იმედია უფრომეტად ვიაქტიურებთ და დავრწმუნდებით ამ განმარტების ჭეშმარიტებაში
ანტიქრისტე ლენინიაანტიქრისტე ლენინია1981 წლიდან მივიღე ღვთისგან იოანეს გამოცხადების განმარტება 12 თავიდან 20 თავის ჩათვლით.
2014 წელს კი პირველი თავიდან 12 ჩათვლით.
მთელი აპოკალიფსის მთავარი მინიშნებაა ღვთისმგმობელი საბჭოთა კავშირის დაარსებაზე და დაშლაზე დედამიწაზე.
იოანეს გამოცხადების განმარტება.
რუსეთის დაშლა გარდაუვალია. წითელი ურჩხული, რომელზეც ამ თავებშია საუბარი საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია. 1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს, ახლობლებს და ეკლესიებს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე-მერვე ხელმძღვანელზე. 1991 წელს სწორედ მეშვიდე-მერვე თავზე, გორბაჩოვზე მოხდა მოსახდენი. რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია. ყველა იმ ძალებს ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებ გონს მოეგონ და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე. იოანეს გამოც. 6 თავიდან 20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური სახელმწიფოს, საბჭოთა რუსეთის დაარსებაზე, ნგრევაზე და კომუნისტური, იმპერიული იდეოლოგიიის ათასი წლით შეჩერებაზე -
- ,,ჩაკეტვაზეა’’ ნაწინასწარმეტყველევი:
გამოც.იოანესი 6,2 - ეს ყველა ის ძალებია, რომლებიც შეებრძოლა ღვთისმგმობელ კომუნისტებს, რუსეთის თეთრგვარდიელებით დაწყებული იოანე პავლე მეორეს, ტეტჩერით და რეიგანით დამთავრებული.
გამოც.იოანესი 6,4 - ეს ღვთისმგმობელი წითელი კომუნისტური იმპერიის სახეა, კომინტერნის მეთაურობით.
გამოც.იოანესი 6,5-8 - ეს ის შიმშილი და უბედურებებია კომუნისტურ ქვეყნებში, რაც მოჰყვება ღვთისმეტყველებასთან და საბაზრო ეკონომიკასთან დაპირისპირებას.
გამოც.იოანესი 8-11 - ეს ჩერნობილის კატასროფაა, აფსინდა იგივე ჩერნობილია.
გამოც.იოანესი 12,3 - ეს წითელი ათეისტური საბჭოთა კავშირის და კომუნისტური თანამეგობრობის სულიერი სახეა, რომელსაც განაგებს მოსკოვიდან შვიდი თავი:1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვი.
გამოც.იოანესი 12,9-12 - ეს ათეისტური ღვთისმგმობელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოების დაარსებაა მთელს დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 12,17 - კომუნისტური რევოლუციები და სამოქალაქო ომები მთელს დედამიწაზე. (100 000 000 ადამიანი მსხვერპლი -,,კომუნიზმის შავი წიგნი’’)
გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირის შვიდი თავი, სახელმწიფოს ფაქტიური , პარტიული ხელმძღვანელები: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვია.
ათი რქა საბჭოთა კავშირში რუსეთთან პირველად ,,ნებით“ გაერთიანებული 10 რესპუბლიკაა, სულ 11 რესპუბლიკა: 1.რუსეთი, 2.უკრაინა, 3.ბელორუსია 4.,ყირგიზეთი, 5.აზერბაიჯანი, 6.საქართველო, 7.სომხეთი, 8.უზბეკეთი, 9.ტაჯიკეთი 10.თურქმენეთი. 11.ყაზახეთი. (სსრკ შემდეგ დაყვეს 15 რესპუბლიკად)
გამოც.იოანესი 13,3-4 - ეს ლენინია, რომელიც კაპლანმა დაჭრა და გადაურჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას.
გამოც.იოანესი 13,5-6 - ეს ლენინის რადიკალურ მებრძოლ ათეისტურ ღვთისმგმობელობაზეა.1925 წელს დაარსდა “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი” მოსკოვში.
გამოც.იოანესი 13,5 - ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე - 42 თვეს.
გამოც.იოანესი 13,7-8 - ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა.
გამოც.იოანესი 13,11-13 - ეს სტალინია.
გამოც.იოანესი 13,11-15 - ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს, გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის აზრებს და საქმეს.
გამოც.იოანესი 13,16-17 - საბჭოთა კავშირში ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია ,კოლმეურნეობებისა მეურნებების შექმნა, სადაც ყველა მუშაობდა ფიზიკურად(ხელი) ან გონებრივად (თავი) ლენინის და ათეიზმის ,კომუნისტური იდეალების სადიდებლად.
გამოც.იოანესი 13,17 - ეს რიცხვი ლენინია-ვ.ი.უ. -666.
გამოც.იოანესი 17,11 - ეს გორბაჩოვია, მერვე
ეთერთი შვიდიდან , რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი.
გამოც.იოანესი 14,8–11 – კომუნისტური და
შემდგომი რუსეთის ნგრევის პროცესი.
გამოც.იოანესი 20,1–3 - ეს ის ,,ათასწლიანი გამოწვევა“-ა,1991 წლის შემდეგ, როდესაც დაიშლება რა ღვთისმგმობელური კომუნისტური იმპერია , თავისუფალი ევროკავშირი და ა.შ.შ. ყოფილი კომუნისტური რესპუბლიკების დახმარებას დაიწყებენ და ეს რესპუბლიკები შეუერთდება ევროკავშირს და ნატოს. ეს ჩვენ თვალწინ ხდება.
ამას თუ დაუმატებთ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებას, სადაც ეზეკიელ 38.2-3,,,როშა’’ - პირდაპირ რუსეთზეა მითითება და რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალება -,,ვერ შეუერთდები მათ საფლავში’’, ესაია 14,20 - ლენინი ისევ მავზოლეუმშია, მივიღებთ ისტორიულად სრულიად დასაბუთებულ, ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის, ასევე მთელი კაცობრიობისათვის , რამეთუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ახალი აღთქმის ჭეშმარიტება.
დამეთანხმებით ალბათ ნებისმიერი ერთი მინიშნება შეიძლება ყველა სახელმწიფოს ან პიროვნებას მიუსადაგოდ, ამ განმარტების ჭეშმარიტებას კი ისეც ამტკიცებს, რომ ყველა ეს ნიშნები და პარალელები იოანეს გამოცხადებიდან, ერთ საბჭოთა კომუნისტურ იმპერიას ესადაგება და ასახავს.
ადიდეთ უფალი და ცხოვრების ქრისტიანული წესი!
12 მინიშნებაა იოანეს წინასწარმეტყველებაში ანტიქრსტეზე , რაც ლენინზე მიგვითითებს.
1...წითელი ურჩხული .(იოან.გამოცხ.12.3) - კომუნისტების დროშის ფერი წითელია.
2... ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი..(იოან.გამოცხ. 13.12) - კომუნისტური იმპერიის პირველი თავი - ლენინი.
3... მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი.(იოან.გამოცხ. 13.5) - სსრკ-ს სახელმწიფო იდეოლოგია - ათეიზმი.
4... წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა.(იოან.გამოცხ. 13.7)- ბოლშევიკების გამარჯვება რუსეთის სამოქალაქო ომში.
5...ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება.. (მეორე თესალონ. 2.4) - ლენინმა ტახტი დაიდგა .
მართლმადიდებლურ ეკლესიათა კომპლექსში მოსკოვში - კრემლში.
6....თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული (იოან.გამოცხ. 13.3) - ლენინი მძიმედ დაჭრა კაპლანმა.
7...მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე (იოან.გამოცხ. 13.5) - ლენინი ქმედითუნარიანი იყო 1917 წლის ოქტომბრიდან 1921 წლის მარტამდე, რასაც თავისი წერილით ადასტურებს.
8. თაყვანი სცენ პირველ მხეცს (იოან.გამოცხ. 13.12) - სტალინმა, ,,სხვა მხეცმა ‘’ გააფეტიშა ლენინი.
9...ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს... ..(იოან.გამოცხ. 13.17) - ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია - კოლექტივიზაცია.
10. არ დაიმარხება (ესაია 14.20) - ლენინი დღესაც მავზოლეუმშია -მოსკოვში.
11...შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი (იოან.გამოცხ. 17.9) -მოსკოვი სადა დაიდო ტახტი ლენინმა, შვიდ გორაკზეა აშენებული.
12. ..მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს. (იოან.გამოცხ. 17.1) - მოსკოვის ქვეშ ზღვა აღმოაჩინეს კარსტრულ ქანებში.
-------------------------------------------------------------
მსგავსი განმარტებები
ბოლო წლებში დავინტერესდი არსებობს თუ არა ჩემი განმარტების მსგავსი შეხედულებები ანტიქრისტესთან დაკავშირებით. ასეთი განმარტებები მართლაც აღმოჩნდა.
1. ანტიქრისტეს უწოდებს საბჭოთა კავშირს თავის წერილში "მახვილი მხილებისა" საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
,,რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტი-ქრისტე’’
http://gardaqmna.do.am/news/makhvili_mkhil.../2012-05-22-1512. მსგავსი განმარტება აღმოვაჩინე საქართველოში, ფორუმზე დანიელ სავანელის სახელით ცნობილ ავტორთან. ამ განმარტებასთან მაკავშირებს ის რომ, როგორც დანიელ სავანელს ასევე მეც ანტიქრისტედ ლენინი მიგვაჩნია. გვაქვს განსხვავებაც აზრებში, მაგალითად ის რომ შვიდ მხეცის თავში მეშვიდე თავად პუტინი ესახება მას, მე კი გორბაჩოვს ვხედავ. არის სხვა განსხვავებებიც რაში გასარკვევად დაიტერესებულ პირებს შეუძლიათ ინტერნეტში მოიპოვონ შესაბამისი მასალები.
3. რამდენადაც არ არის გასაკვირი, ასევე ეთანხმებოდა ლენინის ანტიქრისტეობას ვახტანგ გოგუაძე, მაგრამ ბაბილონად ვაშინგტონი მიიჩნია, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვან შეუსაბამობაშია.
4. ასევე არსებობს უკრაინელი მართლმადიდებელი დიაკვანის სერგეი კობზარის განმარტება, სადაც ასევე ვთანხმდებით, რომ ლენინია აპოკალიფსური ანტიქრისტე.
5. ჩვენი თანამედროვე, დეკანოზი მიქაელ ასათიანი ამოწმებს ლენინის ანტიქრისტეობას, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ლენინი გაცოცხლდება და სასწაულებსაც მოახდენსო.
6. არ შეიძლება განსაკუთრებით არ გამოვყო მ.დოსტოევსკის ნაწარმოები ,,ეშმაკნი“ სადაც ეშმაკის სულით შეპყრობილებად ახასიათებს იმ დროინდელ ბოლშევიკ რევოლუციონერებს.
7. ლენინზე მიუთითებს ასევე თანამედროვე რუსი წინასწარმეტყველი ილიაც.
8. გუმილიოვს აქვს მინიშნება , რომ ლენინია წითელი ეშმაკი.
9. მხეცის მეფობის მახასიათებლებლები მთლიანად შეესაბამება სსრკ-ს , საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს.
,, ჯიქს მიაგავდა’’ სწრაფი, მოძრავი ; ,, მისი ფეხები - დათვის ტორებს’’ - მძლავრი; ,,ხახა კი - ხახას ლომისას“ - ბოროტი, საშიში. ერთი თავთაგან იყო სასიკვდილოდ დაჭრილი, მაგრამ ეს საიკვდილო ჭრილობა განიკურნა - ლენინი იყო დაჭრილი მოწამლული ტყვიებით. ,,მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე’’ - ლენინს ჰქონდა ძალაუფლება ავადმყოფობამდე(ინსულტი). ამის შემდეგ მოცილებული იყო ძალაუფლებას.,, და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი’’ - დასახელეთ ადამიანი ვინც ამაში გადააჭარბა ლენინს.,, და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა ‘’ - ქრისტიანობის დევნამ ამ პერიოდში მნივნელვნად გადააჭარმა რომის დროს. ,, და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა’’ - კომუნისტური პარტიები შეიქმნა ყველა ქვეყნებში ჩინეთიდან ამერიკამდე. ,, ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა’’ - მასობრივი რეპრესიები და მკვლელობა წმიდანების რევოლუციის შემდეგ და რევოლუცონერების რეპრესიები 1937 წელს. ,, მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული’’ - სტალინს ჰქონდა სანდომიანი ,,მამობრივი’’ გამომეტყველება, მის ხმაზე კი ყველა თრთოდა.
,, ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა’’ - სტალინი მოქმედებდა ლენინის ძალაუფლებაზე და სწავლებაზე დაყრდნობით. ,, და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა’’ - ლენინის პორტრეტი აუცილებელი გახდა ყველა პარტიულ საბუთზე - სამკერდე ნიშნები, ფულზე, მონუმენტები და სხვა.,, და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის’’ - ,, ლენინი ცოცხლობდა, ლენინი ცოცხალია, ლენინი მუდამ იცოცხლებს’’
,,და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე’’- კუთვნილება ანტიქრისტეს ამხანაგობის - პარტიული ბილეთი (მარჯვენა ხელზე), იდეური მხარდაჭერა - თავზე.
,,მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი’’ - რუსულად ვლადიმერ ილიასძე ლენინი ленин владимир ильич = შედგება 18 ასოსაგან = რაც შეიცავს სამ 6(ექვსიანს) = 666.
,,გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი’’ - ლენინის მიერ რამდენიც იცოცხლა დედამიწაზე მთვარის კალენდრით თვეების რიცხვი 666-ია.
http://istmat.info/node/21487 - Гость (не проверено)
10. ღმერთის თავის ხალხთან და ეკლესიასთან ურთიერთობა, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში, სავსეა ტრაგიზმით. ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, იზრაელის ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ მან ვერ გაიგო საკუთარი მესიის მოსვლა - ქრისტეს მოსვლა (ნახ. ლუკა 19:44). ქრისტე ,, თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს’’(იოან. 1:11). ახალი იზრაელის (ეკლესიის) ტრაგედია კიდევ უფრო სამწუხაროა: მან ვერ შეძლო გამოცნობა მისი მტრის ანტიქრისტესი. აი ის სამწუხარო პარადოქსი: ქრისტე მოვიდა თავისიანებთნ მაგრამ არ მიიღეს ის; ანტიქრისტე მოვიდა სხვებთან, და სხვებმა მიიღეს ის. ანტიქრისტე - ლენინი მივიდა ღვთის ხალხთან (მისთვის უცხოსთან), და მათ მიიღეს ის: რამდენიმე წელში წმიდა რუსეთი გახდა ათეისტური და ღვთისმებრძოლი. და უკვე 80 წელზე მეტია, რაც მის ეკლესიას ბოლომდე არ შუძლია გაიაზროს და გაიგოს - თუ რა მოხდა მის თავს და ვინ იყო მასთან მოსული!
http://vk.com/topic-19469470_2420649911. აქ ნათქვამია რომ ლენინი ერთერთი წინასწარმეტველია ანტიქრისტესი, რაც ვფიქრობ ძალიან რბილი ნათქვამია თუ გადავხედავთ ლენინის,,მოღვაწეობას’’.
http://istmat.info/node/21487- Критик - Ленин- один из пророков антихриста
12. ელოვიკივი ი.მ.( Еловиков Ю.М.)
ელოვიკივის განმარტებაშიც ასევე ლენინია ანტიქრისტე.
http://www.enoch.ru/article.shtml?17glava13. სიმბოლურად საბჭოთა კავშირის დაშლა ,,მხეცის სასიკვდილოდ დაჭრილი თავია’’. თანამედროვე რუსეთი კი , რომელსაც უნდა აღადგინოს საბჭოთა კავშირის სიძლიერე - ეს უკვე ,,გამოჯანმრთელებული თავია’’. ასევე საბჭოთა კავშირის დაშლა - ეს მხეცია ,,რომელიც იყო და არ არის’’.თანამედროვე რუსეთი - ,,მხეცია რომელიც გამოდის უფსკრულიდან’’. და რაც მთავარია - ის ,,მიდის დასაღუპად’’.თანამედროვე რუსეთს აქვს ,,განსაკუთრებული პატივი’’ - ის იქნება განადგურებული ღვთის მეომრებით. და ის რომ მიდის დასაღუპად ამტკიცებს ეს - ღმერთმა ეს უკვე გადაწყვიტა! კრემლის ხელმძღვანელობას არა აქვს საქმე საშურად.
http://thinkabout.org.ua/ru/zver This post has been edited by temart on 1 Dec 2020, 13:13