forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (75) « პირველი ... 73 74 [75]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მშობიარობის მოგონებები, ☼ რჩევები და არამარტო ☼
.ნინო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1272
წევრი No.: 156520
რეგისტრ.: 28-November 12

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 14:23  #51337919      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wuna
ჯანსახლში, ქორიძესთან. საკეისროს ჩვენება გამომიხტა ბოლო წუთს და ისე მეშინოდა... ვიცი რომ უაზრობაა, მაგრამ საკეისროზე მარტო ქორიძეს ვანდობ ჩემს თავს და შვილს :-)

ოჩოპინტრე8

აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და დედას ყველაზე უკეთ ესმის საკუთარი შვილის. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ჩემი თავის იმედი ნაკლებად მაქვს :-D ზოგადად ვარ ყველაზე გადაფოფრილი ტიპი და წარმოიდგინე, შვილზე რა მემართება.
ზუსტად ვიცი, ჩემი თავი თუ არ დავატორმუზე, ჰიპერმზრუნველობით დავახრჩობ :-(
რაც მთავარია, ჩემს შვილს არ აქვს გართულება უჩემოდ ყოფნაზე და ამით არ ისტრესება... რომ ეტირა, ნამდვილად არ დავტოვებდი :-)

makamariami
"იმედია იტირებს" მომეწონა :-) პირველ დღეს თუ დატოვე, ყველა იტირებს. ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს, მაგრამ თუ თვლი, რომ პატარაა და ცოდოა, ეგ შენი გადასაწყვეტია... რა შუაშია ცუდი და კარგი დედა? ყველას თავის ცხოვრება აქვს და ვფიქრობ, ადამიანს აქვს უფლება, ისე გაზარდოს შვილი, როგორც სწორედ მიაჩნია...


* * *
tin10nio
მეც მასე ვარ, ნებისმიერ სისულელეზე ვტირი :-D

აუ ნეტა რას იზამს ჩემი შვილი... მე კი მეყოლება დამხმარე, ძიძა მყავს ისედაც, ვმუშაობ და მერე დეკრეტში რომ გავალ, ორივეს მარტო მაინც ვერ მივხედავ, თან ვერც ძიძას შეველევი, მაგრამ დედაჩემის მონაყოლით ვიცი, მე თურმე ისტერიკაში ვვარდებოდი, ის რომ ჩემს ძმას აჭმევდა (1 წელია სხვაობა)... არ მინდა მარიამსაც იგივე რეაქცია ჰქონდეს...
makamariami
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 583
წევრი No.: 212467
რეგისტრ.: 9-January 16

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 17:02  #51338861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
.ნინო
თუ იტირა ეს იმას ნიშნავს,რომ არ მოწონს და რატომ უნდა ვატარო?ცოდოა ნამდვილად


--------------------
Future_mom
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1126
წევრი No.: 227539
რეგისტრ.: 30-December 16

გამოგზავნილია: 17 Sep 2017, 12:14  #51347737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tin10nio
გავსკდი ტირილით (((( უზომო ბედნიერებას გისურვებთ love.gif
tin10nio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2088
წევრი No.: 201112
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 11:24  #51358914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Future_mom
ასევე შენც ჩემო კარგო 2kiss.gif


--------------------
მოვა დრო !
cucacuciko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 129325
რეგისტრ.: 28-March 11

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 20:28  #51367773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც დავწერ ჩემს მოგონებებს და იმედი მაქვს, ვინმეს წაადგება, როგორც მე გამომადგა აქ წაკითხული მოგონებები.

თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ მთელი ორსულობა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მქონდა, ხან კუაგულოგრამა, ხან ტონუსი, ხან რა და ხან რა. ანუ სულ წამლებს ვსვამდი და ძალიან მეშინოდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ გამოვიდოდა. ძალა და შეძლება კი მქონდა, მაგრამ აი, სულ წამლებზე ვიჯექი, რა.

ჩემი ქმარი ვერა და ვერ დავითანხმე დასწრებაზე, ბოლო დღესაც ვკითხე შემოხვალთქო და არაო. ექოსკოპიამ 16-დან 20-მდე დაიბადებაო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ადრე გამოვიდოდა მშობიარობის ძალიან მეშინოდა, აი, ძალიან, მაგრამ მაინც არ მინდოდა საკეისრო, ამიტო ვკითხულობდი უამრავს, აქ ყველაფერი გადაკითხული მაქვს, სტატიები ამოვწურე, ვიდეოებს ვუყურებდი. მინდოდა, რომ მაქსიმალურად მზად ვყოფილიყავი ფსიქოლოგიურად.

10-ში საღამოს თბილისი მოლში წავედით მე და ჩემი ქმარი, ბევრი ვიარეთ და სახლში რომ დავბრუნდით, მუცლის ქვედა ნაწილში საეჭვოდ დამეწყო, მენსტრუაციის მსგავსი. ვახ, მეთქი მგონი იწყება... მაგრამ რადგან ბევრი ვიარე, მაინც ამას მივაწერე. 11-ში დილით უკვე საგრძნობლად მომიმატა ტკივილმა და წავედი ჰერაში, თაკო გოდუაძესთან, რომელიც ორსულობამდეც ჩემი ექიმი იყო. გამსინჯა და არაფერიო, წადი სახლშიო, არადა ჩანთა წავიღე და დარწმუნებული ვიყავი რო ყელის გახსნა უკვე დაწყებული მქონდა. ხელით გასინჯვა ყოფილა სიკვდილის ტოლფასი. იქედან რო გამოვედი, მივხვდი, რომ ტკივილმა უფრო მომიმატა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მეწყებოდა, ამიტომ წამოვედი სახლში და ჩემს ქმარს ვუთხარი, კაპიტალურად დავალაგოთ სახლი, მალე გამოვათქო თან დალაგებაში ტკივილი გადამქონდა. მოვლითი ტკივილები მქონდა პერიოდულად, მენსტრუაციის მსგავსი, მაგრამ რაც უფრო ღამდებოდა, უფრო მემატებოდა სიძლიერეც და დროის ინტერვალიც.

ღამის 12 საათზე დავწექი იმ იმედით, რომ გადამივლიდა. ნოშპა დავლიე რამდნჯერმე, ვიფიქრე იქნებ მეჩვენება და გადამივლისთქო, მაგრამ რეაქციაც კი არ ჰქონდა წამალს, ანდა როგორ ექნებოდა?

2 საათზე უკვე დამეწყო უფრო ძლიერი ტკივილები და ინტერვალებიც კიდევ უფრო შემცირდა. დავიწყე დროის ჩანიშვნა, დრო მცირდებოდა ფაქტი იყო, მაგრამ დავიწყე მოთმენა. ჯერ ერთი მეშინოდა, ტყუიუბრალოდ არ წავიდე ისევ სამშობიაროშითქო და მერე კიდე ექიმის მომერიდა, მეთქი ახლა რო გავაღვიძო და წგამოვიყავმო ცოდოათქო და ცოტა გათენდესთქო. თან ჩემს ქმარს ჩაეძინა და მეთქი ვაცდი ცოტა გამოძინებასთქო. 7 საათამდე ვითმინე, ოღონდ ყოველ 5 წუთში ვდგებოდი და კედელს მუშტებს ვუტყამდი. არადა, თან მეძინებოდა და როცა გადამივლიდა, ჩამეძინებოდა ხოლმე.

7-ზე ვურეკავ ექიმს და ვეღარ ვითმენ თაკო ექიმოთქო და რატო ითქმენ, კაცო, დღეს მორიგე ვარ ისედაცო. მეთქი შენი დედაც!!! ანუ გამოდის, რომ სისულელის გამო ვიტანდი იმხელა ტკივილს.

8-ზე უკვე სამშობიაროში ვიყავით, ეგრევე გამსინჯა და 5 სანტიმეტრზე ხარ გახსნილი, ეგრევე გაუტკივარებას გიკეთებ და ბლოკში წავედითო. ხო ასე ძალიან მეშინოდა მშობიარობის, მაგრამ ოდნავადაც კი არ შემშინებია. ოღონდ იმ ტკივილს გაევლო და აღარ მტკენოდა და აღარაფერს ვჩიოდი.

შემიყვანეს ბლოკში, ანესთეზიოლოგმა დეტალურად დამიწყო ახსნა ყველაფრის. ისეთი საყვარელი ქალი იყო, ლამის ჩავეხუტე სულ არ ვჩიოდი იმ ერთ ჩხვლეტას, ოღონდ მალე გაევლო ამ ყველაფერს და მართლაც გაკეთებიდან 20 ან 30 წუთში ჩავკაიფდი საერთოდ ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, ისეთი შვება იყო ეს, რომ ვერ გადმოგცემთ. ჩემი ქმარი ბლოკში იყო, ჩემთან ერთად, ოღონდ ორივემ ვიცოდით, რომ საბოლოოდ გავიდოდა. დაჟე, მერე დავიძინე კიდეც. უბრალოდ ყტოველ 10 წუთში ექთნები და ექიმები შემოდიოდნენ და ცოტა არ იყოს გავღიზიანდი მათი ზედმეტი ყურადღებით. 12 საათზე კიდევ დამიმატეს და ცოტა ხანში უკვე დამეწყო კუჭში გასვლის შეგრძნება. უკან მაწვებოდა და მივხვდი, რომ იწყებოდა. გამაფრთხილეს როგორც უნდა მოვქცეულიყავი. მოკლედ, სადღაც 2-ის ნახევარზე უკვე დამეწყო ჭინთვები. ამასობაში ჩემი ქმარიც შემორჩა სიტუაციას და დამადგა თავზე ჭინთვები ცოტა გამიჭირდა იმიტომ, რომ ვერ ვაკეთებდი სწორად, მაგრამ არც ერთ ექიმს, ან ექთანს ხმა არ აუმაღლებია. მშვიდად და წყნარად აგრძელებდნენ ისევ მემილიონედ ახნას, მაგრამ დიდი ხანი არ გაგრძელებულა, 3-ის 10 წუთზე უკვე ჩემი წერტილოზა გულზე მყავდა. ანუ ჭინთვების დაწყებიდან მაქსიმუმ ნახევარ საათში უკვე ბაო მყავდა.

ისეთი ცხელი და ლურჯ-წითელა იყო, მეთქი ეს ვინაა, არადა ფილმებში რო ლამაზი ბავშვები ჩნდება, ეგრე წარმომედგინა მეც 2 სთ ბლოკში ვიყავი, ისევ დამტრიალებდნენ თავზე ექიმები და ექთნები, მერე გადამიყვანეს პალატაში. ერთკაციანი ავიღე. ცოტა პატარა ოთახი იყო, მაგრამ პრინციპში ჩემთვის საკმარისი. ხშირად მაკითხავდნენ ექთნები. საჭმელიც ეგრევე მომიტანეს. სიარული მიჭირდა, მაგრამ 2-3 საათის მერე მაიძულეს ადგომა და შემაცილეს ტუალეტში. ბავშვი იმ ღამით თითქმის გაყვანილოი ჰყავდათ, მაგრამ გამთენიისას შემომიყვანეს, ძალიან ტირის და აჭამეო

მეორე დღეს თავს ძალა დავატანე და ჩემით ავდექი. საჭმელი ნორმალური იყო, უბრალოდ სამზარეულოში უამრავი გოგო იყო და თითოეული მათგანი ყვებოდა თავის მშობიარობას და გული შემიწუხდა, ვერ ვხვდები რატო უნდა გაგიჩნდეს ამის მოყოლის სურვილი, თანაც ყველას ერთი და იგივე ისტორია რო აქვს დაახლოებით? ნაკეისრალ გოგოებს რომ ვუყურებდი, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდიდი ჩემს თავს, რომ ფიზიოლოგიური გადავწყვიტე
საბოლოოდ თაკომ მითხრა, რომ ძალიან ამტანი და ტკივილგამძლე ხარო, არ ვიცი მართლა ფიზიოლოგიურად ვარ თუ არა ძლიერი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ადვილად იმიტომ ჩაიარა ყველაფერმა, რომ ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად. ვიცოდი დაახლოებით რა ტკივილი მელოდა და რა რის მერე მოდიოდა. მე მგონია, რომ შემიწყო ხელი. ჩემი სისულელის გამო, რომ არ მომეთმინა იმ ღამით, კიდევ უფრო ადვილად ჩაივლიდა ყველაფერი.

ასე, რომ გოგოებო, ყველაფერი კარგად იქნება და ნუ გეშინიათ, პოზიტიურად მიუდექით ყველაფერს და ეგაა.
joy30
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 611
წევრი No.: 187139
რეგისტრ.: 6-June 14

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 22:22  #51368373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tin10nio
ამეტირა. როგორი მგრძნობიარე და თბილი მოგონებაა. პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ და უდიდეს ბედნიერებას ცხოვრებაში. love.gif
* * *
cucacuciko
ყოჩაღ შენ , მე ვერაფრით ვერ გავუძლებდი ეგრევე გავიგცეოდი სავადმყოფოში . გილოცავ ყველაფერს საუკეთესოს გისურვეთ
cucacuciko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 129325
რეგისტრ.: 28-March 11

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 23:36  #51368884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
joy30


დიდი მადლობა, შენც ასევე :*
Tamu123tamu
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 96
წევრი No.: 203525
რეგისტრ.: 11-June 15

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 17:35  #51373070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tin10nio
ვაიმეე რამდენი ვიტირეე sad.gifsad.gifsad.gif რას მერჩოდი. ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოს ღმერთმა. საოცარი ანგელოზი გყავს.

ჩემი თავი გამახსენა, გაჩენა/არ გაჩენაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მეორედ რომ დავრჩი ორსულად, სულ იმას ვფიქრობდი, პირველი უყურადღებოდ დამრჩებოდა, როგორ უნდა გამენაწილებინა, ეგოისტურად მომდიოდა. სიხარული რაღაცნაირად ვერც ვიგრძენი, გაოგნებული უფრო ვიყავი. მერე ორსულობაზე პრობლემები მქონდა და სამწუხაროდ 9 კვირაზე დენა დამეწყო და მომეშალა. დღემდე ვერ ვპატიობ თავს, ასე მგონი ჩემი ბრალია რომ მომეშალა, სულ იმას ვფიქრობ, რომ არ მივაქციე სათანადოდ ყურადღება, არ გამიხარდა და დავისაჯე sad.gif
wuna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 282
წევრი No.: 135251
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 22 Sep 2017, 09:04  #51376039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გოგოებო იმედის კლინიკაში გიმშობიარიათ ვინმეს?
ოჩოპინტრე8
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 708
წევრი No.: 224188
რეგისტრ.: 21-September 16

გამოგზავნილია: 22 Sep 2017, 11:08  #51376535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
cucacuciko
რა მაგარი გოგო ყოფილხარ, გავგიჟდიი !!!!!!!!
cucacuciko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 129325
რეგისტრ.: 28-March 11

გამოგზავნილია: 22 Sep 2017, 20:09  #51379485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ოჩოპინტრე8


ვითომ? smile.gif მე მგონია, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ მზად ვიყავი ფსიქოლოგიურად და ეგ იყო, მაგრამ დიდი მადლობა კომპლიმენტისათვის.
happy-go-lucky
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3226
წევრი No.: 147087
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 22 Sep 2017, 22:58  #51380395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tin10nio
უფ, მატირეეეეეე
tin10nio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2088
წევრი No.: 201112
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 23 Sep 2017, 00:28  #51380973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
joy30 ძალიან დიდი მაადლობა. ,ასევე შენც სულ სიკეთეს გისურვებ :*
Tamu123tamu
happy-go-lucky
გოგოებო :2kis:
cucacuciko
რამ მოგატმენინა ამმდენი ტკივილი ,ვაიი sad.gif( ვერაფრით მოვითმენდ.
სულ კარგად ყოფნას გისურვებ ,შენ პაწუკასთან ერთად.:*

This post has been edited by tin10nio on 23 Sep 2017, 00:28
cucacuciko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 129325
რეგისტრ.: 28-March 11

გამოგზავნილია: 23 Sep 2017, 12:50  #51382406      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tin10nio

ხო, რავი, სულელურად მომივიდა ეს მოთმენა მართლა. ამიტომ დავწერე აქ, რომ სხვებმაც იგივე არ გააკეთონ. დიდი მადლობა.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) « პირველი ... 73 74 [75]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0382 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]