გამარჯობათ
ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს უცხოურ პოკერ ფორუმებზე მოთამაშეების დღიურები. მეც გადავწყვიტე გავაკეთო ჩემი დღიური.
მათ ვინც არ იცით თუ რას ემსახურება მოთამაშის დღიური შევეცდები ორი სიტყვით აგიხსნათ:
პირველ რიგში დღიურის მიზანია ჩემი თამაშის გაუმჯობესება, უფრო დისციპლინის მხრივ, რადგან ძალიან არადისციპლინირებული ვარ
თემის დასაწყისში ჩამოვწერ ინფორმაციას ჩემს შესახებ, თუ რომელ პოკერ რუმში ვთამაშობ, რა ლიმიტზე და ა.შ.
დასაწყისშივე დავისახავ მიზანს, რომლის მიღწევასაც შევეცდები დროის გარკვეულ მონაკვეთში.
ყოველდღიურად დავდებ ჩემს შედეგებს და სტატისტიკას, ასევე დარიგებებს რომლებიც საინტერესოდ მომეჩვენა და თქვენთან ერთად გავაანალიზებ (იმედია)
ვეცდები ჩავიწერო ჩემი სესიები და განვათავსო აქ, რათა მოვისმინო თქვენი აზრი, ჯანსაღი კრიტიკა. დარწმუნებული ვარ თქვენც ბევრს ისწავლით ჩემგან, როგორც მე თქვენგან
ასევე იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომბაძავენ და შექმნიან თავის საკუთარ დღიურებს. ადრე რამდენჯერმე დავწერე პოკერის თემაში ამის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ მსურველი არავინ გამოჩნდა, იმედია ჩემი თემა სტიმულს მოგცემთ
ახლა კი საქმეზე გადავიდეთ
პოკერ რუმი: www.pokerstars.com
ნიკი: lev@n1
დისციპლინა: Turbo Heads-Up sit and go. (ვიცი ფორუმზე არავინ არ თამაშობს ამ დისციპლინას, მაგრამ იმედი მაქვს მაინც საინტერესო იქნება თქვენთვის, პირველ რიგში მათთვის ვინც ტურნირებს თამაშობს და ფინალში როდესაც 1X1 რჩება, არ იცის როგორ ითამაშოს )
ლიმიტი: 3.50 $
ბანკროლი: 40$
ვიცი ძალიან პატარა ბანკროლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ თანხით შევძლებ მილიონების მოგებას
მიზანი №1 : არ წავაგოთ!
მიზანი №2 : 10 მარტისთვის ჩემი ბანკროლი შეადგენდეს 200$-ს და გადავიდე შემდეგ ლიმიტზე (7$). მარტის ბოლოსთვის კი მივაღწიო 500$ს და გადავიდე 15$იან სნგზე.
ინფორმაცია ჩემს შესახებ: პოკერს ვთამაშობ 2009 წლიდან, პირველ ნაბიჯები პოკერსტარსზე გადავდგი, თავიდანვე HU sng-ებმა მიმიზიდა, ასე რომ მთლად გამოუცდელიც არ ვარ
მაქსიმუმი რა ლიმიტსაც ვუგებდი იყო 15$იენაბი. როგორც ზემოთ ავღნიშნე დისციპლინასთან პრობლემა მაქვს, არ შემიძლია გადაბმულად დღეები და თვეები ვითამაშო, ამიტომ მქონდა დიდი პაუზები, დიდ ხნიანი შესვენები კი როგორც იცით მოთამაშის თამაშის დონეზე სასიკეთოთ არ აისახება, ჩემმა თამაშის დონემაც სავარაუდოთ დაიწია, (ვგულისხმობ HU sng ბში), თორემ ქეშზე, ქართულ პოკერ რუმებში უდიდესი პროგრესი განვიცადე
ახალ კი გადავწყვიტე კვლავ დავუბრუნდე ნამდვილ პოკერს
გავიზარდო როგორც პოკერის მოთამაშე და რათქმაუნდა მოვიგო ფულები
ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მივიღე და დავიწყე კიდეც სტარსზე ჰუს თამაში, მაგრამ ამ ხნის მანძილზე 124 პარტიის თამაში ძლივს მოვახერხე, ისევ და ისევ ჩემი სიზარმაცის გამო. იხილეთ სტატისტიკა:
P.S. მოდერს ვთხოვ არ დამიხუროს , თემა პოკერის შესახებაა და დარწმუნებული ვარ იმ აპინულ თემაზე საინტერესო გამოვა. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. კარგი იქნებოდა პოკერსაც ცალკე განყოფილება ქონდეს, როგორც ფეხბურთს, ხოკეის და სხვა დანარჩენს.
იმედია იაქტიურებთ და ამდენი ტყუილად არ ვიწვალე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ღმერთი არს ჩევნთან, ვიწყებთ!!!
This post has been edited by Qute on 17 Feb 2013, 20:37