ფაქ... მოკლედ ასე აგიხსნი.
თევზის თავს კი არა, ელემენტარულ ძაფსაც შეუძლია შენთვის ზიანის მოყენება (გააჩნია ფერსაც). ყველაფერს გააჩნია ენერგია. უბრალო რჩევას მოგცემ:
როდესაც რაიმე უცნაურ ნივთს იპოვი, შარდი დაასხი (შარდი ითვლება გამანეიტრალებლად) და დაწვი. ჯადო მხოლოდ ასე ნადგურდება (თუნდაც არ გჯეროდეს, გააკეთე ისე როგორც გეუბნები).
როდესაც მეზობელი შემოვა, დააკვირდი ადგილებს სადაც იყო. ხშირად ჯადო ლოგინის ქვეშ, ბალიშის ქვეშ და ისეთ ადგილებში ინახება სადაც ხშირი კონტაქტი აქვს ადამიანს.
თუმცა საჭირო არაა ჯადო დაიდოს იქ, სადაც მსხვერპლს ხსირად უწევს ყოფნა, ძლიერ მაგს, შეუძლია კონტაქტის გარეშე დაავადმყოფოს მსხვერპლი.
კიდე ერთი რჩევა. ოთახი გაწმინდე ნაკურთხი წყლით (თუ შელოცვა იცი, მაშინ კარგი იქნებაა თუ შენ აკურთხებ წყალს). ოთახში რამდენიმე კუთხეში მიაპკურე თან შელოცვაც თქვი... თუ შელოცვები არ იცი და არც გჯერა ამის, მაშინ ნაკურთხი წყლით დაასველე რაიმე ნაჭერი და მთელ სახლში რაც ნივთებია (ყოველშემთხვევაში რასთანაც ხშირი ურთიერთობა გაქვს) გაწმინდე. აშკარად შეატყობ რომ სახლში აურა შეიცვალა (პირადი გამოცდილებით გეუბნები)
ვიმეორებ: უცხო ნივთს (ძვლები, ძაფების კოჭა, თმების კოჭა) ჯერ შარდი გადაასხი, შემდეგ დაწვი (სახლიდან შორს, ისეთ ადგილზე სადაც არავინ არის)
პ.ს ხშირად ჯადოს აკეთებს ის ვისაც ყველაზე მეტად ენდობი, რადგან მას ნებისმიერ ადგილას მიუწვდება ხელი
This post has been edited by lukako93 on 22 Nov 2012, 23:08