achiko12
ჯგუფი: Members
წერილები: 4394
წევრი No.: 166719
რეგისტრ.: 6-May 13
|
#46873165 · 30 Jan 2016, 23:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ციტატა - "მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით." - პირდაპირ მიანიშნებს ქრისტეს ღმერთობას, რადგანაც საკუთარი დაღვრილი სისხლით ეკლესია, სწორედაც რომ, მან შეიძინა.
ასევე უფალი ბრძანებს: „მე და მამა ერთი ვართ.“ (იოანე, 10:30) და „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი.“ (იოანე, 14:9).
„ხმაა მღაღადებლისა უდაბნოში: გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს.“ (ეს. 40:3,5). „აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი... როგორც მწყემსი, დამწყემსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.“ (ეს. 40:10-11). იესო ქრისტე ძველი აღთქმის ამ წინასწარმეტყველებების თავის თავზე აღსრულებას აცხადებს. „მე ვარ მწყემსი კეთილი... როგორც მიცნობს მე მამა, ასევე ვიცნობ მამას; და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისათვის.“ (იოანე, 10:14-15). “მე თავად დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი.” (ეზეკ. 34:15). ამ მუხლებით იესო ქრისტე თავის ღმერთობას აცხადებს.
იესო ქრისტე მამის თანასწორია: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოანე, 10:30); „მით უფრო ცდილობდნენ იუდეველები მოეკლათ იესო, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს, და ღმერთს უტოლებდა თავს.“ (იოანე, 5:18); იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. (ფილიპ. 2:5-6). მოყვანილი მუხლებიდან ჩანს, რომ ქრისტე „ღმერთს უტოლებდა თავს“. წმინდა წერილიდან კი ვიცით, რომ ღმერთმა ნათლის ანგელოზი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადმოაგდო ციდან, რომ მან, ბუნებით არაღმერთმა, ღმერთობა მოინდომა, და თუკი ქრისტე სინამდვილეში არ იყო ღმერთი და ისე მოინდომა ღმერთობა, მაშინ, მწვალებლური სწავლებით, იგი დაცემული ანგელოზის სწორი ყოფილა. იესო ქრისტე არის დაუსაბამო, როგორც მამა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ“ (იოანე, 8:58)
„მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის და იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.“ (გამოცხ. 1:8). „დამადო თავისი მარჯვენა და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი.“ (გამოცხ. 1:17). „მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროსაგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე.“ (გამოცხ. 21:6-7). „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო და რომელიც არის და რომელიც იქნება.“ (გამოცხ. 4:8).
„იოანეს გამოცხადების“ აქ მოყვანილი მუხლები იესო ქრისტეს ეხება, სადაც იგი მამის მსგავსად მოხსენიებულია, როგორც პირველი და უკანასკნელი, ყოველივეს დასაწყისი და დასასრული, ანი და ჰაე. იგი დაუსაბამოა, როგორც მამა: „დღეთა დასაბამისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე.“ (ებრ. 7:3).
მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. (ფსალმ. 23:9-10).
იესო ქრისტე არის დიდების უფალი: „სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.“ (1 კორ. 2:8).
იესო ქრისტე ისევე ყოვლისმხედველია, როგორც მამა. „შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!“ (ფსალმ. 7:10); „მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი.“ (იერ. 17:10); „ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; მიაგე თითოეულს საქციელისამებრ, შენ, რომელმაც უწყი მათი გულები - რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული.“ (2 ნეშტ. 6:30). მოცემული მუხლები მამა ღმერთს ეხება. გარდა ღმერთისა, არცერთ ქმნილებას არ ძალუძს იყოს ყოვლისმხედველი და გულთამხილველი. „იესო მიხვდა მათ ზრახვას და უთხრა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?“ (მათე, 9:4); „მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მივაგებ თვითეულ თქვენგანს მისი საქმისამებრ.“ (გამოცხ. 2:23). აქ კი იესო ქრისტე გვამცნობს, რომ ის, როგორც ღმერთი, ფლობს იმავე თვისებებს, რასაც მამა - ყოვლისმხედველობას. იესო ქრისტე ყველგან მყოფია, როგორც მამა. „რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.“ (მათე, 18:20); „აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე.“ (მათე, 28:20); „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ.“ (იოანე, 14:23). იესო ქრისტეს ისეთივე პატივს ვცემთ, როგორც მამას. „უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.“ (მათე, 4:10; იხ. რჯლ. 6:13). ეს სიტყვები ეხება მამა ღმერთს. „რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არ სცემს ძეს, პატივს არა სცემს მამასაც, მის მომავლინებელს.“ (იოანე, 5:23); „ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო იგი? უთხრა მას იესომ: შენ გიხილავს იგი, და ვინც გელაპარაკება, ის არის. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო; და თაყვანი სცა მას.“ (იოანე, 9:36-38). „ასევე, როცა პირმშო შემოჰყავს ქვეყნად, ამბობს: დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღმრთისა.“ (ებრ. 1:6). (სიტყვა - პირმშო ეწოდება პირველდაბადებულს, პირველშობილს, იმის და მიუხედავად მას სხვა შვილი ან შვილები მოყვება თუ არა, ამის გარდა მას ეწოდება ასევე „მხოლოდშობილი“, იგია მამის როგორც პირმშო ასევე „მხოლოდშობილი ძე“). ამგვარად, იესო ქრისტეს პატივს ვცემთ, როგორც მამის ერთარსსა და მის თანასწორს.
იესო ქრისტეს სახელის მომხმობი, ისევე როგორც მამისა, გადარჩება. „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება.“ (იოვ. 3:5). ეს სიტყვები ეხება მამა ღმერთს. „რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.“ (რომ. 10:13; იხ. საქმე 2:21) - აქ კი იგივე სიტყვები ეკუთვნის იესო ქრისტეს. როგორც მამის, ასევე ძის სახელი შეეწევა მის მომხმობს. იესო ქრისტე ისევე მიუტევებს ცოდვებს, როგორც მამა. „ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.“ (მათე, 6:15). ამ მუხლიდან ჩანს, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ცოდვების მიტევება. „მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევოს შენი ცოდვანი.“ (მარკ. 2:5); „ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?“ (ლუკ. 7:48-49); „ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს! ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმრთისა?“ (მარკ. 2:7). ამგვარად, იესო ქრისტე, როგორც მამა ღმერთის ერთარსი და მისი თანასწორი პატივისა და დიდების მქონე, ასევე მოგვიტევებს ცოდვებს.
იესო ქრისტე არის მამის მიერ შობილი და არა ქმნილი. „ჩემი ძე ხარ შენ, და დღეს მიშობიხარ შენ.“ (ებრ. 1:5); „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.“ (იოანე, 1:18). სიტყვები - „მიშობიხარ“, „მხოლოდშობილი“ - გვიჩვენებს, რომ იესო ქრისტე შობილია მამა ღმერთის მიერ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იგი არაა ქმნილება. ამიტომ იგია „ერთი ძე“ (მარკოზი, 12:6).
ქრისტეს შობა მამისაგან და მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან ჯერ კიდევ მიქია წინასწარმეტყველმა გვაუწყა: „ეფრათას ბეთლემო... შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.“ (მიქ. 5:1). მოყვანილი ციტატა ნათელყოფს, რომ „ხელმწიფის“ კაცური წარმომავლობა, როგორც ადამიანისა, იქნება „ბეთლემიდან“, ხოლო ღვთაებრივი წარმოშობა - „ძველთაგან, საუკუნო დღეებიდან“. იესო ქრისტე არის შობილი და არა ქმნილი. ქმნილებას აქვს დასაწყისი და დასასრული. იესო ქრისტე კი „იწოდა ღმრთის მიერ მღვდელმთავრად წესისამებრ მელქისედეკისა... დღეთა დასამაბისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე.“ (ებრ. 5:10; 7:3). სიტყვები - „აბრაამზე უწინარეს მე ვარ“ (იოან. 8:58) - მიანიშნებს მის მარადიულობას.
ესაია წინასწარმეტყველი წერს: „რადგან შეგვეძინა შვილი; მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე. ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.“ (ეს. 9:5). იგი მარადიულია თავისი ღვთაებრივი ბუნებით: „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივეა.“ (ებრ. 13:8).
„უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა.“ (ფსალმ. 32:6) და მთელი ხილული და უხილავი სამყარო: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ფრინველები, ანგელოზები და საერთოდ „ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.“ (იოანე, 1:3). „რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.“ (კოლ. 1:16-17).
იესო ქრისტეს, ისევე როგორც მამას, ეწოდება ჭეშმარიტი ყოვლისშემძლე ღმერთი. „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ (იოანე, 1:1).
უთხრა მას ფილიპემ: გვიჩვენე მამა, და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: ამდენი ხანია თქვენთანა ვარ, და არ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ: მამა გვიჩვენეო? (იოანე, 14:8-9).
მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანე, 20:28).
მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე. (რომ. 9:5).
„...ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში: ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.“ (1 იოანე, 5:20).
ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“. (ებრ. 1:8).
და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. (ებრ. 1:10).
მეორედ მოსვლისას ქვეყნიერების განსაკითხავად მოსული იესო ქრისტე თვითონ უწოდებს თავის თავს ღმერთს: „მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე: შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე. და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.“ (ფსალმ. 49:3-7).
როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა, იესო ქრისტემ თავისი თავი მკვდრეთით აღადგინა. პავლე მოციქული იესოს შესახებ ამბობს, რომ „ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით“ (საქმე, 13:30); პეტრე მოციქული კი ასე აცხადებს: „დე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და ისრაელის მთელმა ხალხმა, რომ იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით, და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მის მიერ დგას იგი მრთელი თქვენს წინაშე.“ (საქმე, 4:10). თავად იესო კი აცხადებს: „დაანგრიეთ ეს ტაძარი, და სამ დღეში აღვადგენ მას. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ეუბნებოდა მათ.“ (იოანე, 2:19, 21-22). ამგვარად, იესო ქრისტემ, როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა, თვითონ აღადგინა თავისი თავი.
პავლე მოციქული იესო ქრისტეს დიდ ღმერთს უწოდებს: „და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.“ (ტიტე, 2:13).
პავლე მოციქული იესო ქრისტეს ღმერთს და უფალს უწოდებს: „პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და უფლის იესო ქრისტეს, ჩვენი სასოების, ბრძანებით.“ (1 ტიმ. 1:1).
იმას, რომ ღმერთი და ძე ღმრთისა ქრისტესთან მიმართებით იხმარება არა გადატანითი, არამედ პირდაპირი და სრული მნიშვნელობით, კონტექსტიც ცხადყოფს, სადაც ამ სახელის გარდა მას ეწოდება: „ყოვლისმპყრობელი“ (გამოცხ. 1:8), „ღმერთი ძლიერი“ (ეს. 9:5). ქრისტეს აქვს ხელმწიფება სნეულებებზე (ლუკა, 4:39–40), სტიქიებზე (მათე, 8:26–27), ეშმაკებზე (მათე, 8:16), სიკვდილზე (ლუკა 7:14–15, 8:54–55, იოანე, 11:41–44). იგი არის „ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი“ (გამოცხ. 22:13). „ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი; (გამოცხ. 1:17). იმავეს უწოდებს „იეჰოვას“ ესაია წინასწარმეტყველი: „მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ.“ (ეს. 41:4), „მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი“ (ეს. 44:6). იგივე სიტყვები მეორდება ესაიას 48–ე თავის მე–12 მუხლში. ძეს გააჩნია ღვთაებრივი თვისებები, ის რაც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს: იესო ქრისტეს ღვთაებრივი ყოვლისმცოდნეობა: ეს ყოვლისმცოდნეობა მოიცავს არა მარტო შექმნილ სამყაროს, არამედ ღმერთის – ზეციური მამის ცნობასაც. „არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან.“ (მათე, 11:27). ქრისტეს ერთ-ერთი თვისებაა ყოველგან მყოფობა: „რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (ეფეს. 1:23), „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა.“ (მათე, 18:20), „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მათე, 28:20). ქრისტე უხილავად ცხოვრობს ყოველ მორწმუნეში: „რომელ არს ქრისტე თქუენ შორის“ (კოლ. 1:27), „ცხოველ–არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალ. 2:20), „მე მამისა ჩემისა თანა... და მე თქუენ შორის“ (იოანე, 14:20). ქრისტეს თვისებათაგანია მარადიულობა: „მადლითა, რომელი მომეცა ჩუენ ქრისტე იესოს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა“ (2 ტიმ. 1:9) „და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა“ (კოლ. 1:17), იგია „მარადისობის მამა“ (ეს. 9:5). ვერავითარი ქმნილება ღმრთისა ვერ იქნება მარადისობის მამა, რადგან ყოველგვარი ქმნადობა დროში ხდება, ანუ არსებობას იწყებს ის, რაც ადრე არ არსებობდა.
This post has been edited by არჩილჲ on 30 Jan 2016, 23:32
|