განმარტება
პოლიტიკის განყოფილებაში თავი მოიყარა უამრავმა ინფორმაციამ სასჯელაღრსულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯავრდებულების გარდაცავალლება სხვა უამრავი პრობლემები რომლებიც დღეს არსებობს
მაგრამ ასევე არსებობს გარკვეული სახის წარმატებები რომლებიც უნდა აისახოს და იუზერებს მიეწოდოს ინფორმაციის სახით
ამ თემაში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური
ექს დეპარტამენტის უფროსი
ბაჩო ახალაია
დაბადების თარიღი: 24.10.1980
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული
განათლება:
1998 - 2004 მაგისტრის აკადემიური ხარისხი, იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო გამოცდილება:
2003 - 2004 პროექტის კოორდინატორი, ასოციაცია ”თავისუფლების ინსტიტუტი”;
2004 - 2005 სახალხო დამცველის მოადგილე, სახალხო დამცველის ოფისი;
2005 - 2008 დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
დეკემბერი 2008 - აგვისტო 2009 მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
აგვისტო 2009 - დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ექს მინისტრი
დიმიტრი შაშკინი დაიბადა 1975 წელს 8 აგვისტოს ქ. თბილისში.
1992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.
1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში.
1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.
1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. იღებდა მონაწილეობას საქართველოს სასამართლოს რეფორმის მომზადებაში.
1998 წლიდან მუშაობდა აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2001-2008 პოლიტიკური პროგრამების დირექტორად, ხოლო 2008 წლიდან - IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.
1998-2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.
2009 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მინისტრი
ხათუნა კალმახელიძე
დაიბადა 1979 წლის 11 თებერვალს ქ.თბილისში
განათლება:
2001-2005 წწ. სწავლობდა ნიუ-იორკის სითი უნივერსიტეტის ჰანტერის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიიღო ბაკალავრის წოდება.
2005-2007 წწ. სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ელიოტის სახელობის სკოლაში, რომელიც დაამთავრა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის წოდება.
სამუშაო გამოცდილება:
2004-2006 წწ. მუშაობდა საქართველოს მისიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
2006 წელს მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES) პოლიტიკურ-ფინანსური კვლევების მიმართულებით.
2008-2009 წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.
მინისტრის მოადგილე
დაიბადა 1977 წლის 17 ნოემბერს ქ. თბილისში
განათლება:
1994-1998 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. მიიღო ბაკალავრის ხარისხი.
1998-2000 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მიიღო მაგისტრის წოდება.
2006-2008 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი (მაგისტრატურა)
სამუშაო გამოცდილება:
2001-2004 საქართველოს უშიშროების სამინისტრო.
2004-2005 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამმართველოს უფროსი.
2005-2007 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. "სსიპ" დიპლომატი, დირექტორის მოადგილე.
2007-2010 საგარეო საქმეთა სამინისტრო. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
* * *
მინისტრის მოადგილე
დაიბადა 1980 წლის 18 ოქტომბერს ქ. თბილისში
განათლება:
1998-2003 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იურიდიული ფაკულტეტი.
2001-2004 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ეკონომიკის ფაკულტეტი.
2003 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის დოქტორანტურა.
სამუშაო გამოცდილება:
2005-2006 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა თანამდებობები
2006-2008 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.
2009-2010 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი. სასწავლო ნაწილის უფროსი.
2010 – 05.2010 სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
05.2010 – 04. 2011 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. უფროსის მოადგილე.
ღირსების ორდენის კავალერი
მინისტრის მოადგილე
დაიბადა 1951 წლის 5 ივლისს ქ. ცხინვალში
განათლება:
1981 წელს დაამთავრა ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
1980-1987 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის აღმასკომის იუსტიციის განყოფილების კონსულტანტად.
1987-1992 მუშაობდა ჯავის რაიონის მოსამართლედ.
1992-1994 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.
1994-1998 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად.
1998 – 2002 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრად.
2002 – 2005 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.
2008 წლიდან იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
----
სამინისტრო
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონის თანახმად 2009 წლის 1 თებერვლიდან შეიქმნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილებით დამტკიცდა სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს უფლებამოსილება და სტრუქტურა.
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სამსახური.
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) იურიდიული დახმარების სამსახური;
ბ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.
სტრუქტურა
This post has been edited by FRIDRIX on 21 Dec 2011, 04:15