რა მოიგე მაგითო მაგის თქმა უნდოდა ალბათ პატივცემულს
მეც იგივე კითხვა დამებადა
თემას რაც შეეხება მეც შემემთხვა მსგავსი რამ, რეიდი ჰქონდათ და მე და თანამშრომელი გაგვაჩერეს, ზრდილობიანად რა თქმა უნდა და გადაგვიღეს სურათები. ოღონდ ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინ. მაგ პერიოდში ერთმა მეზობელმა მეორე მოკლა პისტოლეტით მუხიანში და მერე მიიმალა და შეიძლება ძებნა იყო ან რეიდი არ ვიცი მოკლედ ეს ამბავი კი დაემთხვა და მახსოვს..
პოლიცია ჯერ იშვიათად მაჩერებს მარა როცა მაჩერებს არასოდეს ზედმეტ კითხვას არ ვუსვავ, ის თავის თავის საქმეს აკეთებს და მე კიდევ დასამალი პოლიციასთან არ მაქვს არაფერი. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა 1 წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა არასოდეს..
ერთხელ მახსოვს, ზამთარში მაგარი გაციებული ვიყავი და აფთიაქში გავედი, ვიყიდე წამალი და მოვდივარ სახლში. ესეიგი აღგიწერთ რა ფორმაში ვარ: თავზე კაპიშუნი მაფარია და პირზე ხილბანდი მიკეთია და ღამეა
მოვდივარ და უნებურად მეფიქრება ისე ახლა პატრულმა რომ გამიაროს ხო ვარ ყაჩაღის ფორმაში მეთქი, სახე მე არ მიჩანს და არაფერითქო. ეს გავიფიქრე და ეგრევე მომიმუხრუჭა პატრულმა, თან ისე მკვეთრად რომ ტროტუარზე გოგო და ბიჭი იდგა და შეხტნენ მოულოდნელობისგან, ორივე ისე გადმოხტა რომ აშკარად ელოდნენ რომ უნდა გავქცეულიყავი და დასაჭერად გამომკიდებოდნენ. მშვიდად რომ დავხვდი მომიახლოვდა და პირადობა მთხოვა
პირბადე მოვიხსენი, სამხრე კამერიდან დამაფიქსირა რამოდენიმე კითხვა დამისვა და პატაკით დამემშვიდობა
მოკლედ უსაფრთხოებაც გვინდა და თან ისიც არ გვინდა რომ ათასში ერთხელ პატრულმა გაგვაჩეროს
ნუ ასეა ასეთი საქმე აქვთ და რა ვუყოთ. მთავარია რომ ამ გაჩერებით ვინმეს შეურაწყოფა არ მიაყენონ და არ იუზრდელონ, როგორც ვიცი ზოგი ნაგლი კიდევ არის შემორჩენილი პოლიციაში და მასეთებს უნდა ერიდო რომ შარი არ ატეხონ.