#28510281 · 28 Nov 2011, 13:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შერონ სტოუნი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დილას კლინიკაში ანალიზებზე მიტანილ მის შარდს საღამოს აუქციონზე თუ გაიტანდნენ გასაყიდად.
ასეთი იდეა თავში კლინიკის მთავარ ექიმს რობერტ ფანჯიკესს მოუვიდა, ის შერონ სტოუნის თავგადაკლული ფანია და აღმოჩნდა რომ სტოუნის ყველა ფილმის დვდ, ყველა პოსტერი და უამრავი ავტოგრაფი აქვს, თურმე რობერტი ოცნებობდა რომ შერონ სტოუნი მისი კლინიკის პაციენტი გამხდარიყო, რადგან კლინიკა სწორედ იმ რაიონშია სადაც შერონ სტოუნი ხშირად ატარებს დროს. 25 ნოემბერს კი შერონი შეუძლოდ გახდა და მას ოჯახის ექიმმა შარდის ანალიზის გაკეთება გამოუწერა, რაზეც სტოუნმა ადგილობრივ კლინიკას მიაკითხა.
- წარმოუდგენელია ენით გამოვთქვა მთავარი ექიმის რეაქცია, როდესაც მან გაიგო რომ კლინიკაშI მოტანილი შარდი შერონ სტოუნს ეკუთვნოდა - აცხადებს კლინიკის მთავარი ანესთეზიოლოგი სიბილა ჩემბერსი. - მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ექიმის კომპეტენცია არ იყო შარდის ანალიზი მისტერ რობერტი მთელი დღე ლაბორატორიიდან არ გამოსულა, მან დაახლოებით 10-ჯერ გაუკეთა ანალიზი ნიმუშს რათა შედეგების სისწორეში დარწმუნებულიყო და არ გაეწბილებინა კუმირი.
- შერონ სტოუნი ჩემი ვარსკვლავია, მისი ყველაფერი ჩემთვის უძვირფასესი საჩუქარია, ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა აუქციონზე მთლიან ანალიზებს არ ვყიდით, რამდენიმე წვეთს კლინიკა სამახსოვროდ შეინახავს - აცხადებს რობერტ ფანჯიკესი SOAE-სთან საუბრის დროს.
შეგახსენებთ აუქციონი დღეს 28 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელია. გამარჯვებულის ვინაობა ანონიმურად დარჩება და მოგებულ შარდს ადრესატი სახლში მიიღებს.
სპეციალურად SOAE საკრამენტო, კალიფორნია
--------------------
იესოს მრჩეველი ევოლუციის თეორიის საკითხებში
|