Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > მღვდლები ოქროებით რატომ დადიან?


Posted by: wolfchant 2 Mar 2017, 21:01
სულ მაინტერესებდა, რატომ არის ასეთი მეგობრული დამოკიდებულება სასულიერო პირებსა და ოქროვერცხლს შორის?
პრადოებზე და მეუფეებზე არ ვსაუბრობ.
გამშვენებული მიტრა, ოქროს ჯვარი და ესეთი მატერიალური რაღაცები, მარტო მე მიმაჩნია რაღაც ქრისტიანობასთან სრულიად დაპირისპირებულ მოვლენად?
და ნათლობისას ოქროს ჯვრის ჩუქების ტრადიციაც... ხის ჯვარს რითი ჯობია, მაგალითად.

Posted by: ინაველ 2 Mar 2017, 21:43
wolfchant

ეგ ოქროები სახლში არავის მიაქვს. არამედ რწმენის პატივისცემის გამოხატულებაა. საუკეთესო მატერიალურს იმეტებ სასულიერო ნივთებისთვის

მე ასე მგონია

Posted by: d2d4 2 Mar 2017, 21:44
კარგი აურა აქვს ოქროს
..........................................

Posted by: new_member_ 2 Mar 2017, 21:53
ინაველ
QUOTE
საუკეთესო მატერიალურს იმეტებ სასულიერო ნივთებისთვის

მე ასე მგონია


+ ეს სასულიერო ნივთები არ გამოიყენება, როგორც მატერიალური სიკეთე. შესაბამისად, ოქროსი იქნება ის, პლატინის თუ კრიპტონიტის, სულერთია.

თემის ავტორის პათოსიც გასაგებია.
სისადავეს და თავმდაბლობას სურს, ხედავდეს, ანუ მას, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა.

მე პირადად სწორედ პრადოები და სხვა მატერიალურად გამოყენებადი რამეები მეპრობლემება, ვიდრე ჯვარი, საკმეველი თუ სკიპტრა, რომელიც ვერ იქცევა რეალურ სიმდიდრედ - ფულად ვერ იქცევა, მისით ვერაფერს იყიდი.. ნუ კომუნისტებმა კი დაყიდეს ლუსკუმები და ტაძრების მოოქროვილი ჯვრები, მაგრამ იმედია, ამას არ მოიშველიებთ არგუმენტად.

Posted by: wolfchant 2 Mar 2017, 22:20
ინაველ
QUOTE
ეგ ოქროები სახლში არავის მიაქვს. არამედ რწმენის პატივისცემის გამოხატულებაა. საუკეთესო მატერიალურს იმეტებ სასულიერო ნივთებისთვის

რა საუკეთესო მატერიალური? რა სტანდარტებით არის ოქრო საუკეთესო, რელიგიასთან თავსებადო რო იყოს.
და სახლში არავის მიაქვს რასქვია biggrin.gif

new_member_
QUOTE
მე პირადად სწორედ პრადოები და სხვა მატერიალურად გამოყენებადი რამეები მეპრობლემება, ვიდრე ჯვარი, საკმეველი თუ სკიპტრა, რომელიც ვერ იქცევა რეალურ სიმდიდრედ - ფულად ვერ იქცევა,

რატო ვერ იქცევა

QUOTE
ეს სასულიერო ნივთები არ გამოიყენება, როგორც მატერიალური სიკეთე.

აბა რად გამოიყენება? ოქროვერცხლით შემკული რატო არიან მაღალიერარქები

Posted by: d2d4 2 Mar 2017, 22:29

.

Posted by: dylan 5 Mar 2017, 19:33
ინაველ
QUOTE
wolfchant

ეგ ოქროები სახლში არავის მიაქვს. არამედ რწმენის პატივისცემის გამოხატულებაა. საუკეთესო მატერიალურს იმეტებ სასულიერო ნივთებისთვის

მე ასე მგონია


სახარება წაგიკითხავს?

ქრისტე რომ არიგებს თავის მოწაფეებს, რომ ორი ხელი ტანსაცმელიც ნუ გექნებათ და არც ფული, არც ვერცხლიო...

ქრისტეს მოწაფეებზე ღრმად მორწმუნეები არიან ჩვენი წვერიანები ხომ?


Posted by: FeelsBadMan 5 Mar 2017, 20:36
რაებს წერენ რწმენას სცემენ პატივს და მაგიტო ატარებენო lol.gif

რით ვერ ხვდებით, რომ პირიქით რწმენას უარჰყოფთ ოქროს ჯვრებით და ა.შ.
მაგ ოქროს ნივთებზე რაც ფული მიდის, არ სჯობს იგივე ქველმოქმედებაში დაიხარჯოს და გაჭირვებულებს მოხმარდეს?
ატარონ თუნდაც ბრინჯაოს ჯვარი, ამით მისი მნიშვნელობა ხომ არ დაიკარგება....

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 00:39
wolfchant
QUOTE
და ნათლობისას ოქროს ჯვრის ჩუქების ტრადიციაც... ხის ჯვარს რითი ჯობია, მაგალითად

ეს ერის ხალხის დაწესებულია და არა მღვდლების.
არ ჯობია, ჯვარი ჯვარია, მეტალს და ფასს არ აქვს მნიშვნელობა,

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 00:44
gurabe
QUOTE
ეს ერის ხალხის დაწესებულია და არა მღვდლების.

მღვდლები თუ ამბობენ ამაზე რამეს?

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 00:48
wolfchant
QUOTE
მღვდლები თუ ამბობენ ამაზე რამეს?

რა უნდა თქვან? ეგ ჩემი გადასაწყვეტია ნათლულს რას ვაჩუქებ, მინდა ოქროს და მინდა პლატინას.

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 00:49
gurabe
ოო, შენც მშვენივრად იცი რომ მასე არ ფიქრობს ხალხი და არც მღვდლები იკლავენ თავს გაანათლონ ვინმე biggrin.gif სარფიანი ბიზნესი ჩავარდებოდა. შესაბამისად ეს არჩევანიც თეორიულია, რაზეც საუბრობ.

ისეთი პონტია, იდეაში ნათლობაში ფულის გადახდა რომ არაა სავალდებულო, მაგრამ...

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 00:51
wolfchant
და მღვდლების ბიზნესი რა შუაშია ნათლია რომ ნათლულს ოქროს ჯვარს ყიდულობს?
ბიზნესში როგორ ხარ? biggrin.gif
QUOTE
ისეთი პონტია, იდეაში ნათლობაში ფულის გადახდა რომ არაა სავალდებულო, მაგრამ...

მაგრამ მერტიჩარა რომ გაჩნდება ადამიანი და სამებაში, სვეტიცხოველში და ჯვარზე გადაღებულ ფოტოებს რომ სხვა მადლი აქვს იმას კი უნდა გადახადევინო ფული tongue.gif

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 00:59
gurabe
QUOTE
და მღვდლების ბიზნესი რა შუაშია ნათლია რომ ნათლულს ოქროს ჯვარს ყიდულობს?

ოქროს ჯვარს საიდან ყიდულობს ნათლია? პლიუს მოწმობა, პირსახოცი და ა.შ
მე თვითონ ნათლია ვარ თურამეა, შენ თუ არ მოგინათLია არავინ მოგიყვები biggrin.gif

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 01:02
wolfchant
QUOTE
ოქროს ჯვარს საიდან ყიდულობს ნათლია?

ვაგზალზე, ოქროს ბირჟაზე.
ტაძარში არა!
ეკლესიაში უყიდე ოქროს ჯვარი? მიყვარს დაფიქრებული ხალხი smile.gif
QUOTE
პლიუს მოწმობა, პირსახოცი და ა.შ

მოწმობა არ მაქვს. პატარა ტაძრებში არაა ხოლმე.
QUOTE
მე თვითონ ნათლია ვარ თურამეა, შენ თუ არ მოგინათLია არავინ მოგიყვები biggrin.gif

მიყვარს ზღაპრები ძილის წინ

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 01:04
gurabe
QUOTE
ეკლესიაში უყიდე ოქროს ჯვარი? მიყვარს დაფიქრებული ხალხი smile.gif

საეკლესიო მაღაზია რისთვისაა

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 01:05
wolfchant
მიყვარს დაფიქრებული ხალხი 2

მოწადინებული ნათლია ყოფილხარ, ახლაც მასე მონდომებით უვლი ნათლულს? biggrin.gif

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 01:08
gurabe
ადრე იყო ეგ. :დ ჩემი ნათლული საბედნიეროდ საკმაოდ არაფანატიკოსია.

ისე, 90% სადაც "დაფიქრებული" შეგხვდება და მამაოებთან პრეტენზიები არ გაგიჩნდება, არ უნდა იფიქრო რო ვიღაც რაღაცაზე ხელს ითბობს, მასიურად? აი უკვე ორგანიზაციულ ხარისხში რო ადის ეს ყველაფერი.

პატარა ტაძრები და ჩემი გამონაკლისი მამაო და ეს ისტორიები ძაან საყვარლობაა, მარა პრობლემა სულ სხვა რამეა.

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 01:11
wolfchant
QUOTE
ადრე იყო ეგ. :დ ჩემი ნათლული საბედნიეროდ საკმაოდ არაფანატიკოსია.

მე სხვა რაღაც გკითხე, ნათლიის დანიშნულება სხვა არის და არა აუცილებლად ოქროს ჯვრის ჩუქება და მაგასაც თუ მასე მონდომებიტ ასრულებ-მეთქი.
QUOTE
ისე, 90% სადაც დაფიქრებული შეგხვდება და მამაოებთან პრეტენზიები არ გაგიჩნდება, არ უნდა იფიქრო რო ვიღაც რაღაცაზე ხელს ითბობს, მასიურად? აი უკვე ორგანიზაციულ ხარისხში რო ადის ეს ყველაფერი.

არის გარკვეული პრობლემა, თუმცა მგონია, ერისგან მოდის.
თუნდაც ის, რომ თუ დიდ ტაძარში არ მონათლავ და ოქროს ჯვარს არ აჩუქებ რაა მამული კი არა და რაა ნათლობა
QUOTE
პატარა ტაძრები და ჩემი გამონაკლისი მამაო და ეს ისტორიები ძაან საყვარლობაა, მარა პრობლემა სულ სხვა რამეა.

ანუ არ მიყვები ძილისპირულის ზღაპრებს biggrin.gif

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 01:17
gurabe
QUOTE
მე სხვა რაღაც გკითხე, ნათლიის დანიშნულება სხვა არის და არა აუცილებლად ოქროს ჯვრის ჩუქება და მაგასაც თუ მასე მონდომებიტ ასრულებ-მეთქი.

რა დანიშნულება, ათეისტი ვარ. გაუგებრობაში მოვყევი sad.gif

QUOTE
არის გარკვეული პრობლემა, თუმცა მგონია, ერისგან მოდის.

მაგას ვამბობ მერე, თუ ერისგან მოდის პრობლემა ბერი რას აკეთებს?(ფულს)

QUOTE
ანუ არ მიყვები ძილისპირულის ზღაპრებს biggrin.gif

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღმერთი.
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

და ა.შ

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 01:19
wolfchant
QUOTE
რა დანიშნულება, ათეისტი ვარ. გაუგებრობაში მოვყევი sad.gif

არაა კარგი გაუგებრობები.
მაგრამ მაინც მთავარია სათნო სახით მდგარიყავი ნათლობის დროს,
QUOTE
მაგას ვამბობ მერე, თუ ერისგან მოდის პრობლემა ბერი რას აკეთებს?(ფულს)

ბიბლიის კითხვაა საჭირო. მაგრამ ბევრს კითხვაც ეზარება და მოსმენაც
ძველქართულად, ძველქართულად! რა არის ეს?
მაგი მე წაკითხული მაქვს, ასე ათი წლის წინ დავიწყე კითხა და დღემდე ხშირად ვიმეორებ

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 01:22
gurabe
QUOTE
ბიბლიის კითხვაა საჭირო. მაგრამ ბევრს კითხვაც ეზარება და მოსმენაც
ძველქართულად, ძველქართულად! რა არის ეს?

უიმე ღმერთი გაგახარებს 2kiss.gif მეც მაგას არ ვამბობ

QUOTE
მაგრამ მაინც მთავარია სათნო სახით მდგარიყავი ნათლობის დროს,

რაღაც პერიოდი შევძელი :დდ მერე შეტრიალდი და ეშმაკს სამჯერ მიაფურთხეო და ერთი ნახევარი წუთი ვიცინოდი ვერ დავწყნარდი. კიდე მრცხვენია.

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 01:24
wolfchant
QUOTE
უიმე ღმერთი გაგახარებს 2kiss.gif მეც მაგას არ ვამბობ

მოვრიგდით :თუქისები:
QUOTE
რაღაც პერიოდი შევძელი :დდ მერე შეტრიალდი და ეშმაკს სამჯერ მიაფურთხეო და ერთი ნახევარი წუთი ვიცინოდი ვერ დავწყნარდი. კიდე მრცხვენია.

მთავარია ინანიებ tongue.gif

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 01:44
gurabe
QUOTE
მოვრიგდით :თუქისები:

სატანას მოურიგდი მუაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა

QUOTE
მთავარია ინანიებ tongue.gif

sad.gif სხვებიც შარში გავხვიე, იმიტო რო სიცილი გადაედოთ და მღვდელი ისე მიყურებდა მეგონა საკმევლის ჭურჭელს გამომიქანებდა.

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 01:46
wolfchant
QUOTE
სატანას მოურიგდი მუაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა

ხორცშესხმული სატანა smile.gif
QUOTE
ხვებიც შარში გავხვიე, იმიტო რო სიცილი გადაედოთ და მღვდელი ისე მიყურებდა მეგონა საკმევლის ჭურჭელს გამომიქანებდა.

რატო წახვედი მოსანათლად facepalm.gif
ისე გექეიფა, რა საჭირო იყო ოქროს ჯვრები და ზედმეტი ხარჯი biggrin.gif

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 01:55
gurabe
QUOTE
რატო წახვედი მოსანათლად  facepalm.gif

მაშინ მორწმუნე ვიყავი.

და მაგასაც რო თავი დაანებო, რაღაცები ისეა გამჯდარი ხალხში, რო არ გააკეთო ცუდად აღიქმება.
შენ გგონია ცოტას უწევს მსგავსი რაღაცები, თუნდაც იმიტომ რომ არ აწყენინოს ირგვლივ უამრავს და სხვანაირად ყურების ატანა ეზარება? ნუ ახლანდელი გადასახედიდან შეიძლება მეტად დამეკიდა ეგეთი რაღაცები კონკრეტულ შემთხვევებში, მაგრამ მაინც... ძალიან შებოჭილია საზოგადოება და მღვდლებსაც აწყობთ ეგ ყველაფერი. ძველქართული სწავლებაც მაგას უწყობს ხელს, თუ ვერ გაიგებს მრევლი რას ამბობ, ნაკლები პრობლემა გექნება.

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 01:57
wolfchant
ვაიმე, რაებს წერ sad.gif
მაშინ თუ მორწმუნე იყავი რა გაცინებდა.
ადამიანმა მოინდომოს და იმხელა ლიტერატურაა აუცილებლად ისწავლის, მაგრამ ეზარება რა ხალხს.

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 01:59
gurabe
QUOTE
მაშინ თუ მორწმუნე იყავი რა გაცინებდა.

შეტრიალდიო და ტფუი ტფუი ტფუი თქვიო cry.gif

QUOTE
ადამიანმა მოინდომოს და იმხელა ლიტერატურაა აუცილებლად ისწავლის, მაგრამ ეზარება რა ხალხს.

მასე მარტივადაა საქმე შენი აზრით
ინსტიტუციური მოწყობა, განსაზღვრავს თამაშის წესებს და ზედ ადამიანების ხასიათს და მოქმედებებს, სტიმულების მეშვეობით.
დღევანდელი ეკლესიის ინსტიტუციური მოწყობა არის ნაგავი.
ხედავ იმედია ამ ყველაფერს.

Posted by: gurabe 6 Mar 2017, 02:22
wolfchant
QUOTE
შეტრიალდიო და ტფუი ტფუი ტფუი თქვიო

აბა კიდევ მომიყევი mad.gif
QUOTE
ხედავ იმედია ამ ყველაფერს.

ვხედავ და ალბათ,მეტად განვიცდი, თუმცა ხალხი ვართ მეტიჩარა, თუმცა სამღვდელოებას რომ მეტი მოეთხოვება უდავოა და მრევლი იკლებს ამის გამო

Posted by: wolfchant 6 Mar 2017, 02:48
gurabe
QUOTE
აბა კიდევ მომიყევი  mad.gif

რავი ისე თქვი რანაირად გაიცინეო თითქოს სასაცილო არ იყო.

Posted by: Agonist 6 Mar 2017, 23:38
ადამიანები დამოკიდებულები გახდნენ მატერიაზე მითუმეტეს ოქროზე და ფულზე მღვდლები მაქსიმალურად ცდილობენ რო გვაშორონ და სულ თვითონ აიღონ საკუთარ თავზე ეს მძიმე ტვირთი rolleyes.gif

Posted by: Heart_of_Darkness 10 Mar 2017, 00:25
ყველას მოსწონს ფუფუნებაში ცხოვრება და იმიტომ.
მამაოებმაც გაიაზრეს, რომ ,,ამ სამყაროში ერთხელ მოვდივართ" და პრადოზე და კაი, 10გრამიან ბაჯაღლო ცეპზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს ადამიანს. ოქროს ძაფებისგან ნაქარგ სამოსზე აღარაფერს ვწერ.
,,ერთხელ ვცხოვრობთ, მაქსიმალური უნდა მოვითხოვოთ ცხოვრებისაგან და მრევლისაგან"- პრინციპია. facepalm.gif
საკრალურის გაპროფანულობის მორიგი შემთხვევა, როგორც ასეთი.


ისე, სულ მაინტერესებდა და, ბარემ, ვიკითხავ:
სამებაში და სხვა ეკლესიებში დიდი, მასიური, ძირითადად მუხის ხისგან დამზადებულ ტახტრევნები, რომ არის ხოლმე, მათ რა რელიგიური ფუნქცია აქვთ? მეფური სავარძლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბავშვობაში დავჯექი ერთხელ და პატარა ბიჭები, რომ არიან, რელიგიური სამოსით, ისეთი შემომიბღივრეს რომ შემეშინდა,

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)