forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (115) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  რესტორნების, კაფეების, ბარების, პაბების, ტავერნები II, მიმოხილვა და რეკომენდაცია
magnet
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 361
წევრი No.: 129690
რეგისტრ.: 5-April 11

გამოგზავნილია: 3 May 2012, 13:54  #30990778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმემ კარგი რესტორანი თუ იცით ნორმალური მენიუთი 30 ლარში რომ ჩავჯდე და თან კარგი სიტუაცია და მუსიკა იყოს მიშველეთ help.gif help.gif help.gif

This post has been edited by magnet on 3 May 2012, 13:55
nino877
გ ა რ ე მ ო ვ ა ჭ რ ე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9358
წევრი No.: 22387
რეგისტრ.: 11-August 06

გამოგზავნილია: 4 May 2012, 17:07  #31010204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
25 ლარიდან ფესვები მე ძალიან მომწონს ეგ რესტორანი და
ისე უნდა ჩამოწერო შენ რესტორნების სია დაქოქო მანქანა და დაუარო და უთხრა 25 -30 ლარსი რა მენიუს შეგიდგენენ
ჩვენ ასე ვიქცევით და რავი აბაა


--------------------
… Но звезды ради людей не падают.

ninois.blogspot.com

Даже рак не совсем плохой парень просто Он тоже хочет жить.

https://www.facebook.com/ninoi877
mamalo2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1768
წევრი No.: 119245
რეგისტრ.: 6-August 10

გამოგზავნილია: 5 May 2012, 14:23  #31023235      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართული სახლი პეროვსკაიაზე, ფასები ნორმალური და მუსიკაც ასევე, პლუს ძალიან მაგარი ხინკალი და ქინძმარაულის ქარხნის მაგარ-მაგარი ღვინოები
ninicool
წნევიანი იეღოველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12719
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10

გამოგზავნილია: 5 May 2012, 16:24  #31024926      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
კაცი 30 ლარიდან

და ქალი?

This post has been edited by ninicool on 5 May 2012, 16:24


--------------------
რასაც ფორუმზე ვწერ, ყველაფერი გულთან ნუ მიგაქვთ.
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 11020
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 6 May 2012, 16:36  #31040732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


--------------------
ყველგან ბრაზილიის გულშემატკივრობისთვის!
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 6 May 2012, 19:20  #31042983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არ მახსოვს, ვიღაცამ გვასწავლა, ასეჯობია მოქცევაო, ხოდა 80-იანების ბოლოს, რესტორანში რო შევიდოდით, ვეტყოდით, 50 მეენთი გვაქვს და აბა თქვენ იცით ქალბატონო დეიდა smile.gif ხოდა ეს დეიდა თუ ჯიგარი იყო, როგორც საკუთარ შვილებს, ისე გვაპურებდა, თუარადა მაგრა გვწეწავდა smile.gif)

ერთხელ მახსოვს, ფუნიკულიორიდან ჩამოვედით სულ სველები, თოვლი მოვიდა, მაგარი. დურუჯში შევიარეთ. ცხელი სუპი დაგვიდგეს. დეიდას გარდა ჯიგარი ბიძიებიც გაიჩითნენ smile.gif

This post has been edited by gabarzgaleba on 6 May 2012, 19:21


--------------------
სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად
....................

ბარძგალ-ბარძგალ მივდიოდი მე ნელა
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა...
.....................

ჩვენ, ხინკლებმა, კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა პელმენებს დავუთმოთ??? ბებიამაგათისამ!!!

http://vinoge.com/
Ssupertramp
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 312
წევრი No.: 146974
რეგისტრ.: 17-April 12

გამოგზავნილია: 13 May 2012, 16:09  #31152975      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპორტის სასახლესთან რომ არის "მი სუენო" მანდ ვიყავი შესული..
მეორედ აღარ შევცდები mad.gif

masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 48812
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 13 May 2012, 20:12  #31157359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უსათაუროში ვნახე თემა "შოკოლადის ფესტივალზე" და დახურულია.
ჩემები იყვნენ- ბავშვები, ისეთი ამბავი იყო, ჭყლეტვა და ამბავი, ვერაფერი ვერ ნახეს, ფოტოების კი ვერ გადაიღეს.
რამე სხვა შთაბეჭდილებები ხომ არა გაქვთ?


--------------------
Before you diagnose yourself with depression or low self-esteem, first make sure you are not, in fact, just surrounded by assholes.
ფორუმზე არაფერი არ იმალება.
Disnay
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 676
წევრი No.: 126354
რეგისტრ.: 23-January 11

გამოგზავნილია: 17 May 2012, 20:43  #31222642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქორწილო მაგიდის მენიუს ვარჩევ.. არ მინად სუფრაზე რამე დამაკლდეს....
თქვენი აზრით რა არის აუცილებელი, რომელი კერძები უნდა იყოს აუცილებლად ქორწილის სუფრაზე??

smile.gif ჩემს მენიუს შევადარებ მერე და დავამატებ რაღაცეებს... ჩემს მენიუში 16 ცივია და 6 ცხელი კერძი და ემცოტავება... ნუ ერთი ორი რამ კიდევ უნდა შევიტანო...
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 18 May 2012, 12:01  #31231703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გიგო მესხიშვილის მორიგი სარესტორნო კრიტიკა მოიდა smile.gif

http://vinoge.com/sarestorno-kritika/puris...afulo-gazafxuli

პურის სახლის უჩაქაფულო გაზაფხული

გიგო მესხიშვილი

"პურის სახლის" წინ გადათხრილი დაგვხვდა ყველაფერი. ალბათ ძეგლთა მიგრაცია ჯერ არ დამთავრებულა და ამჯერად ნიკო ფიროსმანის სკულპტურას უპირებენ სადმე გადატანას. ზედა დარბაზში, "სათავადოში" ბანკეტი იყო და ქვემოთ, რესტრონის წინ ავიღეთ მაგიდა. ჰაერზე.
აპრილის თბილი საღამოა, სიმწვანე ძალაში შედის, მენიუსაც კი ყდაზე გაზაფხული აწერია... ერთი სიტყვით, კარგ ხასიათზე ვართ. ვათვალიერებთ კერძების ჩამონათვალს და პირველი იმედგაცრუების ჯერიც დგება. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სალათა ბულგარული წიწაკითაა მომზადებული – ხბოს, ქათმის და ა.შ. მხოლოდ ერთს არ ეწერა ბულგარული, ამიტომ სწორედ მას დავადგით თვალი. უბრალო მწვანე სალათი (8.00 ლარი) – დაფლეთილი სალათის ფოთლები, ზეთი, ლიმნის ნაჭრები, მთლიანი შავი ზეთსიხილები, წვრილად დაჭრილი კიტრი. შატო მუხრანის გორული მწვანეს წრუპვა უკვე დაწყებული გვქონდა და ამ სალათამაც დროზე მოგვისწრო.
ორაგულის წვნიანის (15.00 ლარი) ჯერიც დადგა. პირველი, რამაც ამ წვნიანში ყურადღება მიიქცია, დიდი რაოდენობით ბაჰარი იყო (ჩვენთან რო დუშისტი პერეცს ეძახიან). კამა, სტაფილო, ცხიმიანი წვენი. ორაგულის ხორცი ძალიან დონდლო და მოფამფალებული იყო, ზუსტად ისეთი, ჩვენს მარკეტებში ასე გავრცელებულ საშენის კალმახს რომ აქვს ხოლმე მოხარშვის შემდეგ. ალბათ მოგიხარშავთ ეს კალმახი და გახსოვთ მისი ფაფისებრი კონსისტენცია. თავად წვენი გემრიელი იყო, განსაკუთრებით მჟავიანობა მეამა გადაღლილზე და მსუბუქ ნაბახუსევზე.
შემდეგი ბოსტნეულის მწვადი მოვიდა (8.00 ლარი). პირველ რიგში პამიდორი გადავიღე და ძალიან მესიამოვნა ცეცხლის გემო, რომელიც ნაკვერჩხალზე შემწვარმა პამიდორმა დამიტოვა, კარგი იყო შემწვარი ბულგარულები, წითელი და მწვანე, ქამა სოკო და ბადრიჯანი.
ძალიან დაგვწყდა გული და გაგვიკვირდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ბატკნის ჩაქაფული არ ჰქონდათ. თანაც ამ გაგანია სეზონზე, ბრწყინვალე შვიდეულში, მაშინ, როცა მთელი ერი ბატკნის ჩაქაფულს ითხოვს. ძალიან სუსტი იყო ტოლმა ვაზის ფოთოლში (13.50 ლარი). არ ვიცი, შეიძლება ძველიც იყო, იმდენად უსიამოვნო გემო დატოვა ტოლმამაც და ნივრიანი მაწვნის საწებელმაც. ჩემს მეგობარს ძალიან გადაბერებული ეჩვენა ვაზის ფოთოლი, რაშიც მართალი იყო, მე კი ხორცის შიგთავსთან მქონდა ძირითადი პრეტენზია. ერთი სიტყვით, სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი რომ მიიყვანო პურის სახლში, აუცილებლად გეტყვის: У вас не умеют готовить Толма. სხვათა შორის, მწვადზეც იმავეს გეტყვის, რადგან აქაური ღორის მწვადიც (11.00 ლარი) ძალიან უნიათო რამეა – დამწვარი კიდეები, მაგარი ხორცი, ნახშირი და ძვალი. საერთოდ, ბოლო დროს მწვადი ჩიხში შევიდა ქართულ კვების დაწესებულებებში. იშვიათად მომწონს ხოლმე.
კარგი იყო მწყერი მაყალზე (6:50 ლარი), თელავის მარნის საფერავსაც მოუხდა და პიკანტური გემოც კი გაუჩინა ღვინოს. მწყერს სუნზე მოყვა ადგილობრივი ქუჩის კატა, რესტორნის საკვებით ნაპატივები. სხვაზე არაფერზე ჰქონდა რეაქცია, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მწყერი უყვარს. ჩემმა მეგობარმაც უშურველად დაუყარა ძვლები. კატამ გაილაღა.
ყველის ასორტი (14.00 ლარი) ჩავარდნა იყო. პრინციპში ამას არც ეთქმოდა ასორტი. აბა სადაური ასორტია სამნარი ყველისგან შემდგარი (იმერული, სულგუნი და შებოლილი სულგუნი) 6 ნაჭრიანი თეფში.
ღვინოებს რაც შეეხება, როგორც გითხარით, მუხრანის გორული მწვანე ავიღეთ, ერთი ბოთლი. გარდა ამისა, აქცია ჰქონდა რესტორანს და თელიანის სამშვენისი გაგვასინჯეს, კლასიკურად, ევროპულად დაყენებული. ძალიან დუნე ღვინო აღმოჩნდა, რომელიც აშკარად დაჯაბნა შატო მუხრანის წყალწყალა, მაგრამ სურნელოვანმა ღვინომ. ქვევრის სამშვენისი ზედმეტად იყო მუხის ტონებით დამშვენებული, თუმცა წიწაკის სიცხარე დაამარცხა და ტოლმასა და შემწვარ ბოსტნეულსაც მოუხდა.
ღვინის ბარათში კომპანიების რაოდენობა აქაც შეზღუდულია, მხოლოდ რამდენიმე ბობოლა, და ერთი უსახელაური და ერთიც ბიო–საფერავი. ცქრიალა ღვინო სამწუხაროდ მარტო თელიანი ველისაა. სამაგიეროდ Dom Pérignon აქვთ 480 ლარად და Moët & Chandon 180 ლარად. სულ ესა ვართ?
ისევ უნდა ვთქვა ჭიქით ღვინის გაყიდვაზე. აქ, ზოგიერთი ღვინო ერთი ჭიქა 12–16 ლარი ღირს. მაგ. შატო მუხრანის ან თელიანის რომელიმე თეთრი 11–12 ლარი შეიძლება ღირდეს, ბოთლი კი 29–31 ლარი. მერე მოვა მიმტანი და ეშმაკურად შემოგთავაზებს – "ბარემ ბოთლი აიღეთ, უფრო იაფი დაგიჯდებათ". მე კიდე ნერვები მეშლება ასეთ ხრიკებზე, იმიტომ, რომ ეს ამბავი პირველ რიგში ქართული ღვინის ცნობადობას აკნინებს. ქვეყანაში ხომ ისედაც 2–3%–ია ბოთლის ღვინის მოხმარება... ამას დაუმატეთ ქართული ღვინოების ხარისხისა და ფასის სრული შეუსაბამობა და მიხვდებით რატომაცაა ასეთ დღეში ქართული მეღვინეობა და გასტრონომიული კულტურა.
კერძის ფასებზეც ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ეს უფრო ზოგადი ტენდენციაა და ამაზე ცალკე სტატიის დაწერაც შეიძლება.
პურის სახლი –რესტორანი
გორგასლის ქ. 7
უბანი: აბანოთუბანი
ტელ: (+995 32) 30 30 30
სამზარეულო: ქართული
საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 100–150 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა: breadhouse@mgroup.ge
საიტი: http://www.breadhouse.mgroup.ge/
© tabula
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 48812
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 18 May 2012, 13:38  #31233149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabarzgaleba

დაკვირვებული ვარ გ.მესხიშვილს რაღაც "ლიჩნი ნეპრიაზნი" აქვს ბულგარული წიწაკის მიმართ.

QUOTE
სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი რომ მიიყვანო პურის სახლში, აუცილებლად გეტყვის: У вас не умеют готовить Толма.

მე მგონი სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი, მაგას ნებისმიერ ვარიანტში იტყვის, ოღონდ მე მასხოვს რომ დолма-ს ამბობენ ეგენი.
Peppi
ვიყიდი დროს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8421
წევრი No.: 11116
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 18 May 2012, 14:34  #31233988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
magnet
QUOTE
ვინმემ კარგი რესტორანი თუ იცით ნორმალური მენიუთი 30 ლარში რომ ჩავჯდე და თან კარგი სიტუაცია და მუსიკა იყოს მიშველეთ   

მე ეს მახსენდება ყველაზე უკეთ.. თუმცა, ერთჳ გაითვალისწინე - მენიუს ფასს ძალიან ზრდის ღვინის და ზოგადად სასმელის ფასი და ნამცხვრის/ტკბილეულის ღირებულებაც..



რესტორანი "სენატი" - 2011 წლის აპრილის მიმოხილვა; სიტუაცია, მუსიკა, ადგილი, მომსახურება - კარგი ; საჭმელი - თავად შეარჩიეთ, ძვირი ნამდვილად არ არის სხვა რესტორნებთან შედარებითsmile.gif

დაწვრილებით - http://perfectcook.org/index.php?option=co...-05-26-19-41-52

პ.ს. ფასი საშულოდ მეტი დაჯდა, თუმცა სუფრა როცა დავტოვეთ - შთაბეჭდილება იყო ისეთი, თითქოს ეხლა უნდა დავმჯდარიყავით.. ანუ, სავსე იყო საჭმელით, მაინც

This post has been edited by Peppi on 18 May 2012, 14:35


--------------------
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .
guruliqali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3022
წევრი No.: 110859
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 18 May 2012, 14:39  #31234069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რესტორანი "სენატი"

დღეს მანდ აქვს ჩემს შვილს გამოსაშვები ბანკეტი, გამოვკითხავ საღამოს შთაბეჭდილებებს yes.gif
amadeus
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6112
წევრი No.: 19409
რეგისტრ.: 20-April 06

გამოგზავნილია: 20 May 2012, 10:42  #31261379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
masha
QUOTE
დაკვირვებული ვარ გ.მესხიშვილს რაღაც "ლიჩნი ნეპრიაზნი" აქვს ბულგარული წიწაკის მიმართ.

ბულგარულს იმდენად მიყავს ყველა კერძი თავისკენ რომ აბსოლუტურად აკარგვინებს მათ თავიანთ ღირსებებს. მე დავამატებდი, "გაროხსა"(ბარდა) და მაიონეზსს, რომელიც ჩემი აზრით
კულინარიიდან ამოსაღებია biggrin.gif
არასოდეს მივირთმევ "ოლივიეს", რათა ორივე ინგრედიენტია მოთავსებული შიგ. მივაგენი გამოსავალს და ვცდილობ ოჯახში ამ იგრედიენტების მაგივრად გამოიყენონ:
"გაროხი" (ბარდა), ჩავანაცლე კაპარისით.
მაიონეზი - არაჟანით.

რაც შეეხება ბადრიჯანს, ის მხოლოდ ცხვრისდუმაში თუ გამოდგება, დანარჩენ შემთხვევაში კაპიკია მაგის ფასი biggrin.gif

This post has been edited by amadeus on 20 May 2012, 10:43
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 48812
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 20 May 2012, 11:26  #31261757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
amadeus
QUOTE
ბულგარულს იმდენად მიყავს ყველა კერძი თავისკენ რომ აბსოლუტურად აკარგვინებს მათ თავიანთ ღირსებებს

სოუსში, სუპში ზოგჯერ მაკარონთან, უებარია ბულგარული.
QUOTE
არასოდეს მივირთმევ "ოლივიეს", რათა ორივე ინგრედიენტია

ოლივიე ძველებური ტრადიციისამებრ ახალწელს იჭმევა და ასატანია მაიონეზი.
QUOTE
რაც შეეხება ბადრიჯანს

ისე მიყვარს. შემიძლია მარტო ბადრიჯანი ვჭამო, განსაკუთრებით ცეცხლზე შემწვარი
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (115) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0327 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]