კახა კალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების ფაქტს ეხმაურება
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
17 იანვარი, 2014. 14:07
-+
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბუნებრივ აირს მართლაც, უკანონოდ მოიხმარდა.
„ეს ნამდვილად გუშინ აღმოაჩინა „ყაზტრანსგაზმა". რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენდა სამწუხაროდ ეს ხდებოდა, ეს იყო რეალობა. მე არ ვიცი კონკრეტულად ბატონმა პრეზიდენტმა იცოდა თუ არა ამის შესახებ; უბრალოდ მიუღებელია, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მოიხმარონ უკანონოდ ბუნებრივი აირი, ამ დროს, გამოდის, ქვეყნის პირველი პირი, თავისი რეზიდენციისთვის იხმარდა უკანონოდ ბუნებრივ აირს", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=12839მე ამას ვერ დავიჯერებ და თუ გინდათ დიდგორას შეეკითხეთ,ან ვასილის.არ იზამდა ამას მიშა.
This post has been edited by lasha1997 on 18 Jan 2014, 05:48