#59119078 · 12 Apr 2022, 12:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქაც ვიკითხავ მაინც... რა ეტაკა ამ Google-ის ინდექსაციას არ ვიცი...
მქონდა სერვის საიტი 12-15 წელი, მუშაობდა ხუთიანზე, ინდექსაცია უპრობლემოდ, 9k უნიკალური პროდუქტის გვერდი თავის პროდუქტის სურათით, კლიენტები, ინდექსირებული გვერდები თავის ინდექსირებული სურათებით (Image Search), რანჟირება არა მარტო გუგლში არამედ სხვა ინდექს სერვერებთანაც 10-ულში...
Mobile friendly Core Web vitals Rich Snippet და ა.შ. როგორც წესია
ყველაფერი იმით დაიწყო რომ 1 წლის წინ შევცვალე ჰოსტინგი, დომენის სახელი და საიტის ფონის ფერი(!!!) დანარჩენი ყველაფერი იგივე დარჩა. ერთი დომენიდან მეორეზე მიგრაცია როგორც Google-ი გვასწავლის, ყველაფერი წესების დაცვით...
თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, დაიწყო ახალი დომენის ინდექსირება, მერე როგორც მე ვთვლი ერთი საბედისწერო შეცდომა დავუშვი - Google ads სერვისზე დავრეგისტრირდი მხოლოდ გაცნობის მიზნით - კატეგორიულად ვერ ვიტან ფასიან რეკლამირებას საკუთარი სერვისის და არც არასოდეს გამომიყენებია...
მოკლედ Google ads სერვისს რომ გავეცანი ეგრევე გავაუქმე მისი ექაუნთი და აი მაშინ დაიწყო თუ დაიწყო (როგორც ეჭვი მაქვს, მაგრამ შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი იყოს) ჩემი საიტის დისკრიმინაცია...
Google-მა ნელ-ნელა დაიწყო ჩემი ქვერდების ამოყრა ძებნიდან - ჯერ სურათები გააქრო, მერე ლინკებიც შეამცირა კატასტროფულად და დატოვა რამოდენიმე ცალი... შესაბამისი top query-ს ძებნისას, სრულიად არ მაიგნორებს, მაგრამ რომელშიც პირველი პოზიციები მქონდა ცდილობს რომ ჩემი საიტის ლინკი ჩასვას სულ-სულ ბოლოში, ძებნის შედეგების ბოლო პოზიციაზე...
თითქმის ყველა პარამეტრი GSC-ში და ძებნის რეზულტატებში გაყინულია, არ იცვლება თითქმის 1 წელია...
ჩემი ვარაუდები: 1. მაბულინგებს რომ Google ads დავაიგნორე 2. არ მოსწონს ჰოსტინგი (თუმცა ტექნიკურად შემოწმებულია და პრობლემა არა აქვს, მე-2 საიტიც მაქვს მაგ ჰოსტინგზე და მშვენივრად აინდექსირებს თავის სურათებიანად) 3. შეიძლება წარსულში ჩემს ახალ დომენს (მე-2 მფლობელი ვარ 10 წლის განმავლობაში) პრობლემები ჰქონდა და შეიძლება შავ სიაში გაუშვა Google-მა. ამ აზრს ისიც ამყარებს რომ თავიდან BING-მაც უარი მითხრა, მაგ დომენს იდექსირებას არ გავუკეთებთო, სუპორტს რომ მივაწექი - რატომ მეთქი და მერე ბოდიში მომიხადეს OK, პრობლემა არააო დავაინდექსირებთ და ეგრეც გააკეთეს, მაგრამ არა Google-მა
Google-ს რომ ვეკითხები რამე პრობლემაა დომენის წარსულთანთქო, ხმას არ იღებს, ეგრეც უწერიათ თუ პასუხი არ მიიღე შეკითხვაზე პრობლემა დომენის ინდექსირებაზე არ არისო და "Best SEO practice"-ს მიაწექიო...
მოკლედ მე ვერაფერს ვერ ვხდები...
თქვენი რას იქტყვით?
|