გთავაზობთ კარგ ბიზნეს პროექტს.
ვყიდი განცხადების საიტს, ძრავი დაწერილია თავიდან ბოლომდე ნულიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ფუნქციის დამატება/ცვლილება. ქვემოთ მოცემულია საიტის დემო ვერსიის და სამართავი პანელის ლინკი.
აქვს ინტეგრირებული თიბისი ბანკის გადახდების სისტემა, როგორც სწრაფი გადახდის აპარატის, ასევე ვიზა/მასტერკარდის მეშვეობით შესაძლებელია ბალანსის შევსება.
მომხმარებელს შეუძლია VIP სტატუსის ჩართვა დღეების მიხედვით, თუმცა შესაძლებელია სხვა პრინციპით გადაკეთება, VIP სტატუსის სანაცვლოდ მომხმარებელს ეჭრება თანხა ბალანსიდან, ხოლო განცხადება გადაინაცვლებს პირველ ადგილას, VIP სტატუსის ფასის რედაქტირება შესაძლებელია სამართავი პანელიდან. განცხადება წაიშლება ავტომატურად 30 დღის შემდეგ(სურვილისამებრ შესაძლებელია შეცვლა)
რაც შეეხება დიაზაინს, ფერების, განლაგების და ზოგადად ვიზუალის ცვლილებაც არის შესაძლებელი, დამუშავდება მანამდე სანამ საიტი სასურველ სახეს არ მიიღებს, თუმცა ეხლაც კარგად გამოიყურება smile.gif
ადმინისტრატორს შეუძლია ბანერების დამატება/წაშლა, დროებით ბანერის სტატუსის დეაქტიურება და ასე შემდეგ. აქაც ბანერების პოზიცია თქვენვე შეგიძლიათ განსაზღვროთ.
განცხადების მონაცემები ეხლა ისინია, რაც სტანდარტულად ჭირდებათ უძრავი ქონების სააგენტოებს, აქაც იმ პრინციპით შესაძლებელია დარედაქტირება, რაც საიტის მყიდველისთვის იქნება სასურველი.
სამართვაიდან შესაძლებელია ქალაქის, რაიონების, პროექტების, მდგომარეობის, სტატუსების და სხვა პარამეტრების დამატება/რედაქტირება, თავადაც შეგიძლიათ ნახოთ სამართავიდან თუ როგორი მარტივია.
ადმინისტრატორს შეუძლია მომხმარებლები დაბლოკოს, ასევე მთლიანად წაშალოს მომხმარებელი. დაუსვას თანხა ბალანსზე. ნახოს მომხმარებელს რამდენი აქვს გადახდილი პერიოდის მიხედვით.
აქვს ძაან ბევრი ფუნქცია და ჯობია თავად ნახოთ.
მართალია საიტი არის უძრავი ქონების პორტალი, მაგრამ შესაძლებელია მანქანების ან სხვა განცხადებების საიტად გადაკეთება.
ფასზე PM-ში მომწერეთ
http://netpark.com.ge/realestate/http://netpark.com.ge/realestate/adminმომხ.: admin
პაროლი: admin
ლისტებად
http://netpark.com.ge/realestate/index.php?4gridi=1