Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > სკოლები


Posted by: taya 18 Feb 2006, 22:16
ჩემი შვილი მიდის სკლაში სექტემბრიდან.
არ ვიცი რომელ სკოლაში წავიყვანო.
თუკი ვინმეს რაიმე გაიგიათ, ან პირადად იცით რომელიმე სკოლის შესახებ და/ან შეგიძლიათ მირჩიოთ რომელიმე სკოლა, (ცოტა დეტალებში, ანუ რა ხდება, როგორ, რა არის კარგი და ა.შ.) გთოვთ დაწეროთ აქ.

ჩემი პრიორიტეტებია:
1. ინგლისური ისწავლებოდეს თავიდანვე ან მაქსიმუმ მეორე კლასიდან.
2. ტექნიკური საგნები ისწავლებოდეს კარგად (ალბად მაღალი კლასებიდან..)
3. ზოგადად სწავლა იყოს მაღალ დონეზე.
4. კლასში არ იყოს ბევრი ბავშვი (ანუ ალბად ფასიანი სკოლა უნდა იყოს...)
5.რა ვიცი აბად კიდევ დისციპლინა ჰქონდეთ მაღალ დონეზე....
ალბად ესეთი იდეალური სკოლა არ არსებობს, მარა მასთან
6. დიდი პლიუსი ექნება, თუკი ექნება სკოლას ფორმა..

მიახლოებულები იქნებ იყოს სადმე რამე....

Posted by: mcnamara 18 Feb 2006, 22:23
QUOTE
ინგლისური ისწავლებოდეს თავიდანვე ან მაქსიმუმ მეორე კლასიდან.

ამის მერე რაღა უნდა გელაპარაკო.

Posted by: jemand 18 Feb 2006, 22:28
ყველა მოთხოვნას აკმაყოფიელბს "ქართული სასწავლებელი"
QUOTE
. ინგლისური ისწავლებოდეს თავიდანვე ან მაქსიმუმ მეორე კლასიდან.

ამის გარდა. იმიტომ რომ გერმანულია smile.gif

Posted by: sako 18 Feb 2006, 22:29
QUOTE
. დიდი პლიუსი ექნება, თუკი ექნება სკოლას ფორმა..

და ფორმა რათ გინდა რომ იყოს?

Posted by: mcnamara 18 Feb 2006, 22:45
QUOTE
2. ტექნიკური საგნები ისწავლებოდეს კარგად (ალბად მაღალი კლასებიდან..)

კომაროვში გადაიყვან რო გაიზრდება

Posted by: liz 18 Feb 2006, 22:58
taya
საყვარელო ტუ დამიჯერებ ,სადაც ცხოვრობ , ახლო მდებარე სკოლაში გირჩევ შვილის მიყვანას...ის კრიტერიუმები რაც ჩამოტვალე
QUOTE
5.რა ვიცი აბად კიდევ დისციპლინა ჰქონდეთ მაღალ დონეზე

QUOTE
2. ტექნიკური საგნები ისწავლებოდეს კარგად
...და ა.შ. შემდგომი ეტაპია...ახლ;ა კი რაც ბავშვს ჭირდება ისაა,რომ- არ დაიგალოს შორ გზაზე სიარულით;-და ძალიან არ გადაიტვირთოს...რა გეჩქარებათ? ისწავლოს ნელ-ნელა და ხარისხიანად(მიტუმეტეს 12 წელი უნდა სწავლოდეს)და კიდევ პედაგოგი ყავდეს სანდომიანი და მჭერმეტყველი... ტუ მეტყვი რა უბნელი ხარ, იქნებ გირჩიო კარგი სკოლა... smile.gif

Posted by: taya 19 Feb 2006, 00:22
QUOTE
ისწავლოს ნელ-ნელა და ხარისხიანად

ჩვენ სკოლებში ვინ ასწავლის რომ საერთოდ? მე რაც ვიცი კლასში 50 ბავშვია ხოლმე, და დაფასთან ბავში თვეში ერთხელ ან გადის და ან არა, და საერთოდ არანაირი სტიმული აღარაქვს რომ ისწავლოს და აღარ ემზადება.
და თუ თავიდანვე გადაეჩვია სწავლას და გაზარმაცდა მერე იმისგან რაღა გამოვა?!

sako
ფორმა სავალდებლი არაა, მარა მინდა რომ იყოს. მე ვთვლი რომ ძალიან კარგი რამეა.(თუმცა ელა ამაზე არ გვინდა დისკუსია ეს გადამწყვეტი არაა)

mcnamara
ვეკუაში ვაპირებ... მარა მე-7 კლასამდე ხომ უდნა მივიდეთ ჯერ?



Posted by: Harry_Potter 19 Feb 2006, 05:24
taya
QUOTE
2. ტექნიკური საგნები ისწავლებოდეს კარგად (ალბად მაღალი კლასებიდან..)



კარგი იქნება ქართულ ენასაც თუ ძლიერად შეასწავლი, ესეთი ეცდომები რომ არ დაუშვას

QUOTE
ალბა


Posted by: SOPKA 19 Feb 2006, 13:03
მე ვსწავლობდი ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესში",,, 63 სკოლის შენობაშია,, 9-17 სწავლა, კვებით,, დილის გაკვეთილებს დღის მეორე ნახევარში სკოლაში ამზადებენ ბავშვები, საკმაოდ მაღალ დონეზეა სწავლა და კარგი პედაგოგოები ყავთ..

Posted by: gvaska 19 Feb 2006, 13:28
SOPKA
QUOTE
"მწიგნობართუხუცესში"


ნათლია ვინ იყო? biggrin.gif
* * *
Harry_Potter
QUOTE
კარგი იქნება ქართულ ენასაც თუ ძლიერად შეასწავლი, ასეთი შეცდომები რომ არ დაუშვას

up.gif 1000%!
QUOTE
დილის გაკვეთილებს დღის მეორე ნახევარში იქვე აკეთებენ ბავშვები

აშკარად გასაშვებია ქართულის მასწავლებელი wink.gif

Posted by: დათიკო 19 Feb 2006, 13:39
taya
ბაკურ სულაკაურის სკოლაში არის კარგი პირობები.
კერძო სასწავლებელია. ჯერ პირველი და მეორე კლასები ყავთ მარტო და ეხლა მგონი ამატებენ. ჩვენი თანაფორუმელი ნინა მანდ მუსიკას ასწავლის და დეტალებს ის გეტყვის თუ დაინტერსდები. ელიავა, მეგალაინ, წერეთელთანაა ახლოს.

Posted by: SOPKA 19 Feb 2006, 14:34
ხო ბავშვები ლაგუნაზე დაყავთ საცურაოდ,,,დიდი სპორტდარბაზია, მაელ ახალ შენობაში გადავლებ, რომელსაც თავისი კამპუსი ექნება და ბავშვები იქ დაიძინებენ,,

საერთოდ კერძო სკოლა სჯობს, კერძო, ფასიან სკოლებში ნამდვილად არის სწავლა

Posted by: Kissie 19 Feb 2006, 14:37
gvaska
QUOTE
დილის გაკვეთილებს დღის მეორე ნახევარში იქვე აკეთებენ ბავშვები


biggrin.gif

ქართულის მასწავლებელი იქით იყოს და... მე მანდ თავიდან "იქვე აკეთებენ ბავშვებს" წავიკითხე biggrin.gif

Posted by: ancho 19 Feb 2006, 15:26
QUOTE
ბაკურ სულაკაურის სკოლაში არის კარგი პირობები.

მეც ასე ვიტყოდი. yes.gif
საკუთარი გამოცდილებით გეუბნები, რომ ბაკურს მაგ საქმეში არაფერი შეეშლება. smile.gif

Posted by: SOPKA 19 Feb 2006, 15:29
QUOTE
ქართულის მასწავლებელი იქით იყოს და... მე მანდ თავიდან "იქვე აკეთებენ ბავშვებს" წავიკითხე


lol.gif lol.gif lol.gif КАЖДЫИЙ ПОНИМАЕТ ПО МЕРЕ СВОЕЙ ИСПОРЧЕННОСТИ boli.gif boli.gif givi.gif

პოსტი შესწორებულია გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად smile.gif

Posted by: killer 19 Feb 2006, 16:04
taya
QUOTE
1. ინგლისური ისწავლებოდეს თავიდანვე ან მაქსიმუმ მეორე კლასიდან.
2. ტექნიკური საგნები ისწავლებოდეს კარგად (ალბად მაღალი კლასებიდან..)
3. ზოგადად სწავლა იყოს მაღალ დონეზე.
4. კლასში არ იყოს ბევრი ბავშვი (ანუ ალბად ფასიანი სკოლა უნდა იყოს...)
5.რა ვიცი აბად კიდევ დისციპლინა ჰქონდეთ მაღალ დონეზე....
ალბად ესეთი იდეალური სკოლა არ არსებობს, მარა მასთან
6. დიდი პლიუსი ექნება, თუკი ექნება სკოლას ფორმა..

ყველა თავისას აქებს. მეც დავწერ, იმიტომ რომ ამ 6-ვეს აკმაყოფილებს ტატულიას კოლეჯი. მეორე კლასშია ჩემი ბავშვი. მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ.
ინგლისურს ასწავლიან პირველივე კლასიდან
მათემატიკა ჯერ რაა, მაგრამ ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი საგანი მათემატიკაა და მართლა კარგად სწავლობენ.
ქართულის მასწავლებელი ცდილობს რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან განუვითაროს ბავშვს ლოგიკა და მეტყველების უნარი. შედეგი სახეზეა.
სამივე გაკვეთილს დავესწარი, არა საჩვენებელ გაკვეთილს, არამედ ჩვეულებრივს. აღფრთოვანებული დავრჩი.
ფორმები მომავალი წლიდან, თუმცა მანამდეც სავალდებულოა ბავშვს ეცვას თეთრი ზედა და ლურჯი ჟილეტი.
ფასიანია.

Posted by: Harry_Potter 19 Feb 2006, 18:06
QUOTE
ტატულიას კოლეჯი


ხო მანდ კარგია, თან ეხლა ტატულია გაცვლით პროგრამებზე ჩალიჩობს (ცხადია უფროს კლასელებისთვის biggrin.gif ).

Posted by: taya 20 Feb 2006, 00:14
რა გიყვართ ყველაფრის გაოფტოპიკება.

Harry_Potter, gvaska
გავიგეთ რომ მაგარი ქართულის სპეციალისტები ხართ, მაგრამ თემასთან რა კავშირშია?
საქმეზე თუ რა მის თქმა შეგიძლიათ მადლობელი დაგირჩებით, ხოლო ვისაც თემიდან გადახვევები და თავისი ქართულის გამარიაჟება და ეგეთი რამეები უყვარს, ტყუილად ნუ მოცდება აქ, იმიტომ რომ მაგისთვის სხვა, შესაბამისი განყოფილებები არსებობს wink.gif
გთხოვთ ამის შემდეგ ამ თემას ნუ მოაცდენთ სხვა საკითხებით და დაზოგავთ ერთმანეთის დროს.


ეხლა საქმეზე:
როგორც გამოდის ორი სკოლა იყო ნასენები: ბაკურ სულაკაურის და მწიგნობართუხუცესი..
სულაკაურის სკოლაზე მეც მსმენია, მაგრამ მაინტერესებს თუ იცით დამატებით პირობები: ანუ გადასადელი რამდენია, კლასში რამდენი ბავშვია... თუკი რაიმე კიდევ იცით..

მაინტერესებს აგრეთვე თუ იცით ვინმემ პირადი გამოცდილებიდან "ამერიკულ-ქართულ სკოლაზე და აგრეთვე დემირელზე ?

Posted by: Kissie 20 Feb 2006, 00:15
taya
დემირელში მე ვსწავლობდი. მააგრამ მე-7 კლასიდან არის მანდ სწავლა და როგორც ვხვდები, ამჯერად ეგ არ გაწყობს smile.gif

Posted by: taya 20 Feb 2006, 00:17
killer
ვოვ, მაგარია, და სად მდებარეობს ეგ სკოლა, და მისამართი/ტელეფონი და კიდევ სხვა დეტალები ხომ არ შეგიძლია მომაწოდო? მაგალითად ფასი, რამდენი ბავშვია სკოლაში, დიდი ხნის გასნილია თუ არა, და რა ვიიც რაიმეს კიდევ თუ ჩათვლი საჭიროდ რომ ვიცოდე....

Harry_Potter
გაცვლითი პროგრამები არ მაინტერესებს, იმიტომ რომ თავად მაქვს საშუალება და მდგომარეობა როცა მომინდება გავუშვა ხოლმე ბავშვი ამერიკაში ბიძაშვილებთან...

Kissie
QUOTE
დემირელში მე ვსწავლობდი. მააგრამ მე-7 კლასიდან არის მანდ სწავლა

უი, ჩემი ნაცნობისბავშვი რომ პირველ კლასში მანდ შევიდა?!?!?!

Posted by: gvaska 20 Feb 2006, 00:26
taya
QUOTE
თემასთან რა კავშირშია?


თემასთან პირდაპირ კავშირშია - მინიშნება მასწავლებლის კვალიფიკაციაზე იყო.........smile.gif
თუმცა, ბოდიში, ქართული თქვენს პრიორიტეტებში არ შედიოდა, აკეან იზვინენიი! user.gif vis.gif

Posted by: Solveig 20 Feb 2006, 00:34
QUOTE
ვეკუაში ვაპირებ... მარა მე-7 კლასამდე ხომ უდნა მივიდეთ ჯერ?

QUOTE
კომაროვში გადაიყვან რო გაიზრდება

ეგ რომ გაიზრდება, აღარც კომაროვი იარსებებს და აღარც ვეკუა, განათლების სამინისტროს ისეთი კურსი აქვს აღებული.

Posted by: დათიკო 20 Feb 2006, 00:46
taya
QUOTE
სულაკაურის სკოლაზე მეც მსმენია, მაგრამ მაინტერესებს თუ იცით დამატებით პირობები: ანუ გადასადელი რამდენია, კლასში რამდენი ბავშვია... თუკი რაიმე კიდევ იცით..

1000$ წელიწადში
კლასში 15 ბავშვია
სახელმძღვანელოებს არ ყიდულობენ
მოსწავლეებს ემსახურებათ ტრანსპორტი
საშინაო დავალებები არ არის, ყველაფრის ბოლომდე შესწავლა ხდება გაკვეთილზე
შეფასების სიტემა არის საჩუქრებით
კვება
უცხოენას ჯერ არ გადიან (პირველ მეორე კლასებში)
გაისად მე-7 კლასი იხსნება

Posted by: taya 20 Feb 2006, 02:27
Solveig
QUOTE
ეგ რომ გაიზრდება, აღარც კომაროვი იარსებებს და აღარც ვეკუა,

??? რატომ?

Posted by: Kissie 20 Feb 2006, 02:28
taya
ვა wow.gif

ჩემს დროს ექვსკლასდამთავრებულებს იღებდნენ. ერთი-ორი დაწყებითი კლასი კი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ თურქი ბაღნებისთვის. ძნელად წარმომიდგენია, იმ შენობაში როგორ უნდა მოხერხდეს დაწყებითი კლასების შეყვანაც, მთლიანად ვითვისებდით და..სად დაატიეს. იევიც, ვერაფერს გეტყვი.

ისე სწავლა კარგი იყო yes.gif უფრო სწორად, მერე და მერე დაამუღამეს ქართველ ბავშვებთან მუშაობა და დახვეწეს მეთოდები. ყველაზე მეტად რაც მომწონდა მანდ, ის იყო, რომ საკუთარი ჰაზრების თავისუფლად დაფიქსირების საშუალება გვქონდა, ჰჰოოდა კიდევ ის, რომ მასწავლებელისა და მოსწავლეების ურთიერთობაში წინა პლანზე მეგობრობა იყო და არა "მემასწავლებელივარარაფერიგამიბედოთორემდაგერხა".
ფორმა გვქონდა, ტრანსპორტირება გვქონდა, შუადღით საჭმელი - გვქონდა, ინგლისურ ენაზე ყველა ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნის სწავლება - გვქონდა (ამის გამოისობით ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და მისთ. ქართული ტერმინოლოგიის გაგებაში არ ვარ smile.gif ) კომფორტი და სისუფთავე, გათბობა და თვითგამოხატვის ყველანაირი საშუალება (სკოლის გაზეთიდან დაწყებული, კონცერტების მოწყობით დამთავრებული), ყველაფერში ხელს გვიწყობდნენ რა.
პრინციპში იშჩო ბი არ შეეწყოთ ხელი, იმდენ ფულს ვიხდიდით biggrin.gif მერე კიდევ გააძვირეს.
ჰო, ხუთოსნებს გადასახადი უნახევრდებოდათ.

მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თავიდანვე მანდ ბავშვის შეყვანა არ არის მთლად კარგი smile.gif საhigh school-ე პონტია მაინც.

Posted by: taya 20 Feb 2006, 02:30
დათიკო
მადლობთ ინფორმაციისთვის.
კიევ მაინტერესებს რომელ საათებში არის "სწავლა" და საერთოდ როდის გაისნა ეგ სკოლა? ანუ რმდენი წელია რაც არსებობს, და საერთოდ რამდენი ბავშვი ყავთ? ანუ მარტო 2 კლსი ყავთ პირველი და მეორე თითო-თითო, თუ მეტი? რამდენად კარგად მიდის სწავლა? რატომ არის სხვა სკოლებზე კარგი? (კი არ გეკამათებით, მაინტერესებს) და რითი არის კარგი?
* * *
Kissie
ვოვ, ისედაც მომწონდა ეს დემირელი რაც გაგონილი მქონდა და ეხლა კიდევ უფრო მომწონს. wink.gif
ადგილს რაც შეეხება როგორც გავიგე სხვაგან გადადიან (ეტყობა რომ ვეღარ ეტევიან...)
თუ მართლა მანდ ყვეაფერი ეგრეა, მაგას რა ჯობია, ბავშვს რომ თავიდანვე ადამიანურად მოექცევიან მასწავლებლები - მაგას რა ჯობია wink.gif
მოკლედ ორშაბათს მივდივარ დემირელში დასაზვერად და ვნახოთ რა შთაბეჭდილებები მექნება... აქაც დავწერ შედეგებს wink.gif
თუმცა სულაკაურის სკოლაც უდნა ვნახო, და ამერიკულ-ქართული აკადემიაც მიქეს...

Posted by: killer 20 Feb 2006, 11:05
taya
4-5 წელია რაც გახსნილია.
ტერიტორიულად ვერაზე. (გადავლენ ვაკე-საბურთალოს გზაზე)
გადასახადი 1000 დოლარი.
მაქსიმუმ 18 ბავშვი.
დავალებები ნორმალური მოცულობის სახლში. ძირითადი აქცენტი კლასში მუშაობაზეა.
აქვთ "ტოპიკები". პირველ კლასში გადიოდნენ ეგვიპტის მითოლოგიას. ეხლა გადიან ბერძნულ მითოლოგიას.
თან ისე, რომ ყველაფერი ახსოვთ მერე smile.gif

Posted by: taya 20 Feb 2006, 15:58
აი ჩემი გამოკვლევები: დღეს დავლაშქრე ორი სკოლა:

1. დემირელის სახელობის კერძო დაწყებითი სკოლა:
აბანოებთან, ამაღლების ქ. ნომერი 5
შენობა არის 3 სართულიანი, ტოვებს ძალიან კარგ შთაბეჭდილებას.
სუფთა, სტადიონით. უცხო ხახლს არ უშვებენ.
ეზოში არის პატარა ოთახივით - სასაუზმე.

ბავშვებს აცვიათ ფორმები: ნაცრისფერი შარვალი/ქვედა ბოლო და ნაცრისფერი ჯაკეტი, ან ლურჯი ჟაკეტი, ეს ვერ გავიგე, კლასების მიხედვით თუ რატომ..

ერთ კლასში შევიხედეთ, ედგათ ტელევიზორი, (თუმცა იყო მე-6 კლასი)
დისციპლინა რომელიც შევენებისას ჩანს, ნამდვილად მოსაწონია.
გათბობა იყო და დერეფნებშიც იგრძნობოდა.

ეხლა დეტალებზე:

- მიღება არის ივნისში გასაუბრებით.
- 1..6 კლასის ჩათვლით წელიწადში 400$ (თუ წინასწარ იხდი - 320$)
- 7 კლასი და ზემოთ - 700$ (ამას ქვია უკვე კოლეჯი)
- ინგლისურს იწყევენ 1 კლასიდან, რუსულს მეორედან, და თურქულს მეოთხედან.
- ტრანსპორტირება - 40 ლარი (ანუ ბავშვი სადარბაზოდან სკოლამდე და უკან წაყვანა)
- კლასში არის მაქს 20 ბავშვი
- მე-7 კლასიდან ტექნიკური საგნები ისწავლება ინგლისურად
- ენების გარდა სხვა საგნები ისწავლება ჩვეულებრივი სახელმძღვანელოებით
- კვება შედის.
- ჯერ ჯერობით პირველი კლასი არის მეორე ცვლაში და არის სადღაც 1-დან 6 სთ-ში
თუმცა აპირებენ ახალ შენობაში გადასხვას-გაფართოებას და მერე ისევ ძველებურად იქნება: ანუ 8:40 - დან 4 მდე,
- კვება ერთჯერადი შედის.
- ხუთისნებზე 50% ფასდაკლება. (მგონი კოლეჯში, ზუსტად ააღარ მახსოვს..)
- ტექნიკურ საგნებს მაღალ დონეზე სწავლობენ (როგროც სასწავლო ნაწილმა გვითხრა)....
- შედის ჟადრაკი, ცეკვა და კიდევ რაღაცა.. აღარ მახსოვს..



2. ამერიკულ-ქართული სკოლა:
არის შავი ზღვის უნივერსიტეტი რომელ შენობაშიცაა იქ. მე-4 სართულზე.
შენობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია (სისუფთავით, კიბეებით... საერთოდ ძალიან ბევრი რამეა მაგ შენობაში და მაინცდამაინც არავის არ მოეწონება)

შესვენების დროს სართულზე შესასვლელი გისოსები ღიაა და მუდამ ვიღაც დგას და აკონტროლებს ბავშვების გასვლა/შემოსვლას. გაკვეთილების დროს გაგვიჭირდა სკოლიდან გამოსვლა, მოგვიწია სამზარეულოში ხალხის მოძებნა რომ გისოსები გაეღოთ. საინტერესოა რაიმე რომ მოხდეს და სასზრაფგოდ ევაკუაცია იყოს საჭირო მაგ დროს რა გეგმა აქვს სკოლის დირექციას..

მოკლედ სკოლა ტოვებს ჩვეულებრივი სკოლის შთაბეჭდილებას, იმ განსხვავევებით, რომ ერთ სართულზეა. არის 303 ბავშვი. ამჟამად ორი პირველი კლასი ყავთ, ისევე როგროც დერეფანში, კლასებშიც ალბად საკმაოდ ციოდა...

ეხლა დეტალებზე.
- ფასი: დაახლოებით 1000 ლარი წელიწადში. ამ ფასში შედის ტრანსპორტირება - თუ ტრასასთან ახლოს ცხოვრობთ, თუ არადა მაშინ ალბად ფეხით სიარულიც მოგიწევთ. ერთიფასია 1 და 11 კლასელებისთვის.
- კვება - როგორც ბატონმა დირექტორმა გვითხრა უმაღლეს დონეზეა. სხვადასხვა კლასელებს სხვადასხვა დროს.
- ხუთოსნებს აქვთ 20%-იანი ფასდაკლება, ასეევე თუკი ოჯახიდან ორიბავშვი დადის- მაგათაც 20%-იანი ფასდაკლება.
- 1 კლასიდანვე ისწავლება ინგლისური.
- შედის მარტო ჭადრაკის წრე (სხვა აქტივობა - არა)
- კლასში არის მა1სიმუმ 18 ბავშვი, მაგალითად თუ 18 ბავშვია კლასში ინგლისურის გაკვეთილზე იყოფიან, ხოლო თუ 16 ან ნაკლები - არა.
- რუსული ისწავლება მეორე კლასიდან.
- გაკვეთილები არის 9 დან 4 მდე. დავალებები ძალიან ცოტა აქვთ სახლში გასაკეთებელი.
- თვითონ დირექტორი არის მათემატიკოსი და თავად ასწავლის მათემატიკას მაღალ კლასებში, ასე რომ ტექნიკურ საგნებს დიდი ყურადღებას აქცევს.
- ბავშვები გადიან მათემატიკურ ამერიკულ ოლიმპიადებზე თბილისში. კარგად ვერ გავიგე ეს რა არის...
- ამერიკასთან სხვა კავშირი სკოლას არა აქვს.
- მეცნიერებებს მარალ კლასებში ინგლისურად სწავლობენო...


Posted by: Natia_N_N 16 Jun 2006, 12:41
ეს თემა 4 წლის მერეც თუ იარსებებს, გამომადგება smile.gif

Posted by: forever`s_NEVER 16 Jun 2006, 13:49
დემირელი დაგილაშქრავთ.
მეშვიდე კლასიდან გადასახადი 1000$ ხდება. ღირებულებაში შევა წიგნების ფულიც და უნიფორმაც. მანამდელი გადასახადითაც თითქმის იგივე გამოდიოდა. ტექნიკური წიგნების არ ვიცი და ინგლისურის სახელმძღვანელოები ძალიან მომწონს. ბავშვები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში აქტიურად და დიდი წარმატებებით მონაწილეობენ. კვირაში ან 10 დღეში ერთხელ quiz / exam ტარდება. ცოდნის მუდმივი კონტროლია. შეფასება 100 ბალიანი. 85-ის ზევით ხუთიანია. 84-ზე ვენების გადაჭრას აქვს ადგილი smile.gif smile.gif
წელს ახალ ნაკადს მხოლოდ მეშვიდე კლასიდან იღებენ. ტესტირებით. თუმცა, გამონაკლისი, ძალიან კარგი მათემათიკისა და ინგლისურის ცოდნით, დაიშვება.

Posted by: ALImOe 16 Jun 2006, 22:35
55-ე სკოლა............ boli.gif

განათლებას არა, მაგრამ..................




givi.gif

მანდ გავიზარდე boli.gif

Posted by: Feria 29 Jun 2006, 22:30
QUOTE
კომაროვში გადაიყვან რო გაიზრდება



კომაროვი გაბანძდა,ის აღარ არის რაც ადრე იყო.

Posted by: Doloress 31 Aug 2006, 16:10
სასწრაფოდ მჭირდება თქვენი რეკომენდაციები სკოლებზე.
სახელს და რეპუტაცია დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
მინდა, რომ იყოს კარგი რეჟიმი და დისციპლინა. პატარა კლასები და კვალიფიციური მასწავლებლები. კარგი იქნება, თუ სკოლას ექნება გახანგრძლივებული და დამატებითი წრეები.
მოკლედ მინდა, რომ ბავშვს ყურადღება არ მოაკლდეს და ვინმემ იზრუნოს იმაზე, რომ არ იზარმაცოს და არ გაახალტუროს.. smile.gif
თუ ვინმემ იცით რამე ასეთ სკოლებზე, დამიპოსტეთ აუცილებლად. სწავლის დაწყებამდე უნდა გადავწყვიტო ეგ საკითხი.

მადლობა წინასწარ. smile.gif

Posted by: Starsailor 31 Aug 2006, 18:46
dolores
ერთი ვიცი, რომ სახელმწიფო სკოლასი არ უნდა მიიყვანო ბავშვი თორემ დაღუპულია yes.gif

Posted by: Mesaplave 31 Aug 2006, 19:35
dolores
ესმ თბილისის ლიცეუმი მგონი ასე ქვია , ნუცუბიძის ბოლოშია, აქვს პლიუსებიც მინუსებიც, სხვა სკპოლებს შედარებით სწავლითაც ჯობია და ბავშვების სიმცირითაც და ასე შემდეგ wink.gif თუმცა სააასწაული არაა, მომავლის სკოლაც კარგია მგონი,...

Posted by: ბერიკა 31 Aug 2006, 20:18
მე სადაც დავდიოდი wink.gif
მუხიანიიიიიიიიი
სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე"
თუკი ბავშვი მონდომებული იქნება ბევრ წარმატებას მიაღწევს დამიჯერე...
მე პირადად ძალიან დამეხმაარ ეს სკოლა. დისციპლინაცაა, სისუფთავეც და
მასწავლებლებსაც არა უშავთ, რამოდენიმეა ნიტო, ძირითადად ძლიერი სკოლაა smile.gif

Posted by: Starsailor 31 Aug 2006, 20:46
QUOTE
მომავლის სკოლაც კარგია მგონი,..

აღარ არის კარგი...
ხო მართლა.. მუხიანში არის სკოლა "ლაშარი".. ძაან კარგი სკოლაა... ნუ თითქმის მთელი თბილისის სკოლები მოვიარე და მასეთი სწავლა არსად არ იყო...

Posted by: Doloress 3 Sep 2006, 19:28
დიდი მადლობა ყველას. მუხიანზე მეც გავიგე, მაგრამ ძალიან შორია ჩემთვის.

ვიცი, და მაგიტომაც მინდა გადაყვანა.. wink.gif

Mesaplave
იმ სკოლას, ნუცუბიძეზე რომაა, ავტობუსი ხომ არ ყავს თავისი, რომელიც ბავშვებს ატარებს სახლებიდან?!

და ვინმეს თუ გაგიგიათ კერძო სკოლა რომაა ბახტრიონზე, ის როგორია..

Posted by: Mesaplave 4 Sep 2006, 10:55
dolores
QUOTE
im skolas, nucubiZeze romaa, avtobusi xom ar yavs Tavisi, romelic bavSvebs atarebs saxlebidan?!

da vinmes Tu gagigiaT kerZo skola romaa baxtrionze, is rogoria..

კი როგორც მახსოვს ყავს biggrin.gif უბრალოდ ეხლა ჩიხებში ა შედის ახლო ქუჩაზე ჩაივლის და ეგაა რა ანუ კი ყავს

Posted by: sava062 28 Oct 2006, 12:19
მომვლი წლიდან წყნეთში, ძალიან მაგარ ადგილას იხსნება ახალი კერძო სკოლა. ძალიან ბევრ დადებით მხარესთან ერთად (მაღალი ხარისხის სწავლება, დღის მეორე ნახევარში სერიოზული დატვირთვა ხელოვნებისა და და სპორტულ, ასევე ლინგვისტურ წრეებზე, კაი ჭამა-სმა, ტრანსპორტირება, ეკოლოგიურდ სუფთა გარემო, ბუნება, სიწყნარე-სიმშვიდე, მაგარი შენობა და ბაზა, უსაფრთხოება, ადამიანური ფასი და ა.შ.), არსებობს ერთი უარყოფითიც - თბილისიდან მოშორებულია და ტრანსპორტირებას ჭირდება (გააჩნია ვინ სად ცხოვრობს) ნახევარი საათიდან საათ-ნახევრამდე. ტრანსპორტირება მოხდება სკოლის საკუთარი მცირე ზომის კომფორტული ავტობუსებით, თავისი ტელევიზორებით და რა რამე. სწავლა დიწყება 9:30-ზე და დასრულდება 17:00 საათზე.

ატარებთ თქვენს შვილს ასეთ სკოლში?

Posted by: pixy25 28 Oct 2006, 14:13
თქვენ ამ სკოლის დამFუძნებელი ხართ თუ დირექტორი ?

Posted by: sava062 28 Oct 2006, 15:38
pixy25

არც ერთი და არც მეორე

Posted by: Solveig 28 Oct 2006, 16:34
იდეა არაა ცუდი, მაგრამ..როდისღა მოამზადოს ბავშვმა გაკვეთილები?

თანაც ჩემი ნათესავი სწავლობდა ერთ მაგგვარ მქუხარესახელიან სკოლაში და არაფერი არ იყო განსაკუთრებილი. პირიქით-ბავშვებს უჭირდათ ამხელა დატვირთვის დაძლევა და ამხელა გზა (ის კუს ტბაზე იყო) ღლიდათ.

Posted by: sava062 28 Oct 2006, 18:56
Solveig

დავუშვათ, რომ სწავლაზე პრეტენზია არ გაქვთ - ანუ ისეთი სწავლებაა, ზომიერი, თანამედროვე მეთოდებით, სახალისო და საინტერესო. გაკვეთილებსაც სკოლაშIი მოამზადებს. მე უფრო გზის და დაშორების მომენტი მაინტერესებს - არადა რა ჰაერი და ბუნებაა.....

QUOTE
ის კუს ტბაზე იყო
spy.gif

იქ სადაა სკოლის შენობა ან რამე მსგავსი? რა ერქვა სკოლას?

Posted by: Solveig 29 Oct 2006, 01:34
QUOTE
იქ სადაა სკოლის შენობა ან რამე მსგავსი? რა ერქვა სკოლას?

რაინდთა სკოლა ერქვა და ეთნოგრაფიულში იყო მოთავსებული.

სუფთა ჰაერი ძალიან კარგი, მაგრამ წყნეთი მართლა შორსაა და გაწვალდებიან ბავშვებიც და მშობლებიც.

Posted by: miramax 29 Oct 2006, 01:39
სისულელეა მე თუ მკითხავ smile.gif

Posted by: Kissie 29 Oct 2006, 01:41
მაგარია smile.gif))

გზას რაც შეეხება - ზოგს თბილისში უწევს თავისი სახლიდან სკოლამდე იმხელა მანძილის გავლა, რომ იგივე დროში სკოლის ტრანსპორტი წყნეთშიც ავა smile.gif

ნუ პრინციპში სკოლაში მთავარი მაინც მისი ტერიტ. მდებარეობა კი არა, სწავლების მეთოდებია.

Posted by: Margarita-Hanum 13 Dec 2006, 23:50
მომავალ წელს ჩემი შვილი უნდა შევიყვანო სკოლაში.

ვის შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მირჩიოს კარგი სკოლა?
კარგა ხანია, ჩემს ნაცნობ-მეგობრებში ვატარებ სოციოლოგიურ გამოკითხვას და ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოვყალიბდი სასკოლო არჩევანთან დაკავშირებით.

კერძო სკოლებში თითქოს პირობები კარგია, მაგრამ აბურდული პროგრამით ასწავლიან, ხოლო საჯარო სკოლებიდან ერთიდან მეორედან დააწოწიალებენ ბავშვებს მშობლები.

თქვენი აზრი?....

Posted by: Johnnie Walker 13 Dec 2006, 23:55
QUOTE
კარგი სკოლა, დაწყებითი კლასებით

http://www.kings-ely.cambs.sch.uk/
კარგი სკოლაა, დამიჯერეთ biggrin.gif

Posted by: sava062 14 Dec 2006, 11:03
Margarita-Hanum

წყნეთში თუ გაუშვებ, სექტემბრიდან ე.წ. გაეროს სკოლა გადადის მანდ და ძალიან მაგარი რამე იქნება.

Posted by: Margarita-Hanum 14 Dec 2006, 11:11
viTom?
sami bavSvi gadaiyvanes Cemma axloblebma gaeros skolidan – arafers aswavlidneno...

Sen mand aswavli?

Posted by: malina 14 Dec 2006, 11:17
Margarita-Hanum
ოლიმპი, კარგი პირობებია და სწავლის მხრივ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია ჯერ-ჯერობით
თან ფეხბურთის სკოლაც იქვეა , ცურვა, ცეკვა, სიმღერა + კვება

Posted by: Natia_N_N 14 Dec 2006, 11:21
3 წლის მერე მეც დავსვამ ანალოგიურ შეკითხვას.
წყნეთის სკოლის იდეაც კარგია (მომიჯნავე თემა), მაგრამ არ ვარ დარწმუნებული თუ მაღალანაზღაურებადი სამსახური მექნება და/ან ორი ბავშვის საფასურის გადახდას შევძლებ
თუმცა ვნახოთ.....

Posted by: asiko 14 Dec 2006, 11:38
გაეროს სკოლის ადგილზე იხსნება ძალიან მაგარი სკოლა. როგორც ვიცი ძალიან დიდ ფულს დებენ და კარგი დირექტორი ყავთ შერჩეული. smile.gif

Posted by: sava062 14 Dec 2006, 11:40
Margarita-Hanum

QUOTE
arafers aswavlidneno...


ძალიან დიდი ტყუილია - რა გვარები არიან ის ბავშვები მითხარი რა. ჩვენგან თუ გადადიან - მხოლოდ იმის გამო, რომ 1. ტექნიკური პირობები არ გვქონდა საკუთარი შენობის უქონლობის გამო და მერე ძალიან ბევრს ისევ უკან აბრუნებდნენ - გარემონტებულ შენობას, აუზს და ფეხბურთის სტადიონს ისევ სწავლა გვირჩევნიაო. ან 2. გადასახადს ვერ იხდიან და რამე მიზეზი ხომ უნდა თქვან?

Natia_N_N

2 ბავშვზე შეღავათები გექნება

* * *
asiko

ბევრ ფულს დებენ ნამდვილად, დირექტორი კი ბეჟუაშვილის სიდედრი იქნება, რომელიც აქამდე რუსთავის სკოლის დირექტორი იყო. ზოგადად კი სკოლის "გაკეთება" ასეთი ადვილი არ არის - ფული ჩადო და მეორე დღეს კარგი სკოლა გამოვიდეს - წლები უნდა, რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე.

Posted by: asiko 14 Dec 2006, 11:48
sava062
გასაგებია, რომ გაბრაზებული ხართ, სკოლის გადატანა გიწევთ სხვაგან იმიტომ რომ სხვას მეტი ფული აქვს, მაგრამ თქვენ რა გადარდებთ კარგი სკოლა გამოუვათ თუ ცუდი. თქვენი სკოლის დირექტორი არავის სიდედრი ან რძალი არ არის?! smile.gif

QUOTE
ზოგადად კი სკოლის "გაკეთება" ასეთი ადვილი არ არის - ფული ჩადო და მეორე დღეს კარგი სკოლა გამოვიდეს - წლები უნდა, რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე.

ეს ის შემთხვევაა, როცა ბევრი ფული და ბევრი წლების გამოცდილება ერთადაა.

ეს სკოლა გაამართლებს იმიტომ, რომ ფულის საჭრელად და პურის ფულის საშოვნელად არ აკეთებენ. უფრო სწორედ, სავარაუდოდ ორ კვირაში არ მოუნდებათ გამდიდრება, როგროც ეს სხვა კერძო სკოლებს ჩვევიათ. ამიტომ მშობლებისთVის კარგი ვარიანტია ბაშვების მისაყვანად. იდეაში სწავლა იმდენი არ ეღირება, რამდენის ინვესტიციაც იქნება ჩადებული. ასე რომ ვისარგებლოთ ბეჟუაშვილის ფულებით. რატომაც არა?! smile.gif

Posted by: sava062 14 Dec 2006, 12:02
asiko

გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ და ძალიანაც მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი სერიოზული სკოლა შეემატება. ამასთან, მშვენიერი ურთიერთობა მაქვს იმ ხალხთან ვინც ეს შენობა იყიდა. სკოლის ქალაქთან ახლოს გადატანა ჩემი ოცნება იყო და გადავიტანთ კიდეც წყნეთში. ცნობისთვის სწავლა ახალ სკოლაში 3500 ლარი ეღირება წელიწადში.

Posted by: asiko 14 Dec 2006, 12:03
sava062
არვიცი დეტალები, ჩემი ვარაუდი მცდარიც შეიძლება აღმოჩნდეს. smile.gif არც ის ვიცი სხვა სკოლებში რა ღირს სწავლა, სად რა შედის სწავლის ღირებულებაში და ა.შ. თქვენ სკოლაში რა ღირს სწავლა?

ისე მე რო ეხლა სკოლაშI მისაყვანი მყავდეს ბავშVი, ვაფშე არ მივიყვანდი ალბათ, ექსპტერნად დამთავრება ჯობია ასეთ სკოლებშI სიარულს.

Posted by: sharlot 14 Dec 2006, 12:05
და მაგ სკოლაშეი მასწავლებლის ანაზღაურება დაახლოებით რამდენი იქნება? (16,18,21 საათზე)

Posted by: ff007 14 Dec 2006, 19:29
QUOTE (malina @ 14 Dec 2006, 11:17 )
Margarita-Hanum
ოლიმპი, კარგი პირობებია და სწავლის მხრივ არანაირი      პრობლემა არ შეგვქმნია ჯერ-ჯერობით
თან ფეხბურთის სკოლაც იქვეა , ცურვა, ცეკვა, სიმღერა + კვება

უი და გოგოები,რომლებიც მაგ სკოლაში სწავლობენ თამაშობენ ოლიმპის გუნდში ფეხბურთს? eek.gif სპორტის მხრივ პერსპექტიულია თუ...???

ეგ სკოლა სადაა ტერიტორიულად?საბურთალოზე ხო არა?!

Posted by: Margarita-Hanum 14 Dec 2006, 19:33
სავა062
QUOTE
წყნეთში თუ გაუშვებ,


კონკრეტულად რა ადგილზე?
- ისე, ყოველ დღე პატარა ბავშვისთვის ცოტა არ იყოს, ძნელი უნდა იყოს ზემოთ-ქვემოთ სიარული...

* * *
sava062

QUOTE
სწავლა ახალ სკოლაში 3500 ლარი ეღირება წელიწადში.

ეუფ!
არაა ცოტა!

რა პროგრამაა ამის ფასად და ვინ ასწავლის სკოლაში?
როგორ ირჩევიან მასწავლებლები?
რა პრინციპებზეა აწყობილი სწავლება?
რამდენი ბავშვია კლასში?
რამდენი ბავშვია სულ სკოლაში და რამდენი მასწავლებელი?

შეიძლება სადმე წერილობით გავეცნო პროგრამას და სახელმძღვანელოებს?

დაგბომბე კითხვებით, მაგრამ მართლა სერიოზულად ვუდგები ამ საქმეს....
* * *
[FONT=Arial][COLOR=blue]იგივე კითხვები მაქვს დანარჩენ "პოპულარულ" კერძო სკოლებთან დაკავშირებითაც.

აგრეთვე მაინტერესებს ე.წ. ცენტრალური საჯარო სკოლების ამბებიც.

* * *
პასუხი არ არის.....დავიჯერო, ფორუმელები ასეთი ნორჩი და უშვილ-ძირო ხალხია?

Posted by: asiko 14 Dec 2006, 22:40
Margarita-Hanum
აქ არ შემოდის ბევრი ხალხი. ფლეიმში გახსენი თემა. სე იყო ადრე ასეთ თემა ზემოთ და დაწერა ხალხმა რაღაც.

Posted by: Margarita-Hanum 14 Dec 2006, 22:48
asiko
გაიხარე!
ვცდი, მაგრამ ხომ ვიცი, მოდერი მოვარდება და მეტყვის - განათლებაში გახსენიო!

Posted by: asiko 14 Dec 2006, 23:06
Margarita-Hanum
დიდი შანსია. მარა სანამ მოვა, იქნებ ვინმემ რამე საქმიანი დაწეროს. smile.gif

Posted by: sava062 15 Dec 2006, 10:41
Margarita-Hanum

მითხარი რა იმ ბავშვების გვარები?
* * *
QUOTE
ეუფ!
არაა ცოტა!

რა პროგრამაა ამის ფასად და ვინ ასწავლის სკოლაში?
როგორ ირჩევიან მასწავლებლები?
რა პრინციპებზეა აწყობილი სწავლება?
რამდენი ბავშვია კლასში?
რამდენი ბავშვია სულ სკოლაში და რამდენი მასწავლებელი?

შეიძლება სადმე წერილობით გავეცნო პროგრამას და სახელმძღვანელოებს?

დაგბომბე კითხვებით, მაგრამ მართლა სერიოზულად ვუდგები ამ საქმეს....


ამ კითხვებზე მე ვერ გიპასუხებ, რადგან ეს სკოლა ეხლა იქმნება და არა მგონია შენს კითხვებზე ვინმეს პასუხი ქონდეს

Posted by: malina 15 Dec 2006, 13:15
ff007
QUOTE
უი და გოგოები,რომლებიც მაგ სკოლაში სწავლობენ თამაშობენ ოლიმპის გუნდში ფეხბურთს?  სპორტის მხრივ პერსპექტიულია თუ...???

გოგოებისთვის მე მგონი სპორტი სხვა სახეობაა დამატებული, ჰმ თუ არ ვცდები ფარიკაობა, არ დავინტერესებულვარ მაგ საკითხით , ისე კი დაბალ კლასებში განსაკუთრებიტ ცოტა ყავთ გოგოები 4-5 გოგოა კლასში
რაც შეეხება პერსპექტიულია თუ არა - კი პერსპექტიულია

Posted by: cicila 17 Dec 2006, 14:55
quote]Margarita-Hanum[/quote]

პირველ კლასიკურ გიმნაზიაზე (ეხლა სახელი გადაარქვეს დამპლებმა, პირველი საჯარო სკოლა დაარქვეს) არ გიფიქრია? მართალია ჯერჯერობით არც აუზი აქვთ არც სპორტდარბაზი მაგრამ ჩემი აზრით ტბილისში ერთ- ერთი ყველაზე მაგარი სკოლაა, დიდი ტრადიციების მქონე

Posted by: Margarita-Hanum 17 Dec 2006, 22:47
cicila
QUOTE
პირველ კლასიკურ გიმნაზიაზე (ეხლა სახელი გადაარქვეს დამპლებმა, პირველი საჯარო სკოლა დაარქვეს) არ გიფიქრია? მართალია ჯერჯერობით არც აუზი აქვთ არც სპორტდარბაზი მაგრამ ჩემი აზრით ტბილისში ერთ- ერთი ყველაზე მაგარი სკოლაა, დიდი ტრადიციების მქონე


ეჰ.... რომელი ტრადიციების - ლიანა შეწირულის?

Posted by: Margarita-Hanum 17 Dec 2006, 22:58
მომავალ წელს ჩემი შვილი უნდა შევიყვანო სკოლაში.

ვის შეუძლია საკუთარი -მშობლის - გამოცდილებიდან გამომდინარე მირჩიოს კარგი სკოლა?
კარგა ხანია, ჩემს ნაცნობ-მეგობრებში ვატარებ სოციოლოგიურ გამოკითხვას და ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოვყალიბდი სასკოლო არჩევანთან დაკავშირებით.

რა პროგრამაა და ვინ ასწავლის სკოლაში?
როგორ ირჩევიან მასწავლებლები?
რა პრინციპებზეა აწყობილი სწავლება?
რამდენი ბავშვია კლასში?
რამდენი ბავშვია სულ სკოლაში და რამდენი მასწავლებელი?

მაინტერესებს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლები.

Posted by: BEKO 17 Dec 2006, 23:05
Margarita-Hanum

მე პირველ მასწავლებელზე გავაკეთე არჩევანი. ვიცოდი, ბროსეზე 6 სკოლაში, დალი ცაავას აყავდა კლასი და იქ მივიყვანე ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ახლა უკვე 15 წლისაა, ასე თუ ისე გაიზარდა და ძალიან მადლობელია დალი მასწავლებლის. სხვა რა გითხრა, გერმანული სკოლების ამბები შენც გეცოდინება....
ისე, რთული პრობლემის წინ დგახარ...
ბაკურ სულაკაურის სკოლას აქებდნენ, აბა გაიკითხე...
წარმატებებს გისურვებ)))))))))



Posted by: ლაბუ 17 Dec 2006, 23:28
Margarita-Hanum
ჩემი შვილი დამყავს კერძო სკოლა ჯეჯილში, ვაკეში. უკვე მეორე კლასშია, ძალიან კმაყოფილი ვარ მეც და ბავშვიც,
კლასში 11 ბავშვია, პროგრამა საკმაოდ რთულია, ინგლისური 1 კლასიდან, რუსული - 2 კლასიდან, მე-3მეში უცხო ენა არჩევითია.
ყოველ დღე აქვს ქართული-რუსული - ინგლისური-მათემატიკა, აგრეთვე არის ცეკვა, კარატე, ჭადრაკი, ნუ, ბუნებაც, რელიგიაც, ფიზკულტურაც.
მასწავლებლები - ძალიან კარგები, ღია გაკვეთილები ერთი სიამოვნებაა. ხო, თან სადილიც მშვენიერი აქვთ. შეგიძლია 5 საათამდე დატოვო

Posted by: cicila 17 Dec 2006, 23:57
QUOTE
ეჰ.... რომელი ტრადიციების - ლიანა შეწირულის?


დრირექტორი არ მიგულისხმია (სხვათაშორის ძალიან კარგი დირექტორი იყო)
საერთო პონტში ვთქვი დძAლიან კარგი სიტუაციაა, მე თვითონ ის სკოლა დავამთავრე და მინდა გიტხრა რომ ძალიან ბევრი რამ მომცა პირველმა სკოლამ

Posted by: ancho 18 Dec 2006, 01:56
BEKO
QUOTE
ვიცოდი, ბროსეზე 6 სკოლაში, დალი ცაავას აყავდა კლასი და იქ მივიყვანე ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ახლა უკვე 15 წლისაა, ასე თუ ისე გაიზარდა და ძალიან მადლობელია დალი მასწავლებლის.

sad.gif ეხ. ძალიან მაგარი ქალი იყო... სკოლას რომ ვამთავრებდით, გვითხრა - ყველა რომ ერთი მიმართულებით მიცურავდეს, თქვენ საწინააღმდეგოთი უნდა იცუროთო. ხოდა მეორე მასწავლებელს შეეშინდა და სასწრაფოდ დაამატა - არა, მთლად ეგრეც არ გინდათო. biggrin.gif

QUOTE
ბაკურ სულაკაურის სკოლას აქებდნენ, აბა გაიკითხე...

კარგია ნამდვილად. smile.gif მეც მანდ მიმყავს ბავშვი. smile.gif

Margarita-Hanum
ერთ რჩევას მოგცემ, არ შეიყვანო ისეთ სკოლაში, სადაც დაწყებით კლასებში საშინლად ტვირთავენ ბავშვებს, პირველი კლასიდანვე ერთ უცო ენას ასწავლიან, მეორე კლასში მეორეს უმატებენ და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგიკის და ბავშვის ფსიქოლოგიის აზრზე არ არიან.

Posted by: sava062 18 Dec 2006, 10:53
ancho
QUOTE
მეც მანდ მიმყავს ბავშვი


მგონი წელს ძალიან ძვირი გახადეს, არა - 2000$-იო

QUOTE
ერთ რჩევას მოგცემ, არ შეიყვანო ისეთ სკოლაში, სადაც დაწყებით კლასებში საშინლად ტვირთავენ ბავშვებს, პირველი კლასიდანვე ერთ უცო ენას ასწავლიან, მეორე კლასში მეორეს უმატებენ და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგიკის და ბავშვის ფსიქოლოგიის აზრზე არ არიან.


yes.gif yes.gif yes.gif ძლივს არ ვნახე ჩემი ჭკუისsmile.gif

Posted by: Margarita-Hanum 18 Dec 2006, 20:09
ancho
sava062
QUOTE
რთ რჩევას მოგცემ, არ შეიყვანო ისეთ სკოლაში, სადაც დაწყებით კლასებში საშინლად ტვირთავენ ბავშვებს, პირველი კლასიდანვე ერთ უცო ენას ასწავლიან, მეორე კლასში მეორეს უმატებენ და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგიკის და ბავშვის ფსიქოლოგიის აზრზე არ არიან.



გაიხარეთ!
მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ რას და რა კონცეფციით ასწავლიან - და, რაც მთავარია, ვინ! - მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია!
თორემ, სულ არ მინდა, რომ თავიდანვე ძალიან დაიტვირთოს. უფრო აზროვნება მინდა ისწავლოს და არა გაყალბებული ისტორია....

Posted by: Margarita-Hanum 18 Dec 2006, 20:13
ლაბუ
გაიხარე!
რა ღირს ეგ სიამოვნება?

Posted by: BEKO 18 Dec 2006, 21:25
ancho

დალი გასწავლიდა?
რა სასწაული ვინმე იყო, არა?

QUOTE
ერთ რჩევას მოგცემ, არ შეიყვანო ისეთ სკოლაში, სადაც დაწყებით კლასებში საშინლად ტვირთავენ ბავშვებს, პირველი კლასიდანვე ერთ უცო ენას ასწავლიან, მეორე კლასში მეორეს უმატებენ და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგიკის და ბავშვის ფსიქოლოგიის აზრზე არ არიან.

yes.gif yes.gif yes.gif

ეგრეა ნამდვილად.
ბავშვმა ჯერ მშობლიურ ენაზე უნდა ისწავლოს წერა-კითხვა და ფიქრი...
უცხოურსაც მერე უფრო უკეთ სწავლობს.

Posted by: Margarita-Hanum 19 Dec 2006, 00:33
ეჰ, სადღაა დალი ცაავასნაირი მასწავლებლები! გურაშა კია, მარა...

Posted by: ancho 20 Dec 2006, 01:25
sava062
smile.gif არადა უკვე ზოგიერთ ბაღშიც იწყებენ აკადემიურ სწავლებას და მშობლებსაც ამაყად დაყავთ ბავშვები ასეთ ბაღებში.
ხო, 2000 გახდა. sad.gif
BEKO
ხო, რაღაც ხანი მეც მასწავლიდა. საერთოდ გენიალური მასწავლებლები მყავდნენ და მთელი ცხოვრება მაგათი მადლიერი დავრჩები.
Margarita-Hanum
smile.gif რა ვიცი, ძალიან ძვირი კია, მაგრამ ბაკურის სკოლას გირჩევდი. თუ გაინტერესებს პმ-ში მოგწერ, რაც ვიცი მაგ სკოლის შესახებ.

Posted by: sava062 20 Dec 2006, 12:55
Margarita-Hanum

1000$ ღირს წელიწადში

Posted by: sava062 20 Dec 2006, 12:58
Margarita-Hanum
QUOTE
viTom?
sami bavSvi gadaiyvanes Cemma axloblebma gaeros skolidan – arafers aswavlidneno...


მითხარი რა იმ ბავშვების გვარები, ძალიან მაინტერესებს.

Posted by: Margarita-Hanum 21 Dec 2006, 00:53
sava062
რა ვქნა, არაკორექტულად მიმაჩნია გვარების დასახელება....

ancho
QUOTE
თუ გაინტერესებს პმ-ში მოგწერ, რაც ვიცი მაგ სკოლის შესახებ.

მაინტერესებს!

Posted by: Margarita-Hanum 21 Dec 2006, 00:56
ლაბუ
QUOTE
მე-3მეში უცხო ენა არჩევითია.
ყოველ დღე აქვს ქართული-რუსული - ინგლისური-მათემატიკა, აგრეთვე არის ცეკვა, კარატე, ჭადრაკი, ნუ, ბუნებაც, რელიგიაც, ფიზკულტურაც.


III კლასში კიდევ III ენას უმატებენ?
ქართულ და ინგლისურ ანბანს პარალელურად ასწავლიან?
რელიგია რა ფორმით ისწავლება?
პირობები? გათბობა და მისთანები?

Posted by: sava062 21 Dec 2006, 10:44
Margarita-Hanum
QUOTE
რა ვქნა, არაკორექტულად მიმაჩნია გვარების დასახელება....


აბა ის არის კორექტული დიდ ტყუილს რომ ამბობენ? ჩვენთან ბავშვები ზუსტად იმის გამო დადიან, რომ აკადემიური თვალსაზრისით ძალიან წინ ვართ წასული, თორემ აქამდე არც შენობა გვქონდა ნორმალური და არც რემონტი.

თუ გაინტერესებს - მე-2 კლასის მე-2 სემესტრიდან შემოდის ინგლისური და მესამე კლასის მე-2 სემესტრიდან რუსული; მე-7 კლასში შეეძლება დამატებით კიდევ ერთი ენის არჩევა. დაწყებით კლასებში უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და ვცდილობთ ბავშვებს სწავლა შევაყვაროთ, ვიდრე პირველივე კლასში წილადები ვასწავლოთ მათემატიკაში. ჩვენი პარტნიორია www.ibo.org. ერთ რამეს ვიტყვი კიდევ, რომ რაც არ უნდა ბევრი ფული დაიხარჯოს, რაც არ უნდა კარგი იდეა იყოს, თუ მასწავლებლები არ გივარგა, ჩათვალე, რომ ყველაფერი წყალშია გადაყრილი. ჩემს პირველად მიზანს წარმოადგენს, რომ საუკეთესო მასწავლებლები მყავდეს, რომლებსაც მუდმივად აქვთ ზრდის მოთხოვნილება.

რელიგიას, როგორც ასეთს, ცალკე არ ვასწავლით. მაღალ კლასებში გადია რელიგიის ისტორიას, სადაც მიმოიხილება ყველა ოფიციალური რელიგია. თუმცა ისიც, ფაქტია, რომ მართლმადიდებლურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ეს სრულად აისახება ჩვენს სკოლაზეც.

ხო, წელს ვინც შემოვიდა ჩვენს სკოლაში, მათთვის სწავლის ღირებულება 1580 ლარია (სექტემბრიდან შეიძლება ცოტა გაიზარდოს), რაშიც შედის ტრანსპორტირება ორჯერადი კვება, წრეები.

Posted by: asiko 21 Dec 2006, 10:46
sava062
და გვარებს რო დაგიწერს, რა იქნება? შენ დაწერ, ორისნები იყვნენო, და პახოდუ იმათ დაადგები და ეს რა გითქვიათო??

რათ გინდა გვარები, ზოგი ასე იტყვი, ზოგი ისე, თუ გადარდებს რეპუტაცია, გვარებს არ უნდა კითხულობდე. შენ თუ ფიქრობ რომ თქვენი მოსწავლეებიდან ასი პროცენტი კმაყოფილი და ბედნიერია, რათქმაუნდა ძირშივე ცდებით.

Posted by: sava062 21 Dec 2006, 10:53
asiko

არავის დავადგები და ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველა ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნება და არც უნდა იყო!!! უბრალოდ მაინტერესებს რა კატეგორია ამბობს, იქნებ მართალია და მე ვერ ვხედავ?


Posted by: Margarita-Hanum 21 Dec 2006, 18:41
sava062
მართალია asiko.


QUOTE
არ უნდა ბევრი ფული დაიხარჯოს, რაც არ უნდა კარგი იდეა იყოს, თუ მასწავლებლები არ გივარგა, ჩათვალე, რომ ყველაფერი წყალშია გადაყრილი. ჩემს პირველად მიზანს წარმოადგენს, რომ საუკეთესო მასწავლებლები მყავდეს, რომლებსაც მუდმივად აქვთ ზრდის მოთხოვნილება.

ამაში კი ნამდვილად გეთანხმები.
ზაფხულის არდადეგებზე თქვენს მასწავლებლებს ხელფასს უხდიან?
და უნარ-ჩვევებს როგორ უმუშავებთ?

Posted by: sharlot 23 Dec 2006, 14:44
QUOTE
ყველა რომ ერთი მიმართულებით მიცურავდეს, თქვენ საწინააღმდეგოთი უნდა იცუროთო

იქნებ და ის ყველა შემთხვევიტ სწორად მიცურავს?

0.00000000000000000000001 %-ია ამისშანსი მაგრამ მაინც

Posted by: კრიტიკ-ოსი 24 Dec 2006, 12:30
საბურთალოზე კარგი, ნორმალური სკოლა რომელია, ხომ არ იცით? ბავშვია გადასაყვანი და, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი საკითხია - მაინც სად იაროს user.gif

Posted by: ეგრი 24 Dec 2006, 16:18
ვაჟას ბოლოში იყო სქულ ოვ თუმოროუ.
ეხლაც მანდ არის თუ გადავიდნენ ვერ გეტყვი

Posted by: BEKO 26 Dec 2006, 02:11
კრიტიკ-ოსი

რომელ კლასშია?

Posted by: კრიტიკ-ოსი 26 Dec 2006, 02:25
BEKO
მეორეში chups.gif

Posted by: zazabichi 26 Dec 2006, 03:29
კრიტიკ-ოსი
QUOTE
საბურთალოზე კარგი, ნორმალური სკოლა რომელია, ხომ არ იცით? ბავშვია გადასაყვანი და, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი საკითხია - მაინც სად იაროს 

შეკითხვებისთვის და დახმარებისთვის არსებობს ცალკე აპინული თემა.
სხვა დროს გაითვალისწინე. smile.gif

დაველოდები სანამ ინფორმაციას გაეცნობი და იმას მიუვერთებ.

Posted by: კრიტიკ-ოსი 26 Dec 2006, 09:04
zazabichi
დამნაშავე ვარ როგორც უეშმაკი
მიდი, გლიჯე ზაზაჯან! user posted image

Posted by: mukima 30 Dec 2006, 21:19
მაინტერესებს მატემეტიკა და ფიზიკის გაძლიერებული სკოლა 6-ე კლასის შემდეგ რომელია ყველაზე მაგარი

Posted by: unknown lady 31 Dec 2006, 13:31
42 სკოლა


მე რამდენადაც ვიცი საქართველოში ყველას ჯობია

Posted by: mukima 1 Jan 2007, 00:37
დიდი მადლობა რომ გამომეხმაურე ,ეგ ვიცი და ზუსტად იცი მანდ რომელ კლასში შეიძლება გადასვლა და რა ხდება ? მაგ სკოლის ფორუმში რომ შეხვალ სულ აგინებენ სკოლას

Posted by: unknown lady 1 Jan 2007, 12:15
mukima
7 კლასიდან შეიძლება გადასვლა და მისაღები გამოცდაა ჩასაბარებელი

ნებისმიერი სკოლის ფორუმში საკუთარი სკოლის ლანძღვა ისმის (იმიტომ რომ ნებისმიერ სკოლას აქვს მინუსები და ხალხიც იმაზე ლაპარაკობს)

ისე კომაროვის სკოლაც კარგია და ალბათ მაგ ორს შორის მოგიწევს არჩევანის გაკეთება....

ცუდი და კარგი კადრი ყველგან მუშაობს და ჯობია, კარგი პედაგოგი გაიკითხო...

საქართველოში არ მგონია მაგ ორ სკოლას სხვა ჯობდეს (თუნდაც კერაძო)



p.s. გილოცავთ ახალ წელს! პახმელია მკლავს და მეძინებაა offtopic.gif

Posted by: OHO 1 Jan 2007, 12:53
unknown lady
QUOTE
42 სკოლა

yes.gif ქ.თბილისის აკადემიკოს ი.ნ. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური 42-ე საშუალო სკოლა, ერქვა ადრე wink.gif
QUOTE
ნებისმიერი სკოლის ფორუმში საკუთარი სკოლის ლანძღვა ისმის

yes.gif მაგ ფორუმს მოზარდები აკეთებენ და არაა ეგ მაგ სკოლის ოფიციალური ფორუმი wink.gif და არცერთ მოზარდს არ მოსწონს ზედმეტად მკაცრი სკოლა: სადაც მკაცრი მოთხოვნებია სკოლაში დროულად მისვლაზე,სათანადო სწავლაზე, წესრიგზე და სიგარეტის მოწევაზე. ამ ყველაფრის დარღვევის გამო ბევრი გაუშვეს მაგ სკოლიდან ძველ სკოლაში smile.gif და ამ ორი მიზეზის გამო გასაგებია რომ მანდ მსწავლელი ბავშვი ან მანდედან გაშვებული ბავშვი ვერ იქნება ობიექტური სანამ არ დაამთავრებს სკოლას და ზრდასრულ ადამიანად არ ჩამოყალბდება, არ დარწმუნდება ,რომ იმ პედაგობებსა და მასწავლებლებს რომლებიც ამ ყველაფერს უშლიდნენ და სწავლას აძალებდნენ მისთვის კარგი უნდოდათ. ნუუ მაგ სკოლიდან გაშვებულ ბავშვს მაგ სკოლის ზიზღი იასნია დიდობაშიც შეიძლება გაყვეს ზოგჯერ. ამიტომაა ფორუმზე სულ ლანძღვა მემგონი, თუმცაღა ბევრ მაგ სკოლა დამთავრებულს შვილები და შვილიშვილებიც კი მაგ სკოლაში მიჰყავთ ხოლმე ისევ და ეს არ აიხსნება იმ ფაქტით რომ ისინი იქვე ახლოს ცხოვრობენ, სკოლა არაა რაიონული მანდ მთელი თბილისიდან სწავლობენ ბავშვები და გამოცდების შედეგად ხვდებიან, რომელსაც ყველა ვერ აბარებს.
თუმცაღა ამ სკოლაში სამიანებზე მოსწავლე ბავშვი ძველ სკოლაში რომ დაბრუნდება ფრიადოსანი არის ხოლმე და ამით გარკვეულწილად უდანაშაულოდ გამოშვებულის იმიჯი ექმნება, რამეთუ თითქოს აი კარგი მოსწავლეა, მაგრამ ამ სკოლის მოთხოვნები უფრო მაღალია ვიდრე უბრალოდ კარგი მოსწვლე wink.gif

ჩემი რჩევა იქნება მეექვსე კლასელი ბავშვი მიიყვანო მანდ საშაბათო სკოლაში ატარო wink.gif (საშაბათო სკოლაა როცა სწავლობს ისევ ძველ სკოლაში ხოლო ერთი დღე კვირაში მაგ სკოლაში დადის შაბათობით და უტარდება მოსამზადებელი გაკვეთილები და ეჩვევა სკოლის სწავლებისა და მოთხოვნების წესებს და თუ გადაწყვიტავს მეშვიდე კლასიდან მანდ გააგრძელოს სწავლა აბარებს გამოცდებს ზაფხულში და რჩება მაგ სკოლაში) მთელი წელი ისეთ მომზადებას გადიან რომ საშაბათო სკოლელების 99% უპრობლემოდ რჩება მაგ სკოლაში თუ მანამდე არ გაუშვეს ან თვითონ არ გადაწყვიტა წასვლა.

აუფ რა რეკლამა გავაკეთე smile.gif ამ სკოლის დირექციამ ხელფასი უნდა დამინიშნოს ალბათ თუ წაიკითხეს smile.gif თუმცა კარგს რეკლამა არ ჭირდება და მემგონი არც აქვთ არც ოფიციალური საიტი, არც ტელევიზიით არ პაკაზუხობენ და მაინც ყოველ ზაფხულს მისაღებად ზომაზე 3-4 ჯერ მეტი განცხადებებია ხოლმე yes.gif ყოველ შემთხვევაში 12 წლის წინ ეგრე იყო და როგორც ხანდახან ვიგებ ხოლმე ეხლაც ეგრეა.

Posted by: mukima 1 Jan 2007, 14:44
ეხლაც არის ეგ საშაბათო სკოლა? რომ მივიდე ერთ კვირაში უპრობლემოდ მიიღებენ ესეიგი,სიმართლე რომ ვთქვა ან დემირელი ან ეგ მინდა რა თქმა უნდა გავიკითხავ მაგრამ თქვენი აზრიც საინტერესოა.

Posted by: OHO 1 Jan 2007, 23:58
mukima
QUOTE
ეხლაც არის ეგ საშაბათო სკოლა?

ეხლაც კი არა ახალი შექმნილია ადრე არ იყო და საერთოდ ადრე 8 კლასის დაბლა კლასი არ იყო ეხლა მესვიდეც დაუშვეს და საშაბათოდ მოსამზადებლად მეექვსეც მგონი wink.gif


QUOTE
დემირელი

დემირელი მემგონი არაა ფიზიკა მათემატიკური, სხვა ვერაფერს გეტყვი მაგაზე არ ვიცი სამწუხაროდ wink.gif

Posted by: miamiti 2 Jan 2007, 23:10
"ა-Z" ქართულ-გერმანული სკოლა.მდებარეობს ფიზიკის ინსტიტუტში,ძაან კარგი სკოლაა.

Posted by: ცინიკოსი 3 Jan 2007, 00:12
ისე ყოველთვის მინდოდა გერმნაული ესწავლა ადრეული ასაკიდან
გავიკითხავ ერთი
გმადლობთ ყველას!

Posted by: forever`s_NEVER 4 Jan 2007, 13:09
mukima
QUOTE
დემირელი

ამ სკოლაში ხშირად ტარდება ოლიმპიადები მათემატიკაში, ფიზიკაში და ქიმიაში. ბავშვები ათას ქვეყანაში დადიოდნენ მათემატიკის ოლიმპიადებზე.
ეხლა არ ვიცი. ზაფხულში დიდი ციება იყო მიღებაზე. დირექტორმა თქვა, ვინც მათემატიკაში და ინგლისურში მოიკოჭლებს ნუ მიიღებთ, სწავლა გაუჭირდებათო. (მათემატიკას და სხვა ტექნიკურ საგნებს ინგლისურად ასწავლიან).

Posted by: mukima 4 Jan 2007, 14:17
ინგლისურად ასწავლიან ?ეგ არ ვიცოდი,მოკლედ 1_ელ კლასიკურში დადის ბავშვი და 8_ში რომ მივალთ გავარკვევ ,ხომ იქვეა

Posted by: Margarita-Hanum 13 Jan 2007, 23:29
აქამდე სულ კერძო სკოლებეზე იყო აქ საუბარი.

ვინმე იმასაც ხომ არ მეტყოდა, საჯარო სკოლებიდან რომელიმე თუ ვარგა და რატომ?
მაგალითად, ყოფილი მე-6-ე სკოლა (გერმანული).

Posted by: Margarita-Hanum 1 Feb 2007, 21:42
ნუ დაძირავთ ამ თემას!
სად შევიყვანო ბოვში?

Posted by: Fe_male 2 Feb 2007, 00:27
...ჩემს ახლობელს ბავშვი დაყავს ჯიქიაზე... რაღაც კერძო სკოლაა, თან ყველაზე მაგარი ისაა რომ დილის 9-დან საღამოს 6-მდე ბავშვი სკოლაშია.....)))))))))
...ანუ მშობელს აქვს განტვიეთვის და დასვენების საშუალება........)))))))))))



...მეორეს მხრივ გირჩევთ თქვენი შვილი რომელიმე რელიგიურ სკოლაში შეიყვანოთ... ძალიან განსხვავდებიან მასეთი სკოლის ბავშვები სხვებისგან........)))))))))))

Posted by: sashka_nem 2 Feb 2007, 23:42
ვისაც რამე გაინტერესებთ http://www.vekua42.edu.ge

Posted by: muzabello 2 Feb 2007, 23:56
Margarita-Hanum
მეც იგივე პრობლემის წინაშე ვდგევარ
, ახლა ერთი აზრი მიტრიალებს თავში და ველოდები თუ ვინმე გადამათქმევინებს,
E s m -ზე რას იტყვით? ყველა ძალიან აქებს ჩემს გარშემო. 2000 ლარი გახდებაო სექტემბრიდან.
მოკლეთ დილიდან 6 მდე იქ არიან ბავშვები იქვე ამზადებენ გაკვეთილებს. ემსახურებათ ტრანსპორტი. ..და კიდევ ბევრი დადებითი მსმენია, ახლა უარყოფითიც მინდა გავიგო.
აქ ვიღაცამ თქვა რომ დაწყებითებში რომ ტვირთავენ ბავშვებს არასწორიაო და 100 პროცენტით ვეთანხმები. E s m-ში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
ძალიან რთული მდგომარეობა მაქვს სადაც მე ვცხოვრობ, ნაძალადევში 3 საჯარო სკოლაა , სადაც 40-45 ბავშვიანი კლასებია, გამორიცხულია მანდ მივიყვანო. მოკლეთ ვეძებ ისეთ სკოლას რომელსაც ბევრ სიკეთესთან ერთად ტრანსპორტიც ემსახურება.

Posted by: oldnewbie 3 Feb 2007, 00:08
sashka_nem
გაიხარე, ეს რა კაი რამ მანახე alk.gif

Posted by: Margarita-Hanum 3 Feb 2007, 12:48
muzabello
QUOTE
E s m -ზე რას იტყვით? ყველა ძალიან აქებს ჩემს გარშემო. 2000 ლარი გახდებაო სექტემბრიდან.



რავი აბა, შარშან მაგ სკოლის დირექტორზე დიდი ამბავი იყო ატეხილი - თუ სწორად მახსოვს - ბავშვის ტრავმის გამო, ფორუმზეც ირჩეოდა ინტენსიურად.

ჩემმა თანამშრომელმა შეიყვანა წელს თავისი შვილი და რასაც ის ყვება, ნაკლებად სიმპატიური მეჩვენება იქაურობა.

მაგ.:
- იმიტომ, რომ უფრო ტექნიკურ საგნებს ასწავლიან თავიდანვე, ძირითადად ბიჭები შეჰყავთ და კლასებში გოგოების ნაკლებობა აქვთ, რაც ჩემი აზრით, არც გოგოებისათვის და არც ბიჭების სოციალიზაციისათვის კარგი არ არის.

- ბავშვი I კლასშია და დედამისს სამსახურის მერე გვიან საღამოს უწევს მისი მეცადინეობა კიდევ. ჩვეულებრივი ბიჭია, ნამდვილად არ არის შტერი.

- რაღაც გაუთავებელი ფსიქოლოგიური ტესტირებები აქვთ

- საახალწლო ზეიმს დაპირდნენ ბავშვებს და დილიდანვე 1 დარბაზში ჰყავდათ ყველანი შეყრილი, დიდხანს ალოდინეს და IV- კლასელებსაც კი გაქუყული ტელეღიპუცა მოუყვანეს და სულ ეს ყიო. ბავშვეი ძალიან შეურცხყოფილები ყოფილან.



ისე, კარგი ისა აქვს, რომ დღის განმავლობაში ბავშვები სხვადასხვა წრეებზე დადიან, და მშობელს აქეთ-იქით არ უწევს ბავშვის პორწიალი...


Posted by: muzabello 3 Feb 2007, 16:51
Margarita-Hanum
QUOTE
ჩემმა თანამშრომელმა შეიყვანა წელს თავისი შვილი და რასაც ის ყვება, ნაკლებად სიმპატიური მეჩვენება იქაურობა.

აბა რა ვქნათ? sad.gif
ვფიქრობ ბევრ ასეთ სკოლაში ალბათ ანალოგიური სიტუაციაა.
ბიჭები ალბათ იმიტომ შეყავთ რომ უფრო ტექნიკური და ლოგიკური აზროვნება აქვთ ბიჭებს, ჩემი გოგოც ამიტომ მინდოდა გარკვეულწილად მანდ შემეყვანა, უფრო ამ კუთხით აქვს გონება გახსნილი, თუმცა ისიცაა რომ ჩემი შვილი დიდ დატვირთვას ვერ აიტანს, რაც არ უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელია.
ის ამბავი მახსოვს ფორუმზე რომ ირჩეოდა. მე პირადად შემთხვევის ამბავს მივაწერ, ალბათ ასეთი ყველგან შეიძლებოდა მომხდარიყო.
ნუ რა ვიცი, რა ვიცი.

ამ ოლიმპის დირექტორი, მიშა ჩიკვილაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ჩემი სკოლის დირექტორი იყო და კარგად ვიცნობ, დიდი სიამოვნებით მივიყვანდი მანდ სპორტული პროფილის რომ არ იყოს . თან ძალიან ძვირია ჩვენში დარჩეს .
2000 ლარზე მეტს ნამდვილად ვერ გავქაჩავ წელიწადში.


შენ კიდევ რა ვარიანტები გაქვს?

Posted by: KAM_M_MILA 4 Feb 2007, 15:40
QUOTE
E s m -ზე რას იტყვით?

თვითონ ლიცეუმი არ ვარგა, მაქედან წელს E s m -ში ძალიან ცოტა მოხვდა

Posted by: sava062 4 Feb 2007, 16:12
QUOTE
თვითონ ლიცეუმი არ ვარგა, მაქედან წელს E s m -ში ძალიან ცოტა მოხვდა


სახელი შერჩა ი-ეს-ემის, თორემ, როგორც მე ვიცი, შარშან გაიყარნენ.

მომავალ წელს ჩვენ ვხსნით მეორე სკოლას წყნეთში. ძველი კი თბილისში დარჩება - თუ დაგაინტერესებთ შემიძლია დეტალური ინფორმაცია PM-ში მოგაწოდოთ. საუბარია გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლაზე - ე.წ. გაეროს სკოლაზეwink.gif

Posted by: Margarita-Hanum 4 Feb 2007, 17:03
muzabello

QUOTE
ბიჭები ალბათ იმიტომ შეყავთ რომ უფრო ტექნიკური და ლოგიკური აზროვნება აქვთ ბიჭებს, ჩემი გოგოც ამიტომ მინდოდა გარკვეულწილად მანდ შემეყვანა, უფრო ამ კუთხით აქვს გონება გახსნილი, თუმცა ისიცაა რომ ჩემი შვილი დიდ დატვირთვას ვერ აიტანს, რაც არ უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელია.



არასწორად არ გამიგო, მაგრამ უნდა გაგიბრაზდე: რას მიქვიან
QUOTE
უფრო ტექნიკური და ლოგიკური აზროვნება აქვთ ბიჭებს
და
QUOTE
დიდ დატვირთვას ვერ აიტანს, რაც არ უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელია.
???????

სწორედ მშობლების და საზოგადოების მიდგომაა, რომელიც ასე სწორხაზოვან განვითარებას აიძულებს ბავშვებს!!!
ყველაფრის საშუალება უნდა მისცე და ყველგან შეაყოფიო ცხვირი და მერე განსაზღვრო, ვის რა აზროვნება აქვს....

საწყალი გოგო, კიდევ კარგი, რომ ჯერ ფორუმზე არ დაძვერბა!!!

რავი აბა, კერძო სკოლები ყველა ოთუზბირია და როგორც მე ვხვდები, პრინციპში ძირითადად ის პლიუსი აქვთ, რომ კარგი პირობები მაინც არის ზოგიერთში, თუმცა ზოგ შეკედლებულ სკოლას ეგეც არ უვარგა....
მაგ.: sava062- ს
QUOTE
ე.წ. გაეროს სკოლაზე


"ახალი სკოლა" ძალიან გატყლარჭული მეჩვენება და კიდევ ინთერნეიშლ ჰაუსია.

საჯარო სკოლებიდან გამოღმა უბანში ვცხოვრობ და 55-ე გადავსებულია, 53-ედან ხალხს ბავშვები გადაჰყავთ - ტატულია გაუხდათ სანატრელი და მე-6-ში გაბაშვილები იშენებენ აკლდამას: უმცროსის ცოლო დირექტორი გახდა და უფროსისა - კი ქრთულს ასწავლის....

ემიგრაციაში უნდა წავიდე.....



sava062
QUOTE
თუ დაგაინტერესებთ შემიძლია დეტალური ინფორმაცია PM-ში მოგაწოდოთ.


გვაინტერესებს!!!

Posted by: sava062 4 Feb 2007, 18:13
QUOTE
რავი აბა, კერძო სკოლები ყველა ოთუზბირია და როგორც მე ვხვდები, პრინციპში ძირითადად ის პლიუსი აქვთ, რომ კარგი პირობები მაინც არის ზოგიერთში, თუმცა ზოგ შეკედლებულ სკოლას ეგეც არ უვარგა....
მაგ.: sava062- ს
QUOTE
ე.წ. გაეროს სკოლაზე


ჩვენთან დადის ის, ვისთვისაც სწავლების ხარისხია მთავარი და არა, კედლის სისწორე და პალმა ეზოშიwink.gif თუმცა, მომავალი წლიდან ეგეც გამოსწორდება.

Posted by: muzabello 4 Feb 2007, 20:46
sava062
QUOTE
ძველი კი თბილისში დარჩება

ძველი რომელია და სად მდებარეობს?
წყნეთში კი ნამდვილად ვერ ვატარებ, ჩემი მეზობლის ბავშვი დადის ახალ სკოლაში, ბაგებში და ისეთი დაღლილი და გამოლენჩებული მოდის ხოლმე გზისგან არაფრის თავი აღარა აქვს,მიუხედავად იმისა რომ მანქანით დადის,. ცოტა ახლოს რომ იყოს ჩემგან ვიფიქრებდი.
მოკლეთ სად წავიყვანო ეს ჩემი შვილი.

Posted by: Castro-Urdiales 7 Feb 2007, 21:46
ახალი თემის გახსნა არ მინდოდა და აქ დავწერ.
150-ე სკოლაზე(პლეხანოვი) რა აზრის ხართ? ვინმეს ხომ არ ჰქონია შეხება?

Posted by: Margarita-Hanum 7 Feb 2007, 21:52
ახლახანს "XXI საუკუნე" მირჩიეს, ძალიან კარგი მასწავლებლები ყავთო - ჩემთვის აზრიანმა ადამიანმა.
მარა ტატულიას კერძო სკოლა ყოფილა, თან ეხლა 53-ედან გამოუძევებიათ და 53-ში თავის დროზე დაფიცებული მქონდა, შვილს არ შევიყვან-მეთქი, სწორედ ტატულიას არაადამიანობის გამო.

მოკლედ, რაააააააააააა.....

Posted by: asiko 7 Feb 2007, 22:04
muzabello
QUOTE
ამ ოლიმპის დირექტორი, მიშა ჩიკვილაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ჩემი სკოლის დირექტორი იყო და კარგად ვიცნობ, დიდი სიამოვნებით მივიყვანდი მანდ სპორტული პროფილის რომ არ იყოს .


თუ კარგი დირექტორია მანდ მიიყვანე. მერე რა რომ სპორტულია, ეგ პლიუსია, ჯანმრთელი ბავშვი გაიზრდება, ფიზიკურადაც და ისეც. სკოლაში რა სპორტიც იყო, ყველაფერზე ჩართული ვიყავი. biggrin.gif

Margarita-Hanum

QUOTE
ბიჭები ალბათ იმიტომ შეყავთ რომ უფრო ტექნიკური და ლოგიკური აზროვნება აქვთ ბიჭებს, ჩემი გოგოც ამიტომ მინდოდა გარკვეულწილად მანდ შემეყვანა, უფრო ამ კუთხით აქვს გონება გახსნილი, თუმცა ისიცაა რომ ჩემი შვილი დიდ დატვირთვას ვერ აიტანს, რაც არ უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელია.


აქ ტექნიკური საგნების დატვირთვას გულისხმობ?? თუნაც სპორტულ დატვირთვაზე იყოს საუბარი. თუ გოგოს უყვარს მათემატიკა (ან სპორტი), მადლიერი დაგრჩება, მიიყვანე. ძალიან ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგ მოტივით რაც დამაკლეს სკოლის პერიოდშიც, სტუდენტობისასაც, სამსახურებშიც და ყველგან საერთოდ (დღეესაც კი) კრეტინული სტერეოტიპების გამო.

QUOTE
რაც ჩემი აზრით, არც გოგოებისათვის და არც ბიჭების სოციალიზაციისათვის კარგი არ არის.

ეს მეეჭვება მეცნიერულად დასტურდებოდეს. მე მაღალ კლასებში ტექნიკურ სპეციალობაზე ვიყავი და გოგოები ცოტანი ვიყავით, 6-ნი. და ვერ გეტყვი რომ გვიჭირდა ურთიერთობა, ჩვეულებრივი კლასი გვქონდა. სკოლაში იყო ჰუმანიტარული ჯგუფი ასევე და იმათ ორი ბიჭი ყავდათ. მშვენიერი ურთიერთოები იყო , რავიცი.

რა მაინტერესებს იცით, თუ ხართ საქმის კურსში, კერძო სკოლები ვალდებულები არიან იგივე წიგნებით და სასწავლო გეგმებით ასწავლონ საგნები, თU სრული თავისუფლება აქვთ?

Posted by: Margarita-Hanum 8 Feb 2007, 19:41
asiko
QUOTE
Margarita-Hanum


QUOTE
ბიჭები ალბათ იმიტომ შეყავთ რომ უფრო ტექნიკური და ლოგიკური აზროვნება აქვთ ბიჭებს, ჩემი გოგოც ამიტომ მინდოდა გარკვეულწილად მანდ შემეყვანა, უფრო ამ კუთხით აქვს გონება გახსნილი, თუმცა ისიცაა რომ ჩემი შვილი დიდ დატვირთვას ვერ აიტანს, რაც არ უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელია.



აქ ტექნიკური საგნების დატვირთვას გულისხმობ?? თუნაც სპორტულ დატვირთვაზე იყოს საუბარი. თუ გოგოს უყვარს მათემატიკა (ან სპორტი), მადლიერი დაგრჩება, მიიყვანე. ძალიან ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგ მოტივით რაც დამაკლეს სკოლის პერიოდშიც, სტუდენტობისასაც, სამსახურებშიც და ყველგან საერთოდ (დღეესაც კი) კრეტინული სტერეოტიპების გამო.



ვაი?
ეს მე მეხება?

იმედია,
muzabello-ს გულისხმობდი....

QUOTE
QUOTE
რაც ჩემი აზრით, არც გოგოებისათვის და არც ბიჭების სოციალიზაციისათვის კარგი არ არის.


ეს მეეჭვება მეცნიერულად დასტურდებოდეს. მე მაღალ კლასებში ტექნიკურ სპეციალობაზე ვიყავი და გოგოები ცოტანი ვიყავით, 6-ნი. და ვერ გეტყვი რომ გვიჭირდა ურთიერთობა, ჩვეულებრივი კლასი გვქონდა. სკოლაში იყო ჰუმანიტარული ჯგუფი ასევე და იმათ ორი ბიჭი ყავდათ. მშვენიერი ურთიერთოები იყო , რავიცი.



ურთიერთობა შეიძლება გადასარევი გქონოდათ. მაგაში არ არის საქმე. მით უმეტეს, უფროს კლასებში.
უმცროს კლასში კი ერთ-ეღტი ჯგუფი თუ დომინანტურია, ძალიან მეეჭვება მასწავლებლებს შეეძლოთ ამის დაბალანსება....

Posted by: muzabello 8 Feb 2007, 19:46
QUOTE
სკოლაში რა სპორტიც იყო, ყველაფერზე ჩართული ვიყავი.

asiko
QUOTE
კრეტინული სტერეოტიპების გამო.

ხოოო, ეგ კიიი, მუსიკაზე სულ ტირილით ვიარე 5 წელი, ნეტა არ ეზარებოდა დედაჩემს? მერე საშველი რომ არ დამადგა და მაინც მატარებდა ამ მუსიკაზე და თან გამუდმებით თავზე მედგა იმეცადინეო სპეკულაცია დავიწყე biggrin.gif და რაც კი რამე გულში მედო ყველაფერზე ვატარებინე თავი. კალათბურთიდან დაწყებული ქსოვით და ლიტერატურული წრით დამთავრებული.biggrin.gif
QUOTE
მე მაღალ კლასებში ტექნიკურ სპეციალობაზე ვიყავი და გოგოები ცოტანი ვიყავით, 6-ნი. და ვერ გეტყვი რომ გვიჭირდა ურთიერთობა, ჩვეულებრივი კლასი გვქონდა. სკოლაში იყო ჰუმანიტარული ჯგუფი ასევე და იმათ ორი ბიჭი ყავდათ.

მეც ესე, მეშვიდედან ჰუმანიტარულზე ვიყავი და კლასში 15 ბავშვიდან 4 იყო მხოლოდ ბიჭი, დანარჩენი გოგოები ვიყავით.
QUOTE
თუ გოგოს უყვარს მათემატიკა (ან სპორტი), მადლიერი დაგრჩება,

მათემატიკა უყვარს, სპორტის რა მოგახსენო, ციგურებზე დამყავს და ყოველდღე ტირილით გამოდის "პისტოლეტებს" ვერ ვაკეთებო. მე მეგონა მარტო ეს ვერ აკეთებდა , მერე ამის ჯგუფელებს ვკითხე და თურმე ვერც ერთი ბავშვი ვერ აკეთებს, სპორტისთვის ნამეტანი ჩვილი გული აქვს, ერთხელ მასწავლებელმა შენიშვნა მისცა რაღაც ილეთზე და 2 კვირა ვეღარ წავიყვანე სანამ არ დაავიწყდა.
რა ვიცი, იქნებ ასეთ შემთხვევაში პირიქით კარგიც იყოს სპორტი, რათა ხასიათი გამოუმუშავდეს და დამარცხება გმირულად ისწავლოს, ტირილის გარეშე.
smile.gif Margarita-Hanum
QUOTE
"XXI საუკუნე"

ეს ტატულიას ახალი სკოლაა, რომელიც 53 -ს გამოეყო?

Posted by: Margarita-Hanum 8 Feb 2007, 21:47
muzabello
QUOTE
ეს ტატულიას ახალი სკოლაა, რომელიც 53 -ს გამოეყო?


მაააააშ!

Posted by: asiko 9 Feb 2007, 10:34
muzabello
QUOTE
რა ვიცი, იქნებ ასეთ შემთხვევაში პირიქით კარგიც იყოს სპორტი, რათა ხასიათი გამოუმუშავდეს და დამარცხება გმირულად ისწავლოს, ტირილის გარეშე.


ჯგუფურ სახეობაზე მიიყვანე.

ჰოო, მუსიკა... შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, რატო რისთვის... 4 წელი ტირილით დავდიოდი, მერე გასართობად. biggrin.gif

Margarita-Hanum
QUOTE
ვაი? ეს მე მეხება?


ამერია ეტყობა, პარდონ. smile.gif

Posted by: muzabello 18 Mar 2007, 16:40
სასურველია ამ თემაში დავპოსტოთ კერძო და საჯარო სკოლების ავკარგიანობის შესახებ.
ეს ხომ გასაგებია რომ როცა ფულს იხდი ხარისხიც გარანტირებული უნდა გქონდეს. მაგრამ არის თუ არა ეს ასე ყველა კერძო სკოლაში?
ალბათ მეტნაკლებად არა?
მოკლედ იქნებ გავარკვიოთ სად რომელი კარგი კერძო და საჯარო სკოლაა, რა პირობებია, რა პროგრამებია, რა ფასებია,

ეს თემა კი იმიტომ გავხსენი რომ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა მაწუხებს.
შემოდგომით ბავშვი სკოლაში მიმყავს და არ ვიცი სად შევიყვანო.
იქნებ ვინმემ მირჩიოთ, გაზაფხული კარზეა მომდგარი და მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.
ჩემი პირობები კი ასეთია:
დილის ათიდან ექვს საათამდე ჩემი შვილი ვერსად ვერ გაჩერდება, ამიტომ
გახანგრძლივებული არანაირად არ მაწყობს. (თან გვაქვს ჭამის პრობლემა). ამიტომაც ვფიქრობ რომ ფასიანი კერძო სკოლა არ გამოვა რადგან მანდ ყველგან გახანგრძლივებულია. საჯარო სკოლებში რა სიტუაციაა? სადაც ვცხოვრობ, ნაძალადევში საშინელი სიტუაციაა,
პირობები არ მომწონს. მოკლედ, იქნებ რაიმე მოგაფიქრდეთ და მირჩიოთ? მაწყობს მარჯანაშივლი აღმაშენებლის ტერიტორია. კერძო ან საჯარო, შეძლებისდაგვარად ჩემს პირობებს მორგებული.
გმადლობთ .

Posted by: nanka_iuristka 18 Mar 2007, 17:51
ისე რა თქმა უნდა კერძო სკოლა ჯობია, თუნდაც იმიტომ რომ სწავლის ხარისხი ყველანაირად აღემატება, რომ არაფერი ვთქვათ პირობებზე...

მე პირადად კერძო სკოლაში გავიზარდე და დავამთავრე..... მარა მე "კემბრიჯში" ვსწავლოდი და საქართველოში როგორაა არ ვიცი....

წიგნები ცხოვრებაში არ მიყიდია, სულ თვითონ მაძლევდნენ, გვქონდა ფორმები რომელიც ბავშვს ყველანაირად უხსნის იმის საფიქრალს, ხვალ რა ჩავიცვა? ალბათ მშობელსაც...

გვაჭმევდნენ,ჩაი მთელი ზამთარი ლექციებზე გვირიგდებოდა,ბიბლიოთეკა კოპიიუტერებითურთ სადაც იმუშავებდი, გვქონდა საკუთარი კორტები, კალათბურთის, ფეხბურთის სთამაშო სტადიონები,შხაპები ფიზკულტურის შემდეგ,"ლოქერები"(კარადები) რომ არა საჭირო ნივთები ყოველ დღე არ გვეტარებინა, ყოველ წლიურად ათას კონცერტს ვაწყობდით, კონფერენციებზე დავდიოდით, მე პირადად გაეროშიც გამიშვეს 3 დღით...
ლაბორატორიები ქიმიის შესასწავლად, ფიზიკის....

ანუ რაც შეიძლება რომ ბავშვს მიეცეს..... სტეპენდიები კარგი სწავლისთვის, წახალისებები....

ანუ თუ გაქვს საშვალება, ნამდვილად არ უნდა მოაკლო შვილს ისეთი კომფორტი როგორიც კერძო სკოლაში სწავლაა....

დღეს რაც საქართველოში ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის პრესტიჟულ ფაკულტეტზე სწავლა ღირს წლიურად, ეგ ჩემს სკოლაში ერთი თვის გადასახადს ვერ გადაგიხდიდა...

თან კლასიდან კლასში რომ გადადიოდი 100 დოლარი ემატებოდა თვიურად იმ წინა კლასის საფასურს....

მაგრამ რაც მე იქ ცოდნა მივიღე, იმის ძალიან ბევრ რამეს მასწავლიან დღეს მეოთხე კურსამდე უნივერსიტეტში smile.gif

მარა საქართველოს კერძო სკოლები რა დონეზეა ეგ არ ვიცი....

ჩემთან კიდევ ის იყო კარგი რომ ვსწავლობდით უამრავ საგანს რაც საჯარო სკოლლებში არ ისწავლება: პოლიტოლოგია, პსიქოლოგია, სექსოლოგია,საერთაშორისო ურთეირთობები და უამრავი რამ......

Posted by: gogilo72 19 Mar 2007, 11:04
ამ თემის ავტორს დიდი მადლობა, მეც ანალოგიური პრობლემა მაქვს ანუ ბავშვის მიყვანა მინდა კერძო სკოლაში და ჯერჯერობით დემირელის სკოლაზე ვარ გაჩერებული,თუ ვინმე მირჩევთ სხვას მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: muzabello 19 Mar 2007, 16:44
gogilo72
QUOTE
დემირელის სკოლაზე ვარ გაჩერებული

დემირელის სკოლაზე ბევრი კარგი მსმენია, თუკი ახლოს ცხოვრობ არც უნდა იფიქრო.
მე პირადად თურქული მომენტი მძაბავს მაგ სკოლაში, ისე კი ახლოს რომ ვცხოვრობდე მივიყვანდი მანდ.



Posted by: gogilo72 20 Mar 2007, 13:02
ჯიქიას ქუჩაზე ვიყავი ერთ სკოლაში " ოლიმპი" იქაც კარგი პირობები აქვთ,ვინმეს ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ სკოლაზე დამატებით?

Posted by: muzabello 21 Mar 2007, 21:15
gogilo72
QUOTE
ჯიქიას ქუჩაზე ვიყავი ერთ სკოლაში " ოლიმპი" იქაც კარგი პირობები აქვთ

ჯიქიას ქუჩაზე რომ კერძო სკოლაა ძალიან აქებენ, ასევე "ოლიმპიც" კარგიაო, ნუცუბიძეზე. მხოლოდ როგორც ვიცი ოლიმპი 3000 თუ 3800 ლარი ღირს წელიწადი და მე ასეთი ძვირი ფასის გადახდა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ჩემს ბავშვში tongue.gif
ჯიქიაზე რა ფასი აქვს და როგორი პირობებია, გარდა იმისა რომ ბასეინი აქვთ?
ESM-ზე რას იტყვით? 2000 ლარი გახდაო წელიწადში. მე ამ სკოლაზე ვფიქრობ, თუკი მათი ტრანსპორტი მოემსახურება ბავშვს, ჩემს მეზობელს შეყავს მანდ და რა ვიცი ერთად გაიზრდნენ ბავშვებიო და იქნებ შენც მანდ შემოიყვანოო. დავუჯერო?

ისე რა ამის პასუხია და დღეს ტელევიზორში მოვისმინე, რუსული სკოლა უნდა გაიხსნას საელჩოს მხარდაჭერითო, რაიმე ხომ არ იცით კიდევ ამ რუსულ სკოლასთან დაკავშირებით? მეტიჩარა მშობელი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ბავშვმა რუსულად აიდგა ენა რიგი მიზეზების გამო, (ფაქტიურად ორენოვანია) და თუკი კარგი რუსული სკოლა იარსებებს თბილისში შეიძლება ამაზეც დავფიქრდე. ისე საინტერესოა რა პროგრამა ექნებათ ამ რუსულ სკოლაში, საქართველოს განათლების სტანდარტებში იქნება თუ რუსეთის?


Posted by: ლლევ 22 Mar 2007, 16:12
QUOTE
სტეპენდიები


მაგარია სტეპენდიები user posted image

ჩემ დროს 17 ლარი იყო უნივერსიტეტში ჰოდა განზრახ არ ვხდებოდი 5ოსანი, სირცხვილით როგორ ამეღო 17 ლარის სტეპენდია

Posted by: muzabello 22 Mar 2007, 22:07
http://forum.ge/?showtopic=33696729&hl=
http://forum.ge/?showtopic=33678886&hl=
http://forum.ge/?showtopic=33645238&hl=
http://forum.ge/?f=79&showtopic=33637141&st=0

აი, ყველა არსებული თემა სკოლებთან დაკავშირებით ერთად შევკრიბე.

Posted by: muzabello 22 Mar 2007, 22:31
taya
QUOTE
მიღება არის ივნისში გასაუბრებით. - 1..6 კლასის ჩათვლით წელიწადში 400$ (თუ წინასწარ იხდი - 320$) - 7 კლასი და ზემოთ - 700$ (ამას ქვია უკვე კოლეჯი) - ინგლისურს იწყევენ 1 კლასიდან, რუსულს მეორედან, და თურქულს მეოთხედან. - ტრანსპორტირება - 40 ლარი (ანუ ბავშვი სადარბაზოდან სკოლამდე და უკან წაყვანა) - კლასში არის მაქს 20 ბავშვი - მე-7 კლასიდან ტექნიკური საგნები ისწავლება ინგლისურად - ენების გარდა სხვა საგნები ისწავლება ჩვეულებრივი სახელმძღვანელოებით - კვება შედის. - ჯერ ჯერობით პირველი კლასი არის მეორე ცვლაში და არის სადღაც 1-დან 6 სთ-ში თუმცა აპირებენ ახალ შენობაში გადასხვას-გაფართოებას და მერე ისევ ძველებურად იქნება: ანუ 8:40 - დან 4 მდე, - კვება ერთჯერადი შედის. - ხუთისნებზე 50% ფასდაკლება. (მგონი კოლეჯში, ზუსტად ააღარ მახსოვს..) - ტექნიკურ საგნებს მაღალ დონეზე სწავლობენ (როგროც სასწავლო ნაწილმა გვითხრა).... - შედის ჟადრაკი, ცეკვა და კიდევ რაღაცა.. აღარ მახსოვს..


ეხლა ვნახე ეს თემა.
რომელ სკოლაში შეიყვანე ბავშვი და როგორი კმაყოფილი ხარ?

Posted by: sava062 23 Mar 2007, 11:34
გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა გადადის წყნეთში სექტემბრიდან. ტყე, 5 ჰექტარი ტერიტორია, ახლად გარემონტებული სასწავლო და საძილე კორპუსები, ლაბორატორიები, სპორტული მოედნები, სწავლა 9:30-17:30-მდე, მრავალფეროვანი წრეები (დრამწრე, სპორტული, ცხენები, ხარვა, მუსიკა, ცეკვა, ფოტოგრაფია, მინანქარი და ა.შ.) გაკვეთილებასც ადგილზე ამზადებენ. სურვილის შემთხვევაში შეგეძლებათ ბავშვის დატოვება ერთი ან რამოდენიმე ღამით. ზაფხულსა და ზამთრის არდადეგებზე კომპლექსი იმუშავებს ბანაკის ფრომატით. მაღალმოტივირებული მასწავლებლები, სასიამოვნო, უსაფრთხო გარემო და საუკეთესო პირობები. ინგლისური მე-2 კლასიდან, რუსული მესამედან. ტრანსპორტირება მოხდება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით. სწავლის ღირებულება წელიწადში 2200 ლარია, რაშიც მოიცავს ტრანსპორტირებას, ორჯერად კვებას, წრეებს.

Posted by: gogilo72 23 Mar 2007, 12:42
ჯიქიაზე მე მარტო ოლიმპი ვიცი და ფასი არის შემდეგნაირი 1500 ლარი და თუ ფეხბურთიც გინდა 40 ლარი თვეში ტრანსპორტი ცალკეა,მგონი ისიც ორმოცი ლარია თვეში. ხოლო ESM -ზე არაფერი არვიცი მე აუცილებლად გახანგრძლივებულით მინდა . ვაკეში არიო კიდევ 55 სთან რაღაც ფრანგული სკოლაო იქ 600 დოლარი ჯდება,მაგრამ არც სპორტია და არც ცეკვა,სწავლა მაღალ დონეზეა.
დემირელში ღირს 1000 დოლარი და თუ ოქტომბრამდე დაფარავ 850 დოლარი,ფორმები აქვთ თავისი უფასოდ ,ცეკვა+ჭადრაკი+კალათბურთი ან ფეხბურთი,თან ახალი შენობა ააშენეს გუდვილთან და იქ გადადიან,ხო კიდევ ინგლისურის ყველა სახელმძღვანელო საჩუქრად.
ჯიქიაზე კიდევ რა სკოლაა?

* * *
სულაკაურის სკოლის მისამართი მჭირდება ,დამეხმარეთ!!!!!!!!!

Posted by: tav054 23 Mar 2007, 13:02
დემირელის შესახებ იცის ვინმემ რა ხდება? მე 1-ელ გიმნაზიაში დამყავს ბავშვი და მომავალი წლიდან მინდა სხვაგან გადაყვანა ვინმე ხომ არ ხართ ვისაც მანდ დაგყავთ ბავშვი?

Posted by: gogilo72 23 Mar 2007, 13:04
მეგობრის ბავშვი დადის და ძალიან კმაყოფილია დემირელით

Posted by: muzabello 23 Mar 2007, 13:06
QUOTE
ჯიქიაზე მე მარტო ოლიმპი ვიცი და ფასი არის შემდეგნაირი 1500 ლარი და თუ ფეხბურთიც გინ

gogilo72
მე ეგენი სხვადასხვა სკოლები მეგონა.
QUOTE
ჯიქიაზე კიდევ რა სკოლაა?

არ ვიცი ალბათ ეგ ერთი. rolleyes.gif
QUOTE
დემირელში ღირს 1000 დოლარი და თუ ოქტომბრამდე დაფარავ 850 დოლარი,ფორმები აქვთ თავისი უფასოდ

თუ იცი ტრანსპორტი ივლის? და როდიდან გადადიან დიღომში, სექტემბრიდან?
ან კიდევ როგორი გრაფიკი აქვთ?

Posted by: gogilo72 23 Mar 2007, 13:12
სექტემბრიდან გადავალტო მითხრეს ტრანსპორტის მომსახურეობას სხვა ფირმა აწარმოებს,მაგრამ ნამდვილად არის და ყველა მიმართულებითო,ოფიციალურად გასაუბრება 3 მაისიდანიწყება მაგრამ ხალხი უკვე წინასწარ ეწერება,მე ყოვლი შემთხევისთვის ჩავწერე და უკვე მეორმოცე ვიყავი.

Posted by: muzabello 23 Mar 2007, 13:24
Margarita-Hanum
ბავშვის სკოლაზე რა გადაწყვიტე? გაიგე რამე ახალი და კარგი?

Posted by: muzabello 23 Mar 2007, 13:46
gogilo72
QUOTE
სექტემბრიდან გადავალთო მითხრეს, ტრანსპორტის მომსახურეობას სხვა ფირმა აწარმოებს

ტრანსპორტირება იგივე თანხაში შედისო?
გრაფიკი როგორია? დილის ათიდან 6-მდე?
ტერიტორიულად ორთაჭალაში არიან ხომ ჯერჯერობით ისევ? ორშაბათს რომ მივიდე.

მაგ შენობასთან (გრიშაშვილზე) ჩემი სკოლის დროინდელი მოგონებები მაკავშირებს. მეორე გერმანულ გიმნაზიაში ვსწავლობდი და 93 თუ 94 წლებში დემირელის სკოლა რომ გაიხსნა გამოგვყარეს შენობიდან და ხილიანზე გადაგვიყვანეს. მაშინ მთელი ბავშვები თურქებზე ვიცოფებოდით საყავარელი სკოლის შენობა რომ უცერემონიოდ დაგვატოვებინეს.

Posted by: gogilo72 23 Mar 2007, 13:52
არა ტრანსპორტირების თანხა ცალკეა, სწავლა იწყება 9.30-ზე მგონი,ჯენ თვითონაც არიციან ზუსტად ამთავრებენ სადღაც 16.30-ზე.
ტერიტორიულად ისევ იქ არიან,სექტემბრიდან მანდ კოლეჯი რჩება სკოლა კი დიდ დიღომში გადადის

Posted by: muzabello 26 Mar 2007, 21:34
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
გურამიშვილის 17-ში
http://www.gahs.edu.ge
ვინმე თქვენს ახლობელს თუ დაჰყავს აქ ბავშვი და რას იტყით თუ გაქვთ რაიმე ზეპირი ინფორმაცია?

იმავე შენობაში, მეხუთე სართულზე მდებარეობს ქართულ-ინგლისური სკოლა, ან ამ სკოლაზე თუ გსმენიათ რამე?
გთხოვთ მიპასუხოთ თუ იცით.

Posted by: tav054 28 Mar 2007, 15:15
ქართულ-ამერიკულში დადის ჩემი მეზობლის ბავშვი და ძალიან კმაყოფილია დედამისი, ბავშვი მეოთხე კლასშია ,იმგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან და ა.შ.შემიზლია უფრო დაწვრილებით გგავიგო ყველაფერი,დემირელში კი გადასახადი 1000$ არის გადასახადი ტრანსპორტი არ შედის დღეს ველაპარაკე სკოლის წარმომადგენელს და 3მაისიდან იწყება გასაუბრება ქართულში,მათემატიკაში და ინგლისურში(რა თქმა უნდა 1-ლ კლასელებს არ ეხებათ ინგლისური)

Posted by: muzabello 28 Mar 2007, 23:24
tav054
QUOTE
ქართულ-ამერიკულში დადის ჩემი მეზობლის ბავშვი და ძალიან კმაყოფილია დედამისი, ბავშვი მეოთხე კლასშია ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან და ა.შ.შემიზლია უფრო დაწვრილებით გგავიგო ყველაფერი

მე გუშინ ვიყავი მანდ, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რაც მთვარია მე მაწყობს ყველა პარამეტრით,
გადასახადი 1300 ლარია რომელშიც ტრანსპორტით მომსახურება არ შედის. (ემატება თვეში 25 ლარი ტრანსპორტის)
თუ უფრო დაწვრილებით გამიგებ დიდად დამავალებ , განსაკუთრებით მაინტერესებს ამ სკოლის უარყოფითი მხარეები.
თუ არ ჩავთვლით იმას რომ მეოთხე სართულზე ჰყავთ ბავშვები გამოკეტილი სხვა ყველაფერმა დამაკმაყოფილა.
თუ შეიძლება ჰკითხე შენს მეზობელს რა არის ის უარყოფითი უხილავი მხარეები რაც შეიძლება გარედან შესულმა უცხო მშობელმა ერთი შეხედვით ვერ შეამჩნიოს?

დიდი მადლობა, ყურადღებისთვის, yes.gif

Posted by: tav054 30 Mar 2007, 00:57
ხვალ გაგიგებ ზუსტად ვკითხავ და მოგწერ

Posted by: tav054 31 Mar 2007, 23:43
muzabello
როგორც ჩემი მეზობელი ამბობს ძალიან კარგი სკოლაა,პირველ ადგილზე გასულა შარშან მეორეზე ვეკუა და ა.შ .მითხრა რომ შენობა არ მოეწონება ერთს ართულზე ყოფილან მაგრამ ეხლა აპირებენ სხვა ფართის შეძენას ,სწავლა იწყება 10-ის ნახევარზე 4საათამდეა,ერთი საათი აქვთ შუალედში შესვენება ,ინგლისურს ასწავლიან 1-ლი კლასიდან მეორედან რუსულს.დაწყებითში ყავთ ერთი მასწავლებელი დამრიგებლის ვარიანტში რომელიც ასწავლის მათ.ქართ.და ბუნებას (ამას იმიტომ გწერ რომ ჩემი ბავშვი 1-სკოლაში დადის და იქ სხვანაირად არის ეხლა) გარდა ამისა რელიგიას, უნარებს, კომპიუტერსაც თავიდანვე ასწავლიან. დირექტორი არის ძალიან განათლებული და ჭკვიანი ადამიანი მოკლედ მაღალ კლასებს ის ლექციებს უკითხავს თვითონ სხვას არ ატარებენებს გაკვეთილებსო ესე მითხრა .ფასზე მითხრა რომ 1400 არისო ეხლა,მაგრამ ეს ბავშვი 4-ე კლასშია და 1000 იხდის თავდაპირველი კონტრაქტის შესაბამისად.მოკლედ კმაყოფილია თვითონ .ეს რაც მომაფიქრდა ვკითხე თუ რამე კიდევ სხვა გაინტერესებს რავიცი მითხარი და ვიკითხავ.

Posted by: muzabello 1 Apr 2007, 00:29
tav054
ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის
მეტი ისეთი არაფერი, თითქმის უკვე გადავწყვიტე რომ მაგ სკოლაში შევიყვან.
გმადლობ 2kiss.gif

Posted by: Margarita-Hanum 27 Apr 2007, 01:32
sava062
ლიცენზირება გაიარეთ?
* * *
taya
რა გადაწყვიტეთ საბოლოოდ?
* * *
killer
QUOTE
ტატულიას კოლეჯი

მე ვნახე ამას წინათ და მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. შენობაში ციოდა, თან ეხლა ახალ შენობას აშენებენ, ოღონდ არ იციან, როდის გადავლენ და შემოდგომაზე როდის დაიწყებენ. ეხლა რა შენობაშიც არიან, რაღაც კუსტარული კერძო სახლია.
საგნებს როგრო ასწავლიან მთალდ ვერ გავარკვიე, მათემატიკას ბაკურ სულაკაურის წიგნით ვასწავლითო....

კიდევ კორიდორში სიგარეტის სუნი იდგა და მასწავლებელი კიოდა. cry.gif

Posted by: kote_tbeli 28 Apr 2007, 02:27
taya
QUOTE
1. ინგლისური ისწავლებოდეს თავიდანვე ან მაქსიმუმ მეორე კლასიდან.


როგორც დიდი დიდაქტიკოსები იტყოდნენ, ეს ნიშნავს, ადამიანს ცხენის ჯირითი ასწავლო მანამდე, სანამ სიარულს ისწავლიდეს... boli.gif

Posted by: sava062 29 Apr 2007, 16:14
Margarita-Hanum

ძველი გვაქვს. ადგილმდებარეობის გამოცვლასთან ერთად ბარემ ახალი ლიცენზიის აღებასაც ვაპირებთ. მაისში დავიწყებთ პროცედურებს და სავარაუდოდ ივნისისათვის დავასრულებთ.
* * *
Margarita-Hanum
QUOTE
ტატულიას კოლეჯი

QUOTE
ეხლა ახალ შენობას აშენებენ



სად აშენებენ ხომ არ იცი?

Posted by: alex_b 1 May 2007, 16:08
QUOTE
ძველი გვაქვს. ადგილმდებარეობის გამოცვლასთან ერთად ბარემ ახალი ლიცენზიის აღებასაც ვაპირებთ. მაისში დავიწყებთ პროცედურებს და სავარაუდოდ ივნისისათვის დავასრულებთ.

ე.ი. მომდევნო 1 სექტემბრისთვის მზად იქნება ?

Posted by: Margarita-Hanum 1 May 2007, 22:36
sava062
QUOTE
სად აშენებენ ხომ არ იცი?

ველოტრეკთან.

Posted by: sava062 2 May 2007, 13:41
alex_b

სექტემბრისთვის აუცილებლად მზად იქნება. მიღება უკვე დავიწყეთ.

Margarita-Hanum
QUOTE
ველოტრეკთან.


ველოტრეკის საპირისპირო მხარეს, გორაკის წვერზე რომ შენდება დიდი რაღაც ისაა? eek.gif

Posted by: l_i_k_a 26 May 2007, 22:51
კომაროვის შესახებ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? ძალიან მაინტერესბს.

Posted by: Margarita-Hanum 4 Jun 2007, 17:34
sava062
QUOTE
ველოტრეკის საპირისპირო მხარეს, გორაკის წვერზე რომ შენდება დიდი რაღაც ისაა? 

არ ვიცი.



ბაკურ სულაკაურის სკოლის შესახებ ვინმეს თუ აქვს აზრი და გამოცდილება?

Posted by: ancho 4 Jun 2007, 17:45
Margarita-Hanum
QUOTE
ბაკურ სულაკაურის სკოლის შესახებ ვინმეს თუ აქვს აზრი და გამოცდილება?

აზრი მაქვს და მგონია, რომ ძალიან კარგი სკოლაა. ვიცი როგორც შეარჩია მასწავლებლები, ასწავლა ბავშვთა ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის ინჩი-ბინჩი biggrin.gif და პირობებიც ძალიან კარგია.
გამოცდილებას რაც შეეხება, სექტემბრიდან ჩემი შვილი მიმყავს და მერე გაგიზიარებ...
ისე გარკვეული გამოცდილება მაინც მაქვს... ბაკური მეორე კლასიდან ჩემი დამრიგებელი იყო, ხოდა თამამად შეიძლება ითქვას, რომ თვითონ იდეალური მასწავლებელი იყო და სხვებსაც არ აძლევდა "გახალტურების" საშუალებას smile.gif

პ.ს. ერთი ნაკლი აქვს სკოლას - ძალიან ძვირია. user.gif

Posted by: okuri96 4 Jun 2007, 23:24
დემირელზე რას იტყვით?მე კი ვიყავი მანდ ბავშვის გადაყვანა მინდა და ტესტირებაზე მყავდა,მაგრამ ვინმეს თუ აქვს ახლო შეხება მათი აზრი მაინტერესებს

Posted by: Margarita-Hanum 4 Jun 2007, 23:44
ancho
QUOTE
აზრი მაქვს და მგონია, რომ ძალიან კარგი სკოლაა. ვიცი როგორც შეარჩია მასწავლებლები, ასწავლა ბავშვთა ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის ინჩი-ბინჩი  და პირობებიც ძალიან კარგია.
გამოცდილებას რაც შეეხება, სექტემბრიდან ჩემი შვილი მიმყავს და მერე გაგიზიარებ...
ისე გარკვეული გამოცდილება მაინც მაქვს... ბაკური მეორე კლასიდან ჩემი დამრიგებელი იყო, ხოდა თამამად შეიძლება ითქვას, რომ თვითონ იდეალური მასწავლებელი იყო და სხვებსაც არ აძლევდა "გახალტურების" საშუალებას

პ.ს. ერთი ნაკლი აქვს სკოლას - ძალიან ძვირია. 


გაიხარე, მეც მაგ სკოლას ვეზომები და ცოტა სწავლების სისტემაზე მეთანაღრება გული...
რომელ მასწავლებლის კლასში შეგყავს ბავშვი?

და ბაკური რომელ სკოლაში და რა დროს ასწავლიდა? მათმეტიკას, ალბათ, ხო?

Posted by: ancho 5 Jun 2007, 00:09
Margarita-Hanum
QUOTE
ცოტა სწავლების სისტემაზე მეთანაღრება გული...

რატომ? smile.gif

PM მოგწერე. smile.gif

Posted by: cooldadie 7 Jun 2007, 14:52
სწავლის დამთავრებამ გადაიწია 17 ივნისამდე. ბავშვების 80% აღარ დაადის სკოლაში მაისის ბოლოდან. სხვისი არ ვიცი და ჩემი შვილების სკოლაში ასეა, ხან დავემუქრე, ხან მოვეფერე მაგრამ 30 მაისის შემდეგ სკოლაში აღარ დადიან. მაინტერესებს თქვენი აზრი რა საჭირო იყო სასწავლო წლის ასე გაწელვა? სხვა რომ არაფერი ვთქვა საკლასო ოთახებში ბუღი დგას სიცხისგან, ჩვენს სკოლებმაც ახლა თავი არ მოიწონონ ჰაერის კონდენცირებით რა. მოკლედ გულის სიღრმეში მეც ვეთანხმები ჩემს შვილებს და შევეგუე რომ ბოლო სამი კვირა სახლში (ან ეზოში) იქნებიან.

Posted by: Keso 7 Jun 2007, 16:08
ხოოო, არ ვიცი, ჩემს გარშემო ყველა ესეა, აღარავინ სკოლაში არ დადის.
გაწელეს ალბად იმიტომ რომ ძალიან ბევრმა საერთოდაც ოქტომბერში დაწყო სწავლა და ალბად მაგის ბრალია მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ აზრი არ ააქვს, მოსწავლეები კი არა მასწავლებლებიც აღარ დადიან და შენს შვილებს რას თხოვ ???
ეხლა სკოლის მერხების მაგივრად ახალი სტილი შემოიღეს - კუს ტბაზე სიარული
ოღონდ იქაც რა უნდა ქნან არ ვიცი

Posted by: Orange 11 Jun 2007, 19:45
ბევრი აზრი გამოითქვა აქ და ამ ჩამონათვალიდან მაინც არ ჩანს ისეთი სკოლები სადაც სწავლაა პირველ პლანზე გამოტანილი.
ბევრჯერ იყო დემირელი ნახსენები. თურქული?.. რიავიცი რიავიცი.. ჯერ ქართული მერე ვთქვათ ინგლისური, მერე რუსული. და ალბათ შემდეგ უკვე თურქული.
ქართულ ამერიკული კარგია თუ სკოლის დამთავრების შემდგომ ბავშვს ამერიკაში ან UK ში გაუშვებ უმაღლესში ჩასაბარებლად.
გაეროს სკოლა ალბათ კარგია მარა ზამთარში ეგ გზა რო მოიყინოს მერე ტრანსპორტირება ცოტა საშიშია.
მწიგნობართუხუცესში ერთი მეგობრის და სწავლობს, უფროს კლასელია დიდათ არც სწავლით და არც დისციპლინით არაა კმაყოფილი, გადაყავთ სხვაგან (ეროვნულისთვის რო მოემზადოს)
სულაკაურის რავიცი რა გაპოიარებააქვს ასეთი ალბათ გამომცემლობით??... ქართულის წიგნებს ისე აპიარებენ და ტენიან სკოლებში თითქოს მაგის გარდა მარტო გოგებაშვილია დარჩენილი. არადა პილოტირებაც ვერ გაიარა. დიდი გაჭირვებით დაუშვა სამინისტრომ.
ახლი სკოლა ნუ ეგ ხო რავიცი ჩემი უახლოესი ხალხი დადის და ბავშვს რომ მე6 კლასში ინგლისურში მასწავლებელთან მოამზადებ არადა იხდიან 2500 თუ 3000 ლარს. კიდე მასწავლებელთან ატარო ნუ ეს სიგიჯეა მაშინ უბრალოში მიიყვანე და ატესტატს იქაც იდზლევიან ამზადე მერე ყველაფერში. მოკლედ ცოტა რაღაც გავარვიე სანამ ბავშვი მივიყვანე სკოლაში. სად მივიყვანე ვერ გეტყვით ისე გამოვა რომ ვაპიარებ და სხვებს რეპუტაციას ვუფუჭებ.
უი ხო, ტატულიას სკოლაზე გამახსენდა კიდე ისეთივე დისციპლინაა? smile.gif (53)

ისე ბავშვი თუ ნიჭიერია ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო რომ სათანადო განათლება სათანადო პირობებში მიიღოს

Posted by: sava062 12 Jun 2007, 10:13
Orange
QUOTE
გაეროს სკოლა ალბათ კარგია მარა ზამთარში ეგ გზა რო მოიყინოს მერე ტრანსპორტირება ცოტა საშიშია.


იწმინდება გზა და მარილით მუშავდება (ცენტრალური გზაა და გაუწმენდავს არავინ დატოვებს) და თუ მაინცდამაინც ქვეყანა დაიქცა სულ არ ავლენ იმ დღეს წყნეთში და ექსკურსიაზე წავლენ თბილისში (უამრავი მუზეუმი და საინტერესო ადგილია).

Posted by: maikom 12 Jun 2007, 17:37
QUOTE (ancho @ 5 Jun 2007, 00:09 )
მოკლედ ცოტა რაღაც გავარვიე სანამ ბავშვი მივიყვანე სკოლაში. სად მივიყვანე ვერ გეტყვით ისე გამოვა რომ ვაპიარებ და სხვებს რეპუტაციას ვუფუჭებ

მიუხედავად იმისა, რომ იძახით ვერ გეტყვით სად მივიყვანეო, იქნებ მაინც გაგვიმხილოთ. yes.gif
დღეს საკამაოდ დიდი პრობლემაა სკოლის არჩევა და თუ ამდენი ძიების შემდეგ თქვენ შეძელით მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი სკოლა შეგერჩიათ ნამდვილად საინტერესო იქნება მათთვის, ვინც სკოლის საკითხით არის დაინტერესებული

Posted by: Margarita-Hanum 12 Jun 2007, 21:27
QUOTE
გაეროს სკოლას
მიქებდნენ და სავა-ბატონის და მისი კონულტანტი თერაპევტების პატივისცემის მიუხედავად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ბავშვის ყოველ დღე ზემოთ-ქვემოთ სიარული.


QUOTE
სულაკაურის

დიდი პიარი მე ვერსად ვნახე. პირიქით, ძირითადად მხრებს იჩეჩავენ და მის სიტემაზე ჩემი მეგობარი, რომელიც სხვა სკოლაში ასწავლიდა მისი სახელმძღვანელოებით, ილანძღებოდა.

QUOTE
ახალი სკოლიდან

ჩემმა მეგობარმაც სწორედ მაგ მიზეზებით გადაიყვანა ბავშვი 51-ში

განათლების სამინისტროში ახლობლებს ვკითხე და ვერავინ ვერაფერი მირჩია,კონტროლის მექანიზმიც არა გვაქვს და ყველგან დომხალიაოოოოოოო

53-ედან უკვე ისინიც კი გარბიან , ვისაც ვერელობის და კაიტიპობის ამბავში დაყავდა ბავშვი. იმ დღეს გამოვიარე, ჩემს დროს რომ ასწავლიდა და უკვე ასაკში იყო, ახლა სულ მთლად ხრონიც რუსულის მასწავლებელი იდგა შენობასთან და ძალიან შემეცოდა.



Posted by: Orange 12 Jun 2007, 22:53
რო გაიკითხო ყველგან არის კერძო სკოლები მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგება არ ვარგიან. ისე ეგ პრობლემა არის თბილისში. მე სადაც გადავწყვიტე ნამდვილად ვერ დავასახელებ. თან ადილების პრობლემა ნაღდად არ შეიმჩნევა. ამიტომ ჩემი მხრიდან არ ჭირდება ზედმეტი კომენტარები.
პირადად ჩემთვის პრიორიტეტია საერთო განათლება. ქართულად
* * *
QUOTE (sava062 @ 12 Jun 2007, 09:13 )
Orange
QUOTE
გაეროს სკოლა ალბათ კარგია მარა ზამთარში ეგ გზა რო მოიყინოს მერე ტრანსპორტირება ცოტა საშიშია.


იწმინდება გზა და მარილით მუშავდება (ცენტრალური გზაა და გაუწმენდავს არავინ დატოვებს) და თუ მაინცდამაინც ქვეყანა დაიქცა სულ არ ავლენ იმ დღეს წყნეთში და ექსკურსიაზე წავლენ თბილისში (უამრავი მუზეუმი და საინტერესო ადგილია).

სანამ 101-ე სკოლის შენობაში იყვნენ კარგად იყვნენ smile.gif ეხლა ამხელა გადატვირთვა ბავშვის წნევის ცვალებადობა ხომ უნდა გაითვალისწინო. ცენტრალური რა მხრივ არის რახან წყნეთია? არვიცი აგერ ზამთარში ვაჟას და პავლოვს არავინ წმინდავდა და წყნეთის გაზას მიადგებია? ნი გმერთმა ქნას ეგრე იყოს მაგრამ მე მაინც არ მივიყვანდი მანდ ბავშვს. smile.gif
* * *
QUOTE (Margarita-Hanum @ 12 Jun 2007, 20:27 )
QUOTE
გაეროს სკოლას
მიქებდნენ და სავა-ბატონის და მისი კონულტანტი თერაპევტების პატივისცემის მიუხედავად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ბავშვის ყოველ დღე ზემოთ-ქვემოთ სიარული.


QUOTE
სულაკაურის

დიდი პიარი მე ვერსად ვნახე. პირიქით, ძირითადად მხრებს იჩეჩავენ და მის სიტემაზე ჩემი მეგობარი, რომელიც სხვა სკოლაში ასწავლიდა მისი სახელმძღვანელოებით, ილანძღებოდა.

QUOTE
ახალი სკოლიდან

ჩემმა მეგობარმაც სწორედ მაგ მიზეზებით გადაიყვანა ბავშვი 51-ში

განათლების სამინისტროში ახლობლებს ვკითხე და ვერავინ ვერაფერი მირჩია,კონტროლის მექანიზმიც არა გვაქვს და ყველგან დომხალიაოოოოოოო

53-ედან უკვე ისინიც კი გარბიან , ვისაც ვერელობის და კაიტიპობის ამბავში დაყავდა ბავშვი. იმ დღეს გამოვიარე, ჩემს დროს რომ ასწავლიდა და უკვე ასაკში იყო, ახლა სულ მთლად ხრონიც რუსულის მასწავლებელი იდგა შენობასთან და ძალიან შემეცოდა.

ნუ მეც მაგას ვგულისხმობდი. და სახელმძღვანელო არის სკოლის უმთავრესი ღერძი. პროგრამა, მასწავლებლის მეთოდიკა, ფსიქოლოგია და ა.შ.

Posted by: Margarita-Hanum 13 Jun 2007, 00:46
Oრანგე


QUOTE
ნუ მეც მაგას ვგულისხმობდი. და სახელმძღვანელო არის სკოლის უმთავრესი ღერძი. პროგრამა, მასწავლებლის მეთოდიკა, ფსიქოლოგია და ა.შ.

ჰმმ... და სად არის რაიმე უკეთესი სადაც რეალურად თანამედროვე პედაგოგიკასთან მაინც იყოს მიახლოვებული??
იქნებ პიემში მაინც გათქვათ თქვენი საიდუმლო? madlobeli dagrchebit, imitomac gavxseni es tema...

Posted by: maikom 13 Jun 2007, 10:21
QUOTE (Margarita-Hanum @ 12 Jun 2007, 21:27 )
მე სადაც გადავწყვიტე ნამდვილად ვერ დავასახელებ.

არ ვფიქრობ, რომ ასეთი კონფიდენციალური შეიძლება იყოს სკოლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა თქვენი ნებაა...

რაც შეეხება გაეროს სკოლას ვინმემ ხომ არ იცის ტელეფონის ნომერი, ან საიტი არ აქვთ? მე ვეძებე და ვერ ვნახე, შეიძლება სხვა დასახელებით არის, როგორც მაგალითად ესმ-ის სკოლას ინტერნეტში ვერ ნახავთ ამ დასახელებით, განთავსებულია როგორც მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი

Posted by: sava062 13 Jun 2007, 13:44
Orange
QUOTE
სანამ 101-ე სკოლის შენობაში იყვნენ კარგად იყვნენ


ეჰ, ვინ გვაცალა რო. ისე, არ ვნანობ, რომ მაქედან გამოგვყარეს, თორემ წყნეთი არ გვექნებოდა biggrin.gif

QUOTE
ცენტრალური რა მხრივ არის რახან წყნეთია?


მთელი მთავრობა და პარლამენტი მანდ ცხოვრობს და წყნეთიდან დადის და ამიტომ ვაჟასთან და პავლოვთან შედარებით უფრო ინტენსიურად წმენდენ და უვლიან გზასwink.gif

maikom

33 25 16; 33 52 16; 877 46 03 37; www.iec.edu.ge; ვებ გვერდი დღეს დღის ბოლო ან ხვალიდან ამუშავდება.

Posted by: Orange 14 Jun 2007, 12:35
QUOTE (Margarita-Hanum @ 12 Jun 2007, 23:46 )
Oრანგე


[ჰმმ... და სად არის რაიმე უკეთესი სადაც რეალურად თანამედროვე პედაგოგიკასთან მაინც იყოს მიახლოვებული??

თანამედროვე პედაგოგიკაზე თავს ვერ დავდებ მაგრამ სწავლა მართლა მომწონს. აი ადრე რო იყო კარგი სკოლები და კარგ განათლებას იძლეოდნენ რაღაც მაგას მივამსგავსე. ისე ბევრი არჩევს ადგილმდებარეობის მიხედვით, ნუ ახლოსაა და თვითონ ივლის და ასეთები. მე მაგალითად ახლოს მატარებდნენ და არ გამომადგა ეგ ახლოს სიარული ეხლა მერჩივნა სადმე კარგ სკოლაში მევლო. მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პმ-სჰი გეტყვი რა პრაბლემაა

* * *
QUOTE (sava062 @ 13 Jun 2007, 12:44 )
Orange
QUOTE
სანამ 101-ე სკოლის შენობაში იყვნენ კარგად იყვნენ


ეჰ, ვინ გვაცალა რო. ისე, არ ვნანობ, რომ მაქედან გამოგვყარეს, თორემ წყნეთი არ გვექნებოდა biggrin.gif

QUOTE
ცენტრალური რა მხრივ არის რახან წყნეთია?


მთელი მთავრობა და პარლამენტი მანდ ცხოვრობს და წყნეთიდან დადის და ამიტომ ვაჟასთან და პავლოვთან შედარებით უფრო ინტენსიურად წმენდენ და უვლიან გზასwink.gif


კი ბატონო მართალი ბრძანდებით მაგ სკოლაში რომ ყოფილიყავით და არავის გაეშვით მაქედან მაგ ტერიტორიას ვერ ეღირსებოდა ეგ სკოლა. yes.gif ისე რა გაეროს სკოლა ეგ არის???? ვმუშაობდი მე გაეროში და ვერანაირი კავშირი მე ვერ ვიპოვე? რომელმა პროგრამამ დააფინანსა?? unicef-ი ისეთი კრიჟანები არიან კაპიკს ვერ გააგდებინებ. და სხვა მეტი ვინ?? ასოციაცია? spy.gif

პალლამეტი და მთავრობა ხომ შეიცვალა lol.gif და ეს ახლებიც მანდ გადაბარგდნენ?? givi.gif gigi.gif გასაგებია რასაც ამბობ მარა მაინც გურჯისტანია რა givi.gif

Posted by: sava062 14 Jun 2007, 13:51
Orange

ხო, ასოციაციამ დააფუძნა. შემოკლებით ეძახიან გაეროს სკოლას, თორემ ისე, გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა ქვია.

Posted by: Orange 14 Jun 2007, 15:04
გასაგებია smile.gif ეფრეც ვიფიქრე.. ... ...................

Posted by: sava062 19 Jun 2007, 19:16
აბა, ვისაც გაინტერესებთ საბანაკო ტიპის დასვენება და კარგი განათლების მიღება www.iec.edu.ge და, საერთოდ რამდენად მოგწონთ იდეა სკოლების ქალაქის გარეუბნებში გატანისა და ასეთი ტიპის საგანმანათლებლო ცენტრების შექმნაზე.

Posted by: Mr.David 22 Jun 2007, 01:42
sava062
საინტერესოა. იმედი მაქვს გაამართლებს თქვენი პროექტი. smile.gif

Posted by: sava062 23 Jun 2007, 16:07
Davi D
QUOTE
იმედი მაქვს გაამართლებს თქვენი პროექტი



თითქმის უკვე გაამართლა. ძალიან დიდი მოთხოვნაა. ერთადერთი რაც ვიცი, რომ ჯერ ადრეა - ესაა სრული პანსიონი (ანუ იქ დარჩენა ღამითაც შაბათ-კვირის გარდა)

Posted by: Mr.David 23 Jun 2007, 23:25
sava062
QUOTE
ერთადერთი რაც ვიცი, რომ ჯერ ადრეა - ესაა სრული პანსიონი

ხო, ეგ ცოტა ადრეა ჩვენთვის. smile.gif

წარმატებებს გისურვებთ smile.gif

Posted by: tata-naka 2 Jul 2007, 14:30
ჩემი შვილი გადავწყვიტე მივიყვანო ექზიუპერიში, ფრანგულ სკოლაში. თუ რამე ინფორმაცია გაქვთ ამ სკოლის შEსახებ იქნებ მითხრათ? ან საკუთარი გამოცდილება კიდევ უკეთესი.

2 რამ არ მომეწონა თAვიდანვე:
არ არის ხელშეკრულება
თანხის ნაწილი გადავიხადე და ქვითრის მსგავიც კი არაფერი მომცეს 900 ლარზე, ბლოკნოტში ჩაიწერეს, რომელი საუკუნეა? ბლოკნოტი რომ დაკარგონ?smile.gifsmile.gif
???

Posted by: maikom 3 Jul 2007, 16:25
ბრიტანული სკოლა "აკადემიურის" შესახებ ვინმემ ხომ არაფერი იცის? მდებარეობს პეკინზე, წელს პირველად იღებენ პირველ კლასს, თუმცა მაღალ კლასებში მიღება უკვე რამოდენიმე წელია აქვთ. თუ ვინმესთვის რაიმე ცნობილია ამ სკოლის შესახებ იქნებ დაწეროთ

Posted by: Drakula 4 Jul 2007, 03:03
126-ში დათუკიშვილის კლასში! love.gif ეგ პიროვნება არასდროს არ დამავიწყდება! love.gif

Posted by: MEXXX 4 Jul 2007, 03:37
Drakula
QUOTE
126-ში დათუკიშვილის კლასში! love.gif ეგ პიროვნება არასდროს არ დამავიწყდება! love.gif 



ნამდვლად მე მასეთი პედაგოგი არ მეგულება თბილისში, როგორც ადამიანი, პედაგოგი არაჩვეულებრივი იყო love.gif

ყველა საკუთარი შვილივით ვუყვარდით yes.gif


Posted by: Mr.David 4 Jul 2007, 03:49
ყველა თავის სკოლას აქებსა და შესაბამისად მეც ჩემ პირველ სკოლას ვლობირებ. biggrin.gif
ყველაზე კარგი სკოლა იყო ჩემ დროს. smile.gif

Posted by: Drakula 4 Jul 2007, 13:18
QUOTE
ნამდვლად მე მასეთი პედაგოგი არ მეგულება თბილისში, როგორც ადამიანი, პედაგოგი არაჩვეულებრივი იყო

გიორგის ძალიან ენატრება და მეც. user.gif იმდენი რაღაც ვისწავლე ნათელასგან... user.gif

Posted by: boni90 4 Jul 2007, 14:52
მინდა რომ შევქმნა ისეთი რესურსი რომელშიც საქართველოს ყველა სკოლა იაქტიურებს, გაიცნობენ ერთმანეთს სხვადასხვა სკოლების მოსწალვეები მასწავლებელი და მშობლები ერთმანეთ და დამეგობრდებიან, ისაუბრებენ სხვადასხვა თემებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ აზრებს და ასე შემდეგ....

http://geoskola.org

მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ თქვენც დამეხმარებით...

Posted by: კორდელია 6 Jul 2007, 04:10
QUOTE
  უკანასკნელი დაფიქსირებული დაწკაპუნება 


http://smiles.rc-mir.com/smile.70062.html


Posted by: ჰერმიონ 6 Jul 2007, 09:29
KORDELLIA
QUOTE
უკანასკნელი დაფიქსირებული დაწკაპუნება


spy.gif

Posted by: ჰერმიონ 6 Jul 2007, 10:44
ეჰ user.gif

Posted by: კორდელია 6 Jul 2007, 10:57
Drakula
QUOTE
126-ში დათუკიშვილის კლასში!

126 დაამთავრე?smile.gif

QUOTE
ყველა თავის სკოლას აქებსა და შესაბამისად მეც ჩემ პირველ სკოლას ვლობირებ.
ყველაზე კარგი სკოლა იყო ჩემ დროს. 

თუ ესეა გაუმარჯოს 128-ს biggrin.gif

Posted by: Z@hir 6 Jul 2007, 17:53
რიავი აბა, მე კომაროვი დავამთავრე, მაგრამ ახლა არ ვიცი მანდ რა ხდება ...



აირია დრო, ბატონო, მთავრობაც აირია და ხალხიც


yes.gif













lol.gif lol.gif

Posted by: deka136 7 Jul 2007, 22:35
177-ე სკოლა იპოვე და მაგაზე უკეთესი არ მეგულება biggrin.gif

მეოთხეზე, ქიმიის კაბინეტის გვერდზე კარებზე "შავი სამოთხე" რო წერია, თქვენი მონა-მორჩილი სწავლობდა მანდ chups.gif

Posted by: pussy9cat 9 Jul 2007, 11:35
QUOTE (ancho @ 4 Jun 2007, 17:45 )
Margarita-Hanum
QUOTE
ბაკურ სულაკაურის სკოლის შესახებ ვინმეს თუ აქვს აზრი და გამოცდილება?

აზრი მაქვს და მგონია, რომ ძალიან კარგი სკოლაა. ვიცი როგორც შეარჩია მასწავლებლები, ასწავლა ბავშვთა ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის ინჩი-ბინჩი biggrin.gif და პირობებიც ძალიან კარგია.
გამოცდილებას რაც შეეხება, სექტემბრიდან ჩემი შვილი მიმყავს და მერე გაგიზიარებ...
ისე გარკვეული გამოცდილება მაინც მაქვს... ბაკური მეორე კლასიდან ჩემი დამრიგებელი იყო, ხოდა თამამად შეიძლება ითქვას, რომ თვითონ იდეალური მასწავლებელი იყო და სხვებსაც არ აძლევდა "გახალტურების" საშუალებას smile.gif

პ.ს. ერთი ნაკლი აქვს სკოლას - ძალიან ძვირია. user.gif

ყველაფერი მაინტერესებს სულაკაურის სკოლის შესახებ -იქნებ დამიწეროთ .. მისამართი.ტელეფონი.საიტი თუ აქვთ?
გადასახადი, ტრანსპორტირება, რა წიგნებით ასწავლიან ალბათ სულაკაურის წიგნებით. ფორმები თუ აქვთ? რომელ საათამდეა სწავლება, კალსში რამდენი მოსწავლეა და ა.შ.
თუ რამე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ დამიწეროთ.



Posted by: sava062 9 Jul 2007, 19:44
Davi D

გმადლობთ wink.gif ვეცდებით ძალიან

Posted by: pussy9cat 10 Jul 2007, 15:46
QUOTE (დათიკო @ 20 Feb 2006, 00:46 )
taya
QUOTE
სულაკაურის სკოლაზე მეც მსმენია, მაგრამ მაინტერესებს თუ იცით დამატებით პირობები: ანუ გადასადელი რამდენია, კლასში რამდენი ბავშვია... თუკი რაიმე კიდევ იცით..

1000$ წელიწადში
კლასში 15 ბავშვია
სახელმძღვანელოებს არ ყიდულობენ
მოსწავლეებს ემსახურებათ ტრანსპორტი
საშინაო დავალებები არ არის, ყველაფრის ბოლომდე შესწავლა ხდება გაკვეთილზე
შეფასების სიტემა არის საჩუქრებით
კვება
უცხოენას ჯერ არ გადიან (პირველ მეორე კლასებში)
გაისად მე-7 კლასი იხსნება

1000$ -ში შედის სახელმძღვანელოები , ტრანსპორტი და კვება? კიდევ ფორმები თუ აქვთ და მისამართი თუ იცით დამიწერეთ ან ტელეფონი. სწავლა რომელ საათამდეა?
* * *
კიდევ არის წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა - საიტის მისამართია http://www.ardzani.ge/geo-about_us.htm
თუ რამე იცით ამ სკოლის შესახებ დაწერეთ. ის ვიცი რომ ფასი წელიწადში 1300 ლარია.

Posted by: ancho 10 Jul 2007, 19:40
pussy9cat
QUOTE
1000$ წელიწადში

no.gif ეგ შარშანდელი ფასია. წელს 3500 ლარი ღირს და ტრანსპორტი არ შედის, კვება შედის.
სწავლა 4 საათამდეა. მისამართი აღარ მახსოვს სამწუხაროდ, დიდიუბის პანთეონთანაა.. თუ გინდა დირექტორის ნომერს მოგწერ...

QUOTE
წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა

მაგ სკოლას აქებდნენ... მაგის დირექტორია თუ არ ვცდები, გრიგოლ ბულია. გრიგოლი სკოლაში რელიგიას და გალობას მასწავლიდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს მაგ ადამიანზე. yes.gif
ერთადერთი რაც არ მომწონს ის არის, რომ ბავშვების შერჩევა ხდება მათთან გასაუბრების გზით. პირადად ჩემთვის ეს დაუშვებელია.

Posted by: Margarita-Hanum 10 Jul 2007, 22:27
pussy9cat
QUOTE
კიდევ ფორმები თუ აქვთ და მისამართი თუ იცით დამიწერეთ


ფორმები არა აქვთ

გაფრინდაულის ქ .6, ვახუშტის ხიდს რომ გადახვალ ხელმარცხნივ იმ მიდამოებშია.
7-ე კლასს მგონი წელსვე ხსნიან.

Posted by: pussy9cat 11 Jul 2007, 11:38
QUOTE (ancho @ 10 Jul 2007, 19:40 )
pussy9cat
QUOTE
1000$ წელიწადში

no.gif ეგ შარშანდელი ფასია. წელს 3500 ლარი ღირს და ტრანსპორტი არ შედის, კვება შედის.
სწავლა 4 საათამდეა. მისამართი აღარ მახსოვს სამწუხაროდ, დიდიუბის პანთეონთანაა.. თუ გინდა დირექტორის ნომერს მოგწერ...

QUOTE
წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა

მაგ სკოლას აქებდნენ... მაგის დირექტორია თუ არ ვცდები, გრიგოლ ბულია. გრიგოლი სკოლაში რელიგიას და გალობას მასწავლიდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს მაგ ადამიანზე. yes.gif
ერთადერთი რაც არ მომწონს ის არის, რომ ბავშვების შერჩევა ხდება მათთან გასაუბრების გზით. პირადად ჩემთვის ეს დაუშვებელია.

კი მინდა, დამიწერე ტელეფონის ნომერი ,სახელი და გვარი საიტი თუ აქვთ. შარშან 1000$ ღირდა და წელს 3500ლარი ?
დიდი მადლობა

Posted by: pussy9cat 24 Jul 2007, 09:53
QUOTE (maikom @ 3 Jul 2007, 16:25 )
ბრიტანული სკოლა "აკადემიურის" შესახებ ვინმემ ხომ არაფერი იცის? მდებარეობს პეკინზე, წელს პირველად იღებენ პირველ კლასს, თუმცა მაღალ კლასებში მიღება უკვე რამოდენიმე წელია აქვთ. თუ ვინმესთვის რაიმე ცნობილია ამ სკოლის შესახებ იქნებ დაწეროთ

რამე ხომ არ გაიგეთ ამ სკოლის შესახებ ძალიან მაინტერესებს მისამართი იქნებ დამიწეროთ

Posted by: zazamos 26 Jul 2007, 22:25
QUOTE
ბრიტანული სკოლა "აკადემიურის" შესახებ ვინმემ ხომ არაფერი იცის?


აკადემიური სკოლა
ბუდაპეშტის, 1
37-58-25
877 42-58-41
e-mail; tmanana@hotmail.com
web: www.bgsc.elt.ge

Posted by: pussy9cat 15 Aug 2007, 16:15
QUOTE (zazamos @ 26 Jul 2007, 22:25 )
QUOTE
ბრიტანული სკოლა "აკადემიურის" შესახებ ვინმემ ხომ არაფერი იცის?


აკადემიური სკოლა
ბუდაპეშტის, 1
37-58-25
877 42-58-41
e-mail; tmanana@hotmail.com
web: www.bgsc.elt.ge

ეს საიტი არ იხსნება ,ხომ არ გეშლება?

Posted by: cooldadie 15 Aug 2007, 17:54
წელს სწავლა როდის იწყება? ამბობენ სექტემბრის ბოლო კვირის ორშაბათსო, ვინმემ იცით?

Posted by: sexi-bicola 15 Aug 2007, 22:16
ვინმემ ხო არ იცის სადაა აზერბაიჯანულ თურქული სკოლა ათუ ლიცეუმი თუ გიმნაზია მაგრა მჭირდება

Posted by: Joke 29 Aug 2007, 20:41
smile.gif
უკვე მეორე საღამოა ამ თემას ვათვალიერებ და ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ინფო-ც აგმოვაჩინე.

მაგრამ ვერსად ვნახე სკოლა 'სადუნი'-ის შესახებ პოსტი.
ჩემი თანამშჰრომლის გოგო სცავლობს უკვე მე-7 ცელია. ძალიან კმაყოფილები არიან. გადასახადი წელიწადში 1600 GEL ყოფილა.
ვაპირებ ორშაბათს ვესტუმრო ამ სკოლას. შთაბეჭდილებებს მოგიყვებით.

თუ ვინმეს რამე გსმენიათ ამ სკოლასთან დაკავშირებით ცუდიც და კარგიც, გტხოოოოვთ გამიზიარეთ!

საიტიც ჰქონია აგერ: http://www.saduni.ge ;-)

დიდი მადლობა!

Posted by: Ia-forumze 29 Aug 2007, 21:01
წმინდა გიროგის სახელობის სკოლაზე თუ გსმენია რამე?


დისციპლინა და კარგი სწავლება გარანტირებულია



Posted by: Joke 29 Aug 2007, 21:06
QUOTE
წმინდა გიროგის სახელობის სკოლაზე თუ გსმენია რამე?


ჰჰჰმმმმ... არა... ჯერ არ მსმენია..
დეტალური ინფორმაცია როგორ შეიძლება გავიგო, მირჩიე თუ შეიძლება? რაიმე რელიგიური 'განხრა' აქვს?

Posted by: Fallen Angie 29 Aug 2007, 21:55
taya
QUOTE
ჩვენ სკოლებში ვინ ასწავლის რომ საერთოდ? მე რაც ვიცი კლასში 50 ბავშვია ხოლმე, და დაფასთან ბავში თვეში ერთხელ ან გადის და ან არა, და საერთოდ არანაირი სტიმული აღარაქვს რომ ისწავლოს და აღარ ემზადება.
და თუ თავიდანვე გადაეჩვია სწავლას და გაზარმაცდა მერე იმისგან რაღა გამოვა?!

ნამდვილად არ არის მასე user.gif

მე დავამთავრე ნახალოვკის მე-4 სკოლა, მარა არც სწავლება დაუკლიათ ჩემთვის და არაფერი, ძალიან დიდი ცოდნა მომცა მართლა ერთმა ჩვეულებრივმა სკოლამ, მე-9 კლასში გადავედი "new school"-ში 2000 ლარი ღირდა სწავლა ვითომ ძაან კაი იყო მარა არაფერი არ გამიკეთებია იმ წელს იმიტო რო არ ითხოვდნენ საერთოდ მასწავლებლები, 1 წელში ისევ გამოვიქეცი უკან ჩემ "ბანძ" სკოლაში boli.gif

Posted by: Ia-forumze 30 Aug 2007, 09:28
Joke
QUOTE
დეტალური ინფორმაცია როგორ შეიძლება გავიგო, მირჩიე თუ შეიძლება? რაიმე რელიგიური 'განხრა' აქვს?



დეტალურად შეგიძლია 09-ში დარეკო და გაიგო ტელეფონის ნომერი და თვითონ სკოლას დაურეკო

მე ვიცი რომ კარგი სკოლაა, დისციპლინაა მაღალ დონეზე, დაჟე ფორმებით დადიან ბავშვები სკოლაში.

Posted by: Joke 30 Aug 2007, 21:22
muzabello
QUOTE
თითქმის უკვე გადავწყვიტე რომ მაგ სკოლაში შევიყვან.

ძალიან მაინტერესებს, შეიყვანე? მე დღეს მყავდა ტესტირებაზე. ხვალ შედეგები იქნება. ქართულ-ამერიკული სკოლა ძალიან მომეწონა. ერთ მშობელსაც ვესაუბრე, რომელსაც ბავშვი უკვე 3 წელია მანდ დაყავს და ძალიან კმაყოფილია სწავლის დონით. საჯარო სკოლიდან გადმოუყვანია გოგონა მე-6 კლასში და პირველი 6 თვე ძალიან გაუჭირდა სწავლაო.

ხო, კიდევ შაბათობით აქვთ ტესტირება. ყოველ (!) შაბათს. და წელიწადში 3-ჯერ უფრო სერიოზული გამოცდები.

ეს იყო და ეს. smile.gif
* * *
Ia-forumze
გმადლობ! ;-)

Posted by: muzabello 31 Aug 2007, 22:42
Joke
QUOTE
ძალიან მაინტერესებს, შეიყვანე?

არა, მანდ შეყვანა გადავიფიქრე რადგან უფრო კულტურული და დისციპლინირებული მომეჩვენა მაგ ქართულ-ამერიკული სკოლის ზემოთ ქართულ- ინგლისური სკოლა "აია". პირველ კლასში შევიყვანე ჩემი ბავშვი და დაწყებითისთვის ეს სკოლა ბევრად უფრო დახვეწილად მივიჩნიე.
ახლა რატომ, მაგ ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველივე მისვლისთანავე მაგ კონკურენტ სკოლაზე ("აიაზე") დაიწყეს ჭორაობა, რაც ძალიან არ მესიამოვნა და არაკორექტულად ჩავთვალე სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან, იმდენი აძაგეს რომ დავინტერესდი და ავედი მეთქი ნუთუ მართლა ასეთი ცუდია მეთქი და ჩემდა გასაკვირად არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, დირექტორიც ძალიან მომეწონა, საკმაოდ მკაცრი, მშვიდი და გაწონასწორებული კულტურული ქალბატონი. ისეთი როგორიც თავად სკოლის გარემო. დადებითი აურა იგრძნობოდა. (შემდეგ გავიკითხე კიდეც ნაცნობებში სწავლების დონე და ხარისხი, ჩემი აზრით უბრალოდ ნაკლებ რეკლამირებულია) ჩემი შვილისთვის დაწყებით კლასებში ასეთი მყუდრო და დისციპლინირებული გარემო ვარჩიე, თუმცა მანდ უფროსკლასელებიც არიან და არ არის ისეთი ხმაური და აყალმაყალი შესვენებებზე როგორც ქართულ ამერიკულში.
ეს იყო ჩემი ორი მისვლის შთაბეჭდილების შედეგი.
ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, სწავლა რომ დაიწყება შემეხმიანე და მეც გაგიზიარებ ახალ შთაბეჭდილებებს უფრო დაწვრილებით, მაინტერესებს ძალიან რა ხდება ქვემოთ. yes.gif

Posted by: Joke 2 Sep 2007, 19:56
muzabello
უდიდესი მადლობა შთაბეჭდილების გაზიარებისთვის!!!

ჰჰმმმმ.... საინტერესოა... ასეთი ხანგრძლივი საუბარი არ მქონია ქართულ-ამერიკული სკოლის დირექციასთან (მე კონკრეტული შეკითხვებით მივედი), მაგრამ დარწმუნებული ვარ - შენს ადგილას მეც ნამდვილად დავინტერესდებოდი smile.gif.
ისე არც ეხლაა გვიან... ორშაბათს უნდა მივიდე საბუთებზე მაინც და ზევითაც ავივლი აუცილებლად!

ჩემები მე-5 და მე-6 კლასებში გადადიან. გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა გვიან მივიღე (ზაფხულის ბოლოს მომემატა ხელფასი smile.gif) და ამიტომ ბევრი დრო არ მქონდა ყველა შესაძლო ვარიანტის სანახავად...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! ;-)

Posted by: sona-ele 3 Sep 2007, 14:19
გლდანში 71-ე სკოლაზე თუ იცით რამე? ლიცეუმიც აქვს, ნადირაძეა დირექტორი.მერვე მრ-შია..არ დამზარდეთ,თუ ღირს მიყვანა ბავშვის,ახლობელს უნდა..

Posted by: muzabello 3 Sep 2007, 17:46
Joke
ერთადერთი რაც არ მაწყობს "აია"-ში მე-5 თუ მე-6 კლასიდან ესპანური ენა შემოაქვთ.
ჩვენ პირველიდანვე ინგლისურით ვიწყებთ, მესამედან რუსული ექნებათ (თუმცა ჩემმა შვილმა ქართულზე გამართულად რუსული იცის) და მერე ესპანურიო, ან პირიქით, არჩევითია.
და მიუხედავად იმისა რომ ეს მომენტი ცოტა მეხამუშა (არ მინდა ბევრი ენებით ბავშვის გადატვირთვა, მომავალში სხვაც ბევრი ექნება სასწავლი) მაინც მანდ ვარჩიე ბავშვის შეყვანა. მშვენიერი სააქტო-დარბაზი აქვთ, რაც არა აქვს ქართულ ამერიკულს.

Posted by: Joke 3 Sep 2007, 20:12
sona-ele
ჰეჰ.. smile.gif ერთადერთი რაც ვიცი, ის არის, რომ მშვენიერი სტადიონი აქვს და ხედი გლდანის მთებზე smile.gif ზაფხულში ყოველ დილა ამ სტადიონის სტუმარი ვიყავი...
ისე, ზოგადად, ჩემი აზრით, ყველა საჯარო სკოლას დაახლოებით ერთი განაჩენი აქვს - ასატანია მხოლოდ დაწყებით კლასებში. smile.gif
მგონი ამ თემაში ნახსენები იყო, რომ დაწყებით კლასებში მნიშვნელოვანია ბავშვს შორს სიარული არ უწევდეს და არ ღირს თუნდაც რაღაც 'სუპერსკოლაში' სასიარულოდ დღეში 2 საათს ხაჯავდეს გზაზე. ამ მოსაზრებას სრულებით ვეთანხმები. ასე რომ დასაწყისისთვის ალბათ 71-ეც ივარგებს smile.gif სუფთა ჰაერი მაინც არის ;-)

Posted by: pussy9cat 5 Sep 2007, 16:27
QUOTE (Joke @ 29 Aug 2007, 21:06 )
QUOTE
წმინდა გიროგის სახელობის სკოლაზე თუ გსმენია რამე?


ჰჰჰმმმმ... არა... ჯერ არ მსმენია..
დეტალური ინფორმაცია როგორ შეიძლება გავიგო, მირჩიე თუ შეიძლება? რაიმე რელიგიური 'განხრა' აქვს?

ძალინ კარგი სკოლაა - რელიგიური
საიტიაა-www.ardzani.ge
ეგ არის ძვირია

* * *
QUOTE (fallen_angie @ 29 Aug 2007, 21:55 )
taya
QUOTE
ჩვენ სკოლებში ვინ ასწავლის რომ საერთოდ? მე რაც ვიცი კლასში 50 ბავშვია ხოლმე, და დაფასთან ბავში თვეში ერთხელ ან გადის და ან არა, და საერთოდ არანაირი სტიმული აღარაქვს რომ ისწავლოს და აღარ ემზადება.
და თუ თავიდანვე გადაეჩვია სწავლას და გაზარმაცდა მერე იმისგან რაღა გამოვა?!

ნამდვილად არ არის მასე user.gif

მე დავამთავრე ნახალოვკის მე-4 სკოლა, მარა არც სწავლება დაუკლიათ ჩემთვის და არაფერი, ძალიან დიდი ცოდნა მომცა მართლა ერთმა ჩვეულებრივმა სკოლამ, მე-9 კლასში გადავედი "new school"-ში 2000 ლარი ღირდა სწავლა ვითომ ძაან კაი იყო მარა არაფერი არ გამიკეთებია იმ წელს იმიტო რო არ ითხოვდნენ საერთოდ მასწავლებლები, 1 წელში ისევ გამოვიქეცი უკან ჩემ "ბანძ" სკოლაში boli.gif

ამ სკოლის მისამართი თუ შეგიძლია დამიწერე
მეტროსთან ახლოსაა?
* * *
QUOTE (Joke @ 30 Aug 2007, 21:22 )
muzabello
QUOTE
თითქმის უკვე გადავწყვიტე რომ მაგ სკოლაში შევიყვან.

ძალიან მაინტერესებს, შეიყვანე? მე დღეს მყავდა ტესტირებაზე. ხვალ შედეგები იქნება. ქართულ-ამერიკული სკოლა ძალიან მომეწონა. ერთ მშობელსაც ვესაუბრე, რომელსაც ბავშვი უკვე 3 წელია მანდ დაყავს და ძალიან კმაყოფილია სწავლის დონით. საჯარო სკოლიდან გადმოუყვანია გოგონა მე-6 კლასში და პირველი 6 თვე ძალიან გაუჭირდა სწავლაო.

ხო, კიდევ შაბათობით აქვთ ტესტირება. ყოველ (!) შაბათს. და წელიწადში 3-ჯერ უფრო სერიოზული გამოცდები.

ეს იყო და ეს. smile.gif
* * *
Ia-forumze
გმადლობ! ;-)

ეს რომელ სკოლაზე ლაპარაკი ? წმინდა გიორგის სახელობის .........?

Posted by: Joke 9 Sep 2007, 10:58
pussy9cat
გმადლობ ლინკისთვის, ვნახავ smile.gif თუმცა საბუთები უკვე შევიტანე.

QUOTE
ეს რომელ სკოლაზე ლაპარაკი ? წმინდა გიორგის სახელობის .........?

არა, ქართულ-ამერიკულზე.

Posted by: casper 10 Sep 2007, 16:22
ჩემი მეგობარი ეძებს და სხვა არანაირი ინფორმაცია არ აქვს, და იქნებ ვინმემ იცოდეთ და დამეხმაროთ?



ცოტა ხანი არ დახუროთ რა smile.gif

Posted by: kabo 10 Sep 2007, 21:56
sava062
მე ვიყავი ამ გარეო სკოლაში, საირმეზე. ხო, ეს არის?
არ მომეწონა რომ დირეკტორი იყო თურქი, არ მომეწონა რომ თურქული დროშები იყო ჩამოკიდებული, კედლებზე, და არანაირი მართმადიდებულის აღზრდა მე მანდ ვერ დავინახე, რადგან თურქი, ქართველი, ერთად სწავლობენ. ხო, მართალი ვარ? წელს ბავშვი შევიყვანე ესმ-ში და ნუ თუ მომიწევს გამოყვანა??????????? ახლოს არის სახლთან და მაწყობდა, მართლა არ ვარგა?


Posted by: Ia-forumze 11 Sep 2007, 10:03
pussy9cat
QUOTE
ეგ არის ძვირია



კი, მართალია, მაგრამ თუ აქ ადამიანს შესაძლებლობა ღირს smile.gif ანუ წყალში არ ყრი ფულსsmile.gif

Posted by: sava062 11 Sep 2007, 16:38
kabo

არა, ეგ არაა გაეროს სკოლას რომ ეძახიან ის. ეგ თურქებმა გახსნეს და რამდენადაც ვიცი სამინისტროს ლიცენზია არ აქვთ. გაეროს სკოლა წყნეთში გადავიდა www.iec.edu.ge

Posted by: kabo 11 Sep 2007, 20:44
აუუფფფ, წყნეთში სიარული არ გინდა ყოველ დღე?! ან ვინ ატარებს? ძალიან შორია..............
და ისევ საირმეზე I ექსპერემენტალურზე რას ეტყვით? ჩვეულებრივი საჯარო სკოლა არის.......


ქართული-ამერიკული სკოლა სად არის თერიტორიულად?

Posted by: revolucioneri 12 Sep 2007, 17:25
QUOTE (taya @ 19 Feb 2006, 00:22 )


mcnamara
ვეკუაში ვაპირებ... მარა მე-7 კლასამდე ხომ უდნა მივიდეთ ჯერ?

taya
სად არის ვეკუას სკოლა და რიტი სჯობია ის სხვა სკოლებს?

* * *
QUOTE (SOPKA @ 19 Feb 2006, 14:34 )
ხო ბავშვები ლაგუნაზე დაყავთ საცურაოდ,,,დიდი სპორტდარბაზია, მაელ ახალ შენობაში გადავლებ, რომელსაც თავისი კამპუსი ექნება და ბავშვები იქ დაიძინებენ,,

საერთოდ კერძო სკოლა სჯობს, კერძო, ფასიან სკოლებში ნამდვილად არის სწავლა

სოფკა, და რა ღირს მანდ სწავლა?
ბავშვები იქ დაიზინებენ? ანუ, ინტერნეტია? მომწონს ეგ მე! gigi.gif
* * *
QUOTE (sava062 @ 14 Dec 2006, 12:02 )
asiko

გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ და ძალიანაც მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი სერიოზული სკოლა შეემატება. ამასთან, მშვენიერი ურთიერთობა მაქვს იმ ხალხთან ვინც ეს შენობა იყიდა. სკოლის ქალაქთან ახლოს გადატანა ჩემი ოცნება იყო და გადავიტანთ კიდეც წყნეთში. ცნობისთვის სწავლა ახალ სკოლაში 3500 ლარი ეღირება წელიწადში.

ბოდიში, რომელ სკოლაზეა აქ ლაპარაკი?
* * *
QUOTE (sava062 @ 23 Mar 2007, 11:34 )
გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა გადადის წყნეთში სექტემბრიდან. ტყე, 5 ჰექტარი ტერიტორია, ახლად გარემონტებული სასწავლო და საძილე კორპუსები, ლაბორატორიები, სპორტული მოედნები, სწავლა 9:30-17:30-მდე, მრავალფეროვანი წრეები (დრამწრე, სპორტული, ცხენები, ხარვა, მუსიკა, ცეკვა, ფოტოგრაფია, მინანქარი და ა.შ.) გაკვეთილებასც ადგილზე ამზადებენ. სურვილის შემთხვევაში შეგეძლებათ ბავშვის დატოვება ერთი ან რამოდენიმე ღამით. ზაფხულსა და ზამთრის არდადეგებზე კომპლექსი იმუშავებს ბანაკის ფრომატით. მაღალმოტივირებული მასწავლებლები, სასიამოვნო, უსაფრთხო გარემო და საუკეთესო პირობები. ინგლისური მე-2 კლასიდან, რუსული მესამედან. ტრანსპორტირება მოხდება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით. სწავლის ღირებულება წელიწადში 2200 ლარია, რაშიც მოიცავს ტრანსპორტირებას, ორჯერად კვებას, წრეებს.

ნამეტანი მომეწონა, ჩამწერეტ მაი სკოლაში, ბატონო, მეც! gigi.gif
* * *
QUOTE (sava062 @ 23 Mar 2007, 11:34 )
გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა გადადის წყნეთში სექტემბრიდან. ტყე, 5 ჰექტარი ტერიტორია, ახლად გარემონტებული სასწავლო და საძილე კორპუსები, ლაბორატორიები, სპორტული მოედნები, სწავლა 9:30-17:30-მდე, მრავალფეროვანი წრეები (დრამწრე, სპორტული, ცხენები, ხარვა, მუსიკა, ცეკვა, ფოტოგრაფია, მინანქარი და ა.შ.) გაკვეთილებასც ადგილზე ამზადებენ. სურვილის შემთხვევაში შეგეძლებათ ბავშვის დატოვება ერთი ან რამოდენიმე ღამით. ზაფხულსა და ზამთრის არდადეგებზე კომპლექსი იმუშავებს ბანაკის ფრომატით. მაღალმოტივირებული მასწავლებლები, სასიამოვნო, უსაფრთხო გარემო და საუკეთესო პირობები. ინგლისური მე-2 კლასიდან, რუსული მესამედან. ტრანსპორტირება მოხდება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით. სწავლის ღირებულება წელიწადში 2200 ლარია, რაშიც მოიცავს ტრანსპორტირებას, ორჯერად კვებას, წრეებს.

ბოდიში და ეს არის ტქვენი სკოლა? http://www.iec.edu.ge/eng/location.php

Posted by: kabo 12 Sep 2007, 19:26
მე ვერ შევდივარ ამ საიტზე, რატომ?

Posted by: Joke 12 Sep 2007, 21:50
kabo
QUOTE
ქართული-ამერიკული სკოლა სად არის თერიტორიულად?


ეს სკოლა არის სანზონაში ღრმაღელეს მეტროსთან. მართალია არც ტერიტორიულად არის ასე ვთქვათ 'ქალაქში' და არც შენობაა მაინცდამაინც დზალიან კარგი, მაგრამ იმედი მაქვს სწავლის დონე გაამართლებს.. მე მომწონს ის რომ მათემატიკას და კომპიუტერულ მეცნიერებებს დიდი ყურადღება ეთმობა.. ძვირიც არ არის.. 1600 ლარი წელიწადში ტრანსპორტირებიანად. ბავშვები წელს გადავიყვანე და შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ smile.gif

სხვათაშორის იგივე შენობაში არის კიდევ ქართულ-ინგლისური და ქართულ-ესპანური სკოლები დაახლოებით იგივე გადასახადით.


kabo
QUOTE
მე ვერ შევდივარ ამ საიტზე, რატომ?

არ ვიცი... მე შევედი და საკმაოდ კმაყოფილიც დავრჩი. საიტს სასიამოვნო დიზაინი აქვს smile.gif
* * *
QUOTE
სასიამოვნო დიზაინი აქვს

უპს... ბერუ სვოი სლოვა ობრატნო smile.gif საშინელებაა... ყოველ გვერდზე გადასვლისას რაგაც საშინელი საუნდ-ია.. smile.gif კოშმარ! smile.gif

Posted by: sava062 13 Sep 2007, 09:38
revolucioneri
QUOTE
ბოდიში და ეს არის ტქვენი სკოლა? http://www.iec.edu.ge/eng/location.php


yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: pussy9cat 13 Sep 2007, 17:46
QUOTE (Joke @ 12 Sep 2007, 21:50 )
kabo
QUOTE
ქართული-ამერიკული სკოლა სად არის თერიტორიულად?


ეს სკოლა არის სანზონაში ღრმაღელეს მეტროსთან. მართალია არც ტერიტორიულად არის ასე ვთქვათ 'ქალაქში' და არც შენობაა მაინცდამაინც დზალიან კარგი, მაგრამ იმედი მაქვს სწავლის დონე გაამართლებს.. მე მომწონს ის რომ მათემატიკას და კომპიუტერულ მეცნიერებებს დიდი ყურადღება ეთმობა.. ძვირიც არ არის.. 1600 ლარი წელიწადში ტრანსპორტირებიანად. ბავშვები წელს გადავიყვანე და შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ smile.gif

სხვათაშორის იგივე შენობაში არის კიდევ ქართულ-ინგლისური და ქართულ-ესპანური სკოლები დაახლოებით იგივე გადასახადით.


kabo
QUOTE
მე ვერ შევდივარ ამ საიტზე, რატომ?

არ ვიცი... მე შევედი და საკმაოდ კმაყოფილიც დავრჩი. საიტს სასიამოვნო დიზაინი აქვს smile.gif
* * *
QUOTE
სასიამოვნო დიზაინი აქვს

უპს... ბერუ სვოი სლოვა ობრატნო smile.gif საშინელებაა... ყოველ გვერდზე გადასვლისას რაგაც საშინელი საუნდ-ია.. smile.gif კოშმარ! smile.gif

რომელ საათამდე სწავლა ამ სკოლაში მაინტერესებს და ფორმები თუ აქვთ ?
იქნებ ზუსტი მისამართი დამიწეროთ
* * *
QUOTE (muzabello @ 31 Aug 2007, 22:42 )
Joke
QUOTE
ძალიან მაინტერესებს, შეიყვანე?

არა, მანდ შეყვანა გადავიფიქრე რადგან უფრო კულტურული და დისციპლინირებული მომეჩვენა მაგ ქართულ-ამერიკული სკოლის ზემოთ ქართულ- ინგლისური სკოლა "აია". პირველ კლასში შევიყვანე ჩემი ბავშვი და დაწყებითისთვის ეს სკოლა ბევრად უფრო დახვეწილად მივიჩნიე.
ახლა რატომ, მაგ ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველივე მისვლისთანავე მაგ კონკურენტ სკოლაზე ("აიაზე") დაიწყეს ჭორაობა, რაც ძალიან არ მესიამოვნა და არაკორექტულად ჩავთვალე სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან, იმდენი აძაგეს რომ დავინტერესდი და ავედი მეთქი ნუთუ მართლა ასეთი ცუდია მეთქი და ჩემდა გასაკვირად არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, დირექტორიც ძალიან მომეწონა, საკმაოდ მკაცრი, მშვიდი და გაწონასწორებული კულტურული ქალბატონი. ისეთი როგორიც თავად სკოლის გარემო. დადებითი აურა იგრძნობოდა. (შემდეგ გავიკითხე კიდეც ნაცნობებში სწავლების დონე და ხარისხი, ჩემი აზრით უბრალოდ ნაკლებ რეკლამირებულია) ჩემი შვილისთვის დაწყებით კლასებში ასეთი მყუდრო და დისციპლინირებული გარემო ვარჩიე, თუმცა მანდ უფროსკლასელებიც არიან და არ არის ისეთი ხმაური და აყალმაყალი შესვენებებზე როგორც ქართულ ამერიკულში.
ეს იყო ჩემი ორი მისვლის შთაბეჭდილების შედეგი.
ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, სწავლა რომ დაიწყება შემეხმიანე და მეც გაგიზიარებ ახალ შთაბეჭდილებებს უფრო დაწვრილებით, მაინტერესებს ძალიან რა ხდება ქვემოთ. yes.gif

ქართულ-ინგლისური სკოლა ,,აია'' ამ სკოლის ზუსტი მისამართი მინდა ან ტელეფონი და დაწვრილებითი ინფორმაცია
თუ იცით რამე დამიწერთთთთ

Posted by: Joke 13 Sep 2007, 21:52
pussy9cat
აია-ს შესახებ რაც ამ თემაში წერია, იმაზე მეტი არ ვიცი.
ქართულ-ამერიკულს რაც შეეხება აი საიტი და დანარჩენი ინფო მოიპოვე თვითონ smile.gif http://www.gahs.edu.ge
ფორმები აქვთ - გოგოებს შოტლანდკები და თეთრი ბლუზკები , ბიჭებს - კლასიკური შარვალი და ჰალსტუჰი...
* * *
სწავლა პატარებს 4-მდე აქვთ, მე-5 კლასიდან დაწყებული - 3-ზე ამთავრებენ.

Posted by: kabo 14 Sep 2007, 10:47
კი მაგრამ ძალიან შორია საბურთალოდან weep.gif

ფორმები ფასიანია? და რა ჯდება? წიგნებს ყიდულობ? რა პროგრამით სწავლობენ? ცოტა არეულად არის შედგენილი საიტი, ვერ ვიპოვე ფასები, პირობები, სლაიდშოუს სანახავად მომიწია 15-20 წუთი ლოდინი, დასახვეწია

Posted by: muzabello 14 Sep 2007, 22:31
pussy9cat
QUOTE
ქართულ-ინგლისური სკოლა ,,აია'' ამ სკოლის ზუსტი მისამართი მინდა ან ტელეფონი და დაწვრილებითი ინფორმაცია თუ იცით რამე დამიწერთთთთ

მქონდა ბუკლეტი და სადღაც დავკარგე სამწუხაროდ, მისამართია გურამიშვილის გამზირი (სანზონა, ადრე ამ შენობაში შავი ზღვის უნივერსიტეტი იყო) ზუსტი ნომრები არ ვიცი.
ორშაბათს კი მეცოდინება ზუსტად, ბავშვს რომ მივიყვან.
სკოლას აქვს გახანგრძლივებული, 6 საათამდე. დილით ავტობუსით წაიყვანენ, საღამოს კი მშობელს როცა უნდა მაშინ გამოიყვანს 6-მდე. (ესეც ძალიან მომწონს)
ხო, კიდევ ის ვიცი რომ ამავე სკოლის ფილიალი წერეთელზეც არის, არც იმისი ზუსტი მისამართი ვიცი სამწუხაროდ.
გუშინ ბავშვის დამრიგებელმა დამირეკა და მითხრა რომ 17-ში ღონისძიება ეწყობა, სადაც ბავშვებს გადასცემენ წიგნებს, ჩანთებს და სხვადასხვა სასწავლო ნივთებს საჩუქრადო.
ტერიტორიულად ყველაზე მეტად ეს სკოლა მაწყობს, არც ფასია კატასტროფული, გარემოც ძალინ მომეწონს, თუ არ ჩავთვლით იმას რომ სანზონაის გზა მთლიანად გადათხრილია სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით . მოკლედ სულ ესაა რაც ვიცი ჯერჯერობით.
შთაბეჭდილებებს ორშაბათს მოგახსენებთ.

Posted by: n-i-c-k 15 Sep 2007, 14:26
ბარნოვის 10 ში 49 -ე საჯარო სკოლაში მიიყვანე... უცხო ენების გაღრმავებული სწავლებით (გერმანული) + ეხლა ინგლისურს უმატებენ...
გაძლიერებული რემონტი ეხლა მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს იწყება სწავლა...
20-25 მოსწავლეზე 1 კომპიუტერია, ავტონომიური გათბობა, სკოლის ეზოში შენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი, თანამედროვე ბუფეტი სხვადასხვა კერძებით...
მისადგომათაც ძალიან მარტივია, კინოს-სახლი/ მაკდონალდთან გზა ადის (ახალი დაგებული) და იქვეა...
ტელეფონი : 99 84 82
e-mail – school49@avoe.ge

ვებ გვერდი მალე ექნებათ, სავარაუდოთ www.49.skola.dlf.ge


P.S. ფასადი ცოტა ტეხავს, მაგრამ ისიც რესტავრაციის პროგრამაშია ჩასმული...

Posted by: muzabello 15 Sep 2007, 22:51
pussy9cat
QUOTE
ქართულ-ინგლისური სკოლა ,,აია'' ამ სკოლის ზუსტი მისამართი მინდა ან ტელეფონი

აი ვიპოვნე,
გურამიშვილის 17.
ტელ. 61 30 62

Posted by: nucubidzis93 16 Sep 2007, 19:34
http://forum.ge/?showtopic=33764952&f=&st=0&#entry6682683 იქნებ დაგაინტერესოთ ამ სკოლამ wink.gif

Posted by: kabo 18 Sep 2007, 19:40
მაგარ ჩანთებს არიგებს ჩვენმა პრეზიდენტმა! სახლამდე ვერ მოვასწარეთ მიტანა როგორც ზმეეიკა გაუპუჩდა და გაიხა biggrin.gif
ისე ტყვილია რო იძახიან 1 კლასელებს ჩუქნიან ყველაფერს, მარტო 3 წიგნი აჩუქეს და ბრაკიანი ჩანთა, დანარჩენი წიგნებს,სავარჯიშო რვეულებს, ფორმებს მშობელი ყიდულობს. rolleyes.gif

Posted by: Joke 21 Sep 2007, 21:14
kabo
კიიიიიიიიიიიი... საიტი მართლა ბანძია smile.gif არაუშავს, ამასაც ეშველება smile.gif მაშ რისთვის ვართ ეს პროგრამისტი მშობლები smile.gif
ფორმები საკმაოდ დზვირი დამიჯდა.. ბოლოკაბები შევაკერინე (სხვათაშორის საკმაოდ კარგი გამოვიდა!) 30 ლარი ბოლოკაბა, 40 ლარი თეთრი პერანგი. ზამთარში ლურჯი ჯაკეტი დასჭირდებათ და ალბათ ტეთრი თბილი როლინგები.. ამ ყველაფერს ტუფლები მიუმატე (ბოტასებით ხომ არ ივლის smile.gif როგორც ჯინსებს უხდება.. smile.gif) ხო, და კიდევ ზამთარში შესაბამისი ქურთუქი... მოკლედ ეს ფორმები ჯამშო საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.. მაგრამ სამაგიეროდ როგორი სასიამოვნო სანახავები არიან იცი... მოწესრიგებულები smile.gif და ლამაზები

Posted by: revolucioneri 22 Sep 2007, 22:24
მზიურში რომ სკოლა გადაიტანეს, ინგლისური სექტორიც ქონიატ, მაგაზე რამე ინფოს ხომ არ დადებდიტ?!

Posted by: Orange 24 Sep 2007, 17:31
.............................................................................................. idea.gif No idea

Posted by: Fallen Angie 24 Sep 2007, 17:58
QUOTE
არიგებს ჩვენმა პრეზიდენტმა

QUOTE
გაუპუჩდა

QUOTE
ტყვილია

საოცრად გამართულად მეტყველებ მინდა გითხრა gigi.gif

აღფრთოვანებული ვარ gigi.gif

Posted by: pussy9cat 25 Sep 2007, 10:54

თბილისის საუკეთესო სკოლები დაწერეთ კერძოც და საჯაროც.

Posted by: tat 25 Sep 2007, 11:24
pussy9cat
QUOTE
თბილისის საუკეთესო სკოლები დაწერეთ კერძოც და საჯაროც.

არსებობს როო?sad.gif------4 წელი დრო მაქვსsmile.gif
sava062
QUOTE
ბევრ ფულს დებენ ნამდვილად, დირექტორი კი ბეჟუაშვილის სიდედრი იქნება, რომელიც აქამდე რუსთავის სკოლის დირექტორი იყო. ზოგადად კი სკოლის "გაკეთება" ასეთი ადვილი არ არის - ფული ჩადო და მეორე დღეს კარგი სკოლა გამოვიდეს - წლები უნდა, რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე.

დარწმუნებული ხარ ინფოს სისწორეში?-მაგათი ბიძაშვილი(რომელსაც არ კადრულობენsmile.gif)-ჩემთან დადიოდა დამლაგებლად-მანგლისელები არიან და შარშანდლამდე მაღაზია ედგა მაგ სიდედრს მანგლისში და.....ტან სკოლის დირექტორი იყო?, ტავად ბეჟუასვილის ცოლთან მქონდა პირადი სეხება--დროის გამო ზედაპირზე ამოტივტივებული ცარიელი ქალია-წარმოუდგენელია რა სკოლა მაგან უნდა გახსნას..............ტუმცა არ გამოვრიცხავ კარგი ორგანიზატორული ნიჭი ქონდეს(ეს თვისება განათლებას და კაი ოაჯხიშვილობას არ მოითხოვსsmile.gif)-მოკლედ ადრე ფულიანები ცოლებს სილამაზის სალონებს უხსნიდნენ, მერე კაფე-ბარებს, ეხლა სკოლა აბღებია მოდაშიsad.gifsad.gifsad.gif

Posted by: kabo 25 Sep 2007, 18:59
რომელი წიგნების გამომცემლობა ჯობია? ეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ხო ყველგან იტენება, გინდა არ გინდა გირიგებენ და როგორც ჩანს არც ისე კარგი წიგნები აქვს, ბევრ სკოლებში დარიგებული წიგნები (სულაკაურის) შეცვალეს სხვა წიგნებზე..........

Posted by: sava062 26 Sep 2007, 14:03
tat

QUOTE
დარწმუნებული ხარ ინფოს სისწორეში?-
ზუსტად ვიცი. გელასი არა დათოს სიდედრია

Posted by: ფაშისტი 26 Sep 2007, 22:37
53 ფორევა , ურა ვაშა გავიმარჯვეთ bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Makaveli 27 Sep 2007, 01:10
189 საშუალო (ყოფილი 1 ექპერიმენტული) wink.gif

Posted by: pussy9cat 16 Oct 2007, 11:51
ნახალოვკაში რომელია კარგი სკოლა თუ იცით დაწერეთ, მეტრო ,,ნაძალადევთან,, რომ არის თეთრი შენობა 103 სკოლაა მგონი კიდევ მეტროს ცოტა ქვემოთ რომ არის ეგეც მაინტერესებს.

Posted by: nato18 18 Oct 2007, 15:15
tayaმოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში სწრაფად და ხარისხიანად, 2 დან 8 კლასის ჩათვლით,ვცხოვრობ ნუცუბიძეზე,ფასი სეთანხმებით.326229.855471342 ნატო იკითხეთ.

Posted by: doclizi 18 Oct 2007, 16:27
მინდა ჩემი შთბაჭდილებები გაგიზიაროთ გაეროის ასოციაციის საერთაშორისო სკოლასტან დაკავშირებით,

შვილი შევიყვანე სკოლაში, ჯერჯერობით ახალი ცოცხი კარგად გვიას, მტავარია სულ დარჩეს ახალ ცოცხად...

პედაგოგები კარგები არიან ,მტავარია ჩემი შვილი გიჟდება სკოლაზე და შაბათ კვირასაც უნდა რომ იაროს, მაგარი ბუნებაა, მაგარი პირობები და ვნახოტ როგორ გაამართლებს სახელს

Posted by: niniko_j 24 Oct 2007, 19:32
ადრე გერმანული სკოლები იყო ძალიან კარგი, ახლა რა ხდება არ ვიცი :-(

Posted by: doclizi 26 Oct 2007, 09:54
ტანდათან უფრო ზალიან მომწონს გაეროს სკოლა, ბავშვიც ზალიან კმაყოფილია,
სკოლიდან მიყავთ ზოოპარკში, ალბათ ტეატრებში ატარებენ, ანუ შემიძლია ვთქვა რომ მართლაც კარგი სკოლაა,

მადლობა სანდროს და ლევანს, ასეთი სკოლისთვის

იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტ ნოვაციებს შესტავაზებენ ბავშვებს

Posted by: masha 26 Oct 2007, 12:20
QUOTE
კამპუსი ექნება და ბავშვები იქ დაიძინებენ,,



სკოლებში უკვე ძილსაც ასწავლიან?

Posted by: pussy9cat 31 Oct 2007, 16:38
QUOTE (doclizi @ 18 Oct 2007, 16:27 )
მინდა ჩემი შთბაჭდილებები გაგიზიაროთ გაეროის ასოციაციის საერთაშორისო სკოლასტან დაკავშირებით,

შვილი შევიყვანე სკოლაში, ჯერჯერობით ახალი ცოცხი კარგად გვიას, მტავარია სულ დარჩეს ახალ ცოცხად...

პედაგოგები კარგები არიან ,მტავარია ჩემი შვილი გიჟდება სკოლაზე და შაბათ კვირასაც უნდა რომ იაროს, მაგარი ბუნებაა, მაგარი პირობები და ვნახოტ როგორ გაამართლებს სახელს

სად არის ეს სკოლა იქნებ მისამართი დამიწეროთ ,საიტი თუ აქვთ ? გადასახადი და პირობები მაინტერესებს

Posted by: sava062 31 Oct 2007, 18:49
doclizi

მიხარია, რომ მოგწონთ ჩვენი სკოლა და მადლობა კომპლიმენტისათვის, მაგრამ ახალი ცოცხი ნამდვილად არ ვართ, სკოლს მე-8 წელია არსებობს, უბრალოდ გარემო და სივრცეა ახალი. აქამდე საშინელი ტექნიკური პირობები გვქონდა და ხარისხი მაინც შევინარჩუნეთ, მომავალში კი სულ უფრო გავაუმჯობესებთ.

pussy9cat

www.iec.edu.ge

Posted by: revolucioneri 29 Feb 2008, 17:05
QUOTE (doclizi @ 26 Oct 2007, 09:54 )
ტანდათან უფრო ზალიან მომწონს გაეროს სკოლა, ბავშვიც ზალიან კმაყოფილია,
სკოლიდან მიყავთ ზოოპარკში, ალბათ ტეატრებში ატარებენ, ანუ შემიძლია ვთქვა რომ მართლაც კარგი სკოლაა,

მადლობა სანდროს და ლევანს, ასეთი სკოლისთვის

იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტ ნოვაციებს შესტავაზებენ ბავშვებს

ეხლა რას იტყვი, კიდევ კმაყოფილი ხარ?

Posted by: Orange 13 Mar 2008, 23:53
QUOTE
რომელი წიგნების გამომცემლობა ჯობია? ეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ხო ყველგან იტენება, გინდა არ გინდა გირიგებენ და როგორც ჩანს არც ისე კარგი წიგნები აქვს, ბევრ სკოლებში დარიგებული წიგნები (სულაკაურის) შეცვალეს სხვა წიგნებზე..........


გეთანხმები 100% ნაგავია............................

Posted by: bochita 14 Mar 2008, 17:58
ხვინმემ თუ იცით ბრიტანული სკოლა,,აკადემიური"ს შესახებ რამე?

Posted by: taya 9 Apr 2008, 00:22
ეს თემა ეხლა აღმოვაჩინე wink.gif და აქ დავწერ სად შევიყვანე ბავშვი:
ჩემი შვილი შევიყვანე დემირელის დაწყებით სკოლა ”სხივში”
ეხლა მე-2 კლასშია.
გადასახადია 600$ წელიწადში (თუ წინასწარ იხდი-მაშინ 510$ გამოდის)
1-დან 6 კლასის ჩათვლით ეს ღირებულება ფიქსირებულია, ანუ ყოველწელს მაგდენს გადავიხდით, იმისდა მიუხედავად რომ ყოველწელს ძვირდება ეს სკოლაც (ახალმოსული ხალხისთვის) და სხვა სკოლებიც.
აქვთ ფორმა (უფასოდ), ინგლისურის და თურქულის სახელმძღვანელოები - უფასოდ
ერთჯერადი კვება, ტრანსპორტი სადარბაზოდან სკოლამდე (ცალკე ვიხდი 325 ლარს წელიწადში)

პირველ კლასში დადიოდა ორთაჭალაში, მეორე ცვლაში, იმიტომ რომ იმ შენობაში ვერ ეტეოდნენ, და მეორე კლასიდან ააშენეს ახალი შენობა და მთელი დაწყებითი სკოლა გადავიდა იმ ახალ შენობაში (დიდ დიღომში, გუდვილთან)
აქვთ წრეები: ხატვა, მუსიკა, ჭადრაკი, ცეკვა, თეატრი, ძერწვა, ინგლისურენოვანი თეატრი, სიმღერა, (აღარ მახსოვს კიდე რამდენიმე)

აი სკოლის ვებ-გვერდიდან დავაკოპირე: ( http://www.skhivi-k12.ge )
სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები:

ჭადრაკი;
ცეკვა-ანსამბლი;
თეატრალური წრე;
სახვითი ხელოვნების (ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა);
დეკორატიული ხელოვნების (თექა, ბატიკა და სხვა);
მუსიკალური;
გუნდი;
მათემატიკა;
თურქული ენა;
ინფორმატიკა;
ინგლისური ენა.


მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმება შემდეგი წრეები:
1. ფეხბურთი;
2. კალათბურთი;
3. ფრენბურთი;
4. ჩოგბურთი.

-----------------------------------
ინგლისური დაიწყეს პირველი კლასის მეორე სემესტრიდან
კვირაში აქვთ ინგლისურის 6 გაკვეთილი (ანუ ყოველდღე აქვთ ინგლისურის გაკვეთილი,და ერთ დღეს - ორი ინგლისური)

გაკვეთილები ექყებათ 9:30 და უმთავრდებათ 15:05-ზე
დავალებებს აძლევენ ოხრად..(ანუ ყოვდლედღე აქვს სასწავლი და დასაწერი ინგლისური, მათემატიკა, ქართული, ზოგჯერ ბუნება და სხვა საგნები)

მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ამ სკოლის wink.gif
ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ სკოლა მე მგონი ზუსტად ესეთი უნდა იყოს, ყველაფერი თავის ადგილზეა.

Posted by: zazamos 9 Apr 2008, 10:44
თუ გსმენიათ "ქართული სასწავლებლის" შესახებ?
მდებარეობს ავლაბარში, ქეთევან წამებულის პროსპექტზე, სომხური თეატრის მოპირდაპირე მხარეს.
ვინმეს თუ დაგყავთ ბავშვი ამ სკოლაში, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი ამ სკოლის შესახებ.

Posted by: Lotosi 10 Apr 2008, 21:18
თუ რაიმე გსმენიათ სანზონაში მდებარე ქართულ_ამერიკულ და ქართულ-ესპანურ სკოლებზე?

ეს ორივე სკოლა ერთ შენობაშია სხვადასვა სართულზე, მაინტერესებს რომელია უკეთესი მოზარდისთვის (6-7კლ.)

და ღირს თუ არა საჯარო სკოლიდან ამ სკოლაში გადაყვანა . . .

taya

მაღალ კლასებში რამდენია გადასახადი დემირელში?

Posted by: taya 11 Apr 2008, 00:42
Lotosi
QUOTE
მაღალ კლასებში რამდენია გადასახადი დემირელში?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი იგივეა რაც დაწყებითში
ყოველ წელს ძვირდება, წელს 1000$ იყო, მომავალი წლიდან იქნება 2000$

Posted by: Natosha 11 Apr 2008, 02:55
QUOTE
წელს 1000$ იყო, მომავალი წლიდან იქნება 2000$

სადამდე ავლენ ნეტავ gigi.gif

Posted by: doclizi 11 Apr 2008, 12:43
მე გირჩევდით გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლას!!!!!!!

როგორც მშობელი, ვარ ძალიან კმაყოფილი..

არის ფანტასტიურ ადგილას, წყნეთში, საუკეტეოს და ექსკლუზიური პირობებით...

მოკლედ ეს სკოლა FOREVER!!!!!!!

Posted by: agnes 11 Apr 2008, 16:17
doclizi

მოკლედ ეს სკოლა FOREVER!!!!!!! [/quote]
რა ღირს??

Posted by: citroen999 11 Apr 2008, 19:01
taya


ევროპილ სკოლაში მიიყვანე , ფორმებიც აქვთ და ყველაზე კარგაD ასწავლიან თბილისში, ცოტა ძვირი ღირს მარა ჯობია ბევრი გადაიხადო და კარგი ბავშვი გაგეზარდოს. წარმატებები

Posted by: elja 24 Apr 2008, 01:25
ძალიან კარგი სკოლა ქართული სასცავლებელი მე რამდენადაც ვიცი, კარგი სცავლაა და ბავშვებს აძლევენ კარგ განათლებას, ამ დღეებში ვაპირებ წასვლას და ჩემი თვლით ნახვას რა და როგორ არის ასე რომ შეგატყობინებ უფრო დაწვრილებით

Posted by: doclizi 30 Apr 2008, 15:12
agnes


3500 ლარი ღირს ახალი სასწავლო წლიდან.


Posted by: sava062 30 Apr 2008, 16:41
doclizi
agnes

თუ ძალიან მალე გადაწყვეტთ ჯერ 3000 ლარია

Posted by: phenom animal 6 May 2008, 14:19
7 ე კლასამდე კველა ქარტულ სკოლაში არის სწავლა და დისციპლინა და აი 7 ვიდეს მერე სადმე უნდა გააიკვანო

Posted by: fablo 6 May 2008, 14:37
ოღონდ "ევროპული სკოლა" არა!ჯერ ნახე მაგ სკოლის კადრები-ვიდეო ფორუმზე დევს და თუ ვინმეს შვილი არ უყვარს და მტრის შვილზე ლაპარაკი კი ბატონო...............!

Posted by: sava062 6 May 2008, 15:02
fablo

ლინკი დადეთ რა ვიდეო ფორუმის, ძალიან მაინტერესებს

Posted by: muzabello 6 May 2008, 15:09
pussy9cat
QUOTE
ნახალოვკაში რომელია კარგი სკოლა თუ იცით დაწერეთ, მეტრო ,,ნაძალადევთან,, რომ არის თეთრი შენობა 103 სკოლაა მგონი კიდევ მეტროს ცოტა ქვემოთ რომ არის ეგეც მაინტერესებს.

არც ერთი,
მე მაგ ტერიტორიაზე ვცხოვრობ და მოვიარე შარშან სამივე სკოლა,
ქვევითაც წაიკითხე შენთვის საინტერესო რამეს დავწერ.
Lotosi
QUOTE
თუ რაიმე გსმენიათ სანზონაში მდებარე ქართულ_ამერიკულ და ქართულ-ესპანურ სკოლებზე?

ეს ორივე სკოლა ერთ შენობაშია სხვადასვა სართულზე, მაინტერესებს რომელია უკეთესი მოზარდისთვის (6-7კლ.)

მე დამყავს მანდ, სერვანტესის სახელობის სკოლაში, მეოთხე სართულზე რომელიცაა. გადასახადია 1000 დოლარი. ძალიან კარგი დირექტორი ყავთ და სკოლასაც და პედაგოგებსაც ეტყობათ, საკმაოდ დისციპლინირებული სკოლაა.
5 სათზე უმთავრდებათ
ემსახურებათ ტრანსპორტი
აქვთ სხვადასხვა სახის წრეები.
ინგლისური აქვთ კვირაში 8 ჯერ . ანუ ყოველ დღე თითოჯერ და ორჯერ .
მოკლეთ მინდა გითხრა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ.

ასევე აქებენ ქართულ ამერიკულს ჩემი ახლობლები.
ახლა ისიც გავიგე რომ ეს ქართულ-ამერიკული საკუთარ შენობას იძენს აქვე, ჩემთან ნახალოვკაში, მეათე სკოლის
პირდაპირ.
ჩემი ბავშვის სკოლა კი მგონი სადღაც გლდანში გადადისო საკუთარ შენობაში.
ეს რომ გავიგე გული დამწყდა, შარშან რომ მცოდნონდა აუცილებლად ქართულ ამერიკულში შევიყვანდი.
ახლა ალბათ სკოლის შეცვლა მოგვიწევს ამის გამო, მეორე კლასში. არადა ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ ესპანური სკოლით.
მოკლედ ცოტა ხანში უფრო ზუსტი იმფორმაცია მექნება ქართულ-ამერიკულზე.

Posted by: elja 6 May 2008, 19:17
QUOTE (fablo @ 6 May 2008, 14:37 )
ოღონდ "ევროპული სკოლა" არა!ჯერ ნახე მაგ სკოლის კადრები-ვიდეო ფორუმზე დევს და თუ ვინმეს შვილი არ უყვარს და მტრის შვილზე ლაპარაკი კი ბატონო...............!

აუ მეც ძალიან ბევრი ვიცინე ამგათ საითზე რო შევედი, აი ძალინა ძალიან არ უნდა გიყვარდეს მართლა ბავშვი მაგათ რო მიაბარო , საოცარი მასწავლებ;ლები ყავთ lol.gif

Posted by: muzabello 7 May 2008, 17:55
QUOTE
მოკლედ ცოტა ხანში უფრო ზუსტი იმფორმაცია მექნება ქართულ-ამერიკულზე

აი, გავარკვიე უკვე. ჭყონდიდელის 18 ში გადადიან ,ეს არის ცოტნე დადიანის პროსპექტის პარალელური ქუჩა
სკოლის შესახებ ყველაფერი წერია აქ
http://gahs.edu.ge/

რაც შეეხება ახალ შენობას ,. დღეს ვნახე,
მდებარეობაა არაჩვეულებრივი, მყუდრო , უზარმაზარი ეზო, გალავნით, მწვანე , უზარმაზარი მაღალი ნაძვის ხეებით, რაც ვნახე და მომეწონა ესაა .
თვითონ შენობა ყოფილი ბაგა ბაღის შენობაა და ფაქტიურად ახლიდან შენდება. ტენდერში გაუმარჯვია ამ ქართულ ამერიკულ სკოლას და შეუსყიდია ეს ტერიტორია. მოკლეთ გადავწყვიტე, ბავშვი გადმომყავს,
ხო მართლა, გადასახადია 1800 ლარი წელიწადში, დაწყებითში.
სკოლა გადმოდის სექტემბრიდან, მეხუთე კლასის ჩათვლით.
უფროსი კლასები ჯერ ჯერობით ისევ სანზონაში რჩება, იქამდე
სანამ აშენდება ამ ეზოში მეორე, ახალი შენობა უფროსი კლასებისთვის.
მოკლეთ მიხარია რომ ნახალოვკაში გვეღირსება ერთი ნორმალური სკოლა

Posted by: mimoza 9 May 2008, 11:23
საბურთალოზე ხომ არავინ მირჩევდით რამე კერძო სკოლას? მე ''მწიგნობართუხუცესი'' მინდოდა/ეხლა შარტავას და ბულაჩაურის კუთხეშია/,მაგრამ ლისის ტბაზე გადადის სექტემბრიდან და იქ რა ივლის?

Posted by: Jazzyt 12 May 2008, 21:56
მე კიდე დიდ დიღომში ვეძებ კარგ სკოლას, ხომ არ მირჩევთ საჯარო ან კერძოს დემირელის გარდა??? (დემირელის სკოლა 3საათამდეაო და წელს 2000 დოლარი უნდათ, 5მდე მაინც ყოფილიყო!)


Posted by: taya 12 May 2008, 23:38
QUOTE
3საათამდეაო და წელს 2000 დოლარი უნდათ, 5მდე მაინც ყოფილიყო!)

რა არის, აღარ გინდა ბავშვი?

Posted by: Jazzyt 12 May 2008, 23:44
taya
ძალიანაც მინდა მაგრამ სამსახურიდან 3საათზე ნამდვილად ვერ გამოვარდები......................
* * *
taya
3საათის მერე წრეები მაინც თუ აქვთ და რა ფასიანი თუ იცი?

Posted by: MR.IRAKLI 13 May 2008, 06:13
QUOTE (pussy9cat @ 25 Sep 2007, 10:54 )
თბილისის საუკეთესო სკოლები დაწერეთ კერძოც და საჯაროც.

53 საჯარო სკოლა smile.gif biggrin.gif

//////////////////////////////////////////////////////

Posted by: elja 13 May 2008, 18:01
ვინმემ ხო არ იცით რამე ფრანგულ ქართული კოლეჯის შესახბე ფალიაშვილის ქუჩაზე რომ არის ეგზუპერის სახელობის?

Posted by: elja 15 May 2008, 16:58
ან შემთხვევით ჯეჯილში ხომ არ დაკყავათ ვინმეს ბავშვი, მაგ სკოლასაც აქებენ

Posted by: Lelaleliko 16 May 2008, 17:19
elja
http://www.jejili.com.ge/

გუშინ მეგობარს ველაპარაკე თბილისში (მე ამერიკაში ვარ), გადარევასაა, რა მეშველება, მომავალ წელს სად შევიყვანო ბავშვი თბილისში სკოლაში, უფასო სკოლაში ხომ არ მივიყვანო და ფასიანი ყველა ისეთი ფასი გახდა ან ხდება, როგორ გავქაჩავ, არ ვიციო. "ჯეჯილი" ახსენა, ჩემი ძმიშვილი დადისო და იმისთანა შეტყობინებები მოსდის დედამისს სახლში (მგონი ესემესებს უგზავნიან მშობლებს, თუ სწორად გავიგე), თქვენი შვილი ასეთი და ისეთი გადასარევი მოსწავლეაო, რომ ჩემი რძალი ამბობს, ეს თუ გადასარევი მოსწავლეა და აღარ ყოფილა საშველიო smile.gif

რა მაგის პასუხია და ჩემი შვილიც ხდება სასკოლო ასაკის მომავალ წელს და ძალიან მინდოდა საქართველოში გამომეშვა 1-2 თვით, მანდ მინდოდა სკოლაში შესულიყო და დედაენა აეღო პირველად ხელში (თუმცა დედაენა აქ კი გავქვს უკვე და ქართულ კითხვასაც კი ახერხებს უკვე ცოტცოტას), და რაც მთავარია ქართველი მეგობრები შეეძინა, მაგრამ თბილისის სკოლების შემხედვარე აღარ ვიცი რა ვქნა, სად გამოვუშვა და რანაირად. ცნობისათვის, მე სადაც ვცხოვრობ ამერიკაში ეს ადგილი ცნობილია მთელ ამერიკაში ერთერთი საუკეთესო სკოლებით (უფასო სკოლებზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა). ჩემი უფროსი ბიჭი მე-6 კლასს ამთავრებს ახლა და ისეთი კმაყოფილი ვარ მისი სკოლის, რომ რა ვთქვა არ ვიცი. ყველა საგანს შესანიშნავად ასწავლიან, ფიზიკა-მათემატიკა-ბიოლოგიის ჩათვლით.
* * *
ESM-ის სკოლა-ლიცეუმის დაწყებით კლასებში ხომ არ დაგყავთ ვინმეს ბავშვი ან ხომ არ იცით მის შესახებ რამე ა? ნებისმიერი ახალი ინფორმაცია მაინტერესებს.

Posted by: elja 21 May 2008, 00:26
Lelaleliko
ძალიან კარგად მესმის შენი, ჩემი გოგოც მომავალ წელს მიდის და არ ვიცი რა ვქნა, ამ დგეებში ვაპირებ მაგ ჯეჯეილში ცასვლას და ყველაპერის გარკვევას და აუცილებლად მოგწერ

Posted by: mimoza 25 May 2008, 20:34
''mcignobartuxucesia '' kargi kerdzo skola.exla shartavazea,62-e skolis shenobashi,mara gadadis lisis tbisken axalashenebul shenobashi.1 tve -250 lari.5 saatamde arian bavshvebi da kvelaferi shedis.

Posted by: muzabello 25 May 2008, 22:46
Lelaleliko
QUOTE
მე სადაც ვცხოვრობ ამერიკაში ეს ადგილი ცნობილია მთელ ამერიკაში ერთერთი საუკეთესო სკოლებით

თუ საიდუმლო არ არის რომელ შტატში, ქალაქში ცხოვრობ?

Posted by: BABACA 16 Jun 2008, 19:12
მაინტერესებს რაიმე თუ გაგიგიათ ვალდორფის სკოლაზე? ქავთარაძეზეა. რა აზრის ხართ? დღეს მითხრეს ამ სკოლის არსებობის შესახებ. ჩემი გოგონასთვის ვეძებ სკოლებს სად შევიყვანო პირველ კლასში და ეს მირჩია ერთერთმა პედაგოგმა. თქვენი აზრი მაინტერსებს რაიმე თუ იცით ამ სკოლაზე?

Posted by: zazamos 16 Jun 2008, 21:24
მაინტერესებს რაიმე თუ გაგიგიათ ვალდორფის სკოლაზე?

ეს არის სკოლების დიდი ქსელი მთელს მსოფლიოში. იგი ეფუძნება რუდოლფ შტაინერის ანტროპოსოფულ პედაგოგიურ მოძღვრებას.

აი აქ წაიკითხავ რუსულ ენაზე ამ სკოლის (სისტემის) შესახებ:

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%B4%D0%BE%D1%80%D1%84%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B5_%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B7%D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%B5

აქ ნახავ ამ სკოლის კრიტიკას:

http://iriney.ru/sects/valdor/news001.htm

http://iriney.ru/sects/valdor/news002.htm

აქ არის ერთ-ერთი მშობლის შთაბეჭდილებები:

http://zhurnal.lib.ru/z/zawackaja_j_j/waldorf.shtml

აი კიდევ ცოტაც:

http://www.waldorfschule.ru/pedagogics/waldorf.html

Posted by: BABACA 17 Jun 2008, 12:11
zazamos


ძალიან დიდი მადლობა.

კიდევ იცით რა მაინტერესებს ფორუმელს ვინმეს თუ დაგყავთ ამ სკოლაში ბავშვი?

Posted by: pussy9cat 18 Jun 2008, 10:44
ქართულ ამერიკულ სკოლაში სხვა ენებს თუ ასწავლიან?


Posted by: აღასპერი 29 Jun 2008, 16:51
ამერიკული აკადემიის კოორდინატებს ვერავინ მეტყვის? მისამართი ან ტელეფონის ნომერი მჭირდება (მეორე განსაკუთრებით)
საიტიც ვერ ვიპოვე ((

დიდი მადლობა skjnsh-ს.
აი:
http://aat.ge/aat.handler/p/visitors/lang/eng/cat/history/*

Posted by: chanichano 17 Jul 2008, 16:14
ხო არ იცის ვინმემ თუ რამდენი სკოლა საერთოდ საქართველოში?

Posted by: muzabello 17 Jul 2008, 21:29
pussy9cat
QUOTE
ქართულ ამერიკულ სკოლაში სხვა ენებს თუ ასწავლიან?

შენ იმ ქართულ-ამერიკულზეა ამბობ მე რომ დამყავს? ახლა რომ ჭყონდიდელის ქუჩაზე გადმომიტანეს?
კი, ძირითადი ინგლისურის გარდა გერმანული და ესპანური ენა აქვთ არჩევით, თუ არ ვცდები 6 თუ 7 კლასიდან ,
რუსული კი მეორე კლასიდან.

Posted by: mimoza 19 Jul 2008, 13:11
ე.წ. იესემ-ის ლიცეუმზე რა იცით?ნუცუბიძეზე რომ არის.თუ ვინმემ რამე იცით არ დაიზაროთ რა მოწერა

Posted by: pernata 24 Jul 2008, 21:56
QUOTE
მაინტერესებს რაიმე თუ გაგიგიათ ვალდორფის სკოლაზე? ქავთარაძეზეა.


ჩემი შვილიშთვის ერთ-ერთ ალტერნატივად ვაკვირდებოდი ვალდორფის სკოლას, პრინციპში საინტერესოა, ბევრია კმაყოფილი, მეთოდიკა კარგია, არ არიან სნობები და პიჟონები, ასწავლიან აზროვნებას, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე, მომეჩვენა რომ ცოტა აუტისტებს ზრდიან, ცოტა ზედმეტად ალტერნატიულია. და კიდევ ერთი არსებითი მინუსი ჩემთვის იყო რელიგიის მიწოდება (თუმცა უარყოფენ, მაგრამ ფაქტია) პირველივე კლასიდან, და არა ინფორმაციის, არამედ იდეოლოგიის სახით.

* * *
QUOTE
ვინმემ ხო არ იცით რამე ფრანგულ ქართული კოლეჯის შესახბე ფალიაშვილის ქუჩაზე რომ არის ეგზუპერის სახელობის?


ბევრი ძიების შემგედ ეგზიუპერის კოლეჯში აღმოვჩნდით. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი მე-5 კლასშია, და ჩემი პერფექციონიზმისკენ სწრაფვით 4 სკოლა მოვატარე, დიდი "კრუგი" დავარტყით და მივედი დასკვნამდე, რომ თბილისში ბავშვს სკოლა განათლებას ვერ მისცემს, არც სწორ მოტივაციას ჩამოუყალიბებს, და "უარესებში საუკეთესო" ეგზიუპერი გამოდგა. საკმაოდ სნობური კი არის, მაგრამ სხვაზე ნაკლებად გავს ძველბიჭობის ინსტიტუტისკენ მისწრაფებულს

Posted by: pussy9cat 9 Sep 2008, 16:44
QUOTE (muzabello @ 17 Jul 2008, 21:29 )
pussy9cat
QUOTE
ქართულ ამერიკულ სკოლაში სხვა ენებს თუ ასწავლიან?

შენ იმ ქართულ-ამერიკულზეა ამბობ მე რომ დამყავს? ახლა რომ ჭყონდიდელის ქუჩაზე გადმომიტანეს?
კი, ძირითადი ინგლისურის გარდა გერმანული და ესპანური ენა აქვთ არჩევით, თუ არ ვცდები 6 თუ 7 კლასიდან ,
რუსული კი მეორე კლასიდან.

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის რუსული მაინტერესებდა ,
ე.ი. თქვენ დაგყავთ ქართულ- ამერიკულში და მოგწონთ ? რომელ კლასში დაგყავთ დაწყებითში ? კიდევ რა მაინტერესებს რომელ საათამდეა სწავლა , ფორმები თუ აცვიათ ? გადასახადი რამდენია და სპორტი თუ შედის ამ თანხაში ? წიგნები ალბათ უნდა ვიყიდოთ და სხვა სკოლიდან გადაყვანაზე პრობლემები ხომ არ არის???
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: MEZGVAURI 9 Sep 2008, 16:51
და საპატრიარქოს სკოლაზე იცით ვინმემ რამე? აქებენ ისე...

Posted by: mimoza 12 Sep 2008, 12:03
ჯიქიაზე რომ არის სკოლა ''ოლიმპი'',ვინმეს ხომ არ დაგყავთ ბავშვი?

Posted by: gast 13 Sep 2008, 01:43
მწიგნობარ 2000 ზე რას იტყვით? ჩიტაიზე ყოფილა, ბავშვის შეყვანა მინდა. საიტი არავინ იცით ვნახო?
* * *
აი , ინგლისური სკოლები თბილისში http://www.britishcouncil.org/ge-education-english-language-schools.htm
* * *
http://unjobs.org/schools/2108 .

Posted by: makarena 18 Sep 2008, 20:07
დაწყებით სკოლაში საერთოდ ყველგან არის სწავლა მაგრამ ზედა კლასებში კი უნდა აარჩიო სკოლა
10-ე საჯარო სკოლაში სწავლისთვის არაჩვეულებრივი პირობებია შექმნილი
ევრორემონტია ჩატარებული სკოლის ხარჯით და რაც მთავარია საუკეთესო სპეციალისტები ყავთ

Posted by: Ginger 19 Sep 2008, 14:05
mimoza
მე მივიყვანე ბავშვი ამ სკოლაში,ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვი,თითქოს კარგია,მაგრამ რომ ამობენ სკოლაში ამეცადინებენოოო ''ტუFტაა''

Posted by: chanichano 19 Sep 2008, 14:32
QUOTE
ხო არ იცის ვინმემ თუ რამდენი სკოლა საერთოდ საქართველოში?


Posted by: Tarnum 19 Sep 2008, 14:37
chanichano

თუ ზუსტად მახსოვს სწავლა რომ დაიწყო ტელიკში გამოაცხადეს დაახლოებით ასე "დღეს საქართველოს 1920 საჯარო სკოლაში მიიღეს 50 000 პირველკლასელი". მოსწავლეების რიცხვში შეიძლება ვცდებოდე, სკოლების მგონი ზუსტად მახსოვს.

Posted by: chanichano 19 Sep 2008, 15:42
Tarnum
მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: gast 22 Sep 2008, 20:08
გთხოვთ არ დაგეზაროთ და დაგვეხმაროთ.

ისეთ სკოლას ვეძებთ სადაც უცხოელ ბავშვებს იღებენ(მოზარდი).
უნდა ემსახურებოდეს ტრანსპორტი.
იყოს წრეები.
საშინაო დავალებები იქვე კეთდებოდეს
და ძვირიც არ იყოს, $ 1000-1500 ფარგლებში


გთხოვთ არ დაიზაროთ და გვირჩიოთ ბავშვი რჩება უსწავლელი

* * *
ამ სკოლისა რა იცით? ან სად არის ზურგოვანის სოფელი თბილისში არასოდეს გამიგია, რა ადგილია ვერ ვცნობ
http://www.qsi.org/grg_home/video_b.htm

Posted by: tako44 22 Sep 2008, 23:24
Ginger
ჩემს სკოლაში ნამდვილად ადგილზევე ვასწავლით ბავშვებს გაკვეთილებს, მარა არიან ისეთი ბავშვებიც, რომელთაც განვლილი მასალა ძალიან ცუდად აქვთ ათვისებული და ამიტომ მიწევს რომ დავალება სახლში გავატანო, მაგრამ ეგ მხოლოდ განვლილი მასალას შეეხება, ახალ მასალას ადგილზევე ითვისებენ ბავშვები...smile.gif
ნუ მე ჩემს საგანზე მაქვს საუბარუი, სხვა საგნების მასწავლებლებიც ამეცადინებენ და ალბათ შედეგიც ანალოგიური აქვთ smile.gif

Posted by: gast 1 Oct 2008, 22:26
სკოლა 'აისი' ჯიქიას ქუჩაზე რომაა სკოლა ხომ არ იცით მასზე რამე?

Posted by: elja 6 Oct 2008, 13:29
მერმისზე ხომ არ იცით რამე, კარგი იქნებოდა ვებ გვერდი რომ ქონოდათ

Posted by: tekla 7 Oct 2008, 16:56
თუ იცით რამე ვეკუას სკოლასთან არსებულ საშაბათო სკოლაზე, პირობები, მოთხოვნები ბავშვის შესაყვანად და ა.შ.

Posted by: mimoza 9 Oct 2008, 15:46
მერმისი რომელია,სპორტის სასახლის უკან?ძალიან მიუდგომელი მომეჩვენა,როცა ვეძებდი სკოლებს! გაქანებული მშენებლობა იყო გარშემო და მარტო ძაღლები დარბოდნენ...ბაღის შენობაში არიან ქირით.მეტი არაფერი ვიცი

Posted by: acdachi 12 Oct 2008, 22:44
არ იცით რამე საიტი ან ინფო..თუ სად მდებარეობს ესა თუ ის სკოლა?

კონკრეტულ შემთხვევაში 125 სკოლა მინდა...I პლატოზეაო..მაგრამ ზუსტად..

Posted by: sava062 13 Oct 2008, 09:53
acdachi

ეგ გაიყიდა შარშან

Posted by: მარიი =)) 14 Oct 2008, 11:39
QUOTE (taya @ 19 Feb 2006, 00:22 )
QUOTE
ისწავლოს ნელ-ნელა და ხარისხიანად

ჩვენ სკოლებში ვინ ასწავლის რომ საერთოდ? მე რაც ვიცი კლასში 50 ბავშვია ხოლმე, და დაფასთან ბავში თვეში ერთხელ ან გადის და ან არა, და საერთოდ არანაირი სტიმული აღარაქვს რომ ისწავლოს და აღარ ემზადება.
და თუ თავიდანვე გადაეჩვია სწავლას და გაზარმაცდა მერე იმისგან რაღა გამოვა?!

sako
ფორმა სავალდებლი არაა, მარა მინდა რომ იყოს. მე ვთვლი რომ ძალიან კარგი რამეა.(თუმცა ელა ამაზე არ გვინდა დისკუსია ეს გადამწყვეტი არაა)

mcnamara
ვეკუაში ვაპირებ... მარა მე-7 კლასამდე ხომ უდნა მივიდეთ ჯერ?

baby.gif baby.gif baby.gif ხო მოიყვანე აბა რა უნდა ქნა მარა ეგ რო მეშვიდეში იქნება მე 3ჯერ მექნება სკოლა დამთავრებული yes.gif yes.gif მეც მანდ ვსცავლობ

Posted by: muzabello 16 Oct 2008, 14:52
ახლა თემის გახსნას ვაპირებდი სათაურით "კერძო სკოლების შავი სია" და თავი შევიკავე, რამეთუ ჩემი შვილის სკოლა პირველი მოხვდებოდა ამ სიაში. მიუხედავად ამისა მაინც არ ვაპირებ ბავშვის გადაყვანას არსად რადგან სახლთან ახლოს მაქვს და იმ რამდენიმე პრობლემას რასაც წავაწყდი იქ იმედი მაქვს ადმინისტრაცია ყურად იღებს.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა,
ამ სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა ინგლისურია და მისი სწავლების იდიოტური მეთოდიკა.
დავიწყებ იმით რომ 18-19 ბავშვიანი ჯგუფები ინგლისურ ენაში 2 ნაწილად არ იყოფა. როგორც ვიცი საჯარო სკოლებში იყოფიან.
მეორე კლასელ ბავშვებს ჰყავთ 2 მასწავლებელი და აქვთ უამრავი წიგნი და რვეული. შესაბამისად არის სრული ქაოსი. ამ პატარებს ვერ გაუგიათ რომელი რომელ მასწავლებელ ეკუთვნის, რომელ მასწავლებელთან რომელი დავალება უნდა მიიტანონ და ასე.
თითქმის ყოველდღე მოდის რვეულში ჩანაწერით დავალება არა აქვს შესრულებული. მაშინ როცა წინა დღე მთლიანად ინგლისურის მეცადინეობას მოვანდომეთ. შესაბამისად მთელი გაკვეთილები ,კვირაში 4 საათი იმის გარჩევას ეთმობა ბავშვს თავისი ისედაც მძიმე ჩანთით და გამრუდებული ხერხემლით რომელი წიგნი და რვეული უნდა მოეტანა და რომელი არა. მოკლეთ კიდევ ბევრ სისულელეს მოისმენთ აქ გავჩერდები მხოლოდ ის მაინტერესებს თქვენგან 2 მასწავლებელი და 5 წიგნი მეორე კლასელ ბავშვს რაში სჭირდება, მაშინ როცა ალფავიტის გონზე ვერ მოიყვანეს აქამდე.[B]

Posted by: mimoza 16 Oct 2008, 17:09
მდაააა...მოკლედ პრობლემაა,რომ უნდა იყოს მეთოდისტი,რომელიც წყვეტს ეგეთ საკითხებს- რა აწავლონ,როდის, რითი და ასე შემდეგ!და ეს ინგლისურის საკითხი არის ნულზე ჩემი შვილის სკოლაშიც.ხომ არ მივუვარდე ნეტა და არ ჩავუტარო ლექცია თემაზე ''ინგლისური ენის სწვლების პედაგოგიკა-მეთოდიკა?!'' lol.gif

Posted by: muzabello 16 Oct 2008, 18:53
QUOTE
ინგლისურის საკითხი არის ნულზე ჩემი შვილის სკოლაშიც

რომელი სკოლაა თუ საიდუმლო არ არის?
QUOTE
ხომ არ მივუვარდე ნეტა და არ ჩავუტარო ლექცია თემაზე ''ინგლისური ენის სწვლების პედაგოგიკა-მეთოდიკა?!'

მარტო მივარდნით ვერფერს გახდები, თუ ერთი უკმაყოფილო მშობლის რეკომენდაცია ინტრგანი მშობლის ტიკი ჰგონიათ მაშინ სხვა თანამოაზრე მშობლები ერთად უნდა ამხედდრდეთ დამღუპველი რეჟიმის წინააღმდეგ და გადაარჩინოთ საკუთარი შვილები sa.gif

Posted by: Peppi 17 Oct 2008, 14:12
muzabello
QUOTE
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა,

QUOTE
თითქმის ყოველდღე მოდის რვეულში ჩანაწერით დავალება არა აქვს შესრულებული


ჰე-ჰე, მაგარი ამერიკული ყოფილა . . . ის მაინც არ იციან, რომ აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში პირველი 3-4 წელი დავალებას სახლში თითქმის რომ არ აძლევენ და ყველაფერს სკოლაში ასწავლიან?

QUOTE
2 მასწავლებელი და 5 წიგნი მეორე კლასელ ბავშვს რაში სჭირდება, მაშინ როცა ალფავიტის გონზე ვერ მოიყვანეს აქამდე.[B]

ორი მასწავლბელი , ხო კარგი, ეგ ევროპულ-ამერიკული სტილია, უფრო სწორედ მასწავლებელი და თანაშემწე 18-19 ბავშვზე კლასში.
აი, 5 წიგნი საერთოდ არ ჭირდება. ისე ინგლისურ ენოვან ქვეყნებში სულ სხვანაირად ასწავლიან მშობლიურ ენას (ანუ ინგლისურს) საინტერესოა ასეა მაგ სკოლაშიც?

Posted by: pussy9cat 29 Oct 2008, 15:03
სკოლა ,,ბინული,, კანედელაკის პარალელურ ქუჩაზეა მგონი ზოვრეთის ქუჩაა - ხომ არ იცით რამე ?? 9-00- 6-00 -მდეა იქვე ასწავლიან , კვებაც შედის და ცეკვა, ცურვა, სპორტი - ხომ არავის დაგყავთ ამ სკოლაში დაწვრილებით მაინტერესებს.

Posted by: BEKO 29 Oct 2008, 16:44
ძალიან კი მერიდება, მაგრამ ეგრებ ამ თემაში შემოხვიდეთsmile.gif


http://forum.ge/?f=19&showtopic=33893873

Posted by: masha 29 Oct 2008, 16:54
QUOTE
თუ იცით რამე ვეკუას სკოლასთან არსებულ საშაბათო სკოლაზე, პირობები, მოთხოვნები ბავშვის შესაყვანად და ა.შ.

მგონი არანაირი განსაკუთრებული პირობები არ არის. ნებისმიერ ბავშვს იღებენ.

www.vekua42.edu.ge

Posted by: Paparacy 30 Oct 2008, 12:33
იქით წელს ბავშვის მიყვანა მიწევს სკოლაში, ტერიტორიის მიხედვით ან I საშუალო, ან 51-ე (ფილარმონიის გვერდით) გვიწევს, ხომ არ იცით ამ სკოლებში რა მდგომარეობაა, რომელი ჯობია?

Posted by: elja 6 Nov 2008, 15:19
ქართული სასწავლებლის ვებ გვედი ხომ არ იცით ვინმემ, გავიგე რომ ძალიან კარგი სკოლაა და სანამ მივალ მინდოდა მენახა გვრდი

Posted by: Orange 9 Nov 2008, 18:43
elja
QUOTE
მერმისზე ხომ არ იცით რამე, კარგი იქნებოდა ვებ გვერდი რომ ქონოდათ


ვიცით კარგი სწავლა და ნორმალური პირობები. ჩემი მეგობრების შვილები მანდ დადიან და კმაყოფილები ჩანან.

ვებ გვერდი არ აქვთ, (ვიკითხე)
* * *
mimoza
QUOTE
მერმისი რომელია,სპორტის სასახლის უკან?ძალიან მიუდგომელი მომეჩვენა,როცა ვეძებდი სკოლებს! გაქანებული მშენებლობა იყო გარშემო და მარტო ძაღლები დარბოდნენ...ბაღის შენობაში არიან ქირით.მეტი არაფერი ვიცი


მერმისი ჭავჭავაძეზე არკაში უნდა შეხვიდე მაღაზია დავითის უკანაა

Posted by: camomle 9 Nov 2008, 18:58
ერთგან შევიყვანე..საშინლად არ მომეწონა,მერე

161 ში ფასიან ჯგუფში გადმოვიყვანე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით ასეა..

Posted by: mimoza 10 Nov 2008, 19:22
QUOTE (camomle @ 9 Nov 2008, 18:58 )
ერთგან შევიყვანე..საშინლად არ მომეწონა,მერე

161 ში ფასიან ჯგუფში გადმოვიყვანე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით ასეა..

ვაა,იოსებიძეზე?მანდ რა პირობებია.იქნებ დაწერო რა.

Posted by: pussy9cat 11 Nov 2008, 10:09
,,ბინულში'' არავის დაგყავთ ბავშვი რა პირობებია დაწერეთ.......

Posted by: nindarsk 14 Dec 2008, 22:42
ორი ვერსია მაქვს ძირითადი იესემის ლიცეუმი რომ ერქვა და მეორე ფისოს სკოლას რომ ეძახიან ავლაბარში და მესამე ვარიანტია საჯარო სკოლა ან მე-6 ან I გიმნაზია და მირჩიეთ რამე სექტემბერში შემყავს ბავშვი

Posted by: amadeus 16 Dec 2008, 14:34
თავგზა მაქვს აბნეული მირჩიეთ რამე ხალხო, თანხას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, შედეგი მინდა მივიღო .

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: sava062 16 Dec 2008, 14:56
amadeus

გაეროს ასოციაციის საერთაშორსიო სკოლაში. 3500 ლარი. www.iec.edu.ge შედეგი გარანტირებულია wink.gif

Posted by: camomle 16 Dec 2008, 20:33
QUOTE (mimoza @ 10 Nov 2008, 19:22 )
QUOTE (camomle @ 9 Nov 2008, 18:58 )
ერთგან შევიყვანე..საშინლად არ მომეწონა,მერე

161 ში  ფასიან ჯგუფში  გადმოვიყვანე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით ასეა..

ვაა,იოსებიძეზე?მანდ რა პირობებია.იქნებ დაწერო რა.

ესე იგი..დამატებითი გაკვეთილები აქვთ.წლიურად 700 ლარი უნდა გადავიხადოთ. 350 სასწავლო წლის პირველ ნახევარში და აპრილისთვის მეორე ნახევარი. ამ თანხაში შედის დამატებითი გაკვეთილები მეტყველება, ცეკვა , სპორტი,სიმღერა, ხელოვნება სულ აქვთ 6-7 გაკვეთილი.ასევე ამ თანხაში შედის გახანგრძლივებული ჯგუფიც.ანუ ბავშვი 5 საათამდე შეგიძლია სკოლაში დატოვო.ძირითადად დავლებებს გახანგრძლივებულში აკეთებენ.
კვების თანხა ზემოთ აღნიშნულ გადასახდში არ შედის.ბავშვს მე პირადად სკოლაში ფულს არ ვატან და ყოველი კვირის ბოლო ვიხდი იმ დავალიანებას რაც კვირის მანძილზე სკოლის ბუფეტში უგროვდება.

მასწავლებლები ძალიან მომწონს.
მეტი რა სკოლაში ჰყავთ ექიმი და კიდევ ბავშვთა ფსიქოლოგი.აი დამიბარა და ვეღარ მივაღწიე..ძალიან ჩაკეტილია ბავშვიო და user.gif

Posted by: lemon tree 16 Dec 2008, 21:03
მწიგნობართუხუცესი არის ყველაზე მაგარი სკოლა თუ გინდა იქ მიიყვანე ბავშვი და მომზადებაც ტუ გინა მაგარ მასწავლებელს გასწავლი, რომელიც ერტ ტვეში ასწავლის წერა-კითხვას ახალი მეთოდით. რაც შეეხება სკოლას, სრულად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს

Posted by: Natosha 16 Dec 2008, 23:08
nindarsk
QUOTE
I გიმნაზია

აქ არა!

დანარჩენებზე არ ვიცი რა გითხრა.

Posted by: amadeus 17 Dec 2008, 11:33
sava062

გაიხარე wink.gif

ვნახავ აუცილებლად smile.gif

Posted by: lemon tree 17 Dec 2008, 11:47
თუ ვინმეს უნდა დაწყებითში ბავშვის მომზადება ან წერა- კითხვის სწრაფი მეთოდით შესწავლა, მაგარ პედაგოგს ვასწავლი

Posted by: masha 17 Dec 2008, 22:35
QUOTE
მწიგნობართუხუცესი არის ყველაზე



ეგ სად არის?

Posted by: sava062 17 Dec 2008, 23:39
masha
QUOTE
ეგ სად არის?


ლისის ტბაზე, ადრე საბურთალოს ბაზართან იყვნენ.

Posted by: elja 19 Dec 2008, 17:07
QUOTE (nindarsk @ 14 Dec 2008, 22:42 )
ორი ვერსია მაქვს ძირითადი იესემის ლიცეუმი რომ ერქვა და მეორე ფისოს სკოლას რომ ეძახიან ავლაბარში და მესამე ვარიანტია საჯარო სკოლა ან მე-6 ან I გიმნაზია და მირჩიეთ რამე სექტემბერში შემყავს ბავშვი

მე ფისოს სკოლაში ჩავწერე და ალტერნატივად ან მე6 პეტრიაშვილზე (მაინც ცემი სკოლაა) ან მერმისი.

სამივეში ვიყავი და ვნახე. ფისოს სკოლაში რაც არის გარანტირებული ეს არის ძალიან კარგი სწავლა, მაგრამ ამობებნ ძალიან ძნელიც , ასე რომ ვფიქრობ მაინც რომ ძაან ხომ არ დაითგუნებათქო, თანაც ტერიოტორიულადაც მაინც და მაინც არ მაწყობს, ამგრამ სწავლა ნამდვილად არაშვეულებრივია.
რაც შეეხება 6-ე სკოლას ჩვეულებრივი საჯარო სკოლაა ეხლა, დადებითი ის ააქვს რომ თუ შეიყვან კლასელები ეყოლება კარგიsmile.gif
ასე რომ მეც მაგ დგეში ვარ არ ვიცი რა ვქნა smile.gif კიდე რამე თუ გავარკვიე მოგწრთ

Posted by: Z@hir 4 Jan 2009, 06:00
camomle
ჩემს დას ურჩიეს 161-ე სკოლა და შენ შენი ბავშვი დაწყებითებში გადაიყვანე მანდ???



და ეს გადასახადი ყველა სკოლაში ობლიგატორული გახდა?

ჩემს დროს უფასო იყო sad.gif

Posted by: Paparacy 6 Jan 2009, 12:23
51-ე საჯარო სკოლაში ვინმეს დაყავს ბავშვი?

ვერ მეტყვით როგორი სკოლაა?

Posted by: camomle 7 Jan 2009, 17:22
Z@hir

ჰო 1 კლასშია..

ფასიანი სამი ჯგუფია, უფასო ექვსი.



Posted by: Anata 5 Mar 2009, 13:01
მოკლედ, წავიკითხე თემა მთლიანად და ბევრი ინფორმაცია მოვაგროვე...
დიდი მადლობა ყველას!

ახლა კი ყველაზე რთული დარჩა - საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:-))
camomle
თქვენი ვარიანტი მაინტერესებს ძალიან, თანაც იქვე ვცხოვრობ, გზის პრობლემა არ ექნება ბავშვს, ერთი უნდა გავარკვიო, მივიდე და ჩემი თავლით დავათვალიერო.
რა მაინტერესებს, კლასში რამდენი ბავშვია?
ინგლისურის სწავლას რომელი კლასიდან იწყებენ?
ბასეინი არ არის სკოლაში, ხომ?

კიდევ მინდა 3 სკოლის დათვალიერება - სადუნის, ოლიმპის და მწიგნობართუხუცესის.

ვინმემ თუ იცით, ამ ჩამოთვლილ სკოლებიდან რომელიმეს თუ აქვს დისკაუნტები და-ძმაზე? ანუ, მეორე ბავშვიც რომ შევიყვანო, დისკაუნტს გამიკეთებენ თუ არა?
სამომავლოდ ეგეც მინდა გავითვალისწინო.

და კიდევ, 2009 წლის პირველკლასელების დედიკოებო - გავერთიანდეთ;-))

Posted by: sava062 5 Mar 2009, 13:43
Anata

ეს სკოლა არ გაინტერესებთ? დისკაუნტებიც არის და-ძმაზე wink.gif www.unagis.ge

Posted by: Anata 5 Mar 2009, 14:58
sava062
არა, სამწუხაროდ, ძალიან შორია:-)
თანაც, ცოტა არ იყოს ძვირიცაა...

Posted by: შევარდენი1906 5 Mar 2009, 15:14
Anata
QUOTE
და კიდევ, 2009 წლის პირველკლასელების დედიკოებო - გავერთიანდეთ;-))


მამიკოები არა? wink.gif

Posted by: BABACA 5 Mar 2009, 15:27
მე შემაქვს საბუთები 53 სკოლაში. მაგრამ დიდად არ მხიბლავს. მე უფრო მაწყობს 51 სკოლა მაგრამ იქ აპრილამდე ჯერ არ არისო საბუთების მირებაო, უფრო სწორად ჯერ დედმამიშვილების საბუთები მიიღება, შემდეგ ვისაც ტერიტორიულად ეკუთვნისო და შემდეგ თუ დარჩა ადგილები მერე დაიწყება დანარჩენების საბუთების მიღებაო. დარწმუნებული ვარ აპრილში მეტყვიან არ არის ადგილებიო.

ყველანაირი ინფორმაცია მაინტერესებს 53 სკოლაზეც და 51 ზეც.

Posted by: Anata 5 Mar 2009, 17:04
შევარდენი1906
QUOTE
მამიკოები არა?

როგორ არა 2kiss.gif
უბრალოდ მამიკოების ნახვა ამ თემაში იშვიათობაა, ამიტომაც არაკორექტულად გამოვთქვი ჩემი აზრი 2kiss.gif

Posted by: hitchhiker 7 Mar 2009, 11:18
ვაი მეც ეგეტ სკოლაში ვსწავლობდ კაი დრო იყო......... სამწუხაროდ ის სკოლა დიხურა რიგი მიზეზების გამო

Posted by: agnes 7 Mar 2009, 22:43
27 სკოლაზე, გერმანიის საელჩოს გვერდით იცით რამე ინფო?

Posted by: Ginevra 9 Mar 2009, 21:23
ე.ი. გირჩევ ჩემს სკოლას, უბრალოდ გეტყვი და თუ მოგეწონება ნახე.

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა (196 საჯარო)
თოფურიას ქუჩა 2ში, ეს არის ქავთარაძისა და ვაჟას გადაკვეთაზე, ძეგლს რომ გასცდები პირველი გადამკვეთი ქუჩა.

1. ბავშვი უნდა იყოს მინიმუმ 6 წლის.
2. პირველი კლასიდან ისწავლება გერმანული და რუსული. IXდან ინგლისური.
3. კლასში არის დაახლოებით 30 ბავშვი.

სწავლება ხდება სრულიად სხვა მეთოდით. დამოკიდებულება მასწავლებლებსა და ბავშვებს შორის ძალიან კარგია. მასწავლებელი დაინტერესებულია გაკვეთილის კარგად ჩატარებაში. არ ხდება ბავშვების გამორჩევა.
ჩვეულებრივ საგნებთან ერთად ბავშვები სწავლობენ ხელით რაიმეს კეთებას (მაგ., ხისგან რაიმეს გამოთლას) ასევე მუსიკას ექცევა დიდი ყურადღება და დანარჩენი საგნები როგორც სხვა სკოლებში.
მეთოდიკა არის საკმაოდ დახვეწილი და ბავშვის სწორად განვითარებაზე ორიენტირებული.
გარემო სკოლაში ძალიან კარგია.

რატომ ვუკეთებ რეკლამას არ ვიცი, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ ამ სკოლის და მინდა რომ სხვებსაც ვურჩიო.

ვარ მეთორმეტე კლასში და სწავლა მიდის ჩვეულებრივად. არაფერში არ ვემზადები და სკოლის მომზადებით გავდივარ გამოცდებზე.

სახელმწიფო სკოლებს ნამდვილად ჯობია. კერძო სკოლებზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. კარგად არის გასარკვევი,ზოგან გადასახადი მაღალია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ამიტომ ღირს კარგად გარკვევა.

Posted by: ni_ca 10 Mar 2009, 23:43
მაინტერესებს,ვალდორფის სკოლის შესახებ რა იცით.მეგობარს უნდა ბავშვის გადაყვანა.რაც გავიგეთ,ცოტა უცნაური სკოლააო,განსაკუთრებული მეთოდები აქვთო.თქვენ ხომ ვერ მეტყვით რამეს?

Posted by: bochita 19 Mar 2009, 15:30
ხალხნო 23 გვერდს ნუ გადამაკითხებთ რა, თუ ვინმეს გაქვთ ინფო სკოლა პანსიონატი მერმისზე, მაქსიმალურად რაც იცით დადეთ რა აქ.
* * *
ასევე მაინტერესებს ჯეჯილზე, 161 სკოლაზე, ახალ სკოლაზე და ბინულზე ვინც რა იცით, გადავიკითხე ეს თემა და ძველი კომენტარებია, იქნებ ვინმემ შეიყვანეთ ამ სკოლებში შვილები ამასობაში და განახლებული ინფო გაქვთ ან ამ სკოლების ვებ გვერდები ხო არ იცით. მოკლედ ძალიან დამეხმარებით ყველანაირი ინფორმაციით.

Posted by: Ginevra 22 Mar 2009, 12:55
QUOTE (ni_ca @ 10 Mar 2009, 22:43 )
მაინტერესებს,ვალდორფის სკოლის შესახებ რა იცით.მეგობარს უნდა ბავშვის გადაყვანა.რაც გავიგეთ,ცოტა უცნაური სკოლააო,განსაკუთრებული მეთოდები აქვთო.თქვენ ხომ ვერ მეტყვით რამეს?

რაც შემეძლო დავწერე. ჯობია მოხვიდე და შენ თვითონ ნახო. კარგია გადმოყვანა თუ ბავშვი დაბალ კლასშია (მეცხრემდე), ისე აზრი არ აქვს ჩემი აზრით.

მისამართი თოფურიას N2, ვაჟასა და ქავთარაძის პირველი გადაკვეთა ძეგლს რომ გაცდებით.

ტელეფონი: 54 54 00

Posted by: elja 2 Apr 2009, 14:39
ვალდორფის სკოლა არ ვიცი, მარა ბაგათ ბაღში რომ რომ მიდის იდეოლოგიური დამუშავება იმის შესახებ რომ თუ მოვკვდებით მერე მოვევლინებით დედამიწას ქვის და პოთლის სახით ეგ ვიცი, ჩემი ემობრის ბავშვი მაგ ნაიდაგზე სიკვდილს ნატრობდა... ასევე ისეოლოგია იმის შესახებ რომ მაგიდა ლაპარაკობს, სკამი სუნთქავს და ა.შ.

Posted by: tako44 2 Apr 2009, 19:28
აი ეს არის იმ სკოლის საიტი, რომლის კმაყოფილია მთელი ჩემი სამეგობრო...
http://www.pgogichaishvili-school.ge/
მე ამ ეტაპზე ბავშვი არ მყავს... smile.gif

Posted by: sava062 2 Apr 2009, 23:15
tako44

ზოგადად ვერ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სკოლა უნდა იყოს კერძო სახლში, მოცუცქნული ეზოთი და სარდაფში მაგიდის ჩოგბურთის მაგიდით. მით უმეტეს, თუ გახანგრძლივებულია...

Posted by: tako44 3 Apr 2009, 00:04
sava062
ეს ეზოს მარტო ერთი მონაკვეთია, დიდი სტადიონი აქვს შენობას კიდევ, ჩოგბურთზე კორტებზე დადიან ბავშვები და ცურვაზე კიდევ ბასეინზე... რავიცი, მე პიარს არ ვუკეთებ, მარა ხალხი, რომელსაც ბავშვები იქ დაყავთ, საკმაოდ კმაყოფილია smile.gif კერძო სახლს რაც შეეხება, ისეთი კომფორტულია იქაურობა, რომ მე რომ ჩვეულებრივ გრანდიოზულ საჯარო სკოლაში დავდიოდი, ბევრად მირჩევნია მას.... smile.gif

Posted by: sava062 3 Apr 2009, 02:00
tako44

ჰოოო, მაშინ ჰო, მაშინ ჰო biggrin.gif

Posted by: Anata 3 Apr 2009, 14:37
დავიწყე სკოლების დათვალიერება...
მოკლედ, ფასებს ზრდიან - იცოცხლე რა!!

ოლომპი გახდა 2100 დოლარი, წლიური გადასახადი
მწიგნობართუხუცესი 3000 ლარი, კიდევ კარგი....

ვინმეს გსმენიათ რამე ბალავარზე??? მე პიველად გავიგე ამ სკოლის შესახებ... მაგრამ, თითქოს აქებენო...

Posted by: sava062 3 Apr 2009, 14:40
Anata
QUOTE
დავიწყე სკოლების დათვალიერება...


www.unagis.edu.ge ნახეთ აბა

Posted by: Anata 3 Apr 2009, 16:06
sava062
ეს ისაა, წნეთში როა?
გავიგეთ, ბატონო, მადლობა ინფორმაციისთვის.
მე უკვე გესაუბრეთ ამ სკალასთან დაკავშირებით

Posted by: lionela 4 Apr 2009, 02:11
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ბრიტანულ აკადემიაზე? ვაკეშ რომა არის იმ ბრიტანულზე მაქვს საუბარი. დაწყებითი კლასები თუ აქვთ?

Posted by: milanist 4 Apr 2009, 02:14
lionela

მე ვსწავლობ მანდ 11-ში.

როგორც ვიცი მომავალი წლიდან დაიწყებენ დაწყებითებს.

ახლა 7-ე და მაღლა კლასებია


მართლა ძაან კაი სკოლაა. ცოტა ძვირია, მაგრამ ღირს

Posted by: lionela 4 Apr 2009, 02:16
მადლობა ინფორმაციისათვის. საიტი ხომ არა აქვთ?

Posted by: milanist 4 Apr 2009, 10:52
lionela

http://www.bga.ge/

Posted by: Jimmy Neutron 7 Apr 2009, 12:08
რომელ უბანს რომელი სკოლა ეკუთვნის ესეთი ინფორმაცია სადმე დევს?

Posted by: bochita 7 Apr 2009, 16:46
ვინმემ რამე ხო არ იცით ლვოვის ქუჩაზე რომაა სკოლა მთიები მის შესახებ?

Posted by: Anata 10 Apr 2009, 11:36
სკოლა ბალავერზე ვინმეს თუ აქვს რამე ინფორმაცია?

Posted by: chaketili shualedi 10 Apr 2009, 22:33
ვეკუა ჯობს ყველას რათქმაუნდა!!!!
ნუ ჩემ დროს ყველაზე მაგარი ეგ იყო....... biggrin.gif

Posted by: lionela 13 Apr 2009, 20:11
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია სკოლაზე "21-ე საუკუნე" ფიზიკის ინსტიტუტთან რომაა, საბურთალოს სასაფლაოს ასახვევში.

Posted by: Anata 16 Apr 2009, 17:17
სკოლა "ათინათი'-ს შესახებ ვინ რა იცის?

აბა დავწეროთ....

Posted by: giorgi38 16 Apr 2009, 20:05
161-ე სკოლის საკონტაქტო ტელეფონი თუ იცის ვინმემ? წინასწარ დიდი მადლობა. საერთოდ ამსკოლაზე რა აზრის ხართ(დაწყებით კლასებზე განსაკუტრებით)?
* * *
QUOTE (giorgi38 @ 16 Apr 2009, 20:05 )
161-ე სკოლის საკონტაქტო ტელეფონი თუ იცის ვინმემ? წინასწარ დიდი მადლობა. საერთოდ ამსკოლაზე რა აზრის ხართ(დაწყებით კლასებზე განსაკუტრებით)?

ფისოს სკოლა რაღაა? ვინმემ იცის?

Posted by: aduala 17 Apr 2009, 17:00
QUOTE (gast @ 22 Sep 2008, 20:08 )
გთხოვთ არ დაგეზაროთ და დაგვეხმაროთ.

ისეთ სკოლას ვეძებთ სადაც უცხოელ ბავშვებს იღებენ(მოზარდი).
უნდა ემსახურებოდეს ტრანსპორტი.
იყოს წრეები.
საშინაო დავალებები იქვე კეთდებოდეს
და ძვირიც არ იყოს, $ 1000-1500 ფარგლებში


გთხოვთ არ დაიზაროთ და გვირჩიოთ ბავშვი რჩება უსწავლელი

* * *
ამ სკოლისა რა იცით? ან სად არის ზურგოვანის სოფელი თბილისში არასოდეს გამიგია, რა ადგილია ვერ ვცნობ
http://www.qsi.org/grg_home/video_b.htm

gast
ვნახე ეს საიტი და რაღა დაგიმალოთ მომეწონა ძალიან. ეს რა არჩვეულებრივი რამ ყოფილა თბილისში. არაც კი ვიცოდი.
და თქვენ იყავით ამ სკოლაში მისულები? გაარკვიეთ პირობები?
როგორც მივხვდი საქართველოს მოქალაქეების ბაშვებსაც მიიღებენ არა ეგენი? თან 2-3 წლიდანაც ყავთ ბავშვები,ანუ ბაღის სტილში... და რა ღირს ნეტავ? შევიყვანდი მანდ ბავშვს ნამდვილად, მაინც სულ სხაა "ნეითივ სფიქერების" გარემოში ნასწავლი ენა.
ფასი ხომ არ იცით?
აი აქ უფრო დაწვრილებით არის: http://www1.qsi.org/grg/home.htm

Posted by: Anata 24 Apr 2009, 16:57
Warning:
კიდევ დაფლუდავ და ფლუდკონტროლის ხანგრძლივობა გაგეზრდება

Posted by: mta 28 Apr 2009, 13:41
წმ. გიორგის სახ. საეროში სწავლობენ ჩემები -კმაყოფილ!

Posted by: Anata 28 Apr 2009, 14:33
mta
ეგ დიღომშია მგონი, ხო?

მოკლედ, ალბათ წავალთ ლისიზე და ეგ იქნება

Posted by: mta 28 Apr 2009, 15:02
ვაკის სასაფლაოს პირდაპირ , ბაგებამდეა+ ტრანსპორტირებით. არდზანი.ჯე. ოღონდ უძველესი საიტია,რატომ არ ანახლებენ? ბლომად რაღაცეები დაამატეს...

Posted by: zazamos 29 Apr 2009, 00:26
aduala
QUOTE
... და რა ღირს ნეტავ?

21500 (ოცდაერთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. დავრეკე და პირველი რაც მითხრეს, თქვენ იცით, სწავლის ღირებულება რამდენიაო?

bochita
QUOTE
ვინმემ რამე ხო არ იცით ლვოვის ქუჩაზე რომაა სკოლა მთიები მის შესახებ?

მე მინდოდა ბავშვის მიყვანა, ამიტომ ბევრი რამ გავარკვიე. ლვოვის ქუჩაზე მაღალი კლასებია. დაწყებითი კლასები საირმის გორაზე აქვთ, კერძო სახლში. ახლა ახალ შენობას ეძებენ საბურთალოს მიდამოებში, ან თუ მოახერხეს, ისევ დიდუბეში, ქუთაისის ქუჩაზე დაბრუნდებიან.
ორი ტიპის პროგრამა აქვთ - ჩვეულებრივი და შვეიცარული. ფასებიც განსხვავდება. მომდევნო წლისათვის ჩვეულებრივ პროგრამაში 3000 ლარი მითხრეს. + ტრანსპორტირება 40 ლარი + აუზი 70 ლარი თვეში.
როგორც გავიგე, ამ ბოლო დროს მასწავლებლები ტოვებენ სკოლას. ინგლისური აშკარად დაბალ დონეზეა. კლასებს არ ყოფენ, თან მასწავლებელიც გამოუცდელია. კარგია, რომ კლასს აღმზრდელი ყავს, ხოლო საგნებს შესაბამისი მასწავლებლები ასწავლიან, და არა ისე, როგორც ჩვენ დროს რომ იყო დაწყებითებში, ყველა საგანს რომ ერთი მასწავლებელი ასწავლიდა.
სკოლაში რომ შევედი, საშინელი ხმაური იყო. დაცვა არ იდგა. სველ წერტილებს არა უშავდა, მაგრამ საპონი, ქაღალდი და ასეთი რაღაცეები არ იდო. პატარა მაღაზია აქვთ, სადაც სნეკებს ყიდიან.
არადა 3-4 წლის წინ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყო ქალაქში.

Anata
QUOTE
სკოლა "ათინათი'-ს შესახებ ვინ რა იცის?

ჩემს მეზობელს დაყავს და საკმაოდ კმაყოფილია. როგორც მივხვდი, სტანდარტული სკოლაა, დღევანდელი დროისათვის დაბალი ფასით და გარკვეული ტრადიციებით - 94 წლიდან არსებობს.
* * * * * * * * * *
ვინ ხომ არ იცის, რომელ სკოლას ეძახიან და სად არის "ფისოს სკოლა"?
********************
QUOTE
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია სკოლაზე "21-ე საუკუნე" ფიზიკის ინსტიტუტთან რომაა, საბურთალოს სასაფლაოს ასახვევში.

მეც ვუერთდები ამ კითხვას. ეს შემტხვევით ტატულიას კოლეჯი ხომ არ არის?

Posted by: abelo 29 Apr 2009, 00:30




სად პეროიანი სკოლების სიები ხომ არ გეგულებათ?















Posted by: sava062 29 Apr 2009, 01:03
zazamos
QUOTE
მეც ვუერთდები ამ კითხვას. ეს შემტხვევით ტატულიას კოლეჯი ხომ არ არის?


ეგაა ნამდილად yes.gif yes.gif yes.gif საბურთალოს საძმო სასაფლაოსთან, უნივერსიტეტის ქუჩაზე

Posted by: aduala 29 Apr 2009, 10:59
QUOTE (zazamos @ 29 Apr 2009, 00:26 )
aduala
QUOTE
... და რა ღირს ნეტავ?

21500 (ოცდაერთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. დავრეკე და პირველი რაც მითხრეს, თქვენ იცით, სწავლის ღირებულება რამდენიაო?


აუუუ! help.gif
ეს წლევანდელი ფასებია? wow.gif
მე მერე საიტზე ვიპოვე და 2 დან 5 წლამდე 5 000$ და მაღალი კლასები 15 000$ ეწერა. ნუ არც ეგაა იაფი,მაგრამ აი 21 500$... rolleyes.gif

Posted by: Anata 29 Apr 2009, 11:13
zazamos
QUOTE
ჩემს მეზობელს დაყავს და საკმაოდ კმაყოფილია. როგორც მივხვდი, სტანდარტული სკოლაა, დღევანდელი დროისათვის დაბალი ფასით და გარკვეული ტრადიციებით - 94 წლიდან არსებობს.

ჩემს ნაცნობსაც დაყავს იქ ბავშვი, მაგრამ დავრეკე და რაღაც სიტუაცია სულ არ მომეწონა. კრუგომ-ბეგომ მშენებლობაა, თან თითო-თითო კლასი ყავთ - ანუ 1 პირველი, 1 მეორე და ასე შემდეგ.... მოკლედ, მისვლის და დათვალიერების სურბილიც დავკარგე...
QUOTE
21 500$

მაგ ფასად არ ჯობია საზღვარგარეთ გაუშვა ბავშვი სასწავლებლად? რა ამბავია, კაცო;-((((

Posted by: aduala 29 Apr 2009, 11:34
QUOTE
მაგ ფასად არ ჯობია საზღვარგარეთ გაუშვა ბავშვი სასწავლებლად? რა ამბავია, კაცო;-((((

ნუ ეხლა პატარა ბავშვს საზღვარგარეთ ვერ გაუშვებ და მანდ კი ზუსტად იგივე სიტუაციაა რაც ამერიკის კერძო სკოლებში. უცხოელი დიპლომატების ბავშვებზეა გათვლილი როგორც ჩანს და ძალიან მდიდარ ქართველებზე... tongue.gif

Posted by: mta 29 Apr 2009, 11:50
მაინტერესებს ,რატომ უნდა გინდოდეს ქართველს შტაინერის რელიგიურ-ფილოსოფიურ მწვალებლობაზე აგებულ, ან კასიჩკიანი ბიჭუნა მასწებიან სკოლაში ბავშვის მიყვანა, ინგლისური გინდა? -მიიყვანე გაძლიერებული ინგლისურის სწავლების სკოლაში, გაუშვი სამმარ სქულში. დანარჩენში- ქართველობა!

Posted by: aduala 29 Apr 2009, 14:37
QUOTE (mta @ 29 Apr 2009, 11:50 )
მაინტერესებს ,რატომ უნდა გინდოდეს ქართველს შტაინერის რელიგიურ-ფილოსოფიურ მწვალებლობაზე აგებულ, ან კასიჩკიანი ბიჭუნა მასწებიან სკოლაში ბავშვის მიყვანა, ინგლისური გინდა? -მიიყვანე გაძლიერებული ინგლისურის სწავლების სკოლაში, გაუშვი სამმარ სქულში. დანარჩენში- ქართველობა!

ზუსტად ვერ მივხვდი ეს ჩემს პოსტს ეხება თუ არა biggrin.gif მაგრამ მე მაგ სკოლაში (ანუ qsi-ში) 2-6 წლამდე ასაკს ვფიქრობდი, რომ ბავშვს თავში ჩაუჯდეს არა შემდგომში ნასწავლი ინგლისური (როგორც უცხო ენა), არამედ როგორც ერთ-ერთი მშობლიური. ვფიქრობ,რომ ეგრე უფრო გაუიოლდება 21 საუკუნეში ცხოვრება და კარიერის კეთება.

საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე ვმსჯელობ. მეც და ჩემი მეუღლეც ქართველები ვართ,მაგრამ მე რუსულად ავიდგი ენა (იქ ვცხოვრობდით უბრალოდ), რუსულ ბაღში და ცოტა ხანი რუსულ სკოლაში დავდიოდი. ჩემი მეუღლეც რუსულ სკოლაში შეიყვანეს თავის დროზე დაწყებითებში. თუმცა შემდგომში ჩვეულებრივად ქართულად გავაგრძელეთ ორივემ სწავლა. მაგრამ ეს ბავშვობისდროინდელი რუსული ისე გვეხმარება დღემდე,რომ ხანდახან ვფიქრობთ, რა გვეშველებოდა რუსული ასე კარგად რომ არ გვცოდნოდათქო. ნამდვილად ბევრ რამეს ვერ განვახორციელებდით ჩვენს ცხოვრებაში და კარიერაში მხოლოდ სკოლაში "ნასწავლი" რუსულით. ხოდა 21 საუკუნეში ინგლისურს აქვს იგივე დატვირთვა.
ღმერთამა ქნას მქონდეს მაგდენი საშუალება და ნამდვილად არ დავიხევ უკან მხოლოდ იმიტომ,რომ მასწავლებელი კიკინებიანია gigi.gif ან მართლმადიდებელი არ არის. პირიქით, ეგეთ სკოლაში სადაც ბევრი ეროვნების და მრწამსისი ბავშვი სწავლობს უფრო კოსმოპოლიტად ჩამოყალიბდება ადამიანი და უფრო შემწყნარებლური იქნება სხვადასხვა ეროვნების და მრწამსის ადამიანების მიმართ.
ქართველობას და პატრიოტიზმს კი ოჯახშიც მშვენივრად ჩაუნერგავ ბავშვს.

ნუ ეს ყველაფერი ჩემი სუბიექტური აზრია და ნუ ვიკამათებთ ამაზე, ოკ? 2kiss.gif

Posted by: pipa 29 Apr 2009, 14:46
მომავალ წელს აშენდება ივანიშვილის სკოლა ვაკის პარკში, ფრანგული სკოლა რომ არის საჯარო ბიბლიოთეკასთან ის სკოლა გადმოვა.როგორია ხომ არ იცით?

Posted by: mta 29 Apr 2009, 14:50
ჩემს ახლობელს ბავშვი 5წლამდე აშშ-ში ყავდა -ინგლისური მშობლიურად ექცა, თბილისში ჩამოსვლიდან 1 წ.ში ინგლისური აღარ იცოდა, მე-2 კლასში დაიწყო 0-დან. კოსმოპოლიტიზმი არაა კარგი მცნება ,ტოლერანტიზმი კი ქართველებს და მართლმადიდებლებს არ ესწავლებათ. მშობელს დღეს გონია ქართულს ისედაც ასწავლის, პირიქითაა . არ ვკამათობ.

Posted by: aduala 29 Apr 2009, 14:56
QUOTE
ჩემს ახლობელს ბავშვი 5წლამდე აშშ-ში ყავდა -ინგლისური მშობლიურად ექცა, თბილისში ჩამოსვლიდან 1 წ.ში ინგლისური აღარ იცოდა, მე-2 კლასში დაიწყო 0-დან.

მეც მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში რომ არ მოხდა ეგრე? თუმცა შეიძლება 5 წელი ცოტაა და რამდენიმე კლასი უკვე სხვაა. ნუ ყველაფერი ინდივიდუალურია ალბათ...
QUOTE
კოსმოპოლიტიზმი არაა კარგი მცნება ,ტოლერანტიზმი კი ქართველებს და მართლმადიდებლებს არ ესწავლებათ. მშობელს დღეს გონია ქართულს ისედაც ასწავლის, პირიქითაა

ხო, ამაზე კამათი მართლაც შორს წაგვიყვანს, თან ამ თემასთანაც არაა კავშირში... wink.gif

Posted by: Lexo 29 Apr 2009, 23:17
sava062, რამდენი იქნება ფასდაკლება და-ძმაზე?

Posted by: sava062 30 Apr 2009, 01:17
Lexo

გააჩნია რომელ კლასში არიან - 10-15% + ყოველთვიური გადახდის შესაძლებლობა

Posted by: Lexo 30 Apr 2009, 09:40
sava062, სექტემბერში უმცროსი II-ში გადადის და უფროსი V-ში.

Posted by: mimoza 30 Apr 2009, 16:47
QUOTE (zazamos @ 29 Apr 2009, 00:26 )
aduala
QUOTE
... და რა ღირს ნეტავ?

21500 (ოცდაერთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. დავრეკე და პირველი რაც მითხრეს, თქვენ იცით, სწავლის ღირებულება რამდენიაო?

bochita
QUOTE
ვინმემ რამე ხო არ იცით ლვოვის ქუჩაზე რომაა სკოლა მთიები მის შესახებ?

მე მინდოდა ბავშვის მიყვანა, ამიტომ ბევრი რამ გავარკვიე. ლვოვის ქუჩაზე მაღალი კლასებია. დაწყებითი კლასები საირმის გორაზე აქვთ, კერძო სახლში. ახლა ახალ შენობას ეძებენ საბურთალოს მიდამოებში, ან თუ მოახერხეს, ისევ დიდუბეში, ქუთაისის ქუჩაზე დაბრუნდებიან.
ორი ტიპის პროგრამა აქვთ - ჩვეულებრივი და შვეიცარული. ფასებიც განსხვავდება. მომდევნო წლისათვის ჩვეულებრივ პროგრამაში 3000 ლარი მითხრეს. + ტრანსპორტირება 40 ლარი + აუზი 70 ლარი თვეში.
როგორც გავიგე, ამ ბოლო დროს მასწავლებლები ტოვებენ სკოლას. ინგლისური აშკარად დაბალ დონეზეა. კლასებს არ ყოფენ, თან მასწავლებელიც გამოუცდელია. კარგია, რომ კლასს აღმზრდელი ყავს, ხოლო საგნებს შესაბამისი მასწავლებლები ასწავლიან, და არა ისე, როგორც ჩვენ დროს რომ იყო დაწყებითებში, ყველა საგანს რომ ერთი მასწავლებელი ასწავლიდა.
სკოლაში რომ შევედი, საშინელი ხმაური იყო. დაცვა არ იდგა. სველ წერტილებს არა უშავდა, მაგრამ საპონი, ქაღალდი და ასეთი რაღაცეები არ იდო. პატარა მაღაზია აქვთ, სადაც სნეკებს ყიდიან.
არადა 3-4 წლის წინ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყო ქალაქში.

Anata
QUOTE
სკოლა "ათინათი'-ს შესახებ ვინ რა იცის?

ჩემს მეზობელს დაყავს და საკმაოდ კმაყოფილია. როგორც მივხვდი, სტანდარტული სკოლაა, დღევანდელი დროისათვის დაბალი ფასით და გარკვეული ტრადიციებით - 94 წლიდან არსებობს.
* * * * * * * * * *
ვინ ხომ არ იცის, რომელ სკოლას ეძახიან და სად არის "ფისოს სკოლა"?
********************
QUOTE
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია სკოლაზე "21-ე საუკუნე" ფიზიკის ინსტიტუტთან რომაა, საბურთალოს სასაფლაოს ასახვევში.

მეც ვუერთდები ამ კითხვას. ეს შემტხვევით ტატულიას კოლეჯი ხომ არ არის?

კი,ტატულიასია,აქებენ,მაგრამ ზედ სასაფლაოზეა......

Posted by: Lexo 30 Apr 2009, 19:57
ოკ, აბა საჯარო სკოლებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

49-ე სკოლაზე შეგიძლიათ მითხრათ რაიმე კარგი ან არც თუ ისე კარგი?

Posted by: lexo888 3 May 2009, 22:06
მირცჰიეტ სკოლა, სადაც ქარტულს ასცავლიან კარგად, ინგლისური და სხვა უცხო ენები არ მაინტერესებს, ბავსჰვი ისედაც ისწავლის რაც მოუნდება იმას.

Posted by: mta 4 May 2009, 09:33
წმ. გიორგის სახ. საერო სკოლა -ქართულიც & ქართველობაც...

Posted by: Anata 4 May 2009, 11:15
შეგიძლიათ მოგვილოცოთ - როგორც იქნა სკოლა შევარჩიეთ! და განცხადებაც შევიტანეთ! bis.gif
ჩემი გოგონა სკოლა-მწიგნობართუხუცესში ისწავლის bis.gif

Posted by: elja 7 May 2009, 14:57
ჩვენ ქართული სასწაველბლის მოსწავლეები ვიქნები smile.gif

Posted by: mimoza 7 May 2009, 15:33
იმ მთაგორებზე?!მე მანდ დამყავდა სანამ შარტავაზე იყვნენ და მანდ რომ გადავიდნენ არ გადავყევით...

Posted by: elja 8 May 2009, 18:44
არა ეგენი შარტავაზე არ არიან და არც იყვნენ, ეტყობა გეშელბათ სხვა სკოლაში, ეს არის 34-ე საჯარო სკოლა "ქართული სასწაველბლი", ("ფისოს სკოლა" როგორც ეძახიან smile.gif)

Posted by: nino877 10 May 2009, 17:12
მე დამყავს ოლიმპში
ნუ ზოგადად კმაყოფილი ვარ
საკუთარი მოედნები აქვთ,
საკუთარი აუზი
საკუტარი სასადილო
ნუ მე მეწყობდა ფეხბურთელია და ოლიმპში თამაშობს 2 გუნდშჰი ერთგან მეკარეა ერთგან თავდამსხმელი
ასე რომ ისეტი დატვირტული რეჟიმი აქვს კვირაში 4 დღე 11 საათზე ,მოდის კვება 2 ჯერ არის ერთი დილით მეორე 3 საათზე
ასევე ედგილზე ხდება მომზადება ტუმცა 1 საატი აქვს ამისთვის დრო
სახლშHი კი აუცილებელია იმეცადინოს
აქვთ ცეკვა, ტანვარჯიშჰი და არვიცი კიდევ რაღAც წრეები მაგრამ ცვენ ცურვაზე და ფეხბურთზე ვართ ორიენტირებული
აქვთ 2 ჯგუფი სუსტები და ძლიერები
ინგლისური ისწავლება მაღალ დონეზე
750 ლარი მარტო ფეხბურთი ღირს წელი
175 მეკარის ვარჯიშები
3000 სკოლა
აქვთ საერთაშჰოირისო თამაშები
ეხლა ბოლოს თურქეთშჰი იყვნენ
ხო კიდევ ტრანსპორტიც ყავთ საკუტAრი
მეტი რავიცი მე ვფიქრობ რომ ვისაც სპორტული სკოლა უნდა საკმაოდ კარგია
ხო კლასში 15 ბავშვი ზის
მართალია სულ ბიჭები არიან მაგრამ ....... rolleyes.gif

Posted by: mastodont 11 May 2009, 01:12
მაპატიეთ, ყველა ფასიანი სკოლა ფულის მახეა, სწავლა კი ყველგან ერთნაირი-ანუ, არ არის, წიგნებში არ იხედებით?

ამ ფონზე ყველაზე ნორმალური, ე.წ. აკადემიური სკოლა მაინც პირველი სკოლაა, სრულიად უფასო და რენომეც მოწოდების სიმაღლეზე აქვს, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.

რაც მეტი წრეა სკოლაში, მით მეტი შესაძლებლობაა მშობლიდან ფული ამოქაჩონ.

Posted by: mta 11 May 2009, 09:25
პირველ სკოლაში რამდენი ბავშვი ზის კლასში? ეს ის სკოლა არაა შარშან დირექტორმა ბავშვებს შორის მრავალი დაჭრის შემდეგ ერთკვირიანი არდადეგები რომ გამოაცხადა - უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფთო? & მიტინგების გადამკიდე შეიხედეთ თუნდაც დღეს რამდენი მოსწავლეა ამ სკოლაში.
ჩემები ფასიანში სწავლობენ, დამატებით არაფერს იხდიან არც წრეში ... up.gif

Posted by: Lexo 11 May 2009, 09:33
49-ე სკოლაზე იქნებ შემომაწიოთ ერთი-ორი სიტყვა...

Posted by: Anata 11 May 2009, 12:43
mastodont
მოკლედ გეტყვით - არ გეთანხმებით, მაგრამ, რა თქმა უნდა - ყველას თავისი აზრი გააჩნია, ამიტომ - არ გეკამათებით, უნრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე chups.gif
nino877
ოლიმპში რაც არ მომეწონა - სასწაულად ზრდიან ფასს eek.gif წელს 2100 დოლარი გახადეს, ხოლო შარშან ჩემი თანამშრომელი 1700 ლარს იხდიდია down1.gif

Posted by: Ginevra 11 May 2009, 18:43
QUOTE (elja @ 2 Apr 2009, 13:39 )
ვალდორფის სკოლა არ ვიცი, მარა ბაგათ ბაღში რომ რომ მიდის იდეოლოგიური დამუშავება იმის შესახებ რომ თუ მოვკვდებით მერე მოვევლინებით დედამიწას ქვის და პოთლის სახით ეგ ვიცი, ჩემი ემობრის ბავშვი მაგ ნაიდაგზე სიკვდილს ნატრობდა... ასევე ისეოლოგია იმის შესახებ რომ მაგიდა ლაპარაკობს, სკამი სუნთქავს და ა.შ.

მაპატიე, მაგრამ არაზუსტი ინფორმაცია გაქვს... ვალდორფის ბაღში და სკოლაში ასწავლიან იმის აღქმას, რომ სამყარო მხოლოდ მატერია არ არის. არავინ ამუშავებს ბავშვებს იდეოლოგიურად და არც სიკვდილზე ეუბნება მათ არაფერს... მითუმეტეს ქვის და ფოთლის სახით მეორედ მოვლენაზე.

ისე, რომ იცოდე, ვალდორფის ბაღებზე და სკოლაზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ბაღი ცოტა გაძვირდა, სკოლა 100 ლ ღირს და უკვე ჩაწერილია საკამრისზე მეტი ბავშვი.

ისე ვალდორფის პედაგოგიკა საკმაოდ საინტერესოა და დამერწმუნეთ, რომ არანაირი იდეოლოგიზირება იქ არ მიმდინარეობს. ბაღშიც იქ დავდიოდი და სკოლაშიც და მსგავსი არაფერი არის.

ვისაც დაგაინტერესებთ, მოდით და თავად ნახეთ... თუ გინდათ მე მკითხეთ.
დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ სკოლაზე ჯანსაღი და ბავშვის განვითარებისათვის ოპტიმალური გარემოა შექმნილი ვალდორფში.

Posted by: nino877 13 May 2009, 10:40
Anata
QUOTE
ოლიმპში რაც არ მომეწონა - სასწაულად ზრდიან ფასსწელს 2100 დოლარი გახადეს, ხოლო შარშან ჩემი თანამშრომელი 1700 ლარს იხდიდია

აუუ ისე ხოო

როგორც გუშინ აღმოვაჩინე ალბათ გამოვიყვნთ მაგ სკოლიდან და მარტო ფეხბურთზე დავტოვებთ
იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ძვირი გამოდის
დედაჩემი ფიქრობს რომ ჩვეულებრივ სკოლაშჰი მაგ;161 ში გადავიყვანოთ და ყველაფერში მოვამზადოთო

Posted by: pussy9cat 13 May 2009, 21:07
QUOTE (chaketili shualedi @ 10 Apr 2009, 22:33 )
ვეკუა ჯობს ყველას რათქმაუნდა!!!!
ნუ ჩემ დროს ყველაზე მაგარი ეგ იყო....... biggrin.gif

ვეკუას სკოლის მისამართი იქნებ დაწეროთ 24-ე სკოლაა??? თუ 42 -ე უფასოა???

Posted by: mta 18 May 2009, 13:09
ვალდორფის სკოლა შტაინერის მოძღვრებას ეყრდნობა ,თუ ვინ იყო ,,რუდიკა '' იოლად , შორს წაუსვლელად გუგლიზე ნახეთ .
ანტროფოსოფიაც იქვე იხილეთ.
QUOTE
არავინ ამუშავებს ბავშვებს იდეოლოგიურად

თუ ისე ამთავრებენ სკოლას, რომ არც იციან რა სკოლაში სწავლობენ,საღოლ, მართლა მაგარი ვერბოვკა მიდის ე.ი.
პენტა გრამაზე სიარულით რატომ ტარდება მეტყველების გაკვეთილები ამსკოლაში და სხვ...

Posted by: masha 18 May 2009, 16:02
QUOTE
ოლაა??? თუ 42 -ე უფასოა???



ზუსტად არ მახსოვს ნომერი, მაგრამ ჩაიკოვსკის ქუჩაა სოლოლაკში, ქუჩას თუ მიაგნებთ, სკოლასაც ნახავთ 42-ე. თვეში 80 ლარია ბოლო კლასები, თავიდან მე-7 მე-8, მგონი 30 ლარი.

Posted by: Jimmy Neutron 19 May 2009, 15:24
47 საჯარო სკოლა ჩიტაძეზე როა, ხომ არ იცით როგორია?

Posted by: Ginevra 19 May 2009, 22:28
QUOTE (mta @ 18 May 2009, 12:09 )
ვალდორფის სკოლა შტაინერის მოძღვრებას ეყრდნობა ,თუ ვინ იყო ,,რუდიკა '' იოლად , შორს წაუსვლელად გუგლიზე ნახეთ .
ანტროფოსოფიაც იქვე იხილეთ.
QUOTE
არავინ ამუშავებს ბავშვებს იდეოლოგიურად

თუ ისე ამთავრებენ სკოლას, რომ არც იციან რა სკოლაში სწავლობენ,საღოლ, მართლა მაგარი ვერბოვკა მიდის ე.ი.
პენტა გრამაზე სიარულით რატომ ტარდება მეტყველების გაკვეთილები ამსკოლაში და სხვ...

სწორედ ახლა ვამთავრებ და მშვენივრად ვიცი რა სკოლაა. ვალდორფის სკოლა თავიდან ბოლომდე ემყარება შტაინერის მეთოდიკას, ოღონდ ის გადმოტანილია ქართულ რეალობაში. ყოველი ქვაც კი შემთხვევით არ არის ამ სკოლაში, მასწავლებლებზე და სწავლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

რაც შეეხება იდეოლოგიას, შეგიძლია ანტროფოსოფიას უკეთ გაეცნო და ნახო, რომ მათი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არავის მოძღვრავენ... და ბავშვებსაც ანტროფოსოსიასთან არანაირი შეხება არ აქვთ.

რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი აქვს ამ მეთოდიკას, შეგიძლია იკითხო უნივერსიტეტებში ვალდორფის ბავშვები და გეტყვიან მათზე ერთ-ორ სიტყვას smile.gif) სხვათაშორის ძალიან კარგად ირიცხება ყველა ჩვენი სკოლიდან და აქედან ნახევარი არ ემზადება, მაგალითად მე..

მოკლედ, სულ არ ვაპირებდი აქ ამდენს ვალდორფზე ლაპარაკს.. უბრალოდ უკომენტაროდ ვერ დავტოვებდი.. და არც რეკლამის გაკეთება მიფიქრია, უბრალოდ ვიფიქრე, რომ ვურჩევდი ამ სკოლას იმათ, ვისაც ბავშვის სკოლაში შეყვანა უნდა.....

Posted by: mta 20 May 2009, 09:33

QUOTE
ვალდორფის სკოლა თავიდან ბოლომდე ემყარება შტაინერისმეთოდიკას


ამაშია საქმე! თავისუფალი ქვეყანა ვართ .გინდა იეღოვურ სკოლაში მიიყვან ბავშვს , გინდა შტაინერისტულში(ვალდორფის).

QUOTE
ყოველი ქვაც კი შემთხვევით არ არის ამ სკოლაში

QUOTE
Ginevra

ეს უკვე სწავლებაა. ისე ,საქმეს როცა აკეთებენ ,არ გმოძღვრავენ.
უბრალოდ ,იმიტომ ვამბობ ამას, რომ ბევრმა მშობელმა არც იცის როგორ სკოლაში ატარებს შვილს. შტაინერისტულ სკოლაში სიარული კონფლიქტშია ჩვენს ტრადიციებთან და მართლმადიდებლობასთან. შტაინერზე კი, თუ გვეზარება წაკითხვა -მოკლედ: პასტორის დაკომპლექსებულმა შვილმა სხვა რელიგიების ''ნარჩენებისაგან'' შექმნა წარელიგიო სწავლება...

Posted by: Ginevra 22 May 2009, 00:06
mta
შტაინერის მოძღვრება რელიგიის შესახებ შეიძლება მოდის კონფლიქტში მართმადიდებლურ ტრადიციებთან, მაგრამ ის არ მოდის კონფლიქტში სწავლების მეთოდიკასთან. ეს სხვადასხვა რამაა. ახლოს თუ არ გაეცანი, ძნელია ლაპარაკი, იმიტომ რომ არ იცი რა ხდება და სექტანტების სკოლა გგონია. რაც არ შეესაბამება სიმართლეს. უამრავი კარგი რამ აქვს ამ სკოლას, რაც მე პირადად მომცა და თუ სხვებსაც კითხავ, სკოლა დამთავრებულებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, რომლებიც ამ ბავშვებს უკითხავენ ლექციებს, აუცილებლად იმავეს გეტყვიან.

რაც შეეხება შტაინერს, არა მგონია კორექტული იყოს ასე ლაპარაკი მასზე. ისე, თუ იცი რო გალაკტიონს აქვს შტაინერის წიგნები ნათარგმნი და გამსახურდიას. არც ისე ხელწამოსაკრავია... აქაც იგივე, კლიშეებით გაქვს წარმოდგენა შექმნილი. რელიგიის ნარჩენებისგან არ შეუქმნია რელიგია. ის ქრისტიანი იყო, უბრალოდ უფრო მეტი იფიქრა ამაზე და თავისი ხედვა ჩამოაყალიბა, რომელსაც შემდეგ მიმდევრები გამოუჩდნენ. და შტაინერი საკმაოდ დაფასებული პიროვნება იყო...

დამერწმუნე, რომ არ იცნობ კარგად ვალდორფის პედაგოგიკას და ძალიან გთხოვ ასე გადაჭრით ნუ იმსჯელებ მასზე.

და ვისაც დააინტერესებს, შეუძლია მოვიდეს, ნახოს და თავად გადაწყვიტოს...

Posted by: mta 22 May 2009, 10:44
ვწყვეტ ამ თემაზე საუბარს, რადგან მწვალებლობის პროპაგანდაში შეიძლება მივიღო მონაწილეობაუნებლიედ -კამათით. ისე თეთრი თეთრია, ჟღალი ჟღალი. ვინც აზროვნებს გაიგებს.

Posted by: Ginevra 22 May 2009, 19:53
mta
გეთანხმები, ყველამ თავისით უნდა გადაწყვიტოს და მარტო კამათით ვერაფერს მივაღწევთ...


ამ თემაში ალბათ აღარ დავპოსტავ. ვინმეს თუ რამე შეკითხვა გაუჩნდება, შეუძლია დამიპიემოს smile.gif

Posted by: Natia_N_N 25 May 2009, 15:49
Anata
QUOTE
და კიდევ, 2009 წლის პირველკლასელების დედიკოებო - გავერთიანდეთ;-))


მეც მოვედი smile.gif
მოკლედ სერჩის შედეგად და მიკითხვ-მოკითხვის თანახმად გამოიკვეთა 2 მიმართულება:
1. საჯარო სკოლები: ან I ექსპერიმენტული ან 49-ე საშუალო
2. კერძო სკოლები:
ა) დემირელში თურქიზმი მაფერხებს
ბ) გაეროს სკოლა წყნეთში - ფასი გაუძვირებიათ, 2500-ის ფარგლებში არც დავფიქრდებოდი ისე წავიყვანდი
გ) ბრიტანულ-ქართული აკადემია ვაკეში - ფასი აქაც მაღალია sad.gif

ეხლა რა ვქნა აღარ ვიცი.
ჩემი პრიორიტეტებია:
1. დისციპლინა
2. საინტერესო და მოტივირებული სწავლა
3. უცხო ენები - ინგლისური, რუსული და მერე რომელიმე ევროპული ენა
4. ინტელექტუალური წრეები: ჭადრაკი, მათემატიკა, კითხვა, დისკუსია, გეოგრაფია და სხვა
5. ჯანმრთელი კვება და ეკოლოგია
6. სპორტი ყველა ფეხბურთისა და ჭიდაობის გარდა (ცურვა, ჩოგბურთი ან სხვა)

რა ვქნა?

Posted by: sava062 25 May 2009, 15:53


Natia_N_N
QUOTE
გაეროს სკოლა წყნეთში - ფასი გაუძვირებიათ,


no.gif

შარშან რაც იყო ზუსტად იგივე ფასია წელსაც

Posted by: metriko 25 May 2009, 15:56
QUOTE
I ექსპერიმენტული



ანუ.. ემ ვსაწვლობ და როდის გინდა რო შეიყვანო ბავშვი???

QUOTE
1. დისციპლინა


საკმაოდ არის დაცული

QUOTE
2. საინტერესო და მოტივირებული სწავლა



საინეტრესო და მოტივირებული სწავლა არის, საკმაოდ ბევრს და კარგად ასწავლიან


QUOTE
3. უცხო ენები - ინგლისური, რუსული და მერე რომელიმე ევროპული ენა


ინგლისური და რუსული არის და მერე შეგიზლია გერმანული აირციო... smile.gif

QUOTE
4. ინტელექტუალური წრეები: ჭადრაკი, მათემატიკა, კითხვა, დისკუსია, გეოგრაფია და სხვა


წადრაკის რის, გეოგრაფიას ასწავლიან, მათეატიკის წრეც არი მგონი.


QUOTE
5. ჯანმრთელი კვება და ეკოლოგია


სკოლას აქვს საკუთარი ბაღი, ეკლესია ეზოსი, კვება არის ორჯერადი... სუადღეს და სარამოს..

QUOTE
6. სპორტი ყველა ფეხბურთისა და ჭიდაობის გარდა (ცურვა, ჩოგბურთი ან სხვა)


ოო, ცურვა არ არის და არც ჩოგბურტი ფიზკულტურას ასწავლიან... :0

Posted by: mta 25 May 2009, 16:54
QUOTE
Natia_N_N

ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ წმ. გიორგის საერო სკოლაშია. ჩემები სწავლობენ up.gif

Posted by: just_mee 1 Jun 2009, 21:59
სკოლას აბრივიატურა რომ აქვს სსიპ გამიშიფრეთ რა

Posted by: sava062 2 Jun 2009, 01:11
just_mee

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

Posted by: pernata 2 Jun 2009, 21:59
QUOTE
ეხლა რა ვქნა აღარ ვიცი. ჩემი პრიორიტეტებია: 1. დისციპლინა 2. საინტერესო და მოტივირებული სწავლა 3. უცხო ენები - ინგლისური, რუსული და მერე რომელიმე ევროპული ენა 4. ინტელექტუალური წრეები: ჭადრაკი, მათემატიკა, კითხვა, დისკუსია, გეოგრაფია და სხვა 5. ჯანმრთელი კვება და ეკოლოგია 6. სპორტი ყველა ფეხბურთისა და ჭიდაობის გარდა (ცურვა, ჩოგბურთი ან სხვა)

რა ვქნა?

lol.gif lol.gif lol.gif ეს თბილისში გინდა იპოვო?? მოტივაცია ა-რ-ც-ე-რ-თ სკოლაში არაა.. ამ 6 პუნქტიან (+ ჩემი მე-7 პუნქტია-არანაერი რელიგია!) სკოლას თუ მიაგნებთ, მითხარით, რა..
* * *
დამავიწყდა, მე-8 პუნქტს დავამატებდი-არა "ეროვნულობა". სულაკაურის სკოლის მშობელი ხომ არ ხართ რომელიმე? არ არისო ცუდი, გამიგია.

Posted by: საბუშკი 3 Jun 2009, 12:51
1-7 კლასი ,სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ასწავლე ,მე-7 კლასიდან გადაიყვანე 42-ში (ვეკუა) დისციპლინასც კარგია სწავლაც, + გასახადი თვეში 60 ლარი biggrin.gif

Posted by: pernata 3 Jun 2009, 20:50
QUOTE
1-7 კლასი ,სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ასწავლე

მეც ეგრე ვფიქრობდი, 2 ფასიანი, მაგრამ არაფრის მაქნისი სკოლის მერე გადავიყვანე მე-4 კლასში პეტრიაშვილზე, გერმანულ სკოლაში, და 1 სემესტრში შეშინებული უკან გავიქეცი ეგზიუპერის კოლეჯში. დისციპლინა მაინც არის რაღაც დონეზე. პეტრიაშვილის უფასო სკოლაში, ყოველ შემთხვევაში სრული მარაზმია, იქ-ზომიერი. ყოველ შემთხვევაში დანებით და კასტეტებით არ დადიან 4 კლასელები sad.gif

Posted by: mta 4 Jun 2009, 09:55
QUOTE
ყოველ შემთხვევაში დანებით და კასტეტებით არ დადიან 4 კლასელები 

გარდა ამისა 40 კაცი არ ზის კერძო სკოლის კლასში & დერეფანში რომ გაივლი შატალისტების სხადნიაკებს არ აწყდები. ჩემები წმ.გიორგის საეროში სწავლობენ & ვიცი.

Posted by: taya 4 Jun 2009, 11:06
QUOTE
ა) დემირელში თურქიზმი მაფერხებს

Natia_N_N
ჩემი შვილი სქწავლობს დემირელში, ეხლა მე-4 კლასში გადადის
მინდ ავთქვა რომ არანაირი თურქიზმი არაა, გარდა იმისა რომ დირექტორია თურქი და მე-3 კლასიდან სწავლობენ თურქულს, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ, დამატებით იცოდეს რა თურქული, თუ არ წაადგება, არ ავნებს.
სკოლით კმაყოფილი ვარ, ყველაფერი არის წესრიგში და როგორც უნდა იყოს ნორმალურ სკოლაში. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ფორმებით (რომ ყოველ დილას არ მიწევს ბავშვთან ჭიდაობა რა ჩაიცვას)
ფასი მგონი ძვირია წელს, მაგრამ ჩვენ ვიხდით შეყვანის მომენტში არსებულ ფასს პირველი 6 კლასი. (ანუ 600$-ს)
ეხლა რომ მიდიოდეს ჩემი შვილი სკოლაში ისევ დემირელში შევიყვანდი..

კლასში არის 20 ბავშვი, ემსახურება ტრანსპორტი (სურვილისამებრ, ცალკე გადასახადია), შუადღისას ჭამა, წრეები: ცეკვა, ჭადრაკი, ხატვა, მუსიკა, ინგლისური თეატრი, ხელოვნება, კარატე, .. არაღ მახსოვს კიდე რა.
გაძლიერებყული ინგლისური, მათემატიკა და ქართული
ინგლისურს იწყევენ პირველი კლასიდან, რუსულს იწყევენ მე-3 კლასიდან, თურქუსაც მე-3 კლასიდან
არანაირი რელიგია,
კლასები და სკოლა კეთილმოწყობილი უახლესი აპარატურით
უფასო ფორმები, ინგლისურის და თურქულის სახელმძღვანელოები...

Posted by: Jimmy Neutron 4 Jun 2009, 16:13
taya
სადაა დემირელის სკოლა ტერიტორიულად?

Posted by: taya 4 Jun 2009, 20:48
Jimmy Neutron
დემირელს აქვს კოლეჯი და დაწყებითი სკოლა
დაწყებითი დემირელი - "სხივი"(1-6 კლასები) არის გუდვილის უკან, დიდ დიღომში. (ახალი აშენებული შენობაა)
დემირელის კოლეჯი (7-12 კლასები, რომელიცაა ორთაჭალაში)

Posted by: pussy9cat 11 Jun 2009, 13:16
QUOTE (საბუშკი @ 3 Jun 2009, 12:51 )
1-7 კლასი ,სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ასწავლე ,მე-7 კლასიდან გადაიყვანე 42-ში (ვეკუა) დისციპლინასც კარგია სწავლაც, + გასახადი თვეში 60 ლარი biggrin.gif

ვეკუას სკოლას ძალიან აქებენ იქნებ მისამართი და ტელეფონი დაწერო , საიტი თუ აქვთ??
კიდევ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაზე თუ იცით რამე??? გურამიშვილის ქუჩაზეა მეტრო ნაძალადევთან 1-9 კლასი პირველ სართულზე საბავშვო ბაღია და დიდი კლასები კი სანზონაშია.
აი საიტიც http://www.gahs.edu.ge/

Posted by: cheshire cat 14 Jun 2009, 10:58
წინა წელს ძალიან გამიჭირდა სკოლის არჩევა ბავშვისთვის.
ბოლოს ფასისა და მდებარეობის შეჯერებით ავარჩიეთ კერძო სკოლა " აისი". საჯარო სკოლები, ყოველ შემთXვევაში რაც ვაჟAს კვარტლებში ვნახე, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
გარდა იმისა, რომ შენობებია ჩამოფხავებული, კლასში 40 ბავშVამდეა, ასეთ პირობებში რა ინტეგრირებულ და ინტერაქტიურ სწავლებაზეა საუბარი მე არ ვიცი.
ფიზიკურად შეუძლებელია 20 ბავშვთAნაც კი ეფექტური გაკვეთილის ჩატარება, 36 და 38 ბავშვი ხომ საერთოდ წარმოუდგენელია.
ვის სად დაგვყავთ ბავშვები?
კმაყოფილი ხართ ?
კერძოს არჩევთ თუ მაინც საჯაროს?

Posted by: agnes 14 Jun 2009, 22:45
27 სკოლაზე, გერმანიის საელჩოს გვერდით, ხომ ვერ მეტყვით ერთ ორ სიტყვას??

Posted by: mta 26 Jun 2009, 11:57
დემირელს რაც შეეხება- რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტი თურქეთის ჰიმნის მოსწავლეების მიერ შესრულების შემდეგ -ალიაქოთი (რა ტექსტი იქნება ჰიმნში ხომ ნათელია), წელს მშობლებს აიძულებენ თურქი სტუმრები შინ მიიღონ... რატომ? თურქიზაციაა??

Posted by: ramshus 28 Jun 2009, 21:13
123 სკოლაში იყავი? ახლა ახალი დირექტორია და თავს არ ვდებ მაგრამ მასწავლებლები ძალიან კარგებია, კერძოდ მათემატიკაში, ქართულში, ქიმიაში, ისტორიაში. კლასში 18 ბავშვი ვიყავით როგორც მახსოვს

30 დოლარი იყო თვეში ახლა შეიძლება მეტი იყოს.

Posted by: mimoza 30 Jun 2009, 16:07
ოლიმპში დავდივართ.საშუალო სიტუაციაა.კარგი ისაა,რომ 9-დან ექვსის 15 წუთამდეა იქ.იქვეა ბასეინი და ყველაფერი.მოკლედ მთელი კომპლექსია და სადღაც მიკარგულში კი არა,ჯიქიაზეა.1600 დოლარი გაგვიხადეს წელს.სწავლა საც შეეხება,მშობელი უნდა იყოს ყურადღებით და თუ რამე პრეტენზია აქვს არ მოერიდოს.

Posted by: strixnina 3 Jul 2009, 19:25
cheshire cat
QUOTE
კლასში 40 ბავშVამდეა, ასეთ პირობებში რა ინტეგრირებულ და ინტერაქტიურ სწავლებაზეა საუბარი მე არ ვიცი.
ფიზიკურად შეუძლებელია 20 ბავშვთAნაც კი ეფექტური გაკვეთილის ჩატარება, 36 და 38 ბავშვი ხომ საერთოდ წარმოუდგენელია.

ასეც ნუ იტყვით... chups.gif
http://www.youtube.com/watch?v=B574lWWTcpE&feature=related

Posted by: NATIA999 8 Jul 2009, 14:52
ბავშვი გადამყავს სულაკაურის სკოლიდან.
ამჯერად სკოლების შერჩევის პროცესში ვარ.
გაეროს სკოლა მირჩიეს. ხომ ვერ მეტყვით როგორი სკოლაა.
მაინტერესებს როგორი სწავლებაა, დღის მეორე ნახევარში ყურადღებას თუ აქცევენ ბავშვებს ნორმალურად, სახლში უწევს თუ არა მეცადინეობა.

Posted by: barako1 8 Jul 2009, 16:16
51 სკოლა გადასარევია =]] იქ ვსწავლობ და =]]

Posted by: pussy9cat 11 Aug 2009, 00:35
წმინდა გიორგის სახელობის სკოლაზე ხომ არ იცით რამე როგორიაა??? http://www.ardzani.ge/geo-about_us.htm
დაწერეთ თუ რამე იცით..........................

Posted by: mta 12 Aug 2009, 12:34
წმ.გიორგის საიტი განსაახლებელია. ბევრი სიახლე აქვთ . ჩემი შვილები სწავლობენ -ტრანსპორტირება, კვება, ინგლისური გაძლიერებული, წრეები, ფორმა,საზამთრო (სრიალი) & საზაფხულო ბანაკები,სპორტი-ცურვა,რაგბი,სროლა,ცოცვა,მხ. ტანვარჯიში,ჭიდაობა. სიმღერა,ცეკვა,გობელენი,კერამიკა. გარემო -ფიჭვნარში... ადამიანები ასწავლიან. საზაფხულო სკოლა ინგლისში.......

Posted by: rozoma 15 Aug 2009, 10:56
დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა"

მაგარია..! : )


http://edu.aris.ge/ge/school/215/

Posted by: qartveli-qartveltagani 19 Aug 2009, 19:43
გლდანის ტერიტორიაზე რომელიმე კარგ სკოლას (თუნდაც კერძოს) ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: kotetbeli 20 Aug 2009, 20:28
იცით რა მაინტერესებს?

როგორც მივხვდი, აქ ბევრი თქვენგანი მშობელია...

კარგად იცნობთ ბავშვის მასწავლებლებს?

1. ბავშვის გადმოცემით და მონაყოლიდან;
2. მშობელთა კრებებიდან;
3. სხვა მშობლებისგან;
4. პირადად ეკონტაქტებით თუ როგორ?

ანუ მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთმიმართების რა დონეზე ხართ?

Posted by: pernata 21 Aug 2009, 02:12
kotetbeli
კარგი შეკითხვაა smile.gif მე ალბათ ესეთი თანმიმდევრობით : 1; 4; 2. მე-4 პუნქტი თუმცა მეზარება, მაგრამ მაგის გარეშე არ გამოდის.
QUOTE
კარგად იცნობთ ბავშვის მასწავლებლებს?

საკმარისად. სიამოვნებით გავექცეოდი უკეთესთან, ბავშვი რომ არ აპროტესტებდეს კლასის დატოვებას. V კლასშია და 4 სკოლა გამოვცვალეთ. იდეალური მასწავლებლის ძებნაში გავა კიდეც სკოლის წლები, ამიტომ დავნებდი რეალობას, და ვერევი მხოლოდ პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებში. დანარჩენი-დავიკიდე. აზრი არა აქვს. განათლებას მაინც სახლში ვაძლევ. (სკოლა ფასიანია)
* * *
QUOTE
ანუ მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთმიმართების რა დონეზე ხართ?

ამერიკულ კოლეჯშში (სახელი არ ვიცი ზუსტად, რომელში) , ძალიან მომწონს სისტემა- კვირაში თუ თვეში ერთხელ, მშობელს (ან ოპეკუნს) e-mail ზე მოსდის ბავშვის დახასიათება შეჯამებული ყველა პედაგოგის. გაფილტრული, მესიჯის სახით და ობიექტური. ჩემი აზრით იდეალურია.

Posted by: kotetbeli 22 Aug 2009, 02:52
pernata
QUOTE
დანარჩენი-დავიკიდე. აზრი არა აქვს.


აი, ეს ნაწილი უფრო მაინტერესებს smile.gif ანუ ,,აზრი არა აქვს" ნაწილში რა იგულისხმება?

QUOTE
მშობელს (ან ოპეკუნს) e-mail ზე მოსდის ბავშვის დახასიათება შეჯამებული ყველა პედაგოგის.

სწორედ ასეთი თანამშრომლობა ვახსენე ზემოთ, როდესაც მშობელი მასწავლებლის ,,წარმომადგენელია'' სახლში და მის პუნქციებს ითავსებს, მასწავლებელი კი - პირიქით.
ბავშვს მშობელთან ურთიერთობისას მასწავლებელი არ უნდა აკლდეს და მასწავლებელთან ურთიერთობისას - მშობელი...

P.S. ,,პროდიუსერი მშობლის" (მასწავლებლის საჩუქრის, მოსწავლეთა დაბდღეებისა და ექსკურსიის ფულის შემგროვებლის) ინსტიტუტი კიდევ მყარად დგას? smile.gif

დაწყებითებში უსაყვარლესი მასწავლებელი მასწავლიდა - მაია ჯოხაძე. საჩუქარს არასოდეს იღებდა. ერთადერთხელ გაიგიჟა ვიღაც მშობელმა თავი და ბამბანერკა ძალით დაუტოვა... ჩემმა მასწავლებელმა 5 წუთით შეაჩერა გაკვეთილი, ბამბანერკა გახსნა და ყველას გაგვინაწილა... 5 წუთში გაკვეთილი გაგრძელდა smile.gif ეს ისე, გამახსენდა.

Posted by: pernata 22 Aug 2009, 21:09
QUOTE
აი, ეს ნაწილი უფრო მაინტერესებს  ანუ ,,აზრი არა აქვს" ნაწილში რა იგულისხმება?

იმას ვგულისხმობ, რომ ვ კორნე არასწორი მასწავლებლები არიან, (ალბათ, არიან გამონაკლისებიც, ერთი შეგვხვდა ერთ-ერთ სკოლაში ეგეთი - 21-ში, პეტრიაშვილზე-ქართულის მასწავლებელი) სამადური, თვითკმაყოფილი უვიცები. სწავლის მოტივაციას არ აძლევენ ბავშვებს, ძირითადათ საკუთარ "სადღეგრძელოს" ამბობს ყველა შეხვედრაზე, არა აქვთ სწორი მიდგომა ბავშვებთან. ის, რომ დააინტერესონ სწავლით. ან დიქტატურაა და აჯავრებენ საგანს, ან სრული ქაოსი და -"რა ვქნა, არ მიჯერეებეეენ.. "
QUOTE
სწორედ ასეთი თანამშრომლობა ვახსენე ზემოთ, როდესაც მშობელი მასწავლებლის ,,წარმომადგენელია'' სახლში და მის პუნქციებს ითავსებს, მასწავლებელი კი - პირიქით.
ბავშვს მშობელთან ურთიერთობისას მასწავლებელი არ უნდა აკლდეს და მასწავლებელთან ურთიერთობისას - მშობელი...

+100%
QUOTE
P.S. ,,პროდიუსერი მშობლის" (მასწავლებლის საჩუქრის, მოსწავლეთა დაბდღეებისა და ექსკურსიის ფულის შემგროვებლის) ინსტიტუტი კიდევ მყარად დგას?

რათქმაუნდა, მაგას რა მოშლის. მენტალობაში გვიდევს ღრმად. გაეროს სკოლაში რომ ვიყავით, იქ აკრძალული იყო კატეგორიულად, და მშობლები დაიტანჯნენ. ლამის უპადიეზდებდნენ მასწავლებლებს "პატივისცემის" გამოსახატავად. smile.gif
kotetbeli - განათლების სისტემაში ხარ? smile.gif

Posted by: deka136 22 Aug 2009, 21:14
qartveli-qartveltagani
QUOTE
გლდანის ტერიტორიაზე რომელიმე კარგ სკოლას (თუნდაც კერძოს) ხომ ვერ მირჩევთ?



გლდანის ტერიტორიაზე საუკეთესო სკოლა არის 136-ე
ახმეტელის თეატრის მოპირდაპირე მხარესაა

yes.gif
სხვებთან შედარებით უფრო სიმკაცრეა და სწავლის დონეც მაღალია biggrin.gif
საკუთარი გამოცდილებიდან ვიძახი biggrin.gif

Posted by: kotetbeli 22 Aug 2009, 22:44
pernata
QUOTE
სწავლის მოტივაციას არ აძლევენ ბავშვებს, ძირითადათ საკუთარ "სადღეგრძელოს" ამბობს ყველა შეხვედრაზე, არა აქვთ სწორი მიდგომა ბავშვებთან. ის, რომ დააინტერესონ სწავლით. ან დიქტატურაა და აჯავრებენ საგანს, ან სრული ქაოსი და -"რა ვქნა, არ მიჯერეებეეენ.. "


აფსუს... ამ დროს, როგორც რავენი ამბობდა - ,,ქცევა მოტივაციით უფრო მეტად განისაზღვრება, ვიდრე უნარით" smile.gif

QUOTE
გაეროს სკოლაში რომ ვიყავით, იქ აკრძალული იყო კატეგორიულად, და მშობლები დაიტანჯნენ. ლამის უპადიეზდებდნენ მასწავლებლებს "პატივისცემის" გამოსახატავად.


შენ გაიხარე, ამაზე მაგრად ვიცინე smile.gif

QUOTE
kotetbeli - განათლების სისტემაში ხარ?


არა smile.gif

Posted by: pernata 23 Aug 2009, 12:23
QUOTE
როგორც რავენი ამბობდა - ,,ქცევა მოტივაციით უფრო მეტად განისაზღვრება, ვიდრე უნარით"

რავენი აქამდე არ მსმენია, ეხლა დავგუგლე, ვნახე ვინც იყო, სპას, ალბათ კაი ტიპია, დრო რომ მექნება, გადავხედავ აუცილებლად. რათქმაუნდა, მოტივაციის გარეშე განათლება კრახზეა განწირული.

Posted by: kotetbeli 24 Aug 2009, 17:47
pernata
ისე, ერთი თემა მასწავლებლებზეც არ გვაწყენდა...

მე პირადად ძალიან მაინტერესებს მასწავლებელთა ამბები boli.gif

Posted by: pernata 24 Aug 2009, 17:51
გახსენი, კარგი იქნება smile.gif ქვედა მარჯვენა კუთხეში დაკლიკე "ახალი თემა" და გაყევი ინსტრუქციას. ხშირი სტუმარი ვიქნები. smile.gif სექტემბერიც მოდის, აქტუალურია!

Posted by: Aniberia 3 Sep 2009, 19:08
rozoma
QUOTE
დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა"

მაგარია..! : )

დაწერე რა მეტი, მაგ საიტზე არაფერი წერია სკოლაზე
* * *
mta
QUOTE
წმ.გიორგის საიტი განსაახლებელია. ბევრი სიახლე აქვთ . ჩემი შვილები სწავლობენ -ტრანსპორტირება, კვება, ინგლისური გაძლიერებული, წრეები, ფორმა,საზამთრო (სრიალი) & საზაფხულო ბანაკები,სპორტი-ცურვა,რაგბი,სროლა,ცოცვა,მხ. ტანვარჯიში,ჭიდაობა. სიმღერა,ცეკვა,გობელენი,კერამიკა. გარემო -ფიჭვნარში... ადამიანები ასწავლიან. საზაფხულო სკოლა ინგლისში.......

ფასი დაწერე თუ იცი

Posted by: migamqardi 3 Sep 2009, 20:12
QUOTE
ისე, ერთი თემა მასწავლებლებზეც არ გვაწყენდა...

მე პირადად ძალიან მაინტერესებს მასწავლებელთა ამბები


მაგალითად, რა ამბები? მოსწავლეები რომ აბანძებენ თუ მასწ-ები რომ არიან ვამპირები?



Posted by: Aniberia 3 Sep 2009, 21:10
მადლობა მეტრიკოს, ამ ინფოსთვის, ეგებ, ვინმეს გამოგადგეთ

პირველი ექსპერიმენტული სკოლა არის საბურთალოზე კერძოდ საირმის ქუჩაზე. 22-ების გაჩერებასთან და საბავშვო ბაღის გვერდით.. სკოლა არის 3 წლის გარემონტებული, აქვს 2 კორპუსი პატარების ანუ 1-6 კლასის ჩათვლით და დიდების ანუ 7-12 კლასის ჩათვლით.. სკოლაში არის გახანგრძლივებული სწავლება 1-4 კლასის ჩათვლით დილის 9დან 5-ის ნახევრამდე.. სურვილებისამებრ შეგიძლიათ იყოლიოთ ბავშვი გახანგრძლივებულ ჯგუფში.. სკოლას აქვს საკუთარი დარბაზი, კომპიუტერის ოთახი, 2 სასადილო, ბუფეტები საკანცელარიო მაღაზია რაც შეეხება გადასახადს არის 70 ლარი, რომელშიც არ შედის სადილი და ითვალისწინებს გახანგრძლივებულ ჯგუფს, უცხო ენებს, ჭადრაკს, საშინაო დავალების მომზადებას, დებატებს, ფსიქოლოგიურ თამაშებს გამაჯანსაღებელი ფიზკულტურა.. კვება ცხელი 50 ლარი, ითვალისწინებს პირველ, მეორეს და მესამეს..სკოლაში არიან მაღალი კვალიფიციის მქონე მასწავლებლები, ექსპერიმენტი დაწყებით კლასებში ტარდება აკადემიკოს შალვა ამონაშვილის მეთოდებით, დაწყებით კლასებში უნიშნო სწავლებაა შემდეგ 10 ბალიანი სისტემა. სკოლის საიტია http://www.1exp.skola.dlf.ge/


ჩვენთვის სამწუხაროდ შორია, სადმე ორთაჭალისკენ ხომ არ იცით კარგი ინტერნაციონალური სკოლა, თურქულის გარდა. მადლობა

Posted by: Temptation 5 Sep 2009, 18:09
შვილიკო მყავს მეშვიდეკლასელი.

ერთერთ ვაიანტად მაქვს მისი მიყვანა დემირელის კოლეჯში.

მაგრამ:
ცოტა მეძვირება(2500$),თან თურქულისკენ მაინცდამაინც არ მიმიწევს გული...



იქნებ მირჩიოთ რომელიმე სხვა კარგი კერძო სკოლა...


დიდი დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: gast 6 Sep 2009, 15:18
ისანთან რომ შავნაბადას ეზახიან იმ სკოლაზე რას იტყვით, აქებენო თითოს? საიტი არ იცით?


cheshire cat
QUOTE
ბოლოს ფასისა და მდებარეობის შეჯერებით ავარჩიეთ კერძო სკოლა " აისი". საჯარო სკოლები, ყოველ შემთXვევაში რაც ვაჟAს კვარტლებში ვნახე, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
გარდა იმისა, რომ შენობებია ჩამოფხავებული, კლასში 40 ბავშVამდეა, ასეთ პირობებში რა ინტეგრირებულ და ინტერაქტიურ სწავლებაზეა საუბარი მე არ ვიცი.
ფიზიკურად შეუძლებელია 20 ბავშვთAნაც კი ეფექტური გაკვეთილის ჩატარება, 36 და 38 ბავშვი ხომ საერთოდ წარმოუდგენელია.
ვის სად დაგვყავთ ბავშვები?

აისზე რა აზრის ხარ? ბავშვი გყოლია იქ

Posted by: Temptation 6 Sep 2009, 20:31
მაქვს რამდენიმე ვარიანტი.
იქნებ დამეხმაროთ ამორჩევაში smile.gif

1) საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა

2) "21-ე საუკუნე" (ტატულიას კოლეჯი)

3) დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა"

4) მწიგნობართუხუცესი

5) 34-ე სკოლა - ქართული სასწავლებელი (ფისოს სკოლა)

6) საერო სკოლა "ლამპარი"

7) დემირელი

8) ვეკუას სკოლა (42-ე)

9) ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

10) გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა

11) საბაზო სკოლა "კაი ყმა"

12) ბრიტანულ-ქართული აკადემია



დიდი და შთამბეჭდავი სიაა....
მომაწოდეთ რაა ამ სკოლებზე დაწვრილებითი ინფორმაცია და რაც მთავარია რაც შეიძლება ობიექტური smile.gif

თქვენი რეკომენდაციებიდან გამომდინარე შევეცდები ჩემი მეშვიდეკლასელი შვილიკოსთვის შევარჩიო კარგი სკოლა smile.gif




Posted by: gast 7 Sep 2009, 15:13
pussy9cat
QUOTE
კიდევ არის წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა - საიტის მისამართია http://www.ardzani.ge/geo-about_us.htm
თუ რამე იცით ამ სკოლის შესახებ დაწერეთ. ის ვიცი რომ ფასი წელიწადში 1300 ლარია.

1300 კი არა 3000 ღირს, ეხლა დავრეკე.

Posted by: აჯღაბუჯღა 7 Sep 2009, 18:40
NATIA999
QUOTE
ბავშვი გადამყავს სულაკაურის სკოლიდან.

რატომ გადაგყავს? სწავლებით ხარ უკმაყოფილო?

Posted by: abriankoli 7 Sep 2009, 19:24
ჩემმა შვილმა წელს დაამთავრა 21-ე საჯარო სკოლა - ე.წ. "გერმანული". ძალიან მადლიერი ვარ ამ სკოლის (და შვილისაც biggrin.gif), ისე დაამთავრა ვერცხლის მედალზე და ისე ჩაირიცხა თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე ასპროცენტიანი დაფინანსებით, რომ არცერთს - არც სკოლას და არც შვილს - არ შევუწუხებივარ (თან ბიჭია biggrin.gif)! მართალია, წელს მათემატიკაში ემზადებოდა, მაგრამ მხოლოდ თებერვლიდან, სხვა საგნები სკოლიდან მიღებული ცოდნით ჩააბარა, არავითარი რეპეტიტორი არ დასჭირვებია (ბარემ ქულებსაც დავწერ: ქართული - 81, უნარ-ჩვევები - 85, გერმანული - 95). ზოგადი განათლებაც ნორმალური მიიღო. ამას თუ დავუმატებთ, რომ გერმანულში ენის დიპლომიც აიღო, რაც გერმანიაში სწავლის საშუალებას აძლევს, საყვედური ნამდვილად არ მეთქმის. მეტი რა ქნას უფასო სკოლამ! რა ვიცი, იქნებ ვინმეს გამოგადგეთ ეს ინფორმაცია.

Posted by: pussy9cat 7 Sep 2009, 20:09
112-ე საჯარო სკოლაზე ხომ არაფერი იცით ?? ცოტნე დადიანზეა ნაძალადევის მეტროსტან..

Posted by: gast 8 Sep 2009, 14:06
abriankoli
QUOTE
ჩემმა შვილმა წელს დაამთავრა 21-ე საჯარო სკოლა - ე.წ. "გერმანული". ძალიან მადლიერი ვარ ამ სკოლის (და შვილისაც ), ისე დაამთავრა ვერცხლის მედალზე და ისე ჩაირიცხა თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე ასპროცენტიანი დაფინანსებით, რომ არცერთს - არც სკოლას და არც შვილს - არ შევუწუხებივარ (თან ბიჭია )! მართალია, წელს მათემატიკაში ემზადებოდა, მაგრამ მხოლოდ თებერვლიდან, სხვა საგნები სკოლიდან მიღებული ცოდნით ჩააბარა, არავითარი რეპეტიტორი არ დასჭირვებია (ბარემ ქულებსაც დავწერ: ქართული - 81, უნარ-ჩვევები - 85, გერმანული - 95). ზოგადი განათლებაც ნორმალური მიიღო. ამას თუ დავუმატებთ, რომ გერმანულში ენის დიპლომიც აიღო, რაც გერმანიაში სწავლის საშუალებას აძლევს, საყვედური ნამდვილად არ მეთქმის. მეტი რა ქნას უფასო სკოლამ! რა ვიცი, იქნებ ვინმეს გამოგადგეთ ეს ინფორმაცია.


კარგი სკოლა ყოფილა ნამდვილად. ყოჩაღ.
დისციპლინის მხრივ როგორია? მასწავლებლები, მოსწავლეები, წრეები, ეზო აქვტ ?
სამწუხაროდ ქალაქში საჯარო სკოლებს ძალიან აქვთ სახელი გატეხილი და ყველას, ვისაც კი ცოტა ფულის საშუალება აქვს ცდილობს ფასიან სკოლებში შეიყვანოს ბავშვი, არადა მართლა ხომ არსებობს ალბატ ნორმალური საჯარო სკოლებიც და კარგი იქნება ასეთ სკოლებზე თუ დაწერენე სხვებიც, როგორც თქვენ. მადლობა ამაზე.

Posted by: crazy-marii 8 Sep 2009, 14:31
ვეკუაში ვსწავლობ და მეც და დედაჩემიც ზეკმაყოფილები ვართ სწავლის მხრივ არის ძალიან კარგი სიტუაცია მასწავლებლებიც უმეტესობა ძალიან კარგები არიან.

Posted by: აჯღაბუჯღა 8 Sep 2009, 14:32
abriankoli
QUOTE
ჩემმა შვილმა წელს დაამთავრა 21-ე საჯარო სკოლა - ე.წ. "გერმანული".

love.gif ჩემი სკოლა. smile.gif)) მაგრამ ახლაც თუ კარგად ასწავლიდნენ არ მეგონა. ძალიან კარგი smile.gif წარმატებები შენ შვილს smile.gif

Posted by: abriankoli 8 Sep 2009, 15:35
აჯღაბუჯღა
დიდი მადლობა!
QUOTE
ახლაც თუ კარგად ასწავლიდნენ არ მეგონა

yes.gif ზემოთ აღარ დამიწერია და ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარდა ჩემმა შვილმა აიღო TestAS სერტიფიკატი. საამისოდ გერმანულად ჩააბარა გამოცდა, რომლის პირველი ნაწილი არის დაახლოებით ჩვენი უნარ-ჩვევების მსგავსი, მეორე მოიცავს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და ინფორმატიკის საკითხებს, იქაც ძალიან მაღალი ქულები აიღო. ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კარგად ასწავლიდნენ, იმიტომ რომ რეპეტიტორი არცერთ საგანში არ ჰყოლია, მათემატიკაში მომზადება ორი თვის დაწყებული ჰქონდა, როცა ეგ ტესტი დაწერა.

Posted by: gast 8 Sep 2009, 15:59
abriankoli
ვითომ სკოლის ბრალია ეგ ყველაფერი? თქვენი შვილი ისეთი ჩანს რომ ეგ ყველგან კარგად ისწავლიდა, არიან ეგეთი ბავშვები. თორემ აჯღაბუჯღამ თქვა რომ ძაანაც კარგად აცდენენ მანდ ბავშვები და არც სკოლის დირექტორს ემადლიერებიანო მაინცდამაინც.
საინტერესოა სხვა ბავშვებიც მასეთი კარგები არიან მანდ? თუ კი მაშინ ალბათ სკოლაზეცაა

Posted by: abriankoli 8 Sep 2009, 17:31
gast
pm-ში მოგწერეთ.
არა, ჩემი შვილი რომ ცოტა "დამთხვეულია", არ უარვყოფ biggrin.gif , მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით: წელს DAAD-მ დაუშვა სტიპენდია ამ ტიპის სკოლების იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ენის დიპლომი აიღო 2006 წლის შემდეგ (ამ სკოლაში სწავლა ავტომატურად დიპლომს არ ნიშნავს, დიპლომს ყველა ვერ იღებს), არაუმეტეს 5 ბავშვისა თითო სკოლიდან. ასეთი სკოლა საქართველოში, თუ არ ვცდები, სულ ათია. აღმოჩნდა, რომ სხვა სკოლებიდან თითოოროლა კანდიდატურა იყო, მაშინ, როცა ამ სკოლიდან 35 (!) ბავშვი აკმაყოფილებდა ყველა პირობას. აბა, მეტი რა გითხრათ, გაცდენით ალბათ აცდენდნენ, ჩემი შვილიც საკმაოდ ბევრს აცდენდა, ყველა სიკეთესთან ერთად სერიოზული პიანისტია biggrin.gif და ხშირად რეპეტიციების გამო უცდებოდა გაკვეთილები, მაგრამ ამის გამო არავის შეუქმნია მისთვის პრობლემები. პირიქით, გერმანელმა კურატორმა დაგვიბარა სამინისტროში და შემომთავაზა, თუ გინდათ, სუსტ ჯგუფში გადავიყვანთ, რაკი მუსიკალურშიც სწავლობს, ძალიან რომ არ გადაიტვირთოსო, რაზედაც ამან კატეგორიული უარი უთხრა და ბოლომდე A ჯგუფში დარჩა. მასწავლებლებიც ეხმარებოდნენ და უპრობლემოდ აღადგენდა ხოლმე გაცდენილს. დირექტორს რაც შეეხება, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, გვარიც კი არ ვიცი, არავითარი შეხება არ მქონია, რამდენადაც ვიცი, არც ჩემს შვილს. biggrin.gif

აჯღაბუჯღა
შენ როდის დაამთავრე? ჩემმა შვილმა წელს დაამთავრა და რა ვიცი, მე მგონი, ყველა მასწავლებელი უყვარს. მე მარტო ორს ვიცნობ: ქართულის - ნატო ასიტაშვილს და რუსულის - ნანა კაკიაშვილს (ყოფილი დამრიგებლები). ორივე შესანიშნავი პედაგოგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, სხვისი არ ვიცი და, ლუკა თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად და უპრობლემოდ კითხულობს ყველანაირ ლიტერატურას, რაც, ჩემი აზრით საკმაოდ დიდი პრობლემაა მისი თაობისთვის.

p.s. იცოდეს 21-ე სკოლამ რა რეკლამას ვუკეთებ! ღმერთი, რჯული, არავითარი ინტერესი არ მაქვს biggrin.gif ! უბრალოდ, მართლა ძალიან მადლიერი ვარ.

Posted by: giosulo 8 Sep 2009, 19:57
ხალხნო იქნებ ვინმემ გამარკვიოთ მეთორმეტე კლასთან დაკავშირებით რა ხდება? ზოგმა მოხსნესო, ზოგმა ხსნიანო დანარჩენებმა ჭორებს ნუ აყვებიო

Posted by: Aniberia 9 Sep 2009, 01:29
crazy-marii
QUOTE
ვეკუაში ვსწავლობ და მეც და დედაჩემიც ზეკმაყოფილები ვართ სწავლის მხრივ არის ძალიან კარგი სიტუაცია მასწავლებლებიც უმეტესობა ძალიან კარგები არიან.

ძალიან გთხოვ უფრო ვრცლად დაწერო ვეკუას სკოლაზე.
კლასში რამდენი ბავშვია
რა წრეებია
რომელ საათამდეა სწავლება და ა.შ.
მადლობა

Posted by: crazy-marii 9 Sep 2009, 08:46
Aniberia
კი ბატონო შეევცდები ყველაფერი დაწვრილებით და გასააგებად დავწერო smile.gif

ე.ი. დავიწყებ თავიდან რომ ვეკუასი ბავსვებს იღებენ მეშვიდე კლასიდან. ვისაც მანდ სურს ჩაბარება უნდა ჩააბაროს გამოცდები ფიზიკასი და მათემატიკასი ( რა თქმა უნდა ვინც მეშვიდეში აბარებს მარტო მათემატიკა უნდა ჩააბაროს) თუ თქვენ გინდათ ასევე ბავშვი მოამზადოთ სკოლაშივე ყოვლ შაბათს მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მასწავლებლები ატარებენ გაკვეთილებს რომელიც თუ არ ვცდები 1.5 საათი გრძელდება. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს . საშაბათო სკოლის სწავლება თვეში ღირს 20 ლარი (გამოდის მგონი 4 კვირა ანუ 4 გაკვეთილი) სკოლის დამთავრების შემდეგ უკვე კვირაში სამჯერ იბარებენ ბავშვებს. ივლისის თვეში არის გამოცდები. შარშან როგორც მე ვიცი გამსვლელი ქულა იყო 5 ქულა წელს არ ვიცი რას იზავენ ალბათ იგივე იქნება.

თითო კლასში არის მაქსიმუმ 25 ბავშვი. სულ არის 5 კლასი (5 მერვე 5 მეცხრე და ა.შ) ჩარიცხვა ხდება ქულების მიხედვით როგორც ვიცი smile.gif.

რაც შეეხება გადასახადს მე მერვეშივიყავი შარშან და ვიხდიდი 50 ლარს ჩემი და მეათეში იყო და 65 ლარს სხვა კლასები ჯერ-ჯერობით არ ვიცი ორააბათს როცა მივალ გავიგებ და გეტყვით )
ასევე არის შეღავათები თუ კი დები ძმები ან და ძამ მიდიხართ 10-10 ლარია თითო ბავშვზე შეღავათი. და ასევე ლტოლვილებზე არის 10 ლარი შეღავათი .


სვხა რა გაინტერესებთ დაწერეტ და გიპასუხებთ smile.gif

Aniberia
ხო ის გამომრჩა
სწავლა იწყება 9ზე და მთავრება 2ზე

წრეები არ ვიცი რეებია გავიგებ და გეტყვით smile.gifsmile.gif

Posted by: Bo-BuBu 9 Sep 2009, 09:10
giosulo
ჯერ არავინ არაფერს ხსნის

ერთადერთი რაც მაგაზე ვიცი,
ძაან პრეტენზიებით რო გამოდიოდნენ შარშან წლის ბოლოს მომავალი წლის 12ე კლასები ასე არ გააცდენთ სკოლას და უეჭველი ივლითო
ასეთი სიტუაცია უკვე წინასწარი პროგნოზებითაც კი აღარ ჩანს

Posted by: keen 9 Sep 2009, 09:16
crazy-marii
QUOTE
შარშან როგორც მე ვიცი გამსვლელი ქულა იყო 5 ქულა


5? ეგ როგორი სისტემით? ანუ რამდენი საკითხი იყო და რამდენი ქულით ფასდებოდა თითოეული? smile.gif

Posted by: crazy-marii 9 Sep 2009, 13:51
keen
5 საკითხი თითოეული 2 ქულით smile.gif

Posted by: sokeir 9 Sep 2009, 14:31
QUOTE
ხალხნო იქნებ ვინმემ გამარკვიოთ მეთორმეტე კლასთან დაკავშირებით რა ხდება? ზოგმა მოხსნესო, ზოგმა ხსნიანო დანარჩენებმა ჭორებს ნუ აყვებიო


დარწმუნებული ვარ არ მოხსნიან , არც უნდა მოხსნან. არასწორია რომ 16 წლის ბავშვები ამთავრებენ. მაგ ასაკში არ არიან მზად პროფესია აირჩიონ გააზრებულად. მეორე მიზეზი: ვიცი რომ მეტორმეტეში არაფერს ასწავლიან, მაგრამ რამდენიმე წელში ყველაფერი დალაგდება. ასე იყო მაგიტრატურის შემოღებისას თავიდან.

ის ისიც მართლია რომ ჩვენში მშობლები აკეტებენ უფრო არჩევანს ვიდრე ბავშვები, მაგრამ მაინც... wink.gif

Posted by: keen 9 Sep 2009, 15:48
crazy-marii
QUOTE
5 საკითხი თითოეული 2 ქულით smile.gif


გასაგებია, მადლობა smile.gif


Posted by: Temptation 9 Sep 2009, 22:09
ბავშვის მიყვანა მინდა სკოლაში.თუ რომელში ჯერა არ გადამიწყვეტია...

ადრე ვიკითხე,არავინ მიპასუხა sad.gif





იქნებ არ დაიზაროთ და ამ სკოლებზე მომაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია:

1) ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლა

2) "21-ე საუკუნე" (ტატულიას კოლეჯი)

3) დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა"

4) მწიგნობართუხუცესი

5) 34-ე სკოლა - ქართული სასწავლებელი (ფისოს სკოლა)

6) საერო სკოლა "ლამპარი"

7) დემირელი

8) ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

9) გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა

10) საბაზო სკოლა "კაი ყმა"

Posted by: crazy-marii 10 Sep 2009, 08:54
QUOTE
8) ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

მე პირადად ეს სკოლა სრულებითაც არ მომწონს დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით

დემირელი მგონი კარგია

Posted by: mimoza 10 Sep 2009, 12:09
მოკლედ,მწიგნობართუხუცესს მე პირველ რიგში მდებარეობის გამო ვიწუნებ/ლისისკენაა/ და ერთი უბრალო ფასიანი სკოლაა რა,საშუალო ფასებით და საშუალო ყველაფრითsmile.gif

დემირელზეც არაფერი განსაკუთრებული არ მსმენია-თან საეჭვოდ ხშირად ცვლიან მასწავლებლებს.

ჩვენ ოლიმპში დავდივართ-არა უშავსsmile.gif

აქებენ საბურთალოს სასაფლაოზე რომ გადავიდნენ (საშინელი ადგილია)''ტატულიას სკოლას''-21-ე საუკუნე ქვია მგონი

თუ უფრო შორს უმიზნებთ,შედარებით ძვირია ''ახალი სკოლა'' ბაგებში,მაგრამ საერთაშორისო ბაკალავრიატის წევრია და საუკეთესო ატესტატს იძლევა.

* * *
ისე,ამდენი ხანი როგორ ვერ გადაწყვიტეთ?14-ში იწყება სწავლა...

Posted by: Temptation 10 Sep 2009, 20:25
crazy-marii
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

QUOTE
8) ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა


მე პირადად ეს სკოლა სრულებითაც არ მომწონს დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით

დემირელი მგონი კარგია

დემირელი გასაგებია და თუ არ დაიზარებ,იქნებ მითრა ქართულ ამერიკული რატომ არ მოგწონს?...


mimoza
ასევე,დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

QUOTE
მოკლედ,მწიგნობართუხუცესს მე პირველ რიგში მდებარეობის გამო ვიწუნებ/ლისისკენაა/ და ერთი უბრალო ფასიანი სკოლაა რა,საშუალო ფასებით და საშუალო ყველაფრით

დემირელზეც არაფერი განსაკუთრებული არ მსმენია-თან საეჭვოდ ხშირად ცვლიან მასწავლებლებს.

ჩვენ ოლიმპში დავდივართ-არა უშავს

აქებენ საბურთალოს სასაფლაოზე რომ გადავიდნენ (საშინელი ადგილია)''ტატულიას სკოლას''-21-ე საუკუნე ქვია მგონი

თუ უფრო შორს უმიზნებთ,შედარებით ძვირია ''ახალი სკოლა'' ბაგებში,მაგრამ საერთაშორისო ბაკალავრიატის წევრია და საუკეთესო ატესტატს იძლევა

გავითვალისწინებთ ამ რჩევებს smile.gif




რაოდენობა ცოტა შევამცირე smile.gif
ახლა ამ სკოლებიდან უნდა გავაკეთო არჩევანი:

1) "21-ე საუკუნე" (ტატულიას კოლეჯი)

2) დემირელი

3) ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

4) გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა

5) ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლა.

ზედა 4 სკოლაზე ინფორმაცია მეტნაკლებად მოგროვებული მაქვს,მაგრამ ეს მეხუთე რაღაც უცნაურია.მასზე არავინ არაფერი იცის.
ვერაზეა.მისული ვიყავი,პირობები და ყველაფერი მაგრა მომეწონა,მაგრამ სწავლის დონე როგორია არ ვიცი...




თუ კიდევ იქნება გამოხმაურებები დიდიდ მადლობელი დაგრჩებით smile.gif

Posted by: crazy-marii 10 Sep 2009, 21:24
Temptation
ისე მე ხომ არ მეშლება და სხვა სკოლაზე ხომ არ გეუბნებით ქარტულ-ამერიკულზე? სად მდებარეობს თქვენ რომ იციტ ის

:დ შეილება ამერია კიდეც

Posted by: Temptation 10 Sep 2009, 22:30
crazy-marii
QUOTE
Temptation
ისე მე ხომ არ მეშლება და სხვა სკოლაზე ხომ არ გეუბნებით ქარტულ-ამერიკულზე? სად მდებარეობს თქვენ რომ იციტ ის

:დ შეილება ამერია კიდეც

ნახალოვკაში მდებარეობს.

და ეგ არის თუ გეშლებათ?..

Posted by: აჯღაბუჯღა 10 Sep 2009, 23:28
abriankoli
QUOTE
შენ როდის დაამთავრე? ჩემმა შვილმა წელს დაამთავრა და რა ვიცი, მე მგონი, ყველა მასწავლებელი უყვარს. მე მარტო ორს ვიცნობ: ქართულის - ნატო ასიტაშვილს და რუსულის - ნანა კაკიაშვილს (ყოფილი დამრიგებლები). ორივე შესანიშნავი პედაგოგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, სხვისი არ ვიცი და, ლუკა თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად და უპრობლემოდ კითხულობს ყველანაირ ლიტერატურას, რაც, ჩემი აზრით საკმაოდ დიდი პრობლემაა მისი თაობისთვის.

p.s. იცოდეს 21-ე სკოლამ რა რეკლამას ვუკეთებ! ღმერთი, რჯული, არავითარი ინტერესი არ მაქვს  ! უბრალოდ, მართლა ძალიან მადლიერი ვარ.

smile.gif მე დიდი ხნის წინ დავამთავრე.
ისე ალბათ ყოჩაღი ბავშვია, როგორც გასთმა თქვა, რა ვიცი, ალბათ ასეთ დროს დამრიგებელზეცაა ბევრი დამოკიდებული.

Posted by: crazy-marii 11 Sep 2009, 08:34
QUOTE (Temptation @ 10 Sep 2009, 22:30 )
crazy-marii
QUOTE
Temptation
ისე მე ხომ არ მეშლება და სხვა სკოლაზე ხომ არ გეუბნებით ქარტულ-ამერიკულზე? სად მდებარეობს თქვენ რომ იციტ ის

:დ შეილება ამერია კიდეც

ნახალოვკაში მდებარეობს.

და ეგ არის თუ გეშლებათ?..

ა დიახ სწორედ მაგას ვგულისხმობ. პირადი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ ნაცნობები მყავს ვინც მანდ დადიოდნენ ან დადიან და უთქვიათ რომ განსაკუთრებული სწავლა არ არისო. რავიცი მე პირადად არ ვიცი როგორი სიტუაციააა მარა ესე მითხრეს. თან მგონი შენობაც არ ვარგა

Posted by: mta 11 Sep 2009, 12:27
ჩემები წმ. გიორგის სახ. საეროში დადიან . კმაყოფილი ვარ

Posted by: gast 11 Sep 2009, 21:52
ამ საერთაშორისო სკოლას ვინმე თუ იცნობთ ''ახალი სკოლა'' ქვია
სწავლება ორ ენაზეა ქართულად და ინგლისურად

http://www.info-tbilisi.com/ge/newschool/
http://newschoolgeorgia.com

Posted by: gast 13 Sep 2009, 19:14
cheshire cat
QUOTE
ბოლოს ფასისა და მდებარეობის შეჯერებით ავარჩიეთ კერძო სკოლა " აისი". საჯარო სკოლები, ყოველ შემთXვევაში რაც ვაჟAს კვარტლებში ვნახე, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

სკოლა 'აის'ზე რას იტყვით?

Posted by: მუჩა 13 Sep 2009, 19:34
Temptation


QUOTE
8) ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

ამაში ვსწავლობ მე და 2009-2010 წელს დავამთავრებ და გადავალ . ნუ სწავლა კარგია , განსაკუთრებით ინგლისური რადგან : Grammer , Listening , ზოგადად შემეცნებითი ინგლისური ანუ საყოფაცხოვრებო ( სწავლა მიდის Opportunit-ის წიგნებით ) და ინგლისური ლიტერატურა . აი ეს საგნებია ინგლისურში რა . მარა მე 2009-2010 წელსაც ვისწავლი და გადავალ ვეკუაში ან კომაროვში

Posted by: Ronnie James Dio 13 Sep 2009, 20:30
taya
QUOTE
ჩემი პრიორიტეტებია: 1. ინგლისური ისწავლებოდეს თავიდანვე ან მაქსიმუმ მეორე კლასიდან. 2. ტექნიკური საგნები ისწავლებოდეს კარგად (ალბად მაღალი კლასებიდან..) 3. ზოგადად სწავლა იყოს მაღალ დონეზე. 4. კლასში არ იყოს ბევრი ბავშვი (ანუ ალბად ფასიანი სკოლა უნდა იყოს...) 5.რა ვიცი აბად კიდევ დისციპლინა ჰქონდეთ მაღალ დონეზე.... ალბად ესეთი იდეალური სკოლა არ არსებობს, მარა მასთან 6. დიდი პლიუსი ექნება, თუკი ექნება სკოლას ფორმა..

29-ე სკოლაში იყო ეს ყველაფერი.. მაგრამ ეხლა აღარ არის ძველი დირექტორი.. მაგრამ ახალი დირექტორიც სასიამოვნო და კარგი ადამიანი ჩანს. მოკლედ შეიძლება რა არჩევა რამდენიმე სკოლის. და სად ცხოვრობ? ანუ ტერიტორიულად სად უფრო გაწყობს?

Posted by: tako44 13 Sep 2009, 22:38
Temptation
ფილიფე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლაში ჩემს მეგობარს დაყავს ბავშვი და ძალიან კმაყოფილია სწავლის ყველაზე მეტად...

Posted by: fermina 14 Sep 2009, 14:44
QUOTE
მაქვს რამდენიმე ვარიანტი.
იქნებ დამეხმაროთ ამორჩევაში

1) საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა

2) "21-ე საუკუნე" (ტატულიას კოლეჯი)

3) დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა"

4) მწიგნობართუხუცესი

5) 34-ე სკოლა - ქართული სასწავლებელი (ფისოს სკოლა)

6) საერო სკოლა "ლამპარი"

7) დემირელი

8) ვეკუას სკოლა (42-ე)

9) ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

10) გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა

11) საბაზო სკოლა "კაი ყმა"

12) ბრიტანულ-ქართული აკადემია




ფაქტია, რომ ყველა კერძო სკოლის მოსწავლეს სჭირდება მომზადება სხვადასხვა საგანში. + ამხელა გადასახადი. ძალიან ძვირი ჯდება და ის თანხა არ ღირს, რასაც ეს სკოლები ითხოვენ. დარწმუნებული ვარ, ჯობს შვილი კარგ საჯარო სკოლაში მიიყვანო და თუ საჭიროა (და ამას ვერ გაექცევი სამწუხაროდ) უნდა მოამზადო.

კერძო სკოლებიდან მხოლოდ ე.წ. ფისოს სკოლაზე გამიგია ძალიან კარგი დახასიათება სწავლის მხრივ. დანარჩენი უფრო უსაფრთხოა, კარგი კვებაა, კარგი შენობაა, კარგი კლასია და ა.შ. ძირითადად ამიტომ დაყავთ ბავშვები.
* * *
QUOTE (sava062 @ 14 Dec 2006, 11:40 )
Margarita-Hanum

QUOTE
arafers aswavlidneno...



ბევრ ფულს დებენ ნამდვილად, დირექტორი კი ბეჟუაშვილის სიდედრი იქნება, რომელიც აქამდე რუსთავის სკოლის დირექტორი იყო. ზოგადად კი სკოლის "გაკეთება" ასეთი ადვილი არ არის - ფული ჩადო და მეორე დღეს კარგი სკოლა გამოვიდეს - წლები უნდა, რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე.

უი მეეეე..... lol.gif ნანა მოსიძე!

"წახვედი და ... მაინც სულში გვიზიხააარ,
თვალს გავახელ, ზედ წამწამზე გვიზიხაარ"

ეგ არ არის?

Posted by: gast 14 Sep 2009, 15:27
fermina
QUOTE
კერძო სკოლებიდან მხოლოდ ე.წ. ფისოს სკოლაზე გამიგია ძალიან კარგი დახასიათება სწავლის მხრივ. დანარჩენი უფრო უსაფრთხოა, კარგი კვებაა, კარგი შენობაა, კარგი კლასია და ა.შ. ძირითადად ამიტომ დაყავთ ბავშვები.
* * *

ეგ რომელი სკოლაა, მისმარტი, სკოლის სახელი და საიტი დადე ფლზ

Posted by: მუჩა 14 Sep 2009, 23:48
QUOTE
ფაქტია, რომ ყველა კერძო სკოლის მოსწავლეს სჭირდება მომზადება სხვადასხვა საგანში. + ამხელა გადასახადი. ძალიან ძვირი ჯდება და ის თანხა არ ღირს, რასაც ეს სკოლები ითხოვენ. დარწმუნებული ვარ, ჯობს შვილი კარგ საჯარო სკოლაში მიიყვანო და თუ საჭიროა (და ამას ვერ გაექცევი სამწუხაროდ) უნდა მოამზადო.

ვერ დაგეთანხმები , დღეს პირველად მივედი IH-ში და ისეთი წიგნებით უნდა გვასწავლონ როგორითაც ქართულ-ამერიკულში ინგლისურს ასწავლიან . ვოტ . wink.gif

P.S არ მკითხოთ რაღაზე დადიხარ IH-შიო . იმიტომ დავდივარ რომ , წელს სკოლაში 9 კლასის Opportunit-ს გავივლი და IH-ში 10 კლასისას , ანუ ფაქტიურად , შემეძლება შემდეგ წელს გადავიდე სკოლიდან და გული არ დამწყდეს ცოდნაზე biggrin.gif

Posted by: sokeir 15 Sep 2009, 12:21
QUOTE
უი მეეეე.....  ნანა მოსიძე!

"წახვედი და ... მაინც სულში გვიზიხააარ,
თვალს გავახელ, ზედ წამწამზე გვიზიხაარ"

ეგ არ არის?


lol.gif lol.gif lol.gif ჭეშმარიტად. მაინტერესებს ისევ ისეთ მარაზმატულ ზეიმ-ტაშფანდურებს აჩაღებს ახალ სკოლაშიც? ტუმცა პატივს ვცემ ნანას მაგრამ მისი ზეიმები და ღონისძიებები თანამედროვეობის და აკადემიურობის ყველა საზღვარს სცილდება. + მისი ავტოკრატიულობა

Posted by: elja 16 Sep 2009, 01:52
QUOTE (gast @ 14 Sep 2009, 15:27 )
fermina
QUOTE
კერძო სკოლებიდან მხოლოდ ე.წ. ფისოს სკოლაზე გამიგია ძალიან კარგი დახასიათება სწავლის მხრივ. დანარჩენი უფრო უსაფრთხოა, კარგი კვებაა, კარგი შენობაა, კარგი კლასია და ა.შ. ძირითადად ამიტომ დაყავთ ბავშვები.
* * *

ეგ რომელი სკოლაა, მისმარტი, სკოლის სახელი და საიტი დადე ფლზ

ეგ სკოლა არის 34-ე საჯარო სკოლა ავლაბარშიი, ზედა კალსები არიან ჩიტაძეზე. ღირს 1200 ლარი და მგონი ყველაზე ნორმალურია დღეს. მართალია ცოტა შორია, მაგრამ მგონი ღირს. მე ორი წელი ვარჩევდი სკოლას და მოვიარე და გავეცანი თითქმის ყველა სკოლის გარემოს+პროგრამას, არჩევანი "ფისოზე" gigi.gif გავაკეთე, წელს მივდივართ პირველ კლასში და შტაბეჭდილებებს მერე უფრო დაწვრილებით მოგწერთ. ისე სწავლა საკმაოდ ძნელია, ისე რომ ბევრი ბავშვი ვერ ქაჩავს, მარა იმედი მაქვს რო ეს ჩვენ არ შეგვეხება, ვნახოთ.
საითი სამწუხაროდ არ ააქვთ, შემიძლია ხვალ მოგწერო ტელფონის ნომერი.

Posted by: fermina 16 Sep 2009, 11:01
QUOTE (elja @ 16 Sep 2009, 01:52 )
QUOTE (gast @ 14 Sep 2009, 15:27 )
fermina
QUOTE
კერძო სკოლებიდან მხოლოდ ე.წ. ფისოს სკოლაზე გამიგია ძალიან კარგი დახასიათება სწავლის მხრივ. დანარჩენი უფრო უსაფრთხოა, კარგი კვებაა, კარგი შენობაა, კარგი კლასია და ა.შ. ძირითადად ამიტომ დაყავთ ბავშვები.
* * *

ეგ რომელი სკოლაა, მისმარტი, სკოლის სახელი და საიტი დადე ფლზ

ეგ სკოლა არის 34-ე საჯარო სკოლა ავლაბარშიი, ზედა კალსები არიან ჩიტაძეზე. ღირს 1200 ლარი და მგონი ყველაზე ნორმალურია დღეს. მართალია ცოტა შორია, მაგრამ მგონი ღირს. მე ორი წელი ვარჩევდი სკოლას და მოვიარე და გავეცანი თითქმის ყველა სკოლის გარემოს+პროგრამას, არჩევანი "ფისოზე" gigi.gif გავაკეთე, წელს მივდივართ პირველ კლასში და შტაბეჭდილებებს მერე უფრო დაწვრილებით მოგწერთ. ისე სწავლა საკმაოდ ძნელია, ისე რომ ბევრი ბავშვი ვერ ქაჩავს, მარა იმედი მაქვს რო ეს ჩვენ არ შეგვეხება, ვნახოთ.
საითი სამწუხაროდ არ ააქვთ, შემიძლია ხვალ მოგწერო ტელფონის ნომერი.

ჰო ეგ არის, კარგი სკოლაა მართლაც, თუმცა ერთი რაც მაფიქრებს, მგონი იაპონურს აწავლიან რომელიღაც კლასიდან და გაუგებარია, ვის ჭირდება smile.gif მგონი ზედემტად გადატვირთვაა ინგლისური, რუსული, გერმანული და იაპონური. მართლაც ყველა ბავშვი ვერ ქაჩავს რამდენადაც ვიცი.

ზოგადად კი, ძალიან არ მომწონს, ეს კერძო სკოლები ბავშვებს სხვადასხვა საგანს ინგლისურად რომ ასწავლიან. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამის. მჯერა, რომ ადამიანმა საკუთარ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს სასუალო განათლება.


Posted by: მუჩა 16 Sep 2009, 11:04
fermina
QUOTE
ჰო ეგ არის, კარგი სკოლაა მართლაც, თუმცა ერთი რაც მაფიქრებს, მგონი იაპონურს აწავლიან რომელიღაც კლასიდან და გაუგებარია, ვის ჭირდება  მგონი ზედემტად გადატვირთვაა ინგლისური, რუსული, გერმანული და იაპონური. მართლაც ყველა ბავშვი ვერ ქაჩავს რამდენადაც ვიცი.

ზოგადად კი, ძალიან არ მომწონს, ეს კერძო სკოლები ბავშვებს სხვადასხვა საგანს ინგლისურად რომ ასწავლიან. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამის. მჯერა, რომ ადამიანმა საკუთარ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს სასუალო განათლება.

ვიცი ეგ სკოლა , ნათესავი დადის მანდ იაპონურს კი არ ასწავლიან იაპონურ კულტურას ასწავლიან და არა ენას .

Posted by: fermina 16 Sep 2009, 15:08
QUOTE (Mucha-Lucha @ 16 Sep 2009, 11:04 )
fermina
QUOTE
ჰო ეგ არის, კარგი სკოლაა მართლაც, თუმცა ერთი რაც მაფიქრებს, მგონი იაპონურს აწავლიან რომელიღაც კლასიდან და გაუგებარია, ვის ჭირდება  მგონი ზედემტად გადატვირთვაა ინგლისური, რუსული, გერმანული და იაპონური. მართლაც ყველა ბავშვი ვერ ქაჩავს რამდენადაც ვიცი.

ზოგადად კი, ძალიან არ მომწონს, ეს კერძო სკოლები ბავშვებს სხვადასხვა საგანს ინგლისურად რომ ასწავლიან. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამის. მჯერა, რომ ადამიანმა საკუთარ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს სასუალო განათლება.

ვიცი ეგ სკოლა , ნათესავი დადის მანდ იაპონურს კი არ ასწავლიან იაპონურ კულტურას ასწავლიან და არა ენას .

მაგას არაუშავს, მაგრამ რატომ იაპონურ კულტურას გამორჩევით? საინტერესო გადაწყვეტილებაა.

Posted by: sava062 16 Sep 2009, 15:10
fermina

QUOTE
რატომ იაპონურ კულტურას გამორჩევით


იაპონიის საელჩო უფინანსებდათ სკოლას და იმიტომ

Posted by: gast 16 Sep 2009, 16:59
fermina
QUOTE
ზოგადად კი, ძალიან არ მომწონს, ეს კერძო სკოლები ბავშვებს სხვადასხვა საგანს ინგლისურად რომ ასწავლიან. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამის. მჯერა, რომ ადამიანმა საკუთარ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს სასუალო განათლება.

და სადაა მერე მასეტი სკოლა? ამდენი ხანია ვეზებ და ვერ მივაგენი, ეს მასე წერია და რომ დარეკავ არაო ამბობენ, უბრალად გაძლიერებულიაო, თუ იცი ინგლისურენოვანი სკოლები დაწერე აბა, ეხლა იმაზე არ ვამბობ 5 ატასის ზევით რომ იწყება ფასები 10 000 ის ჩათვლით

Posted by: fermina 16 Sep 2009, 18:16
QUOTE (gast @ 16 Sep 2009, 16:59 )
fermina
QUOTE
ზოგადად კი, ძალიან არ მომწონს, ეს კერძო სკოლები ბავშვებს სხვადასხვა საგანს ინგლისურად რომ ასწავლიან. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამის. მჯერა, რომ ადამიანმა საკუთარ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს სასუალო განათლება.

და სადაა მერე მასეტი სკოლა? ამდენი ხანია ვეზებ და ვერ მივაგენი, ეს მასე წერია და რომ დარეკავ არაო ამბობენ, უბრალად გაძლიერებულიაო, თუ იცი ინგლისურენოვანი სკოლები დაწერე აბა, ეხლა იმაზე არ ვამბობ 5 ატასის ზევით რომ იწყება ფასები 10 000 ის ჩათვლით

რა ვიცი, დემირელი არ არის ეგრე? მე ყურმოკვრით ვიცი, ბავშვი ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დამყავს, 1 ექსპერიმენტულში და კმაყოფილი ვარ. smile.gif

Posted by: PROTEST 16 Sep 2009, 18:53
http://komarovi199.ge/


ამაზე კაის ვერ ნახავთ!

Posted by: keen 16 Sep 2009, 19:34
PROTEST
QUOTE
http://komarovi199.ge/

ამაზე კაის ვერ ნახავთ!


ამ http://forum.ge/?f=79&showtopic=33678447&st=0 რატომ არავინ პოსტავს? spy.gif

Posted by: PROTEST 16 Sep 2009, 20:01
keen
QUOTE
ამ თემაში რატომ არავინ პოსტავს?

პასიურობენ baby.gif baby.gif

Posted by: მუჩა 16 Sep 2009, 20:46
PROTEST
QUOTE
http://komarovi199.ge/


ამაზე კაის ვერ ნახავთ!

რატო არ ჩხუბობთ ვეკუასთან მაშტაბურად ?

Posted by: PROTEST 17 Sep 2009, 11:04
QUOTE
PROTESTQUOTE
http://komarovi199.ge/


ამაზე კაის ვერ ნახავთ!


რატო არ ჩხუბობთ ვეკუასთან მაშტაბურად ?

wink.gif წავიკითხე რომ გადასვლას ვაპირებო და შენ იჩხუბე

Posted by: datiko 17 Sep 2009, 13:43
Aniberia
QUOTE
საიტია http://www.1exp.skola.dlf.ge/

არ ხსნის

Posted by: მუჩა 17 Sep 2009, 14:52
PROTEST
QUOTE
წავიკითხე რომ გადასვლას ვაპირებო და შენ იჩხუბე

არა მე პასს , მაყურებლის როლში მირჩევნია ყოფნა biggrin.gif

Posted by: agnes 17 Sep 2009, 23:39
27 სკოლაზე გერმანიის საელჩოსთან დაწერეთ რა როგორია?

Posted by: ჰერელი 16 Oct 2009, 17:14
ბავშვი მყავს 5 წლის, მომავალ წელს სკოლაში შემყავს, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რომელში. უფრო დემირელზე ვფიქრობ თუ ვინმეს დაგყავთ მანდ ბავშვი(ები) გთხოვთ დაწეროთ როგორი სკოლაა როგორც სწავლის მხრივ ასე დისციპლინით. ითხოვენ თუ არა სწავლას, ინგლისურს რომელი კლასიდან იწყებენ და საერთოდ როგორი სიტუაციაა..

Posted by: Lene :) 22 Nov 2009, 22:58
ჰერელი
გირჩევ შიყვანო მაგარი სკლოლა...მე პირადად ვსწავლობ....ინგლისური მასწავლეს ძირფესვიანად როგორც სალაპარაკო ისე ტექნიკური (ბიოლოგია,პიზიკა,ქიმია) ტერმინები..მათემატიკასაც და პროგრამირბასაც კარგად ასწავლიან....+ამას ბავშვებს შანსი აქვთ მონაწილეობა მიიგონ სხვადასხვა მსოფლიო ოლიმპიადებშI....საკუთარი გამოცდილებით ვამბობ

Posted by: mta 25 Nov 2009, 10:04
წმ.გიორგის სკოლაში ეგ ^ ყველაფერიცაა და ქართული განწყობაც. tongue.gif

Posted by: Taro 1 Mar 2010, 02:00
zazamos
QUOTE
თუ გსმენიათ "ქართული სასწავლებლის" შესახებ?

ვაიმე დედა მიშველე lol.gif

Posted by: Maykuna 1 Mar 2010, 09:05
მაინტერესებს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა სად მდებარეობს და რა ხდება ამ სკოლაში შემთხვევით გავიგე და დავინტერესდი ვინმეს ხომ არ გაქვთ შეხება

Posted by: mrirakli 2 Mar 2010, 21:25
ძალიან კარგი სკოლაა "ქორალი". მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე , არის სწავლების უმაღლესი ხარისხი, ბავშვებს უზრუნველჰყოფს კვებით და ტრანსპორტის მომსახურებით.

Posted by: 098 25 Apr 2010, 17:45
QUOTE (zazamos @ 29 Apr 2009, 00:26 )
QUOTE
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია სკოლაზე "21-ე საუკუნე" ფიზიკის ინსტიტუტთან რომაა, საბურთალოს სასაფლაოს ასახვევში.

მეც ვუერთდები ამ კითხვას. ეს შემტხვევით ტატულიას კოლეჯი ხომ არ არის?

აუ არავინ იცით მაგ სკოლის თუ კოლჯის საიტი???

Posted by: bob115 7 May 2010, 21:44
აბა 115-ელები არავინ ხართ? როგორი სკოლა გვაქვს?

Posted by: iototi 12 Jun 2010, 12:39
21 საუკუნე ტატულიას კოლეჯია კი მგონი. ქარტული სასცავლებელი იგივე ფისოს სკოლაა და კარგის მეტი არაფერი მსმენია მაგაზე და ეს დედა მისველე კომენტარი რა იკო არ ვიცი

Posted by: levani1985 14 Jun 2010, 00:28
მოგესალმებით ბავშვისთვის მინდა სკოლის გამოცვლა თავის სკოლაში სულ გაპუჭდა სწავლა გოგონა არის ფრიადოსანი მე 8 კლასში გადავიდა მაგრამ უკვე სკოლა ვეღარ ტვირთავს ისე და იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება გადავიყვანო ნორმალური სკოლები სადაც არც ძაან გაგწეწავენ და სწავლაც ნორმალური იქნება .

Posted by: pernata 14 Jun 2010, 01:22
levani1985
QUOTE
იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება გადავიყვანო ნორმალური სკოლები სადაც არც ძაან გაგწეწავენ და სწავლაც ნორმალური იქნება .

საქართველოში ამაოდ ეძებ smile.gif

Posted by: levani1985 14 Jun 2010, 01:25
pernata
გეთანხმები მაგრამ იქნებ სადმე იყოს სადმე ნორმალური სკოლა არ გეგულება სადმე ?

Posted by: pernata 14 Jun 2010, 01:52
levani1985
QUOTE
ნორმალური სკოლა არ გეგულება სადმე ?

სამწუხაროდ, ყოველ შემთხზვევაში - ჩემი მოსაწონი არა. sad.gif აქაურ პედაგოგებს და პედაგოგიკას ჯერ დიდი დრო ჭირდება baby.gif საფრანგეთის საელჩოს დაარსებული სკოლა მომეწონა, (სწავლება ფრანგულად, ევროპელი პედაგოგები და მენეჯმენტი, ამერიკულ მეთოდიკასთან შედარებით - საფუძვლიანად) , მაგრამ - მე ვერ ვქაჩავ, ფინანსურად. 8000 ევრო წელიწადში. 2 მყავს, თანაც smile.gif

Posted by: sava062 14 Jun 2010, 12:17
levani1985

www.buckswood.ge

Posted by: levani1985 14 Jun 2010, 23:20
pernata
არა მთლად მასეთსაც ვერ გავქაჩავ აი სადღაც 100 $ რომ იყოს გადასახდელი მეტს ვერ შევძლებ მირჩევნია ისე მოვამზადო მერე საგნებში ბავსჰვს უნდა სწავლა მაგრამ მასცავლებლები ვერ ქქაჩავენ როგორ სეიძლება მე 7 კკლასელ ბავშვს ლიტერატურაში მოთხრობა მიცე წასაკითხად და გასააზრებლად და ამში ვიხდი 75 ლარს თვეში და ქვია კოლეჯი smile.gif

Posted by: pernata 14 Jun 2010, 23:55
sava062
QUOTE
www.buckswood.ge

არსადაა საიტზე მითითებული მისამართი. ეს რომელია, მზიურში, "მომავლის სკოლა"? არაა ცუდი, მაგრამ ძვირია, და რაც მე კატეკორიულად არ მომწონს - რელიგიურად დატვირთულია. (არა აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიით, არცერთი არ მინდა სკოლაში მიაწოდონ)
levani1985
QUOTE
მე 7 კკლასელ ბავშვს ლიტერატურაში მოთხრობა მიცე წასაკითხად და გასააზრებლად

ამაში რა არის ცუდი? -გააზრებაში? smile.gif

Posted by: levani1985 15 Jun 2010, 00:13
pernata
ცუდი ის არის რომ სულ ასე აძლევენ გაკვეთილებს იმის მაგივრად რომ თემები აწერინონ ოგორც თემატური ასევე თავისუფალი რათა ლექსიკა განამტკიცონ მინდა სექტემბრიდან გადავიკვანო სხვაგან ოღონდ არ ვიცი ჯერ სად sad.gif

sava062
ვნახე მაგ სკოლა მისამარტ ვერ ვნახე და მგონი საკმაოდ ძვირი არის sad.gif

Posted by: pernata 15 Jun 2010, 00:54
levani1985
QUOTE
ცუდი ის არის რომ სულ ასე აძლევენ გაკვეთილებს იმის მაგივრად რომ თემები აწერინონ ოგორც თემატური ასევე თავისუფალი რათა ლექსიკა განამტკიცონ მინდა სექტემბრიდან გადავიკვანო სხვაგან ოღონდ არ ვიცი ჯერ სად

მეც ესე ვარბენინე უფროსი, 3 სკოლა და მივხვდი, რომ უსასრულოდ და უშედეგოთ. შეიძლება, შემთხვევით რომელიღაც სკოლაში რომელიღაცა მასწავლებელმა გაამართლოს, მაგრამ პო ბოლ'შომუ სჩეტუ ერთი ნაგავია ყველა. თუ ბავშვს დისკომფორტი არა აქვს სკოლაში, ან რამე განსაკუთრებული ხარვეზი არაა, ჩემი აზრით გადაყვანას აზრი არა აქვს. ისევ კერძო მასწავლებლებით თუ ამოქაჩავ, სამწუხაროდ.
კერძოში დამყავს ეხლა, და მხოლოდ იმაში ვიხდით ფულს, რომ შედარებით დისციპლინაა. (2500 ლარი წელიწადში, 1 ბავშვი!) მეტზე აღარ მაქვს პრეტენზია - ანუ სწორ მიდგომაზე, აზროვნების და ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბებაზე, მოტივაცისს ჩამოყალიბებაზე და მსგავს "სისულელეებზე".

Posted by: crazy-marii 15 Jun 2010, 10:14
QUOTE (levani1985 @ 14 Jun 2010, 00:28 )
მოგესალმებით  ბავშვისთვის მინდა სკოლის გამოცვლა თავის სკოლაში სულ გაპუჭდა სწავლა გოგონა არის ფრიადოსანი მე 8 კლასში გადავიდა  მაგრამ უკვე სკოლა ვეღარ ტვირთავს ისე და იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება გადავიყვანო ნორმალური სკოლები სადაც არც ძაან გაგწეწავენ და სწავლაც ნორმალური იქნება .

მერვე კლასელია ესე იგი ხო. ძალიან კარგი მე პირადად საქართველოში ძაან რო არ გაიწეწები და კარგად თუ არა ნორმალურად გასწავლიან არის ვეკუა ან კომაროვი. კომაროვის სიტუაცია არ ვიცი მარა მე ვეკუაში 3 წელია რაც დავდივარ. დათვირთული იცოცხლე ვარ. ფიზიკა-მათემატიკა გაძლიერებულადაა ნუ მათემატიკა უფრო. რაც ძალიან კარგია და თვეში 50 ლარია გადასახადი წელიწადში 500 ლარი გამოდის ემრე მეათედან იწყება გაყოფა ე.წ. ეკონომიურ და ფიზიკა-მათემატიკურ კლასებად. ნუ მე ფიზიკა მათემატიკური არ მინდოდა იმიტო რო უაზროდ ბევრ არასასარგებლო მაალას გასწავლიან ეგ მარტლა იმისთვისაა რომ ფიზიკოსი ან მათემატიკოსი გამოხვიდე. ეკონომიურში კიდე ყველა საგანი ნორმმალურად ისწავლება. განსაკუთრებით უცო ენები ქართული და მათემატიკაც.
ეკონომიურში გადასახადი 800 ლარი ხდება
ფიზიკა-მათემატიკურში 650 მგონი არ ვიცი რატოოა ეკონომიურში უფრო მეტი. 3 წელიწადია მაგას ვარკვევ უშედეგოდ biggrin.gif

რაც მთავარია მასწავლებლების 90% მართლა კარგია ბევრი ძველი თაობაა მარა მართლა კარგი სპეციალისტები არიან.

+ საშაბათო სკოლები არის ,. მაარა მიღება ეხლა მალე დაიწყება ჯერ სკოლის მოსწავლეები რო დავამთავრებთ გამოცდესბ.

ხო გამოცდები ფიზიკაში და მათემატიკაშია ხანდახან შეიძლება ქართულიც ჩაამატონ. მეცხრეში ეკონომიურზე ვინც აბარებს მარტო მათემატიკაში აქვთ გამოცდა.

= თუ ჩააბარებს ფიზიკაც მოუწევს და მათემატიკაც მისაღებზე smile.gif

აუ რამდენი ვწერე . ჩემი სკოლის მოსიარულე რეკლამა ვარ biggrin.gif ბევრი რამ შEიძლება არ მომწონს ამ სკოლაში ის რომ არაა კარგი რემონტი და რაღAცეები მარა სწავლით კმაყოფილი ვარ. თან ისე ასწავლიან რო 12 კლასში ჩაბარება არავის არ უჭირს ზოგი საერთოდ არც ემზადება მგონი მთEლი წელი. თან იმედი მაქვს ეხლა რომ ვარსკვლავს მოგვანიჭებენ და 10 საგნის ჩაბარება 12ის ბოლოს არ მოგვიწევს.

ხო ოლიმპიადებზე ჩვენი სკოლა პირველ ადგილზე გავიდა smile.gif





პ.ს. ვეკუამდე 6 სკოლა გამოვიცვალე

Posted by: sava062 15 Jun 2010, 13:11
pernata
levani1985

სკოლა წყნეთშია და ღირებულება 1,100-დან 1,400 გირვანქა სტერლინგამდეა, სატრანსპორტო მომსახურების გათვალისწინებით. ანუ თუ კარიდან-კარამდე ტრანსპორტირება გინდათ, მაშინ მაქიმალურია ანუ 1,400 გირვანქა, რაც წელიწადში, დღევანდელი კურსით, დაახლოებით 3892 ლარია.

Posted by: levani1985 15 Jun 2010, 23:10
pernata
sava062
crazy-marii
ვეკუას ა კონმაროვს მეც ვფიქრობდი და მგონი კარგი ვარიანტია და მემგონი საქართველოში სკოლაში წელიწადში 1400 ფუნტის გადახდა მგონი არ ღირს ამ ფასად თითქმის ყველა საგანში მოვამზადებ ბავშჰვს და მძღოლსაც დავუქირავებ smile.gif მადლობტ რჩევებისთვის მეგობრებო .

Posted by: Princess-coco 15 Jun 2010, 23:16
სკოლის გაგონებაზე ცუდად ვხდები mad.gif

Posted by: pernata 16 Jun 2010, 00:59
sava062
"გაეროსი" -ა? თუ ეგაა, "გაეროს სკოლაში" 1 წელი ვიყავით - I კლასი და გამოვიქეცით. საერთოდ არ დაემთხვა დაზვერვებზე მოძიებული სკოლის პროგრამა და რეკლამა რეალობას. ერთი პროვინციული, არაფრის მომცემი, პრეტენზიული სკოლა გამოდგა. თუ სხვა სკოლაა წყნეთში კიდე?
Princess-coco
QUOTE
სკოლის გაგონებაზე ცუდად ვხდები

უჰუ. მეც. ჩემის გახსენებაზე ხომ ვხდები, და შვილებისაზე - კიდე უარესი. sad.gif გული მისკდება, ძალიან შორს ვართ ნამდვილი განათლებიდან.

Posted by: di_onise 17 Jun 2010, 00:35
რა მაინტერესებს, რამე ბაზა თუ არსებობს ინტერნეტში სკოლების?

აი მაგალითად რომელი ნომერი სკოლა სად მდებარეობს ის მაინც რო გავიგო

Posted by: fair 17 Jun 2010, 11:53
di_onise
http://edu.aris.ge/ge/schools/

Posted by: keen 17 Jun 2010, 12:28
QUOTE
ვეკუას ა კონმაროვს მეც ვფიქრობდი

დატვირთულები ნამდვილად არიან ბავშვები...

QUOTE
რა მაინტერესებს, რამე ბაზა თუ არსებობს ინტერნეტში სკოლების?

http://mes.gov.ge/content.php?id=212&lang=geo

Posted by: di_onise 17 Jun 2010, 19:35
fair
keen


მადლობა გაიხარეთ smile.gif

Posted by: Princess-coco 17 Jun 2010, 22:30
pernata
QUOTE
უჰუ. მეც. ჩემის გახსენებაზე ხომ ვხდები, და შვილებისაზე - კიდე უარესი. sad.gif გული მისკდება, ძალიან შორს ვართ ნამდვილი განათლებიდან.

უცხოეთში სულ არ არის სწავლის დონე მაღალი.მასალა უფრო გამარტივებულია, აქედან რო ბავშვები მიდიან უფრო კარგად სწავლობენ. პროსტა იქ დისციპლინაა და გამოცდები და ა.შ.

Posted by: pernata 18 Jun 2010, 01:15
Princess-coco
QUOTE
უცხოეთში სულ არ არის სწავლის დონე მაღალი

გააჩნია ქვეყანას. ცივილიზებულს ვგულისხმობ.
QUOTE
აქედან რო ბავშვები მიდიან უფრო კარგად სწავლობენ.

ზღაპარია. (გააჩნია სად და ვიზე უკეთ smile.gif )

შეიძლება მენდელეევის ტაბულა აქ უკეთ იციან ზეპირად, მაგრამ უმთავრესი განათლებაში - აზროვნება და მოტივირებული სწავლა აქ იგნორირებულია სრულიად. უაზრო და უინტერესო, ჩხუბით და ძალდატანებით მიცემული განათლების შედეგი ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი.

Posted by: crazy-marii 18 Jun 2010, 13:33
di_onise
რაღაც ეჭვი მეპარება ეგეთირ ამე იყოს

Posted by: bochita 25 Jun 2010, 21:59
1 ექსპერიმენტულთან რამე შეხება გაქვთ ვინმეს? სწავლების დონე მაინტერესებს და სიტუაცია.

Posted by: revolutie 27 Jun 2010, 00:24
Princess-coco
QUOTE
უცხოეთში სულ არ არის სწავლის დონე მაღალი.მასალა უფრო გამარტივებულია, აქედან რო ბავშვები მიდიან უფრო კარგად სწავლობენ. პროსტა იქ დისციპლინაა და გამოცდები და ა.შ

ეგ რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობ ?

ისე მეც გამიგია, მაგრამ ასაკს გააჩნია მგონი, რატა და უცხოეტში ბავშვები ყველაფერს კი არ გადიან როგორც აქ არამედ არჩეულს, სპეციალიზდებიან მოზარდ ასაკში , მიტომაც აქვტ კარგი ორგანიზებული ქვეყნები, აქ კი მისამ რომ გამოაცხადა უმაღლესში სესვლა ვისაც უნდა თურმე ექიმმა ისტორიაც უნდა ჩააბროს და ფიზიკოსმა მაგ. გეოგრაფია, ამაზე შტერული რა უნდა მოიფიქრონ, ექიმს ისტორია რათ უნდა ანდა ისტორიკოსს ფიზიკა? ამაშია ამათი უტვინო და მიტომ ვერ აუწყვიათ ქვეყანა რომ არიფები არიან და ამდენ ექსპერიმენტს ატარებნ ბავშვებზე, ბორბალს რარა გამოგონება უნდა შე დალოცვილო გადმოიღე იქიდან და მასე.

Posted by: kvimpusa 4 Nov 2010, 13:19
ვინმეს თუ გეგულებათ კარგი კერძო ან სასულიერო სკოლა მოსკოვის გამზირზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან გთხოვთ დაწეროთ. წინასწარ მადლობთ

Posted by: between 3 and 32 4 Nov 2010, 15:50
Princess-coco
QUOTE
უცხოეთში სულ არ არის სწავლის დონე მაღალი.მასალა უფრო გამარტივებულია, აქედან რო ბავშვები მიდიან უფრო კარგად სწავლობენ. პროსტა იქ დისციპლინაა და გამოცდები და ა.შ.


არა აქედან თუ წავიდა ბავშვი იქაურ ენას დამუღამება უნდა ჯერ ეს ერთი მერე კიდე აქ უჭირთ საბუნებისმეტყველო და უცხოეთში უცხო ენაზე რა მოუვათ ?


Posted by: skarpionka 9 Dec 2010, 01:08
crazy-marii
QUOTE
სკოლის მოსიარულე რეკლამა


biggrin.gif

მანდ რომელი კლასიდან არის მიღება და ტრანსპორტი თუ ემსახურება ?

Posted by: crazy-marii 9 Dec 2010, 21:13
QUOTE (skarpionka @ 9 Dec 2010, 01:08 )
crazy-marii
QUOTE
სკოლის მოსიარულე რეკლამა


biggrin.gif

მანდ რომელი კლასიდან არის მიღება და ტრანსპორტი თუ ემსახურება ?

მეშვიდე. არა ტრანსპორტი არ ემსახურება smile.gifsmile.gif






Posted by: skarpionka 10 Dec 2010, 00:03
crazy-marii

ოკ მადლობა smile.gif


Posted by: SRGT 18 Jan 2011, 16:22
ვალდროფის სკოლაზე რამე ხო არ იცით?

Posted by: Asmeta1084 28 Jan 2011, 22:07
მოკლედ მთლიანად გადავიკითხე ეს მიმოწერა, 2006-დან 2010 წლის ჩათვლით. როგორც ვხედავ ბოლო პოსტი 2010 წლის ივნისით თარიღდება. ჩემი შვილი სექტემბრიდან სკოლაში მიდის და იმავე პრობლემას წავაწყდი: რომელი სკოლა და სად

მთავარი კრიტერიუმები:
1) არ უნდა იყოს თვეში მაქს. 300 ლარზე ძვირი (თუ კერძოზეა საუბარი, ანუ სულაც არ ვეძებ მაინცდამაინც კერძო სკოლას)
2) მანძილი - ვცხოვრობ კრწანისში. ვმუშაობ ვაკეში, ანუ სადმე ძველი თბილისის, ფარგლებში + ავლაბარი, რუსთაველი, ბოლო-ბოლო ვაკეში გზად.
3) მირჩევნია პატარა ჯგუფში იყოს ვიდრე კლასში სადაც 30-40 ბავშვია

კრიტერიუმებში არ ვუთითებ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის კვალიფიციური პედაგოგები, სწავლის მეთოდიკა, სკოლის დისციპლინა და ა.შ. ამას თავისთავად ვგულისხმობ, სხვა შემთხვევაში უახლოეს სკოლაში მივიყვანდი და მაგით მორჩებოდა ყველაფერი.

ვინც იცნობს რა ხდება ამ სკოლებში: ავლაბარში - მწიგნობართუხუცესი თუ არ ვცდები, I სკოლა, ყოფ. III ექსპერიმენტალური, ეხლა მგონი 50-ე სოლოლაკში ქიქოძეზე, ორთაჭალაში თუ არის რამე?

Posted by: pernata 28 Jan 2011, 22:49
SRGT
QUOTE
ვალდროფის სკოლაზე რამე ხო არ იცით?

საინტერესო მეთოდიკა აქვთ, მამენტ, თუ გაუძლებს მშობელი. ცოტა მოაუტისტო ტიპებს ზრდიან, მე მეჩვენება. და რელიგიაც ფიგურირებს..
ბევრი პლიუსი აქვთ, მაგრამ მე ცემს შვილებზე არ გავრისკე

Asmeta1084
ეგზიუპერის კოლეჯიდან მოვახდინეთ 2ვე ბავშვის სასწრაფო ევაკუაცია . ყველა საზღვარს გაცდა მათი არაპროფესიონალიზმი. ეხლა გადავედით "მერმისში" . პიქსელის პირდაპირ, ჭავჭავაძეზე. სახელის მიუხედავად კარგ სკოლას გავს smile.gif წელიწადი-3000 ლარი, დისციპლინა და სწავლა, რაც ამ 1 კვირაში ვატყობ, სხვა სკოლებისას ჯობია. კლასში 14-18 ბავშვია, მასწავლებლები ცივილიზებული გამომეტყველებებით, რაც იშვიათობაა... იმედია ეს მაინც გაამართლებს. IV ცდაა...

Posted by: Asmeta1084 29 Jan 2011, 22:26
QUOTE
pernata


გაგიჟდები რა. არადა თუ არ ვცდები ეგ ეგზიუპერი 2700 ევრო ღირს, ყოველ შემთხვევაში 2 დღის წინ ასე მითხრეს. იქედანაც თუ საევაკუაციოა ბავშვები, აღარ ყოფილა საშველი.

Posted by: pernata 29 Jan 2011, 23:07
Asmeta1084
QUOTE
არადა თუ არ ვცდები ეგ ეგზიუპერი 2700 ევრო ღირს

არაა, ჩემები VII და II - ში არიან (მანდ იყვნენ) , უფროსი 1800 ლარი, უმცროსი -2200 ლარი. შეღავათი 2ზე ერთად-100 ლარი.
მაგრამ- განათლებას არ აძლევენ, წელს ისე ხურავენ, სახელმძღვანელოებს არ ასრულებენ. შემდეგ წელს ახლებით იწყებენ და არაფერი ესმით. მეთოდიკა-XIX საუკუნის, დასჯა- მეცადინეობით.-შედეგი - ბავშვის ფსიქიკაში მეცადინეობა ასოცირდება დასჯასთან და ყველანაირად არიდებენ თავს.
დისციპლინა და სისუფთავე-კარგია.

Posted by: Augusto Pinochet 2 Feb 2011, 23:52
Asmeta1084
სკოლა ქორალს გირჩევდით
QUOTE
1) არ უნდა იყოს თვეში მაქს. 300 ლარზე ძვირი (თუ კერძოზეა საუბარი, ანუ სულაც არ ვეძებ მაინცდამაინც კერძო სკოლას)

1. გადასახადი 250 ლარი სწავლის საფასური (შედის კვება, წრეები, სპორტი), პლიუს 30 ლარი ტრანსპორტის, ჯამში 280 ლარი...
QUOTE
2) მანძილი - ვცხოვრობ კრწანისში. ვმუშაობ ვაკეში, ანუ სადმე ძველი თბილისის, ფარგლებში + ავლაბარი, რუსთაველი, ბოლო-ბოლო ვაკეში გზად.

2. ანუ სკოლას ესახურებიან მარშუტკები თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით ასე რომ ეგ პრობლემა არ უნდა იყოს...
QUOTE
3) მირჩევნია პატარა ჯგუფში იყოს ვიდრე კლასში სადაც 30-40 ბავშვია

3. კლასში 15 ბავშზე მეტი არ შეიძლება, ეს მაქსიმუმია...

QUOTE
კრიტერიუმებში არ ვუთითებ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის კვალიფიციური პედაგოგები, სწავლის მეთოდიკა, სკოლის დისციპლინა და ა.შ. ამას თავისთავად ვგულისხმობ, სხვა შემთხვევაში უახლოეს სკოლაში მივიყვანდი და მაგით მორჩებოდა ყველაფერი.

აგიხსნი პირობებს სწავლა იწყება 10-ზე და მთავრდება 5-ზე ანუ გაძლიერებულია თითქმის ყველა საგანი, მეთოდიკა არის ძალიან გონივრული, პედაგოგებიც კარგი ახალგაზრდა განათლებულები გარდა გაკვეთილებისა, გაკვეთილების შემდგომ გახანგრძლივებულში ბავშვები მუშაობენ იმ საგნის მასწავლებლებთან დამატებით რომელიც ყველაზე მეტად უჭირთ, გარემო არის მთლიანად სასწავლო, დისციპლინაც კარგია ანუ თავისთავად სკოლაში მეგობრული ატმოსფეროა და საერთოდ არანაირი დაპირისპირებები და სერიოზული კონტროლია მოკლედ გირჩევთ და თქვენ თვითონ შეგიძLიათ მიხვიდეთ და ნახოთ

Posted by: pernata 3 Feb 2011, 00:23
Augusto Pinochet
QUOTE
სკოლა ქორალს გირჩევდით

სადაა ტერიტორიულად?

Posted by: Anata 3 Feb 2011, 14:37
kvimpusa
QUOTE
ვინმეს თუ გეგულებათ კარგი კერძო ან სასულიერო სკოლა მოსკოვის გამზირზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან გთხოვთ დაწეროთ. წინასწარ მადლობთ

შავნაბადა chups.gif

Posted by: SRGT 3 Feb 2011, 16:01
QUOTE (pernata @ 28 Jan 2011, 22:49 )
SRGT
QUOTE
ვალდროფის სკოლაზე რამე ხო არ იცით?

საინტერესო მეთოდიკა აქვთ, მამენტ, თუ გაუძლებს მშობელი. ცოტა მოაუტისტო ტიპებს ზრდიან, მე მეჩვენება. და რელიგიაც ფიგურირებს..
ბევრი პლიუსი აქვთ, მაგრამ მე ცემს შვილებზე არ გავრისკე



მადლობა ..ველაპარაკე ვინც უშუალოდ დაამთავრა ვადოლფის სკოლა -თვითონ ძაან კმაყოფილია (არაჩვეულებრივი ნაკეთობები აქვს ამ ბავშვს სახლში-სკოლაში გაკეთებული..)რელიგიაზე მეც მოვისმინე მოსაზრებები და ძაან გავამახვილე ყურადღება ..ამ ბავშვა უარყოო არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან..რავიცი მარტში ვარ დაბარებული და ვნახოთ რა შთაბეჭდილება დამრჩება -ასჯერ გაგონოლს ერთხელ ნანახი ჯობიაოოო...

Posted by: Augusto Pinochet 3 Feb 2011, 18:14
pernata
QUOTE
სადაა ტერიტორიულად?

დიღომის 7-ში სადაც მხოლოდ საკუთარი სახლებია, შავი ზღვის უნივერსტეტთან არის, მოწყვეტილია ყველაფერს და მშVიდი გარემოა...
მარშუტკები ემსახურება ასე რომ არ უნდა იყოს მდებარეობა პრობლემა მგონი...

Posted by: Asmeta1084 5 Feb 2011, 21:55
მანძილი ყოველთვის არის პრობლემა, ბავშვი დღეში 2 საათი გზაში უნდა იყოს.
დავათვალიერე სკოლის (ქორალი) საიტი, მგონი ახალი გახსნილი უნდა იყოს, ჯერ ვერც კედლები მოსპეს ბავშვებმა და მაგიდები სულ ახალია smile.gif ინფრასტრუქტურა კარგი ჩანს

Posted by: pernata 6 Feb 2011, 00:25
Augusto Pinochet
მადლობთ smile.gif შორია, მაგრამ დავხედავ, თუ განსაკუთრებულია იმ შემთხვევაში მიღირს smile.gif

Posted by: kent055 6 Feb 2011, 00:33
სკოლის არჩევა ბავშვისთვის ძალიან რთულია, მაგალითად საბურთალოზე არის 52-ე საჯარო სკოლა ,,ბალავარი'' ამ სკოლას დირექტორი ჰყავს ამაზე რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი, არც გამოცდები აქვს ჩაბარებული და არაფერი პარლამენტარი წიკლაურია ჩემი ,,კრიშა''. და ნურავინ შემებრძოლებითო. ფულების აკრეფვა, შარშან ეგ ამბავი პრესაში იყო და როგორც ამბობენ დიდი ფული გადაიხადა გვარამიას დროს. ვისაც უნდა ძველი ბიჭი გაზარდოს მაგ სკოლის დირექტორს ვიღაც {ბერიკაშვილია}, თავის სასწავლო ნაწილთან გვარად კორტია მგონი, მიაბარეთ და მიიღებთ... მოკლედ სკოლის მაფიის სახე ვისაც აინტერესებს 52-საჯარო სკოლა მოქმედებს 5-იანზე. sa.gif

Posted by: kent055 7 Feb 2011, 20:08
და სულ დამავიწყდა მაგ 52-ე ე.წ. სკოლას ააქვს ,,ბუფეტი’’ ბუფეტი ეს პირობითად ყაზბეგის გამზირზე [ყოფილი] პავლოვის ქუჩაზეა ეგ სკოლა მის პირდაპირ არის რესტორანი თბილისი ე.წ. წითელ ბაღში ფასებით რესტორანი თბილისი ახლოსაც ვერ მივა, სკოლის ბუფეტთან. სხვათა შორის ბუფეტი და სამასწავლებლო ერთიდა იგივე ოთახშია. სკოლის ყველა კლასი ღამის 12, 1-ელ საათამდე გაქირავებულია, არადა სკოლაში რომ შეხვიდე საქართველოს არც ერთ მიყრუებულ სოფელს არ ექნება ისეთი იატაკი და ზოგადად რემონტი როგორიც ამ სკოლაშია. სხვათა შორის მინისტრმა შაშკინმა დაამთავრა ეგ სკოლა. ამდენი ფულით რით ვერ გაძღნენ 2-3 კაცი საკითხავი აი ეს არის... აი ეს არის კლასიკური მაგალითი სკოლის მაფიის. boli.gif

Posted by: tat 7 Feb 2011, 23:06
SRGT
მარტამდე გირჩევთ დაგუგლოთ ვალდორფის სკოლის შესახებ
აგრეთვე ვიკიპედიით მაინც მოიპოვოთ მინიმალური ინფო შტაინერის, ბლავაცკაიას და ზოგადად ანტროფოსოფიის შესახებ.
მთლად გადასარევი იქნებოდა ბავშვთა ფსიქოლოგთანაც კონსულტაცია სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე.....


წარმატებებიsmile.gif

Posted by: mta 8 Feb 2011, 09:55
tat
QUOTE
მარტამდე გირჩევთ დაგუგლოთ ვალდორფის სკოლის შესახებ
აგრეთვე ვიკიპედიით მაინც მოიპოვოთ მინიმალური ინფო შტაინერის, ბლავაცკაიას და ზოგადად ანტროფოსოფიის შესახებ.
მთლად გადასარევი იქნებოდა ბავშვთა ფსიქოლოგთანაც კონსულტაცია სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე.....

up.gif up.gif up.gif

Posted by: SRGT 8 Feb 2011, 11:56
QUOTE (tat @ 7 Feb 2011, 23:06 )
SRGT
მარტამდე გირჩევთ დაგუგლოთ ვალდორფის სკოლის შესახებ
აგრეთვე ვიკიპედიით მაინც მოიპოვოთ მინიმალური ინფო შტაინერის, ბლავაცკაიას და ზოგადად ანტროფოსოფიის შესახებ.
მთლად გადასარევი იქნებოდა ბავშვთა ფსიქოლოგთანაც კონსულტაცია სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე.....


წარმატებებიsmile.gif

მადლობა..გავეცანი ვიკიპედიაში და მაინც და მაინც ვერ ჩავწვდი არსს..(sad.gifგვიან გაზაფხულზე იქნება ღია კარის დღე და დამიკავშირდებიან ..ვიყავით და ჩავეწერეთ..საუკეთესო საჯარო სკოლად არის დასახელებული 2010-ში ეს სკოლა....მომწონს ხელოვნების მომენტი -იმედია სწავლაც მაღალ დონეზე იქნება....

Posted by: tat 8 Feb 2011, 21:54
SRGT
QUOTE
საჯარო სკოლად არის დასახელებული 2010-ში ეს სკოლა

ხო მაგან მეც დამშოკა..........ნუ პოლიტიკურ ასპექტში განვიხილავ -საამისო თემა არ არის ეს
QUOTE
მომწონს ხელოვნების მომენტი

თერაპიული დატვირთვა აქვს უფრო
QUOTE
იმედია სწავლაც მაღალ დონეზე იქნება....

გააჩნია რას ადარებთ...
ისე ვალდორფის სკოლებში ჩაუხედავ ადამიანს მე პირადად არასდროს ვურჩევ მაგ სისტემაში შესვლას(ჩვეულებრივი ბავშვის შემტხვევაში)

Posted by: pernata 8 Feb 2011, 22:10
tat
QUOTE
ვალდორფის სკოლებში ჩაუხედავ ადამიანს მე პირადად არასდროს ვურჩევ მაგ სისტემაში შესვლას(ჩვეულებრივი ბავშვის შემტხვევაში)

yes.gif yes.gif
ხო, კარგად უნდა გააცნობიეროს მშობლემა სად მიყავს ბავშვი. დემო ვერსია შესანიშნავი აქვთ, ადვილად ბოლდები.
ვიტყოდი, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ბავშვს ეს მენტალური საკმაოდ აქტიური თავდასხმა არ აწყენს შემდეგში...

Posted by: SRGT 9 Feb 2011, 12:17
QUOTE (tat @ 8 Feb 2011, 21:54 )
SRGT
QUOTE
საჯარო სკოლად არის დასახელებული 2010-ში ეს სკოლა

ხო მაგან მეც დამშოკა..........ნუ პოლიტიკურ ასპექტში განვიხილავ -საამისო თემა არ არის ეს
QUOTE
მომწონს ხელოვნების მომენტი

თერაპიული დატვირთვა აქვს უფრო
QUOTE
იმედია სწავლაც მაღალ დონეზე იქნება....

გააჩნია რას ადარებთ...
ისე ვალდორფის სკოლებში ჩაუხედავ ადამიანს მე პირადად არასდროს ვურჩევ მაგ სისტემაში შესვლას(ჩვეულებრივი ბავშვის შემტხვევაში)

რას ნიშნავს ჩვეულებრივი ბავშვის შემთხვევაში..იქნებ კონკრეტულად მითხრათ რა უარყოფითი მხარერეები აქვს -ძააან დამაბნია..

Posted by: tat 9 Feb 2011, 13:06
SRGT
2kiss.gif უცხო ადამიანს ამაზე მეტი აბა როგორ გიტხრა( ბავშვიც რა ტიპაჟია გააჩნია) მოდი ვალდორფის სკოლებზე ნეტში წაიკითხე( ისრაელშია ძლიერი ბაზა და მოსკოვში, სხვატაშორის გერმანიაში ნაკლებად სწყალობენ) და ღია კარის დღEზე მიდი , დაუსვი რაც შეძილება მეტი შეკიტხვა. მერე თუ გაგიჩნდა ჩემი რჩევის სურვილი ან ანზრის გაზიარების -მიმსახურეsmile.gif

Posted by: mta 9 Feb 2011, 14:35
tat
up.gif
QUOTE
ვალდორფის სკოლებზე
და შტაინერზე......................

Posted by: eka9eka9 14 Feb 2011, 19:13
ძალიან მაინტერესებს სკოლა ქორალზე თუ იცით რამე? თუ ვინმე დადიხართ ამ სკოლაში, როგორ დონეზეა სწავლა და საერთოდ, თუ რამე გსმენიათ,
ნუ დაიზარებთ რა პასუხს...

Posted by: tamuna13 18 Feb 2011, 22:50
მაინტერესებს სადაა თბილისში კარგი რუსული სკოლა, და უცხო ემად სად ისწავლება ინგლისური, თუ ვინმემ იცით გამომეხმაურეთ გთხოვთ

Posted by: Davilo 23 Feb 2011, 16:03
ძალიან მაინტერესებს ინფორმაცია 51 სკოლაზე, მაქ მინდა შეყვანა ბავშვსი , ძალიან მაცყობს ტერიტორიულად

Posted by: asiko 28 Feb 2011, 23:14
სულაკაურის სკოლაში არავის დაგყავთ ბავშვები? რა იცით ამ სკოლაზე?

საჯარო სკოლების ვებგვერდები ვათვალიერე და გამაჟრიალა, კომუნიზმის სუნი მომივიდა. smile.gif

Posted by: pernata 1 Mar 2011, 01:59
ტააკ. მერმისში გადავედით და მე-7 კლასში ბავშვს აუხსნა ქართულის მასწმა, რატომ არ ვარდება თვითმფრინავი - ღვთის ნებაა-ო..... ველი ფიზიკის მასწავლებლის ვერსიას... vis.gif

Posted by: asiko 1 Mar 2011, 12:15
pernata

LOL შარში ხარ! smile.gif

Posted by: new 1 Mar 2011, 12:44
pernata
QUOTE
მე-7 კლასში ბავშვს აუხსნა ქართულის მასწმა, რატომ არ ვარდება თვითმფრინავი - ღვთის ნებაა-ო..

lol.gif lol.gif lol.gif


sad.gif

Posted by: tako44 1 Mar 2011, 21:24
QUOTE (pernata @ 1 Mar 2011, 01:59 )
ტააკ. მერმისში გადავედით და მე-7 კლასში ბავშვს აუხსნა ქართულის მასწმა, რატომ არ ვარდება თვითმფრინავი - ღვთის ნებაა-ო..... ველი ფიზიკის მასწავლებლის ვერსიას... vis.gif

გააჩნია რა კონტექსტში ახსნა smile.gif))

Posted by: kucinkela27 1 Mar 2011, 22:11
შევასწავლი ნებიმიერ მსურველს გერმანულ ენასა და ლიტერატურას უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით.დამთავრებული მაქვს უცხოენების ინსტიტუტი ავსტრიაში. რვა გაკვეთილი 60 ლარი. ტელ_ 857731606 ან Mail_ bakhtadze26@yahoo.de

Posted by: masha 2 Mar 2011, 12:44
pernata
QUOTE
ეგზიუპერის კოლეჯიდან მოვახდინეთ 2ვე ბავშვის სასწრაფო ევაკუაცია . ყველა საზღვარს გაცდა მათი არაპროფესიონალიზმი.

ეგ ფალიაშვილზე რომ არის?
რატომ?
ჩემმა ბიძაშვილმა დაამთავრა და უპრობლემოდ მოხვდა სორბონაში.
ვფიქრობ ხომ არ შევიყვანო შვილი, მაგრამ მარტო ფრანგულის სასწავლად რა ვიცი, თან რა ღირს ახლა?

Posted by: rawerfas 3 Mar 2011, 12:06
masha
QUOTE
ვფიქრობ ხომ არ შევიყვანო შვილი, მაგრამ მარტო ფრანგულის სასწავლად რა ვიცი, თან რა ღირს ახლა?

2700 თუ 2800 წელს და სექტემბრიდან შეიძლება 3000 იყოსო და ისე მეც მაინტერესებს, ზოგი ძაან აქებს, ზოგი კი პირიქით. და დაწერეთ რამე თუ იცით რაა smile.gif
მე ჯერ-ჯერობით "ქორალზე" ვფიქრობ და აბა ვნახოთ.

Posted by: pernata 3 Mar 2011, 13:32
masha
ხო, ფალიაშვილზე. ეხლა რომ ვადარებ სხვა სკოლებს, არც ისე ცუდია, (საერთაშორისო მასშტაბს არ ვგულისხმობ, სამწუხაროდ) გააჩნია, თუ კლასი და დამრიგებელი გაამართლებს.
7 კლასიდან, (თუ ექსტრაორდინარულად სწავლას მოწადინებული არაა ბავშვი) მოგიწევთ ნელ-ნელა რეპეტიტორების აყვანა...

Posted by: fair 3 Mar 2011, 14:04
kent055
ბუფეტი და სამასწავლებლო მართლაც ერთ ოთახშია, ოთახებსაც აქირავებენ იჯარით, მაგრამ დამისახელეთ 1 საჯარო სკოლა, სადაც დაცულია სან.-ჰიგიენური ნორმები (მათ შორის, განათებისა და 1 მოსწავლეზე გათვლილი ფართობის ნორმები...). მე არ ვიცი პაატა ბერიკაშვილი ვისი პროტეჟეა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მას უყვარს ბავშვები და ცდილობს, დღეს ასე პოპულარული კონკურენციის სულისკვეთების გარდა, მათში თანაგრძნობის, მეგობრობისა და სხვა მსგავსი ღირებულებებისადმი პატივისცემის გრძნობა აღზარდოს.
თქვენ ალბათ სხვა სკოლების დირექტორებს არ იცნობთ, მაგ. 54-ე საჯ. სკოლა - აი, სად ტრიალებს კორუფციისა და კომუნიზმის სურნელი. დირექტორის კაბინეტში ჩვენი პრეზიდენტის სამი, სხვადასხვა ზომის სურათი ჰკიდია...

Posted by: lemon tree 5 Mar 2011, 16:59
ტუ ვინმეს გაინტერესებტ საუკეტესო სკოლაა ესააააა თბილისის კერძო სკოლა-ლიცეუმი ,,მწიგნობართუხუცესი''
http://muschool.edu.ge/news.php?cat
2010 წლის საუკეთესო კერძო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი.
* * *
ნახეთ http://www.facebook.com/?ref=logo Mtsignobartukhutsesi
* * *
ნახეთ http://www.facebook.com/?ref=logo Mtsignobartukhutsesi თუ საიტს ვერ გახსნით
* * *
am skolashi bavshvs yvela piroba aqvs sheqmnili . damijereT saukeTesoa . marto sacurao auzi aqvt iseTi!! emsaxureba transporti da a. sh.

Posted by: masha 5 Mar 2011, 23:22
pernata
QUOTE
7 კლასიდან, (თუ ექსტრაორდინარულად სწავლას მოწადინებული არაა ბავშვი) მოგიწევთ ნელ-ნელა რეპეტიტორების აყვანა...

ხომ ჩემი ბიძაშვილიც ემზადებოდა მათემატიკაში, უბრალოდ ძალიან ჰუმანიტარია.მაგრამ ფრანგული სრულყოფილად შეისწავლა.

Posted by: tako44 9 Mar 2011, 18:42
QUOTE (lemon tree @ 5 Mar 2011, 16:59 )
ტუ ვინმეს გაინტერესებტ საუკეტესო სკოლაა ესააააა თბილისის კერძო სკოლა-ლიცეუმი ,,მწიგნობართუხუცესი''
http://muschool.edu.ge/news.php?cat
2010 წლის საუკეთესო კერძო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი.
* * *
ნახეთ http://www.facebook.com/?ref=logo Mtsignobartukhutsesi
* * *
ნახეთ http://www.facebook.com/?ref=logo Mtsignobartukhutsesi თუ საიტს ვერ გახსნით
* * *
am skolashi bavshvs yvela piroba aqvs sheqmnili . damijereT saukeTesoa . marto sacurao auzi aqvt iseTi!! emsaxureba transporti da a. sh.

ეს ძალიან კარგი სკოლაა smile.gif) ინტერიერი ძალიან კარგი აქვს ფასთან შედარებით smile.gif) მაგდენ თანხას იხდი და ბავშვები რაღაცა მოცუცქნულ შენობაში არიან შეყრილები smile.gif)0
სწავლაც ვიცი რომ ნორმალურ დონეზეა smile.gif)

Posted by: sava062 10 Mar 2011, 00:35
tako44
QUOTE
ინტერიერი ძალიან კარგი აქვს ფასთან შედარებით


სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სკოლის ხარისხი მხოლოდ ინტერიერით არ ისაზღვრება wink.gif

ისე კარგი სკოლაა, მაგრამ ინტერიარის გამო არა smile.gif

Posted by: eka9eka9 10 Mar 2011, 21:38
მთლად ეგრეც არ არის საქმე... ძალიან ბევრი ძალიან ხანშიშესული მასწავლებლები ყავთ, რომელთაც არანაირი ენთუზიაზმი აღარ აქვთ სწავლების და თვიდან თვეს ელოდებიან რომ ხელფასი აიღონ... ანუ მაგ სკოლაში დამყავდა ბავშვი და მივცემდი შეფასებას, რომ შედარებით დისციპლინირებული საჯარო სკოლააა...

Posted by: pernata 10 Mar 2011, 21:57
eka9eka9
QUOTE
ძალიან ბევრი ძალიან ხანშიშესული მასწავლებლები ყავთ,

რომელ სკოლაზე ამბობ?

Posted by: mariandu 11 Mar 2011, 14:14
გამარჯობათ, ჩემი გოგონა თებერვალში გახდა 5 წლის , ვერაფრით ვერ გადავწყვიტე მივიყვანო თუ არა სექტემბერში სკოლაში, კიდევ ვინმე ხომ არ ხართ ჩემს მდგომარეობაში გამიზიარეთ მოსაზრებები

Posted by: tat 12 Mar 2011, 17:28
სად გამოცხადდა რომ 15 აპრილამდეა პირველკლასელის ჩაწერა სკოლებში?
ნაღდი ინფოა?

Posted by: eka9eka9 12 Mar 2011, 18:59
რომელ სკოლაზე და მწიგნობართუხუცესზე ვამბობ... დაწყებითებში თითმის 70-ს გადაცილებულები ჰყავთ...

Posted by: tat 12 Mar 2011, 20:02
eka9eka9
QUOTE
დაწყებითებში თითმის 70-ს გადაცილებულები ჰყავთ...

მეც მიტხრეს მშობლებმა....ძAლიან უკმაყოფილოები არიან მაგის გამო და არ მირჩიესsad.gif( მიუხედავად იდეალური ინფრასტრუქტურისა)
კიდევ ვიცი რომ ბუფეტთან დაკავშირებიტ ქონდათ შეგნებულ მშობლებს პროტესტი-კოკალოლა და ჩიფსები იყიდება-ვერ მიაღწიეს ამოღEბას-გვეყიდება და თუ არ უნდა ნუ იყიდის თქვენი შვილიოsad.gif

Posted by: pernata 12 Mar 2011, 20:54

QUOTE
მწიგნობართუხუცესზე ვამბობ... დაწყებითებში თითმის 70-ს გადაცილებულები ჰყავთ...


QUOTE
ჩიფსები იყიდება-ვერ მიაღწიეს ამოღEბას-გვეყიდება და თუ არ უნდა ნუ იყიდის თქვენი შვილიო


rolleyes.gif fingal.gif

Posted by: nodo77715 13 Mar 2011, 12:43
ესეიგი რაგაც მიზეზების გამო გამოვედი 10 კლასიდან და მინდა ეხლა რო რამე შევისწავლო... რას მირჩევთ რა ვისწავლო ეხლა მე ვიპიკრე კომპიუტერს შევისწავლიდი და ინგლისურს ოგონდ მაღალ დონეწე მინდა ორივე მაგალითად კომპიუტერის მარტო ვორდიდა ექსელი არ მინდა ყველაპერი რა საერთოდ და სად მივედე ხომ ვერ დამეხმარებით რო შევისწავლო ეს ყველაპერი რაც ჩამოვთვალე

Posted by: pernata 13 Mar 2011, 12:53
nodo77715
QUOTE
მარტო ვორდიდა ექსელი არ მინდა ყველაპერი რა საერთოდ და სად მივედე ხომ ვერ დამეხმარებით რო შევისწავლო ეს ყველაპერი რაც ჩამოვთვალე

ჯერ გადაწყვიტე, რა გინდა კომპში. სუუულ ყველაპროგრამას მაინც ვერ შეისწავლი. გააჩნია რა შეგიძლია - კომპ. დიზაინი, მონტაჟი, ანიმაცია, არქიყრქტურა, ქსელები... ... ... რაც უფრო გეხერხება და გაინტერესებს, ის განავითარე...

Posted by: nodo77715 13 Mar 2011, 12:58
რომელია ყველაზე კაი შენ მითხარი აბა და ისე მე ადვილად ვითვისებ ყველაპერს. ისე ყველაპერი მაინტერესებს და მსურს ვისწავლო ყველაფერი
* * *
nodo77715
ვერავინ დამეხმარება

Posted by: sava062 13 Mar 2011, 19:03
nodo77715

www.prof.ge

Posted by: nodo77715 13 Mar 2011, 19:22
sava062
ეს საიტი ვიცი მარა ვიპიქრე უგრო უკეთესებიც იქნებოდა შემოტავაზებაში იქნებ უკეთესად იცოდეს ვინმემ ან ვისაც ადრე უვლია ან მეგობისგან გაგიგიათ

Posted by: pernata 13 Mar 2011, 20:22
nodo77715
QUOTE
ომელია ყველაზე კაი შენ მითხარი აბა და ისე მე ადვილად ვითვისებ ყველაპერს. ისე ყველაპერი მაინტერესებს და მსურს ვისწავლო ყველაფერი
* * *

მე აბა როგორ გითხრა ესე ერთი "კაი" პროფესია? ვის რა მოსწონს და ეხერხება. რაღაც ზოგადი გინდა ჯერ, რომ გაარკვიო რა უფრო გაინტერესებს და გამოგდის. და მაინცდამაინც კომპზე ნუ ფოკუსირდები. პროფესია მოიფიქრე, რა გინდა. მერე გაირკვევა, კომპი რა სახით დაგჭირდება და რა პროგრამები. ინგლისური - თავისთვად გამოგადგება.
წარმატებები სერიოზულ გადაწყვეტილებაში .. smile.gif

Posted by: ფრანკო 13 Mar 2011, 20:54
QUOTE (taya @ 18 Feb 2006, 22:16 )
ჩემი შვილი მიდის სკლაში სექტემბრიდან.
არ ვიცი რომელ სკოლაში წავიყვანო.
თუკი ვინმეს რაიმე გაიგიათ, ან პირადად იცით რომელიმე სკოლის შესახებ და/ან შეგიძლიათ მირჩიოთ რომელიმე სკოლა, (ცოტა დეტალებში, ანუ რა ხდება, როგორ, რა არის კარგი და ა.შ.) გთოვთ დაწეროთ აქ.

ჩემი პრიორიტეტებია:
1. ინგლისური ისწავლებოდეს თავიდანვე ან მაქსიმუმ მეორე კლასიდან.
2. ტექნიკური საგნები ისწავლებოდეს კარგად (ალბად მაღალი კლასებიდან..)
3. ზოგადად სწავლა იყოს მაღალ დონეზე.
4. კლასში არ იყოს ბევრი ბავშვი (ანუ ალბად ფასიანი სკოლა უნდა იყოს...)
5.რა ვიცი აბად კიდევ დისციპლინა ჰქონდეთ მაღალ დონეზე....
ალბად ესეთი იდეალური სკოლა არ არსებობს, მარა მასთან
6. დიდი პლიუსი ექნება, თუკი ექნება სკოლას ფორმა..

მიახლოებულები იქნებ იყოს სადმე რამე....

ჩემ სკოლას გირჩევ, დაბალ კლასებში ძალიან კმაყოფილია ხალხი.

ენ-კა. ვერის ბაღშია შიგნით ჭადრაკის სასახლესთან. ინგლისურს 1 ლი კლასიდან ასწავლიან, ამის გარდა რუსულს და + კიდევ ერთ ენას გერმანულსა და იტალიურს შორის ირჩევ. + ლიცეუმია და 4 ან 5 საათამდე ტოვებენ. http://www.schoolnk.ge

Posted by: liz 15 Mar 2011, 13:15
www.ngg.ge ნახეთ , გაკვეთილების ცხრილიც დევს . გირჩევთ

Posted by: Davilo 15 Mar 2011, 16:26
5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა სავალდებულო იქნებაო ამბობენ. მე მყავს ბიჭი და 5 წლის როგორ გაჩერდება გაკვეთილზე, ბიჭებს უჭირთ ძალიან ფიზიკურად და მობილიზება. 6 წლის მინდოდა შემეყვანა...

Posted by: liz 16 Mar 2011, 09:26
Davilo
5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა სავალდებულო არაა, მშობლის სურვილის მიხედვით.

Posted by: Davilo 16 Mar 2011, 09:44
ჯერ ჯერობით კი მაგრამ ამბობენ სავალდებულო იქნებაოო sad.gif

Posted by: liz 16 Mar 2011, 09:48
12 წელი უნდა ისწავლოს ბავშვმა, დაწყებითი კლასების სტანდარტი და პროგრამა ისე შედგება რომ 5 წლის ბავშვისთვის მიღწევადი იყოს smile.gif. წელს I-VI კლასებში სრულიად ახალი პროგრამა და სახელმძღვანელოები იქნება. ვნახოთ .

Posted by: Davilo 16 Mar 2011, 09:52
ვინმემ შეიყვანეთ 5 წლის ბიჭი და როგორი კმაყოფილი ხართ? მე არ მირჩიეს...

Posted by: SRGT 16 Mar 2011, 12:54
ესე იგი 1 ექსპერიმენტალურ სკოლაში ამბავი ყოფილა-იმ უბანში მცხოვრები ბავშვები ვერ მოხვდნენ ..სამაგიეროდ ვაზისუბანი,ვარკეთილი ,გლდანი და ა.შ გავსებულია სკოლა ან თუ ვინმემ ჩააწყო....რა ხდება რა სკოლაა ესეთიიი??

Posted by: masha 16 Mar 2011, 12:59
SRGT
QUOTE
ესე იგი 1 ექსპერიმენტალურ სკოლაში ამბავი ყოფილა-იმ უბანში მცხოვრები ბავშვები ვერ მოხვდნენ ..სამაგიეროდ ვაზისუბანი,ვარკეთილი ,გლდანი და ა.შ გავსებულია სკოლა ან თუ ვინმემ ჩააწყო....რა ხდება რა სკოლაა ესეთიიი??

ხომ, მართლა რაღაც ამბავია:

http://forum.ge/?f=29&showtopic=34232466

Posted by: Davilo 17 Mar 2011, 15:14
ხო ვნახოთ, წელს თვითონაც ნახავდნენ 5 წლიანებმა რამდენად გაამართლეს სკოლაში და იმის მიხედვით გახდიან სავალდებულოს...

Posted by: Sonya 18 Mar 2011, 14:00
tat
QUOTE
აგრეთვე ვიკიპედიით მაინც მოიპოვოთ მინიმალური ინფო შტაინერის

ეს მართალია, ოღონდ არა ბლავატსკაია (თეოსოფია) - ცოტა არ იყოს, და ანტაგონისტურად იყო შტაინერი მის მიმართ განწყობილი. ეს კი სულ სხვა ოპერიდანაა...


მეც მინდოდა იქ ბავშვის მიყვანა, მაგრამ საკმაოდ შორია. თან. პერნატასი არ იყოს, მეც ვერ გავრისკე... მყავს უცხოელი მეგობრები, ვინც თავის დროზე ვალდორფის სკოლაში დადიოდა. არის ორი უკიდურესობა - ზოგი აღფრთოვანებულია სკოლით, ზოგი - პირიქით, დათრგუნული. აქ ბავშვის ფსიქოტიპზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული IMHO. მაგალითად, ჩემი ერთი გერმანელი მეგობარი დიდი სითბოთი მოიხსენიებს სკოლას, მაშინ, როდესაც მისი ძმა საშინლად გრძნობდა თავს ამავე დაწსებულებაში და შეიძლება ითქვას, რომ სძულდა. ამიტომ იმ ჩემმა მეგობარმა ვერანაირი რჩევა ვერ მომცა, როდესაც ვკითხე, მიღირს თუ არა ბავშვის ვალდორფის სკოლაში მიყვანა (თბილისში). ამიტომ ჯერ-ჯერობით ჩვეულებრივ, საჯარო სკოლაში შემყავს სახლთან ახლოს,. მერე - ვნახოთ.

პ.ს. ჰო, ვალდროფის სკოლას არ აქვს არანაირი რელიგიური დატვირთვა/სწავლება. ამიტომ გეთანხმები, რომ, თუ გინდა იქ მიიყვანო შვილი, ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე შტაინერის შეხედულებაზე ზოგადად პედაგოგიკაზე, თუ არ გაქვს შესაძლებლობა მისი სხვა ნაშრომების წაკითხვის. როგორც პედაგოგი შტაინერი მართლაც გენიოსი იყო (IMHO).

პატარა რომ ვყოფილიყავი, დიდი სიამოვნებით ვივლიდი ვალდორფის სკოლაში... მარა სად იყო მაშინ sad.gif
* * *
pernata
QUOTE
ტააკ. მერმისში გადავედით და მე-7 კლასში ბავშვს აუხსნა ქართულის მასწმა, რატომ არ ვარდება თვითმფრინავი - ღვთის ნებაა-ო..... ველი ფიზიკის მასწავლებლის ვერსიას..

აჰა... გადახვედით ე.ი. უკვე? givi.gif
ესეც ღვთის ნებაა, პერნატა, ესეთი ტიპაჟები რომ გხვდება ყველა სკოლაში pop.gif

გებრძვიან (ეშმაკები) gigi.gif

შუჩუ... ზნაჩიტ, აქაც ბნელეთია? მდას... ისე, მგონი, თითო-თითო მრაკობესი ეკზემპლიარი ყველა სკოლაშია - ნე ბეზ ეტოგო.
* * *
Davilo
QUOTE
ვინმემ შეიყვანეთ 5 წლის ბიჭი და როგორი კმაყოფილი ხართ? მე არ მირჩიეს...

მე არ გირჩევდი შეყავანას, ჩემიც 5-ის არის, სექტემბრის დასაწყისში ხდება 6-ის და შემყავს - ამაზეც ვნერვიულობ, მაინც ძალიან პატარა და ჩამოუყალიბებელია ჯერ, და 5 წლის ბიჭი რა უნდა იყოს? არც ჩვენი პედაგოგები არიან ადექვატურად მომზადებულები ასეთი პატარების სასწვალებლად... მოკლედ, მე არ შევიყვანდი და დავიცდიდი - ამ ასაკში წელიწადს კი არა, თვეებს აქვს მნიშვნელობა (განვითარების და სკოლისთვის მზაობის ამბავში)

Posted by: pernata 18 Mar 2011, 15:14
Sonya
QUOTE
ჰო, ვალდროფის სკოლას არ აქვს არანაირი რელიგიური დატვირთვა/სწავლება.

ხო, ნუ კონკრეტულად არცერთ რელიგიასნ არ ქადაგებე მაგრამ -სამა ზნაეშ. ვერ ვიტყიდი რომ არანაერი დატვირტვა.
რაც შეეხება მატერიალურ დისკომფორტს:
ჩემი მეგობრის შვილია, და ისიც მაგიჟებს - მშობლების მორიგეობაა საკლასო ოთახის დალაგებაზე. და დაახლ. 10 დღეში ერთხელ მტვერსასრუტით აღჭურვილი მთელ დღეს იქ ატარებს ცოლ-ქმარი
შაბათს სწავლობენ, სხვებისგან განსხვავებით და არდადეგებიც სრულიად ავტონომიურ დროს ააქვთ, რის გამოც ბავშვები ვერ გაგვყავს ერთად მაგ. გუდაურში.
რეორგანიზაცია ქონდათ ეხლა და მთელი შაბათ-კვირა, დილიდან საღამომდე მშობლებს სკოლაში უნდა გაეტარებინათ...

მესმის, მშობელი ჩარღთული უნდა იყოს სკოლის საქმიანობაში, მაგრამ ჩემი აზრით ესეთი დოზებით უკვე ძალადობაა...
QUOTE
ისე, მგონი, თითო-თითო მრაკობესი ეკზემპლიარი ყველა სკოლაშია - ნე ბეზ ეტოგო.

ხო, იასნია. უბრალოდ ჩემები ამჩნევენ და მოაქვთ ამბავი... მაინც მომიწევს მისვლა და რაზბორკა - იაპონიის მიწისძვრის ამბავი რომ იაპონელების არამართლმადიდებლობას დააბრალა პედაგოგმა, ამას კი ვეღარ შევარჩენ...

Posted by: Davilo 18 Mar 2011, 15:56
QUOTE
მე არ გირჩევდი შეყავანას, ჩემიც 5-ის არის, სექტემბრის დასაწყისში ხდება 6-ის და შემყავს - ამაზეც ვნერვიულობ, მაინც ძალიან პატარა და ჩამოუყალიბებელია ჯერ, და 5 წლის ბიჭი რა უნდა იყოს? არც ჩვენი პედაგოგები არიან ადექვატურად მომზადებულები ასეთი პატარების სასწვალებლად... მოკლედ, მე არ შევიყვანდი და დავიცდიდი - ამ ასაკში წელიწადს კი არა, თვეებს აქვს მნიშვნელობა (განვითარების და სკოლისთვის მზაობის ამბავში)


მეც მასე ვფიქრობ, იმედია სავალდებულოს არ გახდიან. ამ წელს დააკვირდებოდნენ და შესაბამისად გადაწყვეტენ ალბათ, ახლა 5 და 6 წლიანები ერთად არიან და ცუდია, მერე თუ 5 წლიანები ერთად იქნებიან შეიძლება დაფიქრება.

Posted by: Sonya 18 Mar 2011, 16:15
pernata
QUOTE
ჩემი მეგობრის შვილია, და ისიც მაგიჟებს - მშობლების მორიგეობაა საკლასო ოთახის დალაგებაზე. და დაახლ. 10 დღეში ერთხელ მტვერსასრუტით აღჭურვილი მთელ დღეს იქ ატარებს ცოლ-ქმარი

უი, ეს მეც გავიგე და დავიგრუზე gigi.gif სახლში ვერ აუდივარ დალაგებას და მტვერსასრუტით მძინავს, რასაც ჰქვია (ტასოს ბეწვის გადამკიდე თანაც) აქ კიდევ სკოლაც ალაგე... რაღაც რუსულ ფორუმზე წავიკითხე აღშფოთებული და პირიქით (ენთუზიასტი) მშობელბის ბატალია ამ თემაზე... ჰოოოო... ეს დამაფიქრებელია.
QUOTE
მესმის, მშობელი ჩარღთული უნდა იყოს სკოლის საქმიანობაში, მაგრამ ჩემი აზრით ესეთი დოზებით უკვე ძალადობაა...

ნამდვილად... ასეა თუ ისეა - გადავიფიქრეთ. არაა გურჯისტანი ჯერ მორალურად მზად მსგავსი ექსპერიმენტებისთვის IMHO.
QUOTE
მაინც მომიწევს მისვლა და რაზბორკა - იაპონიის მიწისძვრის ამბავი რომ იაპონელების არამართლმადიდებლობას დააბრალა პედაგოგმა, ამას კი ვეღარ შევარჩენ...

ესეც თქვა? უთეგენათალე ჭეშმარიტებაში...

ჰო, რაღაც აურია ნიტო კომპმა, ნიტო ოპერამ - ოპერით რომ შემოვდივარ ფორუმზე, ყოველ დაკლიკებაზე ხელახალ ავტორიზაციას მთხოვს ფორუმზე და დავიტანჯე... ამ განყში ხომ საერთოდ - ვერაფერი ვერ დავპოსტე, შევიყვან პაროლს, შემომიყვანს თითქოს ფორუმზე და ამ განყს რომ დავაკლიკებ - ისევ მთხოვს ავტორიზაციას... ეხლა მიზილათი ვარ შEმოსული, რომლის ხმარება არ მიყვარს - რომ ვწერ, დახტის რატომღაც სტრიქონები და რაღაც სტრანნი რაღაცებს აკეთებს rolleyes.gif ბოდიში ოფისთვის, მარა რაში უნდ იყოს საქმე? ეს მეორედ ხდება უკვე...
Davilo
QUOTE
იმედია სავალდებულოს არ გახდიან.

იმედია smile.gif ვერ ვიტან "ობიაზალოვკას"...

Posted by: SRGT 18 Mar 2011, 16:32
მე მინდა ბავშვის მიყვანა ვალდორფის სკოლაში ....გული მისკდება 1 კლასში კომპიტერს რომ შეტენიაან ბავშვს სკოლაში ის დამერწმუნეთ წიგნს არ გაეკარება...მანდ ტელევიზორს და კომპიუტერს არ აკარებენ..აი ყველაზე ძაან რა მომწონს მაგ სკოლის.......

Posted by: Sonya 18 Mar 2011, 16:36
SRGT
QUOTE
მე მინდა ბავშვის მიყვანა ვალდორფის სკოლაში ....გული მისკდება 1 კლასში კომპიტერს რომ შეტენიაან ბავშვს სკოლაში ის დამერწმუნეთ წიგნს არ გაეკარება...მანდ ტელევიზორს და კომპიუტერს არ აკარებენ..აი ყველაზე ძაან რა მომწონს მაგ სკოლის.......

პრინციპში, მეც მომწონს ეს. მაგრამ ცხოვრებას ვერ გაექცევი... მთელი ბავშვობა ვკითხულობდი ( ჩვენს დროს სად იყო კომპი), ახლა კიდევ კომპს ვერ მოწყვიტავ ჩემს ბავშვს,,, და მულტფილმებს. არანაირად არ აინეტერსებს წიგნები - ცოტა არ იყოს, დავიძაბე უკვე. თუმცა, ბევრი მშობელი ამას ჩივის. არ ვიცი, რა ვქნა.

Posted by: masha 18 Mar 2011, 17:32
SRGT
Sonya

ჩემი დაკვირვებით, კომპის ალტერნაიტივა წიგნი ვერა- მაგრამ მშობელთან ურთიერთობაა- ჩემები მორბიან თავიანთი
წიგნებით და ძალიან უხარიათ რომ ამ დროს ერთად ვატარებთ.
ასე ნელ-ნელა წიგნის ინტერესიც უჩნდებათ.

Posted by: SRGT 18 Mar 2011, 17:52
ეს სერიოზული პრობლემაა ჩემთვისაც...მიუხედავად იმისა რომ ღრმა პატარაობიდან ბავშვს ძილის წინ ვუკითხავ წიგნებს .და ვანახლებ მის ბიბლიოთეკას ყოველ ხელფასზე.::smile.gif.ვერ ვიტყვი რომ არ უყვარს წიგნები და არ აინტერესებს, მაგრამ ისეთი თავგაკლული დამოკიდებულება არ აქვს როგორიც კომპიუტერის და ტელევიზორის მიმართ აქვს ....smile.gifამიტომ მინდა ისეთ გარემოში აღმოჩნდეს როგორიც ეგ სკოლაა ..NO ტვ NO კოპიუტერი..........(ყველაფერი ნორმის ფარგლებშია კარგიიი...)

Posted by: tat 18 Mar 2011, 23:51
Sonya
QUOTE
ვალდროფის სკოლას არ აქვს არანაირი რელიგიური დატვირთვა/სწავლება

ანტროფოსოფია მოძღვრებაა. ამ მოძღვრების დატვირთვა კი სკოლას აქვს. ( თუნდაც მტვერსასრუტიანი მშობელი და არა ინდივიდუალური პასუხები, მხოლოდ კოლექტიური თამაშები, ევრითმია). ყველაზე ეფექტური და უმტკივნეულო მოძღვრებაა მასაში ინდივიდის დიფუზიის და ამ მასის მართვის...
არალიდერული ნატურის ბავშვებისტვის სამოტხეა( სხვაგან რომ ვალოდია ჯინჭარაძეები იქნებოდნენ რადიატორტან)
მოკლედ მოძღვრების ცოდნის გარეშე, საკუთარი შვილის რეალური( ობიექტური) "ხედვის" გარეშე არავის ვურჩევ.
QUOTE
NO ტვ NO კოპიუტერი..........(

ჩემი მყავს 5 წლამდე გაზრდილი არც ტვ-სთან აქვს შეხება( დისკებზე აქვს ასაკის შესაფერისი მულტფილმები ჩაწერილი) არც კომპთან აქვს შეხება. არანაირი აკრძალვა არ დამჭირვებია( არც ვაკადრებ)-თავიდანვე სწორი პოზიციის დაჭერაა უბრალოდ საჭირო.

Posted by: Sonya 19 Mar 2011, 10:15
masha
QUOTE
ჩემი დაკვირვებით, კომპის ალტერნაიტივა წიგნი ვერა- მაგრამ მშობელთან ურთიერთობაა- ჩემები მორბიან თავიანთი
წიგნებით და ძალიან უხარიათ რომ ამ დროს ერთად ვატარებთ.
ასე ნელ-ნელა წიგნის ინტერესიც უჩნდებათ.

tat
QUOTE
ჩემი მყავს 5 წლამდე გაზრდილი არც ტვ-სთან აქვს შეხება( დისკებზე აქვს ასაკის შესაფერისი მულტფილმები ჩაწერილი) არც კომპთან აქვს შეხება. არანაირი აკრძალვა არ დამჭირვებია( არც ვაკადრებ)-თავიდანვე სწორი პოზიციის დაჭერაა უბრალოდ საჭირო.

ყველანაირად ვეცადეთ - არაფერი გამოდის. ჩვენ ზოგადად ბევრს ვკითხულობთ ოჯახში, საბავშვო ლიტერატურაც ბევრი გვაქვს - ვერ/არ ინტერსდება. ადრე უფრო აინტერსებდა - დედაჩემი უკითხავდა რუსულად, ჩუკოვსკი მოსწონდა განსაკუთრებით. იმ კოშმარულ მულტფილმებს არც მე ვაყურებინებდი - ჩაწერილიც მქონდა (ასაკის შესაფერისი), და + დისკებზე ძალიან კარგი, ძველი საბჭოთა მულტფილმები (ვინი-პუჰი, კარლსონი etc.) დიდი სიამოვნებით უყურებდა, და მერე... თითქოს ტუმბლერი გადართეს - კომპში მიაგნო თამაშებს და წავიდააააა.... თან ბოლო დროს დაიწყო იმ უგემვნო, აგრესიით გაძეძგილი მულტფილმების ყურება კარტუნ ნეტვორკზე. ერთი პერიოდი გათიშვა მინდოდა ამ არხის. მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი. არ ვიცი, რას დავაბრალო. უყურადღებოდ არ გვყავს მიტოვებული - პირიქით, სულ ვცდილობთ რომ დავაინეტერსოთ კითხვით/ხატვით და ასე შემდეგ,. ამაოდ...

QUOTE
ანტროფოსოფია მოძღვრებაა. ამ მოძღვრების დატვირთვა კი სკოლას აქვს.

ეს გასაგებია. მე ვიგულისხმე, რომ არ აქვს რელიგიური დატვირთვა ფართო გაგებით - მაგ. მართლმადიდებლობის პროპაგანდა და ასე შემდეგ. შტაინერისეული ხედვა კი ჩემთვის მისაღებია ზოგადად. ბავშვი, ვშიშობ, ლიდერი ნამდვილად არ არის და შესაძლოა, ამ სკოლაში კომფორტულადაც ეგრძნო თავი. არ ვიცი.

Posted by: pernata 19 Mar 2011, 10:29
Sonya
QUOTE
ყველანაირად ვეცადეთ - არაფერი გამოდის.

კიდევ სცადეთ biggrin.gif
იმდენად მაცდურია ბავშვის კომპზე "მისაღება" - საათები ხმა არ ისმის - მშობელი იზარებს ალტერნატივის შეთავაზებას. დღეში 1/2 საათზე მეტი უბრალოდ საზიანოა ფსიქიკისთვის 5 წლის ბავშვისთვის კომპი. (ისიც ყოველდღე არა) მერე, რათქმქუნდა ბევრი რამის ინტერესი გაუქრება...
უკაცრავად ოფისთვის... უბრალოდ ზუსტად იგივე გვემართებოდა, დროზე მივხვდი და შემოვაბრუნე პროცესი. აღადგინეს კითხვაც, ხატვაც და კრეატივის გამოყენება დაჭირდათ თავისუფალი დროის გასაყვანად.

Posted by: masha 19 Mar 2011, 12:35
Sonya
QUOTE
დედაჩემი უკითხავდა რუსულად, ჩუკოვსკი მოსწონდა განსაკუთრებით.

რა საინტერესოა, ვინმეს თუ ახსოვდა ჩუკოვსკი არ მეგონა:
უბეჟალო ოდეიალო, ულეტელა პროსტინია ი პოდუშკა კაკ ლიაგუშკა უსკაკალა ოტ მენია.
ამავე დროს მთლად კომპსაც ნუ დააბრალებ, მთლად უკომპობის პერიოდშიც ერთ ჩემს შვილს უბრალოდ არ შეეძლო 5 წთ-ზე მეტი რამის
მოსმენა. ეგეთი ტიპია, რა.
ხოლო ვისაც აინტერესებს. თავისივე ინიცატივით, მოდი წავიკითხოთო.

Posted by: tat 19 Mar 2011, 13:59
Sonya
QUOTE
ბავშვი, ვშიშობ, ლიდერი ნამდვილად არ არის და შესაძლოა, ამ სკოლაში კომფორტულადაც ეგრძნო თავი. არ ვიცი.

იცი ფსიქოლიგთან უნდა მიიყვანო კონსულტაციაზე-არიან ბავშვები როგორც დაახასითე შენი, ეგეტები-მაგრამ მრავალი სუბიექტურ/ობიექტური მიზეზების გამო ჯობია ლიდერული თვისებები განუვიტარდეს-უფრო კომფორტულად რომ იგრძნოს სოციალში ტავი. არიან რომ არ აქვთ თვისებები და არცაა სჭირო რომ განუვიტარო -ესე უფრო ჰარმონიულად არიან. არიან გამოკვეთილი ლიდერული მონაცემების -რომლებსაც მაგალითად ვალდორფის საშუალებიტ უკეტესია"რქები" წაამტვრიოsmile.gif...და ასე შემდეგ--ყველაზე საჭირო ბავშვთა ფსიქოლოგთან ვიზიტი 5 წლის ასაკშია.

პ.ს. რაც შეეხება არასასურველ არხებს-უბრალოდ გავტიშე აიეტი და მორჩა პრობლემა. ნუ ეგ 3 წლის ასაკში ვქენი-ასე რომ რაც არ იცის იმას ვერც მოითხოვს. კომპში კი თამაშები არ უნახავს-შესაბამისად არც მაგათი არსებობა იცისsmile.gif
QUOTE
იმდენად მაცდურია ბავშვის კომპზე "მისაღება" - საათები ხმა არ ისმის - მშობელი იზარებს ალტერნატივის შეთავაზებას

ეს სამწუხაროდ ქართული სენია( შაბათკვირას ოჯახური ვიზიტები მაკდონალდში-ს არ იყოს)

Posted by: Sonya 19 Mar 2011, 19:27
pernata
QUOTE
იმდენად მაცდურია ბავშვის კომპზე "მისაღება" -

კი, ასეა. მე ეს მესმის, მაგრამ როდესაც ვთხოვ, გაეთიშოს ამ პროცესს - იწყება დავი-დარაბა. არაფერი არ აინტერესებს ამ მომენტში... მადლობა ღმერთს, ასაკის შესაფერის, "კეთილ" თამაშებს თამაშობს, და ზოგიც საკამოდ ავითარებს გარკვეულ თვისებებს (ჩემი დაკვირვებით), რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპთან საათობით უნდა იჯდეს.

კსტაწი, ა მოჟეტ გენეწიკა? wink.gif ნუ, ხო აზრზე ხარ...
masha
QUOTE
რა საინტერესოა, ვინმეს თუ ახსოვდა ჩუკოვსკი არ მეგონა:

გვახსოვს კიდეც, და ძალიან გვიყვარს. მეც, ბავშვობაში უამრავი მისი ლექსი ვიცოდი ზეპირად smile.gif (სანდრომაც იცის - განსაკუთრებით, "მუხა-ცოკოტუხა" უყვარს)
QUOTE
ეგეთი ტიპია, რა.

ხანდახან ამასაც ვაბრალებ - ინდივიდუალობას...
tat
QUOTE
იცი ფსიქოლიგთან უნდა მიიყვანო კონსულტაციაზე

სამწუხაროდ, არ მჯერა ჩვენი ფსიქოლოგების sad.gif
QUOTE
რაც შეეხება არასასურველ არხებს-უბრალოდ გავტიშე აიეტი და მორჩა პრობლემა.

მე ვერ გავთიშავ - ეს მისთვის ნამდვიალი ტრაგედია იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ...
QUOTE
( შაბათკვირას ოჯახური ვიზიტები მაკდონალდში-ს არ იყოს)

ოოო... ამისგან დაზღვეულები ვართ - ვერ იტანს მაკ-დონალდს. და მე ძალიან მიხარია.

ვიცი, რომ ვაოფებთ, ხალხო, მარა ნამდვილად აქტუალური თემააა...

Posted by: tat 19 Mar 2011, 21:03
Sonya
QUOTE
მე ვერ გავთიშავ - ეს მისთვის ნამდვიალი ტრაგედია იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ...

კი დიდია უკვეsad.gif-მე მოვასწარი.....smile.gif

მაინც გეტყვი როგორ გავაქრე ჩვენი უკონტროლო ტვ:
გადავწერე უამრავი დისკი, 20-მდე ახალი დისკი დავუგროვეთ სადღაც 10 დღე სანამ ამეებს აიტვისებდა ტვ არ ფუნქციონირებდა, ამასობაში აიეტი გავთიშე და დავაყენე თეფში, არის რუსული არხი ბიბიგონი( როგორც ვხვდები შენმაც რუსული იცის)-მკაცრად შერჩეული ამ ასაკისთვის პროგრამით + შემეცნებითი გადაცემებიტ ( კულინარიიდან დაწყებული, გეოგრაფია, წერა, ფიზიკა , მატემატიკა, აპლიკაცია, ბატიკა, თექა-უამრავი რამე ისწავლა)ერთი მთავარი პირობაა რასაც ვიცავთ-როცა ტვ ჩართულია ან ბიბიგონზეა ან დისკს უყურებს. არამგონია გაგიჭირდეთ ამის გაკეთება
QUOTE
ვიცი, რომ ვაოფებთ, ხალხო, მარა ნამდვილად აქტუალური თემააა...

smile.gif) პრინციპში არ ვაოფებთ-აქტუალური კი არა საგანგაშო ტემააsmile.gif-ჩემი მეგობრის ბავშვს მასწავლებელი ვითომ გაკვეთილის გალაითების მიზნიტ ველურ კატაზე თუ რაღაც ეგეთზე ეჭორავებოდა....ან ნანუკას შოუზე....sad.gif(((
QUOTE
სამწუხაროდ, არ მჯერა ჩვენი ფსიქოლოგების
QUOTE

გასაკითხია -შარლატანი არ იყოს...ძველებიდან ბევრია კარგი-ფსიქოლოგიის სკოლა უძლიერესი იყო ჩვენთან -მე გამიმართლა- სანათესაოში მყავს და ორივე ბავშვზე ვიყენებ(დი)-მარტლა საჭირო პროფესიაა-მითუმეტეს სკოლებში არსებული ქაოსის ფონზეsad.gif

Posted by: pernata 19 Mar 2011, 21:31
Sonya
QUOTE
სამწუხაროდ, არ მჯერა ჩვენი ფსიქოლოგების

მივაგენი 1 კარგს, იქვეა, ირაკლისთან. ბევრს დაეხმარა კარგად.

ფეისბუქიდან ვაკოპირებ ერთ-ერთი იუზერის პოსტს:
...ჩემმა შვილმა სკოლაში გამოთვლის შედეგად მიიღო რიცხვი 12 666. მასწავლებელმა ურჩია ეს ექვსიანები ცალცალკე, ჯვრებით გადაეხაზა...

Posted by: masha 20 Mar 2011, 12:11
pernata
QUOTE
.ჩემმა შვილმა სკოლაში გამოთვლის შედეგად მიიღო რიცხვი 12 666.

არადა უბრალოდ უნდა ეთქვა, რომ რვეული გადაეტრიალებინა.

Posted by: Sonya 20 Mar 2011, 12:20
tat
QUOTE
მაინც გეტყვი როგორ გავაქრე ჩვენი უკონტროლო ტვ:
გადავწერე უამრავი დისკი, 20-მდე ახალი დისკი დავუგროვეთ სადღაც 10 დღე სანამ ამეებს აიტვისებდა ტვ არ ფუნქციონირებდა, ამასობაში აიეტი გავთიშე და დავაყენე თეფში, არის რუსული არხი ბიბიგონი( როგორც ვხვდები შენმაც რუსული იცის)-მკაცრად შერჩეული ამ ასაკისთვის პროგრამით + შემეცნებითი გადაცემებიტ ( კულინარიიდან დაწყებული, გეოგრაფია, წერა, ფიზიკა , მატემატიკა, აპლიკაცია, ბატიკა, თექა-უამრავი რამე ისწავლა)ერთი მთავარი პირობაა რასაც ვიცავთ-როცა ტვ ჩართულია ან ბიბიგონზეა ან დისკს უყურებს. არამგონია გაგიჭირდეთ ამის გაკეთება

შენი რამხელაა? smile.gif სანდრო 5-ის...

კი, ბილინგვია, და თავის დროზე უყურებდა ნორმალურ რუსულ არხს ("ძეცკი მირ", პარდონ, რუსული კლავიატურა მაქვს გათიშული), სადაც ნორმალური მულტფილმებია. უფროსი მეგობარი ყავს, მეზობელი - მე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი იმ ბავშვზე, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ 2 წლით დიდია და იმან "შეიყვანა" ამ ბენთენების და სპაიდერმენების სამყაროში, რასაც ჰქვია - ანუ, სანდრო რომ მასთან მიდიოდა, ერთად უყურებდნენ და ისიც გადაერთო კარგი მულტფილმებიდან აი ამ ნაგავზე... დისკებიც ბლომად გვაქვს - ფანტასტიური კოლექცია გოსფილმოფონდიდან (რუსული კინო-არქივია, უდიდესი მსოფლიოში, უნიკალური მასალებით), ყველა ის მულტიკი, რაც ბავშვობაში გვინახავს და გვიყვარდა, ერთადაა თავმოყრილი ამ კოლექციაში. მილიონჯერ ექნება უკვე ნანახი სუყველა. ახლა კი - "ბენთენი" help.gif და მისი ჯანი... ისე, როგორც ვატყობ, "ვიზუალშიკია" უფრო, მაგრამ ამაზე ნაადრევია ლაპარაკი - კითხვა არ იცის ჯერ, და მერე ვნახოთ, ვითონაც ამბობს, კითხვა არ ვიცი, და მერე წავიკითხავ წიგნებსო - აშკარად უნდა კითხვის ცოდნა, მაგრამ არც ილუზიების მორევში დავცურავ....
QUOTE
ერთი მთავარი პირობაა რასაც ვიცავთ-როცა ტვ ჩართულია ან ბიბიგონზეა ან დისკს უყურებს. არამგონია გაგიჭირდეთ ამის გაკეთება

sad.gif ვნახოთ... არ ვარ დარწმუნებული...
QUOTE
ველურ კატაზე თუ რაღაც ეგეთზე ეჭორავებოდა....ან ნანუკას შოუზე.

gigi.gif მეზიზღება სერიალები, და არც ვუყურებ საერთოდ ტვ-ს, მაქსიმუმ - ახალი ამბები. ამ ჩვენს "შოუებზე" ხომ ზედმეტია ლაპარაკი... თან "ნანუკას შოუ" vis.gif ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი ანონსს, და საკამარისი იყო.
QUOTE
გასაკითხია -შარლატანი არ იყოს...ძველებიდან ბევრია კარგი-ფსიქოლოგიის სკოლა უძლიერესი იყო ჩვენთან -მე გამიმართლა- სანათესაოში მყავს და ორივე ბავშვზე ვიყენებ(დი)-მარტლა საჭირო პროფესიაა-მითუმეტეს სკოლებში არსებული ქაოსის ფონზე

ძველები - შეიძლება, ახლა კი მკვდარია ეს დარგი IMHO. საკუთარი გამოცდილებიდან ვიძახი ამას.
* * *
pernata
QUOTE
მივაგენი 1 კარგს, იქვეა, ირაკლისთან. ბევრს დაეხმარა კარგად.

კი, ვიცი ეგ ირაკლის ფსიქოლოგი - ჩვენც გვირჩია თავის დროზე, მაგარმ აღარ მივედით. რატომღაც მახსოვს, რომ ვიღაც უკმაყოფილო დარჩა.
QUOTE
...ჩემმა შვილმა სკოლაში გამოთვლის შედეგად მიიღო რიცხვი 12 666. მასწავლებელმა ურჩია ეს ექვსიანები ცალცალკე, ჯვრებით გადაეხაზა...

lol.gif არადა
cry.gif

რა ქნა - გადახაზა? ისე, საერთოდ ამოეღოთ ეს რიცხვი ხმარებიდან, ხომ არ აჯობებდა? gigi.gif
* * *
ხალხოოოოო. ჭორის დონეზე გავიგე ადრე, ახლა კიდევ - თითქოს მტკიცდება ეს ამბავი (როგორც ჭორების უმრავლესობა)

თითქოს ბავშვების დახარსიხება დაიწყება "სუსტებად" და "ძლიერებად" (ინტელექტი იგულისხმება, ალბათ). ანუ, რაღცა გარკვეული ტესტირების შემდეგ გადაანაწილებენ "სლაბაკების" და "ძლიერების" ჯგუფებში. მე არ დავიჯერე, მაგრამ დღეს ნაცნობმა, რომლისგანაც ეს გავიგე, მოყვა, რომ მისი შვილიშვილის სკოლაში კრება იყო და მასწავლებელმა ამის შესახებ გამოუცხადა მშობლებს, რომლებმაც ატეხეს ერთი ამბავი. მასწავლებელემა - მე რას მერჩით, ეს ჩემი იდეა არ არისო sad.gif

იმ ქალის შვილიშვილი (7 წლის) პანიკაში ჩავარდა - ბებო, მართლა "დებილების" კლასში ვივლიო? vis.gif ნუ, ასე გაიგო ამ ბავშვმა... რამე ხომ არ გაგიგიათ მორიგი, მარაზმატიკული და საშიში (ჩემი აზრით) ექსპერიმენტის შესახებ?

მე ვიცი, რომ დაუნის სინდრომით ბავშვი თუ ჩვეულებრივ სკოლაში ატარე, ის კარგად ვითარდება. და პირიქით - თუ მხოლოდ თავისიანებთან ატარებს დროს, საკმაოდ ფერხდება მისი განვითარება. აქ რა თქმა უნდა, არაა საუბარი დაუნის სინდრომზე, მაგრამ ზოგი ბავშვი "ჭედავს" და უფრო ნელა ვითარდება, ზოგიც - უფრო სწრაფად. ეს მხოლოდ მისი ინდივიდუალობაა, და მეტი არაფერი (არ ვგულისხმობ კლინიკურ შემთხვევებს). რაზე ფიქრობენ ამ ნოვაციის ავტორები, საინეტერესოა?


Posted by: tat 20 Mar 2011, 20:18
Sonya
QUOTE
შენი რამხელაა?  სანდრო 5-

ჩემიც.
QUOTE
ხალხოოოოო. ჭორის დონეზე გავიგე ადრე, ახლა კიდევ - თითქოს მტკიცდება ეს ამბავი (როგორც ჭორების უმრავლესობა)

კარგა ხანია ეგ მესმის. სხვათაშორის ჩემს ბავშბობაშიც( მზიურ საბჭოტა რესპუბლიკაში) იყო მსგავსი ხმები. მაშინ დიფერენციაცია საგნების მიხედვიტ შემოვიდა მარტო...და ოროსტების იძულებიტ პროფრექნიკურში გადაყვანა-რასაც ორივე ხელით მივესალმები...ცხადია ფორმა და არსი თუ დახვეწილი იქნება( შემდგომი ეტაპებიც ანუ)

Posted by: Sonya 21 Mar 2011, 11:45
tat
QUOTE
კარგა ხანია ეგ მესმის. სხვათაშორის ჩემს ბავშბობაშიც( მზიურ საბჭოტა რესპუბლიკაში) იყო მსგავსი ხმები. მაშინ დიფერენციაცია საგნების მიხედვიტ შემოვიდა მარტო...და ოროსტების იძულებიტ პროფრექნიკურში გადაყვანა-რასაც ორივე ხელით მივესალმები...ცხადია ფორმა და არსი თუ დახვეწილი იქნება( შემდგომი ეტაპებიც ანუ)

ჩემს დროს მხოლოდ პროფტექნიკუმების აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობდა, მაგრამ არავინ გადაუყვანიათ, მე როგორც მახსოვს, ანუ, სურვილისამებრ ხდებოდა ეგ ამბავი (სკოლაში შევედი 1975-ში. ეუფ, რავა დავბერებულვარ gigi.gif) შეიძლება, ვცდები - მერვე კლასიადან გადავედი ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში და პრინციპში, ამ დროს ხდებოდა პროფტექნიკუმებშიც გადამისამართება, და რა ქნეს ჩემმ კლასელებმა შემდგომში - აღარ ვიცი...

არ ვიცი, რა პრინციპით იხალმძღვანელებენ ახლა, მაგრამ იმის შემეშინდა, რომ პირველკლასელები მოხვდებიან ერთგვარი სეგრეგაციის პირობებში, მაშინ, როდესაც ჯერ გარკვეულიც არაა, ვინ არის პოტენციური ოროსანი, და ვინ - ფრიადოსანი. ანუ, ბავშვი შეიძლება "ჭედავდეს" და ოდნავ ჩამორჩებოდეს სხვებს, მაგრამ შემდგომში მოიკრიბოს ძალები და სხვა თვისებებიც გამოამჟღავნოს... მოკლედ, ძალიან დამაფიქრა ამ ამბავმა. თან ის ბავშვი, რომელზეც ზემოთ დავწერე, მხოლოდ 7 წლისაა. ანუ, აქ არაა ჯერ საუბარი პროფტექნიკუმზე და მგავსზე. საეროდ თუ არსებობს ასეთი დაწესებულებები. რაღაც გაიხნსა, მგონი.... არ ვიცი, მოკლედ, ცოტა დავიბენი(სავით).

Posted by: masha 21 Mar 2011, 12:00
იყო სსრკ-შიც ე.წ "ძლიერი" კლასები.
სპეც. სკოლებზე აღარ მაქვს საუბარი.

Posted by: Sonya 21 Mar 2011, 13:47
masha
QUOTE
იყო სსრკ-შიც ე.წ "ძლიერი" კლასები.
სპეც. სკოლებზე აღარ მაქვს საუბარი.

ხო, ალბათ. უბრალოდ, აღარ მახსოვს.
ის კი ვიცი, რომ "გამოსულ" ბავშვებს ერთ კლასში უყრიდნენ თავს, დანარჩენ პარალელურ კლასებში კი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, უბრალო ოჯახების შვილები და სხვები სწავლობდნენ. ასეთი დახარისხება ნამდვილად არსებობდა. (51-ში, ყოველ შემთხვევაში)

ინეტელქტის დონის მიხედვით, ვეჭვობ, ეს არ ხდებოდა. უფრო პროზაული მეზეზებით. მდიდარი-ღარიბი (ვუტრირებ) და ასე შემდეგ. ეს რაც ზედაპირზე ჩანდა.

P.S. ახლა გამახსენდა - მასწავლებლები აშინებდნენ ცუდ მოსწავლეებს, რომ პროფტექნიკუმში გადაიყვანდნენ.
* * *
pernata
QUOTE
მივაგენი 1 კარგს, იქვეა, ირაკლისთან. ბევრს დაეხმარა კარგად.

დამავიწყდა, მეკითხა - იქვე ირაკლისთან, ანუ, მის ოფისშია? თუ ის გოგოა, სადღაც სხვა მისამართზე რომ ზის (დიდუბე თუ წერეთელი, არ მახსოვს)?

Posted by: masha 21 Mar 2011, 14:22
Sonya
QUOTE
P.S. ახლა გამახსენდა - მასწავლებლები აშინებდნენ ცუდ მოსწავლეებს, რომ პროფტექნიკუმში გადაიყვანდნენ.

ძალიან მინდოდა ამ დროს პროფში გადასვლა (სარესტავრაციო საბურთალოზე)
და დედაჩემმა ამბავი ატეხა, რა გინდა პროფში- დებილი ხომ არა ხარო?
ვნანობ დღემდე.

Posted by: Sonya 21 Mar 2011, 14:43
masha
QUOTE
ძალიან მინდოდა ამ დროს პროფში გადასვლა (სარესტავრაციო საბურთალოზე)
და დედაჩემმა ამბავი ატეხა, რა გინდა პროფში- დებილი ხომ არა ხარო?
ვნანობ დღემდე.

სხვათა შორის, ჩემი ერთი კლასელი, საკმაოდ ცნობილი ინეტილეგენტების ოჯახიდან (ტერმინ "სვეტსკის" ვერ ვიტან, მაგრამ მაშინ ეს იყო ხმარებაში) გადავიდა თოიძეში, რომელიც მაშინ პროფტექნიკუმად ითვლებოდა, განსხვავაებით ნიკოლაძესგან. მერე კი ჩააბარა აკადემიაში უპრობლემოდ - პროფტექნიკუმის ხალხს რაღაც "ფორა" ჰქონდათ უმაღლესში ჩაბარებისას. თქვენც შეძლებდით, ალბათ, აკადემიაში რესტავრაციაზე ჩაბარებას პროფის მერე smile.gif

ზოგადად მენტალიტეტის ბრალია - პროფში მხოლოდ ლუმპენ-პროლეტარიატი მოიაზრებოდა. და "კარგი ოჯახის შვილებისთვის" კრამოლად ითვლებოდა gigi.gif

Posted by: masha 21 Mar 2011, 14:53
Sonya
თოიძე კი იყო პროფი, მაგრამ მაინც ხელოვნებასთან ასიცირდებოდა.
მე კი იმდენად მომბეზრდა სკოლა, რომ პროფი მეტად მიზიდავდა.
მაშინდელი "არაკლასობრივი" საზოგადოება კი მართლა ძალიან დანაწევრებული იყო რეალურად.
+ ქართული მენტალიტეტი.
რუსეთში ბევრი აბარებინებდა შვილს ჯერ პროფში, მერე კი უმაღლესში- რამე ხელობა მაინც ჰქონდესო.

Posted by: Sonya 21 Mar 2011, 15:59
masha
QUOTE
რუსეთში ბევრი აბარებინებდა შვილს ჯერ პროფში, მერე კი უმაღლესში- რამე ხელობა მაინც ჰქონდესო.

მე პირადად პატივს ვცემ იმ ადამიანს, რომელმაც გარდა ძირითადი პროფესიისა, რამე ხელობაც იცის. თუ არ ვცდები, გერმანელებშია ეს გავრცელებული. ფინანსური კატაკლიზმის დროს, ან თუნდაც სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ეს ადამიანები გარეთ არ რჩებიან და ოჯახის რჩენაც შეუძლიათ. ბაბუა სწავლობა გრემანულ სკოლაში, გასული საუკუნის 20-იან წლებში - ყველა მასწავლებელი გერმანელი იყო (მერე გადაასახლეს ყაზახეთში ეს ხალხი, ბევრიც დახვრიტეს sad.gif)

ჰოდა, გარდა იმისა, რომ ყველა საგანი გერმანულად ისწავლებოდა, მათ ხელობასაც ასწავლიდნენ. მაგალითად, ისტორიის ან გეოგარფიის მასწავლებელი ტოვებდა ბიჭებს გაკვეთილების შემდეგ და ასწავლიდა დაზგაზე მუშაობას etc. ახლა ზუსტად არ მახსოვს. ფაქტია, რომ ბაბუა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი იყო, უამრავ ხელობას ფლობდა. დაწყებული ელექტრობა-სანტექნიკიდან, და დამთავრებული დაზგაზე მუშაობით - ძალიან საინეტერესო ნაკეთობებს აკეთებდა. ყველაფრის ნიჭი ჰქონდა. სამამულო ომის დროს, რომ გაუჭირდათ, ამ საქმით არჩენდა ოჯახს. ბებიას არ უწევდა არცერთი ხელოსნის გამოძახება - ყველაფერს ბაბუა აგვარებდა. უნიკუმი იყო gigi.gif
ჩვენი მენტალიტეტი კიდევ არ გეიშვა drug.gif

პ.ს. ვალდორფის სკოლებში ასწავლიან ბავშვებს ხელობას, როგორც ვიცი.

Posted by: pernata 21 Mar 2011, 17:06
Sonya
QUOTE
იქვე ირაკლისთან, ანუ, მის ოფისშია?

ხო, იქვე იყო. ნატა ქვია. და ჩემს გარაშემო ყველა კმაყოფილია. ესე ირაკლის უკმაყოფილოც ბევრია...
QUOTE
ვალდორფის სკოლებში ასწავლიან ბავშვებს ხელობას, როგორც ვიცი.

კი, ასწავლიან.

Posted by: masha 21 Mar 2011, 17:30
Sonya
QUOTE
მე პირადად პატივს ვცემ იმ ადამიანს, რომელმაც გარდა ძირითადი პროფესიისა, რამე ხელობაც იცის. თუ არ ვცდები, გერმანელებშია ეს გავრცელებული. ფინანსური კატაკლიზმის დროს, ან თუნდაც სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ეს ადამიანები გარეთ არ რჩებიან და ოჯახის რჩენაც შეუძლიათ.

კარგია კი. როგორც ჩემი შვილი ამბობდა "ან მილიონერი მინდა გამოვიდე, ან მუშა".
ვთვლი რომ არ არის ტრაგედია, თუ ადამიანი ე.წ "უსწავლელი" იქნება და რამე ხელობით ირჩენს თავს.
რაღაცა ჩვენთანაც აპირებენ ხომ პროფესიული განათლების წინ წაწევას?

Posted by: Sonya 21 Mar 2011, 18:10
pernata
QUOTE
ხო, იქვე იყო. ნატა ქვია. და ჩემს გარაშემო ყველა კმაყოფილია. ესე ირაკლის უკმაყოფილოც ბევრია...

ხო, ეგ ნატა ადრე სხვაგან იღებდა პაციენტებს. ეტყობა, დისლოკაცია შეიცვალა.

შენ ძველ ნომერს (ჯეოსელს) აღარ ხმარობ? მესიჯი გამოგიგზავნე... ნი ოტვეტა, ნი პრივეტა...

masha
QUOTE
როგორც ჩემი შვილი ამბობდა "ან მილიონერი მინდა გამოვიდე, ან მუშა".

givi.gif
QUOTE
რაღაცა ჩვენთანაც აპირებენ ხომ პროფესიული განათლების წინ წაწევას?

მეც გამიგია ამის შესახებ. ჩემი მეზობლის ბიჭი დადის, მგონი, მსგავს სასწავლებელში - კაფელის და მეტლახის დადების თუ დაგების (?) ხელობას სწავლობს. მაგრამ, მგონი, ეს მხოლოდ რამოდენიმეთვიანი კურსებია, და არა პროფტექნიკუმი.

Posted by: pernata 21 Mar 2011, 18:12
Sonya
QUOTE
შენ ძველ ნომერს (ჯეოსელს) აღარ ხმარობ?

ისე რა. ვნახე ეხლა და ჯერ არ ვიცი, по настроению smile.gif ნუ შეწუხდები.. :*

Posted by: Sonya 22 Mar 2011, 10:05
pernata
QUOTE
ისე რა. ვნახე ეხლა და ჯერ არ ვიცი, по настроениюნუ შეწუხდები.. :*

აბა, შენ იცი :*

Posted by: nodo77715 29 Mar 2011, 17:42
ესეიგი ვაპირებ მივიდე ინგლისურის სასწავლად ლერმონტოვის 12 არის რაგაც Callan methodით და ვინ რა იცის ამაზე აბა მითხარით კაია თუარა

Posted by: summeritems 3 Apr 2011, 20:13
თბილისის საერთაშორისო განათლების სკოლა '' TIES ''

სკოლის პრიორიტეტები:
* პანსიონის ტიპის სასწავლებელი;
* დაცული და უსაფრთხო გარემო;
* თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება;
* ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები;
* კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგიური კოლექტივი;
* სკოლას აქვს ქმედებუნარიანი სტრუქტურა სკოლის მართვის, დოკუმენტაცია გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, შეფასების სისტემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი;
* სკოლას აქვს პრობლემური მოსწავლეების დახმარების მექანიზმი (ფსიქოლოგი, ლოგოპედი);
* კომპიუტერული სწავლებისათვის მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი კაბინეტი;
* პირველი კლასიდან ისწავლება 2 უცხო ენა: ინგლისური და რუსული;
* სკოლა გამოსცემს ჟურნალს მოსწავლეთა თვითრეალიზაციისთვის
* სკოლაში ფუნქციონირებს კვების ბლოკი ერთჯერადი კვებით;
* სკოლას აქვს ჩოგბურთის კორტი, სპორტის, ცეკვის და მუსიკის დარბაზი;

დღის რეჟიმი:
9.00 – გამოცხადება;
9.30 – სასწავლო პროცესის დასაწყისი;
13.30 – რელაქსაცია, კლასიკური მუსიკის მოსმენა;
13.45 – სადილი;
14.00 – მოსამზადებელი მეცადინეობა;
16.00 – წრეობრივი მეცადინეობა: ჭადრაკი, ჩოგბურთი, თანამედროვე ცეკვა ჯაზ–ბალეტი, ქართული ცეკვა, ხატვა, მუსიკა;
http://codna.ge/view_full.php?cat=2&id=287

Posted by: sava062 4 Apr 2011, 00:03
summeritems

ეს ის არის საავადმყოფოს თუ სამშობიაროს ტერიტორიაზე რომაა ავლაბარში?

QUOTE
პანსიონის ტიპის სასწავლებელი;


ანუ მოსწავლეები ღამეც რჩებიან? საცხოვრებელი კომპლექსიც აქვს?

Posted by: Etrange 3 May 2011, 16:30
მოსწავლეების წაყვანა სად შეიძლება. გასვლითი ექსკურსიების მოწყობა ან თAმაშების ორგანიზება

რაიმე გამოცდილებას ხომ არ გამიზიარებთ?

Posted by: datom55 8 Jun 2011, 18:13
თქვენი ბლოგი წავიკითხე ახლა. არის ასეთი კერძო სკოლა ,,ივერიონი" რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს თქვენს პირობებს. ჩემი შვილი მეორე კლასიდან გადავიყვანე მაგ სკოლაში. 4 ვარსკვლავიანი სოლაა და სწავლის დონე ევრო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მოკლედ რომ ვთქვათ ეს სკოლა მათთვის არის შექმნილი ვისაც ნამდვილად უნდა თავის შვილის განათლებაზე ზრუნვა. საიტის მისამართს გეტყვით და თვითონ გაეცანით უკეთ. www.skola-iverioni.ge
* * *
თქვენი ბლოგი წავიკითხე ახლა. არის ასეთი კერძო სკოლა ,,ივერიონი" რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს თქვენს პირობებს. ჩემი შვილი მეორე კლასიდან გადავიყვანე მაგ სკოლაში. 4 ვარსკვლავიანი სოლაა და სწავლის დონე ევრო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მოკლედ რომ ვთქვათ ეს სკოლა მათთვის არის შექმნილი ვისაც ნამდვილად უნდა თავის შვილის განათლებაზე ზრუნვა. საიტის მისამართს გეტყვით და თვითონ გაეცანით უკეთ. www.skola-iverioni.ge

Posted by: HACKGM 8 Jun 2011, 22:23
მესამე საფეხურის სკოლა “ლოგოსი” - უნივერსალური ქართული განათლებით მსოფლიოსაკენ! www.logos.edu.ge

გთავაზობთ უნივერსალურ საგანმანათლებლო პროგრამას:

მოსწავლეთა საფუძვლიან მომზადებას საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
მოსწავლეთა საფუძვლიან მომზადებას ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად;
მოსწავლეთათვის მრავალმხრივი ზოგადი განათლების გადაცემას.

სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს:
ყველა საგნის აკადემიურ სწავლებას;

SAT_ს - სტანდარტული მისაღები გამოცდები ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად;
TOEFL_ს და IELTS - ს - აკადემიური ინგლისური ენის ტესტები.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს University counseling- ს - ნოვატორულ სერვისს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

University counseling-ი გეხმარებათ:
საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევაში;
დაფინანსების მოპოვებაში;

სასურველ უნივერსიტეტთან კონტაქტის დამყარებაში;

შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნაში.

სკოლაში ასწავლიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პედაგოგები.

ჩვენი პედაგოგების დახმარებით წარმატებული მოსწავლეები ჩაირიცხნენ ამერიკისა და ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებში.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

Posted by: datom55 9 Jun 2011, 13:03
კი მარა თქვენ ხომ მეათედან ზემოთ კლასის ბავშვებს იღებთ?

Posted by: HACKGM 9 Jun 2011, 16:16
datom55
დიახ, 10, 11,12 დამატებით : Logos.Edu.ge

Posted by: credo 9 Jun 2011, 16:42
QUOTE (Etrange @ 3 May 2011, 16:30 )
მოსწავლეების წაყვანა სად შეიძლება. გასვლითი ექსკურსიების მოწყობა ან თAმაშების ორგანიზება

რაიმე გამოცდილებას ხომ არ გამიზიარებთ?

ყველაზე ახლო და კარგი არის ლეღვთახევში ანუ ბოტანიკურ ბაღში ოღონდ ზემოდან... თავისუფლებიდან მთაწმინდის პარკში მიმავალ ავტობუსს უნდა გაყვე და ივანიშვილის თუ ვიღაცის სერიოზული სასახლეა და მერეა ბოტანიკის ინსტიტუტი თუ რაღაც ნარგავების დეპარტამენტი თუ რაღაც.... მანდ ჩამოხვალტ და არის როგორც ჩანჩქერები, ხეები ასევე მინდორიც და ნებისმიერ გასართობ თამაშს ითამაშებს კაცი : ) ) ) ) თან კაი ჰაერია : )

Posted by: Frusciаnte 14 Jun 2011, 04:56
ყველაზე კაი სკოლა რომელია სწავლის ხარისხით? იმენა ხარისხი მიანტერესებს ფასი არა

Posted by: toronjadzis wripa 9 Jul 2011, 21:36
გლდანში, ახმეტელის მეტროსთან მდებარე კერძო სკოლა "ახალი ლიდერი" აცხადებს მიღებას.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 599 27 45 61

Posted by: agnes 4 Aug 2011, 19:56
ხომ არ იცით ზუსტად როდის იწყება სწავლა სექტემბრის მესამე ორშაბათს თუ 15 სექტემბერს?

Posted by: 55xatia55 14 Aug 2011, 22:08
კერძო სკოლა ივერიონი ნახეთ ვებგვერდი და დარწმუნდებით. მართლაც კარგი სკოლაა ნახეთ აბა?

Posted by: new 14 Aug 2011, 22:09
agnes
QUOTE
15 სექტემბერს

yes.gif

Posted by: kent055 12 Mar 2012, 10:05
გააჩნია კონკრეტულად რას ითხოვ სკოლისაგან თუ მაგ; გინდა, რომ ბავშვმა მასწავლებლებისა და ძირითადათ დირექციის დახმარებით გაიაროს ძველბიჭობის ,,ეგეც უხარისხო'' კურსები მაგისათვის არის ყაზბეგის გამზირზე 52-ე ე.წ. ბალავარი დირექტორი ნამორფინისტალ ნალოთავები საწყალს ეხლა მწვავე ,,ც'' ჰეპატიტი აქვს და არის ფულის კეთებაზე, თვითონ ამბონს ნაციონალების ზურგი მაქვს და ყველანი .......თო ცნობისათვის დირექტორები, რომ გამოცდებს აბარებენ არა აქვს ჩაბარებული. 3-წლის სინ გაზეთში იყო ისეთი წერილი განათლებიდან იყვნენ შემოწმებაზე და ფულებს დავშვედს თხოვდა ,,ნაგლად'' ეს რაღაც ფონდისთვის და გვარამია იყო მაშინ მინისტრი პირდაპირ იძახდა იქა მაქვს მისატანი აბა ძველი კომუნისტური დრო კი არ არისო. მარტო ბუფეტიდა ფული შესდის, კაი რესტორანს არა აქვს ეგეთი ფასები. და თუ სწავლისათვის გინდათ სკოლა ბევრია [მე, საჯაროებზე ვლაპარაკობ]' 51, 162, 55, 53, 1- საჯარო ....... ბევრიიი. კარგად უნდა იფიქროდ.

Posted by: bochita 12 Mar 2012, 15:57
kent055
ერთი რომელი ძველი ბიჭი მასწავლებელი იცი 52 ში? ჩემი შვილი სწავლობდა მანდ და ეგეთი არ შეგვხვედრია. დირექტორს რახან ც ჰეპატიტი აქვს ამიტომ აუცილებლად ძველი ნარკომანია და ნალოთავები?

Posted by: kent055 12 Mar 2012, 16:40
მასწავლებელია ძველი ბიჭი მეთქი სად წაიკითხე, მანახე. მიმართულებაა ეგეთი ჯერ ერთი მარტო დირექტორი არა დირექტორი და 4-5 ვაი პედაგოგებისაგან შემდგარი ,,ბრიგადა''. ჩემმა გოგომ დაამთავრა შარშან და ეგეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია იქვე ვაჟაზე სახლიდან 10 წუთში იყო ყაზბეგის გამზირზე, თავიდან, რომ შევიყვანე ქალბატონი ლ. ბ. იყო დირექტორი და სწავლა მართლა კარგი იყო და რაც შეეხება დისწიპლინას მაშინ პატარა იყო და ისე თვალში საცემად არ სჩანდა არაფერი, მაგრამ მერე ცოტა ხანი ვიღაც კაცი მოვიდა და მერე ეგ კახელია იმის მერე და სკოლაც გადაკეთდდა რაღაცად, მაგრამ რად ჯერ სახელი ვერ მოვიფიქრე უკვე 1-წელია თითქმის მალე გახდება რაც დავამთავრეთ და როცა სახელს მოვიფიქრებ აუცილებლად მოგწერთ თუ გნებავთ, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ სკოლა არ ჰქვია.

Posted by: KOSTAKO 19 Mar 2012, 15:16
"21-ე საუკუნე" (ტატულიას სკოლა) როგორია? მირჩიეთ...

Posted by: posse 20 Mar 2012, 15:05
აბა მარტო დავალება თუ გეწერა და ქულა მიიღე კარგად ყოფილა შენი საქმე რაღას წუწუნებ.

Posted by: nutsiko999 20 Mar 2012, 21:37
გამარჯობათ ! მოგესალმებით ყველას პირველ რიგში ,სულ ვკითხულობ ხოლმე ორუმი რაღაცეებს და დარეგისტრირება ვერა და ვერ მოვახერხე
ახლა თემასთან ახლოსsmile.gif
მაინტერესებს და ვინმეს ხო არ გსმენიათ შემთხვევით არსებობს თუ არა ჩვენთან რამე სპეც სკოლა,ოღონდ არა უპატრონო და რეციდივისტი ბავშვების smile.gif უბრალოდ რთულად აღსაზრდელ ბავშვთათვის,თუნდაც პანსიონი,სადაც არის სიმკაცრე და მკაცრი დისციპლინა,ვიღაცამ თქვა ჭორად თითქოს იტალიელებს აქვთ რაღაც გავსი გახსნილიო მაგრამ ინტერნეტსივრცეში ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე გთხოვთ თუ ვინმეს გაგიგიათ ასეთი რამე შემომეხმიანეთ
და კიდევ ერთი მაინტერესებს არის თუ არა ჩვენთან თბილისში ტანვარჯიშის ან ბატუტზე ხტომის სკოლა ოგონდ სპეციალიზირებული სკოლა რასაც ქვია ჩვეულბრივი სწავლებაც რომ არის და გაძლიერებული ტანვარჯიში.
დიდი მადობა წინასწარ!

Posted by: keti6878 27 Mar 2012, 04:19
თუ იცით თბილისში რომელი საჯარო სკოლა არის დისციპლინირებული?

Posted by: Zahir 4 Apr 2012, 01:26
ვფიქრობ 51 ან 1 ? ჯერ ვერ გადავწყვიტე sad.gif სწავლის დონე მაინტერესებს

Posted by: kent055 5 Apr 2012, 15:41
1-საჯარო თუ 1-ექსპერიმენტული? ერთი რუსთაველზეა და მეორე საბურთალოზე საირმის ქუჩაზე.

Posted by: bimi 10 Apr 2012, 16:09
მთავარია მონდომება, თორემ მივარდნილ სოფლებში ბავშვები უმაღლეს ქულებს იგებენ, თუმცა რა თქმა უნდა კარგ სკოლასა და პირობებს რა ჯობია, ამ მხრივ მაინც მოწესრიგებული კერძო სკოლებია .

Posted by: ****SUN**** 8 Jun 2012, 22:42
მოკლედ რჩევა მჭირდება კომპეტენტური ადამიანებისგან.... რამოდენიმე სკოლა მაქვს არჩეული, მაგრამ არ ვიცი ვერ ჩამოვყალიბდი რომელი სჯობია. ან ისიც აღარ ვიცი ღირს თუ არა ამხელა თანხის გადახდა???//// მინდა კარგი სკოლა... კარგი განათლება რომ მიიღოს ბავშვმა და სწორად ჩამოყალიბდეს. ჩემი არ ჩევანი ასეთია:

1. ქორალი 3000 ლარი
2. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეროვნული სკოლა 2200 ლარი ????
3. GLC - 3000 ლარი
4. UG საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა - 3000 ლარი

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ამ სკოლებზე, მაშინ მირჩიეთ რაა რომელი სჯობია... მეე პირადად ჯერჯერობით ქორალს ვანიჭებ უპირატესობას. ყველაზე მეტად მაინტერესებს იმის აზრი ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა მაგ სკოლებთან, ისე ინტერნეტში ინფორმაცია მოძიებული მაქვს და ასე თუ ისე აზრზე ვარ.

Posted by: ხუციშვილი 10 Jun 2012, 22:05
159-ე სკოლაზე რას ფიქრობთ?

იცით რა მაინტერესებს ზოგ სკოლაში მეცხრე კლასელებს ორი გამოცდა აქვთ, ზოგს საერთოდ არ აქვთ, ზოგს ერთი, ზოგს სამი, მე კიდე ხუთი მაქ sad.gif

შეიძლება თუ არა გამოცდების მოხსნა? ჩემმა მეგობრებმა ასე მოახსნევინეს და მარტო ქართული, მათემატიკა და ინგლისური დარჩათ, მე კიდე ბიოლოგიაც ჩასაბარებელი მაქ და გეოგრაფიაც sad.gif

Posted by: credo35 10 Jun 2012, 22:40
1xucishvili1
მე თავის დროზე 8 ჩავაბარე. 4 წლის წინ. და ახლა არვიცი. და მაშინ მახსოვს,რომ ყველა სკოლაში ეგრე იყო.

Posted by: ხუციშვილი 10 Jun 2012, 22:51
credo35
ამ წელს თან მარტო ერთი ჩაგვეჭრა საატესტატოებზე და დირექტორი განრისხებულია, აღარავინ არ უნდა ჩაიჭრას ამ სკოლიდანო და 10 ბავშვი უკვე გაუშვა ჩემი კლასიდან sad.gif და გამოცცდებსაც ეგ იბარებს sad.gif

Posted by: credo35 10 Jun 2012, 22:55
1xucishvili1
ჩემთან მათემატიკას და ფიზიკას აქცევდნენ ყურადღებას და სხვა საგნებში რა მივიღე არც უთქვამთ მგონი. მაქ როგორ იქნება არვიცი

Posted by: ხუციშვილი 10 Jun 2012, 23:02
credo35
მათემატიკაზე ვემზადები ფიზიკის მასწავლებელთან და ამ წელს ორივეში გავერკვიე biggrin.gif

Posted by: BABACA 12 Jun 2012, 18:25
122-ე სკოლაზე მჭირდება რჩევა. მეოთხე კლასში გადამყავს ბავშვი, ვინმეს ხომ არ დაგყავთ? რომელი მასწავლებელია კარგი? როგორი დისციპლინაა? მოკლედ ყველანაირი ინფო მაინტერესებს ამ სკოლაზე. არ დაიზაროთ პასუხი ძალიან გთხოვთ.

Posted by: Niomiro 14 Jun 2012, 18:48
53-ე სკოლაზე რას იტყვით, ვინმეს თუ გაქვთ შეხება.
ვაპირებ ჩემი ძმა გადავიყვანომანდ "ჯეჯილიდან", იმიტორო აზრი აღარააქვს არცერთ კერძO სკოლაში სიარულს და ფულის ყრას (კონკრეტულ შემთხვევაში 2000$), მაინც ცჭირდება ცალკე მომზადება, ხოდა ავდგები და ამ ფულად ცალკე მოვამზადებ და რომელიმე საჯარო სკოლაში შევიყვან,
ან ვაკის ტერიტორიაზე რომელი საჯარო სკოლაა ნორმალური? ნუ შედარებით მაინც smile.gif

Posted by: slim4you 14 Jun 2012, 19:08
Niomiro
QUOTE
53-ე


no.gif

51 სჯობს მანდ smile.gif

Posted by: Niomiro 14 Jun 2012, 19:38
slim4you
ხოო? და რითი ისე?
ან რა სხვაობაა საერთოდაც? აღარაა მანდ ძაან განუკითხაობა?

Posted by: slim4you 14 Jun 2012, 19:52
Niomiro
QUOTE
რითი ისე?


სწავლის ხარისხით.

QUOTE
აღარაა მანდ ძაან განუკითხაობა?


ნუ ძაან არც ყოფილა, 3 წლის წინ ვსწავლობდი მანდ.

ახლა რამდენადაც ვიცი უკეთესი სიტუაციაა ვიდრე მაშინ.

მაინც და მაინც დიდ რეკომენდაციას ვერ გავუწევ მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით 53-ს სჯობს (იქ არ მისწავლია მაგრამ ახლობლებისგან ვიცი რაც არის )

Posted by: Niomiro 14 Jun 2012, 19:56
slim4you
ოკ. გაიხარე wink.gif

Posted by: medea13 14 Jun 2012, 23:06
martali xar, mec ramdenime kerdzo skola gamovicvale da davrcmundi momzadeba mainc sachiroa, 51eze mec kai msmenia

Posted by: tevdore 16 Jun 2012, 00:18
რაც შეეხება ე. წ. ალასანიას სკოლას....იქნებ ვინმემ მითხრათ მაგ სკოლაზე რაიმე სახის ინფორმაცია.....
ერთი ის ვიცი, რომ ნიშნებს მკაცრად წერენ....მეტი არაფერი.
არადა ბავშვის გადაყვანა მინდა თან ვერ გადავწყვიტე....

Posted by: ARTcanal 16 Jun 2012, 14:08
რა ღირს სწავლა British Connection სკოლაში??ხომ არავინ იცით...

Posted by: disquisitor 23 Jun 2012, 18:00

ამერიკული ქრისტიანული გაზეთი წერს იმ პროგრამის შესახებ რომელიც ინერგება კალიფორნიის სკოლებში და რომლის მიხედვითაც ბავშვებში უნდა წაიშალოს განსხვავება ქალსა და კაცს შორის. ციტატა "ქრისტიან ეგზამინერიდან":

Conference presenters and program materials propagated the idea of “gender liberation.” In other words, male-female distinctions must be eliminated in order to “liberate” children from unnecessary “stereotypes.” This is not a movement seeking “equal rights,” but a movement seeking to obliterate our God-given distinctions between male and female. It appears that this powerful group of leaders within the CTA wants to brainwash children into believing that gender neutrality is ideal for society.

წყარო სადაც ჩამოწერილია პუნქტებად თუ რას ითვალისწინებს სქესობრივად ნეიოტრალური სასკოლო პროგრამები.
'Gender identification' next major push in California schools
by Robert Tyler

http://www.christianexaminer.com/Articles/Articles%20Jan12/Art_Jan12_oped3.html


Posted by: fermina 25 Jun 2012, 10:14
საბურთალოზე ნორმალური საჯარო სკოლა შეგიძლიათ მირჩიოთ? პირველი ექსპერიმენტულის გარდა.
მე-60 სკოლა ბავშვობიდან ვიცი რომ არ ვარგა. იქნებ რამე შედარებით კარგი სკოლა იცოდეთ, ძალიან დამავალებთ.
* * *
ბავშვის გადაყვანა მინდა პირველი ექსპერიმენტულიდან და სკოლას ვეძებ. ვალდორფის სკოლაში არ იღებენ მაღალ კლასებში, ასე მიპასუხეს, არადა ტერიტორიულად (არამარტო) ძალიან მაწყობდა.

Posted by: zgapariko 26 Jun 2012, 18:16
fermina
QUOTE
ბავშვის გადაყვანა მინდა პირველი ექსპერიმენტულიდან და სკოლას ვეძებ.


რატომ გადგყავს თუ საიდუმლო არ არის???

რომელ კლასშია და რა არ მოგწონს???
ჩემი ახლა გადადის მეხუთეში და ჯერ არ ვიცი რა ხდება ზედა კლასებში...ძალიან მაინტერესებს სიტუაცია...რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას?

Posted by: rawerfas 26 Jun 2012, 20:35
fermina
QUOTE
საბურთალოზე ნორმალური საჯარო სკოლა შეგიძლიათ მირჩიოთ? პირველი ექსპერიმენტულის გარდა.

161 და 52 (მგონი, ნომერი თუ არ მეშლება smile.gif) ყოფილი ბალავარი, პავლოვზე), როგორც ამბობენ, საჯარო სკოლებში არაუშავთო, თუმცა პირადად მე შეხება არ მქონია smile.gif
პს. ისე ვალდორფი ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია, ჩემი აზრითაც - გეთანხმებით smile.gif)

Posted by: CMPUNK 27 Jun 2012, 13:02
თუ იცით მეთერთმეტეში გადასასვლელ გამოცდაზე
მათემატიკაში
გამოცდაზე მიღებული ნიშანი თუ არის ზღვარზე დაბალი
და საბოლოო ნიშანი ზღვარზე მაღალი
რა ხდება?

Posted by: fermina 28 Jun 2012, 23:03
zgapariko
მე-9 ში გადადის. ერთი მიზეზი ის არის, რომ სახლიდან არცთუ ისე ახლოსაა (ამჟამად ნუცუბიძის პლატოდან დადის და სექტემბრიდან მოუწევს ვაჟა-ფშაველას მეტროს ტერიტორიიდან სიარული). წელი აწუხებს ისედაც და აღმართზე უჭირს ყოველდღე სიარული მძიმე ჩანთით. ტრანსპორტიც არ დადის არანაირი ამ საირმეზე.

ზოგადად სკოლის უკმაყოფილო არ ვარ და მე არც გადავიყვანდი, თვითონ რომ არ დაეჩემებინა. ვიფქრობ სიშორის გარდა სხვა მიზეზიც აქვს და ჯერ არ მეუბნება. ისე, დამრიგებელი გადასარევი ჰყავს, ზოგიერთ მასწავლებელს არა უშავს smile.gif . წესრიგი და დისციპლინა ყოველთვის იყო ამ სკოლაში, მე დავამთავრე და ადრეც ასე იყო smile.gif

rawerfas
მადლობა, მეც გამიგია 161 რომ კარგია. ვალდორფმა, არაო, სამწუხაროდ smile.gif

Posted by: zgapariko 29 Jun 2012, 14:20
fermina
გამეხარდა რომ სკოლის უკმაყოფილო არ ხარ...

დიდი მოლოდინით ველოდებით სექტემბერს...ამდენხანს ფაქტიურად საბავშვო ბაღი იყო...
არა რამდენიმე მასწავლებელი,არა ნიშნები,არა პრობლემები....ახლა ყველაფერი ერთად დაგვეწყება ალბათ...
თან ჩემი ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბიჭია და...მოკლედ ვნერვიულობ წინასწარ...

ისე სკოლს ტრანსპორტი კი ყავს...რამდენიმე მიმართულებით დადის და მათ შორის ნუცუბიძეზეც...კი გეცოდინებათ მაგრამ ალბათ არ გაწყობთ...

წარმატებებს გისურვებთ სადაც წახვალთ
2kiss.gif

Posted by: fermina 29 Jun 2012, 14:35
zgapariko

დიდი მადლობა 2kiss.gif თქვენც წარმატებებს გისურვებთ. ფაქტიურად დამრიგებელზეა ახლა ბევრი რამ დამოკიდებული - როგორი დისციპლინა იქნება და სხვადასხვა საგანში შეძლებს თუ არა ნორმალური მასწავლებლები შეიყვანოს კლასში.

აი ეგ ტრანსპორტის ამბავი კი უნდა გავარკვიო. ყურმოკვრით ვიცოდი რასაც ქვია და რას ქვია არ მაწყობს, ხან ტაქსის ქირაობას ვფიქრობდი და ხან რას... თუ მთელ თბილისს არ მოივლის სკოლაში მისვლამდე, ძალიანაც მაწყობს. ჩემი რახან უკვე მარტო დადის, დამოუკიდებლად, ეტყობა დააიგნორა ეგ შესაძლებლობა smile.gif

Posted by: John Smith 8 Jul 2012, 18:10
ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ი ს ტ ო რ ი ა შ ი უმაღლესი კვალიფიკაციით, ცოდნის და მაღალი შეფასების მიღების გარანტიით!

ვიყენებთ სწავლების უახლეს ტექნოლოგიებს!

მოსწავლეების ჩაწერა დაიწყება 15 აგვისტოდან!

მეცადინეობა დაიწყება 15 სექტემბრიდან.

შესაძლებელია ი ნ ტ ე ნ ს ი უ რ ი საზაფხულო კურსის შემოთავაზება.

1 გაკვეთილი - 10 ლარი

ტელ.: 599 201096, 225 1880; მის.: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ.# 75 (აუზთან)

Posted by: John Smith 10 Jul 2012, 09:00
ი ნ ტ ე ნ ს ი უ რ ი საზაფხულო კურსი ისტორიაში.

უმაღლესი კვალიფიკაციით, ცოდნის და მაღალი შეფასების მიღების გარანტიით!

ვიყენებთ სწავლების უახლეს ტექნოლოგიებს!

1 გაკვეთილი - 10 ლარი

ტელ.: 599 201096, 225 1880; მის.: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ.# 75 (აუზთან)

https://www.facebook.com/TeachingHystory

Posted by: ARTcanal 10 Jul 2012, 17:34
რა ღირს სწავლა ბრითიშ ცონექშენში? http://britishconnection.com/

Posted by: khatunia 1 Mar 2013, 13:10
fermina
თუ საიდმულო არ არის რატომ აპირებ გადაყვანას?
ჩვენ წელს მივდივართ სკოალში და ვერ გადამიწყვეტია სად შევიყვანო.
სადაც გავიკითხე პირველი ექპერიმენტალური მიქეს...

Posted by: masha 1 Mar 2013, 13:14
Niomiro
ნორმალური სკოლაა არც კარგი და არც ცუდი.
სამი ბავშვი დამყავს, რადგან სახლიდან 5 წთ.-ია.

Posted by: khatunia 1 Mar 2013, 13:27
მოკლედ მირჩიეს სამი სკოლა საბურთალოზე: პირველი ექსპერიმენტალური, 161 იოსებიძეზე და 52 პავლოვზე.
ამ სკოლებიდან თუ ვინმეს დაგყავთ იქნებ დაწეროთ რამდენად კმაყოფილი/უკმაყოფილო ხართ?
და კიდევ ერთი საკითხი, 161 და ექსპერიმენტალურზე მითხრეს მარტო დარეგისტრირებით ვერ მოხვდებიო, ანუ უნდა ჩააწყოო.. თუ იცით რაიმე ამის შესახებ და თქვენ როგორ "მოხვდით" მაგ სკოლებში...

* * *
fermina
ახლა ვნახე დაგიწერია უკვე მიზეზი..

Posted by: oratori2010 1 Mar 2013, 18:46
იცით თუ არა რა არის ორატორული ხელოვნება?
http://oratori.ge/ გაიგე მეტი

Posted by: kent055 16 Mar 2013, 19:58
52-ე არის ყოფილი ბალავარი ე.წ. წითელი ბაღის წინ. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მაგ სკოლასთან შარშან დაამთავრა ჩემმა დისშვილმა, მოკლედ ეგ სკოლა არ არის უფრო სწორედ დირექტორი არის ვიღაც პაატა ბერიკაშვილი, გალოთებული ნარკომანი, 1-ოქტომბრამდე თავგადაკლული ნაციონალი, შაშკინს ააქვს ეგ სკოლა დამთავრებული მაშინ რუსული იყო და შაშკინს ჰქონდა პირად საცდელ ,,ლაბორატორიად'' გადაქცეული, ყველანაირი ნაძირლობა ხდებოდა და ხდება მაგ სკოლაში ეხლა ნაცებ აგინებს და ბიძინაა ჩვენი გადამრჩენელიო დირექტორი ბოდავს. მოკლედ სანამ ეგ კაცი სასწავლო ნაწილის გამგე ციური კორტი და კიდევ3-4 ადამიანი თუ არ წავიდა მაგ სკოლიდან ბავშვი არ მიიყვანოთ. თორემ ჩემს სიტწვებს გაიხსენებთ. რაც იქ ხდება ნაძირლობა მე, აქ ვერ ავღწერ.

Posted by: 3DG 16 Mar 2013, 20:13
QUOTE
ინგლისური ისწავლებოდეს თავიდანვე ან მაქსიმუმ მეორე კლასიდან.

QUOTE
ალბად

facepalm.gif

Posted by: Gia_Gia 18 Mar 2013, 01:00
თუ ვინმემ იცით, პირველკლასელთა რეგისტრაცია როდის იწყება და თუ იქნება აუცილებელი საცხოვრებელი უბნების მიხედვით სკოლის შერჩევა?!

Posted by: jonny 1 Apr 2013, 00:20
Gia_Gia
2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ბავშვს 5 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და 3 ეტაპად ჩატარდება:

I ეტაპი. 01/04/2013 -დან 19/04/2013 ჩათვლით. სკოლაში რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ შემდეგი კატეგორიის მოსწავლეებისათვის:

ვისი და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და-ძმები).
II ეტაპი. 25/04/2013-დან 03/07/2013. განხორციელდება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია.

სპეციალური აპლიკაცია განთავსდება საიტებზე www.registration.emis.ge; www.mes.gov.ge. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და რეგისტრაციის ფორმაში შეაქვს შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასურველ სკოლაში პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მშობელი იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. მას სისტემის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი სმს-ის საშუალებითაც ეგზავნება, რომლის შენახვაც აუცულებელია.

მშობელს სკოლის არჩევაში დაეხმარება ვებ-გვერდი www.catalog.edu.ge, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.

მშობელი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის დოკუმენტაცია რეგისტრაციიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. ვადის გასვლის შემდეგ სისტემა რეგისტრაციის გაუქმებას ავტომატურად მოახდენს.

III ეტაპი. 29/06/2013-დან 05/07/2013. სურვილის შემთხვევაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი ხელახლა დაარეგისტრირონ.

მშობელს რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის და ბავშვის პირადი ნომრის მიხედვით შეუძლია. თუ მშობელმა გადაწყვიტა ერთ სკოლაში მოხსნას და მეორეში დაარეგისტრიროს შვილი, წინასწარ ეკრანზე გამოტანილ ფანჯარაში სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილები უნდა შეამოწმოს.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს.


2013-2014 სასწავლო წელს I კლასში სკოლაში მიღებისას საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:


1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. დაბადების მოწმობის დედანი სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული პირადი ნომრით და 1 ც ქსეროასლი ნოტარიულად დამოწმებული;
3. სამოქალაქო რეესტრიდან ამონაბეჭდი ჩასარიცხი მოსწავლის პირადი ნომრის (არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი);
4. ორი ფოტოსურათი ¾-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია;

წარმოდგენილი CD დისკის სახით 2X2,5 -JPG ფორმატში, რომელსაც უნდა ეწეროს მოსწავლის გვარი, სახელი და დაბადების თარიღი ფორმატით:

IVANISHVILI ZURABI 01021981 (დღე, თვე ,წელი);

5. ჯანმრთელობის ცნობა (2013 წელს გაცემული);
6. მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები ( 2 ცალი);
7. მშობელთა და მოსწავლის ლტოლვილის მოწმობის და სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლები (2013 წლის აპრილის თვეში გაცემული) თუ მიეკუთვნებიან ამ კატეგორიას.
8. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)


P.S. საბუთები წარმოადგინეთ სრულყოფილად, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღება

საბუთების მიღება იწარმოებს 1200 სთ-დან 1400 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა)


დირექცია

წყარო http://www.51school.ge/

Posted by: tik_a 22 Apr 2013, 17:34
თუ ვინმემ იცით იქნებ მირჩიოთ საბურთალოზე რომელი სკოლაა კარგი?
წელს შემყავს შვილი და ვერ გადავწყვიტე 52ს ვფიქრობ. თუ იციტ ვინმემ რა მდგომარეობაა მაგ სკოლაში?

Posted by: Take_Off 23 Apr 2013, 10:35
პირველ კლასელთა რეგისტრაცია რომელ საიტზე ხდება?

Posted by: l_i_l_u 23 Apr 2013, 16:14
Take_Off
QUOTE
რველ კლასელთა რეგისტრაცია რომელ საიტზე ხდება?

http://registration.emis.ge/
აქ, მაგრამ როდიდან იწყება მაინც ვერ გავიგე smile.gif

Posted by: Suleluka 27 Apr 2013, 02:35
QUOTE
აქ, მაგრამ როდიდან იწყება მაინც ვერ გავიგე

ვერც მე ვერ გავიგე, საბავშVო ვაღის კარზე წერია 25 აპრილიდან, სკოლის კარზე 1 მაისიდან, ზოგი ამბობს მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია იქნებაო, როდი ამბობს აღარ იქნებაო ონლაინ რეგისტრაციაო, სკოლის კარზე წერია ონლაინ მოხდებაო, ოღონდ საიტი არ წერია...
ადგილები რომ შევამოწმე 150-დან 87 ადგილია მხოლოდ თავისუფალი და როგორ უნდა მოვასწრო არ ვიცი

Posted by: erotikosi 27 Apr 2013, 12:40
თბილისი პირველი სკოლა მინდა ვცადო, კლასიკური გიმნაზია რა იცი შეიძლება კი მოვასწრო, 180 ადგილიდან 100-ია თავისუფალი, შევვარდები 12:00-ზე დ ეგებ კი დავასწრო სხვებს, მაინც დონე სკოლაში იქნება ბავშვი ,ღირს მემგონი რომ ვიწვალო და ვარკეთილიდან ვატარო,უბრალოდ ეჭვი მეპარება რომ დარეგისტრირება დავასწრო სხვებს ეგრე იოლად არ გამოვა ალბათ ეგ საქმე sad.gif

Posted by: umbr_ella 1 May 2013, 09:19
თითქმის ბოლოში გასული ვიყავი სერვისი მიუწვდომელიაო რომ დამიწერა..
საშინლად გადატვირთულია საიტი. ვინმე დარეგისტრირდა ჯერ?

Posted by: erotikosi 1 May 2013, 09:23
სამი ადგილიდან ვწვალობთ და ჯერ ვერ შევედით,მე უცხოეთიდან,მეუღლე თბილისიდან სიდედრი რაიონიდანsmile.gif) არსად არ ხსნის weep.gif

Posted by: umbr_ella 1 May 2013, 09:28
დავრეგისტრირდი. მივეცი დასრულება და კოდი არ მომსვლია მეილზე

Posted by: karla 1 May 2013, 10:00
კოდი არც მე მომსვლია მეილზე . არც სმს sad.gif

Posted by: geoslava 1 May 2013, 10:12
არც მე მომსვლია ჯერჯერობით.......................

ისე, რატომღაც ქრომით ვერ შევაღწიე საიტზე და მოზილამ შემიშვა.

Posted by: tik_a 1 May 2013, 23:25
მეც არ მომსვლია არც მესიჯი და არც მაილი. მაგრამ სკოლაში გადავამოწმე და დარეგისტრირებულია. დაწყებიდან 10 წუთში ჩვენ სკოლაში არცერთი ადგილი აღარ იყო

Posted by: _SisterofNight_ 2 May 2013, 00:13
არც მე მომსვლია კოდი და მეილი მაგრამ უნიკალური კოდი ამოვწერე კიდევ კარგი და მერე გავარკვიე ემისშI თუმცა ჩემს ნაცნობებს მიუვიდათ კოდები, წამებში შეივსო ადგილები ცვენს სკოლაში და როგორ მოხდა არ ვიცი, არ მუშაობდა საიტი წესიერად, არ ვიცი რა ხდება თუარ შეუძლიათ სერვისის წესიერად უზრუნველყოფა გააუქმონ ეს ონლაინ რეგისტრაცია და იყოს საბუთების წარდგენით ან რამე რავიცი.

Posted by: ilikeit 15 Jan 2014, 01:24
ერთი საჯარო სკოლიდან მეორეში ბავშვის გადაყვანა როგორ ხდება ხომ არ იცით?
როდის იწყება ან რა არის საჭირო?

ამ თემაში წერია 161-ე-ში ჩაწყობით გადაჰყავთო და დამატებითი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? biggrin.gif

Posted by: kent1 15 Jan 2014, 17:07
ხომ არ იცით ვაზისუბანში 157-ე სკოლა რომ არის როგორი სკოლაა? იქნებ იცოდეთ ვინმემ?

Posted by: mariko8777 16 Jan 2014, 17:38
მე გადაყვანა მინდა 157 დან ბავშვის,სადმე კერძო სკოლაში,აქ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბევრნი არიან კლასში და კერძოში გაცილებით ნაკლები, თუ იცით ვინმემ მოძღვარი როა კერძო სკოლა,როგორია?მითხარით რაა,თან ძალიან ძვირიც არაა სხვებთან შედარებით (150 ლარია თვეში) თუ ვინმეს გაქვთ შეხება როგორია?

Posted by: kent1 18 Jan 2014, 21:05
mariko8777
სწავლა არაა კარგი თუ რა ხდება რატომ გინდა გადაყვანა? მე ბავშვის მიყვანა მინდა იძახიან ისანი - სამგორში ძალიან ძლიერი სკოლააო... ან დირექტოი ვინაა ხომ არ იცით ? ღირს საერთოდ მისვლა?

Posted by: mariko8777 24 Mar 2014, 23:05
იცი რა ხდება სკოლას ზოგადად ძალიან აქებენ,მაგრამ მასწავლებელი ვისთანაც მინდოდა და ვინც მირჩიეს იმდენად მიუწვდომელი აღმოჩნდა რომ რა გითხრა,უნდა დაარეკინო ვინმე თუ გყავს,ისე არ ხდება,ნუ ჩემს შემთხვევაში ასეა,ზარი ყოფილა და გადაიყვანეს ერთი ბავშვი იმ მასწავლებელთან და მე ვერავის დავარეკინე და ყურადღებას არ მაქცევენ,თუმცა სასწავლო წლის დასაწყისში დამპირდნენ რაღაცას ვიზამთო...რახან არაფერი გამოვიდა,მაგიტომ გადამყავს.
თქვენ მაინც სცადეთ,წარმატებები

Posted by: adba 21 Apr 2014, 19:59
გამარჯობა,

თუ იცით, პირველ კლასელთა რეგისტრაცია როდისაა და რომელ საიტზეა?

Posted by: kent1 22 Apr 2014, 23:20
mariko8777
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის თქვენც წარმატებებს გისურვებთ.
adba
სავარაუდიდ mes.gov.ge -დან დარეგისტრირდებიან მოსწავლეები 23 აპრილიდან

Posted by: 2110 18 Sep 2014, 13:48
ვალდორფის სკოლებზე არც თუ სასიამოვნო ინფო მხვდება ინტერნეტში.. ბაღებიც მსგავსი მეთოდიკით აქვთ?

Posted by: *ELLE* 18 Sep 2014, 17:41
2110
QUOTE
ვალდორფის სკოლებზე არც თუ სასიამოვნო ინფო მხვდება ინტერნეტში.. ბაღებიც მსგავსი მეთოდიკით აქვთ?


ჩემი შვილი დადიოდა ვალდორფის ბაღში..... მე ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: LUCIANA 19 Sep 2014, 11:43
მოგესალმებით,
გთხოვთ დაწერეთ ყველამ ვის რომელ სკოლაში დაგყავთ ბავშვები, კმაყოფილები ხართ თუ არა, რამდენია გადასახადი, რამდენი ბავშვია კლასში, დისციპლინის ამბავი როგორ არის და ა.შ. მაინტერესებს კერძო სკოლები. ჩემი მეოთხე კლასშია და გადაყვანა მინდა და უნდა შევარჩიო კარგი სკოლა.

Posted by: colorBackground 19 Sep 2014, 20:14
2110
რამელიღაცა გერმანელის ფილისოფიის Mიხედვით აქვთ რაღაც ტრადიციები, შაქარს არ ჭამენ და Eგეთები, ისე Kარგი სწავლაა ნამდვილად

Posted by: lika_law 1 Oct 2014, 14:58
მოგესალმებით

რამდენადაც ვიცი წელს 5 წლისები (ვინც 2015 წლის 1 იანვრამდე ხდებოდა 6-ის) დაუშვეს სკოლებში, მაინტერესებს მომავალ წელს როგორ იქნება?
მომავალი წლის ოქტომბერში ხდება 6-ის ჩემი ბიჭი, 4 წლისამ ისწავლა წერა კითხვა და ნუთუ 2 კვირის გულისთვის კიდევ ერთი წელი უნდა ჩარჩეს ბაღში?!

მაინტერესებს კერძო სკოლები გამონაკლისს თუ დაუშვებენ, ან რომელი საჯარო სკოლა შეიძლება იყოს ამ გამონაკლისით ბავშVის მიმღები

Posted by: naa 9 Oct 2014, 14:16
ცნობილი ადამიანები პირველ კლასში smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=1SRHX3a4l9E&index=16&list=UUXa84msk9_I5ZEBs4ZczpxA

მანიკა ასათიანი, ლუკა შარაშიძე, ანა კოშაძე, ირაკლი ხრიკაძე, შალვა ნათელაშვილი, მაკა ზამბახიძე, ლექსო ქავთარაძე, თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, სოფო ხალვაში, ნატო მეტონიძე, ზვიად ძიძიგური, თეა წულუკიანი, ლაშა ღლონტი, გიორგი მარგველაშვილი.

Posted by: tatuta 31 Oct 2014, 13:17
ახალი ოლიმპიადა იწყება!

ლონდონის ინგლისური ენის სკოლის და ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის ერთობლივი ოლიმპიადა ქართულ ენაში!

იჩქარეთ, არ გამოტოვოთ ყველაზე საინტერესო ოლიმპიადა. ჩაერთეთ და იმოგზაურეთ წიგნიერების ისტორიაში!

რეგისტრაცია და პირველი ტური უფასოა!
http://www.lse.ge/index.php?pg=nws&id=202

Posted by: magazia 1 Nov 2014, 00:28
გამარჯობა! smile.gif I-IV კლასის მოსწავლეთა მშობლებო ჩვენ დავეხმარებით თქვენს შვილებს სასწავლო მასალის დაძლევასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში სკოლის შემდეგ ან სკოლამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის გახსენით ლინკი და დაგვამატეთ smile.gif https://www.facebook.com/profile.php?id=100008431028269

Posted by: khatunia 11 Aug 2015, 15:30
კომაროვის სკოლაში ვარეგისტრირებ ბავშვს. შეიძლება მასწავლებლის არჩევა ვის ჯგუფშიც იქნება და ხომ ვერ მირჩევთ ვისთან ჩავეწეროთ?

Posted by: Artgeo 4 May 2016, 14:51
არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი

ეს რა არის?

Posted by: giat 24 May 2016, 16:40
ჩემ დროს ყველაზე კარგი და ყველაზე პრესტიჯული სკოლა იყო
ჩემი -53
მერე 51
კომაროვი
1-ლი
23
46
47
61 66
55

Posted by: dome 3 Jul 2016, 15:25
ვინმეს ხომ არ ჰქონია მსგავსი სიტუაცია. ვცხოვრობ საზღვარგარეთ. ახლა გადვწყვიტეთ სქართველოში დაბრუნება და აღმოვჩნდით პრობლემის წინაში ბავშვმა წრა -კითხვა ქართულად არ იცის თუმცა ლაპარაკობს ქართულად. არის მე -10 კლასში. ვინმემ ხომ არ იცის არსებობს რაიმე სკოლა მსგავსი ბავშვებისათვის? იქნებ ვინმე დამეხმაროს.

Posted by: x_bratva 16 Jan 2018, 14:18
87 სკოლა როგორია ხომ არავინ იცით? ძველია თემა მარა ეგებ ვინმე იყოთ

Posted by: The DoctoR 22 Jan 2018, 15:17
ბათუმში რომელ საჯარო სკოლას მირჩევთ პირველკლასელისთვის? user.gif

Posted by: MyHope 31 Jan 2018, 03:28
x_bratva
QUOTE
87 სკოლა როგორია ხომ არავინ იცით? ძველია თემა მარა ეგებ ვინმე იყოთ

Dzaan kargi skolaa,mand minda mec gadayvana,chemi megobrebi aswaulian da direqtoric magari kacia:-)

Posted by: x_bratva 4 Feb 2018, 20:47
QUOTE (MyHope @ 31 Jan 2018, 03:28 )
x_bratva
QUOTE
87 სკოლა როგორია ხომ არავინ იცით? ძველია თემა მარა ეგებ ვინმე იყოთ

Dzaan kargi skolaa,mand minda mec gadayvana,chemi megobrebi aswaulian da direqtoric magari kacia:-)

მადლობა...წარმატებები

Posted by: rainbow jeanne 16 Feb 2018, 13:30
გამარჯობა,

რომელ საჯარო სკოლას მირჩევთ ვორონცოვის მიმდებარე ტერიტორიაზე?

Posted by: boone11 9 Jul 2021, 20:12
მაგ სკოლაში მიღება როგორ ხდება ?? .

მე მირჩევნია ყველა საგანში 2-4 ქულა ჰყავდეს და ძლიერ კლასში და სკოლაში სწავლობდეს ვიდრე 10 -ები და დაქცეულეთში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)