მაშ ასე, ვაგრძელებთ რუბრიკას ასტრო-ექსპრომტები და ამჯერად ჩვენს ასტროლოგიურ „სტანოკზე“ დავაყენებთ თვით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.
დაბადების მონაცემები ვიკიპედიადან - 28.06.1982 წელი, თბილისი;
დაბადების ზუსტი დრო - არც ამ შემთხვევაში ვიცით;
ზოდიაქური სისტემა, რომელშიც მე ვმუშაობ - კვლავაც სიდერიული (ინდური);
სახლების სისტემა -ნიშანი/სახლი ასცედენტიდან.
რას ვხედავთ, რა არის გამოკვეთილი?
მიწის და ჰაერის ელემენტი დომინირებს, ცვალებად ნიშნებთან ერთად. მაშასადამე ნატივი პრაქტიკული, კომუნიკაბელური, მოხერხებული და მოქნილი ნატურაა, მეტწილად საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული.
ცეცხლი და წყალი - ქარიზმა და ემპათია/სიბრძნე - დეფიციტშია.
სამი პლანეტა - მთვარე, მარსი და სატურნი შეერთებაშია.
ოოო, ეს მძიმეა. მთვარე, რომელიც დასავლურში ზოგადად ფსიქიკის, ინდურში კი გონების (თავის ცნობიერ-არაცნობიერიანად) აღმნიშვნელია, ორ, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ მალეფიკთან ერთადაა, ამას ემატება კვადრატურა მზე-რაჰუს შეერთებიდან.
ასეთი კომბინაციები ხშირად ბიპოლარულ აშლილობას იწვევს, სერიოზული წნეხია ფსიქიკაზე.
გონება/ფსიქიკა სულ ვიღაცასთან-რაღაცასთან ბრძოლაშია, ვიღაცის-რაღაცის დადანაშაულებაში და დასჯაში. აფექტურობა, იმპულსურობა - შეიძლება დიდი მარცხი მოუვიდეს ამის გამო.
როგორც აღვნიშნეთ მდგომარეობას ართულებს მზე-რაჰუს შეერთება და აქედან მოსული კვადრატურა. როცა რაჰუ რომელიმე პლანეტასთან არის შეერთებული, ის იწვევს ამ პლანეტის სერიოზულ დაზიანებას სულიერ დონეზე, მის ყველაზე სუფთა და ნათელ პრინციპს აუკუღმართებს, თუმცა უფრო დაბალ, მატერიალურ დონეებზე სერიოზულად აძლიერებს ამ პლანეტას, ასე ვთქვათ გაბერავს, ააფუყებს მას. მზის შემთხვევაში რაჰუ ეგოიზმს და ამბიციებს აძლიერებს უკიდურეასდ. თანაც რაჰუ , ხომ დემონური, ილუზიის პლანეტაა - ილუზიებს საკუთარ თავთან დაკავშირებით, საკუთარ სიდიადესთან და ბრწყინვალებასთან დაკავშირებით - უხვად „დაანათლავს“ ნატივს.ნ თუმცა დიდი ენერგიასაც მისცემს ამბიციების რეალიზებისთვის. ასეთი ამბიციური და გაფუყებული ეგოსგან მიღებული კვადრატურა მთვარი+მარსი+სატურნის შეერთებაზე, კიდევ უფრო მეტად ზრდის ფსიქიკური აშლილობის შანსს.
კონკრეტული გამოვლინების დონეზე - მისი ამბიციებით და საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენით ნასაზრდოებმა, აგრესიულმა და იმპულსურმა მოქმედებამ, შიძლება ვინმე იმსხვერპლოს.
შავი მთვარის „მოყვარულების“ ყურადღებას კი მივაქცევდი მზე-მთვარე-ლილიტის ტაუკვადრატზე. ამ ფრიად ნეგატიური კონსტელაციის ინტერპრეტირება კი ისევ „მოყვარულებისთვის“ მომინდია
ახლა ამ ყველაფრის პოზიტიური მხარე - ენერგიულობა, გამბედაობა, მიზანსწრაფულობა, საბრძოლო სახეობები, იარაღისადმი ინტერესი, ძალოვან სისტემებში წარმატება, გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ზემოაღნიშნული ნეგატივის დაძლევაში ნატივს დაეხმარება:
1. ის რომ მთვარე+მარსი+სატურნის შეერთება მიწის ნიშანშია და ამიტომ დაექვემდებარება მართვას, რაციონალიზაცია;
2. ამ შეერთების დისპოზიტორი, მერკური არის ასევე მიწის მშვიდ და სტაბილურ ნიშანში, კუროში, ძლიერ ვენერასთან ერთად და იქედან ტრიგონს უგზავნის ამ დაძაბულ შეერთებას;
3. იუპიტერი ტრიგონს უგზავნის მზეს (გაწელილი ტრიგონია, მაგრამ მაინც);
ეს ყველაფერი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს საკუთარ თავზე მუშაობის და ბევრი რამის გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეს. მოძღვრის, მასწავლებლის, ავტორიტეტული ადამიანის ხელმძღვანელობით, შესაძლებელია ხარვეზების გამოსწორება. იმედია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.
მერმე, დღის წესრიგში დადგა ნატივის ასცედანტის განსაზღვრის საკითხი.
ჩემი სუბიექტური ვარაუდები ლომისა და ქალწულის თანავარსკვლავედებს შორის ირყეოდა.
მოდით შევაჯეროთ ნატივის ცხოვრების შესახებ საჯაროდ ცნობილმა ფაქტებმა და ასტროლოგიური ლოგიკა.
თუ ლომია აღმავალი თანავარსკვლავედი, მაშინ:
- თავი და სხეული ჩვეულებრივზე დიდი, ქარიზმატული, არტისტული ბუნება, ლიდერობა ბუნებრივად გამოსჭვივის მის სამართლიან და სხვების მფარველ ნატურას, „დასტოინი“, რა თქმა უნდა აგრესიული და ამბიციური.
- მე-7 სახლი მერწყულის ნიშანში ხვდება, რაც ართულებს პარტნიორის პოვნას და სტაბილურობას ქორწინებაში. თანაც ურანი ვენერასთან ოპოზიციაში, რაც გამორიცხავს სტაბილურ ქორწინებას თუ ეს კომბინაცია რამენაირად უკავშირდება მე-7 სახლს. როგორც ვიცით ნატივს საკმაოდ სტაბილური და ბედნიერი ოჯახი ყავს;
- მე-10 სახლში მოხვდებოდა მერკური და ვენერა. ზოგადად პლანეტები მე-10 სახლში ეს ის თვისებები და უნარებია, რითაც ნატივი ბრწყინავს საზოგადოებაში, თვისებები რომელთა გამოყენებითაც ის სახელს იხვეჭს, მაღალ სოციალურ საფეხურზე ადის, ამ თვისებებით და უნარებით აკეთებს სოციუმში საქმეს და ეს მას უფასდება.
ვენერა - გემოვნება, სტილი, სილამაზის და მხატვრული შეგრძნება, დახვეწილობა;
მერკური - ინტელექტი, ჭკუა, კარგი სპიკერის უნარები, კომუნიკაბელურობა, მრავალმხრივობა.
ხო, ალბათ დამეთანხმებით, რომ ზემოთჩამოთვლილი თვისებებით, ჩვენი განხილვის ობიექტი ნამდვილად არ ბრწყინავს
- ასცედანტის მმართველი - მზე მოხვდება მე-11 სახლში. ასეთი კონსტელაცია ერთის მხრივ იძლევა საკუთარი ამბიციების რეალიზებას, წარმატებებს ფულის შოვნის თემაში, ძლიერ და გავლენიან სამეგობროს/წრეს, მაღალ სოციალურ სტატუსს, მაგრამ იმავდროულად უნდა იყოს არაფორმალური ლიდერობა რაღაც ჯგუფებში, გაერთიანებებში, დემოკრატიული, სამართლიანი და პატიოსანი ნატურა, მდიდარი მამა, ცოტა შვილები და მათთან დაკავშირებული პრობლემები. ამაზევე მიუთითებდა კეტუ მე-5 სახლში.
მაგრამ, საჯაროდ არის ცნობილი, რომ ნატივი მრავალშვილიანი მამაა, შვილებთან დაკავშირებით პრობლემები არა აქვს, მამამისი მდიდარი არ ყოფილა და არც მე-11 სახლის სხვა პოზიტიური თვისებებითაა დამშვენებული ჩვენი განხილვის დღევანდელი გმირი.
- მთვარე გამოდის მე-12 სახლის მმართველი და მისი მდებარეობა მე-2 სახლში გამოიწვევს ნატივის სერიოზულ პრობლემებს ქონების დაგროვებასთან დაკავშირებით, მის სიღარიბეს.
ცხადია, რომ ასე არ არის.
თუ ქალწულია აღმავალი თანავარსკვლავედი:
- პრაქტიკული, ცოტა შებოჭილი, კარგი შემსრულებელი და მიმდევარი, „სერვისული“ ნატურა, შრომისმოყვარე, დაუზარელი;
- მთვარე+მარსი+სატურნის შეერთება დგება პირველ სახლში - ამ კონსტელაციით განპირობებული თვისებები მისი ნატურაა, პიროვნული თვისებაა და აქტიურად გამოვლინდება მთელი ცხოვრების მანძილზე;
- მერკური, ასცედენტის მმართველი დგება მე-9 სახლში, ამ სახლის კეთილ და ძლიერ მმართველთან, ვენერასთან ერთად - გადასარევი, ძალიან კარგი დგომაა, რასაც ნატივისთვის მოაქვს იღბალი და წარმატება, სიმდიდრე და დიდი შესაძლებლობები, სტატუსიან ადამიანებთან კავშირი, კარგი ურთიერთობა მამასთან, დახმარება მამის მხრიდან, ავტორიტეტების პატივისცემა, რელიგიური ნატურა;
- მთვარე ხდება მე-11 სახლის მმართველი და ის დგება პირველ სახლში - ძალიან კარგი პოზიციაა, რომელსაც ნატივისთვის მოაქვს წარმატება და სიმდიდრე, მისი სურვილების და ამბიციების ასრულება, ძლიერ და გავლენიან ადამიანებთან მეგობრობდა და მათი მხრიდან დახმარება, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე;
- მეზე დგება მე-10 სახლში - ეს ძლიან ძლიერი პოზიციაა მზისთვის და პლუს რაჰუთი გაძლიერებული, ნატივის უეჭველ აღზევებაზე მითითებს. მ ა გ რ ამ, მზე არის მე-12 სახლის მმართველი და მე-10 სახლში მას მოაქვს კულისების არჩრდილი და არასტაბილურობა კარიერულ პლანში, უცაბედი ვარდნები. პრინციპში ხომ ასეც იყო.
- მე-7 სახლში ხვდება თევზები - ფაქიზი და სიღრმისეული კავშირი მეუღლესთან, იუპიტერი კი, როგორც მე-7 სახლის მმართველი მე-2 სახლში მიუთითებს იმაზე, რომ ქორწინების შემდეგ ნატივის ფინასურ-ქონებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მეუღლის ოჯახი შეძლებული და უზრუნველყოფილია;
- იგივე იუპიტერი მე-4 სახლის მმართველიცაა და მისი მე-2 სახლში ყოფნა კიდევ ერთი (მე-3) მინიშნებაა ჰოროსკოპში რომ ნატივი მდიდარი და უზრუნველყოფილი იქნება, ექნება მნიშვნელოვანი უძრავი ქონება და ბევრი სატრანსპორტო საშუალებები;
- სატურნი, მე-5 სახლის მმართველი ხდება და მისი მდებარეობა პირველ სახლში - ძალიან კარგი პოზიციაა სახლების დონეზე - იღბალი, წარმატება, მაღალი ცნობადობა და პატივისცემა მასებისგან, სიმდიდრე, ბედნიერება შვილებისგან, წარმატება სიყვარულში, ისევ და ისევ რელიგიურობა, სპორტული ინტერესი, აზარტულობა.
ერთი ესა, რომ სატურნისთვის პირველი სახლი არის მეტად დისკომფორტული პოზიცია და პრობლემებს მაინც მოუტანს, მათ შოროს საკუთარი ჯანმრთელობის და შესაძლოა შვილებთან დაკავშირებითაც;
- მარსი, მე-8 და მე-3 სახლის მმართველი პირველ სახლში (თან კვადრატებში და სატურნთან შეერთებაში) - ჯანმრთელობას აზიანებს, უბედური შემთხვევების, თავდასხმების და სასამართლო წესით ბრალდებების ალბათობას ქმნის.
ჩემი ვარაუდით, ნატივის აღმავალი თანავარსკვლავედი მარის ქალწული და შემდგომი ანალიზი ამას ეფუძნება.
ზოგადად, ნატივს გამოკვეთილად ძლიერი აქვს ცეცხლოვანი სახლები I; V და IX. ესაა დჰარმის სახლები, პოზიტიური კარმის რეზერვუარი, კარგი ბედისწერის.
• პირველი სახლის მმართველი IX სახლში, V სახლის მმართველი I სახლში და IX სახლის მმართველი თავის სახლში/ნიშანში - სამმაგი დასტურია იმის რომ ნატისვ ძალიან ძლიერი დჰარმა და ბედისწერა აქვს, აქვს დიდი კარმიული დამსახურებები და დღევანდელი მისი წარმატებები, აღზევება და ყველა პოზიტივი, არის კარმიულად დამსახურებული და არა შემთხვევითი.
ინდურ ასტროლოგიას ასეთი საკითხების ანალიზის კიდევ უფრო დახვეწილი და სიღრმისეული ინსტრუმენტები აქვს, მთვარის სახლებს (ნაკშატრებს) რომ უკავშირდება და იქიდანაც დასტურდება, რომ ნატივს სერიოზული კარმიული პოზიტივი აქვს მოტანილი ამ ცხოვრებაში. ქალები, განსაკუთრებით პოზიტივის მომტანები არიან მისთვის, როგორც ჩანს ამ მიმართულებითაც აქვს დიდი დამსახურებები.
მაგრამ, სატურნი თავის საქმეს იზამს. პოზიტიური კარმა არ ნიშნავს, რომ ადამიანი მიმდინარე ცხოვრებაში ყველაფერს სწორად და კარგად აკეთებს. ადამიანის შეზღუდული და არასრული, მაგრამ მაინც თავისუფალი ნება ისეთია, რომ ყველაზე საუკეთესო და ბრწყინვალე ჰოროსკოპული პოტენციალიც კი შეუძლია გააცამტვეროს და გაანიავოს.
მიმდინარე ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებისთვის „სპროსი“ იქნება, როცა სატურნი ჯერ თევზებში გადავა, მერე კი ვერძში (სიდერიული ზოდიაქო იგულისხმება რა თქმა უნდა).
2024 წელი არ იქნება კომფორტული ნატივისთვის, მაგრამ მთავარი გამოწვევები 2025 წლიდან დაიწყება და 2030 წლამდე გასტანს.