და აი ისევ პირდაპირ ეთერშია ასტრო-ექსპრომტები და დღეს ჩვენი განხილვის თემა იქნება სინასტრიული შეთავსებები ჩვეი საყვარელი III პრეზიდენტის და მისი ქალების მაგალითზე.
მაშ ასე, "მიშას ქალებად" შერჩეულია 3 პერსონა, რომლებთანაც მიშას ჰქონდა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ურთიერთობა და ყველა მათგანისგან გააჩინა შვილი. ესენი არიან:
1. სანდრა რულოვსი - 23.12.1968
2. ლიზა იასკო - 17.10.1990
3. სოფო ნიჟარაძე - 06.02.1985
ინფორმაციის წყარო ისევ ვიკიპედია, ზოდაქალური სისტემა ისევ სიდერიული (ინდური).
ვინაიდან არც სანდრას, არც ლიზას და არც სოფოს დაბადების ზუსტი დრო არ ვიცი, ანალიზი იქნება დაფუძნებული მიშას ჰოროსკოპზე, მის სახლებზე.
პიველად განვილიხოლოთ მიშას და სანდრას სინასტრია
ვიდრე უშუაოდ სინასტრიულ ანალიზზე გადავალთ, მოკლედ განვიხილოთ როგორი პარტნიორია თავად მიშა, რა პოტენციალი აქვს ურთიერთობებში საპირისპირო სქესთან.
ერთი შეხედვით მიშას ვენერა კარგ პირობებს უნდა ქმნიდეს პარტნიორული ურთიერთობებისთვის, VII სახლშია, თავის ნიშანში. იქ მარსიც (ასცედენტის მმართველი) ეგზალტირებულია და ძლიერი - რაც აძლიერებს მის მიმზიდველობას მშვენიერი სქესისთვის. იუპიტერი და მთვარე ლომში, კიდევ უფრო აძლიერებენ მის ქარიზმას და ბრწყივალებას.
ეს ყველაფერი ერთი შეხედვით და ზედაპირულად. სინამდვილეშ კი აი როგორ არის საქმე:
ვენერა VII სახლში ყოველთვის აზარალებს ამ სახლს და ანგრევს პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც უფრო ძლიერი ვენერა, მით უფრო ძლიერია მისი დამანგრეველი ძალა. ნატივი ადვილად აღგზნებადია, ვენებს აყოლილი, პარტნიორები ყოველთვის ლამაზი ეყოლება, მაგრამ სტაბილურობა არ იქნება ურთიერთობებში.
ამ ყველაფერს ემატება მარსის კვადრატურა ვენერაზე - იქვე დიაგნოზია, რომ ნატივი არასტაბილური იქნება პარტნიორულ ურთიერთობაბეში, ქალი მისთვის სახმარი საშუალებაა, რამე სიღრმისეული, ნამდვილი ინტიმი მისთვის არ არსებობს.
აქვე არ დაგვავიწყდეს კეტუ (სამხრეთის კვანძი) მიშას VII სახლში - ეს თავისას დაამატებს პარტნიორობის სფეროში არასტაბილურობის თვალსაზრისით, მაგრამ იმავდროულად გვეუბნება, რომ მისაღები აქვს ნატივს, ერგება "გულაობა" და ბევრი სექსი. კიდევ ეს კომბინაცია ნიშნავს, რომ პარტნიორები შეხვდება, რომლებსაც სიღრმისეული, სულიერი ინტერესებიც აქვთ და არ არიან მასავით პრიმიტიულები ამ საკითხში.
მოკლედ, დავასკვენით, რომ თავად მიშა არ არის შექმნილი გრძელვადიანი, სიღრმისეული და ნამდვილი პარტნიორული ურთიერთობებისთვის.
ახლა გადავიდეთ სინასტრიბის განხილვაზე.
პირველი რასაც მივაქცევდი თქვენს ყურადღებას - წყვილის მზე, და მერკური ერთად არიან, რაც ქმნის კარგ საფუძველს ტემპერამენტის, ინტელექტის და კომუნიკაციის დონეზე კარგი ურთიერთობებისთვის, კარგ ურთიერთგაგებას.
შემდეგ - სანდრას მარსი და მიშას ვენერა ერთად არიან მიშას VII სახლში;
სანდრა ვენერა და მიშა მარსი მჭიდრო შეერთებაშია არიან მიშას X სახლში;
ეს ძალიან ძლიერი მიზიდულობაა ასტრალურ დონეზე, შეუძლებელი იყო რომ ეს ადამიანები ერთმანეთს შეხვედროდნენ და არ დაწყვილებლულიყვნენ (ნუ არ ეჟმავათ მაინც).
ანუ, მარსი და ვენერა ძლიან კარგ კომბინაცია ქმნიან ამ 2 ადამიანის ერთად ყოფნისათვის - მაგრამ ეს ყველაფერი რაჯასის, ასტრალის, ლიბიდოს დონეზე. იმისგათვალისწინებით, რომ მარსი მიშას ასცედენტის მმათველია და ვენერა მისი VII სახლის - ზემოაღნიშNული კომბინაცია კიდევ უფრო აძლიერებს მიზიდულობას - საბედისწეროა, ადამიანის ბედზე ახდენს დიდ გავლენას.
მარსის და ვენერას სინასტრიული შეერთება მიშას X სახლში - მათი კავშირის პოპულარული, სახალყო ყურადრების ქვეშ იქნება, გავლენას მოახდენს გლობალურ დონეზე.
თუ პარტნიორებს მარსი და ვენერა მაღალ დონეზე აქვთ დამუშავებული (სულიერად ნამუშევარი აქვთ მი მიმართულებით) მაშინ მარტო ლიბიდოს და ვნებების დონეზე არ იქნება ეს მიზიდულობა და დუღაბი.
მარსის და ვენერის ასეთი კომბინაცია სანატრელია აქვთ წყვილების 80%-ს.
მთვარე - უმნიშვნელოვანესი პლანეტა სინასტრიაში (და არამხოლოდ).
მიშას და სანდრას მთვარეები ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებშია. ეს არ ითვლება ცუდ კომბინაციად (ინდურ ასტროლოგიაში). 2 მთვარე ერთმანეთის პირის-პირ მიზიდულობას აჩენს, საინტერესოს ხდის ერთმანეთისთვის წყვილს - რაღაც სხვაა, ჩემგან განსხვავებული, საინტერესო - ასეთი განწყობას აჩენს.
მაგრამ ერთ ჭერქვეშ, ოჯახად ცხოვრება პრობლემურია ასეთი კომბინაციის დროს. დიდი მუშაობა ჭირდება წყვილს რომ ეს სირთულეები დაიძლიოს და ერთმანეთისთვის მისაღებები გახდნენ ყოფით, ყოველდღიური ცხოვრების დონეზე.
ახლა კარმიული (თუ კარმული, რომელი იქნება გრამატიკულად სწორი?) ასპექტები ამ წყვილის ცხოვრებაში:
მიშას კეტუ და სანდრა მარსი ძალიან ახლო შეერთებაშია ერთმანეთთან და ეს კომბინაცია მიშას VII სახლშია - სანდრას კარმული ვალი აქვს მიშასი და ეს ვალები სწორედ პარტნიორული ურთიერთობების ჭრილში უნდა გადახდილიყო.
ურთიერთობების საწყის ეტაპზე, ეს შეერთება (მარის/კეტუ) ძალიან კარგია, წყვილს იზიდავს ერთმანეთის ენერგია, ერთობლივი აქტივობები და მიზანდასახულობაა. მოგვიანებით კი უკვე გაღიზიანება და აგრესიის აფეთქებები მოაქვს ამ კომბინაციას. ალბათ ასეც იყო ამ წყვილის თანაცხოვრებაში.
კიდევ ერთი კარმული კავშირის - მიშას სატურნი შეერთებაშია სანდრას რახუსთან.
სანდრასაგან მიშა იღებს მხარდაჭერას სერიოზულ და ფუნდამენტურ საკითხებში, სანდრა კი რაღაც შვებას, სიმსუბუქეს საკუთარი სატურნის სიმძიმისგან.
ეს კარგი კომბინაციაა სერიოზული, სიღრმისეული, ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობებისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში შემოაქვს რაღაც სიმძიმე და ერთმანეთის აუტანლობა/მობეზრება. კარგია როცა სინასტრიაში ამ კომბინაციის მქონე წყვილი, რაღაც დროს ერთმანეთისგან შორს ატარებს.
ამ წყვილის თავსებადბას, 10 ქულიან სისტემაში მე 7 დავუწერდი.
მომდევნო ჯერზე ლიზა იასკოს და მიშას სინასტრიას განვიხილავთ.