მზემე ვიყავი ერთხელ ბადრისთან ცოცხალი რიგით. გირჩევ, 08:15-ზე მაინც მიხვიდე მაქსიმუმ, რომ ცოცხალ რიგში პირველი მოხვდე. მაშინვე კი არ ღებულობს ცოცხალი რიგით. ცოცხალ რიგში ჩავეწერე (მე-2 ვიყავი), ტელ. ნომერიც ჩაიწერეს, წამოვედი და დაახლოებით 2 საათში დამირეკეს, მოდი ასე 40 წუთშიო.
* * *
saloo.meeთუ ამჯერად მაინც ბადრისთან გინდა მისვლა, სცადე, იქნებ გაგიმართლოს ჩემსავით. მე 2 დღით ადრე დავრეკე, შემთხვევით ხომ არ არის ადგილი-მეთქი და მითხრეს, ხვალ გაირკვევა, თუ ვინმე არ მოდის ზეგო და დაგირეკავთო. მართლაც დამირეკეს მეორე დღეს და შემდეგი დღისთვის ჩამწერეს
ოღონდ ცუდი ის იყო, საღამოს 5-ზე გამოჩნდა ის ერთი ადგილი და მაგ დროს, ეტყობა, დაღლილ-დაძაბული ვიყავი უკვე და საშვილოსნოს ჰიპერტონუსის გამო პაწუკას გული კარგად ვერ დაათვალიერა ბადრიმ. მითხრა, ჯობდა, დილით მოსულიყავიო. სულ არ ვიცოდი, თუ მნიშვნელოვანი იყო, ექომდე არ დაიღალო და დასვენებული მიხვიდე.