#54744455 · 1 Jun 2019, 12:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არის ვებ აპლიკაცია, რომელშიც იურიდიული კომპანიების მონაცემებია შეტანილი, გაკეთებული მაქვს ესეთი ფუნქცია რომ არჩეულ კომპანიაზე რაღაც ღილაკის დაჭერაზე იხსნება ქრომში ახალი ტაბი საიტი rs.ge, და გადაეცემა მომხმარებელი და პაროლი ამ კომპანიის და ავტომატურ ავტორიზაციას აკეთებს. (რს-ის მომხმარებელს და პაროლს ვებ აპლიკაციაში ვინახავ). ეს გავაკეთე ქრომის ადონით, რომელსაც აპლიკაციის გვერდიდან გადავცემ რა საიტი უნდა გახსნას და რა ელემენტი უნდა მოძებნოს აიდის მიხედვით, შიგნით რა მონაცემი უნდა ჩაწეროს და ბოლოს რა ღილაკს უნდა დააჭიროს ავტორიზაციისთვის.
ესეთი კოდია ადონში: 'document.getElementById("'+request.type.loginUserID+'").value = "'+request.type.loginUser+'";'
ეს ყველაფერი მუშაობს, მაგრამ ახლა რომ ახალი საიტი შეიქმნა pensions.ge ამაზე არ მუშაობს, ამაზე შესაბამის getElementById-ს გადავცემ. ეჭვი მაქვს რომ Vue.js იყენებენ და value = "'+request.type.loginUser+'" ეს არ მუშაობს. ანუ ლოგინის მომხმარებელში და პაროლში კი წერს მონაცემებს მაგრამ ავტორიზაციის ღილაკის დაჭერაზე არ შედის, არასწორი მონაცემებიაო.
სავარაუდოდ რაღაც სხვა პრინციპით უნდა ჩავწერო მონაცემები input-ებში არა პირდაპირ value =-ით, ხომ არ იცით მაგალითად პაროლის შემნახველი ადონები როგორ მუშაობს, ან ზოგადი ჩაწერა ინფუთში რომ სიტყვაზე ანგულარზეც იმუშაოს.
--------------------
See you in lucid dreams
|