forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (83) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რეინკარნაცია, რას ფიქრობთ?!
fenix_n
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1875
წევრი No.: 27202
რეგისტრ.: 19-December 06

  გამოგზავნილია: 7 May 2010, 03:57  #19462646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა, “რე” განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია, “ინკარნაცია” კი განსხეულებას ნიშნავს. რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას მეტეფრიქიზოსს უწოდებენ, რაც ქართულად გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს.

ედიშერ ჭელიძე (თბილისის სასულიერო აკადემიის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): “რეინკარნაციის თემა, საეკლესიო მოძღვრების თქმით, აუცილებლად განხილვას მოითხოვს. ამ ერთ–ერთ დიდ გაუკუღმართებასთან დაკავშირებით იყო ბევრი ცდომილება, გაუგებრობა და უმეცრება.

რეინკარნაციის მოძღვრება, რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს ერთ სხეულში, გარდაცვალების შემდგომ კი განახლებული სხეულით მოვიდეს, მრავალი სარწმუნოებისათვის ქვაკუთხედი იყო. ბუდიზმში რეინკარნაცია მიჩნეულია, ადამიანის გზად სრულყოფისათვის.

ცრუმოძღვრებათა აზრით, რეინკარნაციის ციკლი როდის დამთავრდება, არავინ იცის. როდესაც ადამიანი სრულყოფილების იმ ხარისხს მიაღწევს, რომელიც შემდგომ რეინკარნაციას აღარ ექვემდებარება, ციკლი მთავრდება”.

ანტიკური ეპოქის მოაზროვნეებთან, რეინკარნაციაში შემოაქვთ ცხოველური და მცენარეული სამყარო. ამ მოძღვრებამ თავი იჩინა ქრისტიანობის ისტორიაშიც. კერძოდ, ეს უკავშირდება მესამე საუკუნის პირველი ნახევრის და შუა წლების საეკლესიო ავტორს, ორიგენეს.

ედიშერ ჭელიძე: “ორიგენე ადამიანის შესახებ აყალიბებდა სწავლებას. მან ერთ–ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა მოძღვრება იმის შესახებ, რომ ადამიანი ისე არ გაჩნდა, როგორც ხორცის და სულის მთლიანობა. ნაწილი თვლიდა, რომ ხორცი შეიქმნა და მერე შევიდა მასში სული. ნაწილი კი პირიქით, სული შეიქმნა და მერე მოხდა მისი სხეულში შესვლა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. მართლმადიდებლური აზრით, ადამიანი ხორცისა და სულის განუყოფელ მთლიანობად შეიქმნა, ადამიანი ორივე ბუნებას ფლობს, სულსაც და ხორცსაც.

ორიგენე თვლიდა, რომ ჯერ შეიქმნენ ადამიანები, როგორც მთლიანად განშორებულნი სხეულისაგან, როგორც სუფთა სულები. თუმცა, რით განასხვავებდა ასეთ სუფთა სულებს ორიგენე ანგელოზებისაგან, ძნელი სათქმელია. მისი აზრით, როდესაც ქუჩაში მივდივართ, ვხედავთ, რომ ადამიანი ხეიბარია დაბადებიდან, რომ სხეულის ნაკლოვანება თანდაყოლილია და არა, შეძენილი. მეორეს ვხედავთ, რომ შობიდანვე ბრმა არის, მესამეს შინაგანი სნეულება აქვს დაბადებიდან. რას უნდა მივაკუთვნოთ ეს, ზოგი ჯანსაღ სხეულში დაიბადა, ზოგი კი ისეთი სხეულით მოევლინა ამ ქვეყნად, რომ ტანჯვისთვის არის განწირული. რატომ ხდება ასეთი განსხვავებანი ადამიანების სხეულებს შორის, რა განაპირობებს ამას. სულისგან დამოუკიდებლად სხეული არანაირი ცოდვის მოქმედი არა არის. ის ნაკლი სასჯელია სხეულის მიერ წინა ცხოვრებაში ჩადენილი დანაშაულისთვის.

ორიგენეს თქმით, რჩება ადამიანის სული, რომელსაც სხეულში მოსვლამდე რაღაც ცოდვა ჩაუდენია. ამ ცოდვის შესაბამისად მიიღო სხეული. ორიგენესთვის ყველა სხეული ცოდვის შედეგი და სასჯელია. თუ ადამიანი ცოდვილია, მისივე აზრით, სხეულებრივი მდგომარეობა ამის შედეგია.

ეკლესიისთვის ეს მოძღვრება რამდენიმე კუთხით არის შეუსაბამო, როგორც ვთქვით, საეკლესიო მოძღვრება ადამიანს სულისა და ხორცის განუყოფელ ერთიანობად აღიქვამს. ცოდვამ მოიტანა არაბუნებრივი მდგომარეობა, რომ ადამიანი გახდა მოკვდავი, მოკვდაობა სულისა და ხორცის ერთმანეთისაგან გაყრაა, ამიტომაც არის მტანჯველი. ბუნებრივი მდგომარეობა რომ იყოს, არ იქნებოდა მტანჯველი.

ადამიანის ბუნება იყო უხრწნელი, უკვდავი და ტკივილგანუცდელი. შეიძინა რა მოკვდაობა შესაბამისად, დაექვემდებარა სულისა და ხორცის გაყრას, მაგრამ ეს გაყრა მარადიული არ არის. მეორედ მოსვლის ჟამს, ზუსტად იგივე სხეულით შეიმოსებიან ადამიანები და დაიმკვიდრებენ სასუფეველს”.

რეინკარნაცია აბსოლიტურად უარყოფილია ეკლესიური სწავლებისაგან, ეს არსად არ წერია, არც ბიბლიაში და არც ქრისტეს აქვს ამის შესახებ რამე ნათქვამი.

მამა აკაკი მელიქიძე (მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღოლი): “მრავალი ათასწლეულების წინ, როდესაც ღვთისაგან განდგომილება მოხდა, ადამის მოდგმა დაშორდა ღმერთს. მათ დაკარგეს ის გონებისმიერი ნიჭის წვდომა, რასაც სარწმუნოება ჰქვია. ღმერთი დაკარგეს და ღმერთს ეძიებდნენ. მათ შექმნეს თავიანთი ფანტაზიით სხვადასხვა ღმერთი. ეს, რა თქმა უნდა, ბოროტმა ძალამ გამოიწვია, რომელიც ადამ და ევას შეპირდა, რომ თუ ისინი აკრძალულ ნაყოფს მიიღებდნენ, ღმერთები გახდებოდნენ. ამით უფრო მეტად დაიმორჩლა ისინი და წამოვიდა კერპთაყვანისმცემლობა, თეორიები სულების ერთი არსებიდან მეორეში გადასვლასა და ხელახალ დაბადებაზე. რეინკარნაციას ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს.

უფალმა, რომელმაც შექმნა ადამი და ევა, მათ დაუწესა, რომ ისინი არ უნდა მომკვდარიყვნენ. რათქმაუნდა, ადამიანის სული უკვდავია. თუკი, ისინი არ შესცოდავდნენ, არ დაისჯებოდნენ და მათზე სიკვდილი ვერ გაბატონდებოდა. მაგრამ ეს მცნება დაირღვა და სასჯელი მოიწია ადამიანის მოდგმაზე. სწორედ, სიკვდილი არის გამოსავალი, რომ ადამიანმა შეინანოს და უკვდავებას დაუბრუნდეს.

მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველა ადამიანი თავისი სხეულით აღდგება, მისი სული მასვე დაუბრუნდება. არ არსებობს, რომ ჩვენი სული გადავიდეს ვიღაცა სხვა პიროვნებაში, ვინმე დაიბადოს ან ვინმეს ჩაუსახლდეს. ამის შესახებ არც ქრისტეს უთქვამს და არც ბიბლიაში წერია.

ჩვენ იმ უკვდავებაში უნდა დავბრუნდეთ, როგორიც იყო ადამ და ევას პირვანდელი ცხოვრება. საბოლოოდ დამკვიდრება კი მეორედ მოსვლისას და აღდგომისას მოხდება. ჩვენ ვემზადებით უფლის სასუფეველისთვის, შემდგომი მარადიული ცხოვრებისათვის. იქ კი არ არის არანაირი რეინკარნაცია და სულთა გადასვლა. ეს არის ნამდვილად მცდარი შეხედულება, წარმართული კერპთმსახურებიდან გამომდინარე”.



მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ადამიანს ახსოვს თავისი თავი წინა ცხოვრებაში, ზოგიერთს კი კლინიკური სიკვდილიც "გამოუვლია", მაინც არ არის ერთიანი აზრი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაზე. მეცნიერება კი დღემდე აგრძელებს მუშაობას ამ თემაზე. ეცნობა უამრავ საინტერესო "შემთხვევას" და ცდილობს მეცნიერულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით უფრო და უფრო ახლოს მივიდეს ჭეშმარიტებასთან...
ახალ სხეულში სულის "გადასახლების" პროცესში ჩვენი წინაპრები ღრმად იყვნენ დარწმუნებული. მრავალი ქვეყნის რელიგიური მრწამსი მოგვითხრობს ერთსა და იმავეზე - სიცოცხლე ეს არის ცხოვრების მთლიანი ჯაჭვის მხოლოდ და მხოლოდ მორიგი, ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ამ თემასთან დაკავშირებით უძველესი დროის სამეცნიერო კვლევებმა მხოლოდ უკანასკნელ წლებში მოიპოვეს თანამედროვე მეცნიერ-ფსიქოლოგების მხარდაჭერა. თუმცა, აქაც აზრთა სხვადასხვაობას აქვს ადგილი...
სოფელ კფარ რამიში მცხოვრებმა 7 წლის არაბმა გოგონამ, დიანა ფარუკმა ერთ ღამეს ძილში ივრიტულ ენაზე დაიწყო ლაპარაკი. საკვირველი ისაა, რომ გოგონა დაბადებიდან ამ ფაქტამდე არ გასცილებია სოფელს, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. სოფელში კი არცერთი ებრაული ოჯახი არ იყო. საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს ენა?... გაირკვა, რომ დიანა სიზმარში დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა, რომ მას იაელ ბენ-იაირი ერქვა, რომ ოდესღაც იგი მშობლებთან ერთად თელავივში ცხოვრობდა და რომ რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა...
დიანას ახლანდელი მშობლების თხოვნით პოლიციამ დოკუმენტები მოიძია. გაირკვა, რომ გოგონა ასეთი სახელით სამი წლის წინ დედ-მამასთან ერთად მართლაც დაიღუპა ავტოკატასტროფაში...
დიანამ მშობლებს თხოვა ებრაული წეს-ჩვეულებების მიხედვით - შაბათობით სანთლების დანთება. იგი ყვებოდა თელავივზე, თავის სახლზე და მამაზე - ელ-ალზე. როცა 10 წელი შეუსრულდა, დიანამ გადაწყვიტა თავისი წარსული ცხოვრების კვალს გაჰყოლოდა და სახლიდან გაიქცა. თელავივამდე მიაღწია. დახმარების გარეშე მონახა თავისი ქუჩა, სახლი, თუმცა, იქ უკვე ცხვრობდნენ სხვები, რომლებმაც ძველ მოსახლეზე არაფერი იცოდნენ...
მსგავსი შემთხვევები მთელი მსოფლიოს მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, პროფესორმა ჯონ სტივენსონმა შეაგროვა 1500-მდე დამამტკიცებელი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ადამიანებს ახსოვთ თავისი წარსული ცხოვრება. ისრაელში მსგავსი კვლევით დაკავებულია პროფესორი ოსამა ჰუსეინი. მისი თქმით, ჰიპნოზურ მდგომარეობაში ყოფნის დროს მრავალი ბავშვი იწყებს ლაპარაკს თავისი წარსული ცხოვრების შესახებ.


სულის "გადასახლებასთან"დაკავშირებით, განსაკუთრებით ბევრი დამადასტურებელი საბუთია დრუზებზე. საიდუმლოებით მოცულია მათი რელიგია ,რომლის სიღრმეებშიც ჩაწვდომა უცხოსთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. მეცნიერებისათვის კი მეტ-ნაკლებად ცნობილია დრუზების რელიგიის ის ნაწილი, რომელიც სულის "გადასახლებაზე" იძლევა ინფორმაციას. ამ საკითხთან დაკავშირებით სექტის წარმომადგენლები ფლობენ განსაკუთრებულ ინფორმაციას და სჯერათ, რომ თუ რომელიმე მათგანი საიდუმლოს უცხოს გაანდობს, აუცილებლად დაიღუპება და ჯოჯოხეთში მოხვდება.
რეანიმატოლოგია - მეცნიერება ორგანიზმის გაცოცხლების შესახებ. სწავლობს შეგრძნებებს, რაც ადამიანებმა განიცადეს კლინიკური სიკვდილის გადატანისას. ექიმ-რეანიმოატოლოგები ასეთი "სიკვდილის" არსებობას ტერმინალური მდგომარეობით ხსნიან, რაც წინააგონიას და აგონიის სტადიებს მოიცავს.
დღესდღეობით არსებობს მრავალი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ტვინის კვდომას და გაცოცხლებას ეხება. ეს პროცესები ხშირად თან ახლავს ზოგიერთ მოვლენას, რომლის არსი ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი (ხილვა,ჰალუცინაცია). ფსიქოლოგი, პროფესორი კიუბელ-როსი გადმოგვცემს პაციენტების მონათხრობს, თუ როგორ მიდიოდნენ ისინი გვირაბში კაშკაშა სინათლის შესახვედრად და ესმოდათ სხვადასხვაგვარი ხმა. ერთ-ერთმა ავადმყოფმა ქალბატონმა "სიკვდილის" მომენტში ნახა ექიმ რეანიმატოლოგთა ჯგუფი. იგი ყველაფერს "ზევიდან" ადევნებდა თვალყურს. უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვერც ერთი სიტყვის წარმოთქმა ვერ შეძლო. მეორე ქალბატონმა ექიმს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებდა სხეულს თავისი სიკვდილის დროს, ამასთანავე ადევნებდა თვალყურს რეანიმოტოლოგთა ჯგუფს, რომლებიც მისთვის სიცოცხლის დაბრუნებას ცდილობდნენ.
ამ მოვლენათა აღწერითაა დაკავებული ფილოსოფიის დოქტორი რ.მოუდი, რომელიც შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს. მან თავის წიგნში აღწერა 250 მომაკვდავი ადამიანის ხილვა. "სიკვდილის" დროს თითქმის ყველა მათგანს ესმის არასასიამოვნო ხმა, ხმამაღალი ზარი. შემდეგ ისინი სვლას განაგრძნობენ ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე ელოდებათ. ხვდებიან უკვე გარდაცვლილ ნათესავებს და მეგობრებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობენ, რომ არ იმყოფებიან საკუთარ სხეულში. ეუფლებათ ნეტარების გრძნობა და სიხარული სხეულიდან გამოსვლის გამო. მოუდი კატეგორიულად არ ამტკიცებს თავის კონცეფციას იმქვეყნიური სამყაროს არსებობის შესახებ, მაგრამ თვლის, რომ კვლევა, რომელიც დაფუძნებული იქნება მეცნიერულ ექსპერიმენტებზე, ამ დარგში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
... უკვე მრავალი წელია არსებობს ორგანიზაცია"Near Death Experence", რომელიც აგროვებს ცნობებს იმ ადამიანთა შთაბეჭდილებებზე, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. 3000-მდე დამამტკიცებელი საბუთი არსებობს ამ ორგანიზაციის არქივში - ფოტოები, ვიდეოჩანაწერები, პუბლიკაციები და ა.შ.

ამერიკელმა ფსიქიატრმა, პროფესორმა კობლერ როსმა, რომელიც ამ სფეროს 25 წელი ემსახურება, თავის თავზე "გამოსცადა" კლინიკური სიკვდილი, რის შედეგაც, ამ იდუმალებით მოცულ მდგომარეობაში "შესული" ადამიანებისგან დაიწყო ინფორმაციის მიღება. "ადამიანები სხვადასხვანაირად ყვებიან განცდილის შესახებ. თუმცა, მათი შეგრძნებები ერთმანეთს ემთხვევა. მე კი ასე დავინახე ყველაფერი: ვხედავდი ჩემს თავს ზემოდან. მესმოდა ადამიანების ხმა, რომლებიც ჩემზე ამბობდნენ, რომ მე მოვკვდი. მე კი საერთოდ არ მეშინოდა, პირიქით, ძალზე მშვიდი და მხიარული ვიყავი,ვიცოდი,რომ ის რაც ჩემში ხდებოდა, იყო რაღაცის დასაწყისი, რომლის არსი ჯერჯერობით არ უნდა მცოდნოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს არ იყო "არყოფნა". ვწუხდი, რომ აქამდე მეშინოდა სიკვდილის.მინდოდა მეყვირა ხმამაღლა: "ადამიანებო, ნუ გეშინიათ სიკვდილის. სიკვდილი სულაც არ არის ის, რაც თქვენ გგონიათ". ვგრძნობდი, რომ ეს რაღაცის დასაწყისი და არა დასასრული იყო. შემდეგ შევედი უზარმაზარ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათე დავინახე და იქ მელოდებოდა..."
... აქ უკვე მთხრობელთა აზრი იყოფა - ქრისტიანები ამბობენ, რომ ეს იესო იყო, იუდეველები ამტკიცებენ რომ მესიას შეხვნენ, ათეისტებისთვის კი მას "სიკეთე", "სიხარული", ან"ზეარსება"ერქვა.
უკან, სიცოცხლისკენ ის აბრუნებდა, ვინც მათ გვირაბის ბოლოში, კაშკაშა სინათლეში შეხვდა. მთხრობელთაგან ამ სინათლის იქით "შესვლა"კი ვერც ერთმა შეძლო. ზოგიერთი მათგანი იმასაც იხსენებს, რომ "მას" გაესაუბრა და თხოვა, უკანვე-შვილებთან, ნათესავებთან გაგზავნა. თუმცა კლინიკური სიკვდილის ყველა "მსხვერპლი"დიდ მწუხარებას გამოთქვამდა უკან. სიცოცხლეში დაბრუნების გამო.
დღეს, ასეთი ადადმიანები შეიძლება ჩვენს გარშემოც მოიძებნონ. ისინი შეიძლება სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ. საერთო კი ერთი აქვთ - სიკვდილის აღარ ეშინიათ.

მოამზადა ბექა ლაგვილავამ



ხო ვიცი რომ ამდენის კითხვა გეზარებათ და ვისაც გეზარებათ იმისთვის. მე მჯერა რეინკარნაციის, ცოტა არარეალურად მეჩვენება ,,ღმერთმა შექმნა ადამი და ევა....'' მარა რაღაც ძალა რომ არსებობს უდავოა და ფაქტია და მას დავარქვით ღმერთი.
ვიცი რამდენიმე მაგალითი: 5 წლის ბავშმა დაიწყო ლაპარკი რომ ყავდა ოჯახი, ორი შვილი და მეუღლა. ასევე იცოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. ჯერ ცოტა ბავშურად გაუგეს, მერე ფსიქოლოგი და მერე დაეჭვდნენ და მივიდნენ ამ მისამართზე. ცოტა ზერელედ ვყვევი ეხლა ზუსტად არ მახსოვს როგორ მოხდა მარა ეს ბავშვი ახწერდა თუ რას წარმოადგენდა, იყო პილოტი წინა ცხოვრებაში. მივიდნენ ბავშვის იარ აღნიშნულ ადგილას და მართლაც ი ცხოვრობდა ქვრივი ორი ბავშვით. (ბავშვს დასახელებული ქონდა მეუღლის სახელი გვარი და შვილების სახელები) იყო ყოფილი მფრინავის ოჯახი და ეს მფრინავი იყო ავიაკატასტროფაში დაღუპული. ამ კაცის დაღუპვის და ამ ბავშვის დაბადების თარიღებს შორის იყო 1 საათი განსხვავება +- ნუ ბევრი რო არ ვიბოდიალო ეს ბავშვი რეინკარნაციის შედეგი იყო ოღოდ ესეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია რადგან ესე მალე არ ხდება რეინკარნაცია. რეინკარნაცია ხდება თუ არ ვცდები 200 წელიწადში ერთხელ.
აბა ვისაუბროთ და განვავრცოთ თემა
Tata_Sonne
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7272
წევრი No.: 57824
რეგისტრ.: 7-April 08

გამოგზავნილია: 7 May 2010, 05:01  #19462803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეინკარნაციის თემამ დამაინტერესა ცოტა ხნის წინ. იმის მიუხედავად, რომ ათეიზმისკენ ვიხრები (ნუ ათეისტს პირობითად ვუწოდებ საკუთარ თავს, აგნოსტიკოსი არ ვარ, მაგრამ არც რკინა-ბეტონი ათეისტი), რაც ასტროლოგიამ დამაინტერესა, შევეცადე, მსგავსი საკითხებისთვის ცოტა სხვა კუთხით შემეხედა. მართალია, სრულიად შესაძლებელია, ასტროლოგიის დაკავშირება ფიზიკურ კანონებთან + ბიოქიმია, მათემატიკური გამოთვლები და ა.შ. ანუ, თითქოს, მაინც, ზუსტი მეცნიერებებისკენ მივდივართ, მაგრამ... არის ისეთი საკითხები, რასაც ფიზიკით ვერ ახსნი... უმარტივესი მაგალითი ავიღოთ, დაღმავალი კვანძი, რომელიც ასტროლოგიაში უკავშირდება წინა ცხოვრებას, მე სხვა თეორია არ გამიგია ამასთან დაკავშირებით. საერთოდ კაცობრიობის თვისებაა, რასაც ვერ ხსნის ლოგიკურად/მეცნიერულად, ეგრევე ზებუნებრივის იარლიყს აწებებს. თუმცა, როგორ ხისთავიანობადაც მიმაჩნია, იმის 100%-იანი მტკიცება, რომ ზებუნებრივი არსებობს, ისეთივე ხისთავიანობაა ამის ვირული უარყოფა (ადამიანის ტვინის 3-4%-იანი აქტივობით givi.gif vis.gif)...
ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ ბოლოს დამეწერა: ყველაფერი შესაძლებელია givi.gif


--------------------
You’re dining with a psychopathic murderer.
fenix_n
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1875
წევრი No.: 27202
რეგისტრ.: 19-December 06

გამოგზავნილია: 7 May 2010, 05:27  #19462831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაღაც რომ არსებობს ეგ ფაქტია. ბუნებრივია რასაც ხსნის ადამიანი, ზებუნებრივი რასაც ვერ ხსნის ამიტომ ხისთავიანობა არაფერშუაშია.
ადამიანის 3-4 პროცენტიანი ტვინის აქტვობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს.
ეხლა რეინკარნაციას დაუბრუნდეთ smile.gif
Tata_Sonne
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7272
წევრი No.: 57824
რეგისტრ.: 7-April 08

გამოგზავნილია: 7 May 2010, 05:40  #19462842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ხისთავიანობა არაფერშუაშია

თავშია... იმის მაგივრად, რომ პასუხი ეძებოს, "ცაში გამოკიდებულ ძიას" აწერს ყველაფერს.

QUOTE
გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს

აი ეს კარგი ფრაზაა... საუკუნეების წინ, თოვლი რომ წამოვიდოდა, ხალხი ფიქრობდა, ღმერთი გვსჯის ცოდვებისთვის, უნდა გაგვყინოსო...
ამიტომ, მართალია, არაფერია გასაოცარი, მათ შორის რეინკარნაციაც, რისი არსებობის ალბათობასაც სრულიად ვუშვებ. ბიოეთიკის ლექტორი გრძელ ლექციებს გვიკითხავდა, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც კომიდან გამოსვლის შემდეგ მკვდარ ენებზე ალაპარაკდნენ და ა.შ. ამას ზოგი მეცნიერი რეინკარნაციას უკავშირებს... მაგრამ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, ადამიანის ტვინს აქვს ფენომენალური შესაძლებლობები, რომლის 90%-ზე მეტი არ არის გამოკვლეული, ამიტომ, ყველა ამ ფაქტის მიწერა რეინკარნაციაზე, არაა სწორი მიდგომა, ყველა თეორია უნდა იყოს საფუძვლიანად გაანალიზებულ/გამოკვლეულ/შესწავლილი.

This post has been edited by Tata_Sonne on 7 May 2010, 05:41
kalaa
♐ ♐ ♐ Inspire


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9739
წევრი No.: 30295
რეგისტრ.: 21-February 07

გამოგზავნილია: 7 May 2010, 08:49  #19463086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
წინა ცხოვრებაში შინაბერა ვიყავი , მურტალი ხასიათით და წითელი თმებით .....


პ.ს ხასიათი გადმომყვა..... biggrin.gif


--------------------
я достану звезду........... ★

crusaders
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7555
წევრი No.: 112034
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 7 May 2010, 13:31  #19466476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fenix_n
წავიკიტხე ბოლომდე არ დამეზარა

საინტერესოა ნამდვილად რაც ეწერა

MICHELEEE
ალუბალა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2172
წევრი No.: 108329
რეგისტრ.: 4-January 10

გამოგზავნილია: 7 May 2010, 13:42  #19466710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მგონია რომ წინა ცხოვრებაში კაცი ვიქნებოდი..... biggrin.gif მექალთანე კაცი


--------------------
იმარჯვებს არა ძლიერი და გონიერი,არამედ ის,ვისაც ადვილად შეუძლია ცვლილებებთან შეგუება......

All my life I've been searching for something.... Dave grohl
Think different ......© Apple
Tata_Sonne
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7272
წევრი No.: 57824
რეგისტრ.: 7-April 08

გამოგზავნილია: 7 May 2010, 13:54  #19466941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე მგონია რომ წინა ცხოვრებაში კაცი ვიქნებოდი.....

QUOTE
მექალთანე კაცი

მე ბისექსუალი მეკობრე user.gif givi.gif
თაიკო
emotional luzer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4988
წევრი No.: 107194
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 7 May 2010, 14:00  #19467041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MICHELEEE
Tata_Sonne
მერწყულისგან არ მიკვირს ups.gif
მე არ მგონია სულიერი ვყოფილიყავი


--------------------
i dont believe in astrology, iam scorpio and iam a skeptical.
**
ცოლ-ქმრის ჩხუბი ასტროლოგს მართალი ეგონაო (c) ტროპიკალი
SkitterZ
Curly member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2476
წევრი No.: 96159
რეგისტრ.: 20-July 09

გამოგზავნილია: 7 May 2010, 14:05  #19467133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tata_Sonne
QUOTE
ბიოეთიკის ლექტორი გრძელ ლექციებს გვიკითხავდა, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც კომიდან გამოსვლის შემდეგ მკვდარ ენებზე ალაპარაკდნენ და ა.შ.

მეც yes.gif
მგონი ერთი ლექტორი გვყავდა smile.gif



პ.ს ძალიან საინტერესო თემაა yes.gif up.gif

პ.პ.ს არ მაქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის რომ მეც რაიმე მივაწერო მაგრამ ვკითხულობ ინტერესით yes.gif


--------------------
სიგნაჩა
Marco Materazzi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 7 May 2010, 14:50  #19467970      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა ცხოვრებაში უეჭველი ვიცი რომ შოტლანდიელი კილტიანი კაცი ვიქნებოდი : )

იმდენად მიყვარს შოტლანდია , შოტლანდიელები და მათი კულტურა : )

შეიძლება რობერტ ბრიუსიც ვიყავი ან უილიამ ვოლასი : )
crusaders
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7555
წევრი No.: 112034
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 7 May 2010, 16:30  #19470045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Marco Materazzi
შოტლანდია გიყვარს ინტერს გულსემატკივრობ

კირჩხიბული პონტია რა
imbalance
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2725
წევრი No.: 82483
რეგისტრ.: 15-January 09

გამოგზავნილია: 7 May 2010, 17:18  #19471038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რეინკარნაცია, რას ფიქრობთ?!

არ მჯერა boli.gif


მგრამ გასართობად შეიძლება წაიფანტაზიორო ადამიანმა.... მაგალითად, წინა ცხოვრებაში ჯადოქარი ვიყავი და კოცონზე დამწვეს, სქელი შავი თმა პირველად აალდა და უხეში კაბის ნაჭერი თეთრ კანზე მიმეწვა...
ან მეომარი ვიყავი და ბრძოლაში ამკუწეს, აუტანელი და გამაგიჟებელი ტკივილი იყო ჭრილობებისგან და სიკვდილამდე ორმაგი ძალით დავიწყე მტრების ხოცვა სანამ გონებადაკარგული არ დავეცი ჩემს მიერ დახოცილი ადამიანების სხეულებზე...
ან კიდევ ვიკინგის ცოლი ვიყავი და გულის ფანცქალით ველოდებოდი ხოლმე ბრძოლიდან დაბრუნებული თოვლში და სისხლში ამოვლებული ქმრის დაბრუნებას რომ ცეცხლის შუქზე მოვფერებდი ოქროსფერ თმაზე...

მძიმე შემთხვევაა სამსახურში მშიერი ჯდომის ფონზე ფანტაზიორობა help.gif
moonbayer
Love is like oxigen


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1558
წევრი No.: 36628
რეგისტრ.: 16-June 07

გამოგზავნილია: 7 May 2010, 22:53  #19476913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მე მჯერა რეინკარნაციის biggrin.gif მინდა გავიგო ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში biggrin.gif


--------------------
Love is like oxigen

Тот кто покинул сам себя покинул все.
Тот кто победил сам себя победил все.

შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
Miss_Manette
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6680
წევრი No.: 81362
რეგისტრ.: 4-January 09

გამოგზავნილია: 7 May 2010, 23:02  #19477094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.thebigview.com/pastlife/

რა ვიცი -სანდოა?არაა სანდო? user posted image



--------------------
http://en.wikipedia.org/wiki/Lucie_Manette
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (83) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0392 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]