CityDesignმადლობა წავიკითხე აკვამარინზე, რომ თევზების და კირჩხიბებისთვისაა, მაგრამ ეს იგივე მთვარის ქვააო, ანუ არა დასახელებით, არამედ მთვარე სად გყავს მაგას აქვს მნიშვნელობა, მაგალითად მორიელებისთვის არ არის რეკომენდირებული ნუ მაქსიმუმ თუ მთვარე ყავთ კარგად ასპექტირებულიო
ასევე კარგია სასწორების და მერწყულებისთვის და აი ტყუპებისთვის არანაირად არ არის რეკომენდირებულიო
ახლა რა ხდება ჩემი მთვარე ტყუპებშია, ასევე მორიელის დიდი გავლენა მაქვს და რა გამოდის რომ აკვამარინი მაინცდამაინც არ არის ჩემთვის სასურველი?
მაგალითად ჩემი პირადი გამოცდილებით მთვარის ქვა ყოველთვის მიცავდა და ყველაზე კარგად და კომფორტულად ვატარებდი, როცა ზოგადად მინერალების და სამკაულების ტარება არ მიზიდავს ყოველდღიურად.
მთვარის ქვას ვატარებდი და იყო თეთრი რძისფერი, როგორც ვნახე ისინი განსხვავდება, ყოველ ჯერზე ჩემი მტვარის ქვა ან იმსხრეოდა ან ტყდებოდა ერთხელ პირდაპირ ამიფეთქდა ხელზე
სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ
როდესაც წავიკითხე წერია რომ მთვარის ქვა ასევე მნიშვნელოვანია სად გყავს მთვარე, ზოგადად კარგია თევზებისთვის და კირცხიბებისთვის, მორიელებისთვის ნაკლებად, ასევე ასუსტებს თხის რქებს და კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული ვერძებისთვის, არაასასურველი ქალწულებისთვისაც
ახლა ვკითხულობ ძოწის შესახებ რომელსაც უწერია რომ ეს მარსის მინერალია, ზოგადად ცეცხლის ნიშნებისთვისაა კარგი, განსაკუთრებით ვერძებისთვის, მაგრამ თევზებისთვის არა
მე ასცენდენტი ვერძში მყავს და მარსი მორიელში, იქვე წერია რომ მორიელისთვის მხოლოდ დრო და დრო არია სასურველი მისი ტარება და ისიც გარკვეული სახის.
მარგალიტი ერთ-ერთი უსაყვარლესი მინერალი, მარგალიტი ასევე მთვარის მინერალია და აქვე წერია რომ თევზების ტანავარსკვლავედი ზოგადად არ არის კეთილგანწყობილი მინერალების მიმართ, მაგრამ მარგალიტი სწორედ ის არის რომელიც შეუძლია თევზებს თავისად ჩათვალოს და თავისუფლად ატაროს.
ასევე შეიძლება ატარონ კირჩხიბებმა, მხოლოდ დიდი სიფრთხილით და ისიც მხოლოდ პერლამუტნი ანუ ცოტა მუქი რომ არის ის, დანარჩენი ნიშნებისთვის არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით მიწის ნიშნებისთვის
ქარვა, რომელიც როგორც მეუბნებიან ყველაზე მეტად მიხდება. მიუხედავად იმისა რომ ქარვა ლომის მინერალია და ზოგადად მზის, თუ მტვარე გყავს ლომში, ასცენდენტი ან სხვა კარგად ასპექტირებული პლანეტა (შეიზლება სელენა ლომში ჩაითვალოს?) მაშინ ეს მინერალი სასარგებლოა თქვენთვის
გარდა ამისა ის ყველა ნიშნანს შეუძლია ატაროს კუროს გარდა
This post has been edited by HAG on 1 Sep 2010, 12:29