» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მექანიკურად ვაკეთებ ყველაფერს
ვიცინი, ვმოძრაობ, ვსაუბრობ.
მერე უცებ გამახსენდები და თითქოს გულზე ვიღაცა ორივე ხელს ისე ძლიერად მიჭერს, სუნთქვა მეკვრება.
ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ მთელს სხეულში.
ძაან მენანები.
ბანალური სიტყვებია მარა ძაან მართალი
ვერ აფასებ სათანადოდ და ვერ ხვდები მეორე ადამიანის მნიშვნელობას შენს ცხოვრებაში, ვიდრე ის შენს გვერდშია.
არ ვიცი როდის შემიმსუბუქდება ეს ტკივილი
დავიწყებით არასოდეს დამავიწყდება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველაფერი ასე იყო მაშინაც,
ეს ხიდი ზუსტად ამ ადგილას ქანაობდა,
აქვე იყო ავტობუსის გაჩერება,
თითქოს მაშინაც აქ იჯდა ეს კაცი, ამ გაჩერებაზე
და ელოდებოდა,
ავტობუსმა კი მაშინაც დაიგვიანა.
მაშინაც ასე იდგნენ მთები
და რა თქმა უნდა, იგივე მიმართულებით მიდიოდა მდინარე,
მაშინ,
როცა ჩვენ დავკარგეთ მეგობარი,
როცა მან ისე გადადგა ნაბიჯი სხვა ბილიკისკენ,
რომ უკან აღარც მოუხედავს,
ჩვენ კი ვიდექით უხმოდ,
ახალგაჩენილ გამყოფს ვაკვირდებოდით,
ვითვლიდით საკუთარ ცრემლებს,
რადგან სწორედ მაშინ წამოვიზარდეთ და მივხვდით,
კიდევ ბევრჯერ მოგვიწევდა ტირილი
და თვალებში დაგროვილი წყალი
სხვა დროისთვისაც უნდა შეგვენახა.
მაშინაც ასეთი იყო ეს გზა,
როცა ჰორიზონტამდე მზერით მივაცილეთ
ჩვენგან წასული მეგობარი,
მერე კი მხრები ავიჩეჩეთ და შემოვტრიალდით.
ჩვენი მიმართულება სხვა იყო.
არადა, მზეც ასე ანათებდა მაშინ,
ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ღრუბლებიდან,
მაშინ, როცა მეგობარი დავკარგეთ.
მას შემდეგ მავნე ჩვევა აგვეკვიატა _
ყოველთვის, როცა სადღესასწაულო მაგიდას ვუსხედვართ,
ხელებს ვითვლით,
ერთმანეთის ხელებს,
კიდევ ვინმე ხომ არ მოგვაკლდა.
ვითვლით ჩუმად, თავჩაღუნულები _
უხერხულია, არავინ შეამჩნიოს.
და ხანდახან,
როცა ბედნიერებებს შორის დუმილი ისადგურებს,
ჩვენ კარგად ვიცით,
რომ ეს დუმილი დარდია,
დარდი დაკარგულ მეგობარზე.