გილოცავთ ახალ თემას!
ვენერიელების მე-8 თემა ♉
კუროდაბ. დღეები: 21(ზოგჯერ 20) აპრილიდან –20 მაისამდე.
ელემენტი: მიწა
სახლი: 2 (ფულის და სურვილების სახლი)
მმართველი პლანეტა: ვენერა (სიყვარული და სილამაზე)
ფრაზები: "მე მაქვს!", "კიდევ/მეტი მინდა", "I'm your Venus, I'm your fire!" და ა.შ.
ბედნიერი რიცხვი: 6
კვირის ბედნიერი დღე:
პარასკევი(ვისთვის არა)
ქვეყნები: ყველა ქვეყანა, სადაც არ არის ომი და შეუძლია იცხოვროს ლამაზ ხეებიან და ქუჩებიან, სუფთა ქალაქში, ჰქონდეს კომფორტული სახლი და ნაკლებად სტრესული სამუშაო.
ემოციურობა, მგრძნობელობა: ჩვეულებრივ შემთხვევაში, ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ნაკლებად ემოციური. ამის გამო ბევრი არ თვლის დიდად მგრძნობიარედ, რაც შეიძლება ძალიან უკვირდეს.
გულახდილობა: ჰმმ. 1 ვერძი თუ ჩაუვარდა რუკაში, დაუჯერებლად გულახდილი იქნება. სხვა შემთხვევაში, ძირითადად რთულად ენდობა ადამიანებს და ნაკლებად გულახდილია. კურო ხომ სკეპტიკური და ფრთხილია, თან მგრძნობიარე. უახლოეს მეგობრებთან ძალიან გახსნილია, რა თქმა უნდა.
საყვარელი სპორტი: მასაჟი
უცნაურობა: რატომღაც არც ფეხები ესექსუალურება ხოლმე იმდენად, არც მკერდი და არც ფეხის თითები (სორი თევზო), როგორც კისერი.
წამოვწიოთ წინა თემის საკითხები.
კურო ქალიბევრს უკითხავს და ბევრი იკითხავს, როგორ მიხვდნენ ეს მონალიზასღიმილიანი ქალი შეყვარებულია თუ არა?
ჩვეულებრივ შემთხვევაში, თვითონ კუროსთვისაც რთულია თქმა, უყვარს თუ არა. ამისთვის მას დრო სჭირდება. დრო და დაკვირვება. ორმხრივობაც.
რაც შეეხება მოწონებას, კურომ, რა თქმა უნდა, იცის ვინ მოსწონს და არც მალავს. თავის დასაფასებლად თამაში და თვალთმაქცობა არ სჩვევია. გამოხატეთ ინტერესი მის მიმართ და გაიგებთ მოსწონხართ თუ არა. (ჰაჰა, ასე მარტივი რომ იყოს).
როგორი ბიჭი არ მოეწონება კუროს?
რომელიც ამბობს, რომ მოსწონს მხიარული და უპრობლემო გოგოები, რომლებთანაც განიტვირთება და არ უნდა ეს დრამები რაააა.
ასევე არ მოსწონს თვისებები/მდგომარეობა: არაამბიციურობა, უსაქმურობა, სიჩლუნგე და სხვ.
კურო მამაკაცი ეს გარეგნულად მშვიდი, ბუნჩულა
ხარი ფერდინანდი, მზრუნველი და ყურადღებიანი, კაი ეშმაკი ვინმეა, განსაკუთრებით ქალებთან ურთიერთობაში. თუმცა, გაიძვერა მატყუარაც არაა. მისი ეშმაკობა და ტექნიკა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ტყუილი არც სჭირდება ვინმეს გულის მოსაგებად. პარტნიორმა იცის რა დამოკიდებულებაც აქვს მას და რამდენად სერიოზულია.
მოკლედ, მაჩო ტიპაჟებს კუროებში ხშირად შეხვდებით. ხარისხი, ერთგულება და ა.შ. დამოკიდებულია განვითარების დონეზე. თუმცა, ჩვეულებრივ შემთხვევაში, კურო შეყვარებულის ერთგულია.
რაც თითქმის ყველას ახასიათებს ამბიციურობაა. ბევრს შრომობს და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ძალიან მოსიყვარულე და კომფორტული ვინმეა.
სექსუალურობაზე ბევრს აღარ დავწერ. შეიძლება სიმართლეა, შეიძლება ფანტაზია არ ჰყოფნით იმის წარმოსადგენად, რომ სხვებსაც არ აქვთ ნაკლები ვნებები, მაგრამ ფაქტია, ამათ თავი #1 ჰგონიათ სექსუალურობაში (ვინ მორიელი? რა ლომი?)
თუ ვერ იგებთ კურო რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა, რა უნდა და ა.შ. პირდაპირ კითხეთ. უყვარს პირდაპირობა.
წინა
თემაწინა თემის ტოპ მპოსტავები:
tamuska
freedom-M
Levan_i
ninc_lfc
waterbearer
აბა, ავიყვანოთ ესეც 200 გვერდზე