forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (25) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საგზაო თავგადასავლები, აქ მოვყვეთ თუ რა გადაგვხვდა მგზავრობის დროს
Floydiohead
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1039
წევრი No.: 143639
რეგისტრ.: 26-February 12

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 11:48  #49167802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საგზაო თავგადასავალში გადის ესეც ალბათ, მოკლედ დილის 5 საათია, მთელი ღამე ვსვამდით მე და ძმაკაცი და სახლში მივდივართ ტაქსით წერეთლიდან. გლდანში უნდა წავსულყიავით, თან მაგრად გვეძინება და დავინახე რომ დიღმისკენ გადაუხვია, მერე აღმაშენებლის ხეივანზე გავიდა და კი ვიფიქრე რა ჩემი ^$# უნდა აქ მეთქი, მაგრამ ნუ ისე მეძინებოდა დავიკიდე, ჰოდა ტიპმა მოულოდნელად გააჩერა შუა აღმაშენებლის ხეივანზე და გვეუბნება, ბიჭებო მე უნდა დავიძინო და აქ უნდა დაგტოვოთო. წამოვედით ფეხით, ერთ ტაქსს არ ჩამოუვლია ამერიკის საელჩომდე სანამ არ გამოვედით. გავაჩერეთ ახალი ტაქსი, მოვუყევით ეს ამბავი და მძღოლი გვეუბნება, დაიკიდეთ ბიჭებო, მე არ მეძინება, წეღან გადავკარი 200 გრამიო.
Hawley
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2600
წევრი No.: 146308
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:25  #49167995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეთი თემა ხომ იყო სადღაც ამ განყოფილებაშიი? იქ მქონდა ბევრი ისტორია დაწერილი მაგრამ კიდევ დავწერ ჩემი რა მიდის.


3 წლის წინ ბიძაშვილმა იყიდა 1987 წლის ფორდ სიერა, გაზზე, 700 ლარად, ხოდა მიხვდებით როგორ მდგომარეობაშიც იყო. 1-2 თვის მერე უკვე ივლისია, მაგრად ცხელა და მირეკავს წამო ბათუმში წავიდეთ ჩემი მანქანითო, თვითონ მართვის მოწმობა არ ქონდა და მე უნდა დავმჯდარიყავი. მაგრად გამიხარდა, მიყვარს ასეთი თავგადასავლები და იმ საღამოს პირველ საათზე წავედით. ველოსიპედი წავიღე და სახურავზე დავამაგრე მანქანის, ვიცოდი რომ უეჭველად გაფუჭდებოდა ამხელა გზაზე და გამოგვადგება თქო ველო. სადღაც 70-80 კმ ზე მეტს ვერ ქაჩავდა, მაგრამ დასტოინად მიდიოდა, აქედან მარტო იმან შეგვაწუხა რომ სალონში კვამლი და სუნი ამოქონდა გრუჩიტელიდან რატომღაც. ზეთს ჭამდა და ცოტა ბოლავდა. დილის 7 ზე დაახლოებით ჩავედით. 1 ღამე დავრჩით და მეორე ღამეს უნდა წამოვსულიყავით, ღამე ცოტა მანქანა ივლის უფრო და არ იქნება გადატვირთული მოძრაობაო.

გათენდა მეორე დღე და ვერ დავქოქეთ მანქანა, აკუმლატორი დაჯდა, არადა ახალი აკუმლატორი იყო. გაგორებით დავქოქეთ და წავიყვანეთ ხელოსანთან, ხელოსანმა დინამოს რემენია შესაცვლელიო, ფორდ სიერასი ვერ ვიშოვნეთ ბათუმში და გაზიკის თუ რაღაც ეგეთი სატვირთო მანქანის დავაყენეთ. ზომაში წავიდა. რომ დაბნელდა დავიძარით თბილისისკენ, უკვე ცოტა წვიმდა და წამოსვლიდან 20 წუთში ისეთი წვიმა წამოვიდა რომ ჩოთქები ვერ ასწრებდნენ გაწმენდას, მაგრამ ჩვენ გვკიდია მანქანაში ვართ არ დავსველდებითთქო. ცოტა ხანში ვამჩნევ რომ ფეხი მისველდება, თურმე პედლების ადგილიდან ასხავდა წყალი და კარგი გუბე დადგა მანქანაში. მაგრამ ზაფხულია და ესეც ვის აინტერესებს. ცოტა გავიარეთ და მესმის რაღაცის დავარდნის ხმა მანქანის ძირიდან, ვაა რამე გაგვძვრა თქოო? გავაჩერეთ მანქანა , ფანრები ავანთეთ ტელეფონში, ავხადე კაპოტს და რას ვხედავ, რემენი აღარ აყენია დინამოზე. ცოტა ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ გზა გავაგრძელოთ სანამ აკუმლატორი დაჯდებაო.
მივდივართ და ბიძაშვილი ცხვირით შიშინებს, ბიჭო რაღაცა სუნიაო, არა რა სუნი მეთქი, ეტყობა ეს წყალი რომ შემოდის ან მატორს ესხმევა იმისი ორთქლის სუნს გრძნობ თქო. 10 წუთში კვამლი შემოყვა ამ სუნს და მატორმა გაწევა დაკარგა, მარა მაგრად მეზარება კიდე გაჩერება და შუშებს ჩავუწიე, თან ბიძაშვილს ვამხნევებ ჩვეულებრივია ამბავია ეგ არაფერია თქო. კიდე ცოტაც იარა და პერებოი და ხტუნაობა დაიწყო მატორმა, ბოლოს სულ ჩაქვრა. ვაჰ, მეთქი ეხლა რაღა ჭირს. ავხადე ისევ კაპოტს და მერე მივხვდი რომ ის რემენი პომპასაც ატრიალებდა. დავიწყეთ თვითგვემა და ბუზღუნი რა ვქნათ ეხლაო. პოლიციის მანქანა მოვიდა, ახლოს რაღაც პროფილაქტიკა იყო, წაგვიყვანა, გავაღვიძეთ დარაჯი და არ ქონდა ეგეთი რემენი. მოგვიყვანა და ხვალამდე ვერაფერს იზავთ არაფერი არ არის ახლოსო. ხვალ ფოთში წადით და იშოვითო. გონიოში ვიყავით როგორ აღმოჩნდა. გადმოვიღეთ კარავი დავიძინეთ. მთელი ღამე ტრაილერების ხმაური მესმოდა ძილში, გზის პირას გვეძინა. დილით ბიძაშვილი დაჯდა ველოზე და წავიდა ფოთში, მოიტანა, დავაყენეთ და ერთი ორასი მეტრის გორაობის მერე დავქოქეთ როგორც იქნა. წავედით, მატორიდან ზეთს აქცევს, წყალს ადუღებს. გზადაგზა ვამატებთ წყალს. ქუთაისამდე საბურავმა დაიწყო ხრიალი, უკვე ისე ვარ მინდა გავაქანო და ხეს ვლეწო მანქანა, გადავედით შევხედეთ და დისკი ედება სუპორტს რატომღაც. მივედით ქუთაისამდე ასე და თურმე რაღაც ბოლტი ქონია სუპორტს მომძვრალი და მოიღრიცა. გავასწორეთ ეგეც და ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა თბილისამდე გზა და გზა წყლის სხმით.
toyota555
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3552
წევრი No.: 211672
რეგისტრ.: 21-December 15

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:31  #49168035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Hawley

მე მყავდა ოპელ ვექტრა ბ თითქმის ეგეთ თავგადასავლებში ვიყავი სანამ არ გავყიდე 900 დოლარად და არ მოვიშორე ეგ მანქანა. დინამოს რემენი ორჯერ გამიწყდა რაც მე მაგ ოპელს ფული დავახარჯე.

დაილოცოს იაპონური მანქანები ნაკლებს პრობლემებს ქმნის და საიმედოც არის.
GoldenSky
L///KID


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4517
წევრი No.: 204147
რეგისტრ.: 25-June 15

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:36  #49168058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hawley

ვიხოხე :DDDDDDDDDDDდდ


--------------------
Nissan Bluebird Sylphy 2006 2.0 CVT 133 HP

Subaru Legacy BL5 2004 2.0 Turbo AT 260 HP

Toyota Aqua S 2013 1.5 CVT 135 HP ✓
Zinger
Based on Debian Stable


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2478
წევრი No.: 31789
რეგისტრ.: 22-March 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:36  #49168060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დაახლოებით 3 -4 წლის ამბავია. ლენტეხის გზით უშგულში როა გადასასვლელი (ნუ მაგას გზა თუ ქვია) მანდ მოვხვდი სამსახურის მანქანთ. ბოლო სოფელია რა სასაში ქვია biggrin.gif იმის იქით უკვე ტყეში შედის გზა, გზა არცაა სადაც გაეტევი მანქანით იქ უნდა გასულიყავი რა. ამ გზით არავინ არ დადიოდა მაქსიმუმ სამხიდიანით შეშის მოსაჭრელად შესულიყო სოფლიდან ვიღაც. ხოდა ამ სოფელში პირვლად ვარ, რაჭიდან გადავედი და იმ ღამეს უკან უნდა დავბრუნეთ ისევ. სოფლის ცენტრში კაი დიდი წყარო იყო გვერძე ბეტონი დასხმული და ამ ბეტონზე ტიგრიცასავით წევს ვიღაც როგორც მერე აღმოჩნდა პოლონელი (ქერათმიანი, დაუბანელი გოგო) და გვერძე ზის ვიღაც ავადმყოფურად გამხდარი წვერიანი ტიპი. როგორც გაირკვა google map -ზე უნახავთ რომ აქედან უშგულში გადადის გზა, მე იმ გზით გადასული ვიყავი და კი მოკლეა 50KM -მდეა თუ სწორად მახსოვს, მარა წელიწადში შეიძლება 5 კაცი არ გადავიდეს მაგ გზით. მოკლედ აუხსენი რო აქედან გადასვლის შანსი არ გაქვთ მაგ წყაროზე სულ რო ჩაიხადო და ისე ირბინოთ თქო და ჩემი საქმე რომ გავაკეთე წამოვიყვანე უკან. გზაში ვეუბნები მე რაჭაში გადავდვიარ და თუგინდათ ამბროლაურში დაგტოვებთ თქო. ერთ-ერთ სოფელში მივდიოდი ჯიგრულ ქართულ ოჯახში, სამწვადე და მთელი ამბავი მიგვქონდა თან მე და მძღოლი ვიყავით და მაგრათ მეკიდა ეხლა ეს ორი დაუბანელი პოლონელი. კუბო ლენდ კრუიზერით ვიყავით მარტო წინ როაქვს დასაჯდომი მძღოლი და 2 კაციანი სკამი, უკან აპარატურა იყო გამოტენილი და აკეცილი იყო სკამები იმათი ჩამოხსნა არ გამოდიოდა. დავისვი ჩემს გვერძე ეს გოგო წინ. როგორც აღმოჩნდა რაღაც სოციალურ ქსელში გაუცნიათ ერთმანეთი და ორივეს საქართველოს ნახვა უნდოდა. უკან პლასმატის კონტეინერი იდო, დიდი ზომის სამუშაო ისნტრუმენტები ეყარა შიგნით, ბრტეყლტუჩა,ჩაქუჩი და ატვიორტკა და მსგავსი. აიჩემა ამ ბიჭმა ამ ყუთზე უნდა დავჯდეო, მეთქი მაგის თავსახური სლაბია ერთი იამა და ტრაკში გაიყრი რაღაცას თქო. გვერძე პელიკანის კეისი იდო სამხედრო ამაზე დაჯექი მყარია თქო. ეს ტიპი მთელი გზა იჯდა ამ ინსტრუმენტების ყუთზე, ამ ყუთში ჩაქუჩი არ ეტეოდა სიგრძეზე და სიმაღლეზე იდო და მთელი გზა ჩაქუჩის ტარი ეყრებოდა ტრაკში biggrin.gif თან ყოველ იამკაში ჩართყმაზე ისეთ ხმას გამოსცემდა biggrin.gif, ეს ყუთი პახოდუ სულ უკან იდო უკანა კარებთან სადა ყველაზე მეტად ხტუნაობს მანქანა და კაროჩე გზაში ამ ტიპმა ... biggrin.gif წინ ეს გოგო მიბურღავს ტვინს გაწვიმდა გზაში და ამასთან ერთად კარავში აღარ დავრჩები ხვრინავსო და წამიყვანეთ ერთი ღამე თქვენთან დავრჩებიო ვერ გავაგებინე ჰოსტელში არ მივდივარ თქო. მოკლედ იმ დღეს შემეტენენ, მივიყვანე ამ ოჯახში ეს ორი, ამ ბიჭმა 2 ჭიქა ღვინო დალია და წავიდა დასაძინებლად. ეს გოგო ავიყოლიეთ მე ოჯახის უფროსმა და მძღოლმა დალევაში და ამგრათ დავათრეთ. ბოლოს ოჯახის უფროსი მეუბნება ჩემს ოჯახში არაფერი უქნაო თან ჯიგრულად მთხოვა. 3 ბიჭი ყავდა ამ კაცს 16 -17 წლისები იქნებოდნენ, ახალი დაწყებული ქონდათ სუფრაზე ჯდომა და დალევა, ამ გოგოს რაღაც გამჭირვალე სარაფანა ეცვა ტიპები გაშმაგებულები ათვალიერებდნენ biggrin.gif მოკლედ იმ ღამეს წვიმაში გავისეირნეთ, რო მივხვდი რო ვსიო უკვე ჩამობანა წვიმამ ამას ოფლი თქო რაღაც ბუჩქები ვნახე და.. მეორე დილას ამ სოფლიდან წამოვიღეთ აპარატი, რომელშიც დაჩიკი იყო და მაქსიმალურად გაუნძრევლად უნდა ჩამომეტანა, ამიტომ ეს აპარატი წინ დავიდე რემენით დავაბი და ხელით ვიჭერდი, ამ გოგოს მოუწია უკან დაჯდომა, ის ტიპი ისევ ჩაქუჩს წამოეგო biggrin.gif მძოლი მეკითხება რა ქენი გუშინო, მეთქი ვქენი თქო. ახალგაზრდა ბიჭი იყო გორის რომელიღაც სოფლიდან, მოუნდა ძმას თვითონაც მარა ეს გოგო მარტო ინგლისურად და გაჭირებით რუსულად ბაზრობს, ამან კიდე მარტო ქართული იცის.. მთელი გზა მძროლის შუა სარკეში გახედადა უკან ამ გოგოს და კაი ჯიგრული აქცენტით: მაიტა ერთი მამატყნეინა რა = გასძახებდა ხოლმე biggrin.gif. იქიდან აბასთუმანში მივდიოდით, ამ გოგოს აუხსენი იქ ნაღდათ ვერ წაგიყვან სამსახურის სასტუმროა თქო. მოკლედ შეუთანხმდი რომ ხაშურში დავტოვებდი საიდანაც გორში წავიდოდნენ, სტალინის სახლმუზეუმის ნახვა გვინდაო. ამ მძოლმა არ გაუჩერა ხაშურში და წამოიყვანა აბასთუმანში. იქ სასტუმროში კამერები იყო ვერ შემოიყვანდა, თან ვერც ელაპარაკებოდა არ ესმოდათ ერთმანეთის, მოკლედ გზაში ამ ტიპს დააყარა მძროლმა ამ გოგოზე ნერვებ მოშლილზე მერე აგინა პიდარასტები მანქანაში რათ მინდაო და სადღაც ბორჯომი - ახალციხეს შორის ჩააგდო მანქანიდან, ეს გოგოც ჩაყვა..
აბასთუმნიდან მეორე დღეს წამოვედით, გზაში იძახის მძროლი ეხლა ეგენი რო შემხვდნენ არცერთს არ დავიწუნებო ..


--------------------
Another day..
I might have found the words to say
all the things i meant to say.
Another day..
I would try to be your friend,
you would never let me in..
erer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2517
წევრი No.: 117818
რეგისტრ.: 30-June 10

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:39  #49168079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hawley
lol.gif lol.gif lol.gif
მაგარი ამბავია biggrin.gif მაგრამ ერთი ვერ გავიგე, გონიოში თუ იყავით იქიდან ფოთში წასვლას ბათუმში ვერ იშოვიდით რემენს? 100 კილომეტრზე წავიდა ველოთი რემნისთვის? ან ბათუმიდან თბილისში თუ მოდიოდით გონიოში როგორ მოხვდით? მოკლედ, მაგარი ისტორიაა biggrin.gif
sandroEVO
დიეგო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15479
წევრი No.: 154963
რეგისტრ.: 9-October 12

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:45  #49168117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hawley
შემეცოდე რა საშინელებები გადაგხდენია :დ
Zinger
წესიერად ვერ გავიგე ისტორია მაგრამ მივხვდი რო ეგ ტურისტი მოტყანი
alk.gif
toyota555
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3552
წევრი No.: 211672
რეგისტრ.: 21-December 15

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:45  #49168118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Zinger

ისე ტურისტის გაჟიმვის მუღამი მაქვს პოლონელები ვაბშე მაგრები არიან up.gif

კარგი ისტორიაა
Zinger
Based on Debian Stable


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2478
წევრი No.: 31789
რეგისტრ.: 22-March 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:50  #49168147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
sandroEVO
ხო წერის ნიჭი დიდათ არა მაქვს biggrin.gif
toyota555
ტურისტები მაგრათ ასწორებს, თან მანქანა და საწვავი და დასარჩენი ხალიავა რო გაქ biggrin.gif
Hayashe
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 225253
რეგისტრ.: 22-October 16

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 12:55  #49168180      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Nemiroff @ 31 Oct 2016, 23:42 )
toyota555
QUOTE
დაწერე მოვისმენთ 

მოკლედ რო დავწერო მე და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით ქობულეთში გოგებთან ერთად. ფული გაგვითავდა და გამოგვყარეს გოგებმა სახლიდან, ბარგი გარეთ დაგვხვდა და სახლი დაკეტილი. 89იანი სივიკით ვიყავით. კაპიკი ფული არ გვქონდა. ქალი დავიმგზავრეთ 10 ლარი გამოვართვით რო ბენზინი ჩაგვესხა, ქუთაისში ისევ გაგვითავდა და ზაპრავშიკს ტელეფონი გავუცვალე 30 ლიტრ ბენზინში. პერევალზე ცეცხლი გაუჩნდა მანქანას, ხაშურში წყალი გადაიატანა ძრავში და დავასტუკე და იქვე დავტოვეთ. ვიღაც უცხოელებს გამოვყევით ხაშურიდან, ჰოლანდიელები იყვნენ. გზაში ერთმანეთს დაუეყეს ცემა, საჭესთან ვინც იჯდა კარები გაუღო მეორეს კრა წიხლი გამოაგდო მანქანიდან. დიღომში ჩამოვედით და მარშუტკას დაეჯახა. facepalm.gif ყველაზე საშინელი მგზავრობა იყო ჩემს ცხოვრებაში.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif
Halen
YZF-R1 Rider


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2047
წევრი No.: 153319
რეგისტრ.: 24-August 12

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 13:37  #49168433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგარი შიგნაკრავი კამანდაა ეგ ჰიჩჰაიკერები თუ რაც ქვია, დალაგებული მე ჯერ არ შემხვედრია არცერთი, ერთხელ ღამის ორ საათზე ავტობანზე გავუჩერე შოტლანდიელი იყო ბორჯომში მივდივარო და ბათუმში გამომყვა, ერთხელ ქობულეთში ჩავისვი თბილისში მიდიოდნენ და მარტვილიში გამომყვნენ იმენა ##ეზე კიდიათ სად წავლენ და ვის მისცემენ.
gio_cxel
gio_cx


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12669
წევრი No.: 137881
რეგისტრ.: 31-October 11

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 13:41  #49168462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მგონი იყო ასეთი თემა ადრე. დავწერ კიდე თუ არ დამიწერია.

მოკლედ 2011 წლის იანვარია როგორც მახსოვს. X5 მყავდა და ძმაკაცმა იდეა შემოგვთავაზა, მოდი ჩემი დეიდაშვილი მოვინახულოთო, ქარელშია მონასტერშიო. მოგვეწონა იდეა. გავედით საბითუმოებში, ავიღეთ ფქვილი, ზეთი და ასეთები, მონასტერში წასაღებად.
გავედით სანაპიროზე და ვეკითხები, მეთქი ქარელიდან შორია ის მონასტერითქო? არა, ახლოს არისო. ხოდა ჩავასხით 50 ლარის ბენზინი. თუ რამეა იქეთა გზაზე დავამატოთთქო. იტოგში ჩავედით ქარელის გადასახვევამდე და გადასახვევში ტაქსებს ვეკითხებით, ქოზიფას მონასტერი რამდენ კილომეტრშიათქო. სადღაც 20 კმ-ი იქნებაო ტიპებმა. გავცდით ქარელს, გავიარეთ ეგ 20 კმ-ი და კიდე შევეკითხეთ გამვლელს. იმან კიდე 20 კმ -ი იქნებაო.... აქ უკვე შევფიქრიანდი. მეთქი საწვავი როგორ მეყოფაა... არადა ღამდება , თოვა დაიწყო... ტელეფონიც ნაკლებად იჭერს. უკან დახევას და დაბრუნებას გარისკვა ვარჩიეთ და ჩამოვრეკეთ სახლებში, ამაღამ არ გველოდოთთქო biggrin.gif
თოვა დაიწყო ისეთი, წინ არაფერი ჩანდა. პახოდუ გზაზე ორმოები იყო წყლით სავსე და გადაყინული, მთელი მანქანით ჩავდიოდი და ამოვდიოდი. გვერდის ავლაც ვცდილობდი და ცალი მხარე ძალიან წვებოდა, პანიკებში ჩამივარდა ერთი მგზავრი, იმის მხარეს რო ჩაწვა მანქანა biggrin.gif თან ბენზინის ისარს ვუყურებ, თან გზას.. ირგვლივ დასახლებული პუნქტი არ ჩანს, მონასტრებია ალაგ-ალაგ, სადაც ერთი ან ორი ბერი ცხოვრობს.. ერთი ტოჩკა გაიჩითა , ვიკითხეთ იქნებ ბენზინი ქონდეს ვინმესთქო მარა ვერ გავჩითეთ.
ყინწვისს რომ გავცდით ზემოდან მოდიოდა სოტკა ლენდ კრუიზერი და გავჩერეთ, ვკითხეთ მანძილი და ვაფშე თუ ავიდოდით ამ მანქანით. თუ კარგი საბურავები გაქვთ, ახვალთო. (იმას არ ეკიდა, სოტკით მიდრიხინებდა biggrin.gif ) გავაგრძელეთ გზა და რამდენიმე დაბრკოლების გადავლის შემდეგ გავჩერდით პატარა "ხიდთან". იქვე სახლი იდგა. გადმოვედი და რას ვხედავ, ხიდი კი არა ორ-ორი წვრილი რკინაა გადადებული და ხიდი ქვია. ყინავს, თოვს . როგორია ამაზე ეხლა გადასვლა. განა დიდი ჩასაჩეხი იყო დაბლა, პროსტა მანქანას დედა მოედღვნებოდა და დავრჩებოდით იმ ღამეს იქვე... იქვე ხრეში ეყარა, დავუძახეთ სახლის პატრონს, მამაო გამოვიდა. "ლაფათქა" ვეთხოვეთ და ცოტა ხრეში დავაყარეთ ამ დაყინულ რკინებს. ნელნელა დავიძარი და მადლობა ღმერთს, გადავედი.
თან თოვლში პირველად ვიარე, არ მქონია გამოცდილება და წარმოიდგინეთ რა სტრესი გამოვიარე biggrin.gif
დალშე თოვლი იმატებდა და გაუკვალავში მიწევდა სიარული, მარა სულ ახალი საბურავები მეყენა და გაქაჩა რა. მთავარი საზრუნავი ეხლა საწვავი იყო... კარგი , ბევრი აღარ დარჩა გასავლელი და როგორმე ავალთ, მაგრამ იქედან??
კარგად გვიანი იყო რო მივადექით პატარა მდინარეს. უკვე გა დამთავრდა წინ. მეორე ცდაზე რაზგონით გადავიარე ეს ნაკადული თუ მდინარე და ავარდი აღმართზე სანამ გაქაჩა მანქანამ და მოვაბრუნე გვერდულად. ჩამოვიღეთ ჩვენი ბარგი და ავაწექით აღმართს. ფანრის შუქი დავინახეთ და ძაღლის ხმა რო მოგვესმა, გვეშველამეთქი biggrin.gif ის ღამე მონასტერში გაგვათევინეს, დაგვაპურეს, დაგვათბეს და დილით მონასტერიც დავათვალიერეთ, ვისაუზმეთ. ბენზინის თემა მოსვენებას არ მაძლევს biggrin.gif ბერებმა გამოგვიტანეს 5 ლიტრიანით დვიჟოკისთვის გადანახული ბენზინი და გამოგვისტუმრეს ...
ამოვქოქე ჩემი გაუმაძღარი და ჩავგორდიი.. აქედან უფრო მეტი დაღმართი იყო და სულ სრიალ-სრიალით დავდიოდი smile.gif მოკლედ ბევრი რო არ გავაჯანჯლო, ბოლოს მახსოვს 18 მილს მიწერდა კომპი. ეს იყო პრიძელი უკვე, ვანეიტრალებდი და ისე ვგორავდი იმ დედამოდღნულს. როგორც იქნა ჩავაღწიეთ ქარელამდე და ვიღაცას ოჯახში გამოვართვით ბენზინი 3 ლარად biggrin.gif ტრასაზე რო გამოვედი და ნორმალურად ჩავასხი ბენზინი, მაგისტრალზე 180 ზე დაბლა აღარ მივლია biggrin.gif
ღვთის წყალობით მშვიდობით მოვიარეთ .

მიმაგრებული სურათი
image__1_.jpg


--------------------
NGK, DENSO.
https://forum.ge/?f=56&showtopic=34918310&st=795
ჯუღაშვილი
ილაპარაკე, რათა გაგიცნო!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5613
წევრი No.: 70219
რეგისტრ.: 2-September 08

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 13:53  #49168534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gio_cxel
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს
pop.gif


--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
Gianni
Allahu Akbar الله أكبر الله اكبر


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13166
წევრი No.: 19839
რეგისტრ.: 21-May 06

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 13:55  #49168538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთხელ გადავწყვიტეთ მთათუშეთში წასვლა....

ხოდა წინა დღეს ბავშვს სიცხემ მისცა და ცოლმა მთხოვა გეხვეწები მარტო არ დამტოვოვო და დავრჩი.

სულ ეს იყო...vis.gif


--------------------

Gianni ანუ ჯანი!
Hawley
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2600
წევრი No.: 146308
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 1 Nov 2016, 13:57  #49168555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
erer
შემეშალა , რუკას დავხედე ახლა, ურეკი იქნებოდა. ზღვისპირას ვიყავით. მეორედ ვიყავი მაგ დღეს მაგ გზაზე. მაჩვენებელს რომ დავინახავდი იმათ დავყვებოდი. თუ მაჩვენებელი არ იყო, საითაც ინტუიცია მიკარნახებდა. პირველად რომ ვიყავი იმას ახლა მოვყვები ;დ


ჩემი პირველი მანქანა არის 1992 წლის ტოიოტა სელიკა. 2-3 თვის ნაყიდი მყავდა. ჰოდა მე და 3 ძმაკაცი დავჯექით, ჩავაგდე კარავი და რაღაცეები და უნდა წავსულიყავით ბაზალეთის ტბაზე. ზაფხულია. მივდივართ და ნატახტარში სანამ შეხვალ მაჩვენებელი ხომ არის ბათუმი რომ აწერია და ხუმრობით ვთქვი წამო ბარემ ბათუმში წავიდეთთქო. ჰოდა ამყვნენ სამივენი ხუმრობაში და უკვე სერიოზულად დავიწყეთ ამაზე საუბარი, თან მაინც ბაზალეთისკენ მივდივარ, ფული რამდენი გვაქვსთქო, დავთვალეთ და 180 ლარი გვქონდა დაახლოებით. გადავწყვიტეთ ბათუმი, მოვტრიალდი მისაქციელიდან და მივდივარ, მე ზღვა საერთოდ არ მქონდა ნანახი, დასავლეთშიც არ ვიყავი ნამყოფი. იმ სამიდანაც გზა არცერთმა არ იცოდა. მაგრამ საქართველოა, როგორ უნდა დაიკარგო. გავცდი ხაშურს, ვიარე 40-50 წუთი და ვხედავ რო მანქანების რაოდენობა იკლებს გზაზე და თან უფრო და უფრო მეტი აზერბაიჯანული თუ სომხური ნომერი მხვდება. ცოტა ხნის სიარულის მერე ვხედავ რომ წყლის ტემპერატურის მაჩვენებელმა აიწია, დასახლებული პუნქტი დავინახე თუ არა გავაჩერე, მეთქი გავაგრილებ და თუ ჩამატება დასჭირდა ჩავამატებ თქო. პირველად გამიცხელა მაგ მანქანაზე წყალმა და აზზე არ ვიყავი რატომ. გადავედით და გავარკვიეთ რომ ახალციხეში ვიყავით. ეს ერთი პრობლემაა რომ ამდენი ტყუილად ვიარეთ, აქედან ვერ წახვალთ ბათუმშიო, კი არის გზა მაგრამ ძაან ცუდი გზაა და არ წახვიდეთთქო.
მეორე პრობლემა ისაა რომ წყალს აცხელებს და არ ვიცი რატომ. ჩემი მანქანის ვიზუალის გამო დაგვესივნენ იქაურები, 7-8 კაცი მოვიდა, ავხადე კაპოტს, რა ჭირსო , წყალი გააცხელა თქო, ჩემზე უფროსები იყვნენ და იმედი მაქვს რამეს მირჩევენ. შეესივნენ მანქანას, ისე რომ კაპოტში ჩასახედი ადგილი არ დამიტოვეს, მოარტყეს წრე და დაიწყო, პრაკლადკაა უეჭველი დამწვარი, რადიატორი გაიჭედა, ნეტა პომპაი მუშაობს? სად უდგას ამას პომპაი? ზეთიც შეამოწმე აბა ძმისგულო შუპი ამოაძრე ნახე წყალი ხო არ გადაიტანა - თან მე კი არ მეუბნება, გვერდზე ვიღაცა წითელქუდა კაცი უდგას და იმას. ბიჯო რამაზზ დაუძახა ვიღაცას - ჩვენი ოქროსხელება ვერ გააკეთებს ამაის? რაც მაგას მატორები აქვს დაშლილიო და ეგ რო თქვა მართლა შემეშინდა :დ არ მინდა თქო, წავალ , ხაშურში ვნახავ ვინმე ხელოსანთქო, გვეჩქარება დაგვაღამდება თქო. დავაფარე კაპოტს, გამოვიარე 1-2 კილომეტრი ხაშურისკენ, ავხადე კაპოტს და მივაგენი პრობლემას, ვინტილიატორის რელე გაფუჭდა და აღარ ირთვებოდა. შევაერთე პირდაპირზე და გავაგრძელეთ გზა ხაშურისკენ და იქიდან ბათუმისკენ. ჩავედით, 2 ღამე დავრჩით და წამოსვლის დრო რომ მოვიდა ფული აღარ გვყოფნის. ახალციხისკენ გზაზე 100 კმ გამოგვივიდა ტყუილად სიარული და რაც გვქონდა საწვავზე გათვლილი აღარაა საკმარისი. ქობულეთშიც დავხარჯეთ რაღაც და არ ვიცით როგორ წამოვიდეთ. მერე ნაცნობი გოგო აღმოვაჩინეთ, თბილისში მიდიოდა ისიც, რომელსაც უკანა სავარძელზე მესამე კაცად ჩატენვაში(მხოლოდ 2 კაცის ადგილი აქვს სელიკას უკან) 30 ლარი გამოვართვით ტრაკულად :დ .




მაგ ამბის შემდეგ, მომავალ ზაფხულს ისევ ეგ მანქანა მყავდა, შეყვარებული ბათუმში იყო, ჰოდა ჩამოვალ თქო. ბიძაშვილთან და ჩემს ძმასთან ერთად წავედი, 1 კვირა უნდა დავრჩენილიყავი, ველოსიპედით სიარული მიყვარს და წავიღე ველოც. გზაში მიცუბიშ ეკლიპსს ვეგონკავებოდი, ბენზინი ბევრი მქონდა და არ დავინანე. ვაჯობე კი. მაგრამ სამტრედიაში სანამ შევიდოდი მატურმა კაკუნი დაიწყო და გაწევა დაკარგა ძალიან. აქამდეც გააკეთა ერთხელ ესე და რამდენიმე წუთით ჩაქრობამ და დასვენებამ უშველა. ჰოდა გავაჩერე მეც, გადავედით, სასმელები და ნაყინები მივირთვით. დავქოქე, ისევ კაკუნობს, ისევ ჩავაქრე და საბოლოო ჯამში ერთ საათიანი დასვენების მერეც კაკუნობდა. მივხვდი რომ სტუკავდა. მაგრამ ძალიან არ მინდოდა ამის დაჯერება, იმიტომ რომ აქამდე ნორმალურად მუშაობდა, ზეთი საკმარისზე მეტი ესხა ძრავში :დ ჩავამატე კაკუნი რომ დაიწყო და მეტი გამოვიდა. ჰოდა დავქოქეთ და დაბალი აბაროტით ვიარე ლანჩხუთამდე, ავიღებდი სიჩქარეს და ჩავაქრობდი იქნებ ბათუმამდე მივათრიო თქო როგორმე. თან ვფიქრობდი შეიძლება სტუკი არაა და სხვა რამე იყოსთქო. ლანჩხუთში მოკვდა სულ. ჩაქვრა. ვიღაც კეთილი ბებო ვნახეთ და იმის ეზოში გავაჩერეთ მანქანა, ჩანთები გადმოვიღეთ, ველოსიპედიც. ბიძაშვილს და ჩემს ძმას ვუთხარი თქვენ მარშუტკას გაყევით თქო, ველოს არ აგვატანინებენ და მე ველოსიპედით მოვალ ქობულეთში თქო. 8 საათი იყო უკვე საღამოს. წავიდნენ ისინი. ქობულეთი ახლოს მგონია ლანჩხუთიდან. მივდივარ, მივდივარ და არც გზა მთავრდება და არც აღმართები. თან ხელს ვიშვერ იქნებ ვინმემ გამიჩეროსთქო მაგრამ არა.
მერე ერთ ტაქსისტს ველაპარაკე, ავუხსენი სიტუაცია. მე ბევრი მინდა ქობულეთამდეო და მარშუტკა რომ გამოივლის, ყველას ვიცნობ აქ და ვეტყვი რომ დაგადებინონ ველოსიპედიო.
გავაჩერეთ მარშუტკა და მძღოლმა ბუზღუნით გამიშვა მარშუტკის სახურავზე ადი და თვითონ აიტანე შენი ველოსიპედიო. ავათრიე დავამაგრე და წავედი. 10 ლარი ველოსიპედის წაღებაში გადამახდევინა და 5 ჩემსაში :დ დავბინავდით სასტუმროში. მეორე დღეს მარშუტკით წავედი ლანჩხუთში. ხელოსანი ვნახო ვინმე თქო იქნებ ამ ერთ კვირასი გამიკეთონთქო. ლანჩხუთში ხელოსანი კი არა ჯინი ვიპოვნე. ყველაფერს აკეთებდა და ყველაფერს შოულობდა. 200 ლარი მე მომეციო, ჰა ჰა ერთი მაგდენიც ნაწილები დაგიჯდესო და ახალივით იქნება შენი მატორიო. სად შოულობ მეთქი ნაწილებს და ქუთაისში ყველაფერს აკეთებენო. მოკლედ ძალიან არასანდოთ მომეჩვენა და ევაკუატორს გავატანე თბილისში მანქანა 3 დღის შემდეგ.
მაგ ამბის შემდეგ ლექსი დავუწერე ჩემს მანქანას ;დ


ვერ გწერ და ვერ ვამბობ, თუ როგორ მჭირდები.
თუ როგორ ფიქრების შენს ირგვლივ დაქრიან,
რომ ამდენ ტკივილებს ჩემთვის რომ უძლებდი,
გმადლობ და ამიტომ გეძახი, თავიდან

დავიწყოთ, თავიდან დავიწყოთ, დაბრუნდი,
ქუჩებში უშენოდ ძალიან აცივდა,
მე მახსოვს თუ რამდენ ბეემვეს ვუსწრებდით,
თუ რამდენ შკოდას და თუ რამდენ ფაბიას.

მახსოვს რომ არ წვავდი 10-ზე მეტს ქალაქში,
მახსოვს რომ გიყვარდა სიჩქარე ძალიან,
რომ ჩემი სისხლი და რომ შენი ბენზინი,
ერთმანეთს ქარიშხლის სიჩქარით ერწყმიან.

და შენი სიკვდილი არ იყო ადვილი,
არც ჩემთვის, არც შენთვის, წვიმიან, ნამიან
დღეებში, ბოლომდე ვიბრძოდით, რა მეთქმის,
მატორის სტუკია, მატორის, რას ვიზამთ -

რომ ბედმა ვერაგმა, შენს გულსაც დაადგა
თვალი და რომ შენს გულს სიკვდილად დაუჯდა,
ზღვისპირას წასვლა და ზღვისპირას ყვირილი -
მოდით და მიყურეთ, ას ოცზე დავდრიფტავ.

და უკვე ერთ თვეზე მეტი ვერ გხედავ,
და ასე ფიქრებში ოცდაოთხ კლაპნიან,
შენს სხეულს ვიგონებ, ვიგონებ იმ წუთებს,
რომლებიც კოშმარად გვექცნენ და გარბიან.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (25) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0401 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]