ტაქტის შეგრძნება - განმაწყობს დადებითად.
როცა შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, საკუთარი პოზიციების დაცვა, მაგრამ კონფლიქტის არიდებაც.
ვერ ვიტან და მაღიზიანებს უხეში, ხისტი, უზრდელი, მოცინიკოსო, 7 თაობით დაკომპლექსებული მამაკაცები, ჩხუბისთავები და ყოყოჩები, ნებისმიერს რომ "ეჭიმებიან" და საქმეებს ურჩევენ. ძაან მეგოიმება.
ზომიერება და დახვეწილი მანერები, რაც სულაც არ გულისხმობს კრევეტების #3 ჩანგლით მირთმევისმსგავს სნობურ გამოვლინებებს, უფრო შინაგან ინტელექტს გამოხატავს ნებისმიერ საქციელში.
ვამუღამებ ე.წ. "საყვარელ ტიპებს", დადებით და პოზიტიურ ადამიანებს.
ეშმაკი, გაქნილი, გაიძვერა კაცის ინტერესი მაქვს 0.
ზოგს მოსწონს და ესექსუალურება ასეთი "ცუდი ბიჭები".
ნათელი გონება, სხარტი აზროვნება, ჭკუა - ანუ სმარტ პერსონები, არასოდეს მწყინდება ასეთ ადამიანებთან.
დაბოლოს ვიზუალი - თუ საპირისპირო სქესი არ მიზიდავს : ხმის ტემბრით, სურნელით, მანერებით, სტილით, ე.ი. დიდ დათმობებზე მივდივარ.
არ მიყვარს დათმობები, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება.
ვამუღამებ ურთიერთობის დასაწყისს, განვითარების სტადიას, გაგრძელებას, ზოგჯერ დასასრულს.
ზოგადად, ცხოვრებას მუღამს ვუჭერ.
კაია
This post has been edited by უცხოპლანეტელი on 29 Jul 2016, 03:03