forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩრდილოეთ კავკასიის მომავალი
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 01:06  #52165994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ რა ხდება, დაღესტანის სამაგალითოდ დასჯა მიდის ამ დღეებში.
წირვა გამოუყვანეს ამათ "ავტონომიას" კრემლიდან, მთელი ელიტა დააპატიმრეს ან გაყარეს, ბრალდებები სამართლიანია(კორუფცია, ბანდიტიზმი, გამოძალვა, მკვლელობები და ა.შ.) თუმცა იგივე ბრალდებები შეიძლება ნებისმიერ ჩინოვნიკს მიეყენოს რუსეთში....მოკლედ საბაბია.
უმთავრესი ამბავი-პრეზიდენტად რუსი დაუნიშნეს.
შემთხვევითი არაა, მრავალეროვანი რესპუბლიკაა და ამით სარგებლობენ.

ამ მოვლენების ფონზე რას ფიქრობთ, რა მომავალი ელის ჩრდილოეთ კავკასიას? პოლიტიკური, ეთნიკური, ენობრივი და დემოგრაფიული კუთხით....
ჩემი აზრით, იწყება რუსეთის აგრესიის ახალი ეტაპი ჩრდ.კავკასიაში. 1990-ან, 2000-ან წლებში მიზანი რეგიონზე კონტროლის დამყარება იყო-ეს შესრულდა ომით და ადგილობრივი ელიტების მოსყიდვით.
ახლა უკვე ადგილობრივი ელიტები აღარაფერში ჭირდებათ, ამათი ავტონომიაც ეზედმეტებათ, როგორც ჩანს, სრული და საბოლოო გადაწყვეტაა საკითხის დღის წესრიგში მოსკოვში.
სერიოზული სიმპტომია.

ჩემი ვარაუდი ასეთია-ჯერ რუს/გარუსებულ რესპუბლიკის მეთაურებს დაუნიშნავენ, მერე ავტონომიებს მოუსპობენ ადმ.რეფორმის მომიზეზებით, მერე ბოლომდე გარუსებას ეცდებიან.
ქრისტიანებს/წარმართებს(ოსები,ჩერქეზების ნაწილი) იოლად გაარუსებენ, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელებს(ჩერქეზები და აბაზინები+ყარაჩა-ბალყარელები და ნოღაელები ) რელიგიის გარდა ყველაფერს რუსულს მიაღებინებენ.
დაგებთან, ჩეჩნებთან და ინგუშებთან ძნელია რამის თქმა, აქ ბრძოლა იქნება, XXII საუკუნემდე ამ სამის გარდა არამგონია რომელიმე ჩრდ.კავკასიელმა ხალხმა მიაღწიოს.
სრული რუსიფიკაცია ელით აფხაზებსაც.

თქვენ რა ვარაუდები გაქვთ ამ თემაზე?

This post has been edited by ingfari on 12 Feb 2018, 01:10
Perfecto_77
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 700
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 01:48  #52166247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რავიცი, პუტინი მგონი თვითონ უშენებს მეჩეთებს ჩეჩნებს. ოსები ფაქტიურად გარუსებულები არიან კიდეც უკვე. ჩრდილოდასავლეთ კავკასიელებიც დანაწევრებულ-შევიწროებულები არიან.


--------------------
ცხოვრება მშვენიერია (...მემგონი).
brdzolisunariani
პავა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2567
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 02:22  #52166472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო საკითხია ...

რაღაც რომ მოხდა დაღესტანში ვიცოდი . პრეზიდენტად რუსის დანიშვნაზე არ მქონდა ინფო .


ისეთი ერი არ არსებობს რომელიც ბოლომდე დაცულია სხვა დიდ ერთან ასიმილაციისგან , მითუმეტეს თუ ამ ერს საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია.
იმიერკავკასიის დასავლეთი ნაწილი უკვე შეეხო რუსიფიკაციის ბუნებრივ ფორმებს. სლავური მოსახლეობაც დასავლეთ იმიერკავკასიაში ბლომად არის წარმოდგენილი.

ჩემის აზრით , ყველაფერი მორჩენილი მაინც არაა . რუსეთში ძნელად ხდება ხოლმე ძალაუფლების გადაცემ-გადაბარებ-ჩამოგდებ-რევოლუციობანა
ასე მოხდება პუტინის შემთხვევაშიც smile.gif ამ ყველაფრის გამო ვფიქრობ 1 ომის მსგავსი კიდევ მოხდება მთების მეორე მხარეს
არ ვიცი ისლამისტური სახე ექნება ამ ომს , გავლენების გადანაწილების სახე , თუ ნაციონალური სეპარატიზმი მაგრამ მგონია ჯერ მორჩენილი არაა ყველაფერი.


აფხაზები - მათი გადარჩენა სამწუხაროდ შეუძლებელია . ხშირად ამბობენ ხოლმე ჩვენთან , აფხაზების გადარჩენა მხოლოდ ქართულ სივრცეშია შესაძლებელიო
მე არ მგონია თუნდაც ''ქართულმა სივრცემ'' გადაარჩინოს ისინი (დროს გაუხანგრძლივებს ალბათ სიცოცხლისას). ძალიან ბევრი ღონისძიება უნდა გატარტეს რომ აფხაზი გადარჩეს , ამ ღონისძიებებს არავინ გაატარებს ...

ოსები(ჩრდ.) - არ ვიცი როგორ ჟღეს მაგრამ , თუ ოდესმე ჩრდ.კავკასია განთავისუფლდა , ყველაზე მეტი მზადყოფნა სახელმწიფოს შესაქმნელად ექსნება ოსეთს .
დიდი პრობლემების წინაშე დადგება რა თქმა უნდა , თუმცა ისლამისტურ ფანატიზმს რომ გამოაკლებ ამ პრობლემებს მაინც დიდი შეღავათია wink.gif
დღეს ოსები ყველაზე მეტად ემხრობიან რუსეთის კავკასიაში ყოფას .

ძურძუკნივაინახეთი - ჯერ გაგრძელდება ჩეჩნეთის მიშვება თავის გემოზე , ლეზგინკები , კადიროვცები , მეჩეთები , ვნახოთ სადამდე მივა ეს ყველაფერი ...
რუსეთის წაფახფახების შემთხვევაში ისლამისტები გამოვლენ დღის შუქზე კალაშებით ხელში.

ლეკსა დაღესტნისა - ეს იმდენად ჭრელია , იმდენი შესაძლო დაპირისპირების კერაა ,ვერავინ გაიგებს რა მოხდება , ვისი აზრი გახდება დომინანტური.


საბოლოოდ ყველა დალევს ვოდკას
დაველოდოთ პუტინის დაღზევების ხანას ,
შეიძლება ამ მომენტმა ცოტა დროში გაწელოს გარუსება...


--------------------
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ქვეყანაზე ბოროტება გამქრალიყო..........
Perfecto_77
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 700
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:04  #52167248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში ოფიციალური ენები რუსულის გარდა ადგილობრივი ენებიცაა?
* * *
ანუ სკოლები, სასამართლო, ოფიციალური დოკუმენტები და ეგეთი რამეები რა ენებზეა?

მაგალითად ოსეთში მგონი ოსური სკოლა სულ არ აქვთ.
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 12:05  #52167528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
brdzolisunariani
1.აფხაზები განწირული არიან, რუსეთის ხელში გარუსდებიან(ყოფით, მენტალობით, ენით), რაღაც ჩუვაშების/მარიელების/მორდვინების და ა.შ. მსგავსი იქნებიან. საქართველოს ხელში უფრო მალე გარუსდებიან, რადგან მათი აბს.უმრავლესობა დატოვებს აფხაზეთს თუ იქ საქართველოს კონტროლი აღდგა.
2.ოსები რუსეთს ცოცხალი თავით არ დატოვებენ, ის კი არა რუსეთი რომ წავიდეს კავკასიიდან, ბლომად ოსიც მიყვება ფიზიკურად, ძალიან ცოტა უკლიათ და ზემოთნახსენები ვოლგისპირელი ხალხების დონეზე დავლენ, ესენი პირველი გარუსდებიან ბოლომდე.

მითუმეტეს ეს ორი ხალხი ვერც მრავლდება.
Perfecto_77
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 700
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 12:45  #52167740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ingfari
QUOTE
რადგან მათი აბს.უმრავლესობა დატოვებს აფხაზეთს თუ იქ საქართველოს კონტროლი აღდგა.

რატო? არამგონი ქართველების მხრიდან რამე საფრთხე დაემუქროთ. პირიქით, ხო იცი ქართველების ხასიათი. მათ უფლებებზე იმაზე მეტს ილაპარაკებენ, ვიდრე თვითონ აფსუები.
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 13:00  #52167816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77
თვითონ წავლენ.
საქართველოში და ქართველებთან ეგენი არ იცხოვრებენ.
brdzolisunariani
პავა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2567
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 13:44  #52168031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ingfari
QUOTE
საქართველოს ხელში უფრო მალე გარუსდებიან, რადგან მათი აბს.უმრავლესობა დატოვებს აფხაზეთს თუ იქ საქართველოს კონტროლი აღდგა.

გააჩნია რა ფორმით და სტატუსით დაბრუნდება აფხაზეთი.
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 14:05  #52168138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
brdzolisunariani
ფორმა-ომი.
სტატუსი-არანაერი.
სხვა ვარიანტი არ არსებობს.
Perfecto_77
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 700
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 14:32  #52168324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ingfari
QUOTE
თვითონ წავლენ.
საქართველოში და ქართველებთან ეგენი არ იცხოვრებენ.

ხოდა მაგას ვამბობ რომ თვითონ არ წავლენ, რადგან ქართველების მხრიდან ადგილი ექნება უშინაარსო ფსევდოლიბერალობას და მათი "უფლებების" დაცვას. ანუ მათ ჩვენგან საფრთხე არ დაემუქრებათ, დარჩებიან აქ და გააგრძელებენ პარაზიტობას. პირიქით, უსუსტესი ქართული სახელმწიფოს პირობებში მათ გზა უფრო გაეხსნებათ, ახლა ჩაკეტილები მაინც არიან და ვერსად გადიან იმ ღორლანდიის გარდა, შემდეგ კი ევროპაშიც გავლენ და მთელ მსოფლიოშიც. დაიწყებენ "აფხაზური ნაციონალური ინტერესების" გატარებას მთელ მსოფლიოში და აშკარა ანტიქართულ პროპაგანდას, რომელსაც საქართველოდან არავინ შეუშლის ხელს.
brdzolisunariani
პავა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2567
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 16:13  #52168883      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ingfari

QUOTE
სტატუსი-არანაერი.

სტატუსი აქვს უკვე თითქმის 100 წელია.
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 18:43  #52169887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77
ქართველების ძალდატანების გარეშე წავა უმეტესობა, უბრალოდ არ იცხოვრებენ ქართველების გვერდით, მიუღებელია ეს მათთვის. პლუს რუსულ ენაზე, რუსულ-ჩრდ.კავკასიური კულტურის, მენტალობის ნარევზე არიან გაზრდილი, ყოფაც იქაური აქვთ. სრულიად უცხოა მათთვის საქართველო.

brdzolisunariani
აქვთ და აღარ ექნებათ. რომის იმპერია იყო და აღარ არის, გადაიტანა მსოფლიომ.
qariana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 281
წევრი No.: 235039
რეგისტრ.: 1-September 17

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 19:20  #52170083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ingfari @ 12 Feb 2018, 01:06 )
XXII საუკუნემდე ამ სამის გარდა არამგონია რომელიმე ჩრდ.კავკასიელმა ხალხმა მიაღწიოს.
სრული რუსიფიკაცია ელით აფხაზებსაც.

თქვენ რა ვარაუდები გაქვთ ამ თემაზე?

მაგათი მომავალი დიდად არ მაღელვებს. ეგენი კი არა, ჩვენ თუ მივაღწევთ 22-ე საუკუნემდე საინტერესოა rolleyes.gif
აგერ გაერო გვეუბნება ამ ტემპებით კლება თუ გააგრძელეთ 2050-ისთვის 1.5 მლნ იქნებითო yes.gif
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 19:28  #52170129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
qariana
მივაღწევთ.
გაერო საეჭვო ორგანიზაციაა, რბილად რომ ვთქვათ.
qariana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 281
წევრი No.: 235039
რეგისტრ.: 1-September 17

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 19:37  #52170186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ingfari

გაერო რა შუაშია აგერაა ციფრები და დათვალე

http://www.worldometers.info/world-populat...gia-population/

მაგალითად უკანასკნელი 8 წლის მონაცემები რომ აიღო დაახლოებით 300 000 -ით შევმცირდით
ამ ტემპებით რომ გავაგრძელოთ, მერწმუნე 100 წელში უბრალოდ გავქრებით
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0240 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]