შანსებში რას გულისხმობ? სიყვარულში? კარიერაში? თუ ზოგადად ცხოვრებაში?
პირველ შემთხვევაში, სათავისო ჭკუისას ყველა მოძებნის, არ გაუჭირდება არავის. ეგ კი არა, ჭკვიანსაც შეიძლება შეუყვარდეს გონებრივად შეზღუდული ადამიანი და არაფერია ამაში გასაკვირი ან ცუდი.
რაც შეეხება კარიერას და ცხოვრების დონეს, უამრავი სპეციალობა არსებობს, სადაც ელემენტარული გონებრივი შესაძლებლობებია საჭირო. შეუძლია ვაბშე ბიზნესიც ააწყოს, მარტო თვითონ რო იჩალიჩოს. ადრე აჩვენეს ტვ-ში, გონებრივად შეზღუდული ბიჭი იყო, არასრულწლოვანი თანაც, რომელიც წვენებს ყიდდა გარეთ და დღეში 200 ლარს შოულობდა. ასე რომ, ყველაფერი შეუძლია ეგეთ ადამიანსაც.
ზოგადად, ცხოვრებაში კიდე, გააჩნია რა მისწრაფებები აქვს და რა ანიჭებს ბედნიერებას. თუ უბრალო ცხოვრება ხიბლავს, მაშინ ბევრი ვარიანტი აქვს. თუ აკადემიურ წრეში უნდა თავის დაკმვიდრება, რა თქმა უნდა გაუჭირდება და ჯობია ფუჭად არ კარგოს დრო მსგავს რამეებზე ფიქრში. ეს იგივე პონტია, როგორც თედეუსას რო 10 წელია პროგრამისტობა უნდა და მაინც არ ეშვება მაგაზე ფიქრს.
სხვა რამეებიც არსებობს, თუნდაც იუველირობა მაგალითად, სადაც პროგრამისტებზე არანაკლები იშოვება.
ჩვენთან არაა შესაბამის დონეზე საზოგადოება განვითარებული, რო მსგავსი ხალხის პრობლემები სათანადოდ იქნას შეფასებული და გასაქანი მიეცეთ ასპარეზობის. 30+ წელია ერთი და იგივეს ვტკეპნით და ვერ განვვითარდით, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო. მეშოკ კარტოფილზე ცვლის მომავალს ქართველი და ეგრე იქნება კაი ხანი კიდევ.