forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (31) « პირველი ... 29 30 [31]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ადამიანი გაჩნდა ევოლუციის შედეგად?! - II
 
ადამიანი გაჩნდა ევოლუციის შედეგად?
კი [ 90 ]  [63.38%]
არა [ 32 ]  [22.54%]
არ ვიცი [ 20 ]  [14.08%]
Total Votes: 142
Guests cannot vote 
net
Go Georgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9922
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03

გამოგზავნილია: 6 May 2018, 01:29  #52656926      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
ჩემს დაწერილს ამახნიჯებ.

სხვა სამყაროების აღმოჩენა-არ აღმოჩენის შესაძლებლობა საერთოდ არ განმიხილავს და სიტყვა "თუ" ნიშნავს უბრალოდ თეორიულად დაშვებას და მეტს არაფერს. აღნიშნულ საკითხზე კი ჩემი მოსაზრება იმიტომ არ დავაფიქსირე, რომ ეს დისკუსიას სხვა ჭრილში გადატანდა.

დავუბრუნდეთ თემას - მულტისამყაროს თეორიას. მრავალჯერ ავხსენი, თუ რა განსხვავებაა თეორიას, ფაქტს, თეორიის დამტკიცებას და ფაქტის აღმოჩენას შორის, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გაუგებარი დარჩა შენთვის. ამიტომ ბოლო შესაძლებლობას გამოვიყენებ და შევეცდები სხვაობები მაგალითების საფუძველზე აგიხსნა.

დიდი აფეთქების თეორია გვეუბნება, რომ დაახლოებიტ 14 მილიარდი წლის წინ ჩვენი სამყარო არ არსებობდა და ის წარმოიშვა მაღალი სიკვრივისა და ტემპერატურის "პრეისტორიული ატომისგან" -სინგულარობისგან. მას მერე ჩამოყალიბდა დრო, სივრცე, მატერია, ენერგია და ბუნების კანონები.

თუ დიდი აფეთქების თეორია მართებულია, მაშინ დღეს, ჩვენს სამყაროში უნდა შეინიშნებოდეს გარკვეული ფენომენები, როგორიცაა დოპლერის ეფექტით გამოწვეული წითელი წანაცვლება, ფონური კოსმოსური გამოსხივება, მსუბუქი ელემენტების (წყალბადი და ჰელიუმი) სიუხვე და ა.შ.

აღნიშნული ფონომენები წარმოადგენენ დიდი აფეთქების თეორიის ლოგიკურ პროგნოზებს, სხვანაირად რომ ვთქვათ დიდი აფეთქების შედეგებს. ჟორჟ ლემეტრამა ზუსტად პირველი ფენომენზე დაკვირვების საფუძველზე ჩამოაყალიბა დიდი აფეთქების თეორია, ხოლო დანარჩენი ფენომენების აღმოჩენამ და გაზომვამ გაამყარა / დაადასტურა თეორიის მართებულობა.

მეცნიერული თეორია ზუსტად ასე ყალიბდება - რომელიმე ფენომენზე დაკვირვებით და სხვა ისეთი ფენომენების პროგნოზირებით, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელი იქნება.

კლასიკური განმარტებით მეცნიერული თეორია უნდა პროგნოზირებდეს გარკვეულ ფენომენებს, რომელთა შემოწმება შესაძლებელი იქნება. თუ ესეთი პროგნოზები არ არსებობს, მაშინ ის იქნება ფსევდო მეცნიერული თეორია და იქნება.

თორემ შენ გინდა სხვა სამყაროების არსებობის გჯეროდეს და გინდა იმის, რომ ჩვენი სამყარო სიმულაციაა. მთავარი ისაა, რომ ეს მეცნიერებასთან არ უნდა დააკავშირო.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7103
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 6 May 2018, 12:36  #52658194      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
net
QUOTE
ჩემი პოსტიდან დაციტირებულში წერია, რომ ვერასოდეს დავადასტურებთ მულტისამყაროს თეორიას.

თუ კონკრეტულ ერთ თეორიაზე საუბრობ, შესაძლოა მას ჰქონდეს პრობლემები და ვერ იყოს მთლად თავის "რამაზე".
მაგრამ ხვალ რომ მოვიდეს ვინმე კოწია და უფრო გამართული თეორია მოიტანოს, მერე რა ხდება?

მე ვფიქრობ, რომ პრობლემა თეორიაში იმდენად არაა რამდენადაც ჩვენს შესაძლებლობებში.
თეორია რომც უნიკალურად იდეალური იყოს, როგორ გინდა ჩვენი სამყაროს კიდის იქეთ "გაიხედო"?
ჩვენს ხელთ არსებული ურთიერთქმედებების საშუალებით ეს ვერ გამოდის ამ ეტაპზე - დროში უსასრულოდ იწელება პროცესი.
მოვა რაღაც ინფორმაცია, მაგრამ მაგ დროს ჩვენი ბუნდღაც აღარ იქნება.
ეხლა რაც მოდის წარსულია.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3478
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 7 May 2018, 19:31  #52665898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სანამ მულტისამყაროებს განიხილავთ, ჯერ საკუთარი სამყაროს შექმნის მოდელი დაამუშავეთ..
ვიკიპედიას დონეზე ამ საკითხის განხილვა არაფერს მოიტანს...
net
Go Georgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9922
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03

გამოგზავნილია: 8 May 2018, 21:55  #52672647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
მეცნიერული თეორია იქმნება ამა თუ იმ მოვლენის / ფაქტის / ფენომენის ასახსნელად და მას თავისი დეფინიცია გააჩნია. რომელიმე თეორიას მეცნიერული რომ დაუძახო, არ არის აუცილებელი მტკიცებულებების გვქონდეს. შეიძლება ერთი და იგივე მოვლენის / ფაქტის / ფენომენის ასახსნელად ბევრი თეორია შეიქმნას და ყველას აქვს არსებობის უფლება.

ერთადერთი მოთხოვნა, რასაც მეცნიერული თეორია უნდა აკმაყოფილებდეს არის ის, რომ როდესაღაც შესაძლებელი უნდა იყოს მისი შემოწმება.

მულტისამყაროს თეორიის შემოწმება არის შეუძლებელი, შორეულ მომავალშიც კი, ამიტომ ის ვერ იქნება მეცნიერული თეორია.

P.S. მეცნიერული თეორიის შემოწმება ნიშნავს მისგან გამომდინარე ლოგიკური პროგნოზების შემოწმებას და არა თავად იმ ფაქტის, რომლის ახსნასაც ის ცდილობს.
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3478
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 9 May 2018, 14:56  #52676595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
net
QUOTE
თუ დიდი აფეთქების თეორია მართებულია, მაშინ დღეს, ჩვენს სამყაროში უნდა შეინიშნებოდეს გარკვეული ფენომენები, როგორიცაა დოპლერის ეფექტით გამოწვეული წითელი წანაცვლება,

დოპლერით გამოწვეული წითელი წანაცვლება არაფერ კავშირშია სამაყაროს გაფართოებასთან,დიდ აფეთქებასთან...
QUOTE
ჟორჟ ლემეტრამა ზუსტად პირველი ფენომენზე დაკვირვების საფუძველზე ჩამოაყალიბა დიდი აფეთქების თეორია,

როგორ გააკეთებდა ის ამას? დოპლერზე დაყრდნობით როგორ ჩამოაყალიბებდა სამყაროს გაფართოებას...? (1927 წელს მან hაბლის შესახებ არაფერი იცოდა..., თუმცა იგივე თეორია ფრიდმანს უკვე ჰქონდა 1925 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა..)
QUOTE
მულტისამყაროს თეორიის შემოწმება არის შეუძლებელი, შორეულ მომავალშიც კი, ამიტომ ის ვერ იქნება მეცნიერული თეორია.

რატომ არის შეუძლებელი? ანუ იმიტომ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს სცილდება, თუ საერტოდ ფიზიკურ-თეორიულადაც შეუძლებელია?
განმარტე... შენი აზრი

This post has been edited by graviton on 9 May 2018, 14:57
net
Go Georgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9922
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03

გამოგზავნილია: 9 May 2018, 15:40  #52676914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
დოპლერით გამოწვეული წითელი წანაცვლება არაფერ კავშირშია სამაყაროს გაფართოებასთან,დიდ აფეთქებასთან...

თუ სამყაროს გაფართოების გამო ორ გალაქტიკას შორის მანძილი იზრდება, ერთ გალაქტიკაში მყოფი დამკვირვებლისთვის იზრდება მეორე გალაქტიკიდან მომდინარე ელექტრომაგნიტური გამოსხვივების ტალღის სიგრძე, მათ შორის სინათლის ტალღებისაც და შესაბამისად ვიღებთ წინელ წანაცვლებას.

QUOTE
როგორ გააკეთებდა ის ამას? დოპლერზე დაყრდნობით როგორ ჩამოაყალიბებდა სამყაროს გაფართოებას...? (1927 წელს მან hაბლის შესახებ არაფერი იცოდა..., თუმცა იგივე თეორია ფრიდმანს უკვე ჰქონდა 1925 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა..)

ლემეტრი ფიზიკოსი იყო და არც ისე ცუდი, ამიტომ არც არავისი დახმარება არ დასჭირებია.
Independently deriving Friedmann's equations in 1927, Georges Lemaître, a Belgian physicist and Roman Catholic priest, proposed that the inferred recession of the nebulae was due to the expansion of the universe.
https://en.wikipedia.org/wiki/Big_Bang

QUOTE
რატომ არის შეუძლებელი? ანუ იმიტომ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს სცილდება, თუ საერტოდ ფიზიკურ-თეორიულადაც შეუძლებელია?
განმარტე... შენი აზრი

ადამიანის შესაძლებლობები არაფერ შუაშია. იმიტომ არის შეუძლებელი, რომ ეს თეორია არაფერს წინასწარმეტყველებს, რომლის შემოწმებაც შესაძლებელი იქნება თუნდაც მომავალში. ის თეორია, რომელიც არ აკეთებს შემოწმებად პროგნოზებს, ვერ იქნება მეცნიერული.

This post has been edited by net on 9 May 2018, 15:45
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3478
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 9 May 2018, 19:05  #52678086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
net
QUOTE

QUOTE

დოპლერით გამოწვეული წითელი წანაცვლება არაფერ კავშირშია სამაყაროს გაფართოებასთან,დიდ აფეთქებასთან...
თუ სამყაროს გაფართოების გამო ორ გალაქტიკას შორის მანძილი იზრდება, ერთ გალაქტიკაში მყოფი დამკვირვებლისთვის იზრდება მეორე გალაქტიკიდან მომდინარე ელექტრომაგნიტური გამოსხვივების ტალღის სიგრძე, მათ შორის სინათლის ტალღებისაც და შესაბამისად ვიღებთ წინელ წანაცვლებას.

ესე იგი შენ ფიზიკოსი არ ყოფილხარ... თორემ ამას არ დაწერდი... არც ლოგიკა უზერია ფიზიკოსი, მაშინ რატომ იმტვრევთ თავს იმ საკითხზე, რომელიც არ იცით,
რომელზეც წესიერი, სინდისიანი თეორიაც არ არსებობს... იქნებ ჯერ შეგესწავლათ ჩვენს სამყაროში არსებული მოვლენები, და მათზე დაკვირვებით გაგეკეთებინათ დასკვნა
შესაძლებელია თუ არა ჩვენს სამყაროში რაიმე ინფორმაციიის მიღება, ჩვენი სამყაროს გარეთ, მყოფ არეზე.....

შენ ზევიტ დაწერე, დოპლერიით გამოწვეული წანაცვლებაო. რაც არასწორია.... სამყაროს გაფართოებით გამოწვეული გაფართოება არ არის დოპლერის წანაჩვლება....
სამყაროს გაფართოებით მიღებულ წანაცვლებას ჰქვია კოსმოლოგიური წითელი წანაცვლება და მისი მიზეზი აბსოლუტურად განსხვავდება დოპლერისგან....
კოსმოლოგიური წითელი წანაცვლების მიზეზი არის არა გალაქტიკების დაცილება, არამედ მეტრიკის გაფართოება, რომელშიც მოძრაობს ელექტრომაგნიტური ტალღა, სინათლე...
მეტრიკა იწელება და შესაბამისად იწელება, ამ მეტრიკაზე განფენილი ტალღის სიგრძე... და ის არავიტარ კავშირში არაა ობიექტების დაცილებასთან.. პირიქით გაწელილი მეტრიკა მიათრევს ობიექტსაც....
ამდენად ასეთი გზით მიღებული წითელი წანაცვლება გვიჩვენებს ასევე რამდენად დიდია ეს გაფართოების სიჩქარე სინათლის სიჩქარეზეც.....
დოპლერის წანაცვლებას იწვევს, მხოლოდ და მხოლოდ ობიექტის, მაგალიტად გალაქტიკის მოძრაობის სიჩქარე, იმ მომენტში, როდესაც ტალღა წარმოიშვება და ტოვებს ამ ობიექტს...
შემდეგ ობიექტი რა სიჩქარით გადადგილდება ან სცილდება სხვა ობიექტებს არ აქვს მნიშვნელობა... ანუ დოპლერი არის ობიექტის სიჩქარით გამოწვეული წანაცვლება და ის გვიჩვენებს ობიექტის სიჩქარეს გამოსხივების მომენტში
და ის არასოდეს იქნება სინათლისზე სიჩქარეზე მეტი....

QUOTE

QUOTE
როგორ გააკეთებდა ის ამას? დოპლერზე დაყრდნობით როგორ ჩამოაყალიბებდა სამყაროს გაფართოებას...? (1927 წელს მან hაბლის შესახებ არაფერი იცოდა..., თუმცა იგივე თეორია ფრიდმანს უკვე ჰქონდა 1925 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა..)

ლემეტრი ფიზიკოსი იყო და არც ისე ცუდი, ამიტომ არც არავისი დახმარება არ დასჭირებია.
Independently deriving Friedmann's equations in 1927, Georges Lemaître, a Belgian physicist and Roman Catholic priest, proposed that the inferred recession of the nebulae was due to the expansion of the universe.
https://en.wikipedia.org/wiki/Big_Bang

მე ვთქვი, რომ ლემატრიე ცუდი ფიზიკოსი იყო მეთქი?
მე გკითხე დოპლერის წანაცვლებით როგორ გამოიყვანდა თავის განტოლებას ლემატრიე ? რადგან შენ დაწერე პირველ ფენომენაზე დაყრდნობით, რომელსაც შენ დოპლერი უწოდე,
მივიდა ლემატრია ამ განტოლებამდეოო..
რაც არასწორია. ლემატრიემ სუფთად თეორიულად, მსგავსად ფრიდმანის მიიღო თავისი შედეგი...., აინშტაინის ზოგადი განტოლების გარკვეული მეტრიკისთვის ამოხსნის შედეგად....

QUOTE
ადამიანის შესაძლებლობები არაფერ შუაშია. იმიტომ არის შეუძლებელი, რომ ეს თეორია არაფერს წინასწარმეტყველებს, რომლის შემოწმებაც შესაძლებელი იქნება
თუნდაც მომავალში. ის თეორია, რომელიც არ აკეთებს შემოწმებად პროგნოზებს, ვერ იქნება მეცნიერული.

ჯერ ერთი რაიმე მწყობრი თეორია მულტი სამყაროების არ არსებობს, მსგავსად როგორც ჩვენი სამყარო წარმოიშვა, ასევე შესაძლებელიa წარმოშობილიყო უამრავი სამყარო,
რომელთაც ერთი შეხვედით შეიძლება ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ... რადგან ჩვენ არ ვიცით რაიმე ახალი ურტიერთქმედება, რომელიც ჩვენსა და ამ სამყაროებს, შორის არსებობს....

მაგრამ გავიწყდებათ მთავარი, ჩვენი სამყაროს ფიზიკური ვაკუუმი, ან ლამდა ვაკუუმი, რომელიც სამყაროს 70 პროცენტია და აბსოლუტურად შეუსწავლელი...
ეს ვაკუუმი შეიცავს სტრუქტურას, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ამ ვაკუუმისგან, კონდენსირებით დაიბადა ჩვენი სამყაროოოს დღევანდელობა...
ეს ვაკუუმია ყველაფრის რაც ამ სამყაროში არსებობს, მისი ფუძემდებელი, და ყველა კანონების მატარებელი... მასში არის მთელი ამოუხსნელი პრობლემების კვანძი ჩამარხული...
და ჩვენ არ ვიცით არაფერი მის შესახებ.... რაც ჩვენ ვიცით სამყაროს 4 პროცენტია...
ანუ ამ ვაკუუმმა, იყო რა უმაღლესი წნევის და სიმკვრივის, ტემპერატურის პირობებში, როგორც საწყისი, შემდეგ კონდენსირებისას დაბადა დანარჩენი ჩვენთვის ხილული ამ სამყაროში...
ცხადია, რომ ყველა კანონებიც , გენეტიკასავით მასშია, მის სტრუქტურაშია....
დღეს ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ამ ვაკუმმის მახასიათებლები გარეგნული, შინაგანი სტრუქტურის ცოდნის გარეშე...
და ვხედავთ საოცარ ფაქტს, სამყარო ფართოვდება, ამ ვაკუუმის ტემპერატურა ეცემა. მაგრამ სიმკვრივე მუდმივია.
როგორ? რატომ? იმიტომ რომ შესაძლოა, ამ ვაკუუმს, როგორც მაკავშირებელ ჯაჭვს, ჩვენი სამყაროსი გარეთა მსოფლიოსთან სადაც ასევე უამრავი სამყარობი სხედან...
აკავშირებს ეს ვაკუუმი... ამ ვაკუუმით მარაგდება ჩვენი სამყარო გარედან...
ამ ვაკუუმზე გავლენა გადაეცემა რეალურად ყველა სამყაროში,... "მსგავსად კვანტური გადაბმულობის ქსელისა" რომელსაც შეუძლია ინფორმაციის
არალოკალური "უცაბედი " გავრცელება ყველგან....

This post has been edited by graviton on 9 May 2018, 19:31
eniqsi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 883
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11

გამოგზავნილია: 9 May 2018, 19:39  #52678252      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
კოსმოლოგიური წითელი წანაცვლების მიზეზი არის არა გალაქტიკების დაცილება, არამედ მეტრიკის გაფართოება, რომელშიც მოძრაობს ელექტრომაგნიტური ტალღა, სინათლე...
მეტრიკა იწელება და შესაბამისად იწელება, ამ მეტრიკაზე განფენილი ტალღის სიგრძე...

კოსმოლოგიური წითელი წანაცვლების გამოთვლის დროს რეალურად სინათლის რა პარამეტრს ვზომავთ? ტალღის სიგრძეს,სიხშირეს,იმპულსს თუ ენერგიას.
net
Go Georgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9922
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03

გამოგზავნილია: 9 May 2018, 20:04  #52678393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
რაც მე დავწერე, ზუსტად ის გაიმეორე და როგორც ვატყობ მხოლოდ ტერმინის გამო მედავება.

QUOTE
ლამდა ვაკუუმი, რომელიც სამყაროს 70 პროცენტია და აბსოლუტურად შეუსწავლელი

QUOTE
ასევე შესაძლებელია წარმოშობილიყო უამრავი სამყარო

QUOTE
იმიტომ რომ შესაძლოა, ამ ვაკუუმს, როგორც მაკავშირებელ ჯაჭვს


ეს ყველაფერი ვარაუდებია, ხოლო მე ლაპაკობ იმაზე, რომ მულტისამყარო მეცნიერული თეორიის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

P.S. ფიზიკოსი არ ვარ, მაგრამ არც შორს ვარ. ბოლოს და ბოლოს უმაღლესის მისაღებ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა მივიღე, და ეხლაც მიწევს ხოლმე ცოდნის გარღმავება ფიზიკის ზოგიერთ დარგში.

This post has been edited by net on 9 May 2018, 22:38
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (31) « პირველი ... 29 30 [31]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0327 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]