ვფიქრობ ან ახალი არ იყო... ან არ გაგიმართლა!
რა არის გადამისამართებული სექტორის რაოდენობა(Reallocated Sector Count)?
ვიცით რომ თანამედროვე მყარ დისკებს აქვთ თავისუფალი რეზერვ სექტორები, რომლებიც გამოიყენება უხარისხო დაზიანებული სექტორების ნაცვლად.
წაკითხვის ან ჩაწერის შეცდომის დროს ცუდი სექტორი იცვლება რეზერვიდან ახლით, ოპერაციული სისტემისთვის დისკი აღიქმება როგორც ნორმალური ( bad-ბლოკების გარეშე).
მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი გადამისამართებული სექტორი ყოფილი BED ბლოკია, ხოლო ინფორმაცია რაც მასზე იყო დაკარგულია...
დავუშვათ, რომ ჩაიწერე რაიმე მნიშვნელოვანი დისკი. არსებობს ასეთი მცნება, "არასტაბილური სექტორები", ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ, მაგრამ
მათზე წაკითხვა/ჩაწერის დრო დიდია და მალე საერთოდ შეუძლიათ შეწყვიტონ ინფორმაციის ჩაწერა.
მაგალითად ამ სექტორში რამე ჩაიწერა და შემდეგ გავაკეთეთ (ან ავტომატურად) დისკის დეფრაგმენტაცია. დისკი ცდილობს წაიკითხოსს ინფორმაცია, მაგრამ
ვერ ახერხებს, სექტორი საბოლოოდ გაფუჭდა. ამის შემდეგ დისკის მიკროპროგრამა ამ სექტორს ცუდად მიიჩნევს და ავტომატურად
ჩაანაცვლებს მას სათადარიგო სექტორით. დისკი თითქოს კვლავ ნორმალურია, მაგრამ ჩვენი ინფორმაცია უიმედოდ დაიკარგა! და ა.შ. გრძელდება.
ასე რომ, ჩემი აზრით გადამისამართებული სექტორების არსებობა ნიშნავს რომ, დისკის მაგნიტური ფენა იშლება და როგორც წესი ეს პროცესი არის შეუქცევადი...
ასეთ დისკზე არათუ სისტემა, დროებითი ფაილებიც არ უნდა გააჩერო.
This post has been edited by ten10 on 13 Nov 2017, 01:55