forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (101) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> > არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? IV
giorgi89
ღმერთი სიყვარულია


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1717
წევრი No.: 42634
რეგისტრ.: 25-September 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2016, 23:49  #46808316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
4 დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. 5 მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ . 6 ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის. 7 თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.


--------------------
მათე 6:31 ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? 32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. 33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3881
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 24 Jan 2016, 00:06  #46808485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgi89

კონტექსტი რაზეა ხვდებიი?


--------------------
მეც ქრისტიანი ვარ (nodarie) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3881
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 00:39  #46817797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha kakauridze

ეს ტიპი რას ამბობს ამ პოსტში ვერ ვიგებ. რა ეგენეტოი რის ეგენეტოი?
არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? II (post #33783049)
ვეგა
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7015
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 17:45  #46823517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისო ქრისტე სიტყვა უზენაესის რმელმაც ადამიანებს მისცა მისია რა უნდა აკეთონ ანუ


გვიყვარდეს

შემდეგი მისია იმის მერე როცა ბოროტი გაქრება ადამიანის ცნობიერებიდან

ანუ ჯერ პირველ კლასში ვართ
...............
განვაგრძობ ჩემ მოსაზრებას smile.gif

ადამიანი არის ან ექსპერიმენტი ჩამოსახლებული ან პარაზიტი გაჩენილი დედამიწაზე ისევე როგორც მატლი მუცელში (დედამიწა ისევე კომპონენტია დიდი ორგანიზმის თავის მზის სისტემით და გრავიტაციელით როგორც მოლეკულა, ან ატომი მოლეკულაში)

და ამ ექსპერიმენტს დაუტოვეს ამბავი ესე სიყვარულზედა და კეთილგონიერებაზე, ერთმანეთის გატანაზე ... ეს ისეა როგორც "წერეთელმა დაგვიბარა" ან მატლებზე რომელთა წალეკვაც არ უნდა უმაღლესს გონს და სიტყვა ღმრთისა მოვიდა ქრისტეს სახელით, ქრისტე მისიონერი უცხო ცივილიზაციისგან მოსული...

This post has been edited by VAN-WEGA on 25 Jan 2016, 17:58
დოლორეს
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5289
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2016, 12:23  #46848999      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დაისი
რა გადაწყდა? rolleyes.gif


--------------------
♥+♥=♥
♫ _ ANA _ ♫
მზე ამოვიდა!მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ!

Gracias a todos, los que me han ayudado a ser como soy hoy por hoy. © მე.
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3881
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 28 Jan 2016, 14:08  #46849923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (დოლორეს @ 28 Jan 2016, 12:23 )
დაისი
რა გადაწყდა? rolleyes.gif

დოლორეს

ისა რო ვერ მომყვნენ ლოარიკაში და კითხვებზეც ვერ მიპასუხეს. ქრისტე რო ღმერთის შვილია როგორც ადამი და წინასწარმეტყველი როგორც მოსე, მაგაზე მეტი ვერ დაამტკიცა აქ ვერავინ.
achiko12



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4080
წევრი No.: 166719
რეგისტრ.: 6-May 13

გამოგზავნილია: 28 Jan 2016, 14:58  #46850456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (დოლორეს @ 28 Jan 2016, 12:23 )
დაისი
რა გადაწყდა? rolleyes.gif

რაღატომ გამოიწვიე, ვერ იყო თავისთვის? biggrin.gif
Chamane
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3793
წევრი No.: 176090
რეგისტრ.: 6-November 13

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 11:36  #46867159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დაისი
QUOTE
მართმადიდებლებს სხვა შობისაც სწამთ რომელიც მანამდე მოხდა სანამ მარიამი შობდა ქრისტეს. ის სხვა შობა რა შობაა თვითონაც არ იციან ოღონთ მაგრამ მაინც სწამთ
არ დაგავიწყდეს რო ბილიაში შობა წარმოქმნას ნიშნავს. სადაც წერია რო ღმერთმა შვა ქრისტე ეს ნიშნავს რო ღმერთმა წარმოქმნა ანუ შექმნა ქრისტე, მაგრამ მართმადიდებლები ამ შობას ამოუცნობათ მიიჩნევენ და ისეთ რაღაცეებს იგონებენ და ამბობენ ამ შობაზე რომელსაც არც ბიბლია ასწავლის და არც მოციქულები. 
ორი შობის სწამთ რაა ასე ვთქვათ.  მარიამისგან შობის სწამთ და ცაში უსქესო ღმერთისგან შობის.  ვერ ხვდებიან რო შობა ნიშნავს წარმოქმნას და ქრისტეც ასე წარმოქმნა ღმერთმა როგორც ანგელოზები და სამყარო ანუ ყველაფერი ღმერთმა გააჩინა, წარმოქმნა და შექმნა.  მართმადიდებლებმა მინდა აღიაროთ რო ღმერთი დაუსაბამოა ხოლო ღმერთის ძეს დასაბამი აქ და მისი დასაბამი არი ღმერთი!

მართმადიდებლების დიდი მამები ანუ ეკლესიის წმინდა მამები ასწავლიან რო ღმერთი არავისგანაა და რო მხოლოთ მამა ღმერთია ისა რომელსაც თავისი თავისგან აქვს არსებობა, მაგრამ ღმერთის ძეზე ასწავლიან რო ის ისე არაა როგორც მამა ღმერთი თავისგან რო ქონდეს არსებობა. თან ვერ ხვდებიან რო ღმერთის ძის არსებობა ღმერთისგან როა ღმერთად არ უნდა მიიჩნევდნენ ღმერთის ძეს! ღმერთი არის ყველაფრის დასაბამი, მათ შორის ღმერთის ძის დასაბამიც! ყველაფერი რაც აქვს ღმერთის ძეს, თავისი მამისგან აქ - თვით არსებობაც კი! და თუ არ იქნებოდა ღმერთი, არ იქნებოდა ადამიანის ძეც, სამყარო და ანგელოზები. თუ არ იქნებოდა ღმერთი, არ იქნებოდა ღმერთის ძეც. აქედან ლოღიკაა მარტივი რო ქრისტე არაა ღმერთი.

ერთი ეს მითხარი შEნი აზრით ღმერთს არ შEუძლია ღმერთი შEქმნას? თუ არ შEუძლია ყოვლისშემძლე არ ყოფილა, თუ ყოვლისშEმძლე არაა ღმერთიც არაა, ასე არ გამოდის? სადღაც წავიკითხე იესო ქრისტეს სიტყვები დაახლოებით ასე ეწერა: დავინახე რომ მე გამოვედი მამის პირიდანო, სამყაროც არ იყო შEქმნილი იმ დროს თუ არ ვცდები ასე ეწერა, პირიდან სიტყვა გამოდის და საერთოდ ყველა სული სიტყვაა, მარტო სულიც არა ყველაფერი სიტყვაა smile.gif

This post has been edited by Chamane on 30 Jan 2016, 11:37


--------------------
http://mychat.eu.org
achiko12



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4080
წევრი No.: 166719
რეგისტრ.: 6-May 13

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 23:30  #46873165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ციტატა - "მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით." - პირდაპირ მიანიშნებს ქრისტეს ღმერთობას, რადგანაც საკუთარი დაღვრილი სისხლით ეკლესია, სწორედაც რომ, მან შეიძინა.


ასევე უფალი ბრძანებს: „მე და მამა ერთი ვართ.“ (იოანე, 10:30) და „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი.“ (იოანე, 14:9).


„ხმაა მღაღადებლისა უდაბნოში: გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს.“ (ეს. 40:3,5). „აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი... როგორც მწყემსი, დამწყემსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.“ (ეს. 40:10-11). იესო ქრისტე ძველი აღთქმის ამ წინასწარმეტყველებების თავის თავზე აღსრულებას აცხადებს. „მე ვარ მწყემსი კეთილი... როგორც მიცნობს მე მამა, ასევე ვიცნობ მამას; და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისათვის.“ (იოანე, 10:14-15). “მე თავად დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი.” (ეზეკ. 34:15). ამ მუხლებით იესო ქრისტე თავის ღმერთობას აცხადებს.


იესო ქრისტე მამის თანასწორია: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოანე, 10:30); „მით უფრო ცდილობდნენ იუდეველები მოეკლათ იესო, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს, და ღმერთს უტოლებდა თავს.“ (იოანე, 5:18); იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. (ფილიპ. 2:5-6). მოყვანილი მუხლებიდან ჩანს, რომ ქრისტე „ღმერთს უტოლებდა თავს“. წმინდა წერილიდან კი ვიცით, რომ ღმერთმა ნათლის ანგელოზი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადმოაგდო ციდან, რომ მან, ბუნებით არაღმერთმა, ღმერთობა მოინდომა, და თუკი ქრისტე სინამდვილეში არ იყო ღმერთი და ისე მოინდომა ღმერთობა, მაშინ, მწვალებლური სწავლებით, იგი დაცემული ანგელოზის სწორი ყოფილა. იესო ქრისტე არის დაუსაბამო, როგორც მამა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ“ (იოანე, 8:58)


„მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის და იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.“ (გამოცხ. 1:8). „დამადო თავისი მარჯვენა და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი.“ (გამოცხ. 1:17). „მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროსაგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე.“ (გამოცხ. 21:6-7). „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო და რომელიც არის და რომელიც იქნება.“ (გამოცხ. 4:8).

„იოანეს გამოცხადების“ აქ მოყვანილი მუხლები იესო ქრისტეს ეხება, სადაც იგი მამის მსგავსად მოხსენიებულია, როგორც პირველი და უკანასკნელი, ყოველივეს დასაწყისი და დასასრული, ანი და ჰაე. იგი დაუსაბამოა, როგორც მამა: „დღეთა დასაბამისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე.“ (ებრ. 7:3).


მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.

ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. (ფსალმ. 23:9-10).

იესო ქრისტე არის დიდების უფალი: „სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.“ (1 კორ. 2:8).



იესო ქრისტე ისევე ყოვლისმხედველია, როგორც მამა. „შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!“ (ფსალმ. 7:10); „მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი.“ (იერ. 17:10); „ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; მიაგე თითოეულს საქციელისამებრ, შენ, რომელმაც უწყი მათი გულები - რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული.“ (2 ნეშტ. 6:30). მოცემული მუხლები მამა ღმერთს ეხება. გარდა ღმერთისა, არცერთ ქმნილებას არ ძალუძს იყოს ყოვლისმხედველი და გულთამხილველი.
„იესო მიხვდა მათ ზრახვას და უთხრა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?“ (მათე, 9:4); „მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მივაგებ თვითეულ თქვენგანს მისი საქმისამებრ.“ (გამოცხ. 2:23). აქ კი იესო ქრისტე გვამცნობს, რომ ის, როგორც ღმერთი, ფლობს იმავე თვისებებს, რასაც მამა - ყოვლისმხედველობას.
იესო ქრისტე ყველგან მყოფია, როგორც მამა. „რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.“ (მათე, 18:20); „აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე.“ (მათე, 28:20); „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ.“ (იოანე, 14:23).
იესო ქრისტეს ისეთივე პატივს ვცემთ, როგორც მამას. „უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.“ (მათე, 4:10; იხ. რჯლ. 6:13). ეს სიტყვები ეხება მამა ღმერთს.
„რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არ სცემს ძეს, პატივს არა სცემს მამასაც, მის მომავლინებელს.“ (იოანე, 5:23);
„ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო იგი? უთხრა მას იესომ: შენ გიხილავს იგი, და ვინც გელაპარაკება, ის არის. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო; და თაყვანი სცა მას.“ (იოანე, 9:36-38).
„ასევე, როცა პირმშო შემოჰყავს ქვეყნად, ამბობს: დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღმრთისა.“ (ებრ. 1:6). (სიტყვა - პირმშო ეწოდება პირველდაბადებულს, პირველშობილს, იმის და მიუხედავად მას სხვა შვილი ან შვილები მოყვება თუ არა, ამის გარდა მას ეწოდება ასევე „მხოლოდშობილი“, იგია მამის როგორც პირმშო ასევე „მხოლოდშობილი ძე“). ამგვარად, იესო ქრისტეს პატივს ვცემთ, როგორც მამის ერთარსსა და მის თანასწორს.


იესო ქრისტეს სახელის მომხმობი, ისევე როგორც მამისა, გადარჩება. „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება.“ (იოვ. 3:5). ეს სიტყვები ეხება მამა ღმერთს. „რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.“ (რომ. 10:13; იხ. საქმე 2:21) - აქ კი იგივე სიტყვები ეკუთვნის იესო ქრისტეს. როგორც მამის, ასევე ძის სახელი შეეწევა მის მომხმობს.
იესო ქრისტე ისევე მიუტევებს ცოდვებს, როგორც მამა. „ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.“ (მათე, 6:15). ამ მუხლიდან ჩანს, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ცოდვების მიტევება.
„მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევოს შენი ცოდვანი.“ (მარკ. 2:5); „ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?“ (ლუკ. 7:48-49); „ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს! ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმრთისა?“ (მარკ. 2:7). ამგვარად, იესო ქრისტე, როგორც მამა ღმერთის ერთარსი და მისი თანასწორი პატივისა და დიდების მქონე, ასევე მოგვიტევებს ცოდვებს.


იესო ქრისტე არის მამის მიერ შობილი და არა ქმნილი. „ჩემი ძე ხარ შენ, და დღეს მიშობიხარ შენ.“ (ებრ. 1:5); „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.“ (იოანე, 1:18). სიტყვები - „მიშობიხარ“, „მხოლოდშობილი“ - გვიჩვენებს, რომ იესო ქრისტე შობილია მამა ღმერთის მიერ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იგი არაა ქმნილება. ამიტომ იგია „ერთი ძე“ (მარკოზი, 12:6).


ქრისტეს შობა მამისაგან და მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან ჯერ კიდევ მიქია წინასწარმეტყველმა გვაუწყა: „ეფრათას ბეთლემო... შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.“ (მიქ. 5:1). მოყვანილი ციტატა ნათელყოფს, რომ „ხელმწიფის“ კაცური წარმომავლობა, როგორც ადამიანისა, იქნება „ბეთლემიდან“, ხოლო ღვთაებრივი წარმოშობა - „ძველთაგან, საუკუნო დღეებიდან“.
იესო ქრისტე არის შობილი და არა ქმნილი. ქმნილებას აქვს დასაწყისი და დასასრული. იესო ქრისტე კი „იწოდა ღმრთის მიერ მღვდელმთავრად წესისამებრ მელქისედეკისა... დღეთა დასამაბისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე.“ (ებრ. 5:10; 7:3). სიტყვები - „აბრაამზე უწინარეს მე ვარ“ (იოან. 8:58) - მიანიშნებს მის მარადიულობას.


ესაია წინასწარმეტყველი წერს: „რადგან შეგვეძინა შვილი; მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე. ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.“ (ეს. 9:5). იგი მარადიულია თავისი ღვთაებრივი ბუნებით: „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივეა.“ (ებრ. 13:8).


„უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა.“ (ფსალმ. 32:6) და მთელი ხილული და უხილავი სამყარო: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ფრინველები, ანგელოზები და საერთოდ „ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.“ (იოანე, 1:3). „რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.“ (კოლ. 1:16-17).


იესო ქრისტეს, ისევე როგორც მამას, ეწოდება ჭეშმარიტი ყოვლისშემძლე ღმერთი. „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ (იოანე, 1:1).


უთხრა მას ფილიპემ: გვიჩვენე მამა, და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: ამდენი ხანია თქვენთანა ვარ, და არ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ: მამა გვიჩვენეო? (იოანე, 14:8-9).


მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანე, 20:28).


მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე. (რომ. 9:5).


„...ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში: ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.“ (1 იოანე, 5:20).


ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“. (ებრ. 1:8).


და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. (ებრ. 1:10).


მეორედ მოსვლისას ქვეყნიერების განსაკითხავად მოსული იესო ქრისტე თვითონ უწოდებს თავის თავს ღმერთს: „მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე: შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე. და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.“ (ფსალმ. 49:3-7).


როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა, იესო ქრისტემ თავისი თავი მკვდრეთით აღადგინა. პავლე მოციქული იესოს შესახებ ამბობს, რომ „ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით“ (საქმე, 13:30); პეტრე მოციქული კი ასე აცხადებს: „დე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და ისრაელის მთელმა ხალხმა, რომ იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით, და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მის მიერ დგას იგი მრთელი თქვენს წინაშე.“ (საქმე, 4:10).
თავად იესო კი აცხადებს: „დაანგრიეთ ეს ტაძარი, და სამ დღეში აღვადგენ მას. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ეუბნებოდა მათ.“ (იოანე, 2:19, 21-22). ამგვარად, იესო ქრისტემ, როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა, თვითონ აღადგინა თავისი თავი.


პავლე მოციქული იესო ქრისტეს დიდ ღმერთს უწოდებს: „და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.“ (ტიტე, 2:13).


პავლე მოციქული იესო ქრისტეს ღმერთს და უფალს უწოდებს: „პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და უფლის იესო ქრისტეს, ჩვენი სასოების, ბრძანებით.“ (1 ტიმ. 1:1).


იმას, რომ ღმერთი და ძე ღმრთისა ქრისტესთან მიმართებით იხმარება არა გადატანითი, არამედ პირდაპირი და სრული მნიშვნელობით, კონტექსტიც ცხადყოფს, სადაც ამ სახელის გარდა მას ეწოდება: „ყოვლისმპყრობელი“ (გამოცხ. 1:8), „ღმერთი ძლიერი“ (ეს. 9:5). ქრისტეს აქვს ხელმწიფება სნეულებებზე (ლუკა, 4:39–40), სტიქიებზე (მათე, 8:26–27), ეშმაკებზე (მათე, 8:16), სიკვდილზე (ლუკა 7:14–15, 8:54–55, იოანე, 11:41–44). იგი არის „ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი“ (გამოცხ. 22:13). „ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი; (გამოცხ. 1:17). იმავეს უწოდებს „იეჰოვას“ ესაია წინასწარმეტყველი: „მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ.“ (ეს. 41:4), „მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი“ (ეს. 44:6). იგივე სიტყვები მეორდება ესაიას 48–ე თავის მე–12 მუხლში. ძეს გააჩნია ღვთაებრივი თვისებები, ის რაც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს: იესო ქრისტეს ღვთაებრივი ყოვლისმცოდნეობა: ეს ყოვლისმცოდნეობა მოიცავს არა მარტო შექმნილ სამყაროს, არამედ ღმერთის – ზეციური მამის ცნობასაც. „არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან.“ (მათე, 11:27). ქრისტეს ერთ-ერთი თვისებაა ყოველგან მყოფობა: „რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (ეფეს. 1:23), „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა.“ (მათე, 18:20), „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მათე, 28:20). ქრისტე უხილავად ცხოვრობს ყოველ მორწმუნეში: „რომელ არს ქრისტე თქუენ შორის“ (კოლ. 1:27), „ცხოველ–არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალ. 2:20), „მე მამისა ჩემისა თანა... და მე თქუენ შორის“ (იოანე, 14:20). ქრისტეს თვისებათაგანია მარადიულობა: „მადლითა, რომელი მომეცა ჩუენ ქრისტე იესოს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა“ (2 ტიმ. 1:9) „და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა“ (კოლ. 1:17), იგია „მარადისობის მამა“ (ეს. 9:5). ვერავითარი ქმნილება ღმრთისა ვერ იქნება მარადისობის მამა, რადგან ყოველგვარი ქმნადობა დროში ხდება, ანუ არსებობას იწყებს ის, რაც ადრე არ არსებობდა.

This post has been edited by არჩილჲ on 30 Jan 2016, 23:32
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3881
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 21:56  #46880756      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Chamane @ 30 Jan 2016, 11:36 )
დაისი

ღმერთს არ შEუძლია ღმერთი შEქმნას?

Chamane

ლოღიკიდან გამომდინარე თუ ვიტყვით უნდა შეეძლოს. biggrin.gif

QUOTE
სადღაც წავიკითხე იესო ქრისტეს სიტყვები დაახლოებით ასე ეწერა: დავინახე რომ მე გამოვედი მამის პირიდანო,

ეგეთი რაღაც არ მახსოვს ბიბლიაში რო ეწეროს. smile.gif

lasha kakauridze
არჩილჲ



ეს ტიპი რას ამბობს ამ პოსტში ვერ ვიგებ. რა ეგენეტოი რის ეგენეტოი? ამიხსენით რაააა.
არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? II (post #33783049)
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9197
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 22:38  #46881144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაისი
QUOTE
ეს ტიპი რას ამბობს ამ პოსტში ვერ ვიგებ. რა ეგენეტოი რის ეგენეტოი? ამიხსენით რაააა.
არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? II (post #33783049)


არ ვიცი ...მეც ვერ მივხვდი


--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3881
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 1 Feb 2016, 17:35  #46888047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (lasha kakauridze @ 31 Jan 2016, 22:38 )
დაისი
QUOTE
ეს ტიპი რას ამბობს ამ პოსტში ვერ ვიგებ. რა ეგენეტოი რის ეგენეტოი? ამიხსენით რაააა.
არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? II (post #33783049)


არ ვიცი ...მეც ვერ მივხვდი

lasha kakauridze

არ იციი? ვეძებე ფორუმში ეგ თემა და თურმე შენც გიწერია ეგენეტოზე რაღაცეები. biggrin.gif ეხლა უნდა გაიხსენო რის თქმას ცთილობდი მაგ ეგენეტოთი და მეც ამიხსენი.

ეგერ შენი პოსტი მგონი არ უნდა მეშლებოდეს რო შენია. აწ განსვენებულ აღაპესთან გქონდა მიწერა biggrin.gif იეჰოვას მოწმეები VI (post #22767491)
mepar
პრაფესორი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7367
წევრი No.: 108151
რეგისტრ.: 2-January 10

გამოგზავნილია: 1 Feb 2016, 22:58  #46891203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lasha kakauridze
QUOTE
სწორედ მაგას გიწერს არჩილჲ რომ ძე არის მამის მიზეზი ......ძეს აქვს სიცოცხლე თავისთავში ....ხოლო არცერთ ქმნილებას არ აქვს თავისთავში სიცოცხლე .....ამას შენ ვერ გაიგებ, რადგან ისეთ ელემენტარულს ვერ გებულობ

ისე ზოგადად ყველა თეოლოგს ახასიათებს გასიმბოლოება იმის რაც ერთ დროს პირდაირ გაიგებოდაsmile.gif რომის პაპი იოანე XXI (1215-1257) სიგიჟისგან ცოფებს ყრიდა როცა ზოგი სწავლული ამტკიცებდა სამყაროს კანონების შესახებ, მისთვის მხოლოდ ღვთიური კანონები არსებობდა მაგრამ კი იმსხვერპლა გრავიტაციამ, როცა ჩამოიქცა მისი საძინებლის გუმბათი.

ეხლა როცა სასაცილოდ არ გვყოფნის სამყაროს 7 ათასწლიანი ასაკი, ზოგიერთი "თეოლოგი" ალაპარაკდა შესაქმეს სიმბოლურობის შესახებ და დღეები მილიარდობით წლად გამოაცხადა. საკუთარ სიცრუეში იხრჩობით, იმის მაგივრად რომ აღიაროთ მთლიანად ბიბლიური ლიტერატურის სიმბოლურობა და მხოლოდ ზნეობრივ სწავლებაში მიუჩინოთ ადგილი ჯიუტად ცდილობთ მის მორგებას თანამედროვეობასთან და აქა იქ რაღაც ფიკუსებით, ტრუილებით "სასწაულებსაც" ქმნით. ეხლა კი მასის გასაბრიყვებლად ხილული ღმერთია საჭირო ხოდა ელემენტარულ ჭეშმარიტებას "ძე კაცისას: აერთიანებთ და თურმე ქრისტიანობას უხილავი ტრანსცენდენტული ღმერთი კი არა ხილული ღმერთი ყოლია.


რა გეშველებათ თორე მე ირონია არასდროს მენანება, უბრალოდ ამისგან სარგებელს ვერ ვპოულობ, მაინც იგივე აზრზე რჩებით.

(იმედია ხვდები რომ პათოსი პირადული არაა)

This post has been edited by mepar on 1 Feb 2016, 22:58


--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

მიეცი რეგვენს ლაპარაკის საშუალება და ის დაგიმტკიცებს რომ ყ.ლეც არის (ჩემი ანდაზა)
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9197
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 1 Feb 2016, 23:10  #46891355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაისი
QUOTE
არ იციი? ვეძებე ფორუმში ეგ თემა და თურმე შენც გიწერია ეგენეტოზე რაღაცეები.  ეხლა უნდა გაიხსენო რის თქმას ცთილობდი მაგ ეგენეტოთი და მეც ამიხსენი.


ედიშერ ჭელიძის ციტატა დავაკოპირე და არ მახსოვს .....თუ რამეში გამოგადგება წაიკითხე ...ჩემი აზრი მანდ საერთოდ არ წერია და აბა რა გითხრა?

mepar
QUOTE
ეხლა როცა სასაცილოდ არ გვყოფნის სამყაროს 7 ათასწლიანი ასაკი, ზოგიერთი "თეოლოგი" ალაპარაკდა შესაქმეს სიმბოლურობის შესახებ და დღეები მილიარდობით წლად გამოაცხადა.


ბიბლია არ არის მეცნიერული წიგნი....გინდა 7 ათასი წელი იგულისხმო მანდ თუ 13.8 მილიარდი წელი მას არაფერი აკლდება ... ბიბლიაში ის ზნეობრივი ღირებულებაააა დასაფასებელი რაც მაგ წიგნში წერია თორემ ნოეს კიდობანში რამდენი ფანჯარა იყო თუ რამდენი წლის არის დედამიწა ეს 100000000000 ხარისხოვანია
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3881
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 2 Feb 2016, 00:01  #46891937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha kakauridze

რო აკოპპირებ არ უნდა იცოდე რას აკოპირებ? მართლა მაგრათ მაინტერესებს რას ხსნის მაგ სიტყვით. თუ შეგიძლია იქნება წაიკითხო რაც დააკოპირო და თუ აზრს გამოიტან ამიხსენი, გთხოვ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) 1 [2] 3 4 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0386 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]