Nevada Tan - რევოლუცია
ახალი თაობა
ამას ვერ ავიტან.
იძულებული ვარ, მუდმივად ვამტკიცო საკუთარი თავი.
წესები აქ, მოვალეობები იქ.
კი, რა თქმა უნდა.
მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ის ვაკეთო, რასაც თქვენ მეუბნებით?
სკოლა, მშობლები, სახელმწიფო.
ჩემ თავს ვეკითხები: რა ხდება?
შეიხედეთ ჩვენს კლასებში, ჩაგვხედეთ თვალებში.
ბევრი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობა ზედმეტად ბევრს იღებს საკუთარ თავზე (ანუ გაბლატავებულები არიან
).
მაგრამ ჩვენ არ გვწამს თქვენი იდეალების.
გვინდა თქვენი ინიციალების ტარება?
ჰმ, მოიცა! ეს ჩამჭრელი შეკითხვაა?
დღესდღეობით მსოფლიო სხვანაირად ბრუნავს.
მთავარი შეკითხვაა: ამას ოდესმე შეიგნებთ?
სულერთია, რაც არ უნდა ვთქვათ, კედელს ვეჯახებით (თქვენ არ გესმით ჩვენი).
ვერცერთი თქვენგანი ვერ ხედავს, სინამდვილეში რა ხდება ჩვენთან.
ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიტბორებით,
ტყუილებში ვიხრჩობით
და თავიდანვე ვამჩნევთ, რომ საჩუქრად (უფასოდ) ვერაფერს მივიღებთ.
დღეს ჩვენ ვიპყრობთ ტახტს და ვამბობთ:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს რევოლუციაში.
ეს ჩვენი თაობის რევოლუციაა.
- დიახ, დიახ -
ახალი დრო(ება) იწყება. ჩვენ ვიწყებთ.
- დიახ, დიახ, დიახ -
ეს ახალი თაობის რევოლუციაა.
თავისუფლების მატარებელი ამ სადგურიდან გადის.
ფეხებზე გვკიდია თქვენი აზრი.
თქვენ არ ხართ ჩვენნაირები და ვერც ვერასდროს იქნებით.
რევოლუცია გერმანიაში დაიწყო.
მაშასადამე, ვიცვამთ "FICK DICH"-წარწერიან მაიკებს.
ამბოხი, პროვოცირება. ახლა ნევადა თანის ჯერია.
თავიანთი საარჩევნო პროგრამითა და სლოგანით:
"ბოლოს და ბოლოს, დაიწყე ცხოვრება, ჯანდაბა (წყეულიმც იყოს
)"