Lev!აიემდიბის ქულას და მითუმეტეს კრიტიკას მთლად სერიოზულად ნუ მიიღებ
სნობიზმი აქ არაფერ შუაშია,უბრალოდ აიემდიბის როლი კარგი ფილმების გამორჩევასა და კრიტიკაში მინიმალური და არარელევანტურია
მეც შემხვდა პოსტები ნამცხვრის ჭამის სცენაზე.იმაზე მეტი ვიდრე უნდა შემხვედროდა
რეალურად ეგ სცენა გასართობი არც იყო.არ უნდა მოგწონებოდა,რომ გადმოგეხვია და მეორედ გეყურებინა.თავი ცუდად უნდა გეგრძნო,უნდა მოგბეზრებოდა,ეგ იყო მაგის აზრი
ისე კი მაგ მომენტს მოჩვენების კონტექსტიდან ვუყურებდით და ნუ მოჩვენებისთვის დრო სხვანაირად გადის,ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისთვის
თავიდან ნელა,მერე სწარაფად მიქრის,როგორც ფილმში ვითარდება სცენარი :დ
კი ნამდვილად
90 წლებში როგორი ფილმები გამოდიოდა - ჰოლივუდური ბოევიკები.ერთი კარგი ტიპი ათასი ცუდის წინააღმდეგ.ამ ერთს ოჯახის წევრს უკლავენ ან იტაცებენ და ეს ნიჰილისტურ/კონფორმისტულ პოზიციას ტოვებს და მთელ სამყაროს უჯანყდება.
სროლა,სისხლი,სიყვარული და ჰეფი ენდი.ამით ყველა ბედნიერი იყო.მოვლენების სხვანაირად განვითარებას მაყურებელი უარყოფითად იღებდა
ახლაც იგივე სცენარია.არც თუ ისე დიდი ცვლილებით.უკეთესი ვიზუალური ხარისხი,ცოტა იუმორი(ხშირ შემთხვევაში უყლევესი),ბევრი პოლიტკორექტულობა და ძირითადად ძველი დროის გადამღერებაა.
მე და ჩემი ორი მეგობარი ვიყავით ინტერსტელარზე.დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი ფილმის მიმდინარეობისას.ერთი მომენტი იყო - სენტიმენტალური-ტრაგიკული.მემგონი მამისა და შვილის განშორების,ზუსტად აღარ მახსოვს.ხოდა ბუნებრივია ამ დროს საჭიროა ემოციების ზღვა.
ხშირად ეს ემოციების ზღვა არა ფილმის კარგი სცენარიდან გამომდინარეობს,ან იქიდან რომ მსახიობი იმდენად რეალურად გამოხატავს ვინმე ადამიანს ტკივილს რომ ბოლომდე შედიხარ მის მდგოამრეობაში,არამედ უბრალოდ მოტივატორი ამ შემთხვევაში მუსიკაა.მუსიკა ძალიან ადვილად დაგაყენებს მელანქოლიურ განწყობაზე და შეგიცვლსი ხასიათს.
ხოდა ნუ ფილმის სცენარმა დიდად არ იმოქმედა ჩემზე,მაგრამ ამ დროს მოქმედებაში ჰანს ციმერი ჩაერთო.რაც უფრო პროგრესირებდა სცენა და უფრო მეტი ცრემლი იღვრებოდა ეკრანზე,მუსიკა უფრო ხმამაღლა ისმოდა და ბოლოს პიკს მიაღწია.მე კინაღამ თავი ამეხადა,მაგრამ უკანა გზაზე ,მ ჩემმა მეგობრემა გაიხსენეს ეგ სცენა და აღიარეს,რომ გული აუჩუყდათ.
ეს ფილმი კი ჩემთვის გულწრფელობის გამოხატულებაა.ძალიან მომეწონა,მშვენიერია