მოგესალმებით თანაფორუმელებო.
11 თვეა რო იტყვიან ჯობსი, ეიჩარ.ჯე , ნაცნობი თუ უცნობი შევაზანზარე და შედეგი ნოლი. ესეთი პერიოდი არ მახსოვს ესე გამჭირვებოდეს სამსახურის შოვნა. და აი ეხლა მოვედი თქვენთან დახმარების სათხოვნელად . მეტი გზა მე აღარ ვიცი. იქნებ აქ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი და გამომიწოდოს დახმარების ხელი. ეხლა საქმე:
ასაკი 45 წელი
დაოჯახებული
მამრ
განათლებით ისტორიკოსი.
1994-2006 წწ განათლების სისტემა. მასწავლებლიდან დირექტორობამდე
2007-2016/09 საბანკო სფერო. ექსპერტიდან ფილიალის მმართველამდე
საქმიანობა : მართვა, მენეჯმენტი, გეგმის შესრულება, სტაფის ორგანიზება, ფიტბექები, მოტივაცია, სწავლება, კლიენტებთან ურთიერთობის დახვეწა- ამაღლება, გაყიდვები.
უნარები: კომუნიკაბელური, პუნქტუალური, დროის სწორად განაწილება, გუნდური მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი, შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი, წერის (მათ შორის ელექტრონული მიმოწერის) უნარი, ანალიზის უნარი.
ტრენინგები: მენეჯმენტი, მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ბუღალტერია
ენები : რუსული სუფთად, ინგლისური გაქცეულ კაცს შემოვატრიალებ
კომპიუტერი : საოფისე პროგრამები .
ჰობი : ნადირობა , ტექნიკა (ტელე-ვიდეო-ფოტო-კომპ-მობილური)
სულ ესაა მოკლედ. ყველას წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის