forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს ბანკის უპასუხისმგებლო ქმედება, თანხა მომპარეს
tabooo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 44470
რეგისტრ.: 20-October 07

  გამოგზავნილია: 23 Jan 2020, 16:11  #55748665      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ საქართველოს ბანკში მქონდა 2 ბარათი. 1 ვიზა და მეორე მასტერქარდი. ორივეზე მქონდა ჩართული 3D უსაფრთხოება, რაც იმას ნიშნავს რომ ყველანაირ ოპერაციებზე რაც ამ ბარათიდან მოხდებოდა უნდა მომსვლოდა დამადასტურებელი კოდი. ორივეზე მქონდა დაყენებული ჩემი პინკოდი რაც მხოლოდ მე ვიცოდი. 40 ლარის ზემოთ გადახდაზე აუცილებელი უნდა ყოფილიყო ამ პინკოდის შეყვანა ტერმინალზე. ასევე მასტერქარდზე მქონდა ბარათის დაზღვევა ჩართული "სტანარტ +" რაც 6000 ლარამდე თანხის ანაზღაურებას მოიცავს.

ეხლა რა ხდება. 2020 წლის 1 იანვარს ღამე ფეისბუქზე გამომიჩნდა რამდენჯერმე რეკლამა რომ საქართველოს ბანკის კლიენტებზე იყო რაღაც უფასო გათამაშება თუ რაღაცა მოკლედ საგზურების. ტელეფონით გადავედი ამ ლინკზე და იყო ზუსტად საქართველს ბანკის დიზაინი და შევიყვანე მომხმარებელი და პაროლი. მომივიდა sms რომელშიც ეწერა ერთჯერადი კოდი და გაფრთხილება რომ ეს კოდი უნდა შემეყვანა login.bog.ge-ზე. ვიფიქრე რომ ეს ავტორიზაციის კოდია მეთქი და შევიყვანე. ცოტახანში მომივიდა 2 სმს რომლებშიც ეწერა რომ ამ ჩემი ბარათებიდან მოხდა თანხების გადახდა უკრაინის რომელიღცა სავაჭრო ცენტრის ობიექტში. 4500 ლარი და 1000 ლარი. უკრაინულ ვალუტაში. ეგრევე დავრეკე საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზე და ვუთხარი ამ ორი გადახდის გაუქმება მაგრამ მითხრეს რომ 3 იანვრამდე ვერაფეფერს იზავდნენ რქადგან შესაბამისი სამსახურები არ მუშაობდნენ. ნუ მოკლედ მერე პოლიციაშიც მივედი და ეროვნულ ბანკშიც დავწერე განცხადება მაგრამ მას მერე გავიდა 2 კვირა და ჯერ პასუხი არ აქვთ.

რაც გავარკვიე არის ის რომ თურმე საქართველოს ბანკს დაუმატებია ახალი მობილურის აპლიკაცია სახელად "წკაკი". ეს sms რომ მომივიდა რაც მე ავტორიზაციის სმს მეგონა რადგან მითითებული იყო რომ login.bog.ge-ზე უნდა შემეყვანა ეს ერთჯერადი კოდი ყოფილა თურმე ამ აპლიკაციის გასააქტიურებელი კოდი. ხოლო ამის მერე ამ აპლიკაციის მეშვებოით შეუძლიათ ჩემი ყველა ბარათიდან თანხის გადახდა ტერმინალზე ყოველგვარი პინ კოდის და sms დადასტურების გარეშე.

ასე რომ მე რომ მეგონა თავი ქუდში მაქვს მეთქი და პინ კოდის და სმს კოდის დადასტურების გარეშე ვერავინ ვერაფერს იზავს თქო თურმე ამ რაღაცა ახალი აპლიკაციის მეშვებოთ შესაძლებელი ყოფილა ამ ყველაფრის გვერდის ავლა. რაც მე არ ვიცოდი და არც არავის გავუფრთხილებივარ. ასევე რომ ვიკიტხე დაზღვევამ ხომ უნდა ამინაზღაუროს ეს არალეგალური გადახდები მეთქი და მIთხრეს რომ როცა ეგ დაზღვევა ჩაირთე მაგ დროს არ არსებობდა ეს აპლიკაციაო და შესაბამისად არაფერი წერია აქედან გადახდის შემთხვევაშიო.

რა ვქნა როგორ მოვიქცე იქნებ მირჩიოთ რამე. მადლობა.
worn
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 247
წევრი No.: 195342
რეგისტრ.: 17-December 14

გამოგზავნილია: 23 Jan 2020, 20:19  #55749617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tabooo
თქვენი დაუდევრობით მოხდა და სამწუხაროდ "ფიშინგის" მსხვერპლი გახდით, მაგრამ ოპერაციის გაუქმება რომ ვერ მოხერხდა მაგათი უმაქნისობის ბრალია.
მე არ ვიცი დაზღვევის ხელშეკრულებაში რა წერია sleep.gif
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10241
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 23 Jan 2020, 21:05  #55749810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
worn
ფიშინგზე გეთანხმები, თუმცა tabooo საინტერესო თემას შეეხო, 3D ავტორიზაციის გვერდის ავლის აპლიკაციის გააქტიურება უბრალო sms მესიჯით არ უნდა ხდებოდეს no.gif


--------------------
აფრენით ყველა ვაფრენთ შე კაცო, ასაფრენი ბილიკების მეტი რა გვაქვს, დასაფრენი ბილიკები თქვი შენ... (c) gia1970
光復香港 時代革命
worn
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 247
წევრი No.: 195342
რეგისტრ.: 17-December 14

გამოგზავნილია: 23 Jan 2020, 21:14  #55749847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lilith
ჰო, ეგ ცალკე უბედურებაა .
tabooo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 44470
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2020, 22:11  #55750090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გასაგებია რომ ფიშინგის მსხვერპლი გავხდი მაგრამ ჯერ ეგ ერთი sms მომდის რომ თქვენ გამოგეგზავნათ კოდიო და დარწმუნდით რომ login.bog.ge-ზე შეგყავთო. ამიტომ მეგონა ავტორიზაციის კოდი იყო და თურმე წკაპლიკაციის გასააქტიურებელი კოდი ყოფილა. ეს ერთი.
მეორეც კიდე როგორ შეიძლება რაღაცა ახალი აგდახდის სისტემა გაუშვას ასე ტელეფონებში საიდანაც მოხდება პინ კოდის და 3დ უსაფრთხოების გვერდის ავლით ამხელა თანხების გადახდა. როცა მე მგონია რომ ჩემი ტელეფონის და პინ კოდის გარეშე არავის არსად გადახდა და გადარიცხვა არ შეუძლიათ.
მესამე კიდე ამ ყველაფრის მიუხედავად დაზღვევა მქონდა ამ ბარათზე და თანხა ხო მაინც უნდა ამინაზღაურონ. წერია რომ ტერმინალით შესრულებულ გადახდებს ანაზღაურებენ მაგრამ ასე მითხრეს რომ შენ როცა ბარათი დაზღვიე მაშინ ეს აპლიკაცია არ არსებობდაო და შესაბამისად დაზღვევა არ გავრცელდება ამ აპლიკაციით გადახდებზეო biggrin.gif მაგრამ ტერმინალით ხო განხორციელდა მეთქი და კაროჩე რა მაწვალებენ ასე. არადა ელემენტალურია რომ აღიარონ თავიანთი დაუდევრობა და ასე უპასიხუსმგებლოდ შექმნილი რაღაცა გაუგებარი აპლიკაციის გაშვება ინტერნეტში რაზეც არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ რომ გამოვიდა ახალი აპლიკაციაო საიდანაც პინ კოდის და სმს-ს დასტურის გარეშე შეიძლება ულიმიტომ ფაქტიურად თანხების გადახდაო და მოვიმოქმედებდი რამეს. ვაბშე აღარ შევიტანდი საქართველოს ბანკში ფულს ჩემ ბარათებზე.
neo>
introverted extrovert


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2696
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 23 Jan 2020, 23:19  #55750389      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tabooo
ვიზიარებ
არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც მსტგავსი რამ დამეართა (მათ შორის თიბისი ბანკის მომხმარებლებსაც)
ეგ წკაპი რომ არ დაემატებინა ბანკს მაინც წაირებდნენ თანხას, (ასე ვფიქრობ), რადგან კოდს რომელსაც გამოგიგზავნიდა ბანკი , ქურდი გადახდის დასადასტურებლად გამოიყენებდა (მაგალიტად ვიზათი)

არადა რამხელა კამპანია წამოიწყო საქ. ბანკმა, ონლაინ ბანკში რომ შედიოდი იმხელა ინსტრუქციები ეწერა
არსად შეიყვანოთ პაროლი და ბარათი მონაცემები, ბოგის საიტის გარდაო.

ტეხავს, მაგხელა ტანხის დაკარგვა ძაან.

This post has been edited by neo> on 23 Jan 2020, 23:23


--------------------
რატომ მისტერ ანდერსონ?
tabooo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 44470
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2020, 23:24  #55750404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
neo>
ხოდა ეგ არის პრობლემა რომ ყველა სმს კოდს ერთიდაიგივე ტექსტი უწერია რომ ეს არი ერთჯერადი კოდი და შეიყვანეტ login.bog.ge-ზეო არადა რეალურად გადარიიცხვის დამადასტურებელი კოდია და კიდე სხვა ბევრი ოპერაციის შეიძლება იყოს. მომხმარებელს კიდე ავტორიზაციის კოდი ჰგონია. და მასეთ შემთხვევაში თუ წაიღებდნენ თანხას მხოლოდ 1 ბარათიდან წაიღებდნენ რადგან მეორეჯერ კოდს აღარ შევიყვანდი არსად. ასე კიდე ყველა ბარათიდან მომიხსნეს თანხა მაგ აპლიკაციით ისე რომ არც სმს კოდი მოუთხოვია და არც პინკოდი. სხვა ბარათები რომ მქონოდა იქიდანაც მოხსნიდნენ თანხას ამ აპლიკაციით.
neo>
introverted extrovert


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2696
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2020, 00:15  #55750593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tabooo
მაინც უცნაურად მეჩვენება , კოდის გარეშე როგორ უნდა გადაირიცხა ქურდმა 50 ლარის ზემოთ, როცა ბანკონგში მითითებული გაქვს კოდის შეყვანა მაგ მოცულობის თანხაზე. მაგარი ხარვეზია ბანკის მხრიდან, თუ ოფიციალურად ეგრეა.

წარმო.იდგენია რა დღეში გაქ ნერვები,
საქაქეთია ჩვეულებრივი, ყველაფერმა ჩაიჯვა, მომსახურების სფერომაც,

0 კონტროლი, ეროვნული ბანკი ცალკე სალობიეა, ოსევ მომხარებელი თუ გამოიბავს 1000 ყურს და თვალს არ მოატყუონ

This post has been edited by neo> on 24 Jan 2020, 00:17
tabooo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 44470
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 24 Jan 2020, 00:22  #55750617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
neo>
მეც ეგ კითხვა დავუსვი 50 ლარზე მეტი თანხა როგორ გადაიხადეს ტერმინალზე თქო და ეგო ახალი აპლიკაციააო და შეიძლება მაგით ეგრრ გადახდაო პინ კოდის და სმს დასტურის გარეშეო. აი პროსტა რაღა უნდა ელაპარაკო. ვინ სთხოვათ ეგეთი აპლიკაციის გაკეთება. ჩვეულებრივი დანაშაულია მე თუ მკითხავ და თაღლითობა ბანკის მხრიდან.
Правовед
მხოლოდ პირდაპირი მიმართვები - შეკითხვა დაწვრილებით -


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2020, 21:31  #55754135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tabooo
ეხლა რა მდგომარეობაა? თქვენი თანხა გადაირიცხა თუ კრედიტი? თუ სრულად აღწერთ სიტუაციას, უფრო გაადვილდება პასუხიც და პერსპექტივაც. თანმიმდევრობით და დინჯად, პუნქტობრივად ქრონოლოგიის დაცვით - წვრილმანებად თქვენ რომ სთვლით, ის მოვლენებიც აღწერეთ.
თქვენ სარგებლობთ საკრედიტო ბარათით. ამ ბარათზე რაიმე თანხა იყო??? 4500 ლარი და 1000 ლარი თქვენი კუთვნილი ფული გაიცა. თუ ბანკის საკრედიტო ლიმიტით განსაზღვრული თანხა იყო?
რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა - გემუქრებათ, რომ ბანკი მოგთხოვთ თანხის დაბრუნებას, თუ თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი ბანკს აანაზღაურებინოთ მისივე მოქმედებით გამოწვეული ზიანი?
* * *
neo>
ეროვნული ბანკი რა შუაშია საერთოდ? რა სახის კონტროლი უნდა დააწესოს თქვენი აზრით? თქვენ ხომ ახალგაზრდები ხართ, პროგრესული, შესაბამისი შემართებით - ბანკსა და მის კლიენტს შორის რა მაკონტროლებელი შუამავლის არსებობა გეგულებათ აუცილებელ პირობად?

This post has been edited by Правовед on 24 Jan 2020, 21:44


--------------------
[img]JUiRuiRui_I3Q[/img]
sevastopol
The Life of Pablo


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1414
წევრი No.: 195117
რეგისტრ.: 11-December 14

გამოგზავნილია: 24 Jan 2020, 21:52  #55754204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tabooo
უცხოეთში ტერმინალებს არ ჭირდებათ დადასტურება 50 ლარის ზემოთ. ტერმინალს გააჩნია, ყველგან იგივე წესი არ არის.

"ხოდა ეგ არის პრობლემა რომ ყველა სმს კოდს ერთიდაიგივე ტექსტი უწერია რომ ეს არი ერთჯერადი კოდი და შეიყვანეტ login.bog.ge-ზეო "

იმაში გეთანხმებით, რომ ყველა სმს კოდს ერთიდაიგივე ტექსტი უწერია რაც მოდის. გარდა იმ კოდების, რაც მბანკიდან იგზავნება.

ერთი რაშიც თქვენ ხართ მართალი ეგ არის, რომ "მიჩვეული" ხართ რომ სმს კოდი როდესაც გეგზავნებათ ბანკი თითქმის არასდროს არ ცვლის ტექსტს და ეს შეცდომაა ბანკის მხრიდან - მაგრამ მოგედავებიან რომ თქვენ არ დახედეთ იმას, რომ ნამდვილად login.bog.ge-ზე იყავით.

---

ცუდია რომ ასეთი რაღაც მოხდა, მაგრამ ბოლო 3 თვის განმავრლობაში საქ ბანკის და თიბისის კამპანია ის იყო რომ უფრთხილდით ისეთ გათამაშებებს სადაც ვითომ რაღაც პრიზი მოიგეთო...

This post has been edited by sevastopol on 24 Jan 2020, 21:52


--------------------
Link
tabooo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 44470
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 25 Jan 2020, 00:06  #55754747      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
არა საკრედიტო ბარათებია რ ყოფილა. სესხი ავიღე და ის თანხდა იდო ამ ბარათებზე. ანუ ჩემი კუთვნილი თანხა. მე კიდე მინდა ბანკმა ამინაზღაუროს ეს თანხა. მინიმუმ ის თანხა მაინც რომლის ბარათიც დაზღვეული მქონდა.
Правовед
მხოლოდ პირდაპირი მიმართვები - შეკითხვა დაწვრილებით -


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 25 Jan 2020, 06:40  #55755599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tabooo
ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა "ვუთხარი-მითხრეს" დაუყონებლივ შეწყვეტა - ყველაფერი წერილობით!!! კატეგორიული, ზუსტი და საქმიანი კომუნიკაციები - თანაც პრეტენზიები არა სმს-ებით, მაილ-პოხტების თამაშით, არამედ წერილობითი განცხადებების ჩაბარებით, ასლებზე ჩაბარების აღნიშვნით. დაიჯერეთ, ისე ადვილად და უტიფრად მიივიწყებენ "მითხრეს რომ 3 იანვრამდე ვერაფეფერს იზავდნენ რქადგან შესაბამისი სამსახურები არ მუშაობდნენ.", და მრავალ სხვა ზეპირ, დაესემესებულ წინადადებებს, რომ სახტად დარჩებით - არც ერთ ამ მიმართვებს, რომლებზედაც თქვენ აგებთ მოქმედების ალგორითმებს, "იურიდიულად" არც ავტორი ჰყავს და არც ადრესატი.

უნდა გაითავისოთ ის გარემოება, რომ გადაჭედილი უცნობებით, რასაც "სისტემა" ცდილობს "დაგაბრალოთ-შემოგატენონ" - ამ თანხების, 4 500 ლარისა და 1 000 ლარის გადახდა:
- უკრაინის ვალუტაში, რომელშიც თქვენ არა გაქვთ ანგარიში გახსნილი და ეს აპრიორი კარგად იცის ქართულმა ბანკმა
- გადაიხადეთ "უკრაინის რომელიღცა სავაჭრო ცენტრის ობიექტში", არადა ბანკმა კონკრეტულ ადრესატს ჩაურიცხა ფული. "ჰაერში და ანონიმური გადასროლა" ანგარიშიდან-ანგარიშზე უბრალოდ შეუძლებელია, ყველა თეთრი თუ კოპიიკა მკაცრი აღრიცხვის საგანია ბანკებში (თანხის მიმღებსაც ეყოლებოდა უკრაინული ბანკი),
- იმის იდუმალებაშიც ხართ დარჩენილი, ბოლოს და ბოლოს რა "შეიძინეთ", რაში გადაიხადეთ ფული.

აშკარაა, რომ გარკვეულწილად, ნაძირლებს წარმატება განხორციელებული აქვთ, თქვენი ყურადღება და აქცენტები უკვე გადატანილია ნიუანსებზე - სმს კოდზე, აპლიკაციაზე და ა. შ. - მომხმარებლის მსგავსი გაფანტულობა და სისუსტე, კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ბანკსაც, სადაზღვევოსაც და სამწუხაროდ, კრიმინალსაც.
სანამ თქვენ მისდევთ მსგავსი და "მეორეხარისხოვანი" საკითხების კვლევას, გაურკვეველი რჩება თვით უმთავრესი საკითხები:
კლიენტის რომელი და როგორი განკარგულებით მოხდა ბანკის მიერ ლარის კონვერტაცია?!
კლიენტის რომელი და როგორი განკარგულებით მოხდა ბანკის მიერ ამ გრივნების კონკრეტული პირის ანგარიშზე გადარიცხვა?!
კლიენტის რომელი და როგორი გადაწყვეტილებით მოხდა (ნების გამოვლენა ჰქვია, ამას იურისპრუდენციაში) და "უკრაინის" რომელმა კონკრეტულმა პირმა დადო თქვეთან გარიგება - ანუ ვინ არიან ამ საზიზღრობის ფიგურანტები?!
კლიენტის რომელი და როგორი არჩევანით მოხდა გარიგების, მომსახურეობის კონკრეტული საგნისა თუ სახის დადგენა - ანუ რა შეიძინეთ?!

უაცილებლად დაიხმარეთ იურისტი - მოძებნეთ ნაცნობებში, მეგობრებში, ნათესაობაში - კონკრეტული ნაბიჯების გარეშე, მხოლოდ ემოციებზე აგებული ლოგიკით, რაიმე წარმატების პერსპექტივა უაღრესად მცირეა.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

This post has been edited by Правовед on 25 Jan 2020, 07:12
tabooo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 44470
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 25 Jan 2020, 09:49  #55755756      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
მაგას ვიძიებთო სამართალდამცავებთან ერთადო და დრო ჭირდებაო. ასევე პოლიციაშიც ვიყავი იმავე დღეს და დავწერე განცხადება.
ცალკე ეროვნულ ბანკშიც.
Правовед
მხოლოდ პირდაპირი მიმართვები - შეკითხვა დაწვრილებით -


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 25 Jan 2020, 14:33  #55756696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tabooo
მდა ... ვიცოდი მსგავსი პასუხის ალბათობა და რატომღაც არ გავაგრძელე ...

თქვენ გამოითხოვეთ! უშუალოდ თქვენ მიმართეთ პირდაპირ ბანკს!

პოლიციას უშუალოდ მოვალეობა აქვს სისხლის სამართლის საქმე გამოიძიონ და თქვენს სამოქალაქო ვალდებულებებთან კავშირში არ არის!!! ანუ ბანკი, სადაზღვევო, ამჟამად სამოქალაქო (ანუ სახელშეკრულებო, ქონებრივი, ფინანსური) პასუხისმგებლობის მხრივ უზრუნველ მდგომარეობაში იმყოფება - გამოიძიებენ თუ დაადგენენ - კარგია, გაიწელება, მიეგდება საქმის საქაღალდე სადმე კუნჭულში, თავის ინტერესებს ერთი წამითაც არ გაგიჩერებთ - პროცენტებსაც "ჩამოგაჭრიან". ეს თქვენ ხართ "პოსლეზე" და ჩინოვნიკების იმედის ამარად დარჩენილი (თანაც, იხრებით იქითკენ) - თუ რაიმე თქვენს სასარგებლოდ დადგინდა, მერე ... შეიძლება თანხა დაგიბრუნონ, თუ გაიწელა და ...

ნახსენები ინფორმაცია მოგაწოდონ უშუალოდ თქვენ - ვალდებულნი არიან! გამომძიებლისთვის, ეროვნული ბანკის ჩინოვნიკისთვის თავქუდმოგლეჯილი სირბილს არავინ დაიწყებს და ვერც პასუხისმგებლობას მოსთხოვს ვინმე მათ! ხმას როგორც კი გაიღებთ ზიანზე, მთლიან ანაზღაურებაზე და პროცენტებზე - მერე გაგახსენდებათ ეს მიმოწერა. გაგახსენდებათ, დავამდე რომ მივა საქმე და პირგასამტეხლო რომ მოგვეჩვენებათ უზარმაზარი ...

ნუ დაიტოვებთ თავს იმედიანად და ნუ ჩაიკეტავთ თუნდაც სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვის შესაძლებლობას - ისინი კრედიტის დაბრუნებას გთხოვენ - თქვენ შემხვედრი მოთხოვნები წაუყენეთ, თუ რაიმე არ შეგატყობინეს, არ აგიხსნეს და მსგ.

თუმცა, თქვენი საქმისა თქვენ იცით - მე უკვე აღარავის გადარწმუნებებს აღარ ვცდილობ ...

This post has been edited by Правовед on 25 Jan 2020, 14:38
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0211 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]