მე მოგიყვებით ჩემ ისტორიას და მაინტერესებს თქვენი გამოცდილებაც.
რომელი გადამზიდავი როგორ უზრუნველყოფს ამანათების უსაფრთხოდ ტრტასპორტირებას და რა პასუხისმგებლობას იღებს ამისათვის.
ჩემი ისტორია ეხება usa2georgia-ს
ვნახოთ მათი დაზღვევის პირობები
https://www.usa2georgia.com/shipping/agreement.htmlკერძოდ აბზაცი დაზღვევის შესახებ
მეც თამამად ვიყიდე მაღაზიაში ანდროიდი რომელიც არც ისე იაფია და დავაზღვიე რომ ყველანაერი ექსცესი თავიდან ამეცილებინა.
როცა ამანათი მომცეს, ვნახე რომ საეჭვოდ დაჭმუჭმნული იყო ყუთი, გულმა ცუდი მიგრძნო და პირველად მოხდა რაც კი ამანათები ამიღია, რომ იქვე გავხსენი ამანათი. და ოპლააა
ყუთიც კარგად დაპრესილი იყო
ვაჩვენე u2g-ს თანამშრომელბს, მაგრამ პირველი რექცია იყო მიახლოებით ასეთი - "ვერაფერს ვხედავ ვერაფერს ვამჩნევ" ესეც ცხადია კლიენტს ძაან კარგ ხასიათზე აყენებს. იმის მაგივრად რომ სიტუაცია გაარკვიონ და ეცადონ დაგეხმარონ, ცდილობენ დაძვრენის გზა იპოვონ - ეს იბეიზეა ნაყიდიო, არა მეთქი, ესო შიგნიდანაა დაზიანებული და აგარედან არაფერი ეტყობაო, აი მარტო ერთი ნაწილია გატეხილიო, არა მეთქი, ვაჩვენე ჩაჭყლეტილი ყუთი, მერე ეხლა ჩვენ ვერაფერს გადავწყვეტთო უფროსობა აქ არააო, საღამომდე მოვლენო და გადაწყვეტენო.
ოკ წამოვედი იმედით რომ ამდენი ხნის მოლოდინის ჩაშხაბას ფულადი ზარალიც არ დაემატებოდა მარა სადა ხარ თურმე.
u2g-ს პასუხი ამ ინციდენტზე ასეთია - შეფუთვა არ შეესაბამება თურმე სტანდარტებს და ამიტომ ისინი იხსნიან პასუხისმგებლობას. მშვენიერია! მარა სად წერია დაზღვევის პირობებში ეს? წერია სადმე? იქნებ მე თვალს დამაკლდა?!
ვინმეს შეგმთხვევიათ ასეთი რამ? და რა გამოსავალი იპოვეთ?