Tinker Bellგამარჯობა
ვიფიქრე, ეს ორი წიგნი საინტერესო იქნებოდა 3 წლის ბავშვისთვის.
"არრა" ძალიან სახალისო და საყვარელია და სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც საქართველოში გამოიცემა ბავშვებისთვის.
თანაც წიგნის ფესტივალზე მხოლოდ 2 ლარი ეღირება.
შეგიძლია, ამ ლინკზე გადაათვალიერო:
https://www.youtube.com/watch?v=VEANf6_PnlEასევე, "აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ", რომელიც საბავშვო ლიტერატურის კლასიკაა. უთბილესი და უკეთილესი წიგნია, ილუსტრაციებიც სასიამოვნო და საყვარელია. ეს წიგნი მხოლოდ 3 ლარად გაიყიდება ფესტივალზე.
ესეც ამ წიგნის ბმული:
https://www.youtube.com/watch?v=UE1thkMtO44ორივე წიგნი "დიოგენესია" და ზოგადად, "დიოგენეს" საბავშვო წიგნების საფესტივალო ფასები 2 ლარიდან იწყება