#53932236 · 14 Dec 2018, 21:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგრულად ქუთაისურად Fac simile - ფაქ სიმილე (ლათ.) - ერთი და იგივე G2009GQUOTE | რომელი კანონითაა ეს აკრძალული? |
არა რომელიმე კონკრეტული კანონით, არამედ - კანონთა ერთობლიობით. უფრო გასაგებად რო აგიხსნა, არ არის ქართულ კანონმდებლობაში გარემო ფაქსიმილირებული ხელმოწერის მომსახურებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქსიმილეთი ხელისმომწერ მხარეს რჩება საშუალება ამ ხელმოწერის ნამდვილობის გასაჩივრებისა. სხვა სიტყვებით, აკრძალული კი არაა, არამედ - დაუცველია.
ამიტომ ბუნებრივია, რომ კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფულით ვაჭრობაზე მუშაობს და დედას იმასუშვრება ცოცხალ ადამიანებს ფულის უკან დაბრუნების მიზნით და რომელსაც სახელმწიფო ამოუღებელ ვალებსაც რეალიზებაში უთვლის და ისე ბეგრავს, რომ ფაქ სიმილეს არ ენდობოდეს და არ ღებულობდეს. მით უმეტეს, ქართულ გარემოში, სადაც ქართველ მოსამართლეს თავისუფლად შეიძლება მოუვიდეს თავში გენიალური აზრი, რომ მსესხებლის ფაქ სიმილე თურმე მოიპარა მისმა კეთილისმსურველმა მეზობელმა და დასცხო სესხის ხელშეკრულებას და ახლა მსესხებელმა ფული თურმე არ უნდა დააბრუნოს - მას ხომ არ მოუწერია ხელი. ეს დიდი კი არაფერი (უარესი გადაწყვეტილებებიც მინახავს, ეს რაა), მაგრამ 1-3 თვით გადაავადებს გამსესხებლის კანონიერი მოთხოვნის აღსრულებას.
არსებობს რაღაც კანონის მსგავსი ელექტრონული ხელმოწერისა და სანდო მომსახურების შესახებ, რომელიც ნაჩქარევად გააკეთეს კონკრეტულ ე. წ. "ინვესტორთა" აქ შემოსატყუებლად, მაინც ვერ შემოიტყუეს და მერე დაიკიდეს, რ. თ. უ. და დატოვეს კანონი უმოქმედოდ. სხვაფრივ კი მოწესრიგდებოდა ციფრული იდენტიფიცირების საკითხები, პირადი თუ უნიკალური ნომერი მიენიჭებოდა ხელმოწერის და შტამპის ყოველ ნიმუშს და დავიწროვდებოდა მოუწესრიგებელ საკითხთა წრე იქამდე, რომ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ უარყოფდა საკუთარ ფაქსიმილეს (ანუ ვერ მიუთითებდა ფაქ სიმილეს - ფიზიკური ინსტრუმენტის - მოპარვასა თუ წართმევაზე და სხვების მიერ უსანქციო გამოყენებაზე).
This post has been edited by JSB14BSJ on 14 Dec 2018, 21:42
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|