხალხი ყვლაფერს და შესაბამისად განაღდების საკომისოც აწვება.

Posted by: Juventa 12 Apr 2008, 16:56
დისკუსია
შენ იმდენ კითხვას სვამ ეჭვი გამიჩნდა მისტიურები ფორუმზეც ხო არ შემოუშვეს smile.gif 2kiss.gif lol.gif

Posted by: Vario 6 Dec 2010, 16:29
და ისეტი ტერმინალი რომელიც ბარათის გასმის გარეშე მუშაობს, რომელ ბანკ აქვს, ხომ არ იცით ვინმემ? ანუ Offline CC Proccessing რასაც ჰქვია...

Posted by: Milkman 19 Feb 2014, 00:13
საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალი რამდენ პროცენტს აკლებს?

Posted by: aivenho 19 Feb 2014, 09:48
QUOTE
საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალი რამდენ პროცენტს აკლებს?

მყიდველს 0%

Posted by: K1CK3R 2 Jul 2016, 10:34
ყველაზე კარგი შემოთავაზება რომელ ბანკს აქვს ?

ტურისტული ბიზნესის თემაში

Posted by: assassin23 12 Dec 2017, 01:01
აუ რა დროინდელი თემა უნდა წამოვწიო smile.gif
> თემა ეგეთია გამრკვიეთ ხალხო რატო იღებს ზოგი მაღაზია ბარათით გადახდას და ზოგმა შემცა სტავკებს მიწესებენ ხან 3 ზე ნაკლები არაო ხან 5 ზე ნაკლებიო კაროჩე ვეღარ გავუგე ჩვეულებრივი ბარათია სახელფასო ??

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)