butkujმე პირადად ცოტა მინახავს სვანი, ვინც აქტიურობდეს სვანურ ენასთან დაკავშირებით.
მაგრამ, აქ არის ერთი საკითხი.
ეს არის ამ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა.
მაგალითად, მეგრულად მოსაუბრე რამდენიმე ასეულ ათასია, ზოგი ნახევარ მილიონს ასახელებს, ერთი მონაცემებით 386 ათასია.
სვანურად მოლაპარაკეების რაოდენობას რაც შეეხება, 30 000 კაცია ზოგი მონაცემებით (ერთი მონაცემებით 15 000 არის, ცოტა მგონია).
ანუ, როგორც არ უნდა იყოს, ბევრად აღემატება მეგრულად მოლაპარაკეთა რაოდენობა.
აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ მეგრელებში მეტად იყოს ისეთი ხალხი, ვინც საქმით იქნება თუ სიტყვით (ასეთი სჭარბობს გაცილებით ჯერჯერობით
) აქტიურობდეს ენის შენარჩუნებისთვის.
მერე, რაც მეტი მოლაპარაკე ჰყავს ენას, იდეაში მით მეტი ადამიანი შეიძლება აქტიურობდეს მისი შენარჩუნებისთვის, ხოდა, რაც მეტი ადამიანი აქტიურობს, მით მეტი სხვა ადამიანიც ეცნობა პრობლემას.
მაგალითად, მე პირადად რამდენ ადამიანს გავაგებინე, რომ არსებობს პრობლემა მეგრულ ენასთან დაკავშირებით.
ან, მარტო მე თუ ვერ გავაგებინე, სხვებისგანაც მოისმინა იგივე, დააკვირდა არსებულ სიტუაციას და გააცნობიერა, რომ აქტიურობაა საჭირო.
ასე თუ ისე, მეგრელმა მეტად შეიძლება მოკრას ყური სადმე, თუ რა მდგომარეობა არსებობს.
მაგალითად, არსებობს ფეისბუქზე გვერდი მარგალური ნინა - მეგრული ენა, რომლის მეშვეობითაც საკმაოდ ბევრი ადამიანი დაფიქრდა სხვანაირად უკვე... ბევრისგან მსმენია ამაზე.
თუნდაც ამ ფორუმზე ბევრი დაწერილა ამ თემაზე.
მეგრულ ვიკიპედიას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა თავიდან, მეგრელებშიც, რა თქმა უნდა.
მართალია, დღესაც ბევრს ვერ გაუგია მისი არსებობის აზრი, მაგრამ საგრძნობლად იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც დადებითად აფასებს მის არსებობას.
ხოდა, სვანეთის შვილმა რამდენიმე პატრიოტმა ქართველმა რომ დაიწყოს აქტიურობა, ალბათ აყვება თანდათან მათ ხალხი ასე თუ ისე.
This post has been edited by ფორცხოლი on 28 Sep 2013, 13:36